შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთი მთიელი? (6-7)


23-01-2016, 16:29
ავტორი toroo
ნანახია 2 619

თათამ და სალომემ იმდენი ილაპარაკეს ტელეფონზე სანამ დაღლილობისგან ენა არ ეტკინათ
-კაი თათ წავედი
-სალო ,სალო
-ჰო რაიყო?
-მისმინე ვიცი,რომ რთულია მაგრამ მაინც გთხოვ ეცადე რამე სისულელე არ ჩაიდინო ხო იცი როგორ მიყვარხარ ,პატივს გცემ და დაფიქრდი ბიჭების ნდობა ცოტა სხვა თემაა, გაითვალისწინე
-ვიცი ჩემო ლამაზო ,ვიცი ხო იცი როგორიც ვარ არასდროს ,გესმის არასდროს თავს არავის დავაჩაგვრინებ
-ვიცი და მაგიტომაც გცემ პატივს ,აბა ჰეე გავიქეცი და გთხოვ რა ყველაფერი გამაგებინე ხოლმე
-კარგააააად დედიკოშენი ჩამიკოცნე-კისკისით დაასრულა სალომემ ტელეფონზე საუბარი და ბალიშში ღრმად ჩარგო თავი
არა მაინც როდემდე შეიძლება მის თვალებზე ფიქრი ,სულ გამოშტერდა ეს გოგო, ძალიან ცუდად იყო გული ერეოდა საკუთარ გრძნობებზე,მაგრამ მაინც სიამოვნებდა ეჰ რას გაუგებ

დილა სასიამოვნოთ გათენდა ხევსურეთში,როგორც ყოველთვის არ ვიცოდი რა მეკეთებინა ,მალევე ამოვიცვი მოკლე შორტები საზაფხულო ფრიალა მაისური ,რომ შევჭიდებოდი საშინელ სიცხეებს და ოთახიდან გავლასლასდი , ანო და ანდრია რა თქმა უნდა ჯერ არ ამდგარან რა ენაღვლებათ ,არა გამაგიჟებენ რა ოთახიდან ვერ გამომყავს და დაიკო ან ძამიკო მაინც არ მეღირსა,მაგრამ მაინც კარგია რაღაცნაირად ერთადერთი და განუმეორებელი ,რომ ხარ მშობლებისთვის და თან როგორ ვუყვარვარ ორივეს ,მთელი არსებით ვგრძNობ მათ გვერდში დგომას ,ერთმანეთი ხომ უყვართ და უყვართ და ჩემზე საერთოდ გიჟდებიან ,სალო ისე ,სალო ასე, ოღონდ სალოს არ ეტკინოს ,ოღონდ ეგ იყოს კარგად,ოღონდ სალო არ დამეჩაგროს არადა მე ვინ დამჩაგრავს აქეთ დავჩაგრავ ორმაგად დაბლეფექტით...
ყავა მოვიდუღე ,კოფეინის სურნელმა გაჟღინთა ოთახი სასიამოვნოდ შემიღიტინა და მთელს სახეზე მომეფრქვია , ფანჯარა დიდად გამოვაღე და სუფთა გაფილტრული ჰაერი ღრმად შევისუნთქე ესეც ასე მთლიანად ჩატარებულია დილის სეანსი , მთების გრილი ამავედროს თბილი,სუფთა და სპეტაკი ჰაერი უგემრიელესი და არომატული ყავა დიდ ფანჯარაზე შემოსკუპებული მე და ჩემი ფიქრები სუფთა დოპინგია.
ნეტარებაში გართხმულს სულ არ გამხსენებია ,რომ გართობა ჩემი ცხოვრების მთავარი აზრია, უცებ დავფქირდი ბედნიერებაზე და მივხვდი ,რომ ადრე თუ მხოლოდ გართობა მანიჭებდა ამ გრძNობას ახლა "ის"მანიჭებს , ვერ ვხედავ არც მისი ხმა მესმის ,მაგრამ მისი გახსენებითაც კი ვბედნიერდები აი ასე დებილივით გავიხსენებ და ჰოპა ეგაა ბედნიერი ვარ,არ ვიჯერებდი არასდროს იმათ აზრს ვინც მეუბნებოდა ასე ,რომ დათხაჯანაობ და ყველას თავიდან იშორებ ნახავ ერთხელ და ისე შეგიყვარდება სულ ხელით გაფორთხიალებს ეგ გრძნობაო , მეშინია მგონი მიმართლდება , მართლა მეშინია
ვფიქრობ, მეშინია ,ვფიქრობ და აი ყავაც აღარ მაქვს, ფანჯარაც იკეტება

შუადღისას ჩვენი ჭიშკარის კარი გაიღო და ულამაზესი შავგვრემანი გოგო შემოვიდა , მაღალი , კარგი სხეულითა და გამაგიჟებელი შავი მბზინვარე თმით , აი შამპუნის რეკლამებში ,რომ არის ზუსტად ისეთი , მწვანე თვალები ,შორიდანაც კი ანათებდნენ და ისეთი შესახედაობა იქმნებოდა მეც კი გვარიანი ნერწყვი გადავყლაპე
-ვაიმე ანო . რა გოგო , ღმერთო დამენახე ულამაზესო ,დახატულო-დედაჩემი ლამის გადაირია არც აცია ,არც აცხელა ეგრევე აიტაცა ჰაერში -ყოჩაღ დედა ვანდამი მიმიქარავს ისე ატრიალა დაბნეული გოგო
-გამარჯობათ ანო დეიდა-წკრიალა ხმა მიწვდა ჩემს ყურთასმენას , დიდი ხნის ფიქრის შემდეგ მივხვდი ეს ჩემი ბიჭის და უნდა ყოფილიყო _ მოიცა მოიცა მოიცა რაო ამ შტერმა გოგომ ? ჩემი ბიჭიოოოო ???? თქვენც გაიგეთ ხოო ? მორჩა არ ვაპატიებ
-ჩემო ხატულა შემოდი სახლში ,შემოდი -როგორც იქნა მიხვდა დედაჩემი და ოთახში შემოატარა ,მაშინვე გავუღიმეთ ერთმანეთს , ეს ის მომენტია ადამიანს ,რომ დაინახავ და მიხვდები მის მიმართ უკვე კეთილლგანწყობილი ,რომ ხარ ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც მაშინვე მომეწონა და არც გაგვიჭირდა დამეგობრება , აი აქ იწყებოდა ჩემი გიჟი თავგადასავლები ,რაც მთავარია მყავდა ახალგაზრდა ,ულამაზესი და არანაკლებ გიჟი კომპანიონი ჩემი განზრახვების ასასრულებლად.
იმ დღეს მე და ანომ იმდენი ყავა დავლიეთ იმდენი ნამცხვარი ვჭამეთ და იმდენი ინფორმაცია გავცვალეთ,რომ ერთმანეთისგან იჟოგა დაგვემართა , მასაც ახარებდა ის ფაქტი ,რომ ზაფხულის მარტო და მოწყენილად გატარება არ მოუწევდა და პირველი გეგმაც დავსახეთ მდინარე,ხელი ჩამოვართვით და დავიშალეთ საცურაო კოსტუმების ამოსარჩევად, რომ გადიოდა დავაკვირდი კიდევ ერთხელ,მერე ჩემს თავს შევხედე და მივხვდი ზოგ-ზოგიერთს დღეს ნერწყვების ყლაპვა არ აცდება.

_არა გამაგიჟებენ ეს გოგოები რა გონიათ ეს ქერა და შავტუხა ლამაზმანები მარტო ,რომ მიაბიჯებენ ამ მდინარისკენ, თან ერთს თეთრი ულამაზესი და მეორეს შავი საცუარო კოსუმები აცვიათ ამავე ფერის უ ,დააკვირდით უუუმოკლესი შორტები ისიც ბოლოებში დახეული ,საერთოდ რაზე ფიქრობენ ან თუ ხვდებიან ,რომ ეს მაიამი არ არის , მერე უკვირთ ბიჭების მზერა , დიდი გადაგორებული ნერწყვები და ოხვრები.აჰა ასევ ვიცოდი მივიდნენ თუ არა აღარავის აღარაფერი ახსოვდა , მხოლოდ ამ ორს უყურებდნენ ამათმაც ერთი შეხედეს ერტმანეთს ერთდროულად გაიცინეს და ერთდროულადვე გადახტნენ წყალში , ნეტავ გენახათ რა სანახაობა გადაიშალა ბიჭების თვალწინ კამკამა ცისფერ წყალში ორი ნოზი ,როგორ ამოვიდა ნელა და სექსუალური მიხვრა-მოხვრით ,როგორ დაიწურეს თმები და გადაიწიეს , წავიდა ბიჭების ჩახველებიბი , მხრების მიკვრა, გადაჩურჩულებები და უხამსი ფიქრები. მერე რა ,რომ მთაა? თვალები ყველას აქვს? ან ასეთ დაუნდობელ სილამაზეს როგორ გინდა გაუძლო ? არ მეთანხმებით ?

-ანო , ცოტა შემცივდა მოდი ჩემს ძმას დავურეკავ და ის გაგვიყვანს რა სახლამდე , ახლა 1 კილომეტრს ფეხით ვერ გავივლი - მეტი რა მინდოდა ,ჩემზე ეშმაკი არ დადიოდა იქ არავინ, ერტი ამოვიოხრე თითქოს ძალიან დამწყდა გული და ბოლოს დავთანხმდი
-საააან , ჩემო სიცოცხლე და ღვთაება
-რა გინდა ? -ეგრევე მიუხვდა აფერისტობას
-მდინარეზე ვიყავით მე და სალო და გავიყინეთ ფეხით ვერ წამოვალ და მანქანით ჩამოდი რა
-სალო ?
-ხო სალო არ იცი ? ანოს შვილი სალომე ,რა დაგემართა
-ხო, ხო კარგი მოვდივარ
დეგენერატი ,იდიოტი , ხეპრე , გამოთაყვანებული ათასი სალანძღავი სიტყვით ვამკობდი და ბოლი ამდიოდა იმდენად მომეშალა ნერვები მის საქციელზე , ვერ მიცნო ხო მე მტელი დღე მაგ იდიოტზე ვფიქრობ და ვაჟბატონმა თურმე ვერ მიცნო ,არა დებილი არ ვარ? ყველაფრის ღირსი ვარ
თვითგვემაში ვიყავი ,როდესაც მანქანის ხმაურმა გამომაფხიზლა უკვე კარგად დაბნელებულიყო ნახევარი საათი გვალოდინა, მაგრამ როგორც კი გადმოვიდა მანქანიდან მაშინვე თვალი მომჭრა ,გული ამომივარდა , არა სად შემიძლია მე ამდენი რატომ არის ასეთი კარგი და სექსუალური ? რა დავუშავე ან ეს შავი მოტკეცილი ზედა რა ტინკიცობაა ? ხო იცის ,რომ მაგიჟებს კიდევ ეს მინდა ?
-გამარჯობა -ბოხი ხმით ჩაილაპარაკა ,ზედ არც შემოუხედავს ისე ჩაჯდა ისევ მანქანაში და დაქოქა მე უკან ვიჯექი მობუზული,იმდენად ღრმად ვსუნთქავდი ,რომ ცოტა ხანში დავიხრჩობოდი , მისი სურნელით გაბრუებული ხან რას მივეტაკებოდი და ხან რას, სარკეს სპეციალურად ვუყურებდი ერთხელ არ გამოპარვია ჩემსკენ მზერა ,მალევე მივედით მათ სახლში
-ანო შენ გადადი მე მივიყვან და მოვალ - ჩუმად უთხრა
-აუუ გაჩე რა , მიდი სალო შემო ჩვენთან ხო იცი ციალა გადაირევა , მიდი გადმო
-არა ჩემო ლამაზო სხვა დროს იყოს ,დავიღალე აი ხვალ გადმოვალ გეფიცები
-დიდხანს გისმინოთ ? -მობეზრებულად ჩაილაპარაკა და გვერდზე გაიხედა
-ნუ ხარ შენ უჟმური - გვარიანად უჩქმიტა ძმას და მეც უდიდესი სიამოვნება მომანიჭა
-კარგი მე წავედი და აბა შენ იცი მაგარი დღე იყო ხვალ გელოდები ყავა უნდა დავლიოთ ტაშტით - ლამაზად გამოამზეურა კბილები ,გადამკოცნა და მანქანიდან გადავიდა , მსუბუქი ნაბიჯებით მიდიოდა არა მაინც რა ლამაზია ეს გოგო და რა სასურველი, ნეტავ აქამდე მარტო როგორ არის ? ჩემს თავს ვეკითხებოდი და მერე გამახსენდა სად და ვისთან ერტად ვიჯექი მანქანაში
-წინ გადმოდი -მიბრძანა და ერთიანად ამაჟრიალა მისი ტონის გაგებისას
-რატომ ? აქაც კომფორტულად ვარ
-რახან გეუბნები გადმოდი - იმდენად კატეგორიული და მომთხოვნი იყო მისი ხმა ,რომ დავემორჩილე და წინ გადმოვედი
ჩავჯექი და წამით შევხედე კისერზე ძარღვები დაბერილი ქონდა , თვითონაც შემომხედა , რაღაც საოცრება მოხდა წამებში არც კი ვიცი ამ გრძNობას რა ვუწოდო ,მაგრამ თვალებში შეხედვამ არც კი ვიცი რატომ მოახდინა ამხელა გავლენა ჩემზე ,მთლიანად ჩავიძირე , არაამქვეყნიურად ვგრძნობდი თავს და მაშინ ნამდვილად დავრწმუნდი ,რომ შარში ვიყავი , წინ გავიხედე მალევე ,იმდენად ვიყავი არეული და აღელვებული ,რომ მკერდი მთელი სისწრაფით ამიდ-ჩამიდიოდა და ტავს უხერხულად ვგრძNობდი ისედაც თითქმის არაფერი არ მეცვა
როგორც იქნა მანქანა დაძრა 3 წუთში ჩემს ჭიშკართან ვიყავით უკვე თითქმის დაღამებული იყო
-დიდი მადლობა-ჩუმად ჩავილაპარაკე და გადასვლა დავაპირე ,მაგრამ კარები ჩაკეტილი დამიხვდა
-გააღე რა - მეგონა უბრალოდ დაავიწყდა
-არა , არ გავაღებ
-რა ? რას ქვია არ გააღებ ?რას მეთამაშები ?
-არ მიყვარს ,რომ მეწინააღმდეგებიან , ტვალებში შემომხედა ვნებიანად და შემდეგ მზერა ქვემოთ ჩააცოცა -ერთიანად ამახურა იმის წარმოდგენისას ახლა რას ფიქრობდა და მაშინვე უკან გავიწიე
-ეგ არავის არ უყვარს ,მაგრამ ახლა გამიშვი
-შენნაირ გოგოებს არ უშვებენ ასე მარტივად , მითხრა და ჩემსკენ გადმოიხარა , გული ამიჩქარდა პულსი ხომ სადღაც გაფრინდა , წამებში გავითიშე და პარალიზებული ვიყავი , ის კი ძალიან მშვიდად მიცოცდა ჩემს კისრამდე და ნელ-ნელ კოცნით მიიწევდა დაბლა , ისე არხეინად დააცოცებდა ტუჩებს და ისეთ სიამოვნებას მანიჭებდა ლამის იყო გამეფრინა.
-რა სურნელი , რა გოგო , ასე რატომ მაგიჟებ პატარა ქერა ქალბატონო , იცოდე ასეთი ჩაცმულობით არასდროს დამენახო , დაიმახსოვრე არასდროს თორემ გეფიცები ჩემს თავზე და საქციელზე პასუხს არ ვაგებ , ნუ გამომიწვევ ისედაც ბევრი არ მინდა
-რას გულისხმობ ? -აკანკალებული და ნასიამოვნები ვუსმენდი მის ხრინწიან და ვნებითგაჟღენთილ ხმას და მაინც მქონდა იმის თავი ,რომ მეკითხა ,მინდოდა უფრო მეტი ეთქვა და ელაპარაკა იმაზე თუ როგორ ვაგიჟებდი
-მხოლოდ იმას ,რომ შენს კისერს არ დავჯერდები ახლა გადასკუპდი , ძილი ნებისა -არ ვიცი მომეჩვენა თუ რა მოხდა ,მაგრამ აშკარად თვალებით მიმეფერა და მანქანაც მალევე აღარ ჩანდა მე კი დამტოვა ასე გამოშტერებული ,მივესვენე საწოლს და იმდენი ვიფიქრე სანამ არ ჩამეძინა

-ნუ ხარ შტერი სანდრო ,რა გჭირს პროსტა გოგოა ,პატარა სექსუალური გოგო ,მაგრამ თვალები _აი სად გაიჭედება ჩვენი დონჟუანი ..:)



ბავშვებო არც კი ვიცი რა გითხრათ რახან ასე ნელა ვდებ თავებს მართლაც შეგიძლიათ ბოლოს წაიკითხოთ ერთდროულად ვერ დაგპირდებით ,რომ ყოველდღე დავდებ არ მოგატყუებთ უბრალოდ საშინელი გრაფიკი მაქვს ,რაც ჩემს მუზაზე აშკარად აისახება ,, მიყვარხართ ჩემო მკითხველებო



№1  offline წევრი salobalo

vaaimee, ai dzaaaliaan magariiaa <3

 


№2 სტუმარი მონიკა

აუ მალე დადე რა

 


№3  offline წევრი sergio ramos

Rogorc ki moaxerxeb dade raa icode rom sulmoutqmenlad gelodebit

 


№4  offline წევრი ციცინათელა

როცა მოახერხებ მაშინ დადეე <3

 


№5 სტუმარი ეკა

აღარ გააგრძელებ ?მიდიი რააგთხოოვ ძალიან კარგია და ძალიან მწყდება გული როომ აგარწერ ამ ისტორიას

 


№6 სტუმარი °°°°°

au ratom agar deb shemdeg taavs ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent