შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი მეუღლე (თავი 4)


23-01-2016, 20:36
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 661

სექსუალურად გამოვეწყვე..მგონი,იმ წამს ყველაზე მეტად ვფიქრობდი ამაზე..ვიღიმოდი და ვცდილობდი ტუჩებისთვის ხაზი გამესმა,წითელი პომადა მესვა და ძალიანაც მიხდებოდა..ტანზე მომჯდარი ღია ფერის კაბა უფრო გამოკვეთილად მიჩენდა სხეულის სილამაზე,გრძელი თმა მაღლა მქონდა აწეული და მოშიშლებული ზურგი თვალში საცემი იყო..კმაყოფილი ვიყავი იმით,რომ ამ პაემანზე ნიკას საბოლოოდ მივუჩენდი ადგილს..
ვფიქრობდი,რომ ძლიერი ვიყავი და ვუყურებდი სასურველი მამაკაცის ნაჩუქარ ბეჭებს..ვატო მართლა კარგი ადამიანი იყო..მაგრამ რაღაც მაინც ვე რიყო რიგზე..ნეტავ რა იყო ეს? ნეტავ რა?

-საოცრად გამოყურები..-ნიკას კარი გავუღე..გარინდებული იდგა და ფეხს არ იცვლიდა...გაშტერებული სახით მიყურებდა და უკან დამალულ ხელებს წინ არ სწევდა..შემდეგ ვარდები დამანახვა და გამიღიმა..
-ჰო..მზად ვარ,,-ცივად ვუპასუხე,არ შემეძლო ასეთ ადამიანთან პირისპირ დგომა.ზიგჯერ მისი ქმედებების გახსენებაც ძალიან მაღიზიანებდა..სუსტი ადამიანი აღმოჩნდა ცოლის გამო დამშორდა,შემდეგ კი ალკოჰოლიკთა ჯგუფებს შეუერთდა..ვერასდროს ვამართლებდი მსგავ ქცევებს.
-წავედით..-ყვავილები მაგიდაზე დადო და წინ წაიწია..ისე იქცეოდა,თითქოს ჩემთვის არ იყო უცხო,სიმამდვილეში ჩვენ ორ შორის ხიდი იყო ჩატეხილი,მხოლოდ წარსული გვაკავშირებდა და ისიც ბუნდოვნად...თეორიულად მარტივია წარსულს მისცე ბნელი ან ნათელიც კი,მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი რთულდება,ყველაფერი სხვანაირი ხდება.
-დაბნეული ჩანხარ?
-ჰო..ეს ყველაფერი ბუნდოვანი იყო..
-ჰო,მაგრამ მინდა,რომ გამოვასწორო..
-როგორაა შენი მეუღლე?-ვკითხე და თვალი მოვარიდე..პასუხს სანამ გამცემდა,მანქანის კარი გამიღო და შემდეგ თვითონაც ჩაჯდა.
-ის..ნორმალურად..-დაბნევით თქვა.
-ცხოვრება უცნაურია...არ შეგეძლო მანამდე გეთქვა?
-ეგოისტი ვარ,ჰო?-ირონიით წარმოთქვა და საჭეს დახედა.
-ნამდვილად,სასტიკი ეგოისტი!
-შენ როგორ ხარ?-უხერხულობისგან სახე შეეჭმუხნა..
-მე? ახლა...ახლა დანიშნული ვარ,თითქმის დანიშნული..-არ ვიცი რამ მათქმევინა,რამ წამომაცდევინა ეს ფრაზა..განა ვაპირებდი ასე თქმას და საერთოდ ვაპირებდი რო...
-თითქმის...ეგ როგორ?-ხმა შეეცვალა..მასში დაძაბულობა დავიჭირე,საჭინლად დაჭიმოდა ძარღვებიც კი,საჭის მართვაც უჭირდა.
-ჩემი პასუხი ჯერ უცნობია..
-მართლა?-ახლა აღფრთოვანება ჩააქსოვა.

-ისევ ასეთი ადგილები გყვარებია..
-ჰო...
-აქ მოგყავს ყველა?
-მიყვარხარ...მიყვარდი და მიყვარხარ...არ გესმის? არ არსებობს ყველა..
-ეს სიტყვა მეორედ არ ახსენო,გთხოვ...-მუდარით შევხედე.
-მოდი,დაჯექი..-სკამი გამომიწია..შეეცადა თავი მოეთოკა,მაგრამ ნამდვილად არ გამოსდიოდა.
-იცი,რა? კაცები ბავშვებივით ხარ...ადრე მეგონა,რომ ქალი და კაცი ღალატისთის ერთნაირად უნდა განგვესაჯა,მაგრამ ვცდებოდი..ქალი გაცნობიერებულად მოქმედებს,კაცი კი სულელია,მას მოატყუებ და მაშინვე ლოგინში ჩაიგორებ..
-რამ გაგამწარა?
-და კიდე რა,იცი?
-ქალს შეუძლია ღალატის პატიება..მეგონა მაშინვე მივატობდი ქმარს,თუ სხვა ქალთან დაწვებოდა,მაგრამ ერთხელ მივხვდი,რომ პატიება შესაძლებელია..
-მართლა?-ინტერესით შემომხედა..
-ერთხელ ისეთი რამ მაპატია ოჯახმა..მას შემდეგ მივხდი,რომ შესაძლებელია..თან კაცი სულელი არსებაა..
-და ამით რისი თქმა გინდა?
-მან ჩემი სიყვარული გაპატია...ეს ღალატზე უარესი არა...დაბრუნდი მასთან,მას სჭირდები..
-მე შენ მჭირდები,ანეტ..
-არ გინდა..-ამოვიოხრე და წვენი მოვსვი..-ალკოჰოლს არ ვსვამ კიდევ კარგი..-დავსძინე და ირონიულად ჩავიცინე..
-ის გოგო არ ხარ,რომელსაც გიცნობდი..
-არ ვარ,ნიკა..ახლა ძლიერი ქალი ვარ..
-ისე მენატრებოდი..შენს გარეშე ყველაფერი უფერულია..
-და ეს სიტყვები ბანალური..
-გულს მტკენ,ანეტ!-ხელზე ხელი შემახო და ოდნავ გადმოიხარა.
-იცი,მაშინ რას ვგრძნობდი? ვგრძნობდი,რომ ნაგავი ვიყავი..დიახ,ნაგავი..ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით,ნიკა..-ცრემლები არ წამომსვლია..მართლაც ძლიერი ვიყავი,ზოგჯერ საკუთარ თავზე ჰიპნოზი ამართლებს...
-ღმერთო..და შენც ხომ შეგიძლია პატიება..
-იმ დღეს ვხედავდი შენს თვალებს საავამდყოფოში და რა დავინახე,იცი? სწორედ ის,რაც იმ დღეს პარიზში...იმ დღეს,როცა ცხოვრება თავზე დამაქციე..როცა უბრალოდ დამიკიდე...შეგეშინდა..
-მგონი,ეს საუბარი არ შეეფერება სიტუაციას?-წარბი მაღლა ასწიე და მე კი ხელი გავარიდე,არ მინდოდა,მისი შეხება მეგრძნო.
-მაგრამ..
-გიყვარს?-გამაწყვეტინა და ჩემკენ უფრო გადმოიხარა.
-უნდა წავედი..-ფეხზე წამოვდექი..
-მაპატიე..-მუდარით ამედევნა...ხალხის დაჟინებული მზერა ვიგრძენი,მაგრამ არ შევჩერებულვარ..
-დაფიქრება მჭირდება..-თავის მართლებით ვთქვი და გარეთ გავედი.
-წაგიყვან მაინც..-დამეწია და ხელი ხელზე ძლიერად მომიჭირა..ადრეც წარმომედგინა ჩვენი შევხედრა ამ ყველაფრის მერე,მაგრამ ასეთი არა...მეგონა,მისი შეხებაჟღრუანტელს მომგვრიდა..
-არა,არ მინდა..-ხელი გავაშვებინე და ტაქსისკენ წავედი.
ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ.ვგრძნობდი,რომ რაღაც არ იყო ისე..მაგრამ იმ წამს სხვა რამეც მოხდა,თითქოს თვალი ამეხილა,თითქოს საკუთარი თავის ფასი ვისწავლე...

-როგორ ჩაიარა?-მარიამ ინტერესით მკითხა.
-არ ვიცი..გამოვიქეცი,ვერ გავუძელი მის სიტყვებს.
-ისევ სიყვარულს გეფიცებოდა?
-ჰო..-ნაღვლიანად ვთქვი..-ვატო პასუხს ელოდება,მე კი...
-გოგო ვატოს დაბადების დღე რომ აქვს ზეგ გახსოვს? ყველანი დაპატიჟებულები ვართ.
-მართლა..-ხასიათი შემეცვალა ანუ მის ნახვას თავიდან ვერ ავიცილებდი.
-ჰო და მოდიხარ..
-რა ვუთხრა? ისეთი დაბნეული ვარ..ნიკას აჩრდილი მომსდევს,მაგრამ იმ დღეს ვიგრძენი,რომ მისადმი უკვე ცივი ვარ..იცი,რა ვუთხარი?
-რა?
-რა და,ცოლმა გაპატია და მეორე შანსი გაქვს-მეთქი.
-ანუ გაუშვი?
-მასთან ვერასდროს ვიქნებოდი..იმდენმა წყალმა ჩაიარა,იმდენი რამ შეიცვალა ...უბრალოდ არ შემიძლია..
-მერე რა გიშლის ხელს? გაიკეთე ბეჭედი..ულამაზესია.
-არ ვიცი,მარია,არ ვიცი...შენ ისეთი ბედნიერი ხარ...და მიხარია,მაგრამ მე..
-შენც იქნები,მერწმუნე..-გამიღიმა და მეც გავუღიმე.

ვატოს დაბადების დღის წინა დღე ყველაზე რთული იყო,სახლიდან არ გავსულვარ,მთელი კვირა დღე ვიჯექი და ვცდილობდი,გადაწყვეტილება მიმეღო,მაგრამ გონება ისეთი დაბინდული მქონდა,რომ ესეც არ შემეძლო..
სახლში წინა დღის გაკეთებული ვინეგრედი მქონდა.მგონი,მარიამ გამიკეთა.პირი არ დამეკარებინა.იმ დღეს კი მივედი და მთელი ქვაბი შევჭამე,მეტი არაფერი მქონდა სახლში და ძალიან მშიოდა.შემდეგ უბრალოდ დავეხეთქე საწოლზე და ჭერს მივაშტერდი..ვიცოდი,რომ შემეძლო ვატოსთვის დამეკა და კარგ ხასიათზე დავმდგარიყავი.ვიცოდი,რომ ის ნებისმიერ სურვილს ამისრულებდა,მაგრამ გული არ მიშვებდა.
ბუნდოვანებას მოეცვა მთელი ჩემი გონება,ტირილიც არ შემეძლო..უარყოფით ემოციებს ვერ ვიშორებდი,უბრალოდ ვიწექი და ჭერს ვუყურებდი...ყველაფერი შავი მეჩვენებოდა..
საღამოს ისევ მომშივდა,მაგრამ არაფერი მქონდა...ავდექი და მარიას დავურეკე,რამე მოიტანე-მეთქი..ისიც მალე მოვიდა და თავისი პატარაც მოიყვანა.
-ბაბი,როგორ ხარ?-თავზე ხელი გადავუსვი და კალთაში ჩავისვი.
-გოგო,ეს კარგადაა,მაგრამ შენ რა გჭირს..თუ ვერ ეუბნები,უარს,მომეცი ეგ ბეჭედი და მე მივუტან უკან..მაგრმა მერე აღარ ინანო..რას გავხარ? ღამის პერანგით დადიხარ ამხელა ქალი? საჭმელიც ვერ ამოგიტანია..
-არ ვიცი..უბრალოდ ვფიქრობ და თავი მისკდება..
-გაშინებს ვატოსთან შეხვედრა,ჰო?
-ალბათ..
-ალბათ კი არა,ასეა!-მკაცრად თქვა და წინ თავისი გაკეთებული ტოლმა დამიდო.
-რა დიასახლისი ხარ..არ მიყვარს,მაგრამ შევჭამ..-თვალი ჩავუკარი და ჩანგალი ავიღე.

მთელი ღამე არ დამეძინა,უბრალოდ დავბორიალობდი ოთახებში..ლინდასაც ვესაუბრე,მალე პატარა გვეყოლებაო...ისეთ გაბერილი იყო,რომ ძლივს ვიცანი დედაჩემი..მაქსის ამერიკულმა ხუმრობებმაც ვერ მომიყვანა ხასიათზე..დავხურე „სკაიპი“ და გაშლილ ხალიჩაზე დავენარცხე...
ცოტა ხანში ჩამეძინა..მახსოვს,ბოლოს საწოლზე დავწექი...თუმცა კარგად არ მიძინია,ისევ გამეღვიძა..მგონი,მთვარეულივით დავდიოდი,ბოლთას ვცემდი და თვალებს ძლივს ვახელდი...
ბოლოს დარტყმა ვიგრძენი..ძირს დავენარცხე და უეცარმა ტკივილმაც შემიპყრო,თუმცა ეს მალე არ გაგრძელებულა..ალბათ,გონება დავკარგე.
-აქ რა გინდა?-როცა თვალი გავახილე,ჯერ კიდევ ბუნდოვნად და აორებულად ვხედავდი ყველაფერს,მაგრამ გონება მოვიკრიბე..ერთი სიტყვით,ვატოს სახე მაინც დავინახე..
-გული წაგივიდა..
-აქ რა გინდა?-მთელ სხეულში გადაწყვეტილების მიღების შიშმა დამიარა.
-არ ვიცი...გულმა ცუდი მიგრძო..მარიას ვესაუბრე და..
-კარი ღია იყო?
-ღია დაგრჩენია..
-ვინმე ხომ არ შემოვიდა?-წინ წამოვიწიე,მაგრამ მისმა ხელმა გამაჩერა.
-სუსტად ხარ.
-რა დამემართა?
-ფერი დაკარგული გაქვს ახლაც..წნევა უნდა გაგიზომო.
-ექიმიც ხარ?
-არა,ექიმი არ ვარ,გეყო,ხუმრობა!
-კარგი..-ხელი წინ დავუდე და თვალები დავხუჭე.
-დაბალი გაქვს ძალიან..-რამდენიმე წუთის შემდეგ ნაღვლიანად თქვა და აპარატი მაგიდაზე დადო.
-რამე დამალევინა,თუ მოგეპოვება ან იყიდე..
-ცუდად ხარ...უბრალოდ გაჩუმდი..-თითი პირთან მომიტანა და ფეხზე წამოდგა..-არაფერი გაქვს,ჰო?
-არაფერი,არ ვხდები ხოლმე ცუდად.
-დაწყნარდი,ახლავე ჩავალ აფთიაქში.

-რა გჭირს?-როცა დაბრუნდა ფეხზე ამდგარი დავხვდი-რამე დაგემართა?
-პირღებინება..მგონი,ვკვდები..
-არ კვდები..-შეშინებული მოვიდა და ხელში ამიყვანა,ამის გაკეთებისთვის წამიც არ დასჭირვებია..ათრთოლებული მეჩვენა..ჩემზე ნამდვილად ღელავდა.
-მისმინე,დღეს დაბადების დღე გაქვს..მე კი...
-გაჩუმდი,არ ახსენო,რომ დაბადების დღე მაქვს...უცნაურად იქცევი ისედაც და..
-კარგი,ბოდიში..
-უბრალოდ მოისვენე და ეს დალიე..ძლიერ ყავას გაგიკეთებ,წნევა უნდა აგეწიოს..
-კარგი,მადლობ..უკეთ ვარ,რაც ამოვიღე..

თითქმის არ მიძინია..მხოლოდ რამდენიმე საათით მოვხუჭე თვალი..შვიდი იქნებოდა,როცა გავიღვიძე და ჩემს გვერდით ვატო დავლანდე..მშვიდად ეძინა,მაგრამ მისი გული გამალებით ცემდა..ფრთხილად წამოვდექი და შევეცადე მომხდარი გამეხსენებინა..მეშინოდა,რომ მალე გაიღვიძებდა ჩემი თითქმის საქმრო და ახსნა-განმარტებას მომთხოვდა..იქნებ იმ დღეს ელოდა პასუხს...
საპირფარეშოში გავედი და მეორეჯერ ვარწყიე...საშინელი შეგრძნება მქონდა და თავიც კი მძულდა..სამზარეულოში ნაბეღლავი ვიპოვე და ჭიქაში დავასხი..გაზი მორევით გავუყვანე და ცოტა მოვსვი..ჩემთვის ვიყავი და ვფიქრობდი,თუმცა მალევე ნაცნობი ხმა გავიგე.
-ადექი?-ანერვიულებული სახით მკითხა ვაკომ,რომელიც საცვლის ამარა დადიოდა ჩემს სახლში.თავი უხერხულად ვიგრძენი და მზერა მოვაშორე.
-ჰო,უკეთ ვარ..
-გავიგე,რომ ახველებდი..მივხვდი,რომ ისევ..
-არ გინდა..ნუ აღიქვამ ყველაფერს ასე..ალბათ,მოვიწამლე..
-რით?
-გუშინ არაფერი მქონდა და მთელი ქვაბი ვინეგრედი ვჭამე..ჰო ხვდები რა...
-მარიამ მითხრა,რომ ..
-მაგას ენას მოვაჭრი..ჩემზე ნუ დარდობ,ბავშვი არ ვარ,ვატო...ოცდახუთის ვარ!
-ანეტ,დამშვიდდი...უბრალოდ არ ვიცი..არ ვიცი რატომ აღვიქვამ ყველაფერს ასე..ალბათ,იმიტომ,რომ...კარგი,წავალ გამოვიცვლი,თორემ ისე მიყურებ,თითქოს პირველად გენახე ასე..
-ეს სხვა სიტუაციაა..შენ მოხვედი,მომიარე და მერე...
-კარგი,წავედი..
-მისმინე..-ფეხზე წამოვდექი და სერიოზული გამომეტყველებით შევხედე მამაკაცს..-დაბადების დღეს გილოცავ..ვიცი,რომ ასე არ უნდამომელოცა,მაგრამ...უბრალოდ მადლობა მინდა გითხრა..შენ რომ არა..და მაპატიე,რომ გუშინ ვერ ვიყავი.
-არაფრის და მადლობა..
-უბრალოდ...-მისი სუნთქვა ახლოდან გავიგე და ვეღარ დავასრულე სათქმელი..ხელი წელზე შემიცურა,ხელები გაშალა და გულში ჩამიკრა..გაშეშებული ვიდექი,მიკვირდა მისი მოულოდნელი მოქმედება და ხელებსაც ვერ ვამოძრავებდი.

-დღეს ცუდად იყავი და ვერ წამოხვალ..არ გინდა ბოდიში...არც მე წავალ,გავუქმებ,შენთან დავრჩები და..-ვატომ მოულოდნელად შემომიღო ოთახის კარი.
-არა..ასე ვერ იქნება..ვერ ჩაგიშხამებ ამ დღეს..გესმის?
-არ გინდა...შენს გარეშე არ მინდა..არ შემიძლია,იქ ვიყო და იმაზე ვიფიქრო როგორ ხარ.
-კარგად ვარ..და მეც წამოვალ,მაშინ..წამოვალ..-სიტყვები გაუცნობიერებლად წარმოვთქვი და წამიერად შევხედე მამაკაცის მღელვარე თვალებს.
-არ ხარ ვალდებული..დღესაც სუსტად ხარ..უბრალოდ ერთად ვიყოთ,აი,აქ..-თავი ხელებში მომიქცია და შეეცადა ჩემს თვალებში რაიმე დაეჭირა.
-ვატო,არ ხარ ვალდებული..და თუ ასეა,მეც წამოვალ..
-კარგი,მაშინ მე წავალ და დამირეკე,რამე თუ დაგჭირდა..-თავზე მაკოცა და უკანმოუხედავად წავიდა.

„მენატრები...დამირეკე,გთხოვ.“-ნიკასგან მოწერილს წავაწყდი,უბრალოდ გამეღიმა..რომ არა მომდევნო ღებინება,პასუხს მივწერდი...საპირფარეშოდან გამოსული მადლობას ვუხდიდი კუჭს..ასეთი რამ ადრე არ დამმართნია,თავს იდიოტად ვგრძნობდი...უცბათ ტირილი მომინდა და საწოლზე დავეხეთქე...
ვიღაც რეკავდა და ვერ ვპასუხოდი..ტელეფონისთის დახედვის თავიც არ მქონდა..ბოლოს ვნახე,რომ ვატო იყო,მივწერე,რომ მოვიდოდი,თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვიყავი.
ვატო ცნობილი კალათბურთელი იყო,ამავე დროს საკმაოდ განათლებული და სასურველი ახალგაზრდა.მასზე ქალებს თვალი რჩებოდათ,ფინანსურადაც უზრუნველყოფილი ჰქონდა ცხოვრება,რამდენიმე ქარხანა ჰქონდა მამისგან დატოვებული და გარდაცვლილი მშობლისგან რამდენიმე მილიონის აქციაც...ეს ყველაფერი გავიხსენე და გავააანალიზე,რომ მის წვეულებას მრავალი ადამიანი დაესწრებოდა..არ მინდოდა მივსულიყავი და გულის რევა დამეწყო..თუმცა ის უფრო მაშინებდა,რომ ვატო საზოგადოების წინაშე რაიმე სტატუსით წარმადგენდა..ალბათ,ეს ჰქონდა ჩაფიქრებული,როცა რამდენიმე დღით ადრე მომცა ბეჭედი.ვიცოდი,რომ ჩემს პასუხს ელოდა..ავადმყოფობა შესანიშნავი სამალავი იყო,მან კი ეს გზაც გადამიჭრდა,შენთან დავრჩებიო,ამის ნებას ნამდვილად ვერ მივსცემდი.
-ანეტ,როგორ ხარ? როგორ გყავს შენი ანგელოზი?-დამირეკა მარიამ.
-შესანიშნავად...ვატოს ჩემზე ნურაფერს ეუბნები ხოლმე რა..-მუდარით ვუთხარი და გულში კმაყოფილების გრძნობა ჩამეღვარა იმის გამო,რომ იმ მომენტში ჩემს გამომეტყველებას ვერ ხედავდა მარია,თორემ ყველაფერს ამოიკითხავდა.
-მიდიხარ,ჰო? გამოგიარო?
-არა,იქ შევხვდებით..-თამამად ვუპასუხე-ახლა სალონში ჩავდივარ და უნდა გავთიშო.
-კარგი..-დარწმუნებით მითხრა..მივხვდი,რომ ვერაფერ მიხვდა..

სალონი კი არა თავი მისკდებოდა,არ ვიცოდი რა მექნა,რაღაც წამელბი კი დავლიე,გული რამდენჯერმე ავირიე..უკეთ გავხდი და შემდეგ საკუთარი თავი დავარწმუნე,რომ ამას შევძლევდი...სასწრაფოდ გავიქეცი მაღაზიაში,მოხდენილი კაბა ვიყიდე,სალონშიც ჩავედი და ადამიანსდამსხგავსებული მივუჯექი მანქნას..ვატოსთვის საჩუქრის ყიდვა ვერ მოვახერხე,მაგრამ ამაზე არ ვდარდობდი.

ჩემი ვარაუდი გამართლდა..უამრავი ხალხი დაეპატიჟებინა ვატოს..ისევ შემეშინდა,მაგრამ მაინც შევედი...ხალხის თვალებს ვგრძნობდი..იმედი მქონდა,რომ ვატოს დედამისისთვის არფაერი ექნებოდა ნათქვამი.ვიცოდი,რომ ვერონიკა ჭორიკანა და ამაყი ქალი იყო.არ მინდოდა,რომ კითხვებით ავევსე...
-ულამაზესი ხარ...-ლოყაზე მაკოცა ვატომ და ხელი ნაზად დამადო მხარზე.
-რამდენი ხალხია..
-ნუ გეშინია!-ღიმილიანი სახით შემომხედა და წინ გამიძღვა.
-მისმინე..ვერაფრის ყიდვა მოვასწარი.
-ეგ არაფერი..შენ რომ მოხვედი,ეს ჩემთვის დიდი საჩუქარია.
-მართლა?
-ჰო,ანეტ..-თბილად თქვა და წინ გაიხედა..-აი,მარიაც და მისი შანტრაბაც.

თავიდან ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა.ვატოს არავისთვის წარუდგენია ჩემი თავი და ეს მახარებდა,უბრალოდ ვიცეკვეთ,შემდეგ დავსხედით..ვატოს გავხედე და თვალებით მადლობა გადავუხადე..

-დედაჩემი მოსულა...არ დამიპატიჟებია,მაგრამ მაგას რა დაპატიჟება უნდა..-სიხარული მალევე გაქრა.
-ჰო,რა თქმა უნდა..-შევეცადე სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
-არ ინერვიულო...-ხელი მკლავიდან გამიშვა და ფეხზე წამოდგა..
-ამ ლამაზმანს მალავდი..გამარჯობა..-ხელი გამომიწოდა ქალმა,მეც ჩამოვართვი და ფეხზე წამოვდექი.
-ეს დედაჩემია..-ხმადაბლა თქვა ვატომ და მანიშნა,არ ინერვიულოო..
-ანუ თქვენ?-ჯერ შვილს ახედა და შემდეგ მე.
მამაკაცმა უბრალოდ გაუღიმა და დაჯდომა შესთავაზა.ქალსაც არაფერი უკითხავს,რამდენიმე კითხვა დამისვა და შემდეგ ჭამას შეუდგა.
-ცხოვრება მშვენიერია,არა?-ჰარმონიულად აამოძრავა ტუჩები.
-არც ისე..-გავხედე და ღიმილით ვუპასუხე.
-რატომაც არა..ახალგაზრდები ხართ,ცხორვება წინ გაქვთ..პირველი ხარ,ვისაც მაცნობს..სხვებს არსად ეპატიჟებოდა..მით უმეტეს,დაბადების დღეზე..-ჩაიცინა ვერონიკამ.
-დედა,აბნევ გოგოს..-თვალი ჩამიკრა ვატომ.
-ახლავე უნდა შეეჩვიო,შვილო...ძალიან ზარმაცია სახლში..]
-მართლა?-მორიდებულად ვიკითხე და ოდნავ გავიღიმე.ვცდილობდი როგორმე გავმკლავებოდი ამ ქალის შეკითხვებს...მგონი,არ იყო წყელვაკრულიანი ქალი.
-ჰო,ასეა..არაფრისთვის დაგიკარებია პირი-ქალმა ინტერესიანი მზერა მესროლდა.ვიცოდი,რომ მკითხავდა და ამაღე ვღელვდი.
-დედა,იცი რა..მოწამლული იყო ანეტა და ...
-და მაინც არ გადაგაგდო...თავის ნათქვამაა.
-არ დაუძალებია..-ჩუმად ვთქვი და ჰაერი შეძლებისდაგვარად ღრმად ჩავისუნთქე.
-სერიოზულად არ გისაუბრიათ?-სწორედ იმ თემას შეეხო ვერონიკა,რომელსაც გვაურბოდი და სწორედ იმ წამს ავიფარე პირი ხელზე...მუცელი ისევ ამტკივდა და თავის შეკავებას აზრი არ ჰქონდა,არ გამომივიდოდა მაინც...
-მგინი,შეუძლოდაა ანეტა..ადექი და ...-ხელი აგმომიწოდა...დავეყრდენი და სუსტად შევხედე.
-ღმერთო,,ექიმი არ ვარ..სერიოზული ჰო არაა რამე? ამდენი ხანი მოწამლვა?
-დაჩუმდი,დედა...
-უბრალოდ საპირფარეშო საითაა?-ვკითხე ვატოს და თავი გავიმაგრე.
-აქეთ..-გამომყვა და კარებთან გაჩერდა.
-კარგი,შენ წადი სტუმრებთან..
-არა,აქ ვიქნები!-კატეგორიული ტონით თქვა.
-კარგი,აქ დამელოდე..-ჩანთა მივაწოდე.მასში ეს თვისება მომწონდა..ის ხვდებოდა სად რა უნდა გაეკეთებინა,არ უთქვამს-შემოგყვებიო იმიტომ,რომ იცოდა,როგორ უნდა მოქცეულიყო..
ნახევარ საათში გამოვედი გარეთ...ისევ დავლანდე ვატო და ჩანთა გამოვართვი.
-სუსტად იქნები..
-მიხარია,კარი რომ არ შემომიღე..-გავუღიმე და ხელი ხელში გავუყარე.
-რას იზამ? წახვალ თუ?
-დავრჩები..დედაშენთან ტეხავს..თან არ მინდა,რომ აქაურობა დატოვო..
-სჯობს,წახვიდე..მეც წამოვალ...უკევ საღამოა მაინც..
-ვატო...
-ანეტ,მომენდე,კარგი?
პასუხად მხოლოდ თავი დავუქნიე და გავყევი..ვატომ დედამისი მალევა დააწყნარა,არაფერია,უბრალოდ რაღაც საზიზღროებები ჭამაო-გაამძაფრა სიტუაცია და სუფთა ჰაერზე გამიყვანა.
-ახლა უკეთ ხარ,ჰო?-ჩანთა გამომართვა და მანქანაში ჩაჯდოამში დამეხმარა.
-ვატო,ასე ნუ მევლები თავს! მგონია,რომ ვკვდები...
-გაგაღიმე,ამად მაინც ღირდა.
-უბრალოდ ძილი მინდა..-ამოვიოხრე და საზურგეს მივეყრდენი..-მარიას მისწერე,რომ კაგრად ვარ..არ ინერვიულოს რა..-მუდარით შევხედე ვატოს.
-კარგი...

დილას რომ გავიღიძე ავტო სახლში არ დამხვდა.გამიკვირდა,რომ წავიდა და დამტოვა..ინტერნეტში შევედი.ეს კი იმას მოწმობდა,რომ შესამჩნევად კარგად ვგრძნობდი თავს..
უეცრად ერთ სტატის წავაწყდი და თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა...
„ცნობილი კალათბურთელის შეყვარებული,მგონი,ორსულადააა...“ „იხილეთ სრუალდ,თუ რატომ დატოვა ადრე დაბადების დღის წვეულება ვატომ...“-ფერი შემეცვალა,შემდეგ კი სიცილი ამიტყდა..ამას არ ველიოდი..ორსულობაზე კინაღამ სკამიდან გადმოვვარდი..ვიცოდი,რომ ეს შეუძებელი იყო..
-მოწამვლა და ორსულობა,მგონი,ერთმანეთისგან განსხვავდება-ჩავილაპარაკე და ლეპტოპი ჩავხურე.
მინდოდა,რომ ვატოსთვის დამერეკა..გამეგო რას ფიქრობდა ამ ჭორზე,მაგრამ თავი შევიკავე.გამახსენდა,რომ მის ნაჩუქარ ბეჭედს ისევ ვინახავდი,ის კი პასუხს ელოდა.
მარიასთან ავედი,ბაბის გავეთამაშე,შემდეგ კი საჭორაოდ ვიხმე დაქალი.
-გოგო,ნახე? ვერაა ეს ხალხი...სად გამხვიეს..
-კი,ვერ არიან ნადმვილად...მაგაზე ვესაუბრებოდი ცოტა ხნის წინ მაქსს..
-ჰო..
-როგორ ხარ?
-კარგად...იმ მოწამლვამ გადამიარა...
-ვატომ მომწერა და დამამშვიდა..
-დღეს გამომშვიდობების გარეშე წავიდა..ალბათ,ეჩქარებოდა..-ვუთხარი საკუთარი საფიქრალი მარიას.
-მართლა? ჰო,ალბათ..ისე გუშინ შესანიშნავი დრო გავატარეთ.
-დედამისი ძალიან ცნობისმოყვარე ქალია..-მხოლოდ ამას გავუსვი ხაზი წინა დღის შეხვედრიდან.

უკვე მაისი იწურებოდა,მე კი ვატოს თავს ვარიდებდი,მუდამ დაკავებულობასა და სამსახურს ვიმიზეზებდი.მარია მიჩიჩინებდა ხოლმე ხან რას და ხან რას,მაგრამ არ ვუსმენდი..ვცდილოდბი საქმეებზე გადამეტანა მთელი ყურადღება.
იმ დღეს ვატო დამხვდა სამსახურთად,მანქანს ეყუდებოდა და თბილად იღიმოდა..ჩემს რაღაც ნაწილს გაუხარდა მისი ნახვა,მაგრამ მეორე ნაწილმა შემახსენა,რომ მოსალოდნელი საუბრისთვის მზად არ ვიყავი.
-ჭორებმა ჩაიარა?-გავუღიმე და გვერდით მივუდექი.
-ასე ბუნებრივად იქცევი? მემენატრე,ანეტ..
-ბოდიში,მაგრამ მართლა ვერ ვიცლიდი..
-ჰო,მესმის...ახლა უბრალოდ სახლში გამოგყვები,შენი თმის სურნელს მაინც შევირგძნობ..ხელს არ შეგიშლი,გპირდები..
-უბრალოდ მარტო ესეც არაა...ამ ბოლო დროს ცუდად ვარ,მას შემდეგ თავს ისე ვგრძნობ,რომ არ ვიცი..ექიმამდე ვერ მივაღწიე,ხშირად მერევა გული,თავი მტკივა..გული არ წამსვლია,მაგრამ თავბრუ მეხვევა ხოლმე..-ნაღვლიანად ვთქვი და თავი დაბლა დავხარე.
-ხვალ წავალთ ექიმთან,გამოკვლევებს ჩაიტარებ,კარგი? ხვალ ყველაფერს გადავდე.მეც და შენც..არ წახვალ სამსახურში..
-მე..მნიშვნელოვანია..
-არა,ანეტ..ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არაფერია..-თმაზე ხელი გადამისვა და შემდეგ გაშეშდა,ხელი მომკიდა თავზე და თვალებში ჩამხედა..-ვგრძნობდი,რომ რაღაც გიჭირდა...და მე კი..უნდა გამომეჩინა მეტი ყურადღება...საქმეების და ...ვწუხვარ..
-არა,ვატო..შენ ძალიან ყურადღებიანი ხარ,ეს მე ვარ...
-მოდი,ჩაჯექი...შენთან ყოფნა მომენატრა..მოდი,ერთად ვივახშმოთ...
-მერე ჩემთან დარჩი,რამე ფილმს ვუყუროთ...
-კარგი,ჩემო ლამაზო..-ხელი მხარზე მომხვია და გულზე მიმიხუტა..
-მაპატიე,რომ ასეთი მოუცლელი ვარ..
-ნუ მთხოვ პატიებას,შენ უბრალო საოცარი გოგო ხარ.

-ამ ბოლო დროს საკუთარ თავს არ ვგავარ...ადვილად ვიღლები და თავს მძიმედ ვგრძნობდ..უხალისო და ბუზღუნა გავხდი..და უბრალოდ არ ვიცი...დეპრესიაში ვარ,მგონი.
-არა,არ ხარ..არავის უთხარი ამის შესახებ?-გაოცებით შემომხედა და მიმტანს შეკვეთის გამო მადლობა გადაუხადა.
-მარიას ვეტყოდი,მაგრამ არ სცალია...ბავშვი ჰყავდა ცუდად და მომერიდა ამ სისულელეებზე საუბარი..ალბათ,რამე სერიოზული არაა..
-აზრზე არ ვარ..წნევას რომ ვზომავ იმას არ ნიშნავს,რომ მედიცინაში რამე გამეგება...მსგავს რამეებს ყოველთვის ვიკიდებდი...-გაეცინა და სასმელი მოსვა..-აქამდე უნდა გეთქვა..
-არაფერი იქნება..
-მუდამ ოპტიმისტო..-გამიღიმა და ლოყაზე ხელი მომადო...დამცხა,საოცარი რამ ვიგრძენი..მომნატრებოდა მისი სიახლოვე...

უკვე გვიანი იყო,როცა ერთად მივსეირნობდით...იღიმოდა,ხელი ჩემს წელზე ედო,მე კი თავს ვადებდი..
-მომენატრე,ანეტ..-შეჩერდა და თვალებში შემომხედა..
-მეც მომენატრე..
-დედაჩემს აღარ ახსოვს ის დებილური ჭორი..-ჩაეღიმა და ცხვირი ცხვირზე მომადო.
-არაუშავს...ზოგს სულში აქვს სხვაზე საუბარი..-ირონიით ვთქვი და ცას ავხედე.
-ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს პირველად უნდა ვაკოცო გოგოს...-თვალებში მომაშტერდა,გამიღიმა და შემდეგ ტუჩებზე შემეხო...ბაგეები ჰაეროვნად დაიძრა და რაღაც საოცრად მაკოცა..ხელები კისერზე შემოვხვიე და შევეცადე დავმტკბარიყავი ამ წამით,ამ ბედნიერი წამით..

მთელი საღამო ვიხეტიალეთ,ფილმისთვის დრო არ დაგვრჩა..სახლში მოსულები ერთამნეთს ვუყურებდით და ეს იყო ჩვენი ფილმი,საოცარი ფილმი..არ მეგონა,ვატო ასე თუ მენატრებოდა..იმ დღეს მონატრების რგოლი გაიხსნა,ერთამანეთს 7დ-ში აღვიქვამდით,ვგრძნობდით და ერთმანეთის სურნელით ვტკბებოდით..

-იცი,მუდამ შენზე ვფიქრობდი?-გაღვიძებულს თმა გადამიწია და დილის კოცნის მომეგება.
-მართლა?
-ყველაზე ბედნიერი ვარ..
-ასეთი გამომეტყველება ადრე არ გქონია..-გავიფიქრე,რომ მონატრების შემდეგ სექსის უფრო სხვანაირია..და ამან ფიქრები ამომიტრიალა..გამახსენდა ეს ყველაფერი,გამახსენდა,რაც მემართებოდა და ვიეჭვე,რომ შესაძლებელი იყო ორსულად ვიყავი.ეს უკანასკნელი არ მინდოდა და ამის დაშვებაც მზარავდა,საკუთარ ცხოვრებას ბავშვის გამო გვერდზე ვერ გადავდებდი.

საავადმყოფოში უნდა გამოგყვეო,დაიჟინა..რა თქმა უნდა,ვერ გადავათქმევინა,დავთანხმდი,მაგრამ იმედი მქონდა,რომ ორსულად არ ვიქნებოდი..ვიცოდი,რომ არასდროს გვიცდია ეს,არ გვინდოდა და მუდამ დარწმუნებული ვიყავი,რომ თავს კარგად ვიცავდით,თუმცა ბოლო საათებში მაინც შემიპყრო შიშმა..
სიზმარი გამახსენდა..სიზმარში ვნახე,რომ ორსულად ვიყავი...ორსულად ვიყავი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა ბავშვისთვის..ვფიქრობდი,რომ ის უსუსური და საყვარელი იქნებოდა..დიახ,ამ ყოველივე ვფიქრობდი და მერე გამომეღვიძა...მერე ვატო დავინახე და გავუღიმე...

-ივნისში ველით...-ლინდა შემოვიდა „სკაიპში“.
-უი,მაგარია...მე კი ივნისში ვმუშაობ..
-დედაშენია?-ხმაზე ვატო გამოვიდა.
-ჰო,მოდი,დაენახვე,,რამხელა ღიპუცა აქვს..
-რომელ ივნისს?-ვკითხე ლინდას.
-შუა რიცხვებში..
-ძალიან მაგარია..ორივენი გულით გილოცავთ..ჰო,ვატო?-გავხედე მამაკაცს,რომელიც ხალათით იდგა და ჯერ ვერ გამორკვეულიყო სიტუაციაში..
-გაგვიანდებათ?-ლინდა მაშინვე მიმიხვა სიჩქარეს.
-ჰო,დე..მერე დაგირეკავ...

-ლამაზი დედიკო გყავს..
-მეტი ვერაფერი მოტვინე..
-მართლაც სხვანაირი ხარ..
-მართლა?-შეშიენბულმა ვკითხე..შიში მაინც მჭამდა..ამიტომაც ვიყავი ასე უხერხულად,როცა ღიპუცა ვახსენე..
-მოკლედ,წავედით..
-ჯერ არ გაცვია..
-ჰო,არც შენ..
-წავედი,ჩავიცვამ..-დავიხედე ღამის პერანგზე და ნაბიჯს ავუჩქარე..-ჰო,ჯერ შხაპი..
-კარგი,ოღონდ მალე..გელოდები..
-ჰო-თავი დავუქნიე და სააბაზანოში შევედი.

-ვატყობ,რომ ღელავთ..-ანალიზების ჩაბარების შემდეგ ქალმა მიხმო თავისთან.
-თქვენ ორსულად ხართ..
-ჩუმად!-სახეზე ხელები ავიფარე და ქალს შეშინებულმა შევხედე.
-პირდაპირ ურჩევნიათ ხოლმე თქმა-ის მამაა?-ვატოზე მკითხა.
-არ უთხრათ.
-რატომ?
-დარწმუენბული ხართ?
-დიახ,მართლაც..
-სამი თვის ხართ..
-რა?
-არ ელოდით?-მკითხა ქალმა და ისეთი სახე მიიღო,თითქოს ჩემს მდგომარეობაში შემოვიდა.
-არა..ამდენ ხანს ცუდად ვიყავი და...რა შტერი ვარ...
-ვერც ის ხვდება?
-ვერა,არაფერი გაეგაბა..-გამეღიმა.
-რას აპირებთ?
-მოკლედ არ ვიცი..ბავშვს არ ველოდი და უნდა გადავხარშო-უთხარით,რომ გემოგლობინი მქონდა დაბალი და რაღაც რაღაცები..მაინც ვერმიხვდება..-ქალს თვალი ჩავუკარი და გაღიმებული სახით გავედი.
-თქვენ უთხარით..-მომაძახა და კარები მიხურა.
-რაო?-მომაშტერდა ვატო,ინტერესისგან ლამის იყო თვალები გადმოსცვივნოდა ბუდიდან.
-რაღაც წამლები დამინიშნა..ანალიზებში იყო დარღვევები..ერიცროციტები,გემოგლობინი...კიდევ გავაგრძელო?-რაც გამახსენდა მაშინვე წამოვისროლე.კიდევ კარგი,რომ ვატო ამ საკითხში უცოდინარი იყო.
-არა,ანეტ...ავღნიშნოთ?
-ჰო..სახლში მოვაწყოთ ჩვენი წვეულება...
-შენთან?
-ჰო..-გავუღიმე და ხელი კისერზე მოვუსვი..ვიცოდი,რომ სიამოვნებდა..
-უნდა გაკოცო...-ტუჩებზე შემომხედა და ჩემკენ გადმოიხარა.

-ბავშვობა მახსენდება..-ბატიბუტებზე გაეღიმა.
-საწოლზე ხტუნვა მიყვარდა..-მის გვერდით მივედი და ავხტი,სულ დამავიწყდა,რომ ორსულად ვიყავი...იმის გააზრებაც კი მიჭირდა,რომ ფიტნესი ორსუელბის იოგით უნდა ჩამენაცვლბიან,სამსახურში რვა თვის მერე შვებულება უნდა ამეღო..მერე ბავშვი და ოჯახი..არ მქონდა გეგმებში დედობა,ჯერ მაინც არა...
-მეც...-მოვიდა და ხელში ამიყვანა..-გინდა მოგონებები გავანდოთ ერთმანეთს..
-კარგი...მაგრამ ჩემზე ყველაფერი იცი..
-როგორი ბავშვი იყავი არ ვიცი..
-ბუზღუნა და მტირალა..არა,მტირალა არა..ნიჭიერი და სხარტი ბავშვი ვიყავი..მათემატიკა მიყვარდა და როლიკების სრიალზე მეკეტებოდა..დედაჩემს ვკიდებდი ხოლმე ხელს ისე არ მეძინებოდა..ოცნების პრინცის მჯეროდა..ვაფრენდი კონკიაზე,ვუყურებდი ათას მუტფილმს...მყავდა საყავრელი დათუნია და ბალიშთან ერთად ვიძინებდი..ცხოვრება მიყვარდა..ყველაფერს დეტალურად ვიმახსოვრები..მიყვარდა,როცა შემეძლო რამე გამეხსენებინა წარსულიდან..ბევრი მეგობარი მყავდა,ვიყავი მხიარული და ცელქი...
-ჩასაყლაპი ხარ...
-შენზეც თქვი რამე?
-ბავშვობისას კომპლექსი მქონდა ჩემი სიმაღლის გამო..ძალიან მაღალი ვიყავი..
-არც ახლა ხარ ნაკლები..შენს გვერდით ქუსლების გარეშე ვერ გავივლი..-გადავიხარხარე და შევეცადე რეალობა დამევიწყებინა.
-მაღალი ხარ შენც..
-ვუხდებით..-თვალი ჩავუკარი და საათს დავხედე..
-მიყვარს აქ,როცა ვრჩები..ჩემთან არ გინდა ხოლმე წამოსვლა..
-დედაშენი...
-ერთი სიტყვა და მთელი რისხვა?
თავი დავუქნიე პასუხად და ვანიშნე,მოყოლა გაეგრძელებინა.

დილას სამსახურში წავედი..ჩვეულად მოკლე იუბკა და პერანგი ჩავიცვი,ისევ გავიკეთე მაკიაჟი,თმას მივხედე..მოვირგე ღიმილი და უდარდელი გამომეტყველებით გავხსენი მანქანის კარი..მანამდე ვატო გავაცილე და თავს საოცრად ვგრძნობდი..მასთან დროის გატარება მჭირდებოდა,რაც შეიძლება მეტის..მაგრამ მისი შვილი..უნდა მეთქვა,უბრალოდ რაღაცის მეშინოდა...მაბრკოლებდა რაღაც...
-როგორ ხარ?-მკითხა ნათიამ და ჩვეულად გამიღიმა.
-საოცრად კარგად..-ღიმილითვე დავხვდი..-შენ როგორ ხარ?

-მარია,უდნა გელაპარაკო..-სამსახურის მერე თავზე დავადექი დაქალს..არ მინდოდა გულჩათხრობილი გოგო ვყოფილიყავი..ასეთი არც არასდროს ვყოფილვარ.მარტო ძნელია გადაწყვეტილების მიღება და ეს მუდამ ვიცოდი.
-მოდი,ყავაზე დამეწვიე..-როცა მასთან მივდიოდი და,მით უმეტეს,სამსახურის მერე სულ ყავას ვთხოვდი და ახლაც შემომთავაზა.
-არა,არ მინდა..-ჩემმა უარმა გააკვირვა..-სჯობს რამე წვეი დამიწურო..-სიცილი მიატყდა..
-რა ხდება?-გამომეტყველება შეეცვალა მარიას.
-გოგო..გაოგნებული ვარ...ვერ ვიყავი რაღაც და ვატომ წამიყვანა გამოკვლევებზე..
-მერე? რა მოხდა?
-დაწყნარდი..ორსულად ვარ..
-და ვერ მიხვდი..
-არ მიფიქრია...ჰო ხვდები..
-იცი?
-არა..არ ვიცი როგორ ვუთხრა..
-გაუხარდება...ახარე ბავშვი და თანხმობა,ნუ აჯანჯგლებ...რა გიშლის ხელს?
-დღეს შენთან დავრჩენი და ....ხვალ ვეტყვი..
-სადმე კარგ ადგილას წადით და...
-გავითვალისწინებ..
-ხვალ კვირაა და შენ იცი..-თავი კალთაში ჩავუდე და ამ დროს ბარბარეც შემოვიდა.
-ანეტა დეიდა..
-მალე შენნაირი ეყოლება...-ვერ მოითმინე მარიამ და შვილს გაანდო ჩემი საიდუმლო.
-მართლა?-მუცელზე დამადო ბავშმა თავი..-ხმა უნდა გავიგო..

-ლინდა...მალე ბებო გახდები..-შევეგუე იმ აზრს,რომ მალე დედო გავხდებოდი და მიხაროდა კიდეც..
-რა? ღადაობ?-სახე გაუბრწყინდა...
-ვთანხმდები მის წინადადებას და...მოკლედ,როცა ჩამოხვალთ გაგაცნობ ვატოს.
-გილოცავ...-კინაღამ სკამიდან გადავარდა ლინდა.

-ანუ მოდიხარ? ჰო,დღეს კვირაა...-გავუღიმე ვატოს..
-ლამაზი ხარ,მაგრამ უჩვეულოდ გაცვია..ადრე სულ კაბებში იყავი..
-ჰო,ალბათ...-სპეციალურად ჩავიცვი შარვალი,რომ უფრო ეფექტურად მეთქვა ახალი ამბები.

-რომანტიკულია..-გამეღიმა და ყვავილის ფოთლებს მოვავლე თვალი..-მაკვირვებ ხოლმე..
-მადლობ..
-მეც უნდა გაგაკვირვო...-გავუღიმე და ჩამოვჯექი.
-მიდი აბა..
-ჯერ არა...
ორ საათს ვსაუბრობდით და ერთამნეთს ბედნიერებას ვუზიარებდით..ბოლოდ კი ჩავერიე..ბეჭედი ავიღე და ხელზე გავიკეთე ჩუმად..შემდეგ ავსწიე ხელი და ვატოს შევხედე..
-ძალიან გავაჭიანურე,მაგრამ თანახმა ვარ..
-ღმერთო...მიყვარხარ,ანეტ....-მუხლზე დაიხარა და ხელები ჩამჭიდა..
-ჩვენს გარდა არავინაა,თორემ ყურადღებას მივიქცევდით...-გავუღიმე და ფეხზე წამოვაყენე...
-ყველაზე ბედნიერი ვარ..
-მზად ხარ,რომ უფრო გაბედნიერდე?
-კიდევ უნდა გამაკვირვო?-გაუფართოვდა თვალები.
-მზად ხარ მეორე შოკისთის და უფრო დიდი შოკისთვის?
-გელოდები...-გულზე ხელი მიიდო და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა..ღელავდა ვატო,მისი გულიც ცემა მესმოდა,მესმოდა და ვიცოდი ეს..
მისი ხელი ავიღე და მუცელზე მივიდე...
-რამეს გრძნობ?
-უნდა ვგრძნობდე?-გაკვირვებით ჩამხედა თვალებში და მონდომებით მომისვა ხელი მუცელზე.
-ჩვენ სამნი ვარ..უკვე სამნი ვართ,ვატო..-ცრელები მოადგა მამაკაცს თვალებზე...გაშტერებით მიყურებდა,შემდეგ კი ბავშვივით აბღავლდა...მუხლზე დახრილი მეხვეოდა ფეხებზე...
-მიყვარხართ...-იმეორებდა და თვალებში ვერ მიყურებდა.
-ადექი...მეც მიყვარხარ...
-ყველაზე ბედნიერ კაცად მაქციე,ანეტ...
-ადექი...ბეჭედი მაქვს საყიდი..-ფეხზე ავაყენე და გულში ძლიერად ჩავიკარი....
ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები იყო,ყველაზე ამაღელვებელი და ყველაზე ბედნიერი...

დილას ისევ ვატოს გვერდიტ გამეღვიძა,მაგრამ ამჯერად მის სახლში..გადავწყვიტეთ,რომ ერთად გვეცხოვრა...
-აბა,როგორ შევძლებდი ცალ-ცალკე მყოლოდა ჩემი ორი?!-მუცელზე მომეფერა და წამოდგა...-ლამაზი დღეა...დღეს სამსახურის მერე,წვეულება მაქვს..
-მართლა?
-მინდა,ყველამ იცოდეს ჩვენი ბედნიერების შესახებ.ავღნიშნოთ ეს ამბავი..შენებიც დაპატიჟე..
-ვერონიკე?-ვკითხე და ფეხზე წამოვდექი.
-გუშინ მივწერე..ბედნიერია..
-დედა მაინც სხვაა ჰო..
-მოდი,აქ....მიყვარხარ!

-ვერ მოვითმინეთ და ჩამოვედით...-ლინდას დანახვამ გამიმთლიანა ბედნიერება..გავიქეცი და გადავეხვიე საყვარელ დედიკოს...
-მიყვარხარ...
-მეც....
-მოდი,მარია,შენც..-ჩემი დაქალიც ჩაიხუტა და შემდეგ ჩემი მომავალი ოჯახისკენ წავიდა.

-კარგი გემოვნება აქვს ჩემს შვილს..-ფეხზე წამოდგა ვერონიკა და დედაჩემი გადაკოცნა...
-გამიხარდა თქვენი გაცნობა..-მძიმედ დაჯდა სკამზე ლინდა...
-ბაბიმ მითხრა თქვენზე..-გამიღიმა ჯორჯმა...
-ძალიან გაუხარდა ჰო...
-მოდი,წავიდეთ...-ვატომ ხელი გადამხვია და თავისუფალი მაგიდისკენ მანიშნა..
-დავაცადოთ მშობლებს,ჰო?-ღიმილით გავყევი.

-რაღაც მოხდა და ეს უნდა იცოდე..-უცნობი ქალის ხმა ჩამესმა.
-რა მოხდა? რომელი ხარ?-ფეხზე წამოვდექი,რომ არ გამეღვიძებინა ვატო.
-მე ნიკას მეუღლე ვარ..პირდაპირ გეტყვით..მან შეიტყო შენი ამბავი,ნიშნობსი ამბავო....ის ფანჯრიდან გადახტა..ახლა მძიმედაა..არ ვიცით თუ გადარჩება..შენს სახელს იმეორებდს..
-მე რა შუაში ვარ? თქვენ ხართ მისი მეუღლე..ახლა ბედნიერი ვარ და არ მჭირდება,რომ...-ქალმა გამაწყვეტინა..
-მესმის თქვენი..მაგრამ უნდა მოხვიდეთ..უბრალოდ იმაზე იფიქრეთ,რომ ეს მისი უკანასკნელი სურვილია..
___
ესეც შემდეგი თავი..
იმედია,მოგეწონებათ.
ველი შეფასებებს..
მიყვარხართ და მიხარიხართ,მკითხველებო...ჩემო ტკბილებო და ლამაზებო..



№1  offline ადმინი უნდა ვწერო

ტომა
იმედია ნამდვილად ვატოსგანაა ფეხმძიმედ..
კარგი თავი იყო, უფრო და უფრო უკეთ წერ.

ის გამოგრჩა,რომ ნიკა და ანეტა კოცნას არ გასცდენინან.
ჰო,რა თქმა უნდა,ვატოსგანაა.

მადლობ.

 


№2  offline წევრი Firefly

არც კი ვიცი რა ვთქვა,არაჩვეულებრივია!
ერთადერთი ნიკა მიშლის ნერვებს.ვატო კი საუკეთესოა love
--------------------
M.T

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

Firefly
არც კი ვიცი რა ვთქვა,არაჩვეულებრივია!
ერთადერთი ნიკა მიშლის ნერვებს.ვატო კი საუკეთესოა love

მადლობ love

 


№4 სტუმარი roma

xo raviii cxovreba asetiaa aravin miyvardeba ravqnaa ra.

 


№5 სტუმარი tatuka

Uf kargi tavi iyoo martlac dzalian momcons es istoria.nika dzalian nervebs mishlis gadaviriee raa.velodebi shemdeg tavs sulmoutqmelad

 


№6  offline ადმინი უნდა ვწერო

roma
xo raviii cxovreba asetiaa aravin miyvardeba ravqnaa ra.

რას იზამ..
tatuka
Uf kargi tavi iyoo martlac dzalian momcons es istoria.nika dzalian nervebs mishlis gadaviriee raa.velodebi shemdeg tavs sulmoutqmelad

მადლობ <3

 


№7  offline აქტიური მკითხველი uchveulo

es nika ra idiotia... imedia vatostan ar gaupuchdeba urtiertobaa sayvareli bichia... male dadee raq

 


№8  offline ადმინი უნდა ვწერო

uchveulo
es nika ra idiotia... imedia vatostan ar gaupuchdeba urtiertobaa sayvareli bichia... male dadee raq

აუცილებლად

 


№9  offline მოდერი Kira

Ara ra dzalian magaria.. Gansxvavebulad wer da tan intriga forever :D mainc nika minda me da tqveni arvici :D warmatebebi velodebi shemdegs <3
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№10  offline ადმინი უნდა ვწერო

Kira
Ara ra dzalian magaria.. Gansxvavebulad wer da tan intriga forever :D mainc nika minda me da tqveni arvici :D warmatebebi velodebi shemdegs <3

ოჰ...ნიკა მხოლოდ შენ გინდა,მგონი.

 


№11  offline მოდერი giorgi63

კარგი თავი იყო ნამდვილად love

 


№12  offline ადმინი უნდა ვწერო

giorgi63
კარგი თავი იყო ნამდვილად love

მადლობ love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent