შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზეცაში დაწერილი ბედი (თავი 3)


19-04-2015, 19:57
ავტორი N14
ნანახია 3 125

როდესაც „ჩემ“ ადგილას მივედი, მანქანა გავაჩერე, გადმოვედი და უბრალოდ დავდექი. ვერ ვხვდებოდი რატომ იყო ვატო ასე თბილად ჩემს მიმართ გაწყობილი. მერე თორნიკე გამახსენდა, ჩემი პირველი სიყვარული, ვერ ვიტანდი უკვე, უფროსწორად ჩემ თავს შთავაგონებდი, რომ ვერ ვიტანდი, მაგრამ სინამდვილეში კარგად ვიცოდი, რომ ისევ სიგიჟემდე მიყვარდა, რაც თორნიკეს აღარ ეტყობოდა. იმ ნაშას გულისთვის დამშორდა ვითომ? მაგრამ ნაშებს ისედაც „ააგდებდა“, გარეგნობა ხელს უწყობდა ამაში. თუ მაგის გამო არა, აბა სხვა რას შეეძლო გამოეწვია ჩვენი დაშორება? ჩემ თავს ვუსვამდი კითხვებს, მაგრამ კითხვებს პასუხებს ვერ ვცემდი. ჩემდა უნებურად ცრემლები წამომივიდა, ალბათ ვგრძნობდი თორნიკეს მონატრებულ ჩახუტებას. როგორ მინდოდა ახლა ვინმეს ჩახუტება, ვერ აგიღწერთ. პასუხები მჭირდებოდა, მაგრამ თორნიკესთან მისვლა და კითხვა არ მინდოდა, რადგან ცრემლები წამომივიდოდა მის დანახვაზე, ვიცოდი, რომ ვერ ჩავეხუტებოდი. მისი ჩახუტება კი მე ძალას მაძლევდა. ტირილით ვერაფერს ვუშველებდი, თან ვერ ვიტან როდესაც ვტირი და ვინმე მიყურებს, თავს სუსტ ადამიანად ვგრძნობ. მე კი არ მინდოდა ვინმეს სისტი ადამიანი ვგონებოდი და ჩემით ესარგებლა, ამიტომ მთელი ცხოვრება თავ აწეული დავდიოდი და თავს არავის ვაჩაგვრინებდი.
ცოტახანში მანქანის ხმა გავიგე, მეგონა რომ ტრასიდან მოდიოდა მაგრამ შევცდი. რამდენიმე წამში თბილი ჩახუტება ვიგრძენი უკნიდან. თითქოს ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი ხელები შემომეხვია წელზე, როდესაც უკან მოვტრიალდი, როგორც ვფიქრობდი ვატო იყო, რადგან მხოლოდ მან იცოდა ამ ადგილის შესახებ.
-შენ აქ რა გინდა?- ვკითხე როცა გონზე მოვედი.
-ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი და შენი ნახვა მინდოდა, მაინტერესებდა როგორ იყავი-თავაზიან ღიმილს ინარჩუნებდა ვანიშვილი.
-კარგად ვარ, შეგიძლია წახვიდე-ცივად ველაპარაკე.
-არა, კარგად არ ხარ, თვალები ჩაწითლებული გაქვს, შენ რა იტირე?-გაოცებულმა შემომხედა.
-არა, არ მიტირია, წადი!
-არა ნანო, მარტო არ დაგტოვებ!-კატეგორიული ტონით მითხრა და მაგრძნობინა რომ მასთან წინააღმდეგობის გაწევას აზრი აქ ჰქონდა... მეც დავნებდი, მაგრამ არა ისე როგორც მას ეგონა.
-კარგი, დარჩი ... მაგრამ მე წავალ!-ნიშნის მოგებით ვუთხარი და მანქანისკენ ავიღე გეზი, როდესაც ძლიერი ხელი ვიგრძენი ჩემს მკლავზე.
-ეეე მეტკინა გამიშვიიიი-ბოლო ხმაზე ვუღრიალე.
-ჰოო კაი კაი ნუ ყვირიი ბოდიში, არ მინდოდა რამე გტკენოდა-დამნაშავესავით მითხრა, ხელი გამიშვა და თავი დაღუნა.
-კარგი არაუშავს, მაგრამ ამ ერთხელ! მეორეთი ასეთ რამეს გააკეთებ და მანქანით გადაგივლი!-ვუთხარი და გამარჯვებულის სახით ავათამაშე წარბები.
-კარგიი-სიცილით მითხრა ვატატომ-გთხოვ, დარჩი რაა ცოტახანი ვილაპარაკოთ.-იმედიანი თვალებით შემომხედა.
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ?-დაბნეულმა შევხედე.
-იმ თორნიკეზე.
-დამიჯერე, სალაპარაკო არაფ...-სიტყვა არ დამამთავრებინა, რომ ეგრევე მკითხა:
-რატო დაშორდით?-სერიოზული სახით შემომხედა.
-მითხრა, რომ აღარ ვუყვარდი.-მოკლედ ვუპასუხე და გვერდზე გავიხედე.
-ეგ ბიჭი ვერაა ხო?-გაოცებულმა შემომხედა.
-ხო მართლა ვერაა, როგორ შეიძლება ადამიანი გადაგიყვარდეს თუ წლები გიყვარდა...
-მითუმეტეს შენ-ღიმილით ამომხედა.
-მითუმეტეს მე? ანუ?-დადებილებულმა შევხედე.
-შენ ლამაზი ხარ, საყვარელი, ჭკვიანი, ნიჭიერი... ყველასთვის სასურველი გოგო ხარ-მითხრა და ტუჩის მარჯვენა კუთხე ჩატეხა.
-მოიცა ამას ჩემზე ამბობ?-იგივე რეაქცია მქონდა.
-ხოო შენზე-გამიცინა თბილად.
-მადლობა.-ვუთხარი და ნაზად გავუღიმე, ნუ შევეცადე და რამდენად გამომივიდა ამას ვერ გეტყვით.
-არაფრის-ღიმილითვე მიპასუხა მან.
-უუუ, აცივდაა-ამოვიოხრე და ავკანკალდი.
-წამოდი მანქანაში ჩავსხდეთ, კონდინციონერს ჩავრთავ-გამიღიმა და თავის მანქანაზე მიმითითა, მეც სიამოვნებით დავთანხმდი და მანქანისკენ წავედით, ჩასხდომისთანავე ვატომ კონდინციონერი ჩართო და თავისი ქურთუკიც მომაწოდა, გამოვართვი და მოვიცვი, მადლობის ნიშნად კი თბილად გავუღიმე. როდესაც უკვე საკმარისად გავთბი, ქურთუკი გავიხადე და უკანა სავარძელზე გადავდე და ვატოს მივუტრიალდი:
-მგონი ჩემი წასვლის დროა, ხვალ ლექციები მაქვს და სასწავლი მაქვს ბევრი-გავუღიმე და მანქანის კარების გასაღებად მოვემზადე.
-კაი ნან, შეგეხმიანები ამ დღეებში-გამიღიმა, გადამკოცნა და მანქანიდან გადავედი.




ვიცი რო ძაალიან პატარაა მაგრამ იმხელა სტრესი გადავიტანე დღეს და ისე ცუდად ვიყავი არც კი ვიცი რა დავწერე . ამიტომ ძალიან არ მომკლათ .მიყვარხართ .



№1  offline წევრი blue.rain

კარგი იყო... უბრალოდ მეცოტავა <3

 


№2  offline წევრი grifini

კიდევ ერთხელ გეუბნები რომ არ იცი თავის დაფასება wink

 


№3  offline წევრი N14

grifini
კიდევ ერთხელ გეუბნები რომ არ იცი თავის დაფასება wink

ვიცი როარ ვიცი და რა ვქნა ვა :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent