უბრალოდ კასი
არასდროს ვყოფილვარ ბანალური და არც არასდროს ზედმეტად უიმედო,მაგრამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ.ვფიქრობ თუ რატომ გაქრა გრძნობები . სადაა სიყვარული,ნუგეში და პატივისცემა?! ბოლოს კი ვასკვნი რომ გრძნობები მოკლეს და გული მტკივა. საოცარია მაგრამ ვფიქრობ თუ რატომ არ შეიძლება ვინმე სხვამ,უცხომ თუნდაც შორეულმა მიგრნოს და მოვიდეს,ჩამიხუტოს ჩემი ბნელი ფიქრებითურთ. მახსენდება ის ფაქტი რომ ყოველივე ეს დღესდღეისობით უიშვიათესია და თავს ისე ვაქნევ თავბრუ მეხვევა .სასაცილოა ,მაგრამ ამგვარი აქტივობით ვცდილობ ყოველგვარი ფიქრი, ბნელი თუ გამჭოლი გონებიდან გავიფანტო და ვიყო უფრო რეალური ვიდრე ვარ. მე კასი მქვია.არც კესანე,არც კასანდრა და კლარა მითუმეტეს. მე კასი ვარ.ამ სახელის გაგონებაზე ლიტერატურის მოყვარულ ადამიანს აუცილებლად გაახსენდება ჩარლზ ბუკოვსკის ,,კასი ყველაზე ლამაზი გოგო“. სამწუხაროდ ჩემს გარშმო არ ყოფილან ლიტერატურის მოყვარული ადამიანები, ამიტომ ისინი მუდმივად განიკითხავდნენ ჩემი მშობლების გემოვნებას . გაკიცხვის მიზეზი კი სწორედ ის სახელი იყო რომელიც დედ-მამამ მიბოძა. შემიძლია ვთქვა რომ სამახსოვროდ დამრჩა ეს სახელი მათგან . დედა და მამა საზღვარგარეთ არიან . ამგვარი შემთხვევა დღევანდელი ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე საკმაოდ ხშირია. გული მტკივა როდესაც წარმომიდგენია ადამიანები რომლებაც დატოვეს შვილები ,საყვარელი ადამიანები და ზოგადად ოჯახი . მათ ყველაზე მეტად სტკივათ და განიცდიან,თუმცა ისინი ყველაზე ძლიერები არიან და არასდროს არაფერს იმჩნევენ .სწორედ რომ არასდროს.ხშირად მითქვამს დედასთვის გულსატკენი სიტყვები და როდესაც გამიანალიზებია ჩემი დანაშაული მინანია ,თუმცა მე ბუნებისგან შეუდრეკლობით დაჯილდოები არასდროს ვიხრი ქედს და არ ვიხდი ბოდიშს,თუმცა გულში სულ მტკივა . ხანდახან ყველაზე მეტადაც კი მტკივა,მაგრამ უტყვი ვარ და მგონია ასე დარჩება სამუდამოდ . მე სხვებისგან განსხვავებით მიყვარს ჩემი სახელი და მეამაყებასავით.ეს სიამაყე ბუკოვსკის მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ერთიორად მიმძაფრდება და მამაღლებს. სინამდვილეში დიდად არ გამოვირჩევი.სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე ვარ და ყველასთან ვცდილობ სითბო გამოვხატო, თუმცა ზომიერების ფარგლებში. ზოგჯერ ზედმეტად მომაწვება უხეშობა,ქიშპობის სურვილი,ზიზღი და ერთიორად რთული ასატანიც ვარ.მოკლედ ხან როგორი ვარ ხან როგორი. ჩამოყალიბებული აზრი არასდორს გამაჩნია.უბრალოდ ვაკეთებ იმას რაც მომწონს ,რაც მინდა და რაც ვიცი რომ გამაბედნიერებს . თუმცა.. ვის ვატყუებ ჩემი ბედნიერება მოჩვენებითია !!!!!! დაზუსტებით ვიცი,როცა მიჭირს სანუგეშოდ არავინ მოვა და ჩემს თავს მე უნდა შევუძახო. ყოველივე ეს კი ნამდვილად ძნელია პირადად ჩემთვის. ხშირად მომეძალება რომანტიკა და ბედნიერ ისტორიებს რომ ვკითხულობ მიხარია. მიხარია და ზოგჯერ ჩემს სახეს ღიმილი მოიცავს. უამრავი ნაცნობიდან დიდი ნაწილი ამგვარ ისტორიებზე გიჯდება,ზოგიც ,,სიგოიმედ“ თვლის ,თუმცა დარწმუნებული ვარ სიყვარულის ნაკლებობით გაჯერებულებს ხშირად უტირიათ მაგვარი ისტორიების ჰეფი ენდებზე. მე თუ მკითხავთ ჰეფი ენდი საერთოდაც არ არსებობს,ყველაფერი კარგად არასდროს მთავრდება და დიდ სისულელედაცკი მიმაჩნია.ხანდახან ვწერ და მიხარია რომ ჩემს დაფარულ,გამომწყვდეულ გრძნობებს ასე ვათავისუფლებ. გრძნობებსაც უხარიათ და კივიან ხმამაღლა უსააშველო სივრცეში,ჩემს ზოგჯერ ბნელ და ხანდახან ფერად სამყაროში. პარასკევი დღისგან არაფერს ველოდი . მხოლოდ და მხოლოდ ის ვიცოდი რომ ,,Quiz Show”ს დამკვირვებელი უნდა ვყოფილიყავი და მეტი არაფერი. სკოლაში ჩემს მიერ დაგეგმილი დუბლიორის დღე ყველაზე აკურატულად განხორციელდა და კმაყოფილი ღიმილი დარბოდა ჩემს ხშირად არაფრის მთქმელ სახეზე.მთელი კვირა გადარბენაზე ვიყავი და ძალიან დავიღალე.ძილის მეტი არაფერი მინდოდა თუმცა მაგის დრო ნაკლებად მქონდა.სახლში მივედი,გავემზადე და დარბაზში წავედი სადაც თამაში იმართებოდა. თამაში რა? სად? როდის? პრინციპით მიმდინარეობდა,ამავდროულად დამკვირვებლების მხრიდან საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვდა. მთავარი დამკვირვებლებს შორის მე ვიყავი,რადგან ყვლა მიცნობდა და ყველას მე ვუწევდი დახმარებას. დაღლილი მივედი .მაგიდები დალაგებული რომ დამხვდა ნამდვილად გამიხარდა. გუნდებსაც მეტნაკლებად დაეკავებინათ ადგილები და მე მელოდნენ ,თუ როდის მივუტანდი მათთვის განკუთვნილ ფურცლებს. ერთ -ერთი მაგიდა თვალში მომხდვა სრულიად უცხო ადამიანები დამხვდნენ.მე ჩვეული ზომიერი სითბოთი მივესალმე ყველას და სამუშაოს შევუდექი .საკმაოდ დამღლელი ,თან სარფიანი სამსახური იყო .წლის ბოლოს აუცილებლად გვჩუქნიდნენ რამეს და ყოველივე ეს მხოლოდ მოხალისეობის ფარგლებში არ რჩებოდა.პირველმა რაუნდმა მშვიდად ჩაიარა და ნანატრი შესვენებაც დადგა. საკმაოდ მშიოდა ,ამიტომ ჩემი მეგობარი თამთა მაღაზიაში გავგზავნე. მე იქვე უკან სკამზე ჩამოვჯექი და არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი რომ დამეძინა . როგორცკი თვალები დავხუჭე იმ წამსვე გავითიშე.უეცრად სითბო ვიგრძენი და შევკრთი ,თვალები ოდნავ გავახილე.ხელში ახალი მოთამაშეებიდან ერთ-ერთი შემრჩა. მან თავისი თბილი ჟაკეტი შემომახურა და თან ღიმილიანი სახით მიყურებდა. პირველად ჩამეღიმა ასე გულწრფელად.არავის გამოუწვევია ჩემში ასეთი სითბო თავისი მზრუნველობით. -მადლობა . მაგრამ არ მინდა .მოდი შენ ჩაიცვი ალბათ უკვე შეგცივდა კიდეც.ვუთხარი ნამძინარევი ხმით. გაეცინა და თვალებგაბრწყინებულმა მითხრა -არა. ეს შენ უნდა გეცვას. ფისუნიას გავხარ .სოწრედ იმ ფისუნიას ბუხართან რომ თბილად მოკლათებულმა. კიდევ ერთხელ გამეღიმა გულწრფელად ,ოდნავ წამოვიწიე და საუბარი დავიწყე ცოტა სხვა კუთხით . -რა გქვია? -მაქსიმე და შენ ? -კასი. -,,კასი ყველაზე ლამაზი გოგო“ დავიჯერო ბუკოვსკის მოთხრობიდან გადმომხტარი ანგელოზი ხარ? ორივეს გაგვეცინა ამ სიტყვებზე. -საინტერესო ადამიანი ჩანხარ,მაგრამ მე ბუკოვსკის კასის მსგავსი ყოფაქცევა და სიცოცლის სამომავლო დასასრული არ გამაჩნია .ვუთხარი და გავუღიმე. -ზუსტად ვიცი სხვა სიტუაციაში აუცილებლად შევხვდებით კასი. -ვიმედოვნებ მაქსიმე. პარასკევის საინტერესო დიალოგიც ზუსტად ამ სიტყვებით დასრულდა . ნაზი ღიმილის მეტი არაფერი ყოფილა. მეგონა Facebookზე დამხვდებოდა მისი დამატება მაგრამ შევცდი .ისე დავინტერესდი მისით რომ ჩემი თავი მაოცებდა ,სულ ველოდი მის გამოძახილს მაგრამ ერთი კვირა არ გამოჩენილა .რაღაცნაირად გული დამწყდა ,არ ვიცი ალბათ ადამიანებზე უფრო ხშირაად ზედმეტ იმედებს ვამყარებ.ჰომ,ზუსტად ასეა. კასი არასდროს არ უნდა იყო ზედმეტად დაიმედებული ! არასდროს ! დავბრუნდი ჩემო საყვარლებო. იმედია მოგეწონებათ. გპირდებით უფრო ბევრ საინტერესოს და უფრო მეტ ინტრიგას. სიყვარულით თქვენი თათია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.