ჩანახატი (19 თავი)
მეცხტამეტე თავი აშკარად ამჩნევდნენ გოგოები ლიკას ცვლილებას, რაც უფრო მეტად ცდილობდნენ მისი ტკივილის მიზეზის გაგებას, უფრო და უფრო შორდებოდა მათ. თითქოს მოვალეობის მოხდის გამო ინარჩუნებდა კარგ დამოკიდებულებას. ყველაზე და ყველაფერზე დაბოღმილი და გაღიზიანებული, ამაყად თავაწეული ისეთი სახით დადიოდა, თითქოს გარშემო ვერავის ხედავდა. თითქოს ვიზუალურადაც შეიცვალა, გრძელი თმა უმეტესად გაშლილი, სახეზე ჩამოფარებული ჰქონდა. თვალებიდან მუქ სათვალეს არ იშორებდა. ჩაცმის სტილიც შეიცვალა, ადრე თუ კოპწიად, მუდამ გაპრანჭული და ფორმაში იყო, ამჯერად ერთი დაგლეჯილი ჯინსის ამარა დადიოდა, ზემოდან სამი ზომით დიდი შავი, გრძელ მკლავიანი ჩონჩხის ამოსახულებიანი მაისური ეცვა. დრაგუნა, სამხედრო ჩექმები ნახევრად გახსნილი შნურებით, ფრჩხილებზე შავი ლაქი, ცხვირში პერსტენი... - ამ გოგოს აშკარად გვიან დაეწყო გარდატეხის ასაკი... - ბიჭებთან ერთად ეზოში მდგომმა ტატომ შეშფოთებულმა გააყოლა თვალი უნივერსიტეტის კიბეებზე ასულ ლიკას. - რაც ნიკა წავიდა თითქოს სულ ამოვარდა კალაპოტიდან... - აღნიშნა ფარნამაც. - ეგ ბიჭი აშკარად მაგრად ატორმუზებდა. ადრე რომ არ მცნობოდა, ვერც კი დავიჯერებდი, თუ ადამიანის ასეთი შეცვლა შეიძლებოდა.. - საუბარში ჩაერია გიორგი. - იქნებ დახმარება სჭირდება? - რად უნდა ამდენი ბჭობა? მაგის თვალებს ვინც შეხედავს, ეგრევე მიხვდები, რომ ფხიზელი არაა, აშკარად კაიფობს... - ირონიულად აღნიშნა ადამიამ. - ხომ არ გაგიჟდი? ლიკა და კაიფი?! - შეუღრინა ტატომ. - ბოდიშით, თქვენი პრინცესა ისეთი სუფთაა, მაგას როგორ იკადრებს... - საუბარში ჩაერთო მარკოზაშვილი - ღამის ბარებს არ მაზავს, ხან ვის ეკიდება კისერზე და ხან ვის... - ტატო, ნუ ბრაზდები... - მხარზე ხელი დაადო ასათიანმა, როცა დაინახა როგორ დაუწყო სიბრაზისგან ძარღვმა ფეთქვა - სიმართლეზე თვალის დახუჭვა კარგს არაფერს მოგვიტანს. ამას წინებზე მეც ისეთ სიტუაციაში ვნახე მაგრად გამიტყდა, ვიღაც ტიპს კისერზე ეკიდებოდა, ტუჩებში გამომწვევად ჰკოცნიდა, ისედაც გამჭვირვალე ბლუზი გაიძრო და წელს ზემოთ მხოლოდ ლიფის ამარა, დახლზე შეხტა, თითქოს სტრიპრიზიორი იყო. ხან ვინ ებღლაზუნებოდა და ხან ვინ. რომ არ მცოდნოდა ვინ იყო, იქვე დავაგდებდი. რამდენიმეჯერ ვთხოვე შეეწყვიტა ეს უაზრო გამოხტომები, მაგრამ როგორც შენ არ გაგიგია ისე იმას არ ჰქონდა რეაქცია. დახლიდანვე ძალით ჩამოვიყვანე, უფრო სწორედ გადმოვიღე, სიარულის თავი არ ჰქონდა, მხარზე გადავიკიდე და ისე წამოვიყვანე. ეს მისი ვითომ კავალერიც, უკან გინებ-გინებით მომყვებოდა, ჩემი ქალია და სად მიგყავსო. მანქანაში ძლივს ჩავსვი, ის როჟა მეჭიმებოდა, ადამიანს იტაცებ და გიჩივლებო. წარმოგიდგენია? მე მემუქრებოდა. ყურადღება არც კი მიმიქცევია მისი სიტყვებისთვის, სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, გოგოებთან ადავრეკე და თეკლესთან წავიყვანე. ალბათ არ ელოდნენ ასეთ მდგომარეობაში ნახვას. გრილ დუშში შევაგდეთ. ძლივს გამოფხიზლდა. როგორც იქნა ცოტა აზრზე მოვიდა. თვალს ვერ გვისწორებდა. ალბათ არ უნდა მეკითხა, მაგრამ მაიც ვერ მოვითმინე: - ის ბიჭი ვინ იყო? - ჩემი ახალი შეყვარებულია... - თვალი არ მოუშორებია, გამომწვევად გამოგვიცხადა. - შეყვარებული?! - თვალები გაუდიდდა თეკლეს გაოცებისგან - სად გაიცანი? ვინაა? ნიკას რა პასუხს აძლევს? - კითხვები მიაყარა მან. - არ უარვყოფ, შვენივრად ვერთობოდით, მომწონდა, მიზიდავდა, მაგრამ არ ვარ ოჯახისთვის დაბადებული, არ მინდა ქმარი, მშვენივრად ვერთობობდით... მაგრამ არ შემიძლია.. - გასაგებია, გათხოვება არ გსურს, მაგრამ ნიკას შემდეგ ასეთ ბომჟთან რა გესაქმება? ეგ ბიჭი უნდა მოიშორო, ცხოვრებას დაგინგრევს, გაგანადგურებს... - მკაცრად გამოვუცხადე. - რატომ გიო, შენ რომ არ მოგწონს მაგიტომ?! - ირონიულად, ზიზღით შემომხედა მან. - იქნებ არც მას მოსწონხარ დიდად, ამაზე არ გიფიქრია? საკუთარი თავით, საკუთარი ცხოვრებით იმდენად აღტაცებულნი ხართ, რომ სხვა ადამიანებს ვეღარც ამჩნევთ, მხოლოდ თქვენ ხართ ყველაზე კარგები, ყველაზე მაგრები, ლამაზები, საკუთარ ნაკს ვერ ამჩნევთ... - საინტერესოა... სამყარო ასეთ ლამაზ ფერებში ახალმა ბიჭმა დაგანახა? რატომ ვართ ამპარტავნები, მასეთ ნაძირლებს ახლოს რომ არ ვიკარებთ? - გაცხარდა თათია. - ადამიანს არც კი იცნობ, და ისე აფასებ!. - მისი ცნობა არაფერში მჭირდება, კაცი ქალს რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანს, ძნელი მისახვედრი არაა როგორი ნაძირალაცაა.. - ზიზღით უთხრა თათიამ. - მასზე ცუდის თქმის უფლებას არ მოგცემთ!. - თვალების ბრიალით გადმოგვხედა ჩვენ - მასთან ბედნიერი ვარ... მან მე ახალი ცხოვრება მასწავლა... - რომელი ცხოვრება, ნარკომანობა?! - არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. - ნარკომანი არ ვარ.. უბრალოდ სტრესსა და დაძაბულობას ვიხსნი... - რა სტრესზე ლაპარაკობ გოგო?! - თვალები გაუდიდდა თეკლეს. - რამდენჯერ გთხოვე, რამე თუ გიჭირს გვითხარი, ჩვენ ვერ დაგეხმარებით? ვინ არის ის ბომჟი რომ აეტორღიალე? სად მოძებნე, რა საერთო გაქვს მაგ ტიპთან? - შენ ცხოვრებაზე წარმოდგენაც კი არ გაქვს, რა იცი რა არის სიამოვნება? ყველაფერს მზა-მზარეულს იღებ, ყველა თავს გევლება... - ღვარძლით გამოუცხადა მეგობარს. - შენ რა გაკლია ამ ცხოვრებაში, მოსიყვარულე მშობლები, მეგობრები თუ შეყვარებული, რომელსაც მხოლოდ შენ ახსოვხარ? კიდევ რას ეძებ? - საუბარში ჩაერთო თამარიც -თუმცა ბოდიში, ჩვენ ხომ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები ვყოფილვართ. ბოდიში, თუ კარგი მეგობრები არ ვართ. ალბათ ჩვენზე უკეთესებიც არსებობენ, იმედია ისინი გაგიგებენ, არ გიფიქრია რომ პრობლემა სწორედ შენშია? იქნებ გადაწყვიტო რას ეძებ, ვის ეძებ?! - ლიკა, გემუდარები, დაფიქრდი, ყველაფერი კარგად აწონე, ნიკას ნუ გაიმეტებ, შემდე გვიანი იქნება, უკან ვეღარ დაიბრუნებ... - თეკლე ისეთი ტკივილით უმზერდა, რომ გული მეტკინა. თუმცა, როცა ლიკას ირონიულად მომზირალ თვალებს შევხედე, მაშინვე მივხვდი, რომ გოგოების სიტყვები დიდად არ აღელვებდა. თითქოს თავისი სამყარო ჰქონდა და იქ ჩვენი ადგილი აღარ იყო. ხელი ჩავიქნიე, მასთან საუბარს აზრი აღარ ჰქონდა. აღარაფერი მითქვამს, იქ ჩემი ადგილი უკვე აღარ იყო. წამოვდექი და უსიტყვოდ წამოვედი. ყურებს არ უჯერებდა ფარნა: - გაგიჟდება ნიკა ეს რომ გაუგოს... ნებისმიერი ადამიანი თავად ირჩევს სამეგობროსაც და ცხოვრების სტილსაც. თითქმის საბოლოოდ ჩამოშორდა გოგოებს ლიკა. აღარავინ აიტრესებდა მისი ეგრეთ წოდებული ახალი შეყვარებულისა და მისივე მსგავსი ორი-სამი ადამიანის გარდა. ნიკა ხშირად ურეკავდა, ვიდეო ზარით ხედავდა ბიჭის მომღიმარ, თბილ სახეს. ვერაფერს ეუბნებოდა, ხვდებოდა, რომ მიუხედავად მეგობრებთან არსებული დაძაბული ურთიერთობისა, ნიკამ არაფერი იცოდა. არადა ნამდვილად ერჩივნა ეს უსიამოვნო საუბარი აერიდებინა, გულის სიღრმეში ალბათ იმედიც ჰქონდა, რომ თეკლე ან თათია გოგას ეტყოდნენ, ის კი თავის მხრიდან არ დაუმალავდა მეგობარს ლიკას ღალატის შესახებ. მაგრამ, თითქოს მის ჯინაზე, გოგოები დუმდნენ. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბიჭისთვის ტკივილის მიყენებას ერიდებოდნენ. როგორც ყოველთვის ისევ ნიკაზე ფირობდნენ. იმ დღესაც ჩვეულებრივ ელაპარაკა, მოიკითხა, შემდეგ კი გამბედაობა მოიკრიფა და პირდაპირ გამოუცხადა: - აღარ მიყვარხარ, ჩემი ცხოვრების აზრი ვიპოვე, მასთან ბედნიერი ვარ. გაფითრებული, ტკივილით სავსე უმზერდა ვაჟი, არაფერი ზედმეტი, საყვედურიც კი არ დასცდენია მას. - ბედნიერებას გისურვებ. - მხოლოდ ორი სიტყვით შემოიფარგლა. სულ რაღაც ორიოდე სიტყვამ დაიტია მთელი ემოცია, მთელი ტკივილი. - არაფერს მეტყვი? არ მისაყვედურებ? - გაოცება ვერ დამალა ლიკამ, ალბათ უნდოდა გაელანძღა, შეურაწყოფა მიეყენებინა. -ეგ რამეს შეცვლის? - ალბათ, არა... - ყრუდ ჩაილაპარაკა ქალმა. იმხელა იმედგაცრუება დაინახა ვაჟის თვალებში, რაღაც ეტკინა, რატომღაც ცრემლები მოაწვა. თითქოს მაშინ დაფიქრდა მის ცხოვრებაზე, მაშინ ეტკინა. ნიკას თვალებში დაგუბებულმა უსიტყვო, უთქმელმა საყვედურმა გული მოუკლა. - მაპატიე... - კვნესით აღმოხდა მას. - ბედნიერებისთვის პატიებას არ ითხოვენ... - როგორც ყოველთვის თბილად გაუღიმა ბიჭმა და გათიშა ტელეფონი. ალბათ პირველად დაფიქრდა ლიკა საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინღა გაიაზრა, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ლოგინზე მიგდებულ კაპიუშონიან შავ მოსაცმელს ზიზღით გახედა, სარკეში არეკლილ გამოსახულებას ყურადღებით აკვირდებოდა. ცივი თვალებით ბურღავდა საკუთარი ანარეკლი. ტელეფონის ზარმა ფიქრი შეაწყვეტინა, გულგრილად დახედა. ის იყო, მისი „ცხოვრების ახალი“ აზრი, ისევ ის... უსიამოვნოდ გასცრა. პასუხის გაცემა არც კი უფიქრია. ტელეფონი კი რეკავდა და რეკავდა... პირველად ცხოვრებაში შეშინდა. მის გარშემო არსებულმა სიცარიელემ შეაშფოთა, დააფრთხო. ეგონა ნიკასთან დაშორება შვებას მოუტანდა, თავს ბედნიერად იგრძნობდა, მაგრამ პირიქით კი მოხდა. ეხლა განსაკუთრებით, განსხვავებულად სტკიოდა. რა უნდოდა, სექსი? ნარკოტიკები? რას უმტკიცებდა საკუთარ თავს? სად დაიკარგა მისი ბედნიერებისკენ მიმავალი გზა? იქნებ მართალი იყო თეკლე? იქნებ მართლა იჩქარა? მათთან უნდოდა წასვლა, გოგოებთან ჩახუტება მოენატრა. სული ტკიოდა და იცოდა ამ ტკივილს ვინც დაუყუჩებდა. სწრაფად წამოხტა. სახლის კარები გამოიჯახუნა და მთელი სისწრაფით დაეშვა კიბეებზე. სასოწარკვეთილი მირბოდა, კისრისტეხით გავარდა სადარბაზოდან, წინ არ იყურებოდა, ისე შეასკდა შემოსულ სილუეტს. - გაგიჟდი, გოგო?.... - ძლიერმა ხელმა შეანჯღრია და გონს მოიყვანა. - რა არ ვიფიქრე, ტელეფონს რატომ არ პასუხობ? სად გარბიხარ? - გოგოები მომენატრა, უნდა ვნახო... - ხმა ჩაუწყდა ლიკას. - შენი ცანცარა დაქალები?! მე კი შენთან მოვდიოდი, არ გინდა გავერთოთ? - სახეზე ხელები ჩამოუსვა ბიჭმა, იკაპი დაუჭირა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა. - თან ახალი დოზაც მაქვს... - ჯიბიდან პატარა ამპულა დაანახა ქალს - აბა რას იტყვი? ისევ დაქალებთან გარბიხარ? თითქოს ცეცხლმა დაუარა სხეულში. ოღონდ ეს ვნება აღარ იყო, ზიზღით გახედა მამაკაცს. - თუ ვერ მიხვდი, გეტყვი, ჩვენი პარტია დასრულებულია!. - ირონიულად გამოუცხადა ლიკამ. - ეი, პატარა გოგო, აშკარად ვიღაცაში გეშლები. - უხეშად მოქაჩა ბიჭმა და მუქარით შეუღრინა - სათამაშო არ ვარ, ასე ვერ მომიშორებ... - წადი, შენი... - წინადადება ვერ დაასრულა, ვაჟმა ისეთი ძალით დაარტყა, რომ თავი ვეღარ შეიკავა და უგონოდ დავარდა. ზუსტად არ იცის რამდენ ხანს იყო ასე გონდაკარული, აზრზე მუსულს ყველაფერი სტკიოდა, სხეული ძლივს დაიმორჩილა. პირი სისხლით ჰქონდა სავსე. ფეხით მიუყვებოდა ქუჩას. ცრემლები მისით მიიკვლევდნენ გზას. ალბათ, ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა თეკლემდე მიაღწია. კითხვაც კი აე დაუსვავს გოგოს, ჭრილობები საკუთარი ხელით დაუმუშავა. ტკივილით უმზერდა მეგობარს, პატარა ბავშვივით იკრავდა გულში, ათრთოლებული ხელებით ეფერებოდა. დამშვიდდა ლიკა, თითქოს გზა აბნეული საკუთარ სახლში დაბრუნდა. თითქოს ისევ იპოვა ბედნიერების გზა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.