შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი IX)


24-01-2016, 01:19
ავტორი Nina))
ნანახია 4 024

დიდხანს იჯდა და უყურებდა დაისს.. უცქერდა და ტკბებოდა სანახაობით. განვლილ ცხოვრებაზეც ფიქრობდა და არ იცოდა რა უნდოდა,საერთოდ რა ექნა ასეთ სიტუაციაში... უბრალოდ ძალიან ენატრებოდა კახი,საშინლად უნდოდა ახლა მისი ხელი ეგრძნო მხარზე
-მამი,როგორ მომენატრე,მა..
-მეც ძალიან მომენატრე,ელენა,გინდა ჩამოგიყვანო?საშინლად მოწყენილი ხმა გაქვს-თითქოს მიზეზს ეძებდა კახიო
-არა,მა, ეგ რა შუაშია,უბრალოდ ძალიან მომენატრე
-მამი,დათოზე არ ინერვიულო,კარგი?
-როგორ არ ვინერვიულო მამი,ჩემს გამო აკეთებს ასე და იღუპავს მა თავს...
-ელე,ხომ იცი როგორ მიყვარხარ და როგორ ვაფასებ შენს თითოეულ გადაწყვეტილებას,ყოველ შემთხვევაში შენს გვერდით ვიქნები,უბრალოდ თუ შენი ბრალია,გთხოვ,ეცადე რომ გადაარჩინო და თუ თავის დაღუპვას ცდილობს,ეცადე დააყენო სწორ გზაზე,მა,ხომ იცი როგორ უყვარდი,როგორ გცემდა პატივს,ვხედავ,უნდა რომ გატკინოს,მაგრამ იმდენად უსუსურია შენი სიყვარულის წინაშე,მას არ ძალუძს შენთვის გულის ტკენა,ელე,შვილო,გადაარჩინე იგი.
-მა,ყოველთვის საჭირო რჩევებს მაძლევ,უბრალოდ მინდა ცოტა დრო მივცე
-ელე,დრო.. დროს ვერ დააბრუნებ უკან, ამ ცოტა დროში მან შეიძლება მოიყვანოს ის გოგო ცოლად.
-კარგი,მამი,დავურეკავ,აუცილებლად დავურეკავ და გადაფრენაც რომ მომიწიოს აუცილებლად ჩავფრინდები და გადავაფიქრებინებ !
-ეცადე,ელე,ეცადე,მეც შენს გვერდით ვარ,ამაღამ დაურეკე, თუ არ მოგისმინა ხვალ დილითვე გადაფრინდი,შენს გვერდით ვარ,მამი,უბრალოდ იცოდე რომ იმ ადამიანის ბედნიერება ახლა შენს ხელშია,არ მისცე სისულელის გაკეთების უფლება..
-მადლობა,კახი,სულ სწორ რჩევას მაძლევ მაშინ,როდესაც ეს ჰაერივით მჭირდება.
-მე სწორედ მაგისთვის ვარ აქ,ძვირფასო.
-მიყვარხარ ძალიან.
-მეც მიყვარხარ,ელე.

***
-ლერი,როგორ ფიქრობ,სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რომ გავუშვით?
-ჰო,კახი,ისინი უკვე დიდები არიან,ადრე სულ ჩვენ დავყვებოდით,მაგრამ ახლა დროა,დრო მათ თვითონ ისწავლონ ცხოვრება.
-მართალი ხარ,ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს,როგორი სევდიანი ხმა ჰქონდა...
-მოაგვარებს,კახი,აგერ ნახავ,მანდ წასვლა რომც მოუხდეს აუცილებლად უნდა გავუშვათ,მიეცი უფლება იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი,აგერ ნახავ,ის შენი და ნატალის ქალიშვილია,ის თქვენსავით ძლიერია,თან მას გვერდით თეკლა ჰყავს.
-ვიცი,ლერი,ვიცი...

***
-თეკლა,დათუნას უნდა დავურეკო..
-დათუნას?
-ჰო,მამაჩემს ველაპარაკე,სწორ გზაზე უნდა დავაყენო დათუნა,იგი იმსახურებს ბედნიერებას..
-და შენ,ელენა,შენ როგორ გგონია არ იმსახურებ?
-მაგის დროც მოვა თეკს,ახლა მთავარია დათუნას არ მივცე ჩაძირვის უფლება...-შუბლზე აკოცა მეგობარს და თავის ოთახში ავიდა,ტელეფონზე დათუნას ნომერი აკრიფა,თუმცა დათუნამ არამც თუ მოუსმინა,არამედ არც უპასუხა..
-მიდი,დათო,მიპასუხე,გთხოვ...-ემუდარებოდა დათუნას,მიუხედავად იმისა რომ დათუნა რამდენიმე ათეული კილომეტრს მიღმა იყო,ბოლოს თითქოს მისი თხოვნა ისმინაო და ტელეფონზე უპასუხა
-გადაღებები მქონდა,რა გინდა?-უხეშად უპასუხა,თუმცა ეტყობოდა ხმაზე,არ იყო დათო ბედნიერი.
-დათო,რატომ აკეთებ ამას?
-რას? ცხოვრებას რომ ვიბედნიერებ? ელენა ვერ ვხვდები რა გინდა.
-ძალიან კარგად ხვდები,დათუნა..
-მასე ნუ მეძახი,ელენა,ეგ დათო შენთვის უკვე მოკვდა, და გთხოვ, დემეტრეს მიხედე...-კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ გაჩერდა,მიხვდა,ვერ ატკინა ელენას გული,ამან კიდევ უფრო მოუკლა გოგონას გული და საბოლოოდ გადაწყვიტა მასთან პირისპირ დალაპარაკება
-დათო,ახლა სად ხარ?
-ფლორიდაში.
-კარგი...-ტელეფონი გაუთიშა ელენამ,მერე კახის გადაურეკა ისევ..

***
-დემეტრე,ასეთი სიფათით როდემდე უნდა იჯდე?
-ხვალვე,კაკი,ხვალვე მივდივართ ელენა და თეკლასთან,არ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა..მენატრება ეგ ნაგიჟარი,სიგიჟემდე მენატრება
-ასე არ სჯობს? მოიცა,თეკლა მირეკავს..ხო თეკს.. რა? კი როგორ არა,მაგრამ ელენა სად მიდის?... ფლორიდაში რა უნდა?.. დათუნასთან?... კარგი,კარგი,ხვალ ჩამოვალ...
-ესე იგი დათუნასთან მიდის არა? სადაც უნდა იქ წავიდეს, იმის იქითაც თუ უნდა და საერთოდ არ დაბრუნდეს თუ ასე ძალიან ენატრება მისი ბიჭი,მე კიდევ კარგი სულელი ვარ რაა, მოვინდომე..
-დემეტრე,დაწყნარდი,ამ ყველაფერს ახსნა აქვს..
-არანაირი ახსნა არ აქვს,კაკი,უყვარს დათო და ამ გრძნობას ვერავინ წაუშლის გონებიდან,ის მისი პირველი სიყვარულია...-გასაღებს ხელი დაავლო და გიჟივით გავიდა იქედან,წამებში ისეთი სიჩქარით გააუჩინარა მანქანა რომ ვერავინ დაეწეოდა მას...
-მოესმინა მაინც,იქნებ მქონდა რაღაც ასახსნელად,ეჰ,დემეტრე,რა გეშველება..

***
-თეკლა,ხვალ დილით,ცხრა საათზე მივფრინავ,არაფერი მიმაქვს ზედმეტი,მხოლოდ სარაფანი და ბოტასები,მეტი არაფერი,ორ დღეში უკან დავბრუნდები გპირდები და დანარჩენ დროს ერთად გავატარებთ,მანამ კაკის უთხარი და იქნებ მოვიდეს,ან არ ვიცი,მაპატიე რაა..
-ელენა,ელენა,გაჩერდი,ამდენს ნუ ლაპარაკობ,კაკი ჩამოვა ხვალ და არ ვიქნები მარტო,მთავარია დათუნა გადავარცინოთ ამ სულელობისგან..-გაუღიმა მეგობარს და ჩამოგორებული ცრემლი მოწმინდა..
-ეჰ,როგორ მახსოვს თეკლა,სამივე რომ დავჯდებოდით და რომ ვთამაშობდით,მაშინ საერთოდ არ ვიცოდით ცხოვრებისეული სირთულეები და ერთადერთ სირთულედ ბუა მიგვაჩნდა,რომელიც მოვიდოდა თუ თავის დროზე საჭმელს არ შევჭამდით,როგორ მენატრება თეკლა რომ იცოდე ის დღეები,რას არ გავიღებდი მის დასაბრუნებლად...
-ელე,დამშვიდდი,მეც მენატრება ის დრო,მაგრამ დროს ვერავინ შეაჩერებს,დრო.. დრო ეს ისეთი ფენომენია,რომელიც ყოველთვის წინ გარბის,არ აქვს მისთვის მნიშვნელობა არაფერს,იგი არ იხედება უკან და არ ჩერდება არც ერთი წამით,მიდის და ჩვენც ვალდებული ვართ მას გავყვეთ,მიდის და ყველაფერი მიაქვს რაც იყო,ტოვებს მხოლოდ მოგონებებს,მაგრამ ყოველთვის გვაძლევს რაღაცის შესაძლებლობას,ჩვენ მთავარია სწორად გამოვიყენოთ,ელე,ეს შესაძლებლობა, და შენ ახლა სწორ გზას ადგახარ, ღმერთმა ქნას გამოგყვეს დათუნაც და სიმშვიდე იპოვოთ,თქვენი ბედი თავიდანვე იყო დაწერილი,როგორც მეგობრებისა ელე,და ამას ვერც მე და ვერც შენ ვერ შევცვლით...
-მიყვარხარ,თეკლა...

მთელი საღამო თეთრად გაათენა,თან დემეტრეს ფოტო ეჭირა ხელში,როგორ მიეჯაჭვა ამ ორი კვირის მანძილზე,ადრე ყოველი დღე დემეტრეთი იწყებოდა,ახლა კი ეს ერთი დღეც მის გარეშე როგორ გაიწელა,როგორ გაიჭიმა.. თითქოს ერთი დღე კიარა,უკვე საუკუნეა აქ არის და ვერაფერს აკეთებს.. ტელეფონს მოკიდა ხელი,უნდოდა დემეტრესთვის დაერეკა და მისი ხმა გაეგო,მაგრამ ვერ გაბედა..
არ არის ამდენად ძლიერი ელენა,არ შეუძლია ამხელა ნაბიჯის გადადგმა.. ტელეფონი ტუმბოზე ჩამოდო და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში გაწვა,გაახსენდა პირველი მათი შეხვედრა და ჩაეღიმა,მაშინ საერთოდ არ ჰქონდა წარმოდგენილი რომ იმ ყველაფერს ეს მოჰყვებოდა... თითქოს დემეტრემაც იგრძნო ეს ყველაფერი და ელენას დაურეკა...
-გისმენთ?-სუნთქვა გაუხშირდა გოგონას უცნობი ნომერის დანახვაზე,გუმანით ხვდებოდა რომ ეს დემეტრე იქნებოდა..
-ინსტაგრამზე შენი შეტყობინება ვნახე-ყურმილს მიღმა გაისმა ხრიწიანი და საოცრად მიმზიდველი ხმა,უცებ წარმოიდგინა გოგონამ როგორ გაამოძრავა დემეტრემ ტუჩები რომ წარმოეთქვა ეს წინადადება და ჟრუანტელმა დაუარა
-კი,მაგრამ მე შენთვის არაფერი მომიწერია-გაიკვირვა გოგონამ
-ჰო,წინადადებებს ქვევით შენი შეტყობინება ამოვიცანი..-ორაზროვნად ჩაილაპარაკა მამაკაცმა
-არეულად საუბრობ,აშკარად მთვრალი ხარ..-თავის დაღწევა სცადა,როდესაც ტყუილში გამოიჭირეს,ზოგადად ასეა,სიმართლეს გაურბის ხოლმე … მაშინ როდესაც ეს სიმართლე ზედმეტად რეალურია..
-მე რომ მთვრალი ვარ მაგიტომ გონება კი არ დამიკარგავს!-მკაცრად ჩაილაპარაკა მამაკაცმა და გოგონას ისევ გააჟრჟოლა,კიდევ უფრო მოენატრა დევდარიანი და ცრემლი გადმოუგორდა და ანერვიულდა,ტუჩზე იკბინა..-ახლა ალბათ ანერვიულდი და ტუჩებს უაზროდ აწვალებ,იქ რომ ვიყო მე გაგიწვალებდი იმ ქვედა ტუჩს,შეეშვი ცოდვაა..-მიუხვდა მამაკაცი და ჩაეღიმა ელენას
-შენ რა იცი?-ხმა ვერ დაიმორჩილა გოგონამ და მაინც წამოცდა
-მე რა ვიცი? დაგაკვირდი ამ ორი კვირის მანძილზე და კარგად შეგისწავლე,მაგრამ ერთს ვერ ვხდები,რატომ მიდიხარ დათოსთან,ნუთუ დავიჯერო ის რაც მაშინ გავიგონე და მაგიტომ ვერ თმობ იმ ნაბიჭვარს?
-ნორმალურად ისაუბრე,დემეტრე,საოცარი უნარი გაქვს,ერთი სიტყვით ან წინადადებით შეგიძლია ყველა სასიამოვნო მომენტი გააფუჭო და ეს არა ერთხელ გაგიკეთებია!- წამოენთო გოგონა ისევ
-მას იცავ? ელენა,რატომ მაბრაზებ?
-არ გაბრაზებ,დემეტრე,უბრალოდ იცოდე რომ დათუნას შეურაცხყოფას არავის შევარჩენ!
-მან რომ შეურაცხგყო?
-მას არაფერი გაუკეთებია ისეთი რაც ჩემს ცხოვრებას ან ჩემს სახელს ჩირქს მოსცხებდა! -ტელეფონი გაუთიშა მამაკაცს და დემეტრე ამაზე კიდევ უფრო გაგიჟდა,ისედაც ნასვამს გადაეკეტა გონება და ნინას დაურეკა,ნინამ რა თქმა უნდა,შეხვედრაზე უარი არ უთხრა,ან როგორ ეტყოდა,როდესაც გონებაში შურისძიებისა და დემეტრეს დაბრუნების გარდა არაფერი უტრიალებდა?!

ელენას ჩაეღიმა მამაკაცის ეჭვიანობაზე და გადაწყვიტა რომ ჩამოვიდოდა დემეტრესაც აუცილებლად მოუვლიდა,უკვე ხვდებოდა რომ მამაკაცსაც არ ასვენებდა მასზე ფიქრები და ყველაფერს ეცდებოდა რომ გადაერჩინა ეს არდაწყებული ურთიერთობა...
ისევ გათენებულზე გამოეღვიძა,ექვსი საათი იყო ფეხზე რომ წამოდგა,ხალათი მოიცვა და სამზარეულოში ჩავიდა,ყავა მოიმზადა და უკან გავიდა,ისევ დაჯდა რკინის საქანელაზე და ხედს დაუწყო ისევ ყურება,მაგრამ ამ წამს ვერაფერს ხედავდა,ფიქრებით თბილისში დაფრინავდა,დემეტრესთან,რომელსაც ალბათ ტკბილად ეძინა …
რას არ გაიღებდა,ოღონდ ახლა მამაკაცის სახე ენახა,ენახა დადუმებული ბაგეები,ენახა დახუჭული ბრიალა თვალები. ენახა დემეტრე,რომელსაც მშვიდად ეძინა..არეულად დაყრილი თმები შუბლზე,რომელსაც ალბათ იქ რომ ყოფილიყო გადაუწევდა და დაუფიქრებლად დაუკოცნიდა შუბლს... მძინარე დემეტრე ჩვეულებრივისგან განსხვავებით უფრო მშვიდი მიაჩნდა,უფრო სათუთი და არა მამაკაცური და ცივი...
ჰო,დემეტრეს უკოცნიდნენ შუბლს... ტკბილად ეძინა დემეტრეს,მაგრამ ელენას ნაცვლად ნინა ეფერებოდა,რომელიც ფოტოებსა და ვიდეოს იღებდა და შემდეგ ინსტაგრამზე ათავსებდა,თან დემეტრეს ნიშნავდა,ეს იმას ნიშნავს რომ მან მოახერხა შურისძიების პირველი ეტაპის წარმატებით დასრულება...
ნელა წამოდგა ელენა და ჭიქა ნიჟარაში ჩადო,მაღლა ავიდა ფეხაკრეფით და მოწესრიგება დაიწყო,ნახევარ საათში უკვე ჩანთით ხელში პირველ სართულზე იყო,სამზარეულოდან არაჩვეულებრივი სუნი გამოდიოდა,რა თქმა უნდა,თეკლა ფუსფუსებდა სამზარეულოში
-დილა მშვიდობისა,საყვარელო.
-დილა მშვიდობისა,თეკს,არ მითხრა რომ ბლინებს აკეთებ
-ჰო,შენი საყვარელი ბლინები ნუტელათურთ
-საუკეთესოთა შორის საუკეთესო დაქალი ხარ შენ!!!-უკნიდან მოეხვია მეგობარს
-აფერისტო,მომცილდი და მაცადე გავაკეთო,ბოლოღა დარჩა
-მიდი,მიდი მე თეფშებს დავაწყობ და მაგიდას გავშლი მანამდე
-მიდი,რაიმეს თუ გააკეთებ-გამოაჯავრა დაქალი.
-კარგი რაა,ისე ამბობ არაფრის კეთება არ მიყვარდეს რაა,ხომ იცი ნატალი ყველაფერს მასწავლიდა,გახსოვს კიკინებს ერთნაირად რომ გვიკეთებდა?
-მაგას რა დამავიწყებს,მას შემდეგ რაც მაია გარდაიცვალა ჩემთვის დედის მაგიერი იყო ნატალია სულ და არასდროს მაგრძნობინებდა იმას რომ მას არ გავუჩენივარ
-ჰო,საოცარი ქალი იყო დედაჩემი...
-მართლაც რომ საოცარი...
-არც მაია იყო ვინმეზე ნაკლები,როგორ მახსოვს,დედა ყოველთვის ცრემლებით იხსენებდა,ერთადერთი სურვილი მთხოვაო გარდაცვალებისას,თეკლამ და ელენამ ჩვენი მეგობრობა კიდევ უფრო გააღრმავონ და დაუმტკიცონ ხალხს რომ სამუდამო იყოო...
-ჰო,როგორ მახსოვს,ყოველთვის ტიროდა,არადა ძლიერი ქალი იყო ნატალია,მის ცრემლს არავის დაანახებდა...
-ჰო,მაგრამ ,როდესაც საქმე მაიას ადგებოდა იგი ყოველთვის ტიროდა...-ელენამ თავი გააქნია,თითქოსდა სურდა ეს ტკივილი და დარდიანი ფიქრები ამ თავის გაქანებით გაექარწ....ბინა...
-ძალიან გემრიელია,თეკს,მადლობა დიდი,ტაქსი მოვიდა,ორ დღეში შენთან ვარ და იცოდე,ძალიანაც ნუ მოიწყენთ უჩემოდ და ჰოო,ნუ იცელქებთ,ისე არ მოხდეს,ორი დაგტოვეთ და სამი დამხვდეთ-მიაძახა გასვლისას და ნაბიჯებს აუჩქარა,რომ თეკლას მოქნეული ბალიში არ მოხვედრილიყო..
იმაზე დამღლელი აღმოჩნდა მგზავრობა ვიდრე ეგონა,მაგრამ ახლა ყველაფრის ატანა შეეძლო,ოღონდ დათუნასზე გადაეფიქრებინა,მეტი არაფერი უნდოდა...
როგორც იქნა მრავალსაათიანი მგზავრობის შემდეგ ჩაფრინდა ელენა ფლორიდაში და დათუნას დაურეკა..
-დათუნა,აეროპორტში ვარ,იმედია უყურადღებოდ არ დამტოვებ და მომაკითხავ
-მეღადავები? ელენა?! ახლა მარიასთან ერთად ვარ-გაცეცხლებულმა უპასუხა მამაკაცმა
-არ მაინტერესებს,მაგ შენ მარიას ეტყვი რამეს და მომაკითხავ,ან იცოდე დავიკარგები და კახის შენ აუხსნი ყველაფერს!
-ოც წუთში მანდ ვარ,გვერდით რომ კაფეა იქ დამელოდე,იცოდე იმიტომ მოვდივარ რომ კახის ვცემ პატივს და არა იმიტომ რომ შენ ხარ მანდ!-ეცადა ტყუილი ეთქვა,მაგრამ ელენას გაეღიმა,ძალიან კარგად იცნობდა დათუნას,ზუსტადაც იმიტომ მოდიოდა რომ ნერვიულობდა გოგონაზე,თორემ დათუნა არაფერს არ მოიმოქმედებდა იძულებით...
ზუსტად თხუთმეტ წუთში დათუნა ელენას წინ იდგა და საოცარი სითბოთი სავსე თვალებით უყურებდა,ელენას ცრემლები წამოუვიდა დათუნას დანახვაზე და ჩაეხუტა,იმდენად ემოციური იყო მათი შეხვედრა,მათი თვალებით საუბარი,თვალებით მეტყველება,ხუთი წუთი უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და ვერ გაუძლო ელენამ ამდენს,მათ იმხელა სულიერი კავშირი ჰქონდათ,როგორც არავის სხვას... ყველაფერს უძლებდა ეს კავშირი და ყველაფერს გრძნობდა ელენა,მიხვდა რომ შურისძიების მიზნით ქორწინდებოდა დათუნა და გაეღიმა სწორი გადაწყვეტილება რომ მიიაღებინა კახიმ... საიდანღაც გაჩნდნენ ჟურნალისტები და მათი ჩახუტებისა და ელენას ცრემლების სცენა დააფიქსირეს,ათას კითხვას სვამდნენ,როგორც ჩვევიათ ხოლმე,ათას სისულელეს ყბედობდნენ,დათუნამ ცრემლები მოსწმინდა ელენას,შუბლზე აკოცა,ელენას ზურგჩანთა მხარზე მოიკიდა და გოგონას ხელი თავისაში მოიქცია,დინჯად წაიყვანა თავისი მანქანისკენ და ცდილობდა მშვიდად დაეიგნორებინა ჟურნალისტების უაზრო შეძახილები,ერთმა აშკარად უხეშად მიმართა ელენას,რაც საშინლად არ მოეწონა მამაკაცს.
-როგორც ჩანს გაერთე საქართველოში და ახლა გადაწყვიტე დავიდის დაბრუნება და ცდილობ იმ საწყალ გოგოს დააშორო,მაგრამ არამგონია გამოგივიდეს,ქუჩის ქალო!-გასარტყმელად გამოიწია,მაგრამ დათუნა დაუდგა წინ და ხელი დაუჭირა

-არავინ გაბედოს და მსგავსად არ დაელაპარაკოს ელენას არასდროს! ჩვენ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და არავის მივცემ იმის უფლებას ელენაზე ხელი ასწიოს,ყოველთვის პირველი იქნება ელენა და შემდეგ თქვენ,ნუ მაიძულებთ იმის თქმასა და გაკეთებას რაც ძალიან არ მინდა!-ხელი დაავლო ელენას და ნაბიჯებს აუჩქარა
-დათუნა,ამით გულშემატკივრების უმრავლესობას დაკარგავ

-არ მაინტერესებს,ელენა,როგორც უკვე თქვი,პირველი ხარ შენ და შემდეგ არიან ისინი! არავის მივცემ უფლებას ასე მოგექცეს,მიყვარხარ ელენა,სიგიჟემდე მიყვარხარ!-ტუჩებისკენ წავიდა მამაკაცი,მაგრამ თითქოს გონს მოეგოო და შუბლზე შეაჩერა თავისი ბაგეები...

-მაპატიე,დათუნა,აქამდე რომ მივიყვანე შენი ცხოვრება,არ ვიცი სად დავუშვით შეცდომა,არ ვიცი,უბრალოდ როგორც შენი ბავშვობის მეგობარი ვალდებული ვიყავი რომ აქ მოვსულიყავი და ეს ფუჭი ქორწილი გადამეფიქრებინა შენთვის,შენ არ იმსახურებ უსიყვარულო ცხოვრებასა და ქორწინებას დათო,ხომ ვიცი როგორი კეთილი გულიც გაქვს და ვერ გაუძლებს შენი გული უსიყვარულობას,გეხვეწები,გემუდარები უარი თქვი იმ ქორწილზე,დათუ.

-მართალი ხარ,ელენა,ზუსტად ამაზე ვესაუბრებოდი დღეს მარიას და მან გამიგო,გაიგო ყველაფერი, მან მითხრა რომ ჩვენი ურთიერთობა,შენი და ჩემი თავიდანვე ზეცაში იყო დაწერილი და საუკეთესო მეგობრობას ვერასდროს აცდებოდა,ვერასდროს შემომხედავდი ისე როგორც მამაკაცს...-ელენამ თვალები დახარა,ცრემლები გადმოუგორდა,ახლა მიხვდა როგორ ატკინა დათუნას ამ დღეების მანძილზე როგორ სტკიოდა,რამხელა ტკივილი სუფევდა მამაკაცის თვალებში ახლა,საკუთარი თავი შეზიზღდა,აქამდე როგორ მიიყვანა ურთიერთობა-მაგრამ,ელე,გეფიცები,სიცოცხლის ბოლომდე მეყვარები,ყოველთვის მეყვარები...-ცრემლი ჩამოუგორდა დათოსაც,უკვე აღარ ჰყოფნიდა ჰაერი,თითქოს ვიღაც კისერსა და ცხვირზე უჭერდა ხელს და ჟანგბადის შესუნთქვის საშუალებას არ აძლევდა,ვიღაც ახრჩობდა და ვერაფერს აკეთებდა ელენა,ვიღაც უწურავდა გულს,ტკივილი ფეხის ტერფებიდან დაიწყო,ნელ-ნელა,წვალებით მოიარა მთელი ორგანოები და ბოლოს თვალებში ჩაუბუდდა,იქიდან ცრემლის სახით იწყო დინება,მიხვდა დათუნა ახლაც უყვარდა,უყვარდა ისე როგორც მამაკაცი,მაგრამ იცოდა რომ ამ სიყვარულს ვიღაც ძლიერად ეწინააღმდეგებოდა მის თავში,იმდენად ძლიერად რომ გამოსდიოდა კიდევაც და ნელ-ნელა აქრობდა ყველაფერს,გადაწყვიტა ყველაფერი ეთქვა,გულწრფელი ყოფილიყო დათოს წინაშე..

-მეც მიყვარხარ,დათო,მიყვარხარ როგორც მამაკაცი,მაგრამ ვგრძნობ თანდათან როგორ ვიცლები ამ სიყვარულისგან,არ ვიცი დათო რატომ,მაგრამ თანდათან იკარგება ეს ჩვენი ქალ-ვაჟური სიყვარული-დათუნამ არაფრის თქმა აცადა,არც კარის ზღურბლზე გადაბიჯება,არც იმაზე დაფიქრებულა რომ ათასი თვალი და ობიექტივი უყურებდა და მის ერთ ნაბიჯს ელოდებოდნენ,ადგა და დაეწაფა მონატრებულ ტუჩებს,ხვდებოდა ეს მათი უკანასკნელი კოცნა იყო და მათი ურთიერთობის დასასრული და ამიტომ არჩია კოცნით დაწყებული ურთიერთობა კოცნითვე დაესრულებინა, მსგავსად ჩათვალა ელენამ, ამიტომ ისიც აჰყვა კოცნაში და ხელები კისერზე მოხვია,ელენამ გულის არეში იგრძნო სიყვარული,სიყვარული რომელსაც მამაკაცის მიმართ გრძნობდა,იგრძნო როგორ ნელ-ნელა გაიპარა მისი ორგანიზმიდან ჟანგბადთან ერთად და კოცნაც შეწყვიტა..

-დემეტრე დევდარიანი არა?-მტკივნეულად ჩაიღიმა მამაკაცმა-სხვათა შორის მომეწონა ის ბიჭი,მომეწონა როგორ ზრუნავდა შენზე-ისევ ჩაიღიმა და კარს მიღმა გაუჩინარდნენ...
ვერანდაზე ისხდნენ და ყავას სვამდნენ :
-რა ლამაზია,დათო,აქაურობა,ისეთი ლამაზები არიან ეს ყვავილები

-ჰო,აქ რომ ვარ სულ შენ მახსენდები,აი,იმ კუთხისკენ გაიხედე-ჩარჩოში ჩასმული ელენასა და დათუნას ფოტო იდო პატარა მაგიდაზე,სადაც ერთმანეთს კოცნიდნენ,მას მხოლო ელენას ფოტო მოყვებოდა,შემდეგ კი სამივესი ერთად,ელენასი თეკლასი და დათუნასი

-მაპატიე აქამდე რომ მოგიყვანე...

-არაფერია,ელენა,ეს ჩვენი ცხოვრება მაღლა,ცაში იწერება,ოღონდაც ზოგჯერ ჩვენში ჩასახლებული დემონი ცვლის ხოლმე რაღაც გზებს,მაგრამ იმ ნათელი წერტილით,რომელიც ჩვენს შიგნით ყოველთვის არსებობს,სწორედ იმით ვპოულობთ გზას უფლისაკენ და ისევ ვასწორებთ ჩვენს ცხოვრებას.

-როგორ მიყვარხარ რომ იცოდე და როგორ მაკლდი მთელი ეს დრო...

-არაუშავს ახლა ხომ ერთად ვართ..

-ჰო,როგორც ადრე,ახლაც ერთად...

-ერთი სელფიი,ბოლოს და ბოლოს პირველად ხარ ჩემს სახლში,ჩემს ვერანდაზე!-ელენამ გაიღიმა და ტელეფონი აიღო,სელფი გადაიღეს ერთად და ინსტაგრამზე ატვირთეს სადაც თეკლა მონიშნეს,მერე სიახლეებს ჩამოუყვა და მოუნდა დემეტრეს პროფილი ენახა,მხოლოდ ორი ფოტო ჰქონდა განთავსებული,მერე მონიშნულ ფოტოებში შევიდა,სადაც საშინელებას გადააწყდა,წელს ზევით შიშველ,მძინარე დემეტრეს ეხუტება ზეწარ დაფარებული ნინა და თან ლოყაზე კოცნის,შებარბაცდა წამომდგარი ელენა და იქვე დადებულ ქოთანზე მოხვდა ხელი,რომელიც ძირს დაენარცხა და ნამხსვრევებად იქცა,არ მოელოდა ასეთ რაღაცას მათი გუშინდელი დიალოგის შემდეგ,იმდენად მოულოდნელი იყო რომ თვალებში დაუბნელდა და საშინლად წამოთეთრდა სახეზე,ყველა ძარღვი გაეღინა და თითქოს სისხლმაც შეწყვიტა დინება,დათუნა მყისიერად წამოდგა და ელენა მიიხუტა
-ელე,როგორ ხარ,რა გჭირს,რატომ მაგიჟებ
-დათუნა,წყალი...-ამოილუღლუღა გოგონამ და დივანზე მიესვენა,მამაკაცმა შენიშნა ფოტო და გაცეცხლებული ეცა ტელეფონს,ნერვები მოეშალა ნინასა და დემეტრეზე,ასე ძლიერად რომ ატკინეს ელენას გული...ყველაფერზე იყო ახლა დათუნა წამსვლელი,შეეძლო ორივე მოეკლა,ორივე ხელის აუკანკალებად მოეკლა,არავინ უღირდა ელენას ნერვიულობასა და ელენას ცრემლებზე..წყალი და დამამშვიდებელ-დასაძინებელი მოუტანა და გულზე მიიკრო
-არ ინერვიულო,პატარავ,დამშვიდდი,მე შენთან ვარ,მე გყავარ,ორივე ერთად მოვერევით დემეტრე დევდარიანს,გეფიცები... ორი კაცი დემეტრეს კიარა, სატანას წააქცევს თუ მოინდომა,მე გყავარ,ელე,ჩშშშ.დამშვიდდი...-როგორც იქნა ძილს მიეცა გოგონა,მაგრამ ამას თუ ძილი ერქვა,მთელი ღამე ბორგავდა და ცრემლები სდიოდა გოგონას,ფეხი არ მოუცვლია იმ ოთახიდან დათუნას,მთელი ღამე წმენდდა ცრემლს,და უკოცნიდა ცრემლიან თვალებს,იმდენად განიცადა გოგონას ტკივილი თვითონაც დალია გულის ტკივილის წამალი,უკვე საგრძნობლად აწუხებს გული,ვერ გადაიტანს,ელენას ცრემლებს ვერ აიტანს,ყველას შეუძლია უყუროს როგორ ტირის,ელენას ცრემლებს კი ვერ გუობს...არ შეუძლია და მოკალით თუ გინდათ,ელენა ყოველთვის სულ სხვა ფენომენი იყო მისთვის,ყოველთვის ანგელოზობის მაგალითი,მშვიდი,უწყინარი გოგონა,რომელმაც ასე ძლიერად შეაყვარა თავი და არ იცის რა ეშველება მის გარეშე,ელენას გარეშე მისი ცხოვრება და თვითონ დათო შენგელია არარაობაა...



ღმერთო, დათუნა იდეალურია.. საოცრება.. იმდენად შემაყვარა ბოლო რამოდენიმე ხაზმა.. მეცოდება ელენას გაშვება რომ მოუწევს.

 


№2  offline წევრი natia-natia

რადებილი ეს ბიჭი რაა...მომწონს მალე დადე კაი

 


№3  offline მოდერი Nina))

შერლოკირებული
ღმერთო, დათუნა იდეალურია.. საოცრება.. იმდენად შემაყვარა ბოლო რამოდენიმე ხაზმა.. მეცოდება ელენას გაშვება რომ მოუწევს.


მართლაც რომ იდეალურია დათუნა,თბილი,ტკბილი,ყურადღებიანი,მაგრამ თითქოს აკლია რაღაც,რაც ელენამ დემეტრესში დაინახა,გარდა ამისა საუკეთესო მეგობრების შეყვარებისა და მათი რომანის გამბმა ყოველთვის არასწორად მიმაჩნდა და ალბათ ამიტოა,რომ არ ვაგრძელებ მათ ურთიერთობას,თუმცა ამით არ დასრულდება დათუნაასა და ელენას ურთიერთობა,მერწმუნეთ,ამაზე უფრო ძლიერ ნაბიჯებს გადადგამს ჩვენი დათუნა ^^ love

natia-natia
რადებილი ეს ბიჭი რაა...მომწონს მალე დადე კაი


დემეტრეზე თუ ამბობ,არ არი დემეტრე დებილი,უბრალოდ ნერვებმოშლილი,ნასვამი ტიპიური კაცია.. არა ,როგორია ამხელა ნაბიჯს გადადგამ,დაურეკავ,თბილად ელაპარაკები და ის ისევ დათუნას იცავს,რომელთანაც ერთ ნომერში ცხოვრობდა სამი დღე,და აივანზე ბევრი რამ სხვანაირად გაიგო,აბა დაფიქრდი?!
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent