შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემს გულში ხარ (6, დასასრული..)


24-01-2016, 01:30
ავტორი tsn
ნანახია 3 603

ნიტა
- დილით ჩემს საწოლში გამეღვიძა.. ცოტა ხანს საწოლში ვინებივრე და ავდექი.. სააბაზანოდან გამოსულს ნიკა შემეფეთა
- წამო რა რეზის დაელაპარაკე - აღელვებული ჩანდა ნიკა
- რა სჭირს რეზის?- იმაზე მეტად არაფრის მეშინია, რომ შეიძლება რეზის რამე დაემართოს
- მას არაფერი, წამო- უცებ გავედით მე და ნიკა, რეზისთან ავედი, საშინელ დღეში იყო.. ნიკამ მარტო დაგვტოვა.. რეზისთან მივედი და ჩავეხუტე
- რა ხდება? - ვცადე მშვიდად ვყოფილიყავი
- ლიზა და დათო..- სიტყვებს თავს ვერ აბამდა
- რა სჭირთ შენს მშობლებს რეზი - ხმაზე აღელვება დამეტყო
- ავარიაში მოყვნენ ნიტა - საოცრად სევდიანი თვალები მომანათა რეზიმ
- დამშვიდდი, გთხოვ.. ყველაფერი კარგად იქნება - ყველაზე მეტად მესმოდა ახლა რეზის.. ჩემი მშობლებიც ავარიას შეეწირენ, მართალია რეზი მათზე ნაწყენია, მაგრამ არ მეგულება შვილი, რომელსაც მშობლები არ უყვარდეს.. განსაკუთრებით კი რეზის.. - აქ რაღას ვუცდით, სასწრაფოდ წავიდეთ.. დროს ვკარგავთ
- ნიტა მე..
- რეზიი, ვიცი, რომ მათზე ნაწყენი ხარ, მაგრამ ისინი შენი მშობლები არიან..
- მაპატიებენ ნიტა?
- რა გაქვს რეზი საპატიებელი, რას სულელობ.. ნივთებს მე ჩაგილაგებ.. ბიჭებთან წადი და გამხნევდი.. კარგად იქნებიან..- რეზიმ შუბლზე მაკოცა და წავიდა.. ცოტა ხანში ნივთები ჩავალაგეთ და თბილისისკენ გავემგზავრეთ.. ძლივს ჩავაღწიეთ ქალაქში და პირდაპირ საავადმყოფოში მივედით.. ჯერ კიდევ საოპერაციოში იყვნენ.. რეზი ადამიანს აღარ გავდა.. ცდილობდა არ შეეტყო, მაგრამ მისი თვალები.. ჯერ არ ყოფილა ისეთი რამ, რასაც მის თვალებში ვერ გავიგებდი.. გვერდიდან არ ვშორდებოდი და სასოწარკვეთის უფლებას არ ვაძლევდი.. ოპერაციამ რამენიმე საათს გასტანა.. ექიმი გამოვიდა და გვითხრა
- გილოცავთ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ორივე კარგადაა და მალე პალატაშიც გადავიყვანთ.. - მათ სანახავად რეზი შევიდა.. ცოტა ხანს ისაუბრეს.. რეზი გაღიმებული სახით გამოვიდა და მითხრა, რომ ჩემთან საუბარი უნდოდათ.. თავი უცნაურად ვიგრძენი, მაგრამ მაინც შევედი.. ყველაფერს ველოდი, მწარე სიტყვებს, იმას რომ შვილიმა ზურგი ჩემ გამო აქცია, მაგრამ ბოდიშს ნამშვილად არა.. გავოცდი, როცა პატიება მთხოვეს
- მე უკვე დიდი ხნის წინ გაპატიეთ - ვუთხარი მათ და გადავეხვიე.. ის სითბო ვიგრძენი, რომელიც ამდენი ხანი მაკლდა.. მე და რეზი ძირითადად მათთან ვიყავით, ჯერ არ წერდნენ კლინიკიდან.. ამ ამბავს კი ისიც დაერთო, რომ ნიკა წასასვლელი გახდა ლონდონში 2-3 კვირით.. ნიკას გაცილება მარტოს მომიხდა.. წასვლის წინ მაკოცა და მითხრა, რომ მის გულში ვარ.. ნიკას წასვლის შემდეგ ლიზა და დათო გამოწერეს და ჩვენს სახლში წამოვიყვანეთ.. ჯერ ისევ სუსტად არიან და ყურადღება სჭირდებათ.. დროს ჩვეულებრივ ვატარებდით და ვგრძნობდით ოჯახურ სითბოს, რომელიც ასე გვაკლდა.. დანაკლისს ვგრძნობდი გულში.. ნიკას დანაკლისს.. ნიკამ შწგვატყიბინა, რომ საქმეს იმაზე დიდი დრო მიქონდა, ვიშრე ეგონა.. ჩამოსვლა კიდევ ორი კვიეით გადადო.. საზიღრად იწელებოდა ეს დღეები.. აქამდე, თუ მეჩვენებოდა, რომ დრო ელვის სისწრაფიდ გადიოდა, ახლა ვფიქრობდი , რომ კუს ნაბიჯებით მიიზლაზნებოდა.. ერთ დღესაც სახლის დალაგებისას გულმა აღარ მომითმინა და იმ ოთახში შევედი, სადაც ნიკა რჩებოდა.. უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, თუმცა საშინლად მენატრება.. გვეხმიანება, მაგრამ რა თქმა უნდა ეს მონატრებას ვერ შველის.. ოთახში შევედი და ნიკას სურნელი იმ წამსვე ვიგრძენი.. მონატრებამ შემომიტია.. მისი ნივთები ისევ აქ იყო.. ტუმბოზე ჩარჩოში ჩასმული მისი და მამამისის ფოტო იყო.. ხელში ავიღე და მის გამოსახულებას მოვეფერე
- რომ ოცოდე შენც ჩემს გულში ხარ.. - ჩავილაპარაკე ჩემთვის
- მოგენატრა არა? - მკითხა რეზიმ, რომელიც არ ვიცი როდის შემოვიდა...
- მე უბრ..
- კარგი რა ნიტა, მოდი ჩემთან - სიტყვა გამაწყვეტინა რეზიმ და საწოლზე დამსვა..
- ნიტა, მე და შენ მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს ვიცნობთ.. სულ რომ არაფერი, შენი ერთი გამოხედვა ყველაფერს მეუბნება.. ასე მგონია ჩემზე კარგად არავინ გიცნობს.. ყოველთვის ასეთი იყავი.. გრძნობების გამოხატვას ერიდებოდი, თუ გეშინოდა.. ასე არ შეიძლება ნიტა. ცხოვრება უსასრულო არ არის, არავინ იცის ხვალ რა იქნება.. არ გეშინია ხვალ რომ გაიღვიძო და გრძნობების გამომჟღავნება გვიან იყოს? მე ხომ ვიცი, რომ ნიკა ძალიან მოგენატრა
- კი რეზი, მომენატრა - დასჯილი ბავშვივით ჩავხარე თავი
- რატომ მოგენატრა ნიტა - თავი ამაწევუნა და თვალებში შემომხედა
- არ ვიცი
- იცი ნიტა, იცი
- ვერ გავიგე რას ცდილობ რეზი
- იმას, რომ საკუთარ გრძნობებში გაგარკვიო - ჩვეული მშვიდი ტონით მითხრა რეზიმ.. - მე ვიცი, რომ მასაც ენატრები
- მას რატომ უნდა ვენატრებოდე?
- რატომაც შენ - ადგა და მიდიოდა, როცა შემომიბრუნდა და დაამატა - კარგად დაფიქრდი ნიტა.. გააანალიზე ნიკას მიმართ რასაც გრძნობ.. ხშირად კამათში და ჩხუბში იმაზე მეტი სიყვარულია, ვიდრე თბილად ნათქვამ სიტყვებში..
რეზის ნათქვამზე დიდ ხანს ვფიქრობდი.. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, რომ ხვალ შეიძლება გვიანიც იყოს.. უკვე ვიცოდი რასაც ვიზამდი და ჩემი გეგმა სისრულეში მომყავდა... დრო გადიოდა და ძლივს დადგა ის დღე. როცა ნიკა უნდა ჩამოსულიყო.. მისი რეისი დილის 5 საათზე დაფრინდებოდა.. ბიჭებს დაველაპარაკე
- მე ნიკას დავხვდები, თქვენ კი მოემზადეთ
- რისთვის? - იკითხა კოსტამ
- ქორწილისთვის- ჩავილაპარაკე ჩემთვის, მერე კი მივუბრუნდი და ხმამაღლა ვთქვი - რა თქმა უნდა ნიკას დასახვედრად, რეზი ყველას გაგარკვევთ.. ჩემი ძმა რაღა თქნა უნდა ჩემი მესაიდუმლეა.. თეთრი, ზურგზე სამკუთხად ამოჭრილი, წინ დახურული და წელიდან გაშვებული მუხლს აცილებული კაბა ჩავიცვი, ამავე ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი, ვინაიდან უკვე აცივდა და მოსაცმელიც მოვიცვი... ჩემს მანქანაში ჩავჯექი და აეროპორტში წავედი.. მალე მომღიმარი ნიკა დავინახე და მისკენ გავიქეცი ჩასახუტებლად.. დიდ ხანს ვიდექით ერთმანეთზე მიკრულები და ერთმანეთის გაორმაგებულ გულისცემას ვისმენდით.. ყველაფერს ეს გულისცემა მეუბნებოდა..
- ბიჭები სად არიან - მკითხა ნიკამ
- გუშინ ბევრი დალიეს და ვერაფრის დიდებით ვერ გავაღვიძე - ვუთხარი და ვანიშნე საბარგულში ჩაედო თავისი ჩემოდანი, ასეც მოიქცა.. მძღოლის გვერდზე ადგილი დაიკავა და ღვედი შეიკრა.. მანქანა დავძარი და აეროპორტს გავცდით..
- ლამაზად გამოიყურები - მითხრა ნიკამ, თავი გადმოწია და ლოყაზე მაკოცა
- გმადლობ ნიიკუშ - თვალი ჩავუკარი და გზას გავხედე.. ნიკა არაფერს მეკითხებოდა.. ცოტა ხანში კი, როცა ქალაქიდან გამავალ გზაზე გავედით მკითხა
- სად მივდივართ ნიტაა?
- რაჭაში
- იქ რა გვინდა?
- მოგიტაცე..
- კარგი რა ნიტა - თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან - მე სერიოზუკად გეკითხები
- მეც სერიოზულად გეუბნები, მოგიტაცე და ახლა მიმყავხარ რაჭაში..
-ნიტაა
- რა ნიტა? რას ვარდები პანიკაში პატარა გოგოსავით... არ დაიწყო ახლა '.არ დავრჩები'', ''ერთხელ მოტაცებულს ვინღა გამომყვება'' და ა.შ - ნიკას სიცილი აუვარდა.. ამას რა ჰგონია არ ვიცი..
- ახლა შენ მიპასუხებ, მზად ხარ? - ვკითხე ნიკას
- მიდი გისმენ..
- ცოტათი მაინც მოგენატრე??
-არა
- კაარგიიი - ვუთხარი და სიჩქარეს მოვუმატე
- ჩემს დანაკლისს გრძნობდი იქ, ლონდონში?
-არაა - უკვე გავბრაზდი და კიდევ უფრო მოვუმატე სიჩქარეს
- გიყვარვარ? ოდნავ მაინც
- არაა - უეცრად დავამუხრუჭე
- გადადი..- ერთხელაც არ დამიშვია, რომ შეიძლებოდა ეს პასუხი მიმეღო მისგან.. მაინც რისი იმედი მქონდა.. რის?..
-არაა
- გადადიი- ვუყვირე გაბრაზებულმა
- არა, ჯერ უნდა გითხრა - მხრებზე ხელი მომჭიდა და თვალებში ჩამხედა.. - ცოტათი კი არა საშინლად მომენატრე ნიტა.. ტკივილამდე მომენატრე.. უშენოდ კი დანაკლისს კი არა სიცარიელეს ვგრძნობ. უშენოდ ცარიელი ვარ გესმის? და ბოლოს, ოდნავ არა, ძალიან ძალიან მიყვარხარ, ათასი ''ძალიან'' რომ არ ეყოფა ისე.. ჩემს გულში ხარ.. ჩემი ნაწილი ხარ - ხელები სახეზე მომჭიდა და მთელი გრძნობით მაკოცა.. ვკოცნიდით ერთმანეთს და ერთმანეთის გარდა არავინ აღარ გვახსოვდა.. ცოტა ხანში მოვშორდი
- ჩემს გულში ხარ ნიკა.. შენც ჩემს გულში ხარ.. - ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვაკოცე.. მალევე მოვწყდი მის ტუჩებს და ძრავა ავამუშავე...
- აბა?? - ვკითხე ნიკას
- რა აბაა? - შემომიბრუნა კითხვა
- მზად ხარ?
- რისთვის - თავი დაიდებილა ნიკამ
- რომ გამიძლო მთელი ცხოვრება.. ჩემთან იყო ჭირსა და ლხინში, უბედურებასა და სიხარულში და გიყვარდე ყოველთვის, მაშინაც კი თუ თმას ისევ სტაფილოსფრად შეგიღებავ, ან ჩაიში სოდას თუ ჩაგიყრი, ან..
- მიყვარხარ სულელო გოგო და სულ ყოველთვის მეყვარებიი, თუნდაც თმა მწვანედ გადამიღებო - მითხრა ნიკამ და ხელზე მაკოცა
- დავიმახსოვრებ..
- ნიტა მართლა სად მივდივართ?
- მართლა რაჭაში..
- იქ რა გვინდა
- გაიგებ, როცა ჩავალთ.. ახლა გადაძვერი და რაიმე კლასიკური ჩაიცვი.. ჯინსი არ გამოგვადგება იქ სადაც ჩვენ მივდივართ.. - ნიკაც უსიტყვოდ დამემორჩილა.. როგორც იქნა ჩავაღწიეთ რაჭაში.. რეზი და ბიჭები უკვე ჩასულიყვნენ.. ჩვენი სახლის ეზო მთლად ყვავილებით იყო მორთული.. რამდენიმე სტუმარიც იყო და ის ხალხიც ვინც ქორწინებას დაგვირეგისტრირებდა.. ნიკა თვალებ გაბრწყნებული მოძრაობდა.. ცოტა გაკვირვებულიც, მაგრამ სასიამოვნოდ აღელვებული, მაგრამ ბედნიერი და რაც მთავარია
- რაც არის არის ''დავრჩები ამის დედაც ვატირე-ო განაცხადა..
როდესაც ბეჭდების გაცვლის დრო მოვიდა ნიკამ ბარხატის ყუთი ამოიღო ჯიბიდან და ყურში ჩამჩურჩულა
- ეს ბეჭედი ლონდონში შენთბის ვიყიდე, მაგრამ შენ, როგორც ყოველთვის დამასწარი, მაგრამ მაინც, ჩემი ჯერია... თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი?
-კიი- ვუპასუხე მეც..
შემდეგ კი იყო ჯვრისწერა და მღვდლის სიტყვები „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“... იმ დღეს ყველამ ბევრი ვიმხიარულეთ, ვიცეკვეთ და გავერთეთ..
- ნიკაა, წამოდი რა ერთი ადგილზე მიმყავხარ
- აუ კიდე მიტაცებ ნიტ?
- კი და სანამ ძალას გამოვიყებ დამმორჩილდი მარგიანო - ვუთხარი და ჩანგალი ''დავუმიზნე''
- თავად ნიტა მესხი მიბრძანებს - თქვა ნიკამ სიცილით, დანებების ნიშნად ხელები ასწია და გამომყვა.. რა ვქნა, დაათვრეს ჩემი ბოთე.. ნიკა ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე წავიყვანე.. როცა აქ ვიყავი ეს ადგილი იყო ჩემი თავშესაფარი.. დიდი მდელო და ამ მდელოზე პატარა ქოხი, რომელიც უკვე გაალამაზეს დღევანდელი დღისთვის წინასწარ.. ნიკას ძალიან მოეწონა ყველაფერი.. ეს ღამე კი ყველაზე სასიამოვნო იყო.. არა გატყუებთ, ყოველი მომდევნო დღე უფრო სისმოვნო იყო წინასთან შედარებით.. მაგრამ იყო დღეები, რომლებიც მაინც განსაკუთრებულად გვახსოვს.. მაგალითად დღე, როდესაც გავიგეთ რომ პატარა გვეყოლებოდა, მერე, როდესაც გავიგეთ, რომ ერთის მაგიერ ორნი იყვნენ.. მერე მათი დაბადება და კიდევ ბევრი ბევრი სასიხარულო დღე..
სამი წლის შემდეგ ისევ სვანეთი და ბიჭების ყვირილი
- ნიტააა, რატომ გვაქვს მწვანე თმააა? და ნიტას სიტყვები
- ანდრეა, საბა სწრაფად დე გავიქეცით...
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი natia-natia

საოცრება იყოო აიი დზაან მაგარი

 


№2  offline მოდერი tsn

natia-natia
საოცრება იყოო აიი დზაან მაგარი

გმადლოობ love

 


№3 სტუმარი A

Iseti magari iyo sityvebit rom ver gadmovcem. Ai umagredi saocreba. Yochax.

 


№4  offline მოდერი tsn

A
Iseti magari iyo sityvebit rom ver gadmovcem. Ai umagredi saocreba. Yochax.

გმადლობ, მიხარია, რომ მოგეწონა..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent