შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

одержимый тьмой! ანუ ჩემი ბოროტი უფროსი. (სრულად)


24-01-2016, 03:40
ავტორი llella
ნანახია 14 998

სიცოცხლეს აზრი რომ ეკარგება, მაშინ ყველაფერი იკარგება...! როცა არ იცი რა უნდა გააკეთო, ცადო ნაბიჯი უფსკრულისაკენ კი არა, უსასრულობისკენ გადადგა და როგორმე შეძლო ამ უნამუსო ტკივილთან გამკვლავება...!
საშინლად წვიმს, ინგრევა დედამიწა, ის კი... ახლა დგას შუა პარკში, მოაჯირზე დაყრდნობილი და ფიქრობს...! რაზე თვითონაც არ იცის. წვიმის წვეთები ეცემა სახეზე და ამით ცოტაოდენ შვებას მაინც პოულობს, ქარისგან აჩეჩილ თმას ყურადღებას არ აქცევს და ამ გადარეულ ქარს აძლევს უფლებას გაბატოდეს მასზე, ერთდროულად სიცივისგან და ნერვიულობისგან აწითლებულ ლოყებზე, ერთი მეორეს მიყოლებით მიედინება მლაშე სითხე და ამაშიც შვებას პოულობს უსულო სხეულო.
მანაც დაკარგა სიცოცხლის წყარო და მხოლოდ პატარა ბედნიერების წერტილს საკუთარ ძმაში ხედავს. არავინ დარჩა უფროსი ძმის გარდა.
ხვდება, რომ საბა მარტო ვერ გასწვდება ყველაფერს, რომ ისიც საშინელ მდომარეობაშია, რომ მისი სამსახური ყველა ხარჯებს ვერ გასწვდება, ხოდა გადაწყვიტა თვითონას მიეხმაროს უფროს ძმას და როგორმე შეუმსუბუქოს ეს მძიმე ტვირთი.
საბა ბარამიძე, 22 წლის, მაღალი, ნავარჯიშევი სხეულით, ცისფერი თვალებით, კუპრივით შავი თმებით, გაწონასწორებული, მაგრამ ამავე დროს მხიარული და „ყირაზეგადავდივარ“ პიროვნება.
მარი ბარამიძე 19 წლის, საშუალო სიმაღლის, არაჩვეულებრივი ტანის და მწვანე თვალების მქონე გოგონა. ძმის მსგავსად შავი თმებით. საერთო ჯამში გადარეულია.
მამა 5 წლის ასაკში დაკარგა, მაშინ საბა 8 წლის იყო, იქედან მოყოლებული სულ მარიზე ზრუნავდა, ყოველთვის იცავდა და ყველაფერს აკეთებდა მისი კეთილდღეობისათვის.
ახლა 19ისაა, დედა ახლახანს გარდაეცვალა, ტკივილთან გამკვლავებას ცდილობს, მაგრამ არც თუ ისე კარგად გამოსდის, ეს შინაგანად, ისე არასდროს არავის არ აჩვენებს რომ ცუდათაა, ცდილობს მისი ძლიერი ხასიათი დაანახოს ყველას, ნინოს გამოკლებით.
სახლში მალევე მივიდა, უნდოდა საბას მოსვლამდე რაიმე გემრიელი საჭმელი მოემზადებინა, რომ დაეხვედრებინა სამსახურისგან დაქანცული ძმისათვის.
უხარია საბა კარგ კომპანიაში რომ მუშაობს და არ დაეხეტება ქუჩა-ქუჩა.
ჯერ სახლის დალაგებას შეუდგა, ყველაფერი რომ წესრიგში მოიყვანა, სამზარეულოსაკე გაეშურა და სოუზის მზადება დაიწყო. ამასაც რომ მორჩა, გაახსენდა, რომ სახლში პური აღარ იყო, სასწრაფოდ დაავლო ხელი საფულეს და ტელეფონს, მოსაცმელი მოიცვა და კიბეებზე დაეშვა.
საშინლად უყვარს წვიმა, რა ქნას უყვარს და მორჩა... როცა წვიმს გადის გარეთ და ბოდიალობს, ან მარტო ან ნინოსთან ერთად, მართალია ნინოს დიდად არ ეხატება გულზე ეს წვიმა, დასველება და გრიპის აკიდება, მაგრამ დაქალის გამო ამ მსხვერპლზეცაა წამსვლელი.
ნინო წილოსანი, 19 წლის, მოკლედ რომ ვთქვათ დაცემა გოგოა, ყავისფერი თმებით და ამავე ფერის თვალებით. არცერთ მამაკაცს არ ტოვებს გულგრილს, თაყვანისმცემლების რაოდენობას არ უჩივის, მას კიდე არავინ არ აინტერესებს, დიდ ყურადღებას არც არავის არ აქცევს და ყოველთვის ამბობს „რაც მოსახდენია აუცილებლად მოხდებაო“

მარის ნაამბობი:

ქუჩაზე გადავედი, იქეთ-აქეთ მიმოვიედე, ჩემი ფორთაჯობიდან გამომდინარე ახლა არ გამიკვირდება ბორდიურზე მანქანა რომ ამოვარდეს და მაინც და მაინც მე დამეჯახოს, მოსაცმელის ჯიბეებში ჩავყავი ხელები, წვიმას ერთი შევუშვირე სახე, გამეღიმა, როცა ვიგრძენი პატარა წვეთებმა როგორ დაიდეს ბინა ჩემს სახეზე.
მაღაზიასთან მდგომი ბიჭებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე შევედი მაღაზიაში.
-გამარჯობა ლია დეიდა-თბილად გავუღიმე, საოცრად კარგი აურის მქონე ადამიანს.
-გაგიმარჯოს მარიკო-მანაც გამიღიმა.
-ლია დეიდა, აი აიღეთ პურის ფული.
-საბა როგორაა?
-კარგადაა ლია დეიდა.
-კარგია შვილო, მყარად უნდა იდგეთ! ერთმანეთს დაეყრდენით და კარგად იქნება ყველაფერი.
-..........-ამაზე პასუხი არ გამიცია, საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულის არეში და მობჯენილი ცრემლები უკან დავაბრუნე და მსუბუქად გავუღიმე-ნახვამდის ლია დეიდა.
-ნახვამდის შვილო.
მაღაზიიდან გამოვედი, ისევ ჩავიწყე ჯიბეებში ხელი, ისევ ავიცილე ბიჭების „კრებენერატური“ მზერა, დავზვერე გზა, მანქანას რომ არ აგვეტანე და ისე შევედი სადარბაზოში.
მალევე მოვამზადე ყველაფერი, დივანზე მოვკალათდი, სოციალურ ქსელში დავიწყე ძრომიალი.
უცებ ტელეფონის ხმა გავიგე, დავიხარე და ძირს მოკალათებულ ტელეფონს დავსწვდი, სენსორს ხელი გავუსვი და ღიმილით ვუპასუხე.
-ხო ნინო.
-რას შვრები?-ჩამძახა ყურმილში.
-ვგდივარ დივანზე და საბას ველოდები.
-ხო გადმო რაა მერე.
-შენ გადმო-გავიცინე.
-ოო მე ვერ გადმოვალ.
-ოოჰ, რატომ ვითო?
-რატო და ეგ ვაჟბატონი დაღლილი მოვა სახლში და კიდე სხვისი თავი არ ექნება, დასვენება უნდა ადამიანს.
-გადმოათრიე ერთი ადგილი და მორჩი ამ დებილობებს-გადავიხარხარე.
-ოოო ნუ იცინი დებილო, მართლა შენ გადმოდი, ცოდოა ეგ.
-გოგო ნუ გადამრიე, გადმოეთრიე ახლავე!
-ხო მოვდივარ მოვდივარ...-ჩაიბურტყუნა და გამითიშა.
ვიცოდი, რომ ასე 15 წუთში მოვიდოდა, ამიტომაც ყავა დავადგი გაზქურაზე.
კარებზე კაკუნი გავიგონე და გასაღებად მივედი, ნინო შემოვიდა თუ არა გადამეხვია და ერთ გემრიელად მაკოცა ლოყაზე.
-მოკვდი რომ გადმოეთრიე?-ვკითხე სიცილით.
-ოოო არ გაჩერდები შენ?-მასაც გაეცინა.
-კი კაცო, რა უნდა ჩემს გაჩერებას.
-ვერახარ შენ!-წამოიყვირა და სამზარეულოში შევიდა.
-მშია.
-ყავა მინდა.
-დაასხი მერე რას მიყურებ ერთი ვიცოდე-დავეჯღანე.
ყავის სმით ვიყავი დაკავებული, როცა კარებზე ზარის ხმა გაისმა, საათს შევხედე, 10 სრულდებოდა.
-მიდი გააღე, მე მაგიდას გავშლი-ვუთხარი ნინოს და საჭმელი გასაცხელებლად შემოვდგი გაზქურაზე.

საბას ნაამბობი:

საშინლად დაღლილს სამსახურში მომღიმარი კობა რომ დამადგა თავზე გამეღიმა, კი გამიკვირდა ამ დროს აქ რა უნდა მეთქი, მაგრამ სწრაფად მოვიშორე უზრო ფიქრები და დიდი ხნის უნახავ ბიძაშვილს გადავეხვიე.
-ვაა, ზდაროვა!
-ზდაროვა, ზდაროვა რას შვრები ჰა?!
-მე კი არა შენ რას შვრები?!
-მე თქვენთან ჩამოვედი, მეღირსა როგორც იქნა, აქ ვაპირებ სამუშაოს დაწყებას.
-მაგარია ბიჭო ეეე, მაგრა გამახარე.
-როდის ამთავრებ სამუშაოს?
-მოვრჩები მალე და წავიდეთ.
მალევე მოვრჩი ყველაფერს და ჩვენს წავედით სახლისაკენ. კაბინეტიდან კი არ გამოვედი, გამოვღოღდი ისეთი დაღლილი ვიყავი, გვიან დავბრუნდით სახლში, ზარის ღილაკს მივაჭირე თითი და დაველოდე როდის გამიღებდა მარი კარებს, მაგრამ მის ნაცვლად ღია კერების იქეთ ნინო რომ დავლანდე გამეღიმა, თვითონაც მსუბუქად გაგვიღიმა და გვერდით გაიწია, რომ შევსულიყავით.
ნუ მე კი შევედი, ეს ჩერჩეტი არ გაქანებულა ადგილიდან, უყურებდა ნინოს და ადგილიდან ან ინძრეოდა.
-მჰმ...!-ჩავახველე და კობას მხარი გავკარი.
-ჰა?!-წამოიძახა და გამომხედა-ხოხო შევიდეთ-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და შევიდა სახლში.
-როგორ ხარ?-კითხა და თვალებში ჩახედა ნინოს, ნინომ ქურთუკი გამომართვა და იქვე დაკიდა, შემდეგ კობასაც გამოართვა.
-კარგად, თავად?
-საშინლად დავიღალე, მგელივით მშია და ძილი მინდა-დავასწარი დაბნეულ ბიძაშვილს და გავიცინე.
-ამ დრომდე რჩები სამსახურში?-ახლა მე მომიბრუნდა.
-დღეს მომიწია, ისე 9ზე უკვე სალში ვარ.
-აეეეეეეეეეეე ფიფლ-დაიყვირა ჩემმა გადარეულმა დამ-შემოეტიეთ ახლა სამზარეულოში და ვჭამოთ თორე გახმა აი ისეც ცინცილა კუჭი!
-წამო, წამო თორე დაგვაკლავს ერთმაეთზე-გავიცინე, უცებ გამოვდე ხელკავი და წავიყვანე სამზარეულოს მიმართულებით.
-უფუფუფ რა სუნია! მე რო მიყვარს ის გააკეთე?-ვკითხე ღიმილით მარის.
-ხო-მანაც გამიღიმა.
უცებ კობა დაინახა და ისეთი სისწრაფით გაიქცა მისი მიმართულებით შემეშინდა რამე არ მოიტეხონ თქო.
-კობაააააააააა შე ძველო, რაფერ ხარ ბიჭო?
-რა ვქნა გადარეულო კარგად ვარ შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს-როგორც იქნა ჩამოღოღდა საცოდავად დაბნეული სხეულიდან-როდის ჩამოხვედი?
-დღეს ჩამოვედი თბილისიდან.
-როდის მიდიარ?!-ახლა მე ვკითხე.
-აღარ მივდივარ!-გამოაცხადა და ნინოს შეხედა.
-მოიცა და... მართლა?-გაკვირვებულმა კითხა მარიმ.
-ხო გადარეულო მართლა!
-აუუუ რა მაგარია!-წამოიყვირა მარიმ და კიდევ ერთხელ შეახტა აფორაჯებულ კაცს.
-და სად აპირებ მუშაობას?-უცებ ნინოს ხმაც გავიგეთ.
-სადაც შენ მუშაობ იქ ვიწყებ სამუშაოს მეც!-გაიცინა და მე გამომხედა.
-მოიცა ზურას კომპანიაში ხარ შენაც?
-ჰო.
-ხო... გამიხარდა-დაიჩურჩულა.
-გვაჭამეთ რამე გოგოებო-წამოვიძახე.
საშინლად დაღლილი ვიყავი, ამიტომ რას ვჭამდი და რამდენი ვჭამე ეგ აღარ შემიმჩნევია.
-აუ ყავა დამალევინეთ.
-ნინო მიდი რააა-ხვეწნის ინსცენირებად ყელი გამოიბდღნა უმცროსმა ბარამიძემ.
-აუ რა ხარ რაა-გაიცინა და ფეხზე წამოდგა.
თვალი გავაყოლე სამზარეულოსაკენ მიმაცვალ ნინოს და იმწამსვე კობას გავხედე რომელიც თვალს არ აშორებდა გოგოს. ვხვდებოდი კობა რომ კარგად მთვრალი ყოფილიყო მისი შემხედვარე გალაქტიონივით ლექსს მიუძღვნიდა საყვარელ ქალს!
ფიქრების გასაქრობად თავი გავაქნიე და ტელევიზორს მივუბრუნდი, ყავაც მალე მოიტანა და ოთხივემ დავიწყეთ „ქაღალდის ქალაქების“ ყურება.
ღამე იყო, ამიტომ ნინო სახლში აღარ გავუშვი, მამამისს დავურეკე და ვუთხარი რომ დღეს ჩვენთან რჩებოდა და არ ენერვიულათ.
-ხვალ ისევ სამსახური, გამოძინება მჭირდება!-დავდე განაჩენი, ბალიშზე კომფორტულად მოვათავსე თავი და ძილს მივეცი.
მარის ნაამბობი:
დილით ადრე გამეღვიძა, ბიჭებს ისევ ეძინათ, ნინოს გადავხედე, მასაც საყვარლად ეძინა, დავიხარე, ლოყაზე ვაკოცე და აბაზანას მივაშურე, ჩავიცვი, მოვწესრიგდი და სამზარეულოში გავედი, სწრაფად მოვამადე ყველაფერი, მაგიდაზე დავალაგე და ბიჭებმაც გაიღვიძეს.
-დილამშვიდობისა-გამიღიმა საბამ და შუბლზე მაკოცა.
-დილამშვიდობის-გავუღიმე და კობას მივუბრუნდი-აბა ბიძაშვილო, როგორ გეძინა?
-რავიცი გოგო-გაეცინა-მეძინა კი საერთოდ?
-მე შენ გეტყვი ვერ დაიძიებდი-გაიცინა საბამ და გვერდზე გადგა მოქნეული ვაშლი რომ აეცილებინა.
-შემომაკვდები მე შენ იცოდე!-მასაც გაეცინა.
-აუ რა გაყვირებს საბა რაა!-ბუზღუნით გამოვიდა ოთახიდან დიდ ხალათში გახვეული ნინო.
-კობაია ყვიროდა ნინუც-გაიცინა საბამ.
-ვინ?-ცალი თვალი გაახილა და გამოგვხედა.
-მე-ცალი ხელი სიცილით აწია კობამ.
-უი-მასაც გაეცინა და კომფორტულად მოთავსდა სკამზე.
-დღეს ბინას მოვძებნი, რაც მალე ვნახავ მით უკეთესი-გამოაცხადა კობამ და ცადა როგორმე მოეშორებინა მზერა ნინოსათვის, რაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდა.
-რა ბინას მოძებნი ბიჭო შენ *** ხო არ გაქ ჰა?!-გაბრაზება დაეტყო ხმაში საბას.
-რა ბინას საბუშ და ბინას სადაც ვიცხოვრებ.
-მერე აქ ვერ ცხოვრობ? თუ ქარი გიბერავს?!
-არა ბიჭო მოვძებნი ბინას და გადავალ!
-კიდევ ერთხელ იტყვი მაგას და ძმობას გეფიცები მაგრამ გცემ!
-შენაც არ გადამხსნა ახლა წელში-გაეცინა კობას.
-კაი გადაწყვეტილია რჩები და ვსო!-დადო განაჩენი საბამ.
-ვჭამთ-გამოვაცხადე და ნინოს გავხედე-გოგო...
-ხო
-დღეს ხო გცალია?
-კი როგორ რა და რა ხდება?
-სამსახურის საქმეზე მინდა გასვლა-ჩუმად ვთქვი და საბას გავხედე.
-კი გაგყვები აბა რას ვიზამ-გამიღიმა-კაი წავედი მე.
-გამოგივლი და წავიდეთ.
-კაი.
-კარგად ბიჭებო-გასძახა ნინომ მოსაუბრე ბიჭებს.
-კარგად-მათაც დაემშვიდობნენ.
ნინო გავაცილე და ისევ სამზარეულოში დავბრუნდი.
-რა სამსახურის საქმეზე გინდა გასვლა?!-უცებ გავიგე საბას გაბრაზებული ხმა.
-რა სამსახურის და ჩემი, მინდა რომ სამსახური დავიწყო.
-მე ხომ ვმუშაობ, ხოდა ვსო, შენ უნდა ისწავლო!
-შევათავსებ ორივეს, მინდა რომ ვიმუშაო.
-მარი უნდა ისწავლო თქო, მუშაობით მე ვიმუშავებ!
-ბიჭო თუ უნდა მუშაობა იმუშაოს-გამომექომაგა კობა.
-ნუ ბუზღუნებ საბა-გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.
-ხო კაი-გამიცინა და შუბლზე მაკოცა-მარა ჭკვიანად რაა...-მაინც არ დავიწყებია „წამშობლება“
-როგორც ყოველთვის.
-კაი წავედი მე სამსახურის საქმე მაქ მოსაგვარებელი-გამოაცხადა კობამ და ფეხზე წამოდგა.
-ხოხო აბა-გაეცინა საბას-ახლოს რო იყო ის გაქ გასარკვევი შენ-გადაიხარხარა.
-არა ერთ დღეს მართლა გცემ!
-გელოდები სიხარულო.
მათი ღლაბურცობისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გავაგრძელე ჭამა.
მაგიდა ავალაგე, სახლიც მოვიყვანე ფორმაში და ტელეფონს დავუწყე ძებნა, ნინოსთვის რომ დამერეკა.
-ხო გოგო.
-სად ხარ?-ვკითხე და ვაშლი გემრიელად ჩავკბიჩე.
-სახლში ვარ სად უნდა ვიყო-გაეცინა.
-ხოდა ადამიანო რომ არ ვიცოდი სად იყავი მაგიტო დაგირეკე.
-ხოდა?
-ხოდა, რომ დამპირდი გაგყვებიო გახსოვს?
-კი რავა არა.
-ხოდა მიდი მოემზადე გამოგივლი.
-კაი-ნინოს გვუთიშე და ოთახში შევდიოდი, როცა კობამ დამიძახა.
-მარიიიი.
-ხო.
-იმ სამსახურის საქმეზე არ აპირებ წასვლას?
-კი როგორ არა, ახლა მივდივარ თან.
-ხოდა მოემზადე და გაგიყვან.
-აუ ჯიგარი ხარ-გავიცინე.
-ვიცი-მასაც გაეცინა.
-ხო ისა ნინოსაც უნდა გავუაროთ მაშინ.
-კაი რა პრობლემაა ტო.
-არა მართლა ჯიგარი ხარ.
ოთახში შევვარდი, სწრაფად მოვირგე შავი მუხლს აცდენილი კაბა, ამავე ფერის ფეხსაცმელი, თმაბი გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვიყავი.
-მარი რა ქენი ვერ აეწყვე?-გავიგე კობას ხმა.
-მოვდივარ.
-მარუს რა ლამაზი ხარ გოგო!-ამაყად გამოაცხადა და შუბლზე მაკოცა.
-მადლობა-გავუღიმე, მოსამცელი მოვიცვი და გარეთ გავედით.
ნინოს სახლთან გააჩერა მანქანა დ მაღლა აიხედა, მე კიდე ნინოს დავურეკე ქვემოთ ჩამოეთრიე თქო.
-ამ ბაღანას მისამართი საიდან გახსოვს შენ?!-ღიმილით ვკითხე წარბაწეულმა.
-რა გინდა შენ-გამიცინა და მანაც წარბაწეულმა მკითხა.
-რა მინდა და მინდა.
-მახსოვს!
-ისე მე შენ გეტყვი გემახსოვრება-გადავიხარხარე.
-თემურაზე ამბობ ხო?-მასაც გაეცინა. (თემური ნინოს მამაა)
-ზუსტადაც.
-მოსაკლავად მიმეტებდა კაცი, ჩემს გოგოს თავი დაანებეო, მასთან ახლოს არ დაგინახოო.
-რას ერჩი თემურას ვაა-გავიცინე-მაგარი კაცია.
-რას მელაპარაკები-ვითომ გაოცებულმა მითხრა.
-სრულ სიმართლეს ბატონო კობა-დავეჯღანე.
-სრული სიმართლე იქნება თუ გადაგებით შენ და თემურა ერთმანეთზე.
-მართლა ბიჭო, შენ ბოლოს რას შეპირდი?-ღიმილით ვკითხე და მის პასუხს დაველოდე.
-მე...?!-ცალყბად გაიღიმა და სადარბაზოდან გამოსულ ნინოს გახედა-მოვიტაცებ თქო!-ამაყად გამოაცხადა.
-რავარი თავში გიქრიდა ბიჭო ბაღნობაში-ვითომ ცრემლი მოვიწმინდე და გავიცინე.
-რაიცი მარუს რა ხდება!-გამომიცხადა.
ვერაფრის კითხვა ვერ მოვასწარი, ნინო მოსული იყო, კარები გააღო და უკანა სავარძელზე მოკალათდა.
-გამარჯობა-მიესალმა კობას, მანაც თავი დაუკრა და მე გამომხედა.
-აბა სად მივდივართ?!
-ეგ მეც არ ვიცი.
-აბა რანაერად იწყებ გოგო სამსახურს-გაეცინა კობას.
-ჩვეულებრივად.
-მისმინე, ჩემს ძმაკაცს კომპანიაში სჭირდება მდივანი, ხოდა დავურეკავ და ვკითხავ თუ გინდა, თუ არის ეგ ადგილი თავისუფალი.
-როგორ არ მინდა-გავიცინე და ლოყაზე ვაკოცე.
კობა გადავიდა მანქნიდან და ვიღაცას დურეკა, ნუ ვიღაცას რაა, ალბათ ზემოთხსენებულ გაბოს დაურეკავდა.
-ხედავ გოგო რა ბიძაშვილი მყავს?!-წამოვიძახე როცა კობა დაბრუნდა და ნინოს გავხედე.
-ვხედავ გადარეულო-გაიცინა და წამიერად კობას გახედა.
-ხო არ ვიცი სად ვიწყებ ვაფშე მუშაობას, სამაგიეროდ ვიცი როგორი უფროსი მეყოლება-გამოვაცხადე და თითი მაღლა ავწიე.
-აბა განმანათლე-გაიცინა ნინომ და გამომხედა.
-როგორი და აი ჭკვიანი, გაწონასწორებული, კეთილი და რავიცი რაა, მაგარი ადამიანი უნდა იყოს.
-თორე გამოიქცევი?!-გაიცინა ნინომ.
-გააჩნია გოგო-მეც სიცილით ვუპასუხე.
-ხოდა ახლა ეგეთთან თუ მივალთ არ ვიცი-გაიცინა კობამ და გამომხედა-მარა გაბოსთან წავედით!
მალევე მივედით დანიშნულების ადგილას. კობა მანქნიდან გადმოვიდა, მას ჩვენაც მივყევით. შენობაში შევდით თუ არა ვიღაც გოგონა მოგვიახლოვდა.
-გამარჯობა ბატონო კობა.
-გამარჯობა თაკო, მისმინე გაბო აქაა?
-კი, ბატონი გაბრიელი კაბინეტშია, ხომ არ გამოგყვეთ?
-მადლობა, ჩვენით-გოგონამ თბილად გაუღიმა და გაგვშორდა, ჩვენ კი კობას გავყევით უკან.
-მგონი არ მითქვამს ძალიან ახლო ძმაკაცი რომაა-გაეცინა, როცა ჩვენს სახეებს შეავლო თვალი.
-ბატონო კობა-გაეცინა ნინოს.
-ხომ არ გამოგყვეთ?-მეც ავყევი.
-გეყოფათ ახლა-დაგვტუქსა, მაგრამ მასაც გაეცინა.
ერთ დიიიიდ, არა უფრო უზარმაზარ კარებთან გავჩერდით, მე და ნინომ იქვე ჩამოვჯექით, კობა კი კაბინეტში შევიდა, მალევე დაბრუნდა უკან.
-მოგილოცე გოგო-გამიღიმა.
-რას მილოცავ?
-სამსახურის დაწყებას შტერო-გაიცინა და ცხვირზე ხელი დამკრა.
-აუ ძმა ხარ რაა-მაგრად გადავეხვიე.
-ხო, ახლა შენ შეხვალ, დაელაპარაკები და ნუ გაარკვევ რა როგორ, მე წავედი.
-ნინ გაყევი თუ გინდა მე არ ვიცი როდის გამოვალ და ცოდო ხარ-ალმაცერად გავხედე ჯერ წილოსანს მერე კი ბიძაშვილს, რომელიც ჩანაფიქრს მიმიხვდა და ისეთი თვალებით შემომხედა უდაო იყო მადლობას მიხდიდა „არა რა ვარ რაა, რა არ მომივა ამ ტვინით გატენილ თავში“ შევაქე ჩემი თავი და დაბნეულ დაქალს გავხედე.
-არა დაგელოდები მარტო ხომ არ დაგტოვებ, ან რას მოგყავდი მაშინ.
-ანუ მე და ნინო წავედით, ხოდა რო მორჩები აქ ამბებს დამირეკე და მოგაკითხავ-მითხრა კობამ და ნინოსთან ერთად გაუჩინარდა.
-ხოხო დაგირეკავ-მივაძახე.
მივუახლოვდი იმ ზემოთხსენებულ გიგანტ კარებს და ფრთხილად დავაკაკუნე კარებზე.
-შემოდი!-გავიგე მკაცრი და გამყინვარი ხმა.
კარები ნელა და ფრთხილად გავაღე, ერთი ნაბიჯი გადავდგი და უკვე კაბინეტში ვიყავი, შესულს თვალში ფანჯარასთან მდგომი შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი მამაკაცი მომხვდა.
-გამარჯობა-დავიჩურჩულესავით.
-გამარჯობა მარიამ!-წარმოთქვა მკაცრად, მობრუნდა, ნელი ნაბიჯებით მივიდა მაგიდასთან და მაგიდის კუთხეში ჩამოჯდა, ისე რომ ჩემთვის წამითაც არ მოუშორებია მზერა, მანიშნა მაგიდის წინ მდგომ, შავ სავარძელში დავმჯდარიყავი, მეც დავემორჩილე.
-მარიამ გავიცნოთ ერთმანეთი!-უფრო მიბრძანა ვიდრე მითხრა.
-ააჰ... ხო... მარი ბარამიძე... 19 წლის...
-არა! ეგ ისეც ვიცი!-ცალყბად გამიღიმა.
-აბა რა გაინტერესებთ?
-საერთო ჯამში ძალიან ბევრი რამ! მაგრამ...-წამით გაჩერდა, ტუჩის კუთხეში ჩატეხა და გამომეხა-მარიამ შენზე მომიყევი, რა გიყვარს, რა არა და ა.შ.
-როდის მერე აჰყავთ სამსახურში ადამიანის გემოვნებიდან გამომდინარე?-ისევ ვერ დავიმორჩილე ეს შტერი ენა და სულელური რაღაც წამოვაყრანტალე.
-დღეიდან!-მკაცრად გამცა პასუხი-კარგი, მაგას მერეც გავარკვევთ! ახლა კი რამოდენიმე საბუთზე გაქვს ხელი მოსაწერი, იმედია ხელფასი გაკმაყოფილებს?
-კი, როგორ არა-ვუპასუხე ხმის კანკალით, მართლაც რომ 600 ლარი სულაც არ იყო ცოტა.
-არაჩვეულებრივი, მაშინ დილით 8 საათზე უნდა მოხვიდე!-აგრძელებდა იმავე ტონალობაში საუბარს, აი მე კი ვაგრძელებდი დაბნევას და ვხვდებოდი, რომ უკვე საშინლად მეშინოდა ამ ადამიანის.
-..............-არაფერი მიპასუხია, უბრალოდ თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.
-დაგვიანებას არ ვპატიობ!-ისევ მორჩილად დავუქნიე თანხმობის ნიშნად თავი-შეგიძლია წახვიდე, ხვალ გელოდები!
ოთახიდან გამოვედი თუ არა, შვებით ამოვისუნთქე, თითქოს დიდი ლოდი დამეგდო სადღაც, აი მე კი თავისუფლად შემეძლო სიარული.
უცებ გონებაში მისი თვალები ამომიტივტივდა, მისი ხმა, მანერები, საერთოდ ყველაფერი, აი ზუსტად მაგ დროს მივხვდი, რომ არც თუ ისე წყნარ და ჩემთვის შედგენილ ანგელოზთან მომიწევდა მუშაობა, უფრო მეტიც... დემონთან მქონდა საქმე!
შენობიდან გამოსულმა, ჯერ კობასთან დარეკვა დავაპირე, მაგრამ მალევე გაქრა ეს აზრი თავიდან, მივხვდი ახლა ის გიჟი, ნინოს კაი ხანს რომ არ მიიყვანდა სახლში და რომ აბოდიალებდა, ამიტომ გადავწყვიტე ხელი არ შემეშალა, გადარეული არწივისთვის, რომელიც ოჯახის შექმნას ცდილობდა, ამიტომ მე როგორც გვარის გაგრძელების მსურველს ტაქსი გავაჩერე და ისე მივედი სახლში.
ავეთრიე მესამე სართულზე, კარები გავაღე, მიმოვიხედე, სახლში არავინ იყო, ამიტომ პირდაპირ ოთახში შევედი, რა სად მივყარე არ მახსოვს, ახლა მთავარი იყო განვტვირთულიყავი, ამაში კი ცხელი შხაპი დამეხმარებოდა, არც თუ ისე დატვირთული დღე იყო, მაგრამ აი სულიერად ვიყავი გამოფიტული, იქედან გამოსულმა, მიკი მაუსის საყვარელი პიჟამოები ჩავიცვი, ფუმფულა ჩუსტებში გავუყარე ფეხები და ფილმის საყურებლად მივუჯექი ტელევიზორს, პოპკორნი და წვენიც მოვიმარჯვე და „წავიდა ფილმის ყურებააა“
მაგარ ემოციებში ვიყავი კარებზე ზარის ხმა რომ გავიგე.
-სანდრო ღიაა, შემოეთრიე სახლში-სიცილით გავძახე, რადგან საბა მეგონა.
არც კარის გაღების ხმა ყოფილა და არც ვინმეს დაძახების, ავდექი გაბრაზებულმა, მეგონა ისევ ნერვებს მიშლიდა და ვიცოდი ახლა რაღაც სასწაულს რომ დავმართებდი.
-ღიაა თქო ბიჭო არ გეს....-მისნდოდა დამემთავრებინა, მაგრამ ვერ დავამთავრე, ან რაღას დავამთავრებდი, კარებში მდგომი ბოროტი უფროსი რომ შემრჩა.
ვიგრძენი როგორ იმატა სხეულში ტემპერატურამ და ვინატრე მიწა გამსკდომოდა, ვიდრე ასეთ მდგომარეობაში ვენახე ამ დემონს.
-გამარჯობა-დავიჩურჩულესავით, ისე ჩემი ხმა მე ძლივს რომ გავიგე.
-გაგიმარჯოს მარიამ!-მიპასუხა მკაცრად, მაგრამ მაინც ღიმილით.
აი ტვიმა მისი ეს ღიმილი კი კარგ გულიან გადახარხარებად მიიღო, „აბა ამის გაღიმებული არ უნახავს ცოცხალ ადამიანს და...“ ამ უსიკვდილესუსაშინლეს მდგომარეობაშიც რომ ხუმრობდა ჩემი ტვინი მევე გამკვირვებოდა.
-აამ... კობასთან მოხვედით ალბათ...-ვეცადე მისი „უნამუსო“ მზერა, რომელიც ჩემი მიკი მაუსებიანი პიჟამოსკენ იყო მიმართული დამეიგნორებინა.
-სულაც არა!-ისე მესაუბრებოდა, წარბიც არ შეუხრია, ერთხელაც.
-აბა?-გაკვირვება დამეტყო.
-შენთან მოვედი!
-ჩემთან?-ცალი წარბი ავწიე და ცოტა მეკლო, რომ გულიანად არ გადამეხარხარა.
-ხო, მოსაცმელი მოგიტანე, რომელიც დღეს ჩემს კაბინეტში დაგრჩა-განმიმარტა თუ არა, მის ხელში მოთავსებულ ჩემს მოსაცმელს ვკიდე თვალი.
-უი... მადლობა, რატომ შეწუხით ბატონო გაბრიელ...-მართლა დავიბენი და რა ჯანდაბა მეთქვა და გამეკეთებინა არ ვიცოდი.
-არაფრის და ხო, ბატონი გაბრიელი სამსახურში ვარ მე-გამიღიმა და მოსაცმელი გამომიწოდა.
-კარგით, მადლობა გაბრიელ-გამეცინა და ხელები გავუხაუნე ერთმანეთს, როცა სიცივემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია-შემობრძანდით, კობაც მალე მოვა.
-მერე იყოს, ახლა შედი გაცივდები!-ისევ მისი ეს მკაცრი ტონი-ძილინებისა მარიამ!
წასვლას აპირებდა, სულ რაღაც 2 ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული უკან რომ მობრუნდა და ღიმილით მითხრა.
-ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა-მკაცრად დაიწყო.
-დიახ...-კარების სახელურს დავეყრდენი.
-გიხდება ეგ პიჟამა-ტუჩის კუთხეში ჩატეხა და სწრაფად დაეშვა კიბეებზე.
სახლში შევბრუნდი, კარები საგულდაგულოდ დავკეტე, გეგონებოდა ვიღაც მივარდებოდა, მაგრამ ისევ ჩემს „გამოდებილებულ“ ტვინს დავაბრალე და მისაღებში გავედი, დავიხედე პიჟამოებზე და მეც გამეცინა ჩემი თავის წარმოდგენაზე.
-გიხდება ეგ პიჟამა-გაბრაზებულმა სიცილით გამოვაჯავრე და ისევ ფილმს მივუბრუნდი-ან ეს „მარიამ!“ რა უბედურებაა უუფ-დავიწყე ისევ ბუზღუნი-ჩემი სახელი მე მაშინებს უკვე, ამის სიცილი დამანახა მეტი არაფერი არ მინდა, რაარი ეს „ვიღიმი მარა არ ვიღიმი“ გადაირევი პირდაპირ.
-ეუფ, გისმენდეს ახლა მერე ნახე შენ-გადაიხარხარა კობამ, რომელიც სულ ახლახანს შემოსულიყო სახლში ისე, რომ მე ვერც გამეგო.
-რომ არ ესმის იმიტო ვიჭიმები თორე-მეც ავყევი სიცილში.
-დედა რა გეშველება, ან იმ კაბინეტში რა ილაპარაკეთ იმდენი საბუზღუნოთ რომ გაქ საქმე ჰა?-გაიცინა, გევრდით ჩამომიჯდა და პოპკორნს დასწვდა.
-აქ იყო...
-როდის?-მკითხა და გამომხედა.
-ასე 15 წუთის წინ, მოსაცმელი დამრჩა მასთან კაბიეტში და მომიტანა-გამეცინა.
-აი ხომ ხედავ თითქმის ისეთი ანგელოზია, შენ რომ დაახასიათე.
-ანგელოზი კიარა მუტანტია!-გამოვუცხადე დარწმუნებულმა.
-რატო გოგო?-გადაიხარხარა.
-დედა შვილო, ეგ ადამიანი საერთოდ იცინის?! ისეთი ხმით და სახით მეუბნება „მარიამს!“ გული მისკდება, გეგონება ვინმე მოვუკალი და ვერ მიტანს-გამოვაჯავრე და გავიცინე.
-ტეტაა, აი დემონი ძმაკაცი მყოლია და არ ვიცოდი-ისევ სიცილს აგრძელებდა.
-ხო კაი შევეშვათ მაგ დემონს-წვენი მოვსვი-რანაერად შემოხვედი შენ?
-გასაღები მქონდა, კაი წავედი მე დავეგდო დავიძინო თორე ცუდად ვარ უკვე.
-არ გშია?-დავაწიე უკან კითხვა.
-არა ვჭამეთ უკვე-რაღაცნაერად გაიცინა და ოთახში მიიმალა.
-და ეგ „თ“ რა იყო ახლა?-ცალი წარბი მაღლა ავწიე და გამეღიმა.
ჩემი ვარაუდები დავხატე თავში და ტელეფონს დავსწვდი.
-ხო მარუ-თბილად მიპასუხა უფროსმა ძამიკომ.
-არ მოდიხარ?
-კიბეებზე ამოვდივარ უკვე.
-ააა კაი მაშინ-გავუთიშე და სამზარეულოში შევვარდი.
დავიწყე საჭმლის გაცხელება, კარებზეც ზარი იყო და მეც წავედი გასაღებად.
-როგორ ხარ?-მკითხა მაგიდასთან შემომჯდარმა.
-არაჩვეულებრივად, სამუშაოს ვიწყებ ხვალიდან-სიხარულით ვუპასუხე.
-ხო ვიცი, კობამ მითხრა, გამიხარდა სანდო ადამიანთან რომ დაიწყე მუშაობა.
-ხო... მეც-ჩუმად ჩავიჩურჩულე.
საბამ დაამთავრა თუ არა ჭამა, ყველაფერი მივალაგე და დასაძინებლად წავედი, არ მინდოდა დამგვიანებოდა, თან ის „დაგვიანებას არ ვპატიობო“ მაშინებდა და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამეგვიანებინა.
დილით შვიდზე გამეღვიძა, სასწრაფოდ წამოვფრინდი საწოლიდან, შევვარდი აბაზანაში, მალევე გამოვედი და ჩაცმა დავიწყე. შავი მუხლს ცოტათი აცდენილი კაბა, თეთრი მაისური და მოსაცმელი ჩავიცვი, მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ჩავყავი ფეხები, თმები მაღლა ავიწიე და სამსახურისაკენ წავედი.
რვას ათი წუთი აკლდა შენობაში რომ შევედი, კაბინეტს ვუახლოვდებოდი როცა ნაცნობი ხმა გავიგონე.
-გამარჯობა მარიამ!-ჩემმა ტვინმა კი მისი ხმის გაგონებისას წამოიძახა „ღმერთოოოოოოოო, როგორ მინდა ქვა ვურტყა თავში ამ მარიამის გამო, ამ ტონის გამო და საერთოდ იმის გამო რომ ასეთია და გულს მიხეთქავს ყოველ ჯერზე“
-გამარჯობა ბატონო გაბრიელ-ჩემი „საინეტერესო“ ფიქრები გავაქრე და მივესალმე ბოროტ უფროსს.
-კარგია რომ არ დააგვიანე-გამიღიმასავით, მე კიდევ ისე ვიყავი დაძაბული, რომ სულ არსად არ მეკვროდა მისი ეგ ღიმილი-3 ჭიქა ყავა შემომიტანე, 1 უშაქრო და 2 ჩვეულებრივი.
-ახლავე-სწრაფად ვუპასუხე და კაბინეტში რასაცქვია შევვარდი.
„ეს თუ გულის შეტევას არ მიმაღებინებს არაფერი არ მომკლავს მაშინ“ გამოაცხადა ტვინმა, სწრაფად მოვამზადე ყავა და შევუტანე ბოროტ უფროსს.
ჩემთვის უკვე კარგად ცნობილ კარებს მივუახლოვდი და ფრთხილად დავაკაკუნე.
-შემოდით!-გავიგე ბოროტი უფროსის, ჩემთვის ასევე ბოროტი ხმის ტემბრი და ფრთხილად შევაღე ეს უზარმაზარი კარები.
-ბატონო გაბრიელ შეიძლება?-ვკითხე და ოთახში მყოფ, ჩემთვის უცნობ 2 მამაკაცს მოვავლე თვალი.
ერთი ქერა და ცისფერთვალება იყო, მეორე შავგვრემანი ყავისფერი თვალებით, ორივეს კლასიკურად ეცვათ. ერთი შევათვალიერე ორიევ და ისევ ბოროტ უფროსს გავხედე.
-კი!-ყავა იქვე დავაწყვე და გამოსვლას ვაპირებდი როცა გამაჩერა-მარიამ მოიცადე!
-დიახ ბატონო გაბრიელ.
-დღეს მე და შენ მივდივართ შეხვედრაზე და მზად იყავი.
-კი მაგრამ... მე უნდა წამოგყვეთ?-ნერვიულობა დამეტყო ხმაში.
-შენ ხარ ჩემი...-ტუჩის კუთხეში ჩატეხა, წამით გაჩერდა და ისევ გააგრძელა-მდივანი! ასე რომ ზედმეტი კითხვების გარეშე, 8 საათისთვის მზად იყავი.
-გასაგებია-ჩავიბურტყუნე და გამოვედი კაბინეტიდან.
-გამოგივლი და წავალთ!-მეც მხოლოთ თავი დავუქნიე და დავტოვე იქაურობა.

გაბრიელის ნაამბობი:

მარიამი გავიდა თუ არა კაბინეტიდან ბიჭებმა როგორც ყოველთვის თავი ვერ შეიკავეს და „სიბრძნეების ფერთხება“ დაიწყეს.
-რა ლამაზია ტო!-ღიმილით გამომხედა გიორგიმ.
-აი პირველად ამ კრეტინმა რაღან ნორმალური თქვა!-გადაიხარხარა ანრიმ-მართლა მაგარი გოგოა!
-ვიცი!-ამაყად გამოვაცხადე.
-ეუფ, ისე ამბობ გეგონება უკვე შენი ცოლია, 3 შვილი გყავთ და უფროსი ვაჟის ქორწილი გაქ მალე-წარბაწეულმა გამომხედა გიორგიმ „აჰა ხომ ვთქვი დააფერთხა სიბრძნე“
-დებილია-ხელი ჩაიქნია ანრიმ „ამას არაფერი არ ეშველებას“ ინსცენირებად.
-ბიჭო ამას რატო ვუმალავთ დეგენერატი როა?-სიცილით გავხედე ანრის, მანაც მრები აიჩეჩა და მე მომიბრუნდა.
-რამხელაა?
-19.
-არა რაა, მართლა რო მოხდეს ის სუსი-მუსები მაგარი იქნება.
-ენას ამოგაძრობ ბაჯელიძე!-დავუღრინე.
-ოოოჰ, რას მაშინებ ახლა ვიცოდე-გაიცინა-ანუ სიყვარულს რო აუხსნი, საჩუქრებიო, გულების დანთებაო, ყვავილებიო, სადარბაზოსთან გათენებული ღამეებიო და ა.შ.-დაიწყო თითებე ჩამოთვლა-ეს ვიგულისხმე შენ კრეტინო.
-აგი-გამოიშვირა გიორგიმ თითი ჩემსკენ-ამას არასდროს არ იზამს!-გამოაცხადა დარწმუნებულმა.
-ვნახოთ!-მანაც დარწმუებულმა გასცა პასუხი.
-ბიჭო გეუბნები ეს ვირი მაგას არ იზამს თქო-დაიწყო საკუთარი პოზიციეის დაცვა გიორგიმ, მე კიდე მოვლენების განვითარებას ველოდებოდი მომღიმარი.
-ბიჭო გყვარებია?! ეს ბოროტი არსება სულ მალე ფრთაშესხმულ ანგელოზად გადაიქცევა, აი ნახავ თუ არა.
-გამორიცხულია თქო!-ისევ მისას აწვებოდა გიორგი.
-დავნიზლავდეთ!-წამოიძახა ანრიმ.
-მოდი!-არც გიორგი ჩამორჩა.
-აი ეგ მომწონს-გადავიხარხარე და მაგიდას დავეყრდენი.
-რაზე?-ცალი წარბი მაღლა აწია გიორგიმ.
-1 სურვილი.
-თუ 1 თვის განმავლობაში მან ერთ-ერთი რამ მაინც გააკეთა ხო, შენ მისრულებ 1 სურვილს.
-და თუ არა მაშინ შენ!
-მოსულა-გაეცინა ორივეს და ზავის დასამტკიცებლად ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.
-ისადა, თქვენ გაკლიათ ხო?-სიცილით გავხედე რიგრიგობით ძმაკაცებს.
-გაბო, შვილო-საუბარი დაიწყო ანრიმ-მე და დედაშენმა-მანიშნა გიორგიზე- გადავწყვიტეთ დაგვედო ერთი სიტყვით ზავი, ხოდა ძალიან გთხოვ მამას დაუჭირე მხარი.
-დედა არ დაგავიწყდეს შვილო-გადაიხარხარა გიორგიმაც და ძმაკაცს ვაშლი ესროლა.
მეც გამეცინა მათი „სიბრძნეების ფერთხებაზე“ მაგრამ რათქმაუნდა... ისევ მარიზე ვფიქრობდი...! სხვანაერად წარმოუდგენელია...!

მარიამის ნაამბობი:

სახლში საშინლად დაღლილი მივედი და ის უფრო მღლიდა რომ იმ დემონთან ერთად უნდა წავსულიყავი შეხვედრაზე.
მშიერმა იმდენი ვჭამე, რომ სულს ძლივს ვითქვამდი, სახლში ვიღაც რომ ყოფილიყო, აუცილებლა ამწაპნიდა საჭმლით სავსე თეფშს ხელიდან.
ცოტათი დავისვენე, მერე კიდევ მომზადება დავიწყე, მთლიანი კრემისფერი კაბა და ბალეტკები ჩავიცვი, თმები მაღლა ავიწიე, მსუბუქი მაკიაჟიც და მზად ვიყავი. ჩემი თავი შევათვალიერე სარკეში, ანარეკლს გავუღიმე და აცეკვებულ ტელეფონს დავსწვდი.
-ჩამოდი ქვემოთ ვარ!-გაისმა ბოროტი უფროსის, ბოროტული ხმა.
-ახლავე ჩამოვალ-ესღა ვუთხარი და გავუთიშე.
კარები დავკეტე და კიბეებზე დავეშვი. ქვემოთ ჩასულს, ავტომობილზე მიყრდნობილი გაბრიელი დამხვდა, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და მე მიყურებდა, როცა მივუახლოვდი სიგარეტი გაურკვეველი მომართულებით მოიქნია და წინა კარები გამიღო, მეც დავიკავე ჩემთვის განკუთვნილი ადგილი, მანაც მოუარა ავტომობილს.
გამომხედა, ტუჩის კუთხეში ჩატეხა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა. ტელეფონი ამოვიღე და საბას მივწერე, რომ რაღაც შეხვედრაზე მივდიოდი , რომ არ ვიცოდი ზუსტად რომელ საათზე მივიდოდი სახლში და არ ენერვიულა.
-ვის წერ?!
-რა?-მისმა კითხვამ გამაკვირვა.
-რა ვერ გაიგე, ვის წერ თქო?!-გამომხედა დაძაბულმა.
-თქვენ რაში გაინტერესებთ?!-ბრაზი დამეტყო.
-ეს „თ“ მოაშორე თქო გითხარი უკვე მგონი-გაბრაზება მასაც დაეტყო-და რომ გეკითები მიპასუხე!
-არ ვარ ვალდებული გიპასუხოთ-გამოვაცხადე-და რაც შეეხება მაგ „თ“-ს თქვენ ჩემი უფროსი ხართ და არა მეგობარი, ამიტომ...
-და არ შეიძლება რომ უფროსი მეგობარი იყოს?! ან უფრო მეტი?!-წარბები მაღლა აწია და მაცდურად გამომხედა.
-არა! ჩვენ შემთხვევაში არა!-გამოვუცხადე და ჩემი გაუჩერებელი და სულელი ენა დავწყევლე, როცა ავტომობილი გიჟივით გააჩერა.
-აი მე და შენ კი ვცდით!-გამომედა და მკაცრად გამოაცხადა.
-რა?-მეც გავხედე და გამეცინა.
-ვიყოთ მეგობრები! და უფრო მეტიც!-მისი შავი თვალები შემომანათა, ნელა მოაქცია ჩემი ხელი მისაში, მე კიდევ გაკვირვებული ვუყურებდი ბოროტ უფროსს.
-მაბნევთ-გამოვუტყვი დაბნეულმა.
-მაგასაც მოევლება, ახლა კიდევ მომიყევი რამე შენზე.
-რა მოგიყვეთ?
-რაც გინდა-მხრები აიჩეჩა, ღიმილით გამომხედა და ისევ აამუშავა ავტომობილი-აი მაგალითად რა გიყვარს ყველაზე მეტად?
-წვიმა-გამეცინა.
-რატომ?
-უბრალოდ, ჩემს სულიერ მდგომარეობასთან წვიმა უფრო ახლოსაა.
იმიტომ კი არ ვუყვებოდი საკუთარ თავზე რომ ჩემი თავი გამეცნო მისთვის, არამედ პირიქით, მინდოდა ის გამეცნო, ვგრძნობდი, რომ ამ ჯმუხი ადამიანის უკან იყო კეთილი გაბრიელ ქირია, რომელიც ასე არ გამიხეთქავდა გულს ყოველ დანახვაზე.
-საინტერესოა!
-თქვენ?-ინტერესით გავხედე.
-მემგონი გთხოვე, რომ...
-შენ?-მივუხვდი ნათქვამს და იმწამსვე შევცვალე კითხვა, რაზეც კმაყოფილს გაეღიმა.
ღმერთო ჩემო, ეს დემონი მგონი ადამიანს ემსგავსება.
-მე მთა მიყვარს!
-ანუ სიმშვიდე და წყნარი გარემო გიყვარს.
-ხო, მასეც შეიძლება ითქვას-გამომხედა, მერე ისევ გზას მიუბრუნდა-კიდევ?!
-კიდევ ჩემი ძმა მიყვარს-გამეღიმა-და ხო კიდევ, შოკოლადები-ამაზე გადაიხარხარა.
„ღმერთო ჩემო, როგორ უხდება სიცილი“ გავიფიქრე და პირდაპირ გავიხედე, მან კი მე გამომხედა.
-ბავშვი ხარ!
-სულაც არა, უბრალოდ შოკოლადები მიყვარს-გაბუტული ხმით გამოვაცხადე და ფანჯარაში გავიხედე, ვხვდებოდი რომ ისე ძალიან აღარ მეშინოდა მისი, მიხაროდა კიდეც.
-არ გამებუტო!-ეს ბრძანებას უფრო გავდა ვიდგე თხოვნას, ან უბრალოდ ნათქვამს.
-მე არ ვიბუტები.
-აბა ახლა რას შვრები?
-უბრალოდ ვიყურები ფანჯარაში-ახლა მას მივუბრუნდი-და გირჩევთ, რომ თქვენც გზას გახედოთ.
-ამბობ არ გებუტებო და ისევ თქვენობითზე გადადი.
-უკაცრავად... ვერ მივეჩვიე.
-არაუშავს, მაგას ეშველება.
-ისე, მალე მივალთ?-ვკითხე ინტერესით.
-უკვე მივედით, რა ხდება, სადმე გეჩქარება?!
-არა... უბრალოდ გკითხე.
-არაჩვეულებრივი, აქედან ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო-პასუხის გაცემა არ მაცადა ისე გადავიდა ავტომობილიდან და კარები გამიღო, მეც გადმოვედი.
-არ მინდა არსად წამოსვლა!-ვითომ მკაცრი ხმა მივიღე.
-მაგას მე ვწყვეტ!-სწრაფად გამცა პასუხი და რესტორანში პირველი მე შემიშვა, მივხვდი რამის თქმას აზრი რომ არ ქონდა და გაჩუმება ვარჩიე.
რესტორანს თვალი მოვავლე, საკმაოდ წყნარი გარემო იყო, რაც ძალიან მახარებდა, არ მიყვარდა ხმაურიანი ადგილები, სიწყნარე მიყვარდა სასტიკად. ერთ მაგიდას მივუახლოვდით, სადაც 2 მამაკაცი იჯდა.
-გამარჯობა ბატონო გაბრიელ-მიესალმა ერთ-ერთი და მე გამომხედა, მისი მზერა დავაიგნორე.
ჩვენც მივესალმეთ და დავიკავეთ ჩვენთვის განკუთვნილი ადგილები.
როგორც საუბრიდან გაირკვა, ბატონი ნიკოლოზი, თვალს არ მაცილებდა, მისი ეს იდიოტური მზერა კი ნერვებს მიშლიდა და ვხვდებოდი, რომ მალე ეს სულიერი არსება უთვალებოთ დარჩებოდა.
ამ ჩემთვის მომაბეზრებელმა და დამღლელმა საუბარმა, როგორც იქნა მიაღწია ბოლოში, ისე გამიხარდა, რომ როგორც იქნა ამ გადატვირთული დღის მერე განტვირთვას გავაკეთებდი, შუა რესტორანში ფეხზე წამომდგარმა ხტუნვა კინაღამ დავიწყე.
გარეთ გამოვედით თუ არა, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და გამეღიმა, რადგან წვიმის წვეთი დამეცა სახეზე, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წვიმას აპირებდა.
საშინლად მომინდა რომ ახლა მშობლები აქ, ჩემს გვერდით ყოფილიყვნენ, ვხვდებოდი რომ საკუთარ თავსაც ვატყუებდი ამ სიძლიერეს, ვიცოდი რომ ამ ეს მხიარულება დიდხას ვერ გამატანინებდა თავს, მაგრამ მე მაინც მე ვიყავი, ვაიძულებდი საკუთარ თავს ტკივილი სხვისთვის არ მეჩვენებინა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი.
-წვიმას აპირებს-უცებ ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამომიყვანა.
-ჰო...-ისევ წვიმით ტკბობას ვაგრძელებდი.
-წამოდი წავედით.
კარები გამიღო, მეც დავიკავე ჩემთის განკუთვნილი ადგილი.
-რა კარგია სახლიიი-„ვითომ ჩუმად ვთქვი ახლა მე ეს?“ დარცხვენილმა უცებ დავსწვდი ქვედა ტუჩს და საკუთარ თავზე გაბრაზება გავაგრძელე.
-ჯერ არა!-მასაც გაეცინა ჩემს სისულელეზე.
-რა ჯერ არა?-გაკვირვება ვერ დავმალე და ცალი წარბი მაღლა ავწიე.
-ანუ ჯერ არ მიმყავხარ სახლში თქო.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ! ხომ გითხარი მე ვწყვეტ თქო.
-რა უფლებით?
-იმით რისი უფლებაც მაქვს.
-არანაერი უფლება არ გაქვთ ჩემთან დაკავშირებით!
-მე შენი უფროსი ვარ!
-ეგ მხოლოდ სამსახურში!-გავუმეორე მისივე ციტატა და ირონიულად გავუღიმე, უკვე ისე ვიყავი გაბრაზებული, რომ მისი მოკვლაც კი შემეძლო.
-ისეც და ყველანაერადაც!
-მე სათამაშო არავარ, საკუთარ ჭკუაზე რომ მატაროთ, სახლში წამიყვანეთ!
-არა თქო! მგონი გარკვევით გითხარი უკვე და მოვრჩეთ ამაზე საუბარს!-ვითომც არაფერი ისე გამომიცხადა-ეს „თ“ მოაშორე თქო გოგო რა ვერ დაიმახსოვრე!
-უუუხ ვერ გიტან!-დავიჩხავლე და ერთროულად გაბრაზებულმაც და ნერვებმოშლილმა ფანჯარაში გავიხედე.
ალბათ 1 საათი იქნებოდა რაც გზაში ვიყავით, ამ დროის განმავლობაში კი არცერთს არ ამოგვიღია ხმა, მაგრამ ის, მაინც დრო და დრო გამომხედავდა ხოლმე,
მის გამოხედვაზეც კი ნერვები მეშლებოდა, უფრო იმაზე რომ მისი მოკვლა არ შემეძლო, რადგანაც ჩემი ტვინი ერთ კითხვას სვამდა „სად ვიმუშაო მერე მე?“ ხომ ვამბობ ვერ ვარ თქო, აჰა ფაქტი.
-მოვედით-უცებ ფიქრებიდან გაბრიელის ხმამ გამომიყვანა.
ჯერ მას გავხედე, მერე ფანჯარაში გავიხედე და უცებ ის საშინელი გაბრაზებაც დამავიწყდა და მომინდა, რომ ძალიან მაგრად ჩავხუტებოდი აქ მოყვანის გამო.
სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებდი, ულამაზესი ადგილი იყო, მინდოდა ამწუთასვე გადავთრეულიყავი ავტომობილიდან და დამეყვირა ბოლო ხმაზე.
ავტომობილიდან გადავედი, ისე რომ გაბრიელისთვის არც კი გამიხედია, ნამდვილად მჭირდებოდა ასეთ ადგილას გამოსვლა და განტვირთვა, მართალია სულაც არ იყო სასიამოვნო ამ დემონის ერთად აქ ყოფნა მაგრამ... მომიწევდა მისი მოთმენა და საკუთარ თავს მორალურად ვამზაებდი მისი ბოროტული გამოხტომებისათვის.
-იმედია მოგეწონა-უცებ გავიგე გაბრიელის ხმა.
-ძალიან-ჩუმად ვუპასუხე.
-მაგის იმედი მქონდა მეც!
-რატომ მოიყვანე აქ?-მის თვალებს გადავეყარე.
-არ ვიცი, უბრალოდ მოგიყვანე!-მკაცრად გამცა პასუხი და გვერდით დამიდგა, მხარით მხარზე მეხებოდა და სად გავქცეულიყავი არ ვიცოდი, მთელს ხელზე ცეცხლი მეკიდა.
-ხო, აზრი არა აქ-უბრალოდ დავეთანხმე და მინდორზე ჩამოვჯექი.
-მე მოვალ მალე-ტელეფონს უპასუხა და ცოტა მოშორებით გავიდა, რამოდენიმე წუთში კი რაღაცაზე გააფთრებული ხელების ქნევვით მოსაუბრეს რაღაცას უხსნიდა და დარწმუნებული ვარ ის ვიღაც აქ რომ ყოლოდა, აუცილებლად გამოჭრიდა ყელს.
ფეხზე წამოვდექი და გავლა გადავწყვიტე, კარგად მოშორებით ვიდექი, როცა დავინახე გაბრიელი უკან როგორ ბრუნდებოდა, ამიტომ მეც დაბრუნება გადავწყვიტე, ჩემსკენ ზურგით იდგა, მივხვდი რომ მე მეძებდა.
ნელა შევახე ხელი მხარზე და იმწამსვე ვინანე ჩემი საქციელი, როცა გააფთრებულმა ჩამაფრინდა კისერში და ხეზე ამაკრო, დავიფიცავ და ასეთი თვალები ცხოვრებაში არ მქონდა ნანახი, მისი შეშლილი სახე ადამიანისას სულაც არ გავდა, მისი დაბერილი ძარღვები დასკდომას ლამობდნენ, მისი აკანკალებული ტუჩები კი დაღრიალებას და მთელი ემოციისაგან დაცლას. ადამიანს ის ნამდვილად არ გავდა, არ ვიცი ვინ იდგა ჩემს წინ, მაგრამ ეს ჩემი ბოროტი უფროსი არ იყო, შეშლილ მხეცს უფრო გავდა.
შიშისგან გული კინაღამ წამივიდა, ერთი წამოვიყვირე და მის გააფთრებულ თვალებს მზერა გავუსწორე, როცა დამინახა და მიხვდა რომ მე ვიყავი, იმწამსვე ხელი შემიშვა, მეც ძალამიცლილი, უღონოდ დავეცი მიწაზე, ორივე ხელი შემოვიხვიე ყელზე და ვეცადე როგორმე სუნთქვა დამერეგულირებინა, მაგრამ ეს სულაც არ გამომდიოდა, საშინლად ვიყავი შეშინებული და ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რა ჯანდაბამ მოუარა ჩემს ბოროტ უფროსს.
გააანალიზა თუ არა ყოველივე, ჩაიმუხლა და შეშინებულმა გამომხედა, ჩემი სახე მის დიდ მტევნებში მოაქცია.
-მაპატიე!-ამოთქვა ხმაწართმეულმა-მაპატიე ძალიან გთხოვ! მე... არ ვიცი... უბრალოდ უნდა მაპატიო!-თითქოსდა მთხოვდა მაგრამ ეს თხოვნა არ იყო.
-ხო...-ამოვიჩხავლე-უბრალოდ ნამდვილი მხეცი ხარ!-თავი ვერ შევიკავე და პირში მივახალე სათქმელი განრისხებულმა.
-მაპატიე!-ისევ მისი აბსურდული თავის მართლება, მე კიდევ ისეთ დღეში მქონდა ნერვები, ცოტაც და ხელებს სისხლში გავისვრიდი.
-სახლში წამიყვანე.
-კი მაგრამ...
-კარგი, ჩემით წავალ-გამოვუცხადე გაბრაზებულმა და ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, მანაც უმალვე ხელი გამომიწოდა მეც მომიწია მისი დახმარებით ავმდგარიყავი.
-ვერსადაც ვერ წახვალ!-გავიგე ზურგს უკან გაბრაზებული ხმა.
-რას მელაპარაკები?-ირონიულად გავიღიმე და გავხედე-შენ უნდა გკითხო სად წავიდე? ის არ გეყო რაც გააკეთე?! კიდევ რა უფლებით მიყვირიხარ?
-ბოდიში უკვე მოგიხადე!-ხმა გაებზარა-და დიახაც მე უნდა მკითხო!
-მაცინებთ ბატონო გაბრიელ-თავი გავაქნიე და გზა გავაგრძელე.
-გოგო მოდი აქ!-დამიყვირა და მანიშნა მასთან მივსულიყავი.
-ნწუ!-თითი გაბრაზების ნიშნად დავუქნიე და ვანიშნე არ მოვალ თქო.
სადღაც 4-5 ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული, მკლავში საშიელი ტკივილი რომ ვიგრძენი, შემოტრიალებულს კი ჩემი დემონის „მკვლელ“ თვალებს წავაწყდი.
-ჩემი ჭკუიდან გამოყვანა გინდა გოგო?! ჰა?! რომ გიძახი არ უნდა გაჩერდე?! ტუტუცი ბავშვი ხარ !
-მე თუ ტუტუცი ბავშვი ვარ, მაშინ თქვენ გაუთლელი ხეპრე ხართ!
აი ძვალი როგორ გაეტკაცუნა გავიგეო, ისეთი დამემართა.
-გაიმეორე!
-მეტკინა-ამოვიკნავლე და მობჯენილ ცრემლებს ვაიძულე საიდანაც მოვიდნენ ისევ იქ დაბრუნებულიყვნენ.
-გაიმეორე რაც თქვი! დროზე!
-მეტკინა-ამოვისლუკუნე.
-უარესს დაგმართებ!
-მხეცი ხართ!
-გოოგოო!-ისეთი ხმით დამიღრიალა, გული ფეხებში ჩამივარდა-ნუ მაიძულებ რამე დაგიშავო!
-ისე ხომ რას ამბობთ, სულ ცივ ნიავს არ მაკარებთ!-არ ვჩერდებოდი და ისეც აგრძელებდა წყობიდან გამოსვლას.
-ჩაჯექი დროზე მანქანაში!
-არ მინ...
-შენი ხმა არ გავიგო გოგო, აქვე მოგკლავ იცოდე!-ისეთი ტონით გამომიცხადა, რატომღაც დავრწმუნდი, რომ სიმართლეს ამბობდა.
ვიყავი მე ხმის ამომღები? არა კაცო რა ხმის ამოღება, თვალებით ვეკითხებოდი მგონი გამევლო თუ არა.
„ჯანდაბა, ერთ დღეს ისე გცემ გაბრიელ ქირია! ისე გცემ მშობელი დედაც ვერ გიცნობს!“ გავამხნევე საკუთარი თავი და ფანჯარას თავი მივადე, ისე ვიყავი სულიერად გამოფიტული მესამე სართულზე როგორ ავიდოდი აზრზე არ ვიყავი.
-კიდევ ერთხელ მაპატიე!-სიჩუმე მან დაარღვია, გავხედე, მანაც გამომხედა, მერე კი ისევ გზას მიუბრუნდა.
-............-არც არაფერი არ მიპასუხია, „გაბუტული“ ვიყავი ბოროტ უფროსზე.
-მარიამ!
-.............-ისევ სიჩუმე.
-რატომ არ მელაპარაკები?!-გამომხედა.
-ხმა არ ამოიღოო და...-ამოვიბურტყუნე გაბრაზებულმა და ფანჯარაში გავიხედე.
-აუ...!-ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი-როგორ არასწორად გებულობ ყველაფერს!
-ხო არასწორად ვგრძნობ კიდევაც-ნერვებმოშლილმა წამოვიძახე.
-ენა გაქ მწარე!-გაიცინასავით.
-თავში გაქ ჩალა!-ხურდა დავუბრუნე.
ვიცოდი, რომ ცოტათი მაინც ნანობდა მის საქციელს და გაგულისებული რას ვბურტყუნებდი, მეც არ ვიცოდი.
-გაბრაზება ვიცი მე...
-ოოჰ ბატონო გაბრიელ ისე ამბობთ გაბრაზება ვიციო, გეგონება სულ კარგ ხასიათზე იყოთ-გადავიხარხარე.
„არა, ისე რო დავვარდი ძირს, თავი რამეს ხომ არ მივარტყი ჰა? რეებს ვბურტყუნებ, რა უბედურებაა... ახლა რომ ტვინი გამასხმევინოს ხომ ვარ ღირსი... მომკლავს მე უბედურს“ გამამხნევა მეორე მემ და ისევ მიიმალა.
არ მოველოდი... მართლა არ მოველოდი, მეგონა, რომ რაღაცას გამომიქანებდა და იქვე გამაფრთხობინებდა სულს, მაგრამ უცებ სიცილი აუვარდა, ავტომობილი გააჩერა და ხარხარი დაიწყო, გული კინაღამ გამისკდა.
ისე ვარ მგონი ამის ღრიალს და ბურდღუნს მიჩვეული სიცილის მეშინია უკვე, ხომ ვამბობ ვერავარ მე.
-რატომ არ ღრიალებ?-მეც გადმომედო მისი სიცილი და მეც სიცილითვე ვკითხე, ცოტათი დაწყნარებულ ბოროტ უფროსს.
-აი მაგაზე, შენ წარმოიდგინე არ ვიღრიალებ, მართლა სასაცილო იყო-თითი მაინც დამიქნია გაფრთხილების ნიშნად.
ალბათ ეს თითის დაქნევა ნიშნავდა „კიდევ ერთხელ გაიმეორებ და ჩათვალე მკვდარი ხარ“-ო მეც როგორც ყოველთვის შეშინებულს, ვითომ გამეცინა და უმალვე დავწყნარდი, მან კიდევ ერთხელ გამომხედა და ავტომობილი ადგილიდან დაძრა.
დიდხანს ვიმგზავრეთ, ძალიან ნელა მოვდიოდით, ამ ხნის განმავლობაში კი ხმა ერთხელაც არ ამომირია, ან რაღა ხმის ამომღები მე ვიყავი, რაც „წავუშტვინე“ ისიც მეყოფოდა დღეისთვის.
როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე, სადღაც ათი საათი იქნებოდა, მეტი თუ არა, ავტომობილი სადარბაზოსთან გააჩერა.
-მადლობა დღევანდელი დღისათვის...-სანამ გადავიდოდი, ერთი გავხედე და ისე ვუთხარი, ძლივს თავმოყრილი სიტყვები.
-მე კიდევ ბოდიშს გიხდი... ნუ დღევანდელისთვის-თავზე ნერვიულად გადაისვა ხელი და შეეცადა გაეღიმა, მაგრამ ეს სულაც არ იყო ღიმილი.
-არაუშავს...-გავამხნევესავით.
გადმოსვლას ვაპირებდი, როცა ხელში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა.
-უბრალოდ არ მინდა ჩემზე ცუდად იფიქრო! ხომ გახსოვს მე და შენ მეგობრები ვართ!
-ხო... რათქმაუნდა-ამოვიბურტყუნე და ხელი დავიხსენი ბოროტი უფროსისგან.
კარები გავაღე და სახლში ჩუმად შევედი, მეგონა, რომ ბიჭებს ეძიებოდათ, მაგრამ შევცდი, ფეხბურთს უყურებდნენ ვაჟბატონები, მაგიდა ასე ვთქვატ დაეფარათ ლუდითა და ჩიფსებით.
-ხაი-დავიყვირე და ბიჭების გაოცებულ სახეს დავაკვირდი.
-ვთქვი ხო უკვე ეს რომ ვერაა?-სიცილით გახედა კობამ საბას.
-დიდად საინტერესო და სამსჯელო კითხვა დაუსვა კობამ საბას-დავიწყე მაიმუნობა.
-მგონი კი.
-საბამაც ასევე, აზრითა და სიმტკიცით გამსჭვალული პასუხი გასცა ძვირფას ბიძაშვილს.
-გოგო თქვენ საქმიან შეხვედრაზე იყავით თუ საქეიფოდ ჰა?-სიცილით მკითხა კობამ.
-ვაიმე საქმიან შეხვედრაზე ვიყავით და იმიტო ვარ ასეთ ხასიათზე ვერ ხვდები?-ვითომ გავიცინე და ოსტატურად ვიცრუე.
-ამდენ ხანს სად იყავი?-მაინც გამოიჩინა უფროსმა ძამიკომ სიმკაცრე.
-ფაფას მაჭმევდა გაბრიელი და მაგიტო დაგვაგვიანდა-სრულიად სერიოულად გამოვუცხადე ძვირაფს ძამიკოს.
უცებ ორივე დასერიოზულდა, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ნიავით სავსე თავში ფიქრობდნენ, მართალს ვამბობდი თუ ტყუილს. ბოლოს სიჩუმე კობას ხარხარმა ჩაანაცვლა.
-აი ხომ ვამბობ-აყვა საბაც.
-ხოხო ამბობთ ამბობთ, წავედი მე დავიძინო თორემ ბოსსი მომკლავს, რომ დავაგვიანო ხვალ სამსახურში-დავიჯღანე და ოთახში შევლასლასდი.
ოთახის კარები გავაღე თუ არა, ღიმილი აღმებეჭდა სახეზე, იმის გაანალიზების გამო, რომ მე შევძლებდი დაწოლას, დაძინებას და დასვენებას. დღევანდელი დღის მერე კი ეს ნამდვილად მჭირდებოდა.
პირდაპირ აბაზანისაკენ ავიღე გეზი, მალევე გამოვედი და პიჟამოები ჩავიცვი, საწოლში ისევ ღიმილით შევწექი და ფიქრს მივეცი.
ისევ მისი განრისხებული თვალები წარმომიდგა წინ, ისევ გამაჟრჟოლა და მაინც იმის მიუხედავად, რომ ის ახლა აქ არ იდგა და ძალიან შორსაც კი იყო, მაინც მეშინოდა ჩემი ბოროტი უფროსის, ხელი ინსტინქტურად წავიღე ყელისაკენ და გავიხსენე მომხვდარი, გული მეტკინა, იმის გაანალიზებისას, რომ ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მასში ასეთი „მხეცი“ ცხოვრობს, რომ ცოტაოდენი ბიძგიც კი საკმარისია რომ ის გამოაღვიძო და ისეც უჟმური უფროსი, სულ ბოროტ დემონად აქციო, მე... მე კიდევ ისევ მჯეროდა, რომ იყო ამ ადამიანში რაღაც კარგი, რაღაც შესამჩნევი და მეც ზუსტად ამის გაგებას ვცდილობდი.
-რაც არ უნდა კეთილი და დიდსულოვანი ადამიანი ვიყო-დავიწყე ხამაღლა მსჯელობა და ფიქრი-მაინც უნდა გადაგიხადო სამაგიერო-ბოროტმა ღიმილმა გაიელვა ჩემ სახეზე-ჯერ ერთი იმიტომ რომ ასე მაშინებს, უმიზეზოდ, უაზროდ, ეგეც არ იკმარა და კინაღამ სული გამაფრთხობონა, მაგის ერთი ხელი ეყოფა ჩემს კისერს სულ-გადავიხარხარე და მსჯელობა და ბოროტული გეგმის შედგენა გავაგრძელე-ანუ... ბატონო გაბრიელ ქირია, მოემზადეთ! მარიამ ბარამიძე იწყებს გეგმის შესრულებას სახელწოდებით „გამოვიყანოთ ბოროტი უფროსი წყობიდან!“
ჩემივე გეგმაზე გამეცინა, სახელწოდებაზე უფრო, ამ სიცილში რაღაც კმაყოფილების წამოძაილიც იყო, ასე რომ...
-ხვალ დიდი დღეა მარუს-შემოვუძახე საკუთარ თავს-დაეგდე და დაიძინე.
მალევე დამეძინა, დილით როგორც ყოველთვის 7ზე გამეღვიძა, წამოვდექი საწოლიდან, ჩემი ნაცრისფერი სპორტულები გამოვიღე კარადიდან და ჩავიცვი, კედებში ჩავყავი ფეხები, თმა მაღლა ავიწიე, ტელეფონი ჯიბეში მოვათავსე, საფულეც მის გზას მივაყოლე და კმაყოფილი ღიმილით დავტოვე სახლი.
შენობასთან შევჩერდი, ერთი ღრმად ჩავისუნთქე და საკუთარი თავი გავამხნევე.
-აბა მარუს! შენ იცი და შენმა ნერვებმა, ააა ხო ენა არ დამავიწყდეს-გავიცინე.
ღიმილით შევაბიჯე შენობაში და თანამშრომლების გაკვირვებული მზერისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე ავედი კიბეებზე.
-მარი-გავიგე კატოს ხმა.
-ხო.
-ააა ხო... ისა... ბატონი გაბრიელი კონფერენციაზეა, საზღვარგარეთიდან არიან ჩამოსულები...
-ხო, მერე?-არაჩვეულებრივმა იდეამ გამიელვა თავში.
-და დაიბარა რომ მოვა შემოვიდეს საქმე მაქვსო.
-კაი, მადლობა კატო-თბილად გავუღიმე და კიბეებს ავუყევი.
ვიდექი კარებთან და ვფიქრობდი „ღირს?“ თუ „არ ღირს?“ ბოლოს ბოროტმა მემ გაიმარჯვა და მეც კარები დაკაკუნების გარეშე გავაღე „არა ამას უფრო გამოვგლიჯე ერქვა“ და შევედი კაბინეტში.
-მარიამ?!-გაკვირვება და სიბრაზე ერთად აესახა ბატონ ბაგრიელს სახეზე.
-აქ ვარ ბოსს-გავეკრიჭე და თავის ქნევთ მივესალმე ოთახში მყოფ უცხო მამაკაცებს, რომლებიც არანეკლებ გაკვირვებით მათვალიერებდნენ-ზდაროვა ხალო-პატარა ბავშვივით ხელი დავუქნიე მისალმების ინსცენირებლად.
-ეს... შენ... რა დღეში ხარ?-თავი ძლივს მოაბა სათქმელს.
-ოოოოჰ ბოსს, როგორ მაკვირვებთ რაა-შევიცხადე და ხელი ავიქნიე-რაფერ დაგავიწყდა ბიჯო?-კილოთი ვკითხე და „ვითომ გამიკვირდა“ სიფათი მივიღე.
-ჰა?!-მეტი ვერაფერი ვერ მოიფიქრა დაბნეულმა.
მისკენ წავედი, გვერდით დავუდექი და ისევ გავუღიმე, კიდევ უფრო გაკვირვებულ უცნობებს.
-ბოსს, კარგით რაა-ვითომ განაწყენებულმა ვუთხარი-როგორ დაგავიწყდათ ის, რომ დღეს მე და თქვენ ცხიმების დასაწვავად ფიტნეს კლუბში უნდა წავსულიყავით?!-არ ვიცი ეს საიდან მოვიფიქრე, მაგრამ რთულ სიტუაციაშიც რომ გამოსავალს ვპოულობ ეგ ფაქცია. „ისევ თავს ვიქებ, ღმეთო ჩემოოო“ -თან დამპირდით ახალ ილეთებს თუ რაღაცებს გასწავლიო-გვერდების ქნევა დავიწყე და წყობიდან გამოსულ, ძარღვებდაბერილ, გაწითლებულ, გალურჯებულ, გამწვაებულ და გაშავებულ უფროსს გავუღიმე.
-სად გაქვთ გოგონა დასაწვავი ქონები-გავიგე ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, რომელიც ნამდვილი მხეცივით მათვალიერებდა.
-რავა არ მაქ ბიძია-გავიცინე-გინდა დაგანახო-სრული სერიოულობთ გამოვუცხადე და მისკენ წასვლას ვაპირებდი, გაბრიელი რომ ჩამაფრინდა მკლავში.
-მარიამ ერთი წუთით შეიძლება?-ისეთი ხმით მითხრა გულმა ფეთქვა შეწყვიტა შიშისგან, მაგრამ მე რისი მარი ვიყავი ახლა რომ რამე შემემჩნია.
-რავა არა ბოსს-ისევ გავიკრიჭე და წყობიდან გამოსულ უფროსს უკან გავყევი-აბა ს ბოგამ ბიძიებო.
„დამშვიდობებაც რომ არ მავიწყდება, არა მე კულტურაში... ნუ აღარ ვამბობ...“ გულში ისევ ვიცინოდი.
კაბინეტში ერთი სიტყვით შემათრია, წამებში ამაკრო კედელზე და ხელებშუა მომიქცია.
-შენ ნორმალური ხარ?! ჰა?! სულ გადაირიე გოგო?! რეებს შვრები! შენ ხომ არ გაუბერე?!
-ნწუ-თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად.
-როგროც ვხვდები გუშიდელის სამაგიეროა ხო?
-არა ბოსს რას ამბობთ-ისევ მაიმუნობა გავაგრძელე გავაგრელე.
-ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე!
-რომელი სოსკიანი ბავშვი მე მნახეთ ბოსს თქვენით რომ ვითამაშო-გავიცინე.
-ენას ამოგაძრობ!
-რაფრა იტყუებით ბოსს.
-მარიამ!-აი რასაც ქვია დაიღრიალა, მე კდევ ღიმილი სახეე შემახმა.
-............-ხმა არ ამომიღია.
-ამიხსენი რას ნიშნასვ ეს ყველაფერი.
-არაფერს...
-გოგო სულ გამოშტერდი?! იცი მაინც ესენი ვინ არიან?! ამ თავში ტვინი არ მოგეძებნება?!-ხმა საგრძნობლად დაუმშვიდდა.
-კი-ამოვიბურტყუნე.
-ვერ ვამჩნევ მაგ ტვინს-ისევ მშვიდად აგრელებდა საუბარს.
-ტვინი ისეც არ ჩანს ბოსს.
-გოგოოოოო!-ისევ დამიღრიალა.
-ხო კარგით, კარგით ნუ ღრიალებთ დამხრჩვალი კატასავით-გაბუსულმა გამოვუცხადე.
-ჩემს ნერვებზე თამაშობ თქო!
-სულაც არა!
-როგორ არა! მაბრაზებ! მიწვევ... და არ იცი რომ მაგისთვის დაისჯები?!
-რომელი ძიძა ან მშობელი თქვენ ხართ რომ დამსაჯოთ-გამოვუცხადე და თვალები ავარიდე.
ნიკაპზე ორი თითი მომკიდა, თავი მაღლა ამაწევინა და მაიძულა თვალებში ჩამეხედა.
-ისევ მიწვევ...!
ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ, ერთი ხელი წელზე შემიცურა, მეორე კი ისევ კედელზე ქონდა აკრული და ამით გაქცევის ყველნაერ შესაძლებლობას მიბლოკავდა, უკვე ძალიან ახლოს იყო, ცოტაც და მის გულ-მკერდს ცხვირით ჩავეხუტებოდი.
-დასასჯელი უნდა დაისაჯოს!
გამომიცხადა, მოთამაშე ჭინკებით სავსე, კუპრივით შავი თვალები მომანათა და სახეზე ცხელი სუნთქვა მომაფრქია, უფრო ახლოს მოდიოდა...
დედიკონა დედა, მგონი ახლა მოვკვდები...!
საშინლად შეშინებული და ფერდაკარგული ვიდექი გაუნძრევლად და ღმერთს ვთხოვდი სასწაული მოეხდინა და აქედან ერთი ხელის მოსმით გავექრე.
ბოროტი უფროსი ანთებული თვალებით მომჩერებოდა, ხან თვალებში მიყურებდა, ხან კიდევ ჩემს ტუჩებს დაშტერებოდა, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეცენოდა, მისი ძლიერი და დაძარღვული ხელი კი ისევ ჩემს წელზე იყო მოკალათებული.
ამ ყველაფრის მერე გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა.
-შენ... შენ ისეთი...-დაიჩურჩულა და ტუჩის კუთხეში ჩატეხა.
-..............-შოკში მყოფი ხმას ვერ ვიღებდი.
ასე ვიყავით ალბათ ხუთი წუთი, უბრალოდ მიყურებდა და ხანდახან იღიმოდა ხოლმე, მე კიდევ მეტყობოდა, უკვე ძალიან მეტყობოდა რომ მეშინოდა მისი.
უცებ ხელი შემიშვა, ერთი ნაბიჯით გამშორდა, მაგრამ თვალები ერთხელაც არ მოუშორებია.
-ჩემი არ უნდა გეშინოდეს!-გამომიცხადა.
„ღმერთო რა აბსურდია, როგორ არ უნდა მეშინოდეს ადამაიანო შენი“ გავიფიქრე და ისევ მისი მოსმენა გავაგრძელე.
-არასდროს გავაკეთებ იმას... რაც... შენ არ გინდა!-ისევ მომიახლოვდა, ნელა ჩამომისვა ხელი ლოყაზე, შუბლზე მაკოცა და მისი ჭკუით გამიღიმა-აქ იყავი! აქედან გამოსული არ გნახო!-სიმკაცრე დაუბრუნდა ბოროტ უფროსს.
-ბატონო...
-მარიამ კიდევ ერთი სიტყვა და...
-...............-პირი მოვკუმე.
-სულ ნერვებს მიშლი და ცდილობ წყობიდან გამომიყვანო...!-გამომიცხადა მკაცრად.
-არაფერსაც არ ვცდილობ.
-მარიამ!
-ხო...
-ენა გაქვს დასამოკლებელი!
-გელოდებიან-შევახსენე და თავის გამოყვანა ვცადე ამ იდიოტური მდგიმარეობიდან.
უცებ გავიდა ოთახიდან და დამტოვა ასე გამოშტერებული.
დივანზე ჩამოვჯექი და ჩემივე ნამაიმუნარზე დავიწყე ფიქრი და მსჯელობა.
-მაგარი ვარ რაა!-გადავიხარხარე და წყლით სავსე ჭიქას დავსწვდი.
ამ ძალზედ კომფორტულ ტანისამოსში გამოწყობილმა მივუჯექი სამუშაო მაგიდას და დარჩენილი საქმეების დამთავრება გადავწყვიტე.
ზუსტად ერთ საათში ბოროტი უფროსი შემოვიდა კაბინეტში, ისევ გაბრაზებული და დაძაბული სახის გამომეტყველება, რომელზეც მაინც გამოიკვეთებოდა კმაყოფილი ღიმილი.
-როგორც არ უნდა მინდოდეს შენი წამება და მოკვლა, მაინც მადლობა უნდა გადაგიხადო!-მოპირდაპირე სავარძელში ჩაესვენა და საზურგეს აეყრდნო.
-მე?-გაკვირვება ვერ დავმალე.
-შენ.
-ისა... და... რა ვქენი ბოსს?-ისევ გავეკრიჭე.
„ამას რა გონია დილის ინციდენტით დავამთავრებ? მომინდომა“ გადავიხარხარე გულში.
-ამ ხალხთან სამი თვეა კონტრაქტის გაფორმებას ვცდილობთ და არაფერი არ გამოგვდიოდა, დღემდე.
-ბოსს მაიცათ ეხა, მე პრიჩომ?-ფეხზე ავდექი და მის წინ მდგომ სავარძელში მეც დავიკავე ადგილი.
„მეტყობა ხო ცოტა რომ დავმშვიდდი და კიდე რო ვაპირებ ამის ნერვებზე თამაშს? ზუსტადაც რომ მეტყობა“ გადავიხარხარე გულში.
-რავიცი-გაიცინა და მუხლებს დაეყრდნო-მოეწონე და...!
-აუ ნახეთ ბოსს, იძახეთ ენა გაქ დასამოკლებელიო, ხომ ვამბობ მაგარი ვარ თქო უუფ-დავიწყე სიცილით თავის ქება-მე მენაცვალოს ჩემი თავი რაა.
-ხო, რაც შეეხება დღევანელ შენს საქციელს! ასეთი კიდევ ერთელ განმეორდება... და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-როგორც ყოველთვის უფროსო.
-სანამ შემომაკვდები გავალ-ფეხზე წამოდგა და გასვლა დააპირა როცა ჩემმა ბოროტებამ ისევ გამოიღვიძა.
-ბოსს, აბა დამაჯილდოვეთ თქვენი მამისმკვლელი ღიმილით-გადავიხარხარე და კარებში გაუჩინარებულ გაბრიელს გავაყოლე მზერა.
ისევ კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით.
დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს საუბარი ყველაფერი არ იყო, რითიც შეეძლო „წავეკბინე“ ამიტომ გადავწყვიტე ისე გავსულიყავი აქედან, მას რომ არ შევემჩნიე და სახლში ცოცხალი მივსულიყავი, შემდეგი კი ხვალ გაგრძელდებოდა.
ასეც მოვიქეცი, როგორც ყოველთვის სახლში მივდივარ 9 საათზე, უფროცი ცოტა გვიან, გეგმა მდგომარეობდა შემდეგში:
1. გავაღწიო ოთახიდან ბოროტი უფროსის შეუმჩნევლად.
2. მივაღწიო კიბეებამდე ისე რომ არ დამინახოს ბოროტმა უფროსმა.
3.ისე გავიდე გარეთ ვინმეს დიდი ყურადღეაბ რომ არ მივიპყრო.
4. მივიდე სახლამდე ცოცხალმა.
კარებთან მისვლა და მთელი გეგმის თავზე დამხოდა ერთი იყო, პირდაპირ ცხვირით შევასკდი გაბრიელის განიერ გულ-მკერდს.


გაბრიელის ნაამბობი:

როცა მარიამი ასეთ დღეში შემომივარდა კაბინეტში, გულზე კინაღამ დამარტყა, იქვე თუ არ მოვკლავდი არ მეგონა, ან თავი როგორ შევიკავე არც ეგ არ ვიცოდი. ნერვიულად გადავხედე კაბინეტში მყოფ პარტნიორებს და ვეცადე თავი ცოტათი მაინც დამეწყნარებინა.
ყველანაერმა მცდელობამ იმისა, მისთვის ამეხსნა რომ სისულელე გააკეთა, ვერანაერი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემებური ხერხებით გადამეხადა სამაგიერო.
კაბინეტში გიორგი და ანრი დამხვდნენ.
-ზდაროვა.
-რა სახით მოძრაობ -გადაიხარხარა გიორგიმ.
-რა კითხვებს სვამ „ცოლი“-შეახსენა ანრიმ გიორგის მისი წოდება-ვინ გააბრაზებდა ახლა ამას?
-აუ ეგ გოგო უკვე მომწონს.
-ნერვებზე თამაშობს!-დავიღრინე და სავარძელში ჩავესვენე.
-რატო? მიდი მოყევი ახლა-ინტერესით სავსე თვალებით გამხომედა ანრიმ.
-ხოხო სწორია ქმარი დროზე მოყევი-გადაიხარხარა გიორგიმ.
-რადა...-ყველაფერი მოვუყევი ბიჭებს, ისინი კი სიცილისგან სულს ძლივს ითქვამდნენ.
-აუ კუჭი ჩემი-წამოიყვირა ანრიმ.
-ვიმე ცუდად ვარ-აყვა გიორგიც.
-მე მკითხეთ აბა მაშინ როგორ ვიყავი-გამეცინა.
-რავა არ მაქ ბიძია გინდა განახო?-გაიმეორა მარიამის სიტყვები გიორგიმ და უფრო ახარხარდა.
-მოდი პირდაპირ გკითხავთ-ღიმილით გამომხედა ანრიმ.
-რას უპირებ?-დააბოლოვა გიორგიმ.
-ეგ მარტო მე ვიცი!
-ძალიან გთხოვ გოგოს ნუ მიიყვან გულის შეტევამდე.
-ასეთი დემონი ვარ?-გამეცინა.
-ოოოჰ, ფრთაშესხმული ანგელოზი ხარ, ფრთაშესხმული.
-ხო გეთანხმები-იქვე დადებულ ბოთლს დავწვდი.
-დედააა მომძვერი ბიჭო!-წამოიყვირა ანრიმ და ცადა მასზე წამოკოტრიალებული ძმაკაცი გადაეგდო.
-რაიყო ფისო არ გიზიდავ?-თვალები ააფახურა ქალივით გიორგიმ.
-ფუ შენი პიდარასტი **********! აეგდე ბიჭო სანამ გადაგხსენი წელში!
-არა, მე შენი სითბო უნდა შევიგრძნო.
-ტკივილს გაგრძნობინებ ახლა!
-ვერ გამიმეტებ ცხოვრება.
-ბიჭო ცოცხალი თვალით განახებ საიქიოს აეთრიე!
-არა მეთქი ცუნცულ-ხელები კისერზე შემოხვია გიორგიმ და ისევ ქალივით ააფახურა წამწამები.
-ბიჭო ადამიანი არ ხარ?-მე მომიბრუნდა გაცოფებული ანრი-აწიე ეს ცხოველი.
-მე მშობლების კონფლიქტში არ ვერევი-გადავიხარხარე.
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ, ბიჭებიც წავიდნენ, მე კი მარიამთან გავედი.

მარიამის ნაამბობი:

კარებთან მისვლა და მთელი გეგმის თავზე დამხოდა ერთი იყო, პირდაპირ ცხვირით შევასკდი გაბრიელის განიერ გულ-მკერდს.
-სად მიდიხარ?!-გავიგე ბოროტი უფროსის ხმა და ჩემი ჩახუტებული ცხვირი მის გულ-მკერდს მოვაშორე.
-სახლში.
-მერედა ვინ გიშვებს?
-რას ნიშნასვ ვინ მიშვებს?!-ვკითხე გაკვირვებულმა.
-რას ნიშნავს და მე არ გიშვებ! მე და შენ მივდივართ კაფეში!
-ბატონო გაბრიელ მგონი სიცხე გაქვთ-გავიცინე-დიიიდიიი თერმომეტრი გვინდა.
-წავედით!-დააიგნორა ჩემი ნათქვამი, ხელზე ხელი მომკიდა და შენობიდან გამიყვანა.
არაჩვეულებრივმა აზრმა გამიელვა თავში.
-ბოსს, იცით რაა, მოდით ფეხით წავიდეთ-შევთავაზე ბოროტ უფროსს დოინჯშემორტყმულმა.
-არა!
-კარგით რაა ბოსს, მე ხომ დაგთანხმდით-ამოვიოხრე.
-მაინც გამომიყვანე დღეს მდგომარეობიდან და ჰა წამო-ტუჩის კუთხეში ჩატეხა და გამომხედა.
-ხოდა მასე!-ვითომ მისი ტონით მივუგე, რაზეც მე თვითონ გამეცინა.
-მარიამ!
-ფაშლი ძეთქა მაია ქანფეთქა-გადავიხარხარე.
-ვინაა გოგო შენი ძეტკა?-მასაც გაეცინა.
-კანფეტკა დაგავიწყდათ უფროსო.
-მომაკვლევინებ თავს!
ხმა აღარ ამომიღია, ასე 20 წუთში მივედით კაფეში.
-რას ინებებთ?-მოგვიახლოვდა გოგონა, რომელმაც ასე მსუბუქად ვთქვათ, თვალებით გახადა ჩემს ბოროტ უფროსს ტანსაცმელი.
-ყავა-უემოციოთ გასცა პასუხი უფროსმა.
-მეც.
-ანუ 2 ყავა-მანაც ჩაიწერა და სწრაფად გაგვშორდა.
სიგარეტის ღერი ამოაძრო კოლოფიდან და გაუკიდა, გთვალებში ჩამხედა და ჩუმი ხმით მომიგო.
-მინდა დაგელაპარაკო.
-გისმენთ უფროსო-ფეხი ფეხზე გადავდე და მეც ჯიქურ გავუსწორე მზერა.
-მარიამ რამდენჯერ უნდა გავიმეორო ეს „თ“ მოაშორე თქო.
-ხო, ვერ ვეჩვევი.
-მისმინე... იმ დღეზე მინდა რომ დაგელაპარაკო.
-არ მინდა მაგაზე საუბარი-კატეგორიულად გამოვაცხადე.
-მე მინდა! ვხვდები, რომ დღევანდელი შენი გამოხტომა იმ დღინდელი ინციდენტის ბრალი იყო! უბრალოდ ბოდიში, წყობიდან ვიყავი გამოსული!
-ისე მე დაწყნარებული ჯერ არ მინახიხარ-ძალიან სწრაფად შევეჩვიე შენობით ფორმას.
-გექნება დრო რომ შეისწავლო ჩემი ხასიათი!
„ეს კაცი ოდესმე მბრძანებლური ტონის გარეშე საუბრობს?!“ გავიფიქრე გულში.
-აი თქვენი ყავაც.
-მადლობა-გავუღიმე გოგონას.
-წვიმა დაიწყო-ფანჯარაში გაიხედა გაბრიელმა.
-ძალიან ლამაზია წვიმიანი ბათუმი.
-მე მაინც არ მესმის რატომ გიყვარს ასე წვიმა.
-უბრალოდ, მეც არ ვიცი რატომ, სიმშვიდე, ცხელი შოკოლადი, თბილი პლედი და საინტერესო წიგნი, წვიმის ფონზე უძალიანმაგრესია.
გავხედე ის კი ისევ ფანჯარაში იყურებოდა და ზუსტად ახლა დავაკვირდი მის მამაკაცურ სახის ნაკვთებს, დიდ და სქელ ტუჩებს, კუპრივით შავ თვალებს, ცოტათი წამორდილ წერს და შავზე შავ თმებს, დაძარღვულ ხელებს.
ღმერთო ჩემო რა სიმპატიურია!
კიდევ დიდხანს ვილაპარაკეთ, მერე სახლამდე მიმაცილა, კობასთან მოკითხვა დამაბარა და თვითონაც წავიდა.
სახლში მისულს ბიჭები დაძინებულები დამხვდნენ, მაგიდაზე კიდე წერილი იდო.
„დაი, მე და ამ დებილმა ბოუშვმა რაცხა მომივტყაპნეთ და გაგვისინჯე, წავედით ჩვენ ვიძინებთ“ საბას ამ წერილზე გამეცინა.
მათ ასე ვთქვათ მოტყაპნილ სოუზს გემრიელად შევექეცი და მეც დასაძინებლად წავედი. დავფიქრდი დღევანდელ დღეზე და ისევ ჩემს ნამოქმედარზე გამეღიმა.
-ისე როგორ შეუძლია ასეთი იყოს...-ვთქვი და გამეღიმა-ხან მხეცს გავს, ხან დაწყობილ და ჭკვიან ადამიანს, ხან კიდევ... მეც არ ვიცი ვის.
ფიქრებში გართულს ჩამეძინა. დილით ადრე ავდექი და პირდაპირ აბაზანაში შევვარდი, ჩავიცვი და მისაღებში გავედი.
-ოოჰ რას შვრები დაი რავა ხარ?-სიცილით მკითხა საბამ და შუბლზე მაკოცა.
-დავიღალე.
-რაარი გოგო ეს ვიცოდე ჰა?! ასე შეიძლება, სამსახური დაიწყე და დაგავიწყდა ყველა-მაგრად ჩამეხუტა კობა.
-შენ ძმაკაცს უთხარი მომცეს 1 კვირიანი შვებულება-გავეკრიჭე.
-მიდი და უთხარი.
-ბოროტო-დავეჯღანე.
-ის იყო ბოროტი როგორც მახსოვს.
-ის დემონია! ეს შენ ხარ ბოროტი.
-რატო გოგო რას ერჩი.
-რავიცი არც არაფერს დემონია და ვსო.
-ნინომ ჭირი მაგას, რომ არ მომიკითხა ამდენი ხნის განმავლობაშიო-გადმომცა ნინოს დანაბარები ძვირფასმა ბიძაშვილმა.
-იცის თქო უთხარი, დღეს გამოვათრევ მაგას გარეთ-გავიცინე და სახლი დავტოვე.
კიბეები სწრაფად ჩავირბინე და გრეთ გავედი, ტაქსი გავაჩერე და წავედი სამსახუში, გზაში კი ნინოს მივწერე.
„რას შვრები კობაიას სატრფოვ? „
„შენი სინსილა გაწყდა ერთ დღეს, რაარი გოგო ასე უნდა დაგავიწყოს სამსახურმა დაქალი? და კობაიას სატრფო იქნება თუ გნახე“
„ხოო, ვიცი რომ ჩემი მოკვლა გინდა, ხო და ისე გადარჩენა მიწერია ცხოვრება, ხარ და რა გიყო“
„დედა რავა სიცოცხლე მოგბეზრებია შენ? გოგო როდის უნდა მნახო ჰა?“
„დღეს გამოვალ შენთან“
„მეღირსაა“
„კაი რომ წამოვალ მოგწერ“
„კაი“
ტაქსისტს ფული მივაწოდე და ავტომობილოდან გადავედი, ჩემ ტანზე მოთავსებულ კაბას დავხედე მობეზრებულად, ამხელა გოგო ვარ და ეს კაბები არ მიყვარს, მომკალით და ვერ ვეგუები.
კაბინეტში შევედი, მოსაცმელი იქვე დავდე და ფანჯარაში გავიხედე, მაგიდაზე დაწყობილ ხელმოსაწერ საბუთებს დავსწვდი და უფროსის კაბინეტისაკენ წავედი.
კარებზე ფრთილად დავაკაკუნე.
-შემოდით!
-ბატონო გაბრიელ შეიძლება?
-შემოდი მარიამ.
-საბუთებზეა ხელი მოსაწერი.
-დამიტოვე და მოვაწერ.
-კარგით.
-მარიამ... როგორ ხარ?-უცებ მკითხა ღიმილით.
-კარგად-მეც გამეღიმა-თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მარიამ ხომ შევთანხმდით?
-ჩვენ სამსახურში ვართ, სადაც თქვენ ჩემი უფროსი ხართ, ხოლო მე თქვენი მდივანი, მეგობრები ჩვენ სამსახურის გარეთ ვართ-ავუხსენი სიტუაცია.
-კარგი, იყოს მასე!
ოთახში, დაკაკუნების გარეშე ორი აყლაყი შემოვიდა, იმ დღეს რომ ვნახე ზუსტად ისინი, იცინოდნენ, მე დამინახეს თუ არა, ორივე დასერიოზულდა და რაღაცნაერი ღიმილი გამოესახა ორივეს სახეზე.
-გამარჯობა-დავიჩურჩულე.
-გაგიმარჯოს, მე გიორგი ვარ-გამიღიმა ქერამ, როგორც გავიგე გიორიმ.
-გაიწიე ბიჭო-ხელი კრა შავგრემანმა ქერას და გააგდო-მე ანრი-გამიღიმა და ხელზე მაკოცა, მე კიდე როგორც ყოველთვის დავიბენი.
-მარიამი.
-ვიცით მაგი დედუნა ვიცით.
-თქვენ არ მოკეტავთ?!-გავიგე გაბრიელის დაძაბული ხმა.
-დედაშენთან ხმას როგორ უწევ ბიჭო!-ვითომ გაუწყრა ანრი.
-მე დაგტოვებთ.
-ნახვამდის-დამაწიეს პასუხი, მეც სწრაფად დავტოვე კაბინეტი და ჩემ საქმეებს შევუდექი.
საბუთებში ვიყავი ჩამვრალი ტელეფონის ხმა რომ გავიგე, ფურცლების მთა გადავწიე და აცეკვებულ ტელეფონს ვუპასიხე.
-ბატონო.
-მარუს მისმინე საქმე მაქ-კობა იყო.
-გისმენ რა ხდება?
-გოგო რა მაინტერესებს იცი? ნინის ადრე რო ყვავილები მოწონდა ისევ ისინი ხო მოწონს?-ამაზე კი სიცილი ამივარდა-რა გაცინებს გოგო, მითხარი რაა-ხმაში ხვეწნა გაურია.
-კი კი ისევ ისინი მოწონს.
-ანუ გვირილების დიიიდიიი ბუკეტი უნდა ვიყიდო.
-მომახსენე აბა რას აპირებ.
-მოგიყვება შენი დაქალი-გაიცინა.
-ხო კაი კაი, შენ ხომ ადამიანს არ გაახარებ.
-ჩემს ბედნიერებაზე დიდი გახარება რა გინდა გოგო-ისევ გაეცინა.
-ის რომ ამოღერღო რას აპირებ, კიარადა რას უპირებ.
-რასაც მამამისს დავპირდი!-უემოციოთ მიპასუხა და სწრაფად გამითიშა ტელეფონი.
-მოიცა და რას დაპირდა?-ვკითხე საკუთარ თავს-იპარავს!-წამოვიყვირე და გადავიხარხარე.

კოაბს ნაამბობი:

მიყვარს?! განა ამას მარტო სიყვარული ქვია?! არ ვიცი ამ გრძნობას რა დავარქვა, ისეთია სახელს რომ ვერ უძებნი, სულში რომ აღწევს, სუნთქვას რომ გიკრავს, ცხოვრებას რომ გიმოკლებს და გიხანგრძლივებს ერთდროულად, თვალები რომ გიბრწყინავს და დებილივით იყურები, აზრზე რომ ვერ მოდიხარ რა უნდა გააკეთო ან უბრალოდ რა უნდა უთხრა, ხვდები, რომ მისთვის ძმა, მეგობარი ან უბრალო ნაცნობი ვერ იქნები, გჭირდება მთლიანად, მისი უარყოფითი თუ დადებითი მხარეებით... უბრალოდ გჭირდება და მორჩა!
ამდენი ხანი გავიდა და უმისობას მაინც ვერ მივეჩიე... განა ვცადე მაინც მისგან შორს ყოფნა?! ვის ვატყუებ... არც მიცდია! იმის მცდელობა რაზეც შემდეგ ინანებ არც ღირს!
უკვე ყელაფერი მზად მქონდა გეგმის განსახორცერებლად, გვირილების თაიგული ერთი სიტყვით შევტენე ჯიპში, მეც დავიკავე ჩემთვის განკუთვნილი ადგილი და დავურეკე საბას.
-ბატონო.
-რა ქენი?-ვკითე ღიმილით.
-ბებო მზადაა-გადაიხარხარა.
-რა გეშველება-მეც გამეცინა.
-თევზმა თევზს უთხრა ფარფლიანი ხარო.
-ერთს მაგრად გცემ!-დავაიმედე ბიძაშვილი და გავუთიშე.
უკვე ნინის სადარბაზოსთან ვიყავი, ტელეფონი ამოვიღე, ავკრიფე მისი ნომერი, დავურეკე, თან მაღლა ავიხედე და მეოთე სართულის აივანს დავაკვირდი.
-ხო.
-რას შვრები?
-არაფერს, შენ?-გაეცინა.
-მე გელოდები!
-ვერ გავიგე?-დაიბნა და მივხვდი რომ ფეხზე წამოდგა.
-ჩამო ქვემოთ!
-კობა...
-ნინო ჩამოდი გელოდები!-ხმა გავიმკაცრე.
არადა ისეთი გახარებული ვიყავი გული ამოხტომას ლამობდა. მინდოდა მეცეკვა, მეყვირა ან რავიცი გამეკეთებინა სისულელეები, რომლის ნახვის მერეც გადარეულად შემრაცხავდნენ.
ნინო სადარბაზოდან გამოვიდა, გარეთ წვიმა იყო, ინგრეოდა დედამიწა, ეს კიდე თხელ სარაფანაში გამოწყობილი მოაბიჯებდა ღიმილით.
-რა იყო?-პირდაპირ მაჯახა.
-ისეთი არაფერი-მისი დანახვისას უაზროდ გამეღიმა-უბრალოდ საქმე მქონდა.
-ხოდა რა საქმე?
-გავიაროთ და გეტყვი!
მანქანა დავძარი და ადგილს მოვწყდი, ჯერ მაღაზიასთან გავაჩერე.
-აქ რა გვინდა?
-უნდა ვიყიდოთ ტანსაცმელი!
-ვისთვის?
-შენთვის!
-კი მაგრამ...
-ნინი ხომ შეგილია გაჩუმდე?!
-არა!
-არაჩვეულებრივი ანუ შეგიძლია-სწრაფად მოვკიდე ხელზე ხელი და შევიყვანე მაღაზიაში.
-გამარჯობა რით დაგეხმაროთ-მოგვიახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი, ნინიზე შეაჩერა მზერა და რასაც ქვია თავიდან ფეხებამდე შეისწავლა.
-ბიჭო!-მინდოდა წყნარად და არც თუ ისე ხმამაღმა მეთქვა, მაგრამ საპირისპირო გამოვიდა-თვალებს ადგილი მოუნახე და წესიერად!
-კობა...-ნინომ გამკრა მხარი ცოტა ჩუმათო, მე კიდევ ვეცადე თავი გამეკონტროლებინა.
-ამ გოგონასთვის შარვალი, ბათინკები და თბილი მაისური გვინდა!
-ახლავე.
-რა გჭირს შენ?-გამიწყრა ნინი.
-რა მჭირს კი არა წელში გამართული რომაა მადლობა თქვას!
-რა გეშველება-გაიცინა, ამაზე კი მე გამეღიმა.
-მე რა მეშველება კი არა რანაერად გაცვია რაარის ეს?!
-ჩვეულებრივად მაცვია!-არ დამითმო და გამომიცხადა დოინჯშემორტყმულმა.
-ჩვეულებრივი ქვია გოგო ამ მაგიდის გადასაფარებელს?!
-რა გინდა შენ უუფ.
-გაცივდები-ხმა ცოტათი დამიმშვიდდა.
-ან საერთოდ რატომ მომიყვანე აქ, რა შარვალი და მაისური გვინდა ვერახარ შენ?!
-გოგო ხმა! გვჭირდება თქო, ანუ გვჭირდება!
-არახარ შენ დაწყობილი!
-თქვა ამანაც ახალი!-გავიცინე და ახლად მოსულ ბიჭს გავხედე.
-არ მოვისინჯავ!-გამოაცხადა ნინიმ.
-შედი გასახდელში!
-არა!
-ნინი!
-კობა!
-გთხოვ-თავი გავისაწ...., მას ჩემს გამომეტყველებაზე გაეცინა, ბიჭს გამოართვა ტანსაცმელი და გასახდელში ბუზღუნით შევიდა.
ნინის ველოდებოდი, როცა ტელეფონმა დამირეკა.
-სად ხარ?
-მაღაზიაში.
-რა გინდა ბიჭო მაღაზიაში?
-ნინის ტანსაცმელი უნდა ვუყიდო-გავიცინე-თხელი სარაფანა აცვია ბიჭო ამ წვიმაში, გაიყინება.
-ექნება თალიკოს ტანსაცმელი-გაეცინა საბასაც.
-სანამ იქ ჩავალთ გამიცივდება.
-უ ცე გენაცალე კობუნა-ენა მოიჩლიქა და სიცილი დაიწყო.
-ბარამიძე შენ სისხლს დავლევ რომ გნახავ-დავაიმედე, მაგრამ მის ნამაიმუნარზე მეც გამეცინა.
-ეუფ, შენ ამ 1 კვირის განმავლობაში ღიმილი არ მოგშორდება სახიდან და მეც მაგ დროს გნახავ-შედგენილი გეგმა ჩამომიყალიბა-ნუ ერთი კვირა რაა ახლა, სულ ღიმილიანი ივლი აწი.
-კი ხარ საცემი, მაგრამ მაგაში მართალი ხარ შენ ვირო.
-ჯორი ჩუ რაა-გადაიხარხარა-მიდი მიხედე შენს ცხოვრებას-ესღა მომაძახა და გამითიშა.
-რა ეშველება ამას-გავიცინე და თავი დანანების ნიშნად გავაქნიე-კი არადა მე რა მეშველება.
-ბატონო სიუჟმურევ!-გავიგე ნინის ხმა, მეც მივბრუნდი და მის დაბღვერილი, მაგრამ მაინც საყვარელი სახის გამომეტყველებაზე გამეცინა.
-ძალიან გიხდება!
-რად მინდა ვიცოდე...-დაიწუწუნა.
-ვყიდულობთ!
-სალაროსთან გადაიხადეთ.
ფული გადავიხადე, ავტომობილში ჩავჯექით და დავადექით ნინისათვის უცნობ და ჩემთვის სიხარულის მომცველ გზას.
-კობა...-ხმაში შიში შეერია.
-ჰო.
-სად მივდივართ?!-მკითხა როცა ქალაქს გავშორდით.
-სადღაც!
-მაინც?!
-ნინი...!
-კობა სად მივდივართ?! ან ეს ყველაფერი რას ნიშნავს?!-ხმას აუწია.
-გოგო ხმა აკონტროლე!-არც მე დავაკელი.
-კობა სად მივდივართ თქო?!
-მოგიტაცე!
ასე ერთი წუთი უემოციოთ იჯდა.
-ღადაობ ხო? უეჭველი ღადაობ!
-შენ თავს ვფიცავარ თუ ვღადაობდე!
-გადაირიე ბიჭო შენ?!
-რომ გადავირიე იმიტომ მოგიტაცე გოგო-გავიცინე, ავტომობილი გზიდან გადავიყვანე და ძრავა გამოვრთე.
-აუ იტყუები ხო?-ხმა გაებზარა და დავინახე ტირილი როგორ დაიწყო.
აი ცოცხალი ადამიანი რომ გრძნობ ვკვდებიო, ისეთი დამემართა.
-ნინი... მისმინე...
-აუსრულე ხო მამაჩემს?!-სლუკუნით მკითხა და მისი ყავისფერი თვალებით შემომანათა.
-მამაშენის არ ვიცი და მე ოცნება ავისრულე!-გამოვაცხადე კმაყოფილმა, მისი სახე ხელებში მოვიქციე და ნაზად შევეხე ტუჩებზე.
ახლა რაღა მომკლავდა?! არც არაფერი! ახლა 100 ტყვია რომ დაგეყარათ ჩემთვის, მაინც ძლიერად ვიდგებოდი ფეხზე, არ დავეცემოდი და არ დავნებდებოდი! ვიცოდი ვისთვის უნდა მებრძოლა...!
ნელა მოვშორდი მის მადიან ბაგეებს და თვალებში ჩავხედე, ცრემლები ჩასდგომოდა, მაგრამ ხელებით საყელოზე იყო ჩაბღაუჭებული ჩემს მაისურს, რაზეც გამეღიმა, უცებ მომაცილა ხელები და გადავიდა, ავტომობილს აეყუდა და ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მეც გადმოვედი, ნაყიდ თაიგულს დავავლე ხელი და ნინის წინ დავდექი.
-მიყვარხარ!-მგონი ასეთი მკაცრი ხმა ცხოვრებაში არ მქონია.
-კობა...-ხმა გაებზარა.
-ნინი... შენ?!-თაიგული ავტომობილზე შემოვდე, მისი ხელი ჩემსაში მოვათავსე და დებილივით დავუწყე ყურება.
-მეშინია...-დაიჩურჩულა და მანაც გამომხედა.
-არაფრის! ჩემს გვერდით არასდროს არაფრის არ შეგეშინდეს!
-კი მაგრამ...
-მამაშენის რომ მეშინოდეს და მისი აზრით რომ ვაკეთებდე ყველაფერს, აქ არ მეყოლებოდი! ეს კარგად იცი!
ასე 2 წუთი უხმოდ იდგა, აი მერე კი ინება და გამაგონა ხმა.
-მიყვარხარ...-თავი დახარა და ისე დაიჩურჩულა.
-ჩემი ცხოვრება ხარ ტო!-დავიყვირე რაც კი ხმა მქონდა და მაგრად შემოვხვიე ხელები.
-მიხარიხარ...-ამაყად გამოაცხადა და მანაც იგივე გაიმეორა.
-ჩემი გოგო! ჩემი დიდი ოცნების პატარა გოგო!-შუბლზე ვაკოცე და ღიმილით დავხედე ზემოდან, ჯიბიდან ბეჭედი მოვიღე, მისი პატარა ხელი ჩემს ტორებში მოვაქციე და ნაზად წამოვაცვი თითზე-მიყვარხარ!-დებილივით ვიცინოდი და ვერაფრით ვერ ვიშორებდი სახიდან ღიმილს.
-რაიყო?-გამიცინა.
-ვაფშე არაფერი! პროსტა ვერ ვიჯერებ რომ ჩემი გქვია!
-დაიჯერე!-უცებ თვალი მოვკარი ავტომობილზე შემოსკუპებულ გვირილების თაიგულს.
-აუ ჩემი დამავიწყდა-თავზე ხელი ნერვიულად გადავისვი და გავიცინე.
თაიგულს დავსწვდი, მისკენ წავედი და ღიმილითვე გავუწოდე ეს უზარმაზარი ყვავილების ბუჩქი.
-რა ლამაზია-წამოიძაა გახარებულმა ლოყაზე მაკოცა და სცადა ხელში დაეკავებინა, მაგრამ ვერ ზიდა, რაზეც მე გამეცინა.
-მომეცი თორემ თალიკო მომკლავს, მძიმე რატომ ააწევინეო-გავიცინე და უკან გამოვართვი, ისევ ავტომობილში მოვათავსე, არა უფრო ჩავტენე, ჩვენც დავიკავეთ ჩვენი ადგილები და წავედით სოფლისაკენ.
-საიდან გახსოვდა?
-ყვავილები?-გავხედე და გავუცინე.
-ჰო...
-განა მარტო ეგ მახსოვს?-ალმაცერად გავხედე, მისი ხელი ჩემსაში მოვათავსე და მაგრად ვაკოცე-ჩემი ცოლი ტო!-ისევ ვერ დავიმორჩილე ხმა და დავიყვირე სიხარულისგან.
-აბა რა გახსოვს კიდევ?
-ნახავ დრო და დრო.
-კაი.
საათნახევარში უკვე თალიკოს მკლავებში ვიყავით მე და ნინო მოყოლილები.
-ვაიდე დედიკო რაფერ გამახარეთ თქვენ არ იცით!-სიხარულით გვკოცნიდა თალიკო ბებო, ხან მე ხან კიდე ნინის-უიმეე მამაშენს დეეფსო ბებია თვალები, რა უნახა ჩემს ბიჭს დასაწუნი ერთი ვიცოდე.
-გეყოფა ქალო გამოი ასე, მანახე მეც ბაღნები-ნუგზარაც გამოჩნდა ჰორიზონტზე, მეც სწრაფად მასთან გავჩნდი და მაგრად მოვეხვიე მონატრებულ ბაბუას-რაფერ ხარ ბიჭო?!
-შენი აზრით რაფერ ვიქნები?-მეც იგივე კილოთი ვუპასუხე.
-იიი შენ მაიმუნო შენა-გაეცინა-რაფერ და მაგრად უნდა იყო, ამფერი გოგო რომ გყავს გვერდით.
-ზუსტად მასე ვარ ნუგზარა!-ნინისაც მაგრად მოეხვია.
სახლში შევლაგდით, გაბოს, ანრის და გიორგის დავურეკე ჩამოდით თქო, საბამ ისეც იცოდა, ასე რომ დღეს ვქეიფობდით.
ზუსტად 7 საათისთვის საბა და მარი აქ იყვნენ, ბიჭები ნახევარი საათის მერე მოვიდნენ, მაგრამ გაბრიელი თან არ ახლდათ, როგორც ყოველთვის ეგ დებილი აგვიანებს.

მარის ნაამბობი:

როცა საბამ მითხრა კობამ ნინი მოიპარაო, რა დამემრთა არ ვიცი, გახარებულ გულზე კაბინეტი თავზე კინაღამ დავიმხე, სიხახარულისგან ხტუნვა დავიწყე, უცებ ტელეფონზე დამირეკეს, მეც სენსორს ხელი გავუსვი და ვუპასუხე უფროს ძამიკოს.
-ხო საბა.
-სად ხარ დაი?
-სამსახურში სად უნდა ვიყო?
-გამოგივლი და იცოდე.
-ვ ძერევნიუ იედემ?-ვკითხე სიცილით.
-ხო აბა რძალი უნდა გავიცნოთ-გადაიხარხარა.
-რა გეშველება.
-ხო კაი რო მოვალ დაგირეკავ და გამოდი.
-კაი.
საბას გავუთიშე და ძალიან კარგ ხასიათზე მყოფმა გავაგრძელე მუშაობა. მერე უფროსის კაბინეტისაკენ ავიღე გეზი, ხომ უნდა გამეფრთხილებინა რომ ადრე მივდიოდი.
კარებზე ფრთხილად დავაკაკუნე.
-ბატონო გაბრიელ.
-შემოდი მარიამ.
კაბინეტში ისევ ის ქერა და შავგვრემანი დამხვდნენ, უფროსსაც ეტყობოდა რომ კარგ ხასიათზე იყო.
-ბატონო გაბრიელ, მინდა გთოვოთ ასე 2-3 დღით გამანთავისუფლოთ, საპატიო მიზეზის გამო.
-დაქალი გაგითხოვდა?!-სიცილით მკითხა გიორგიმ.
-ხო-მეც გამეღიმა.
-აუფ ბიჭოს არ ეღირსა მაგის „ქმარს“ დაწყნარება?! ღამის სატირალი სონატები კალიბელნაიასავით მქონდა რაა-დაიწუწუნა ანრიმ.
-აუუუ არ გამახსენო!-აყვა გიორგიც.
-კარგი... შეგიძლია წახვიდე.
-მადლობა-გავუღიმე და კაბინეტი დავტოვე.
ოთახში შევედი თუ არა საბამაც დამირეკა.
-მოხვედი?
-ხო ჩამო ქვემოთ ვარ.
-კაი მოვდივარ.
სწრაფად დავავლე ხელი ჩანთას და პალტოს, სწრაფად ჩავირბინე კიბეები და დავტოვე შენობა.
-როგორ ხარ?-მკითხა უკვე ავტმობილში ჩამჯდარს.
-დავიღალე.
-სახლში გავიაროთ და მერე წავიდეთ.
-ხო, ეგ უნდა მეთქვა მეც-გავიცინე.
-იმას უთხარი სამსახურში რომ ვერ მიხვალ რამოდენიმე დღე?
-კი.
-კაი წავედით.
სახლში მისულებმა სწრაფად ჩავალაგეთ რაც გვჭირდებოდა და დავადექით სოფლის გზას.
მალევე ჩავაღწიეთ, ავტომობილიდან რასაც ქვია გადავფრინდი და გადავეხვიე რძალსა და ბიძაშვილს. გავიგე რომ კობას ყველანაერი პრობლემა მოუგვარებია ნინის ოჯახთან და თქვენ წარმოიდგინეთ სასაკლაო არ იქნებოდა, კი დამრჩა პირი ღია, მაგრამ ამ ვირს რას გაუგებ.
თალიკო ბებოს დავეხმარეთ სუფრის გაშლაში და ამ დროს ბიჭებიც მოვიდნენ, ესენი ხომ არ გაცლიან ადამიანს დაქალთან მარტო ყოფნას და ლაპარაკს.
შემოვარდნენ ის ქერა და შავგვრემანი და გადაეხვივნენ კობას და მის ტურფას.
-გამარჯობა-დაიჩურჩულა ნინიმ და კობას გვერდით დადგა.
-რა საყვარელია ტო!-წამოიყვირა გიორგიმ.
-ნუ შეაშინე შენ ვირო-გაიცინა ანრიმ და ძმაკაცს თავზე ხელი წამოარტყა-მე ანრი.
-ნინო...
-ზდაროვა რავა ხარ?-გაიცინა გიორგიმ და მაგრად გადამეხვია, გეგონება საუკუნეა მიცნობდა.
-კარგად ვარ თავად?
-ამ ვირმა ცოლი მოიყვანა და რაღა მამკლავს-გაიცინა.
-ნუ გადარიე ბიჭო ბავშვი-გაუწყრა კობა ძმაკაცს.
-შენ ბავშვს მიხედე-დაუცაცხანა გიორგიმ და გადაიხარხარა-ორივე გაგებით.
-დაგამტვრევ ძვლებში ართმელაძე!
-ღამისთის შემოინახე ძალები ცუნცულ-არ წყვეტდა ღლაბურცობას გიორგი.
ნინის კიდე ეტყობოდა შერცხვა, იმწამსვე აუხურდა ლოყები და სწრაფად აეფარა აწ უკვე ქმრის მხარს, კობამაც არ დააყოვნა და სწრაფადვე მოახდინა რეაგირება, მაგრად ჩაკიდა ხელი ცოლს და გულში ჩაიკრა. რა საყვარლები არიან.
-თქვენ მოკეტავთ თუ მოგაკეტინოთ?!-დაუღრინა ძმაკაცებს და ნინის თავზე აკოცა.
-ხტფუი, გართობასაც არ გაცლის რაა-აბუზღუნდა გიორგი.
-ის დარეხვილი სადაა?-იკითხა დივანზე წამოკოტრიალებულმა საბამ.
-გზაში ვარო და რავიცი-უპასუხა ანრიმ და ვაშლი ჩაკბიჩა.
-დოუცადოთ ხომ?-იკითხა ბაბუამ.
-ხო, მალე მოვა და მერე დავჯდეთ-უპასუხეს ბიჭებდა და საუბარი დაიწყეს.
მე კიდე ძლივს ვნახე დრო და წავათრიე აწ უკვე რძალი ოთახში.
-აბა, როგორ ხარ?-გავიცინე და აფორიქებულ დაქალს გავხედე.
-არ ვიცი...-გაიცინა.
-ეგ რანაერად გავიგო?
-რანაერად და ეს ბედნიერება, სიხარული, ახდენილი ოცნებები, აღგენილი იმედები სად შევპეჭო და სად დავატიო არ ვიცი-გაბრწყინებული სახით ჩამომირაკრაკა.
-მაგარია!-წამოვიძახე და მაგრად მოვეხვიე.
-უბედნიერესი ვარ!
-აუ ვენაცვალე ჩემს ბიძაშვილს რაა.
-გიჟია!
-ოოჰ თქვა ამანაც ახალი-გადავიხარხარე-წამო ჩავიდეთ თორე თალიკო იტყვის რძალი უსაქმურიაო.
-შემომაკვდები ბარამიძე!-ვითომ დამემუქრა.
-მკვლელიცააო იტყვის-გავიცინე და ოთახიდან გავვარდი.
ქვემოთ ჩასულს კი ყველანი შეკრებილები დაგვხვდნენ, ოოჰ უფროსიც აქ ყოფილა.
-სად ხართ გოგო ამდენ ხანს?!-გვკითხა საბამ.
-რა გინდა შენ?-გავიცინე და ვითომ მკაცრ ძამიკოს ლოყაზე ვაკოცე.
-გამარჯობა მარიამ!-უცებ გაბრიელის ხმა გავიგე, საბას მოვშორდი და გაბრიელს შევხედე.
-გამარჯობა.
-ნინი, შენ როგორ ხარ?-ისეთი თბილი ხმით კითხა მე კინაღამ დავდნი.
„ეს ღადაობს?! ჩემზე აცრილი თუ რა უბედურებაა?! ბოროტი, დემონი, არაადამიანი!“ დავცოფე გონებაში და ბებიკოსთან სამზარეულოში შევედი.
-რაში მოგეხმარო ბებო?
-ესენი გაიტანე ჩემო გოგო და დაალაგე ლამაზად მაგიდაზე-თბილად გამიღიმა და ლოყაზე მაკოცა.
-როგორ მომენარე რომ იცოდე!-მაგრად მოვეხვიე დ ყელში მობჯენილი ცრემლები უკან დავაბრუნე.
-ჩემი ანგელოზი გოგო.
-გავიტან ამათ თორემ დაუდგმელად შესანსლავენ ესენი-გავიცინე და მაგიდის გაშლას შევუდექი, ნინიმაც მალევე შეითავსა რძლობდა, ისე მოეწონა ბებიას ნინი, მეეჭვება ქალაქში გაატანოს კობას.
ბოროტი ასეთ ფორმაში ცოტა სხვანაერად მეჩვენებოდა, სპორტულებში გამოწყობილი დემონი სულაც არ გავდა ძველ დემონს, მაგრამ ისევ ისეთი გამოხედვა მარწმუნებდა რომ ჯანდაბას ტანსაცმელი ისევ ისეთი ვირიაო.
ხოდა ქართულ სუფრას როგორც შეეფერება სადღეგრძელო სადღეგრძელოზე მიდიოდა, დალოცვას დალოცვა მოყვებოდა და მეც ვისმენდი ყოველივე ამას, ისე ვიყავი დაღლილი საცივში მოვათავსებდი თავს და იქვე დავიძინებდი.
-სიყვარულს გაუმარჯოს-ფეხზე ადგა ანრი-სიყვარული დიდიაო ამბობენ, მე მგონია რომ ძალიან პატარაა, აი ამხელაა-ორი თითი მიიტანა მთვრალმა ერთმანეთთან, რომ ეჩვენებინა ამ სიყვარულის ზომა-ამ პატარა სიყვარულს კი გაფრთილება და გაზრდა უნდა იმ დიიიდში ცხოვრებას რომ გვიხალისებს, იმ სიყვარულში ასე მთვრალებს რომ დაგვაჯენს რიგში და გვათქმევინებს სიყავარულს გაუმარჯოსო, ხოდა აი ამ დებილს ასეთი გადარეული სიყვარულით რომ უყვარს ეს პატარა, ანგელოზი გოგო იმ სიყვარულს გაუმარჯოს!
-გაუმარჯოს!-შესძახეს სხვებმას.
-კაი ბიჭია ბაბუ ეს ვირიშვილი-მოეფერა ბაბუა ნინის-გოუფრთხილდით ერთმანეთს და ყველაფერი კარგად გექნებათ, გაგება და მხარშიდგომა რომ იქნება იქ ყველაფერი იქნება!
მთელი ამ დროის განმავლობაში ბოროტ უფროსს თვალი ერთხელაც არ მოუშორებია.
მილიონი სადღეგრძელო ითქვა ალბათ, საშინლად დაღლილმა გარეთ გასვლა გადავწყვიტე, მოაჯირს დავეყრდენი და ღრმად ჩავისუნთქე სოფლის ჰაერი.
-დაიღალე?-უცებ გავბრუნდი უკან, ხელში კი გაბრიელი შემრჩა.
-ხო...
-დღეს... შენ... ძალიან ლამაზი ხარ-გვერდით დადგა და მშიერი მზერით ამათვალიერა თავიდან ფეხებამდე.
-აჰ... ხო... მადლობა...
-არ გცივა?!-მკითხა მკაცრა და კაი მშობელივით დამხედა ზემოდან.
-არა!
-როგორ არ გცივა?!-მივხვდი, რომ უკვე კარგად იყო მთვრალი და ბოდიალობდა.
-აი ასე, არ მცივა-გამეცინა მისი სახის გამომეტყველებაზე.
-მე... დამცინი?-საჩვენებელი თითი მიიბჯინა გულ-მკერდზე და საწყალი სახე მიიღო.
-ნუ, მასეც შეიძლება ითქვას, უფრო მთვრალს დაგცინით-ისევ გავიცინე.
-მე... ვარ მთვრალი?
-ჰო.
-არ ვარ მე მთვრალი!
-ხო, არ ხართ-ამოვიოხრე და მივხვდი, რომ ამ დემონთან სიმთვრალეში საქმე უფრო რთულად იყო.
-არ გჯერ ხომ?-მკითხა დიდი ხნის სიჩუმის შემდეგ, ისე რომ არც შემოუხედია ჩემთვის.
-რისი?-გამიკვირდა.
-რომ... მეც შემიძლია ვიყო კარგი...
-თქვენ ისეც კარგი ადამიანი ხართ-მეც შეუხედავად ვუპასუხე.
-მატყუებ ხომ?!-მომიახლოვდა და ზემოდან დამაჩერდა.
-არა...
-გეშინია ჩემი!
-სულაც არა...
-კარგი, მაშინ გკითხავ... გეშინია ჩემი?!
-მოგატყუოთ?-გამეღიმა ჩემს პასუხზე.
-საკუთარ თავს არ მოატყუო მარიამ! აი ამას არ მოატყუო-თითი გულზე მიმადო-საკუთარ თავს არ მოატყუო! მე ისეც ვერ მომატყუებ!-„მგონი გამოფხიზლდა“ გავიფიქრე და ნერწყვი მძიმედ გადავაგორე.
-მთვრალიც კი თავდაჯერებული ხართ...
-ადამიანი არ იცვლება მარიამ სიმთვრალეში, უბრალოდ მას იმის კეთება შეუძლია, რისი გაკეთებაც არ შეუძლია ფხიზელს, ესაა და ეს.
-თქვენ მგონი სულ მთვრალი ხართ და მე ვერ ვამჩნევ-გამეცინა.
მისკენ მიმაბრუნა, ჩამოშლილი თმა გვერდით გადამიწია, მისი სპორტიული გაიხადა და მომახურა, ერთი გაიღიმა და ჩუმად დაიწყო.
-ცხოვრება სასმელია... ხო... აი ჩვენ კიდევ ლოთები ვართ... მაგრამ ამ მსმელსაც გააჩნია, ვიღაცას ვისკი უყვარს, ვიღაცას ღვინო, ვიღაცას ტეკილა, ვიღაცას არაყი, აი ვიღაც კი უბრალოდ ლუდს სვამს... ცხოვრებაც ასეა მარიამ... ისე ვცხოვრობთ როგორც ვსვამთ!
-................-უბრალოდ ვიდექი და ვუსმენდი დინჯად მოსაუბრე გაბრიელს.
მინდოდა დრო უსასრულოდ გაწელილიყო, მერე რა, რომ ცოტათი მეშინოდა მისი, ცოტათი?! ვაღიარებ, ძალიან მეშინოდა, თან მთვრალის ხომ... უბრალოდ ვხვდებოდი თუნდაც მისი სულელური საუბარი, როდენ ნამდვილი, მართალი და გრძნობით სავსე იყო, მიხაროდა რომ ნელ-ნელა ვაღწევდი მასში, იქნებოდა ეს მისი ეს კარგი თუ ცუდი მხარე, ამას აზრი აღარ ქონდა, მთავარი იყო გამერკვია ვინ იყო სინამდვილეში გაბრიელ ქირია...!
-ისეთი ლამაზი... საყვარელი... პატარა... და ამავდროულად ქალური ხარ...-ახლოს მოიწია, მე კიდევ სუნთქვა გამიჭირდა.
-მთვრალი ხართ...-დავიჩურჩულე დაბნეულმა.
-ვიცი...! მიხარია ახლა მთვრალი რომ ვარ...! მიხარია, რომ მთვრალი გიყურებ და ვხვდები რომ ჩემთან ხარ, რომ შემიძლია შეგეხო, დავინახო შენი ღიმილი, მიხარია რომ ახლა აქ ხარ!
-მაბნევთ...-გულწრფელად ვუთხარი და გადარეული გულის დამშვიდება ვცადე.
-აბა მე მკითხე...!-გამიღიმა და ჩვენს შორის მანძილი უფრო შეამცირა-ახლა... რომ ეს არ ვქნა მოვკვდები-ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მშიერი მზერით შემამკო.
-გაბ...
სიტყვის დასრულება არ მაცადა მხეცივით რომ დამაკვდა ბაგეებზე, გული თუ არ წამივიდოდა არ მეგონა, კანკალმა ამიტანა, აზრზე ვერ მოვსულიყავი რა ხდებოდა ჩემს თავს, ან საერთოდ რა ჯანდაბას აკეთებდა ბოროტი უფროსი, ახლა კიდევ სიცხეს და სიცივეს ერთდოულად ვგრძნობდი, უცებ მომშორდა, როგორც ყოველთვის ზემოდან დამხედა და ტუჩის კუთხეში ჩატეხა.
-იმაზე გემრიელი ხარ ვიდრე წარმომედგინა!-მითხრა ჩახლეჩილი ხმით და ტუჩემი შუბლზე მომაკრო.
-ეს... თქვენ... მე... რა...-დავიწყე ბლუყუნი, ისევ ვცდილობდი დაწყნარებას.
ადამიანს რომელიც ყველანაერად ცდილობს წყობიდან გამომიყვანოს და შემაშინოს, მოდის და ველურივით მკოცნის, მიდი და მიხვდი ახლა რა ხდება...!
-პირველი იყო...-ამაყად გამოაცხადა.
ხელი ვკარი და აცრემლებული თვალებით შევხედე.
-ვერ გიტანთ!-დავუყვირე და სალში შევედი.
ისე ავედი ოთახამდე არავის რომ არ დავენახე, ლოგინზე პირქვე დავემხე და უაზროდ დავიწყე ტირილი.
ნინიც იმწამსვე შემოვიდა ოთახში, მაგრად მოვეხვიე და ტირილი დავიწყე.
-მარი რა ხდება?!-მეც ყველაფერი მოვუყევი.
-დებილი! ვერ მიტანს... ვძულვარ... სულ მაშინებს , არ ვუყვარვარ მაგას! მთვრალია და... მაგიტომ მაკოცა... ერთობა ან თამაშობს რაღაცას ან ისევ ცდილობს რომ წყობიდან გამომიყვანოს!
-და რაიცი შენ? იქნებ მართლა უყვარხარ?-ღიმილით მკითხა ნინიმ.
არაფერი არ მიპასუხია, საწოლში შევწექი, დაღლილს კი მალევე ჩაეძინა.
საკითხავი ის იყო, რა იქნებოდა ხვალ, ზეგ და რა ჯანდაბა მოხდებოდა მერე...
დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა, მთელი ღამე ვტიროდი და აბა როგორ ვიქნები, თავი ძლივს წამოვწიე საწოლიდან, არ მინდოდა ქვემოთ ჩასვლა და დემონთან შეხვედრა, ვიცოდი რომ უბრალო „დილამშვიდობისათი“ არ დავიწებდი, მაგრამ არც ის მინდოდა ბავშვებთან ჩხუბი და ისტერიკები დამეწყო, ყველაზე მეტად ისევ საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი ამ საქციელს და თითქოს მაინც ვაბრალიდი მას. ფეხების თრევით ჩავედი პირველ სართულზე.
-დილამშვიდობისა-თბილად გამიღიმა ბებიკომ.
-დილამშვიდობის, არ ამდგარან?-გამიხარდა ვერავინ რომ ვერ დავინახე სახლში.
-გაბრიელი, გიორგი, ანრი და საბა ადგნენ, გარეთ არიან, ალბათ მალე მოვლენ.
-ოოჰ გვრიტებს ძინავთ-გავიცინე და ახალ გამომცხვარ ხაჭაპურს დავსწვდი.
-გათხოვდები შენც-მითხრა და თავზე ხელი გადამისვა.
-ვის ათხოვებ ბებო?-სიცილით შემოვიდა სახლში საბა.
-ვის და აგერ ამ თხას.
-არ ვათხოვებ მაგას-გაიცინა ანრიმ.
-ოოჰ, ლაც ლაპალაკობ-ააფახურა თვალები გიორგიმ, მას კი გაბრიელიც შემოჰყვა.
-ვის არ ათხოვებთ?-გაიცინა, მაგრამ დამინახა თუ არა დაწყნარდა და პირდაპი ჩემს წინ დაჯდა.
-აგერ ამას-ჩემზე ანიშნა ანრიმ.
-ჰო...-დაიჩურჩულა და ტუჩის კუთხეში ჩატეხა.
ვერ წარმოიდგენთ როგორ მინდოდა მივვარდნილიყავი და დამეთხარა თვალები, ასე უხამსად რომ სწავლობდნენ ჩემს სხეულს, თითქოს მე ვყოფილიყავი გუშინ მთვრალი და მე მომეპაროს მისთვის პირველი კოცნა, არაფერსაც რომ არ იმჩნევს ნაგავი ეგ, სუფთა დემონი.
-ისინი არ ამდგარან?-გაიცინა საბამ და თითი მაღლა აწია.
-უყურე ერთი ამას-დაუცაცხანა ბებომ-გაჩუმდი შენ და იჯექი მანდ.
-რა გინდა თალიკო?-ვითომ გაუკვირდა.
-შენ გოგო ვერ გინახია და ვისზე რას ამბობ ჰა?
-მასე შეუტიე ბებო მასე-დაიწყო გიორგიმ სიცილი.
-რა ჩემი ბრალია თალიკო ახლა თუ არ მომყვებიან ცოლად-ლოყაზე მაგრად აკოცა საბამ ბებოს.
-არახარ ბებია დაწყობილი და რას გამოგყვებიან.
-გენაცვალე თალიკო ბებო-გადაიარხარეს ბიჭებმა, გაბრიელი არც შეტოკებულა, მიყურებდა უამოციოთ და თითქოს ცდილობდა ჩემს სახეზე ამოეკითხა ემოციები, მე კიდევ როგორც საუკეთესო მსახიობს, ტკივილისა და იმედგაცრუების არაფერიც არ მეტყობოდა.
-რაზე იცინით?-სამზარეულოში კობა და ნინი შემოვიდნენ.
-ამ დებილზე ვიცინით-ანიშნა საბაზე გიომ.
-მეც გამაცინეთ-ისიც ჩამოჯდა.
-რაში მოგეხმაროთ?-საყვარლად კითხა ნინიმ ბებოს.
-არაფერში ბებია, მიდი დაჯექი და დაისვენე.
-არა მინდა მოგეხმაროთ.
-მაშინ...-აღარ მომისმენია რას ამბობდნენ, ავდექი და გარეთ გამოვედი, სუფთა ჰაერზე მინდოდა გასვლა თორემ გავიგუდებოდი.
საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, ეს ნაგავიც არაფერს არ იმჩნევს, მე კიდევ რა უნდა ვქნა არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო... ვხვდები რომ ცოტათი მაინც მივეჯაჭვე მას, მივეჩვიე, ვერც მის გარეშე ვძლებ უკვე და ვერც მასთან ერთად, ხომ ვამბობ არა ვარ მე დაწყობილი.
-ჯანდაბა...!-სოფლის ჰაერით ავივსე ფილტვები და დაწყნარება ვცადე.
-მარიამ!-უცებ გაბრიელის ხმა მომესმა.
ადგილზე მივეყინე, ვერ ვექანებოდი, არც სახლში შესვლა მომივიდა აზრად და საერთოდ არაფერზე ფიქრი არ შემეძლო,
-ბატონო-ვცადე გაბრაზება და ყელში მობჯენილი ბურთი ჯანდაბაში გამეგზავნა.
-მისმინე...! მინდა დაგელაპარაკო!
-არა!
-კი!-გამომიცხადა მკაცრად.
-არა თქო! არაფერი მაქვს თქვენთვის სათქმელი გაიგეთ?!
-მე მაქვს!
მითხრა მკაცრად და გვერდით დამიდგა, ჩემსკენ შემობრუნდა, მე კი ყურადღება არ მიმიქცევია პირდაპირ ვიყურებოდი, მაგრამ რას ვუყურებდი ვერც კი ვამჩნევდი.
-არ მაინტერესებს!
-აი მე კი მაინტერესებს!
-არც ეგ-უდარდელად ჩავილაპარაკე, მაგრამ მხოლოდ მე ვიცოდი რად მიჯდებოდა ეს სიმშვიდე.
მინდოდა გავცლოდი როგორც გაბრიელს ისე გარემოს, მაგრამ არ გამომივიდა, სწრაფად ჩამაფრინდა მკლავში და მისკენ მიმაბრუნა.
-უნდა ვილაპარაკოთ-მეთქი!
-მეც გარკვევით გითხარით რომ არ მინდა თქვენთან ლაპარაკი.
-მე მინდა, ასე რომ მოგიწევს მოსმენა!
-მე....
-შენი ხმა არ გავიგონო, აქვე გაგაფრთხობნებ სულს იცოდე! ხმა არ გავიგონო შენი!-ხმაში სიბრაზე შევატყვე.
კიდევ ვაპირებდი რაღაცის თქმას მაგრამ მის თვალებს რომ გავუსწორე მზერა მივხვდი რომ მართლა იყო ამის გამკეთებელი, ამიტომაც პირის მომუწვა და მოსმენა გადავწყვიტე.
-მისმინე... გუშინ... ის კოცნა...
-შეცდომა იყო და სიმთვრალის ბრალია-დავასრულე წინადადება.
-სულაც არა! არაფერ შუაშია აქ სიმთვრალე და დაიმახსოვრე, ვერ მაიძულებს სასმელი გავაკეთო ის რაც მე თავად ფხიზელს არ მინდა...!
„ამან ახლა წაიფილოსოფოსა?“ დასვა კითხვა ჩემმა ტვინმა და გაკვირვებისგან წარბები მაღლა ავზიდე, საშინლად ვიყავი დაბნეული და ვცდილობდი გამეანალიზებინა რა მითხრა ჩემმა ბოროტმა უფროსმა.
-ტყუილია...-დაბნეულმა და განადგურებულმა ამოვიჩხავლე.
-არა!-მკაცრად გამცა პასუხი.
-მაბნევთ...!
-აბა მე მკითხე-გაიცინა და თავზე ხელი გადაისვა-უბრალოდ არ მინდა, რომ ის კოცნა... შეცდომად ჩათვალო!
-დედააა უფროსო რა სრულად ახსენიით-ისევ ჩაირთო „მაიმუნი მე“
-დროთა განმავლობაში მიხვდები ყველაფერს და გეტყობა ისევ მაიმუნბის ხასიათზე ხარ, გაფრთხილებ ცუდად დაამთავრებ.
-მე მივდივარ-ჩემი ხელი მის ჯაჭვად ქცეულ ხელს გამოვგლიჯე და სახლში მშვიდად შევაბიჯე.
არ მინდოდა ამაზე საუბარი, ვხვდებოდი, რომ სისულელე იყო ის, რომ მას მე შევყვარებოდი, ან თუნდაც მოვწონებოდი, უბრალოდ აბსურდად მიმაჩნდა ყოველივე ეს, ალბათ ჩემში მხოლოდ გასართობს ხედავდა და მეტს არაფერს, ეს კიდევ უფრო მტკენდა გულს და მაცოფებდა, ვერ ვიტანდი ასე დამაჯერებლად რომ მატყუებდა...!


გაბრიელის ნაამბობი:

არ ვიცი რა მჭირს, აი მე თვითონ ვერ ამიხსნია ჩემი სულისა თუ ხორციელის მდგომარეობა, არც არაფერი, არც არვინ, არ მინდა მის გარდა... მე კიდევ... არ ვარ ამ სიყვარულის ახსნებს მიჩვეული და რა გავაკეთო, არ მინდა ისე მოვექცე როგორც სხვებს, ის ერთ-ერთი კიარა… ერთადერთია! ვხვდები რომ მისგან დადებით პასუხს ადვილად ვერ მივიღებ, ამას მისი ხასიათი მიმითითებს და ისიც რომ ჩემი არ სჯერა, ასე რომ ჩემო კარგო გაბრიელ მოემზადე დიდი ომის გავლა მოგიწევს ამ გოგოს გულის დაპყრობა თუ გინდა.
სახლისაკენ მიმავალს გავაყოლე თვალი და გამეღიმა, მეც უკან მივყევი.
-სად იყავი?-მკითხა შესვლისთანავე გიორგიმ.
-არსად.
-ბიჭო რას აპირებ?!-ანრიც ჩაგვერთო საუბარში.
-მეც არ ვიცი, იმენა დებილი ვარ!-მძიმედ ამოვისუნთქე ფილტვებში დაგუბებული ჰაერი და თავი დივნის საზურგეს მივაყრდენი.
-ეგ ისეც ვიცით-გაიცინა კობამ და გვერდით ჩამომიჯდა-და რატომ ვართო დებილიო?
-გუშინ ვაკოცე!-უემოციოთ ვთქვი და ბიჭებს თვალი მოვავლე, ნათლად დავინახე როგორ აელეწა სახე საბას, მაგრამ როგორ არ შეიმჩნია ყოველივე ეს, მე შენ გეტყვი აელეწებოდა, რომ არ მიმასიკვდილა იქვე არაფერს ვამბობ, შევნიშნე როგორ მომუშტა ხელები და სხვა მიმართულებით გაიხედა.
-გუშინ ბიჭო?!-გაკვირვებულმა გამომხედა გიორგიმ-მთვრალმა აკოცე ?!
-ჰო გუშინ...-მშვიდად ვუპასუე და წამი დამჭირდა გასაბრაზებლად-და იმის თქმა თუ გინდა რომ გალეშილმა დავადექი და მაგიტო ვაკოცე, ძალიან ცდები!
-კაი ხო რაიყო-გაეცინა ანრის-არავის არაფერი არ უგულისხმია, პროსტა ხო ხვდები რო...
-ვხვდები... და საბა-გავხედე ცოტათი დამშვიდებულ მომავალ ცოლის ძმას-არ მოვიქცევი ისე რომ მას გული ეტკინოს!
-იმედი მაქვს-მიპასუხა უკვე სრულიად დამშვიდებულმა და მსუბუქად გაიღიმა.
-დედააა ბავშვებო რა მჟავე სახეებით ზიხართ რაარი რაა-გადაიხარხარა გიორგიმ და ანრის მხარზე გაეხახეუნა.
-დებილი ხარ ბიჭო შენ?-თავზე ხელი წამოარტყა გააფთრებულმა ანრიმ ძმაკაცს.
-რაიყო ბიჭო კალთაში რომ ჩავმჯდარიყავი დაიწყებდი წივილ-კივილს ქალიშვილივით, ჰოდა მეც პროსტა მხარი გაგიხახუნე, ნუ მიგახვდინე, რომ მაინც მიყვარხარ თქო-განუმარტა სიტუაცია გიორგიმ, ამაზე კი ყველას გაგვეცინა.
-ფუ შენი პიდარასტი ************
-აუუ ბიჭო რა უნდა ახლა ამას გამაგებინეთ-ინტერესით გამოგვხედ გიორგიმ სამივეს-სიყვარულს ვუხსნი ამ ნაგავს და ნახეთ რაა.
-გაათრიეთ ეს ნივთი აქედან სანამ შემომაკვდა-გამოაცხადა ანრიმ.
-ვნებიანად გამათრიე მაშინ-გადაიხარხარა გიორგიმ, მას კიდევ ჩვენც ავყევით.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, ხმას არცერთი არ ვიღებდით, ყველა მის ფიქრებში იყო, მე უაზროდ ვუყურებდი ღია კრემისფერ კედელს და მარიამზე ვფიქრობდი, ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა ამეხსნა მისთვის რომ იმაზე მეტი იყო ჩემთვის ვიდრე წარმოედგინა.
-ბიჭოო-უცებ წამოიძახა ანრიმ, ყველამ მას გავხედეთ, უაზროდ იღიმოდა და აი „გველური“ სახით უყურებდა გიორგის.
-რაიყო ბიჭო?-კითხა კობამ.
-გიორგუნა-გაიცინა და თალებში ჩახედა.
-რაარი?-ახლა გიორგიმ კითხა, რამოდენიმე წამი ესე უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში, ბოლოს გიორგისაც წაეშალა სახე-აუ არაა.
-კიი გიორგუნა კიი.
-აუ არ ითვლება ეგ და ვსო-პატარა ბავშვივით დაიწყო გაპროტესტება.
-როგორ არა ითვლება-წამოიყვირა ანრიმ და ფეხზე წამოფრინდა.
-ბიჭო არა მეთქი, ეს ის ეგრეთწოდებული „სუსი-მუსები“ არაა და ვსო.
-აუ ნიზლავი-წამოვიყვირე მეც და ავხარხარდი.
-რა ნიზლავი-იკითხა საბამ და გაკვირვებულმა გამოგვხედა სამივეს.
ჩვენც ყველაფერი მოვუყევით და გავარკვიეთ საქმის ვითარებაში.
-არ არი მეთქი და ვსო! აუხსნა სიყვარული? დაანთო გულები? გაათენა ღამეები?-მიაყარა კითხვები გიორგიმ ანრის.
-არა მარა ხო აკოცა!-მაინც არ ცხრებოდა ანრი.
-ბიჭო არა თქო და ვსო!-გაეცინა ბოლოს გიორგის-რამე სხვანაერად ქენი რაა არ გადამრიო ახლა ამის სურვის რა აასრულებს კაცო.
-ნუ უსმენ შვილო მამაშენს-მომიბრუნდა ანრი და მზუნველად გადამისვა თავზე ხელი.
-დედა ეს რა დებილები არიან ღმერთო-დადო განაჩენი საბამ და გადაიხარხარა.
ამ დროს ნინოც გამოვიდა სამზარეულოდან და საჭმელად დაგვიძახა, გიორგის ვინ მიასწრებდა ახლა სამზარეულოში შესვლას, ხოდა გავარდა, პირველმა სარძლოს გაკეთებული უნდა დავაგემოვნოო, ანრი ისევ ილანძღებოდა „თუ იყოს ეს ნორმალურიო!“ ის აკრობა არ დავიწყებია ალბათ, კობა ცოლს აეკრო და ისე შეაბიჯა, მე კიდევ მარტოდ მივლასლასდი სამზარეულოში.
-მოდით ბებია ჭამეთ.
„არა რაა მაგარი ქალია თალიკო, ჯერ ასეთი თბილი და რაღაცნაერი, მერე მეორე რომ ვატყობ ხვდება ყველაფერს და ჩუმ-ჩუმად ხელსაც მიწყობს, მისებურად მაგრამ მიწყობს, ხოდა ასე რომ სადედამთილო თანახმაა, მთავარია გოგომ კი თქვას“ გავიფიქრე და ჩემივე ფიქრებზე გამეღიმა, მერე კიდევ ჩემივე თავს გავუბრაზდი „რა გოგო თანახმა იყოს გაბო რაა, სულ გამოსულელდი ამხელა კაცი“ შევუღრინე საკუთარ თავს „არ იქნება და მისი აჯობებს“ უცებ წამოიყვირა მეორე მემ, და მეც კმაყოფილს გამეღიმა.
-აუუუ მშია-ოთახში მარიამი შემოვიდა სიცილით, ბებიამისს აკოცა ლოყაზე და მაგიდას მოუჯდა, ისე რომ ჩემთვის არც კი გამოუხედავს, თითქოსდა გულში რაღაც ჩამწყდა „ეტყობა დაიწყე „თავი შორს უნდა დავიკავოს“ თამაში“ ასე რომ ტყუილად ირჯები ჩემო კარგო, მარტო შენ არ გეხერხება მაიმუნოდა და ნერვებზე თამაში.
-ჭამე მერე ბებია, ვინ დაგიშალა შვილო-თბილად გაუღიმა და თავზე ხელი გადაუსვა.
-მოდი აქ დაჯექი-დაუძახა ანრიმ და მის გვერდით ცარიელ ადილზე ანიშნა, ანუ ჩემს პირდაპირ, მანაც დაიკავა მისთვის განკუთვნილი ადგილი.
გავძეხით თუ არა ავიშალეთ და მისაღებში გადავედით, გოგოებმა თალიკო ბებია მეზობლეთან გააგზავნეს, ცოტა ხანი დაისვენე და საქმეებს ჩვენ მივხედავთო, ასე რომ საქმეებს თვითონ შეუდგნენ.
-რას აპირებ?-უცებ კობას ხმა გავიგე და ტელევიზორიდან მზერა მასზე გადავიტანე.
-რაზე მეკითხები?-წამით ვერ მოვედი აზრზე.
-რაზეც-გაეღიმა და თვალები გადაატრიალა.
-ცოტახანი იყოს ყველაფერი როგორც არის, არ მიდნა ვიჩქარო და ამით შევაშინო ხომ გესმის...-ამოვიოხრე და დივნის საზურგეს ავეყუდე-მაგრამ ეს სიჩუმეც არ მომწონს, ვხვდები რომ უარესია ეს „არაფრის კეთება“ მაგრამ, არ ვიცი რა გავაკეთო.
-ყველაფერი იქნება კლასნათ-გაიცინა გიორგიმ და მხარზე ხელი დამკრა-აი ნახე თუ არა!
-სუსი-მუსები არ დაგავიწყდეს ძმობას გაფიცებ-საწყლად გამომხედა ანრიმ.
-ერთ კვირაზე მეტი გავიდა, ასე რომ ილოცე ამას თავში რამემ დაარტყას-„გველი“ სახით გახედა გიორგიმ ძმაკაცს.
-შენ ჩუ ახლა-დაუცაცხანა და პატარა ბავშვივით ენა გამოუყო.
-ეს ოდესმე გაიზრდება?-გაიცინა კობამ.
-გჯერა შენ მაგის?-გამეცინა მეც.
კიდევ რაღაც თქვეს, მაგრამ მე აღარ გამიგონია, მარიამზე ვფიქრობდი, რა იქნებოდა მერე, ან საერთოდ ახლა რა ხდებოდა ჩვენს თავს, ჩვენს რაა ჩემს თავს უფრო, მიჭირდა ვყოფილიყავი მასთან სხვანაერი, მინდოდა შემჩვეოდა ისეთს როგორიც ვიყავი და არა ისეთი როგორიც მას უნდოდა.
ეს სიშორეც მანადგურებდა და ვხვდებოდ რომ დიდხანს ვერ გავძლებდი, რომ ცოტაც და მივვარდებოდი ჩავიკრავდი გულში, არც კი მივაქცევდი მის წუწუნსა და ყვირილს ყურადღებას, არასდროს არ გავუშვებდი, მივისაკუთრებდი და ეს იქნებოდა დასასრული, დასასრული რომელიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩემი წიგნის ბოლოს.
-შენ ბიჭო ბოიკოტს აცხადებ თუ რა ხდება?-უცებ გავიგე კობას ხმა და მანაც გახედა ბიძაშვილს.
-საიდან დაასკვენი?-გაეცინა საბას.
-აბა რაარი ბიჭო ხმას არ იღებ და ხარ გაბუტული გოგოსავით.
-არაფერი თქო-გაიცინა და თავზე ხელი წამოარტყა აბუზღუნებულ ძმაკაცს.
-ხომ იცი რომ არ ვაწყენინებ... არაფერს გავაკეთებ ისეთს, რომ გული ეტკინოს...-მუხლებს დავეყრდენი და გავხედე საბას, მივხვდი რაზეც ნერვიულობდა, ამიტომაც გადავწყვიტე მე დამეწყო საუბარი.
-ვიცი...-გაეღიმა, მაგრამ შესამჩნევი იყო, რომ ეს ნერვიული ღიმილი იყო და არა ისე უბრალო ჩაღიმება.
-გპირდები!-ჩემმა სიმკაცრემ მეც კი გამაკვირვა.
-მჯერა-ამოისუნთქა და მივხვდი რომ ხასიათიც გამოუკეთდა.
-ჰოდა ვსო!-გაიცინა კობამ-დღეს ვილეშებით ბოლომდე-წამოაყენა ახალი იდეა.
-სულ როგორ უნდა სვამდეთ რაა-წაიბუზღუნასავით ნინომ და აწ უკვე ქმარს მიუჯდა გვერდით.
-მაიცა რძალო ახლა-გაიცინა ანრიმ-მიდი დატრიალდით გოგოებმა და გაშალეთ სუფრა.
-მიდი-გაუღიმა კობამ ცოლს და ისიც ფეხზე წამოდგა.
-მარი სადაა?-კითხა საბამ.
-სამზარეულოშია-მოკლედ უპასუხა და ისიც მიიმალა.

მარიამის ნაამბობი:

ყველაზე რთული იმის აღიარება ყოფილა რომ ის შეგიყვარდა ვინც არ უნდა შეგყვარებდა, როცა ხვდები რომ ტკივილი უკვე სხეულში ვეღარ ეტევა, კლავს სულს და ბოლოს ცრემლებად იქცევა... ეს განადგურებს და გიკლავს იმედებს.
სამზარეულოს მაგიდას დავეყრდენი, ხელები მოვმუშტე და ცრელებს გასაქანი მივეცი, ამდენი ტკივილის გადატანა აღარ შემეძლო, ხომ არის ისეთი მომენტი როცა უნდა მისცე საკუთარ თავს უფლება იყოს სუსტი, რომ იტიროს, იყვიროს, დაამტვრიოს ირგვლივ ყველაფერი, რომ დაიცალოს ემოციისაგან, ჰოდა ახლა მეც ვაძლევდი საკუთარ თავს ამის უფლებას.
ვხვდებოდი, რომ უაზროდ მიყვარდებოდა გაბრიელი და ამის გამო ვუბრაზდებოდი საკუთარ თავს, ვერ ამეხსნა მისი ასე შეყვარების მიზეზი, მაშინ როცა ყველანაირად ვცდილობდი მის გაბრაზებას, ნერვებზე თამაშს და წყობიდან გამოყვანას, წაგებული მისევ მე დავრჩი, ერთი სიტყვით ჩემივე მახეში გავები, სიბრაზისგან მალე გავსკდებოდი და ამ გრძნობის გამო საკუთარ თავს ვუჯავრდებოდი.
უცებ მხარზე ხელის შეხება ვიგრძენი, მივხვდი რომ ნინო იყო, წამშივე მოვხვიე ხელები და ტირილს ვუმატე.
-მარუს...-ესღა მითხრა და მანაც მომხვია ხელები.
-მტკივა... უაზროდ მტკივა...-ამოვიჩურჩულე ხმაწართმეულმა.
-გიყვარს!-გამოაცხადა ის ფაქტი რაზეც უკვე ათასჯერ გავუბრაზდი საკუთარ თავს.
-და აზრი?!-იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ავხედე ფეხზე დამდგარ დაქალს.
-რა აზრი გოგო გადაირიე? მაგარია რო გიყვარს, იმას მაინც უნდა ამჩნევდეს შენი ჩერჩეტი ტვინი რომ ეგ ბიჭილ რაღაცნაირად გიყურებს-ღიმიიანმა შემომანათა იმედიანი თვალები.
-ჰო... მართალი ხარ... სიძულვილს და ბრაზს გრძნობს როცა მხედავს, სულაც არ ვეხატები გულზე და სიმართლე რომ ვთქვათ, ვძულვარ იმ დემონს...-განადგურებული ვიყავი.
-ადი დაისვენე და მე გავშლი მაგიდას.
-და რა ხდება რო?
-ბიჭებმა დავლიოთ უნდაო და...
-არა მოგეხმარები მე.
-ადი და დაისვენე თქო-გაამკაცრა ხმა და დამტუქსველად გამომხედა-თანაც, ცოტას წავირძლებ-გაიცინა და ლოყაზე მაკოცა.
-ხო კაი-მეც მის ნებას დავყევი და საძინებელში შევედი, ისე რომ მათ ვერ დავენახე.
გადავივლე, საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევძვერი, მალევე ჩამეინა.
დანარჩენმა ერთმა კვირამ ჩვეულებრივად ჩაიარა, იმას თუ არ ჩავთვლით რომ ყოველ დღე მე და დემონი ერთმანეთს ვკბენდით დ სულ გვქონდა საკამათო თემა.
ბათუმში ჩასულებს კი კობამ გამოგვიცხადა რომ სახლი იყიდა აქვე ახლოს და კვირის ბოლოს გადავალთო, საბას სახე რომ გენახათ, მიხვდებოდით რომ ამის გამო ბიძაშვილის მოკვლა შეეძლო, მაგრამ მაინც გააჩუმა ენა და სიხარუით გადაეხვია „ცოლიან“ ბიძაშვილს.
ხვალ სამსაურში წასასვლელი ვიყავი, რაც აც თუ ისე მახარებდა, ბატონმა დემონმა გამომიცხადა ორშაბათს აღარ მოხვიდე დაისვენე და სამშაბათს მოდიო, მეც გამიხარდა, მაგრამ არაფერი არ შემიმჩნევია და კარგით თქო ვუთხარი. იმ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ უფროსმა ბარამიძეებმა ჭიდაობა გამართეს შუა მისაღებში, არა მე უნდა მქონდეს ტელევიზორის პულტი არა მეო, სულელები!
დილით ადრე გავიღვიძე, აბაზანაში შევედი, გამოსულმა კარაგაში რასაც ქვია შევძვერი და ძლივს ვიპოვე შესაფერისი ტანსაცმელი.
-წავედი მე-გარეთ გამოვედი თუ არა დავიახე, იქნება ვინმემ მაინც გაიგოს თქო.
-მოიცა მე გაგიყვან-სიტყვა დამაწია კობამ და კოსტუმი მოიცვა.
-საით შენ?-გავიცინე და შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ბიძაშვილი შევათვალიერე.
-სამსახურში გოგო სად უნდა მივდიოდე.
-და ნინო?
-ეგ მერე მოვა.
-რითი დაიმსახურა?
-ჩემი ცოლი რომაა იმით-გამიცინა და პირველი მე გამატარა, მერე კი თვითონაც გამოვიდა.
მალევე მივედით, მეც საღამომდე თქო გავძახე და შენობაში შევედი, თაკოს მივესალმე და ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი, ჩემი დაჯდომა და გაბრიელის შემოსვლა ერთი იყო, რაღაცნაირად გამომხედა და თითით მანიშნა „ჩემთან შემოდი“-ო, მეც აფორიაქებული გული დავაწყნარე და ისე მივადექი, უზარმაზარ კარებს, ფრთილად დავაკაკუნე და პასუხს დაველოდე.
-შემოდი-დადებითი პასუხის გაგონების მერე შევედი კაბინეტში.
-გამარჯობა ბატონო გაბრიელ, მეძახდით...
-ხო საქმე მაქვს შენთან-არ მაცადა წინადადების დასრულება-დღეს შევედრაზე მივდივართ.
-„თ“?-გაკვირვებულმა ავწიე ცალი წარბი.
-ზუსტად, შენ ხომ ჩემი მდივანი ხარ, ხოდა მოდიხარ ჩემთან ერთად.
-სავალდებულოა?-საწყლად ამოვილაპარაკე და იმედი მქონდა რომ „არას“ მივიღებდი პასუხად.
-კი!-მკაცრად მიპასუხა-რვაზე იქ უნდ ვიყოთ.
-კარიგთ-ესღა ვუთხარი და კაბინეტი დავტოვე.
ოთახში შესულმა საბუთების მოწესრიგება დავიწყე, საქმეები მოვილე და როგორც იქნა იმის დროც ვნახე რომ საათზე დამეხედა, რვის ნახევარი იყო, ამ დროს გამოვიდა კაბინეტიდან ბოროტი უფროსიც.
-მარიამ მზად ხარ?-მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და უკან გავყევი.
გზაში ხმა არცერთს არ ამოგვიღია, მე დაღლილობისგან არ მქონდა საუბრის და ე.წ. „მაიმუნობის“ თავი, მას კიდევ... მისას ვერასდროს ვერ გაიგებდი კაცი, ამიტომ ამაზე არც მიფიქრია.
როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას, მანქნიდან გადმოვედი და გაბრიელს ამოვუდექი გვერდით. მივუახლოვდით მრგვალ მაგიდას სადაც ორი მაღალი მამაკაცი დაგვხვდა, დიდი ხანი არ იქნებოდა გასული რაც „საინტერესო თემების“ განხილვაში იყვნენ ჩართული, როცა ერთ-ერთი მამაკაცის მზერა ჩემზე შეჩერდა.
-გაბრიელ, არ გაგვაცნობ ამ ლამაზ ქალბატონს?-ქერამ გაბრიელს გახედა, მაგრამ წამის მერე ისევ მე მომიბრუნდა.
-ეს... მარიამია ჩემი მდივანი-ნერვიულად გაიცინა გაბრელმა და გამომხედა.
-მარიამი, ულამაზესი მარიამი-მისი აზრით „კომპლიმენტი მესროლა“ ქერამ, მე კიდევ უბრალოდ გავუღიმე-გაგიმართლათ ბატონო გაბრიელ ასეთი მდივანი რომ გყავთ!-ბოროტ უფროსს უბრალოდ გაეღიმა და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
როგორც იქნა მორჩნენ ყველაფერს და ჩვენაც სახლის გზას დავადექით.
-ნახვამდის ბატონო გაბრიელ-ვუთხარი სანამ მანქნიდან გადმოვიდოდი.
-ხვალამდე მარიამ.
სახლში შევღოღდი, კიდე კაი ნინოს მაგიდა გაეშალა და მეც გემრიელად მივირთვი შემწვარი კარტოფილი და ცეზარი, ალაგებაში მივეხმარე და დასაინებლად წავედი.
დილით რატომღაც კარგ ხასიათზე გამეღვიძა, რაც არ მახასიათებდა ხოლმე, ამის გაფიქრების გამო საკუთარ თავზე გამეცინა, გადავივლე და ისევ კარადასთან დავდექი, მთლინი, შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, ფეხსაცმელში ჩავყავი ფეხები, თმები მაღალა ავიწიე და მზად ვიყავი, დღესაც კობამ მიმიყვანა სამსახურში, მაგრამ დღეს ნინოსთან ერთად.
უკვე კაბინეტთან ვიყავი, გვერდით გავიხედე როცა ვიღაცას შევასკდი და რასაც ქვია ამ ვიღაცაზე წამოვწექი, შიშისგან თვალები დავხუჭე, ან სირცხვიისგან, ვერც ეგ ვერ გამეგო.
-გაახილე თვალები-გავიგე ბოროტი უფროსის ხმა და უფრო ძლიერად დავაწებე ქუთუთოები ერთმანეთს.
-არა-დავიჩურჩულე, ამას კი მისი გაცინება მოყვა, ჩემთან ერთად წამოდგა ფეხზე.
-ახლა მაინც გაახილე თვალები-თვალები გავახილე თუ არა მისი ღიმილიანი სახე შემრჩა.
-ბოდიში...
-არაუშავს, უბრალოდ ეცადე წინ გაიხედო-ისევ გაიცინა და გზა გააგრძელა.
-ბოროტი ეგ!-ვითომ მივალანძღე და ჩემს ოთახში შევფრატუნდი.
სამუშაო ბევრი არ მქონდა იმ დღეს და ამიტომაც ადრე ვაპირებდი წასვლას სახლში, დაძინებას, დასვენებას, მაგრამ როგორც ყოველთვის დათქმულებივით იმ დროს მოიფიქრებდნენ რამეს, ძვირფასმა ძამიკომ დამირეკა და მითხრა რომ დღეს ბარში მივდივართ და იცოდეო, არას თქმა ვერ მოვასწარი ისე გამითიშა, წუთის მერე კი ესემესი გამომიგზავნა „გაბრიელს გამოყევი, იცის მან და არ გამოიქცე ახლა მარტო არ გიკბენს ეგ კაცი“ ერთი მივალანძღე გულში საბა და ჩანთას ხელი დავავლე, გარეთ გავედი და წასვლა დავაპირე როც გაბრიელის ხმა გავიგე.
-მარიამ-„ჯანდაბა“ გავიფიქრე და მისკეენ მივბრუნდი.
-გისმენთ ბატონო გაბრიელ.
-დამელოდე მეც მოვდივარ.
-კი მაგრამ...
-მეც ბარში მოვდივარ, გაგაფრთხილებდა ალბათ საბა-ირონიულად გამიღიმა და გვერდით ამომიდგა-აბა, წავედით.
ერთი ამოვიფრუტუნე და წინ მიმავალს დავედევნე. კლუბში მალევე მივედით, შესვლისთანავე მომხვდა სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნი, რის გამოც სახედამანჭული მივედი ბავშვებამდე.
-ოჰ ეღირსათ-გაიცინა გიორგიმ.
-როგორ ხართ?-ვკითხე ბავშვებს.
-რავიცი აი მეე-წამოიყვირა გიორიმ-ჰო მე, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ.
-რამე ხდება?-გაკვირვებულმა კითხა ნინომ.
-მერე გეტყვი რძალო-თვალი ჩაუკრა დ ოყაზე აკოცა.
-ჯერ 9 დღეა წინ-წამოიძახა ანრიმ.
-ჰოდა ის 22 დღე როგორც გავიდა ისევე გაივლის ეს ცხრაც-დარწმუნებულმა გამოაცხადა და სასმელით სავსე ჭიქა მოიყუდა.
-დებილი ხარ შენ-დადო განაჩენი კობამ.
-რომ ამისრულებს იმ ერთ სურვილს მერე ნახე დებილი ვინც იქნება-ჯიბრიანად უპასუხა.
-გეყოფათ ახლა-გაუწყრა ძმაკაცებს დემონი.
-ჰორა-აყვა საბაც-თქვენი წუწუნის მოსასმენათ არ ვართ აქ.
-ჰოდა ვქეიფობთ-დააყვავა კობამ.
-რას ქეიფობთ ყველა მეორე დღეს გამაგებინა ერთი-ბუზღუნით გახედა ნინომ ქმარს.
-დალევას მიზეზი არ უნდა რძალო-კობას დაასწრო ანრიმ და მსუბუქად მოქაჩა თმაზე.
-ხელები ბაჯელიძე!-მაინც გაუბრაზდასავით კობა ძმაკაცს.
-ოოფ ერთი მაიცა კაცო, ესე ვეფერები და ესე გამოვხატავ მე სიყვარულს-გაიცინა და თავის გასასამართლებელი საბუთი წამოაყენა მისი აზრით.
-ხოდა რო მოგდებ ახლა ყბაში დაგიმტკიცებ როგორ მიყვარარ, იგრძნობ კიდევაც-გაიცინა და ნინოს თავზე აკოცა.
-ხტფუი შენ რა უჟმური გახდი ტო! ადრე ხო მჟავე კიტრი იყავი-ცალი წარბი მაღა აწია ანრიმ და თითი ჰაერში ააფრიალა-ახლა კიდე ორმაგად მჟავე კიტრი ხარ-ახარხარდა და გიორის მხარზე მიადო თავი-ხომ მართალი ვარ ცხოვრება.
-ფუ შენი პიდარასტი **********
-ყვავმა ყვავს უთხრა შე შავოო-გაიცინა საბამ.
-უკაცრავად...-უცებ გავიგე უცნობი ხმა, რომელის პატრონი ჩემს ზურგს უკან იყო, მეც გაკვირვებული მივბრუნდი და მივაჩერდი უნობს-შეიძლება?-ხელი გამომიწოდა და თბილად გამიღიმა, დაბნეულმა გავხედე საბას და როცა მის სახეზე დადებითი პასუხი ამოვიკითე ჩემი ხელი შევაგებე მისას.
ხელები მხრებზე მოვათავსე, მან კიდევ წელზე მაგრად მომხვია ხელი, ზუსტად ამდროს ანიშნა ხელით რაღაც თეთრ პერანგში და შავ შარვალში გამოწყოლი ბიჭს რაღაც და ნელი მელოდიაც გაისმა. არა ისე უნდა ვაღიარო, რომ ძალიანაც სიმპატიური იყო და დასაწუნს ვერაფერს უნახავდი, ყავისფერი თვალები, სწორი ცხვირი, დიდი ტუჩები, მოშვებული წვერი (სასაცილოა და უაზროდ მომწონდა მამაკაცზე მოვლილი წვერი) მუქი ლურჯი პერანგი, ჯინსის შარვალი და მაგარი საათი, მისი თვალიერებით ვიყავი გართული როცა გაბრიელის თალებს წავაწყდი, ისეთი თვალებით მიყუებდა მეგონა მიმახრჩობდა, მიმასიკვდიებდა და დამასამარებდა ამ ბიჭთან ცეკვის გამო, არ ვიცი რატომ მაგრამ ბოროტულად გამეღიმა მის ამ მდგომარეობაზე.
-თორნიკე-გავიგე უცნობის ხმა.
-მარიამი, მარი.
-ლამაზი სახელია მარიამი, პატრონივით ლამაზი-თბილად გამიღიმა, არა ამ ბიჭს რაღაც სასწაული ღიმილი აქვს-ამ ბარში აქამდე არ მინახიხარ.
-იმიტომ რომ პირველად ვარ.
-იმედია შენი აქ მოსვლა ბოლო არაა-ისევ გამიღიმა.
-იმედია...
მისი ხელები სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ, ამიტომაც ვცადე მისგან თავი როგორმე დამეხსნა, თან ისე რომ აქ ერთი ამბავი არ ატეხილიყო.
-უნდა დავბრუნდე...
-ჯერ არა!
-თორნიკე უნდა დავბრუნდე-ვცადე როგორმე მომეშორებინა მისი მარწუხებად ქცეული ხელები.
-არა თქო!-უკვე ყვირილზე გადავიდა, რამაც ძალიან გამაღიზიანა და აი ზუსტად მაგ დროს გაქრა მისი ლამაზი ღიმილიც-არსადაც არ წახვალ!
კიდევ ერთხელ ვცადე მისი მოშოება მაგრამ უშედეგოდ, აი სიმღერის დასრუების მერე კი მისით შემიშვა ხელები.
-აი ახლა კიდევ შეგიძლია დაუბრუდე მეგობრებს-ირონიულად გაიღიმა და ხელზე მაკოცა.
ნერვებმოშლილი და გაბრაზებული დვჯექი ჩემს ადგილას, წვენი მოვსვი და ბავშვებს თვალი მოვავლე, გამიკვირდა როცა გაბრიელს ვერ მოვკარი თვალი, მაგრამ მაინც არ შევიმჩნიე.
-რა კაი ბიჭი იყო-გაიცინა ნინომ და წამისწინდელ პარტნიორზე მიმანიშნა.
-ჰო აბა-მობეზრებულმა გავიქნიე თავი.
-კაი ბიჭი იქნება ახლა თუ იცემა ვიღაც-საყვარლად დატუქსა კობამ ცოლი.
-ო რა იყო ახლა-გაიცინა ნინომ და ქმარს ლოყაზე აკოცა.
ანრის წერილი მიწერა ვიღაცამ, წაიკითხა თუ არა სახე შეეცვალა, მაგრამ იმწამსვე დააწყო, ჯერ გიორგის გახედა, მერე საბას და ბოლოს კობას.
-წავედით-გამოაცხადა საბამ და მანიშნა ადექიო.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ მივდივართ!-ეტყობოდა რომ რაღაცას რ ამბობდნენ ბოლომდე მაგრამ მივხვდი რომ ახლა კითვების დასმის დრო არ იყო.
-რო მიხვალთ დამირეკეთ-თქვა გიოგიმ და ანრისთან ერთად ბარში შებრუნდა.
მე და საბა ერთად წავედით სახლში, ნინო და კობა კი ცალკე, ხო ისინი უკვე გადაბარგდნენ თავიანთ სახლში, სოფლიდან ჩამოსვლის მეოთხე დღეს ზუსტად, ეტყობა ამ ჩემს ბიძაშვილს გათვლილი ჰქონდა ყველაფერი.
-საბა...
-ჰო მარუს-გმიღიმა და გამომხედა.
-რა ხდება?
-არაფერი-სწრაფად მიპასუხა და გზას გახედა.
-კი მაგრამ...
-არაფერი თქო-მივხვდი რომ ეს არაფრის მთქმელი არ იყო, ამიტომ ნინოს მივწერე, იმანაც კობა ხმას არ იღებსო, ამიტომ ვიფიქრე რომ რამე სულ ხომ ვერ დამალავენ და გავიგებ მაინც რა მოხდა თქო.
ჩემდა გასაკვირად კობას მანქანა მისი სახლის მაგივრად ჩვენს სადარბაზოსთან იდგა.
-დღეს აქ ვრჩებითო-კითხვის დასვამდე მიპასუხა ნინიმ.
ამ დროს კი ბიძაშვილებმა რაღაც ანიშნეს ერთმანეთს თვალებით და უმოდ წავიდნენ წინ, ჩვენც მათ გავყევით.
ნინი ძალიან დაღლილი იყო, ეს ბოლო დროა ხშირად იღლება, კი მაქ ეჭვი რომ ცოტახანში ასე 9 თვეში პატარა ბარამიძე ირბენს აქ და მამიდა-ბიძიას ძახილით აგვიკლებს, მაგრამ არაფერს არ ამბობს თვითონ და ვაცადოთ ერთი. მე ვერაფრით ვერ დავიძინე, მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო, უფროსწორად გაბრიელის თამადობით ვერ იყო რაღაც რიგზე.
საწოლში რომ ვეღარ გავძელი, წყალი მომინდა და ოთაიდან გასვლას ვაპირებდი ხმა რომ მომესმა, კიბესთან დავდექი რომ უკეთ გამეგო რაზე საუბრობდნენ,
„-ხომ იცი რანაერიცაა-ეუბნებოდა კობა ბიძაშვილს.
-თავს არ აუტეხოს რაღაც.
-არ შეარჩენს თონიკეს ამდენს.
-ვის შეარჩინ რო...-დანანებით ჩაიალაპარაკა საბამ“
რა დამემართ არ ვიცი, როცა გავიაზრე რომ ჩემს გამო გაბრიელს რაიმე შეიძლებოდა შემთხვეოდა გული კინაღამ გამისკდა, არც წყალი და არ ძილი აღარ გამხსენებია, ოთახში შევედი, ფანჯარასთან დავდექი და ტირილი დავიწყე, ვერაფრით ვერ ვჩერდებოდი, ვხვდებოდი, რომ მე ვიყვი დამნაშავე და ჩემს გამო იყო ეს ამბავი.
-მე რომ არ გავყოლოდი...-ამოვისლუკუნე და ხელისგულით ცრემლი მოვიწმინდე-სულელი ვარ რაა, მართალია დემონი უტვინო ბავშვი ვარ-საკუთარი თავის ლანძღვა დავიწყე-ოღონდ კარგად იყავი და საღ-სალამათი დაბრუნდი სულ აღარ გაგაბრაზებ რაა...-ხვეწნა დავიწყე, გეგონება აქ იდგა და ჩემი ესმოდა.
ზუსტად საათნაევარი იყო გასული კარების გაღების ხმა რომ გავიგე, სრაფად გავვარდი გარეთ და როცა სასურველ სხეულს ვკიდე თვალი, გაუაზრებლად მისკენ დავიძარი, რასაც ქვია შევახტი მგონი სიხარულით რომ არაფერი სჭირდა და ცოცხალი მობრუნდა სახლში (ისე რას გლოვობდი გოგო კი არ კლავდნენ) წამით ესეც გავიფიქრე და ამის გამო გავუბრაზდი საკუთარ თავს.
სიხარულისგან უფრო მაგრად დავიწყე ტირილი, ვირძენი როგორ მომხვია თვითონაც ხელები და წამომწია, თავი მის კისერში ჩავრგე, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი...
-მჰმ... ჩახველების ხმა გავიგე და აი ამან მიმახვედრა რომ მე და ბოროტი უფროსის გარდა ოთახში კიდევ 4 ადამიანი იმყოფებოდა, უცებ ჩამოვღოღდი დემონის სხეულიდან და დამნაშავესავეთ ავიტუზე 2 თავით მაღალი სხეულის წინ.
-ისა ჰო... წავალთ ჩვენ, დავიძინებთ-წამოიძახა კობამ და ბიჭები გაყარა მისაღებიდან.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა, გული ისე სწრაფად მიცემდა ჩემს ჯანმრთელობაში ეჭვი შემეპარა, თავი დაბლა დამეხარა და ვერ გამეგო სიცივისაგან თუ ნერვიულობისგან მიცახცახებდა მთელი სხეული.
-რატომ არ გძინავს?!
-ვერ დავიძინე...
-მიზეზი?!
-რა გინდა შენ ვერ დავიძინე-დავიწყე ბუზღუნი და დემონს ავხედე.
-პატარა ბავშვი!
-დიდი ვირი!-არც მე დავაკელი და მერე მივხვდი რა სისულელეც ვთქვი, ამაზე მასაც გაეცინა.
-გადაეჩვიე როგორც იქნა იმ „თ“-ს ხო?“ უფრისოც“ დაგავიწყდა?-მკითხა ღიმილით.
-სამსახურში არ ვართ-თავი ვიმართლე, მეც გამეღიმა.
-ჰო... არ ვართ.
ისევ სიჩუმე... ამ ბოლო დროს ვხვდები რომ მაშინებს უკვე სიჩუმე, არ ან ვერ თქმული სიტყვები, მზერას არიდებული თვალები და ა.შ. ვერ ვიტან სიჩუმეს...
-სისხლი მოგდის-ვანიშნე წარბზე და გადატყავებულ ხელებზე-დაჯექი დაგიმუშავებ.
-არ მინდა!
-არ მიკითხავს გინდა თუ არა თქო-მეც გავჯინიანდი, გაეღიმა.
რაც მჭირდებოდა ყველაფერი მოვიტანე და ვანიშნე დაჯექი თქო, „აბა ამისიმაღლეს მე შენ გეტყვი წარბს ნახტომებში დავუმუშავებდი? არავარ მე ნორმალური რაზე ვფიქრობ კაცო“
ისიც დაჯდა, ჩავიმუხლე და საქმეს შევუდექი, ფრთხილად ვაკეთებდი ყველაფერს, არ მინდოდა სტკენოდა, უცებ წარბთან მიტანილ ხელზე ხელი წამავლო და პირდაპირ თვალებში ჩამხედა.
-მოდი რაა...-ჩუმად მითხრა და მისკე მიმქაჩა, გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე აღმოვჩნდი პირდაპირ მის კალთაში მოკალათებული, მაგრად მომხვია ხელები და სულის შეხუთვამდე ჩამეხუტა,
არ ველოდი... უდიდესი სითბო ვიგრძენი... ტკივილი ვიგრძენი... თითქოსდა მისი ტკივილი მე და ჩემი ტკივილი მან გაიზიარა. მეც მაგრად მოვხვიე ხელები და თავი მხარზე დავადე.
უცებ ცოტათი მომშორდა, ისე რომ პირდაპირ თვალებში მიყურებდა.
-მარიამ... ჩემო მარიამ... შენ არ იცი როგორ ძვირფასი ხარ ჩემთვის...!
-გაბრიელ...
-გთხოვ, დამასრულებინე, მინდა ერთხელ და სამუდამოდ გითხრა რასაც ვგრძნობ, თორემ საცაა გული გამისკდება-ნერვიულად გაიცინა და გააგრძელა-კომპანიაში რომ დაგინახე პირველად მივხვდი, რომ არ იყავი როგორც სხვები, რომ ჯერ კიდევ პატარა ბავშვი იყავი, რომელსაც ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდებოდა, ჰოდა მომინდა რომ მე მომევლო შენთვის, მე ვყოფილიყავი შენი პატრონი, მფლობელი, არ ვიცი სხვა სახელს ვერ ვუძებნი, იმიტომ რომ არ მინდოდა შენი გაყოფა და დათმობა, რაც გინდა ის დაარქვი უბრალოდ მინდოდა მხოლოდ ჩემი ყოფილიყავი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, შენი ქცევებით ყოველთვის ცდილობდი რომ ნერვები მოგეშალა და წყობიდან გამოგეყვნე, მაგრამ ვერ ხვდებოდი, რომ ამით უფრო მაყვარებდი თავს, აი იმ დღეს როცა იმ ***მ შენზე მკითხა მინდოდა იქვე გადამეხსნა წელში და ცემით მომეკლა, რომ შენ შემოგხედა, გიჟი ვარ ვიცი... შენ გამაგიჟე! უგულო და ბოროტი, რომელიც გაშინებს მაგრამ... სხვანაერად არ შემიძლია, იმ კოცნას რაც შეეხება არც კი იფიქრო რომ მთვრალა გავაკეთე გაუაზრებლად...!-ძარღვები დაებერა და ვიგრძენი ჩემს წელზე შემოხვეული ხელი როგორ დაეჭიმა-ახლაც ვერ მოვითმინე და ის ახ***ი ვცემე, იმიტომ რომ შეგეხო, იმიტომ რომ გაბედა და ჩემი თანდასწრებით ამდენი გაბედა, არავინ გესმის?! არავის არააქვს უფლება ისე შეგეხოს როგორც მე, ისე შემოგხედოს როგორც მე გიყურებ, ეს ასე იყო და იქნება!-ისევ გაუმკაცრდა ხმა-ვიცი... ვიცი, რომ უაზროდ ვბოდიალებ, მაგრა მინდა იცოდე რომ მიყვარარ! აი იმ გულით, რომლის არსებობა შენ არ გჯერა...!
რა დამემართა?! მეც არ ვიცი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და მეთქვა, ხმას ვერ ვიღებდი და ვცდილობდი მისი ნათქვამი თითოეული სიტყვა გადამეხარშა, რაც არც თუ ისე კარგად გამომდიოდა. ხმას არ ვიღებდი.
-მარიამ...-შევატყვე რომ დაიაბა, ხმაც შეეცვალა-მითხარი რამე... ან ქენი არ ვიცი რამე გააკეთე თორემ დავილიე ამხელა კაცი.
-ბოროტი უფროსი... ჩემი ბოროტი უფროსი-დავუჩურჩულე და გავუღიმე, მანაც პასუხი სწორად გაიგო და წამის მეასედში დაეპატრონა ჩემს ბაგეებს, სული შემეხუთა და გული გამიჩერდა, როცა მისი მონატრებული ბაგეები ისევ ვიგრძენი.
-მიყვარხარ!-როგორც იქნე მოშორდა ჩემს დაბუჟებულ ტუჩებს და დაგუბებული ხმით მიჩურჩულა.
-მიყვარარ-ვუპასუხე მეც.
-წიგნის დასასრული ისეთია როგორიც უნდა ყოფილიყო...!-ჯიბრიანად ჩაილაპარაკა და შუბლზე მაკოცა.
იმ ღამით საერთოდ თუ მეძინა არ ვიცი... მაგრამ ვიცოდი რომ მიყვარდა გაბრიელ ქირია სიცოცხლეზე მეტად, რომ ჩემი დემონი ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდა... რომ მას და მე გვერქვა ჩვენ!
დილით გაბრიელმა ყველას მოახსენა ეს ამბავი და ისიც კი თქვა ქორწილი იქნება მალე და მოემზადეთო, ამ დროს ვუჩურჩულე „ცოლობა მთხოვე და არ მახსოვს თქო?“ იმან კიდე „შენი პასუხი ისეც ვიცი ამიტომ ამისთვის დრო არ დამიკარგიაო“ კი ამივიდა შუბლზე თვალები და დავპირდი არ გამოგყვები თქო, მაგრამ მეც არ მჯეროდა ჩემი ნათქვამის და ის ვირი დაიჯერებდა?! არამც და არამც, უაზროდ მახარებდა ის ფაქტი რომ ჩემი უსიტყოდ ესმოდა.
იმ დღესვე გმოგვიცხადეს კობამ და ნინიმ მალე დეიდა და ბიძიები გახდებითო, ისე გაგვიხარდა მთელი სახლი დავიმხეთ მგონი ყვირილით.
მიხაროდა სიცოცხლე...
მიაროდა არსებობა...
უბრალოდ მიხაროდა გაბრიელ ქირია!
და როგორც თვითო ამბობს ჩვენს წიგნს, ზუსტად ესეთი დასასრული უნდა ჰქონოდა...!



- - - - - - - - -

გამარჯობათ ხალხო! wink როგორ ხართ? love ისევ დავბრუნდი, უბრალოდ ვიფიქრე,რომ ეს ისტორია იმსახურებდა დასასრულს, ჰოდა მეც დავჯექი და დავიწყე წერა, არც კი ვიცი რა გამოვიდა, მადლობა მარის ამდენი ჩიჩინისა და ტვინის ჭამის გამო რომ დამეწერა ეს ისტორია wink ალბათ ის რომ არა არც კი დავასრულებდი... მრცხვენია ჩემი უპასუხისმგებლო საქციელის გამო, მაგრამ იმედი მაქვს რომ მაინც წაიკითხავთ, მაინც შემიფასებთ და დამიფასებთ ნაშრომს... feel request სიმართლე ვთქვა ძალიან მომენატრეთ!
ველოდები შეფასებას და კომენტარებს request მიყვარხართ მე თქვენ...! request



№1 სტუმარი Xatia

Momewona da sxvataashoris sul mindoda wamekitxa dasasruli, amitom me gpatiob da kargi iyo, imedia sxvebic romlebmas ar daamtavres istoriebi male ssrul versieba gvichveneben

 


№2  offline წევრი malikuna

იეეს♥ აიიიი ესეც მეეე "მარუსა" ძააალიან კმაყოფილი და გახარებული ვარ რომ მეღირსააა ეს ისტორიააა♥ აწე დაგასვენებ ჩემო ფერიავ♥♥მიყვარხარ ღმერთამდე ანთაძე...♥♥♥♥

 


№3  offline წევრი Ninuca)

ძალიან ძალიან კარგი იყო <3

 


№4  offline წევრი kaxelii

ძლიიიიიივს როგორც იქნა დასასრულიც ვიხილეთ სიმართლე გითხრა მეგონა აღარ გააგრძელებდი. მე მომწონდა და მომწონს ეხლაც. მალე დაგვიბრუნდი ახალი ისტორიიით.

 


№5  offline წევრი გაიღიმე

ვაიმეე ^_^ აიი ძალიან ძალიან მაგარი ისტორიაა ^_^ გავგიჟდი !! ^_^<3

 


№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime rogor gamixarda am istoriis danaxvaa ❤️ rogorc iqna megirsaa vgijdebi iseti kargi iyooo sayvarlebii ❤️❤️ madloba shen ro daamtavree es istoria rac me amas velodiii ❤️

 


№7 სტუმარი Xatia

Dzaan magariaa :) sagool ^^

 


№8  offline წევრი -tiko))

Nu kargi jer tkbilad daviwyeb.... es ra myevxar ai saocreba nuuu ... ai ragac sauketeso da ai ragac gansxvavebuli (exla warmoidginee rogor michirs am sityvebis tqma xo ici rogoric var?) Xo da kide yvelaze kargi xar ai imena yvelaze kargi.. (tavshi ar agivardes amdeni sheqeba :D ) .... xooo ai exla gavmwardet isevv.... marto mariams uxdi madlobas? (Shuris gilaki gavaaqtiurott :D ) me ramdens gechichinebodi da geubnebodii "leilaa gaagrdzelee, leila gaagrdzele magaria da xalxs ar miaqcio yuradgeba nagat araferi moswonttqo?" Ai daunaxao daa unamusoov raaa :D

Xo kide ver gitan xo.ici <3
--------------------
იქ... სადღაც ... შორს...

 


№9  offline წევრი llella

მადლობა ❤ მხარში დგომისთვის, თბილი სიტყვებისათვის და რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნრლოვანია კომანტარებისათვის...

 


№10  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ახლა წავიკითხე და არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია <3 უმაგრესი იყო სასიამოვნო წასაკითხი და რაც კიდე მინდა ვთქვა ძალიან ბევრი ვიხალისე გიორგიზე ამდენი არ მიცინია არც ერთისტორიაზე lol ძალიან მომეწონა...... მაგარი გამოვიდა ადმინ მადლობა ასეთი მაგარი ისტორიისთვის love love

 


№11  offline აქტიური მკითხველი aanamaria

აი უმაგრესი იყო feel ბრავო

 


№12  offline წევრი llella

ანი ანი
ახლა წავიკითხე და არ ვიცი რა ვთქვა სიტყვები ზედმეტია <3 უმაგრესი იყო სასიამოვნო წასაკითხი და რაც კიდე მინდა ვთქვა ძალიან ბევრი ვიხალისე გიორგიზე ამდენი არ მიცინია არც ერთისტორიაზე lol ძალიან მომეწონა...... მაგარი გამოვიდა ადმინ მადლობა ასეთი მაგარი ისტორიისთვის love love

მადლობა დიდი ❤ მალე დავდებ ახალ ისტორიას ^_^

 


№13 სტუმარი Mariami

ძალიან მომეწონა,ძალიან.ისეთი საყვარლობა იყო❤️.მარიამს ვგევარ

 


№14  offline მოდერი ენემი

ვაუუუუ ასეთი არაფერი წამიკითხავს heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№15  offline წევრი Mtirala

კარგი იყო ძალიან ❤❤ყოჩაღ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent