კატათაგვობანა –3–
[თავი 3] კლიენტების რაოდენობას ვითვლი, მერე შემოსავლებს, გასავალს და უკვე დაღლილობას ვგრძნობ. უკვე რა, მალე ექვსი გახდება. დღეს გაგვიმართლა, ბევრი კლიენტი გვესტუმრა. რაღა თქმა უნდა! მართლაც საუკეთესოები ვართ! ისე ვერ გავიგე, რა არ მოეწონა დიდებულ ბატონს და რატომ დამაბრალა ''სტალინობა''. დიდად არც ამას ვნაღვლობ. საერთოდ ერთ რამეზე დიდხანს არ ვფიქრობ. როგორც ჩანს ამ გამოპრანჭულ მამაკაცს რაღაც დავუშავე და ახლა შურს ძეობს. სამწუხაროდ არ მახსოვს რა, რადგან ყველას რაღაცას ვუშავებ და ასე ზეპირად სად დავიმახსოვრო. იოანე სასტუმროში არ იმყოფება. ბარგიც კი არ მოუტანია. სულ ორი წუთით ავიდა თავის ოთახში, მალევე ჩამოვიდა და ჩემკენ არც გამოუხედავს, ისე წავიდა. ხომ ვამბობ უზრდელია_მეთქი! არ გჯერათ? ეგ უკვე თქვენი პრობლემაა! ჩემი ტელეფონი ბოლო ხმაზე მღერის, ყველა მე მიყურებს, გამვლელი თუ გამომვლელი. უხერხულად ვიღიმი და ზარს ვპასუხობ. –გისმენ, ნიცა! რამდენჯერ გითხრა სამუშაო საათებში ნუ მირეკავ_მეთქი!–კბილებში ვცრი, თუმცა გარშემო მყოფებს მაინც ვუღიმი. –უი, მაპატიე, მაგრამ რაღაც მინდოდა მეთქვა...–მაინც აგრძელებს ის. –ხოდა მითხარი! რად უნდა ამას შესავლები!–რატომ ვარ ასეთი აგრესიული, ვერ ვხვდები. ალბათ მინდა ჯავრი ნიცაზე ვიყარო, დამნაშავე კი იოანეა. –კლუბში ვიკრიბებით ამ ღამით გოგოები, მანამდე კი ფიტნეს კლუბში უნდა წავიდეთ მე და შენ! ხომ შევთანხმდით...–აშკარად კარგ ხასიათზეა, მე კი უარის თქმა მომიწევს. –ვერა ნიცა! დღეს ვერა!–მინდა მიზეზიც ვუთხრა, მაგრამ ვინ გაცლის... –ხომ შემპირდი... შემპირდი შენ!–სწყინს მას და მეშინია არ გამითიშოს. –ღამით მორიგე ვარ და როგორმე ვეცდები ახლა მაინც გავეთავისუფლო ლაშას და ფიტნეს კლუბში მაინც წავიდეთ.–ერთმანეთს ვაყრი სიტყვებს. –იეს! იეს! იეს!–უხარია მას. მე კი არ ვიცი, როგორ უნდა ვთხოვო ეს ლაშას. არა, განა ცუდი უფროსია, ან რამე, უბრალოდ სულ მსგავსი მიზეზების გამო შევდივარ მის კაბინეტში და ერთხელაც ყელში რომ ამოუვიდეს და მითხრა, ჰაიდაო?! ფეხს ვითრევ, მაგრამ ნიცას გამო მაინც მივდივარ მასთან. კარს ოდნავ ვაღებ და შიგნით თავს ვყოფ. –შემოდი, მაშო! შემოდი!–ახლა კი მიღიმის, მაგრამ მერე... –ლაშაა... დღეს მორიგეობა გადავუცვალე ლიკოს და ძალიან გთხოვ, ორი საათით გავალ, რა...–თითებს ერთმანეთში ვხლართავ და ნელ–ნელა ვუახლოვდები. –ეგ უკვე შენი პრობლემაა, მაშო! რადგან დასთანხმდი, ჩემგან ნუღარაფერს ითხოვ. –გთხოვ, რა იყო...–უკან დახევას არ ვაპირებ. –მხოლოდ ორი საათი!–გადაჭრით მეუბნება და ალბათ ჩაქუჩი რომ ჰქონდეს, მაგიდას დაარტყამდა. მადლობებით ვავსებ და კაბინეტიდან გამოვდივარ. ესეც ასე! მაგარი ვარ, რა! ჩანთას ვიღებ და დროებით გავდივარ სასტუმროდან. რა შესანიშნავი ამინდია. მზე ღრუბლებს იგერიებს და თბილ სხივებს აფენს დედამიწას. ნამდვილად ჩემთვის გააჩინა ღმერთმა ის. ხო, მზე, სიცხე, ზღვა განსაკუთრებით მიყვარს. შვებულებაში გასვლა ჩემთვის დღესასწაულია. მეორე დღესვე დავკრავ ხოლმე ფეხს და ბათუმში მივდივარ, იქიდან ჩამომსვლელი კი ერთი თვე არ ვარ. არ მბეზრდება. ბინის ყიდვასაც ვაპირებ იქ, მაგრამ ჯერჯერობით ამდენი ფული ვერ მოვიხელთე. სახლში სულ ორი წუთით შევდივარ, სპორტულ ტანისამოსს ვიღებ და სამუშაო სამოსსაც ჩანთაში ვიდებ. ნიცას ფიტნეს კლუბში ჩემი ჟოლოსფერი მაისურით და ელასტიური შარვლით ვხვდები. აღტკინებულია. ძალიან უყვარს ვარჯიში, ოღონდ ჩემთან ერთად. მე დიდად არ ვგიჟდები. ლამაზ სხეულთან გამომშვიდობება ძალიან რთულია, თორემ სულაც არ არის ჩემთვის სასიამოვნო ეს დამღლელი პროცედურები. პირველ რიგში სარბენ ბილიკს მივაშურებ. ნიცა ჩემს გვერდით პრესის ვარჯიშებს აკეთებს სპეციალურ ტრენაჟორზე. ერთ ქალს იმხელა მკერდი აქვს ლამისაა ბალიშად გამოვიყენო, რადგან ძალიან მოთენთილი ვარ და მეძინება. ვარჯიში მაფხიზლებს. ნიცა ცოტა ხნით საპირფარეშოში გადის, მე კი დავრბივარ და დავრბივარ. –რა პატარაა ეს ქალაქი! რას წარმოვიდგენდი ქალბატონ მაშოს აქ თუ წავაწყდებოდი!–ისეთი მოულოდნელია ჩემთვის იოანეს აქ გამოჩენა, რომ ჯერ ვმშვიდდები და მერე ვუსწორებ თვალს. ის ისევ ისე მიღიმის, როგორც დღეს, სასტუმროში. ვარჯიშობს ბიჭი! მეც არ მიკვირდა საიდან ჰქონდა ასეთი საოცარი ტანი, ღონიერი მკლავები... ღმერთო! მგონი მომწონს... ეს მომწონს?! არადა მახსოვს კარგი გემოვნება მქონდა. შინაგანი მონოლოგით ისე ვერთობი, რომ ერთი კარგ მწარე სიტყვებს ვერ ვპოულობ. თავიდან ფეხებამდე ვაკვირდები მას და მინდება, რომ მეც მამაკაცი ვიყო, ოღონდ მასავით მიმზიდველი! მაშო! რაზე ფიქრობ! როგორ გავიწყდება, რომ მთავარი გარეგნობა არ არის! მას ისეთი გარყვნილი აზრები მოსდის თავში, რომ პირდაპირ შეიშლები. დღეს ჩემსა და ლაშაზე იფიქრა, რომ საყვარლები ვართ, ეს კი საშინელებაა! ეტყობა რომ გათამამებულია ქალების ყურადღებით და ყველა უსინდისო და უნებისყოფო ჰგონია. ისე მეც კი მიჭირს ნებისყოფის გამომუშავება, როცა მას ვუყურებ და სხვაზე რა უნდა ვთქვა... –მმმ... ისა... ხო!–როგორც იქნა ''ვიღვიძებ''.–ფიტნეს კლუბში თუ აღსარებას აბარებდნენ, არ მეგონა... ალბათ გაინტერესებთ ვინ გამომიშვა, ჩემსა და ლაშას შორის რა ხდება... –საიდან ამდენი ფანტაზია? ბავშვობის ასაკში ხართ ჩარჩენილი, ჩემო მაშო!–ირონიამ მეც კი გამჟღინთა. მართლაც მას ხომ არაფერი უთქვამს ამასთან დაკავშირებით, მე რატომ წავიგრძელე ენა. –თქვენო? ალბათ მომესმა...–ერთ სიტყვასაც არ ვარჩენ. –ალბათ!–მეთანხმება ის. ვარჯიშს არ ვწყვეტ, ისე ვატრიალებ თავს მარჯვნივ და გულში ნიცას ვლანძღავ, აქამდე რომ არ გამოჩნდა. მოულოდნელად... მოულოდნელად ტრენაჟორი სიჩქარეს უმატებს. ბილიკი ისე სწრაფად გარბის, მე ვეღარ ვეწევი... ვკივი. მეშინია ჩემი ლამაზი ფეხები ამ ''რაღაცამ'' არ ჩაითრიოს. –მიშველეთ!–იოანეს ვუხმობ, მაგრამ სადღაა... როგორ ვერ მივხვდი! მან მოუმატა სიჩქარეს! სწორედ მაშინ, როცა მე ყურადღება მოვადუნე. საჭირო ღილაკს თითს ვაჭერ და ღრმად ვხვნეში. არანორმალური! მე მას ვანახებ... * * * გაცეცხლებული გვერდს ვუვლი ჩემ მანქანას და გზას განვაგრძობ. როგორ გამიბედა! მე, მაშო გელოვანს ეს როგორ მაკადრა! გული გასკდომაზე მაქვს. ჩემი სიამაყე უკვე ცხრა გზას იქითაა. ოღონდ ვიპოვო ის თვალთმაქცი და სულ თმებით ვითრევ. მინდოდა ის გამომეყვანა მდგომარეობიდან და პირიქით მოხდა. პირველად, პირველად ვარ ასეთი... ასეთი... ნუ ასეთი! ნიცა უკან მომდევს. თურმე ადამიანი როცა გაბრაზებულია, ძალიან სწრაფად დადის და მისი ნაბიჯების სიგრძეც უფრო დიდია. ეს როგორ, არ ვიცი, მაგრამ მეცნიერების მოსაზრებაა. დღეს მე ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. ნიცა ვერა და ვერ მეწევა. მე კი რომ გავჩერდე, ირგვლივ ყველაფერს დავამტვრევ. -მაშოოო... დამიცადე!-ხელებს ყრის ნიცა და ჩერდება. -იდიოტი! გონებაჩლუნგი! მე კი სულელი! ჩერჩეტი!-ვაგრძელებ ჩემსას. -მაშო!-ჩემ დაჭერას ასწრებს ის და ხელებში მიქცევს.-რა მოხდა? ამიხსნი? მგონი სჯობს მართლა ავუხსნა. ასე ნერვებსაც დავიწყნარებ და რაიმე მზაკვრულ გეგმასაც შევიმუშავებ. ბოლოს და ბოლოს ჩემივე, ჩემივე რა... სასტუმროშია ეს კაცი და ცეცხლს თუ წავუკიდებ შენობას, ისიც დაიბრაწება, სხვებიც და... და მეც! ეს არ მაწყობს! მჯერა, რომ ნიცა რაიმე უკეთესს შემომთავაზებს, ამიტომ მოყოლას ვიწყებ. ნიცა შიგა და შიგ იცინის და მიკვირს, მეც რომ მეცინება. ხო, რა გააკეთა ვითომ ისეთი! რაო? მგონი ჩემი შინაგანი ხმა ამ ხისთავაზეა შეყვარებული. შინაგანი ხმა არა ის! რაღაცეები გეჩვენება! აბა, რატომ აკვირდებოდი დღეს ასე დაჟინებით? რატომ არ აშორებდი მის თვალებს თვალებს? ტავტოლოგიას ვამჩნევ თუ არა, საკუთარ თავს ვაჯერებ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ფანტაზიაა და ამბის მოყოლასაც ვასრულებ. -და ამაზე გაცხარდი? კარგი რა, როდის გახდი ასეთი გაუწონასწორებელი? -დღეს, დილით, ეგ რომ შემასკდა!-დაუფიქრებლად ვროშავ. -რა?-თვალებს აფაციცებს ნიცა. -რა და... გაუჩერებლად ვლაქლაქებ და დღევანდელი დღის თითოეულ წვრილმანს ვუყვები. ჩემი თავი მაოცებს, არ მეზარება მაინც? -კარგი, ხო! მორჩი ახლა!-ჩემ დამშვიდებას ცდილობს ის და თავზე ხელს მისმევს.-ახლა ჩავსხდეთ მანქანაში და წავიდეთ! შენ სამსახურში, მე სახლში! -რა გიჭირს შენ...-კვნესას ვაგრძელებ და თან ნიცაზე დაყრდნობილი მანქანისკენ მივდივარ. მორიგეობა! ამაზე საშინელება არაფერია. ხალხი შემოდის მხოლოდ იმიტომ, რომ ეძინება და თავშესაფარი არ აქვს. შენ კი მათ უნდა გაუმაპინძლდე და ყველანაირი დახმარება გაუწიო. კიდევ კარგი იოანე არ გამოჩენილა, თორემ ნამდვილად შუაზე გავგლეჯდი და ჩემ ასეთ დამცირებას არ შევარგებდი. მართალია მომწონს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება აქვს! ის სიმპათიური ნაკვთები და შავი, მბზინავი თმა კი ნამდვილად არ დაუმსახურებია. სკამზე ვერ ვისვენებ. უკვე კლიენტებიც აღარ ჩანან. შემოსასვლელში დავხეტიალობ და ბოლოს გრძელ დივანზე ვჯდები, ცოტა რომ გადავწვე და დავისვენო. არადა დღეს როგორ მეძინებოდა... -ერთი ვარსკვლავი... ორი ვარსკვლავი... სამი... -ქალბატონო მაშო!-ვიღაცა ბოლო ხმაზე ყვირის, ან მე მეჩვენება ასე. ფეხზე დაფეთებული ვხტები და იოანეს დანახვისას ხელს მაღლა ვწევ და სილას ვარტყამ. იოანეს ორიონიული ღიმილი სახეზე აშრება. თვალები ისე უელავს, შიში და სინანული მიპყრობს, მასში ურჩხული რომ გავაღვიძე. -როგორ ბედავ!-ხელებს მიგრიხავს და ზურგით მიკრობს თავის სხეულზე. -გამიშვი!-ვკრუსუნებ. მისი სიახლოვე მწვავს. -რომ არ გაგიშვა...-ყურთან ახლოს მოაქვს ტუჩები. ერთიანად ვკანკალებ. ეს რა დღეში ვარ... -კარებთან დაცვა დგას...-ამით ვცდილობ მის შეშინებას. -შენ ნუ ნერვიულობ...-საფეთქელზე ტუჩებს მაკრობს და ციბრუტივით მატრიალებს თავისკენ. წამის მეასედებში ტუჩებზე მაცხრება და ხელს წელზე მხვევს. მეგონა, რომ მეტკინებოდა... მეგონა, რომ რამე დამემართებოდა... სინამდვილეში კი აღუწერელ სიამოვნებას ვგრძნობ. ფეხის წვერებზე ვიწევი, რომ უკეთესად მოსწვდეს ჩემ ბაგეებს. მის კბილებს ზედა ტუჩზე ვგრძნობ და ლამისაა ავკრუტუნდე. გარემო იცვლება და მე სასტუმროს თეთრი კედლების ნაცვლად ღრუბლებს ვხედავ. ეს რა მომდის... როცა არ ველი, სწორედ მაშინ მშორდება. ახლა იმაზე ვბრაზობ, რომ გაჩერდა. ყველა ილუზია ქრება და იოანეს თავდაჯერებულ ღიმილს ვაწყდები. კოცნა რომ დამიპირა, მისთვის ოდნავადაც არ შემიშლია ხელი, თუმცა ნუ განმსჯით.... კაცმა, რომელმაც ასეთი კარგი ამბორი იცის, ვერ შეეწინაამღდეგები. შედეგი კი რა არის? მე შერცხვენილი, იოანე ნასიამოვნები! ხო, კარგი, კარგი... მეც ნასიამოვნები ვარ! -ქალბატონო მაშ...-იწყებს ის, მაგრამ ხელის აწევით ვაწყვეტინებ. -საჭირო არ არის ეს დამცინავი ქალბატონო და ასო თ! ახლა ამის თქმის დრო ნამდვილად არ იყო. იოანეს ჰგონია, რომ ეს ამ კოცნის გამო ვუთხარი. ეს სახეზე ეტყობა. წარმომიდგენია, როგორი ქალი ვგონივარ... ღმერთო ჩემო! -მაშო!-ჩემ სახელს ისე ლამაზად იძახის, რომ ლამისაა დავდნე და მის მონად ვიქცე. რა უბედურებაა! კარგი გარეგნობა, კარგი კოცნა, კარგი ხმა! რა არის ეს? -იცით რა? საერთოდ არც სიმპათიური ხართ, საოცრად უსიამოვნო ხმა გაქვთ და სულაც არ მომწონებია ეს კოცნა. ტყუილად ირჯებით! მე არ შემიყვარდებით!-ვწიკვინებ შარიანი ცოლივით და კურტუმოს ქნევით მივდივარ ჩემი მაგიდისკენ. არა, ეს რაზე ვუთხარი? -რა ფანტაზიორი ხარ, პირდაპირ მაოცებ!-ტაშს უკრავს ის. -თქვენი გაოცება შევძელი?-გადაღლილი ვეკითხები. -რა თქმა უნდა, ვერა... ეტყობა მოგეჩვენათ!-ურცხვად ცრუობს. -ისიც ხომ არ მომეჩვენა, რომ სარბენ ბილიკმა კინაღამ ჩამიყოლა?-თვალებს ვქაჩავ. -არა, ეგ მეც დავინახე!-საჩვენებელ თითს მართავს. -შეამჩნიე ხომ? იქვე იდექი და დამცინოდი ხომ?-მკაცრად ვეკითხები.-იოანე, კატა-თაგვობანას მეთამაშები? -სახელი ჯერ არ დამირქმევია...-ყოყმანით მპასუხობს. -ხოდა რომ დაარქმევ, მეც მითხარი!-სკამს ვატრიალებ და ამით ვანიშნებ, რომ საუბარი დასრულებულია. მიჯერებს. მე მწყინს. ^^^ შუადღე მშვიდობისა, ჩემო მკითხველებო! ძალიან მახარებს თქვენი თითოეული კომენტარი, თითოეული მოწონება და თუნდაც კრიტიკა! ახლაც ველი შეფასებებს... ისიც მაინტერესებს რას ფიქრობთ პერსონაჟებზე და განვითარებულ მოვლენებზე! თქვენი სოფო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.