ჩრდილების პატარძალი [3]
ნაწილი 3. ორ კვირაზე მეტი უვლიდა თამარა დანიელს. ხანდახან უწევდა მისი წუწუნის ატანა, რომ ადგომა უნდა და დაიღალა ლოგინში წოლით, მაგრამ გოგონა ისე დაუბრიალებდა ხოლმე თავის ლამაზ თვალებს, წამსვე ჩუმდებოდა. დაახლოვდნენ, ჰო, ახლა ნებისმიერ თემაზე საუბრობდნენ. ღამე, როცა მათეს დააძინებდა გოგონა და თავისუფალი იყო, შედიოდა დანიელთან, რომელსაც უძილობა აწუხებდა, ცოტა ხანი საუბრობდნენ, შემდეგ კი ისევ უბრუნდებოდა მძინარე ძმას. მიუხედავად იმისა, რომ თამარი მშვენივრად ხვდებოდა, თუ რას წარმოადგენდნენ თორნიკე და დანიელი, მაინც საოცრად განათლებულები იყვნენ. მხოლოდ ღამე თბებოდა მათი საუბრები, დღის საათებში კი ჭამდნენ რასაც ჰქვია ერთმანეთს. როცა ნერვები უმტყუნებდა მამაკაცს, იმის გამო რომ ლოგინს იყო მიჯაჭვული ამდენი ხანი, თითქმის სულ თამარაზე იყრიდა ჯავრს, მაგრამ ბოლოს მაინც თბილად უღიმოდა და შუბლზე კოცნით ირიგებდა. საუბრობდნენ წიგნებზე, ზოგად საკაცობრიო თემებზე. განიხილავდნენ ყველაფერს, მათ შორის პოლიტიკასაც. ცოტა უცნაური ჩვიდმეტი წლის გოგოსგან და ოცდასამი წლის ბიჭისგან მსგავსი თემები, რაზეც ისინი საუბრობდნენ, მაგრამ ასეთები იყვნენ ორივე, ასაკის–და მიუხედავად. ნაადრევად დაღვინებულები. ორივემ იცოდა, თუ რა სურდათ. ოცდასამი წლის ბიჭი, რომელიც ,,ქუჩურ ცხოვრებას აწვებოდა'' და ამ ყოველივეში მართლაც ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, რა თქმა უნდა, ჩამოუყალიბებელი არ იქნებოდა, აშკარაა. არც თვითონ უნდოდა ისეთ ადამიანებში გარევა და ისეთი კერის შექმნა, სადაც ახლა იმყოფება, მაგრამ უნებურად, სრულიად მოულოდნელად მოხვდა, იქ სადაც მოხვდა. იმ დროის მანძილზე, რაც დანიელი ცუდად იყო, ბევრი რამ მოხდა. მაგალითად ის, რომ თორნიკე და კეკე უკვე განმარტოვებითან დასეირნობენ, თავიანთთვის ცალკე, არავის არ აწუხებენ. მათი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ამ მცირე დროში ვერ გადავიდოდა სერიოზულ ფაზაში, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ერთმანეთისადმი მოწონებაზე მეტი გრძნობით განსჭვალულიყვნენ. რაც მთავარია, არც ერთი არ ჩქარობს არაფერს და საკმარისზე მეტი დროც კი აქვთ ჩამოსაყალიბლებლად. გიგიშაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა ანანომ, რომელსაც ერთი წელია იცნობს, თუმცა მისით არც არასდროს დაინტერესებულა, მაგრამ იმის შემდეგ რაც მთელი ორი კვირა მის ცხვირ წინ იტრიალა გოგონამ, რაღაც–რაღაც პატარა გრძნობები გაუჩინა. ამას გიგიშა, არც იმჩნევდა და არც არანაირად გამოხატავდა, მხოლოდ თამარა და თამარა მიხვდა ყველაფერს, მიუხედავად ამისა, სიტყვაც არ უთქვამს არცერთისთვის. * * * – რა გჭირს შენ? – სიცილით მიუჯდა თამარის კეკე და თავი მხარზე დაადო. – არაფერი. რა უნდა მჭირდეს? – თავი აქეთ–იქით გააქნია. – რაღაც ვერ ხარ ხასიათზე. – დასძინა კოპებ შეკრულმა დაქალმა. – ჰომ... არაფერი მნიშვნელოვანი, უბრალოდ მომენატრება აქაურობა. – დაიჩურჩულა და თვალების უეცარ აწვას ყურადღება არ მიაქცია. – ესე იგი, არაფერი მნიშვნელოვანი ხო? – თამარამ დავი გააქნია უარყოფის ნიშნად. – არ ვიცი მე რატომ მატყუებ, მითუმეტეს, შენ თავს რატომ ატყუებ და არ უტყდები იმაში რომ დანიელი მოგენატრება. რატომ ხარ ასეთი ჯიუტი თამარ? რომ თქვა მომწონსო, ჩემთან მაინც, სამყარო ჩამოგენგრევა თავზე, თუ რა არის? – წყენა დაეტყო ხმაში კეკეს. – კეკე, არაფერი არ ხდება, საერთოდ. ჩვენ შევხვდით, გავიცანით ერთმანეთი, დავახლოვდით. ჰო, ვაღიარებ, ძალიან მომწონდა მასთან ერთად ყოფნა და საათობით საუბარი, თუნდაც უაზრო თემებზე, მაგრამ მე მივდივარ. დანიელმა მოთხრა რომ თვეები ვერ მოახერხებს სახლში, თბილისში დაბრუნებას. მოკლედ, მთელი ისტორია იყო... – დაიჩურჩულა და თავის ოთახში შევიდა, ბარგის ჩასალაგებლად. ლამაზად კეცადავდა გარეცხილ, გამშრალ ტანისამოსს და მათესსა და თავის ჩანთაში ანაწილებდა. გული არ ტკიოდა, უბრალოდ გული სწყდებობდა იმის გამო რომ მათი გზები იყრებოდა და ვინ იცის კიდევ, როდის გადაიკვეთებოდა. შეიძლება, არც არასდროს. დააკლდებოდა მასთან ერთად ღამეების საუბარში გათენება, დააკლდებოდა ყველა ის მომენტრი, რომელიც მხიარულებაში განვლეს ამ ორმა, მაგრამ ეს ასე მოხდა, უნდოდა მას თუ არა. – რას შვრები, ჩაალაგე ბარგი? – ჰკითხა ოთახში შემოსულმა გიგიშამ და უკნიდან ჩაეუხუტა. – კი. ყველაფერი მზადაა. თქვენ რა ქენით? გინდა ჩაგილაგო ბარგი შენც? – ჩავალაგე უკვე. ყველანი მზად ვართ. მაშინ, წავიდეთ ხო? ანანოც მზად არის, წეღან დავურეკე, გველოდება. – თვალები გაუნათდა წამიერად, შემდეგ კი ისევ ისე გაუხდა, როგორც ჰქონდა. – ნეტავ შენ არ ჭირვეულობდე რაა. – ხელი მობეზრებულმა აიქნია და მკლავებიდან დაუსხლტა ძმაკაცს. – რატომ? – ისე გაიკვირვა, თითქოს ვერ მიხვდა რაზე მიანიშნა თამარამ. – რა რატომ? – რა პატარა ბიჭივით მალავ შენს გრძნობებს, ან რას აწვალებ ანანოს. ნუ ექცევი ასე ცუდად რაა. – შეწუხებულმა დაიჩურჩულა. – ჯერ ერთი, არაფერს არ ვმალავ, მისახვედს ხვდება, მერე მეორეც, რა გინდა? – სიცილით აუჩეჩა ძლივს გასწორებული თმები. – რას ჰქვია, რა მინდა? ცოდოა? ცრემლებამდე მიგყავს ხანდახან. – არაუშავს, გადაუვლის. – მხრები უდარდელად აიჩეჩა და ბარგს ხელი დაავლო. – აბა ჰე! – ხელები ერთმანეთს ენერგიულად შემოჰკრა გიგიშამ. – ავიბარგეთ და გავიბარგეთ! ბოლოჯერ მოავლო თვალი თამარამ საყვარელ ოთახს, სადაც უამრავი მოგონება აკავშირებდა დანიელთან ერთად, მათე ხელში აიყვანა და კარებიც გამოიხურა. – რაჭა ლამაზია? – ჰკითხა მათემ ანანოს, რომელიც უკვე მოთავსებულითო გიგიშას გვერდითა სავარძელში წინ. – ძალიან ლამაზია. – იმით გახარებულმა, რომ წაირმოდგინა რამხელა სიმალაზის მომსწრე გახდებოდა მალე, გიგიშას მოულოდნელობის აღსავსე მზერით შეხედა. – შევეცდები ძალიან მალე ჩავიდეთ. – გაუღიმა მამაკაცმა. კეკე და ლუკა ერთად მოდიოდნენ ლუკას მანქანით. თავიდან ანანო ძალიან დაძაბული იჯდა გიგიშას გვერდით, რადგან მამაკაცი დაჟინებულ მზერას, როგორც ეს შესაძლებელი იყო, არ აცილებდა, მაგრამ მალევე მოერია ძილი და ისე წავიდა მორფეოსთან, არავინ ახსოვდა, მათ შორის, არც გიგიშა და მისი მომაკვდინებელი მზერა. * * * ისეთი მტვერიანი და არეული იყო სახლი, გული შეუწუხდათ ანანოს, კეკეს და თამარას. კიდევ კარგი ავეჯზე მაინც იყო გადაფარებული ნაჭრები. – ღამემდე ვერ მოვრჩებით ამ სახლის დალაგებას. – თქვა თამარამ. სავარძელს გადააძრო ნაჭერი და მათესთან ერთად დაჯდა. – არაუშავს. დავიწყებთ მალე და მალეც მოვრჩებით. – ფეხზე ენერგიულად წამოხტა ანანო. – გინდა დამანახო, როგორი დიასახლისი ხარ? არ გეშინია, რომ დაგიტოვო? – ზურგს უკა ამოუდგა გიგიშა და ხელი მხარზე დაადო. – შემეშვი გიგი! – დაუბღვირა გოგონამ და უკან გადადგა რამდენიმე ნაბიჯი. – გეხვეწები, აქვსე სადმე მაღაზია იქნება, მათესაც ძალიან შია და დარწმუნებული ვარ თქვენც. მაღაზია იქნება სადმე ახლოს და რაიმე ისეთი მოიტანეთ, მომზადება რომ არ დასჭირდეს. – სთხოვა თამარამ ბიჭებს და ლუკას ლოყაზე აკოცა. – ჩემი დებილი! – დაიჩურჩულა ჩუმად და საყვარლად ჩაიცინა. – ეიი, ეს ჩემზე თქვა? – გაკვირვებულმა ლუკამ ზევით აწკიპა წარბები. – არა, ღადაობ?! – კეკემ ისე შეიცხადა, თითქოს ამაზე თამარას სიცოცხლე იყო დამოკიდებული. – ოჰ. – თავი აქეთ–იქით გადააქნია ლუკამ. – ნწ, ნწ. – მისი მზერა პირდაპირ ეუბმებოდა თამარას, რომ მან იმედები გაუცრუა. – გეყოფა მაიმუნობა! – სიცილით მიკრა ხელი გოგონამ ლუკას მხარზე. – წამოდი, წამოდი, შე მართლა დებილო. – თავში წარმოარტყა ხელი გიგიშამ და დაწინაურდა მათესთან ერთად. – დღეს რა გჭირთ თქვენ, ან მე? რა ყველა მე მირტყამს. – ბურდღუნით ჩაიქნია ხელი და გაბუტული მიჰყვა ბიჭებს უკან. – მოდით, დავიწყოთ! – ენერგიულად წამოიყვირა ანანომ და ზედა სართულზე ასასვლელ კიბეებზე დადგა. მართლაც ძალიან რთული იყო ამ უშველები სახლის დალაგება, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც სამი გოგონას განკარგულებაში იყო ეს ყოველივე, მთად ადვილად ვერა, მაგრამ შედარებით მაინც, ადვილად დაალაგეს. ამასობაში ბიჭებიც მოვიდნენ პროდუქტებით დატვირთულები და ვახშმის მომზადებას შეუდგნენ. გოგონები მართლაც ძალიან დაღლილები და მისავათებულები იყვნენ, მაგრამ იმდენად შიოდათ, უარი ვერ თქვეს ამ სიამოვნებაზე. – ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა, – დაიწყო საუბარი სამზარეულოში ლუკამ. – ღამით ჩვენი მეგობრები მოვლენ. დღეს გავიცანით. – სად მოასწარით? – დასცინა კეკემ და ქათმის ხორცი მადიანად გაიქანა ყბაში. – მაღაზიაში რომ მივდიოდით, ერთი ჩემი მეგობარი შეგხვდა, აქ ცხოვრობს და იმან გაგვაცნო დანარჩენებიც. თქვეს რომ თავიანდ დებსაც წამოიყვანენ, სავარაუდოდ თქვენი ტოლები იქნებიან. – ახსნა სიტუაცია გიგიშამ და დაჟინებული მზერით დააშტერდა ანანოს, რომელსაც ისედაც უჭირდა ჭამა და ახლა ხომ მითუმეტეს, როცა გიგიშას მზერა არ ეშვებოდა. – ასე ნუ მიყურებ, გიგი. – გაუწყრა ანანო და ჩანგალი თეფშზე დადო. – ხო კარგი, ჭამე შენ მიდი, მე საძინებელში ავალ, ცოტას წავუძინებ. – სიცილით აკოცა სამივეს და დინჯი ნაბიჯებით აუყვა დაკლაკნილ ნაცრისფერ კიბეებს. – მეც დავისვენებ. – ლუკაც წამოდგა ფეხზე. მანაც სამივეს შუბლზე აკოცა. – ლუკა, რაღაც მაინტერესებს... – შეაჩერა თამარიმ. – ვის სახლში ვართ ახლა? – ჩვენი ერთ–ერთი ძმაკაცის. რა მოხდა? – დაეჭვებულმა შეავლო მზერა მას და კარებს ნახევარი ტანით მიეყუდა. – არაფერი, უბრალოდ ჩვენ სულ თქვენთან ერთად დავდივართ ხოლმე დასასვენებლათ, აქ კი, არცერთხელ ვყოფილვართ. – მხრები უდარდელად აიჩეჩა და საყვარლად გაეკრიჭა. – გეხვეწები, მათეც წაიყვანე და შენთან ერთად დააწვინა რაა. – სთხოვა ძმაკაცს თამარამ და ყელზე სამი თითი მიიჭირა, თხოვნის ნიშნად. – წამო აბა, ჭინკა! – კისერზე შემოისვა აკისკისებული მათე ლუკამ და ,,პი –პის’’ ძახილით აარბენინა კიბეებზე. დამშვიდებული გადაწვა ოდნავ სკამზე. ისეთი გახარებული იყო ყოველთვის და ახლაც, მათე ჭირვეული ბავშვი რომ არ არის, მეტიც არ შეიძლება, თანაც თამარას აფსოლიტურად ყველაფერს უჯერებდა. როცა ეტყოდა, რომ ძილის დრო იყო, უყოყმანოდ, ყოველგვარი წუწუნის გარეშე შედიოდა ოთახში და იძინებდა. – ძალიან ლამაზი და მდიდრული სახლია. ნეტავ ვისთან ვართ, ან თუ ვიცნობთ ჩვენ? – ორჭოფობით მიიდო ორი თითი ნიკაპზე კეკემ. – კი, ლამაზი სახლია მართლაც, მაგრამ სოფლის კვალობაზე, ზედმეტად არის მორთული. სოფლის სახლს უნდა ეტყობოდეს სიძველე და ყველა ის დეტალი, რომელიც აქაურობას შეეფერება. – ღიმილით უთხრა თამარამ და ყავის ფინჯნიდან, ცხელი, ქაფქაფა სითხე მოსვა. – ზუსტად, გეთანხმები, თუმცა მაინც ძალიან ლამაზია. – სიცილით უთხრა ანანომ გოგონებს. – არა, კი, ლამაზია, ვინ თქვა რომ ლამაზი არ არის, მაგრამ ზედმეტად დატვირთულია. თანაც ეს კიბეები... რა ვიცი, რა ვიცი. – გაიკრიჭა თამარა. – ალბათ ჩენ არ ვიცნობთ სახლის პატრონს, თორემ გვეტყოდნენ ბიჭები. – დაასკვნა კეკემ და სამზარეულოს დასალაგებლად ფეხზე წამოდგა. – ალბათ. – დაეთანხმა თამარამ და კეკეს მიჰყვა კუდში. ^^^ აბა, გისმენთ გულისყურით! :დ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.