გარიგებით ქორწილი (9)
ორი კვირა ერთად იყვნენ ამ ლამაზ ადგილას,მხოლოდ ისინი. ამ ორი კვირის განმავლობაში მათ შორის ყველაფერი ლაგდებოდა,ორივეს უჩნდებბოდა გრძნობა. ორი კვირა მალე გავიდა,წასვლის წინა დღეს ოთახში ფილმს უყურებდნენ გვერდი-გვერდ იწვნენ,ფილმის ყურების ნაცვლად ერთმანეთზე ფიქორბდნენ,მაგრამ არც-ერთი აღიარებდა. -როგორ მოგეწონა აქაურობა?კიდევ ხომ არ დავრჩეთ?-ლიზამ ქმარს შეხედა. -არა,უნდა დავბრუნდეთ.ყველა ჩვენს მოლოდინში იქნება. -მე მინდა დარჩენა,მაგრამ რა გაეწყობა... კარგი ხვალამდე.-დანიელი ადგა და ოთახიდან გავიდა.ლიზას არაფერი უთქვამს,დაწვა და დაიძინა. დილით სასაუზმოდ ჩამოვიდნენ. -ლიზა,მოდი ვისაუზმოთ.-გოგონა მაგიდასთან დაჯდა. -მომენატრება აქაურობა.-დანიმ შეამჩნია რომ ცოლმა მოიწყინა. -ნუ მოიწყენ,აქ კიდევ ბევრჯერ ჩამოვალთ,მთელი ცხოვრება წინ გვაქვს.-ლიზას მაინც არ მოეწონა ქმრის ნათქვამი "მთელი ცხოვრება" იმის მიუხედავად რომ დანის მიმართ გარკვეული გრძნობა უჩნდებოდა. არაფერი უთქვამს ისე ისაუზმა და გზას გაუდგნენ. "აბაშიძეების" სახლში დაბრუნდნე.მათ სახლში შესვლის თანავე ეკა შეეგება. -შვილებო,როგორ მიხარია თქვენი დანახვა.-ორივეს დიდი სიხარულით გადაეხვია,ისე თითქოს მთელი წელი არ ყოლოდა ნანახი. -ჩვენც.-ლიზამ,დედამთილს თავაზიანად მიმართა და გაუღიმა. წყვილი ოთახში ავიდა.-შევალ წყალს გადავივლებ. -კარგი,მე წამოვწვები.დღეს სამსახურში არ წავალ.-გოგონა როდესაც აბაზანიდან გამოვიდა დაინახა,რომ დანიელს საწოლზე ტკბილად ჩასძინებოდა.პლედი აიღო და ფრთცილად დააფარა,საწოლთან ჩამოჯდა და უყურებდა,როდესაც ხელი უნდა დაედო სახეზე,დანიელი გადაბრუნდა,ლიზაც ადგა რომ ქმრისთვის ძილი დაეცალა...ტანზე ჩაიცვა და დივანზე ჩამოჯდა,იქიდან უყურებდა ქმარს და თან ეღიმებოდა,მაგრამ ამას თვითონაც ვერ ხვდებოდა. საღამოს სავახშმოდ ყველა ჩავიდა,მთელი ოჯახი მაგიდასთან იჯდა. -დანიელ,სამსახურში გვჭირდები ხვალ.-ივანემ ოდნავ მკაცრაად თქვა ეს. -კარგი ხვალ წამოვალ.-ვახშმის შემდეგ ოთახში ავიდნენ.ბიჭმა ბალიში და პლედი აიღო,რათა დივანზე მოთავსებულიყო,მაგრამ.. -დანიელ...მოიცადე,მოდი აქ დაწექი,ჩემს გვერდით.-ბიჭს გაუკვირდა. -დარწმუნებული ხარ?მე დივანზეც მშვენივრად ვწევარ.-ლიზა მივიდა,ქმარს ხელი ჩაიდა. -კი...-თუმცა თავის პასუხში თვითონვე არ იყო დარწმუნებული.-მოდი დაწექი.-ბიჭიი,ცოლის გვერდით დაწვა.ლიზამ კი მას ზურგი აქცია და მოპირდაპირე მხარეს გადაბრუნდა. -ვიცი შენთვის ეს ძნელია.ვიცი რომ ამ ყველაფერს ძალით აკეთებ,მხოლოდ იმიტომ რომ მოვალეობა მოიხადო.მაგრამ...-ლიზა ქმრისკენ გადაბრუნდა. -არაფერი არ იცი!-მკაცრად უთხრა.-მეძინება შეგიძლია გაჩუმდე?!-ბიჭმა არაფერი აღარ თქვა ისე იცვალა გვერდი.ლიზა ვერ მიხვდა ეს რატომ გააკეთა,ეს ყველაფერი,მაგრამ ის კი იცოდა რომ,დაბნეული იყო და ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა. დილით ყველა დაიშლა.ლიზაც მეგობართან წავიდა. -მეგობარო,სად ხარ დაკარგული?-თათა დიდი სიხარულით ჩაეხუტა მეგობარს. -დანიელს ვყავდი აგარაკზე წაყვანილი.-თათამ გაიცინა. -ანუ გამოდის გაარკვიეთ ურთიერთობა? -ეს ორი კვირა ნამდვილი ზღაპარი იყო.ისეთი ზრდილობიანი,თბილი და მზრუნველი იყო...მასში ის დავინახე რაც აქამდე არავიშში დამინახავს.-ლიზა,ქმარზე ისეთი გრძნობით საუბრობდა,რომ მხოლოდ შეყვარებული ქალი საუბრობს ქმარზე ან საყვარელ ადამიანზე. -გიყვარს?-თათამ პირდაპირ კითხა და ლიზა დაიბნა,არ იცოდა რა ეპასუხა. -აარ ვიცი,მგონი.იცი როდის ვიგრძენი ეს?როდესაც მაკოცა.-თათამ თვალები ჭყიტა,რადგან მეგობრისგანნ გაუკვირდა.-ყველაფერი კარგად იყო,წუხელის კი ერთად გვეძინა.-თათას ეშმაკურად ჩაიცინა.-არა რრაც გაიფიქრე ის არ ყოფილა!-ლიზამ მკაცრად თქვა. -მე არაფერი გამიფიქრია.-ხელები აწია.ამ დროს კი ლიზას მობილურის ხმა გაისმა. -სალამი,როგორ ხარ?-დანიელის თბილი და მზრუნველი ხმა გაჟღერდა. -კარგაად.შენ?-ლიზა იღიმოდა. -მომენატრე.სად ხარ?ერთად ვისადილოთ. -თათასთან ერთად ვარ კაფეში. -კარგი გამოვალ.-უნდა გაეთიშა როდესაც ისევ კითხვა დაუსვა..-მოიცა,მოიცა ლიზა,შენ არ მოგენატრე?-ლიზა ჩაფიქრდა. -შეხვედრამდე დანიელ.-და გაუთიშა.დანიელი ოდნავ გაბრაზდა,მაგრამ არ შეიმჩნია. თათა მალე წავიდა. დანის მოსვლამდე ლიზას ისე დაურეკეს. -დედა,როგორ ხარ? -ჩემო გოგო,ძლიან მომენატრე.მითხარი როდის მოხვალ ჩვენთან? -დედა,ახლა დანიელთან ერთად უნდა ვივახშმო.ხვალ კი შენთან მოვალ და მთელი დღით შენთან ვიქნები.მამა როგორ არის?-ლიზა სიხარულით საუბრობდა.ინგამ კი შეამჩნია რომ ქალიშვილი წინანდელზე უფრო თბილი გამხდარიყო,რაც ახარებდა. -კარგად არის,მასაც ძალიან მოენატრე. -დედა,დანიელი მოვიდა უნდა გავთიშო.მიყვახარ. -კარგი შვილო.ქმარი მომიკითხე.მეც მიყვარხარ.-ერთმანეთს დაემშვიდობნენ.დანიმ ცოლი გადაკოცნა. -მარტო რატომ ხარ,თათა სად არის? -სასწრაფო საქმე გამოუჩნდა და წავიდა.დედამ მოგიკითხა.-ლიზას უნდოდა ეთქვა რომ მშობლების სანახავ უნდოდა წწასვლა,მაგრამ.. -მოგენატრა მშობლები?-გოგონას გაუხარდა რომ ქმარი უთქმელად მიუხვდა. -კი,ძალიან.შეიძლება ხვალ წავიდე? -რა თქმა უნდა თავად წაგიყვან.-ღიმილიღ ესსაუბრებოდა. -მადლობ.-ლიზამ ქმრის ხელს,ხელი დაადო,ისე რომ თავადაც ვერ მიხვდა.დანიელმაც ძლიერეად მოკიდა ხელი და ეამბორა.გემრიელად ისადილეს.შემდეგ კი გაისეირნეს,ვერ შენიშნეს როგორ შემოაღამდათ,ისე იყვნენ გართულები. ქალაქის ცენტრალურ ბაღში დასხდნენ და მოკაშკაშე მთვარეს უყურებდნენ. -მიყვარს მთვარის ყურება.შემიძლია საათობით ვუყურო სავსე მთვარეს.-ლიზა იღიმოდა. -ძალიან ლამაზი ხარ როდესაც იღიმი.-ლიზას შესცივდა.-შეგცივდა?აიღე ჩაიცვი.-ცოლს ქურთუკი მისცა,მანაც დიდი სიამოვნებით ჩაიცვა,ქმარმა ის ძლიერად მიიხუტა.გოგონაც მის მკლავებში გაინაბა,და ქმრის სასიამოვნო სურნელით ტკბებოდა. სახლში რომ დაბრუნდენ მათ,ერთი მოხუცი ქალბატონი დახვდათ,ამ ქალს ძალიან გაუხარდა დანის დანახვა ისევე როგორც მას. -ძიძა,როგორ მომენატრე.-ქალს ძლიერად ჩაეხუტა. -მეც შვილო.როგორ შეცვლილხარ,უკვე დიდი კაცი ხარ. -უკვე ცოლი მყავს ძიძა.-დანიელმა ეს ღიმილით თქვა და ლიზა გააცნო. -სასიამოვნოა ქალბატონო "ლეილა". -ქალბატონო?შეგიძლია ძიძა დამიძახო,შენ ხომ დანის ცოლი ხარ. -კარგით...ძიძა.-ლიზა თავაზიანად ექცეოდა მოხუცს. -ძიძა ხომ სულ დაბრუნდი? -კი,შვილო სულ დავბრუნდი.უთქვენოდ ვერ გავძელი.-მოხუცი სასიამოვნო ადამიანი იყო... -კარგით,წადით დაისვენეთ.-ცოლ-ქმარი ოთახში ავიდა.საწოლზე წამოწოლილები იყვნენ. -ძალიან ახლობელია ლეილა დეიდა თქვენთვის? -კი ლამაზო.ის გვზრდიდა მე და ჩემს დას.1 წლის წინ წავიდა,შვილი ავად ყავდა და გარდაეცვალა.მიხარია რომ ისევ დაბრუნდა.იმედია შეეწყობით. -რა თქმა უნდა,ნუ ღელავ...-ლიზა გაჩუმებული იწვა.დანიელს კი გაახსენდა რომ ცოლისთვის ისევ უნდა ეკითხა რაღაც,რაზეც შუა დღით პასუხი ვერ მიიღო. -ლიზა,ტელეფონით რაღაც რომ გკითხე პასუხი არ გაგიცია. -რა მკითხე?აღარ მახსოვს.-რა თქმა უნდა მშვენივრად ახსოვდდა,მაგრამ... -რომ გკითხე მოგენატრე მეთქი?არაფერი გიპასუხია ისე გათიშე. -იმიტომ რომ არაფერი მქონდა საპასუხო.-ლიზა უნდა ამდგარიყო ქმარმა რომ დაიჭირა. -არა ქალბატონო აბბაშიძე.მოვითხოვ მიპასუხოთ,არ მოგენატრე დილით სანამ მნახავდი?-ლიზა დაფიქრდა რა ეთქვა. -არა საერთოდ არ მომნატრებიხარ.ახლა კი თუ შეიძლება გამიშვი,მეძინება.-ლიზამ ეს ოდნავ მკაცრი ტონით თქვა. დანილემაც გაუშვა და დასაძინებლად გადაბრუნდა,ლიზამ კი ჩაიცინა. ამ დროს ეკა და ივანე ოთახში საუბრობდნენ. -მგონი ერთმანეთს შეეწყვნენ. -იმედია არ ვცდებით.გამოგიტყდები და ერთმანეთს მართლა უხდებიან,ძალიან საყვარლები არიან.თავიდან მეშინოდა რომ ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ. -ხომ ხედავ კარგი ვქენი,რომ ისინი დავაქორწინე. -მართალია,დანიელი ამას იმსახურებს.მადლობა ღრერთს იმ უსინდისო გოგოს დაშორდა. -ის აქ აღარ დაბრუნდება!საკმარისი ფული მივეცით რომ წასულიყო! -იმედია ამას დანიელი ვერ გაიგებს,თორემ არასდროს გაპატიებს. -ნუ ღელავ.ამას ვერასდროს გაიგებს! გუკა სკაიპში თათას ესაუბრებოდა. -თათა,ლიზა როგორ არის?არ ეყრება იმ კაცს? -გუკა,მოდი გულწრფელად გეტყვი.ლიზას ქმარი შეუყვარდა და ბედნიერია.დღეს ვნახე ბედნიერებისგან თვალები უბრწყინავდა.-გუკას ეს სიტყვები არ მოეწონა. -ამის მეშინოდა!მე ის მიყვარს!ყველაფერს გავაკეთებ რომ იმ კაცს დავაშორო.-გუკა ამას სერიოზული ტონით ამბობდა. -გუკა!ნურაფერს იზამ!მათ ერთმანეთი შეუყვარდათ.ლიზა დაივიწყე,ამას შენივე კეთილ დღეობისთვის გეუბნები....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.