მენდე! გულს არ გატკენ... (თავი 4)
ცოტახნით გავჩერდი და მერე სახლში ჩავედი, სამედიცინო ლიტერატურა წავიკითხე, სახლი მოვაწესრიგე და დავწექი, 1 კვირა გავიდა ამბიდან. ტასუნა ძალიან მომეჩვია, როცა სახლში ვიყავი ჩამოდიოდა ხოლმე, კვირა დღე იყო, დილის 9 საათი იქნებოდა, ჯერ კიდევ მეძინა ყვირილის ხმამ რომ გამაღვიძა, ვერ გავერკვიე ყვირილი საიდან ისმოდა, მერე მტვრევის ხმა გავიგე და საწოლზე წამოვჯექი, სადღაც 2 წუთში კარზე გაუჩერებლად აკაკუნებდა ვიღაც. კარი გავაღე და ატირებული ტასუნა შემრჩა ხელში. - რა დაგემართა ტასუნა? მოდი სიხარულო. - მიშველე რა ანი დეიდა ისევ ჩხუბობენ. - ვინ ჩხუბობს სიხარულო? - დედა და მამა, სულ დაამტვრია დედამ ყველაფერი, მიშველე რაა. - კაი სიხარულო მოდი დამშვიდდი, წყალი დალიე, ყველაფერი მოგვარდება, ნუ ტირი, მამიდა და ბებია სად არიან? - ბებო სოფელში წავიდა გუშინ და მამიდა სასწავლებელშია. რამე იღონე რა გთხოვ მოკლავენ ერთმანეთს. - არა ჩემო სიხარულო დამშვიდდი არაფერს ავნებენ ერთმანეთს, ზოგჯელ უფროსები ჩხუბობენ ხოლმე, - არა შენ არ იცნობ არცერთს და ასე იმიტო გგონია. - კაი მოდი მამას დავურეკოთ. (ტელეფონი ავიღე და მესიჯი მივწერე. ,, მაო ძალიან ნერვიულობს ტასუნა გთხოვ იქნებ ჩამოხვიდე და დაამშვიდო." მერე ზარი გავუშვი რონ მესიჯი ენახა. ცოტა ხანში კარზე კაკუნი იყო, მაოს ხელიდან იმდენი სისხლი სდიოდა შემეშინდა.) - ეს რაარი? - არაფერი, სადაა ტასუნა? - კომპიუტერთან ზის, მოდი მოგწმენდ ამას, ასე რომ დაგინახოს უარესად შეეშინდება. - არ მინდა ტასოს ავიყვან და ჩემით მივხედავ, - ნუ ჯიუტობ მანახე ხელი. (ხელი გამოვაშლევინე და აშკარად ღრმა ჭრილობა იყო, ხელის გულზე ჰქონდა ჭრილობა რომ მოვბანე ჭრილობაში რაღაც ბრჭყვინავდა.) მგონი შუშა გაქ ჩარჩენილი. - შეგიძლია ამოიღო? - რა გატეხე? - ჭიქას მოვუჭირე და შემომატყდა. - შეიძლება ჩემი საქმე არაა მაგრამ ბავშვის ფსიქოლოგიაზე ძალიან ცუდად მოქმედებს მშობლების ჩხუბის ყურება. - ვიცი, ეგ იმას ვერ გავაგებინე, - ამდენი რა გაქვთ საჩხუბი?( თან ხელიდან შუშებს ვიღებდი და თან ვლაპარაკობდუთ) - ეჰ, როცა არასწორ არჩევანს აკეთებ ადამიანი იქ მუდამ ასე ხდება. - აჰა მგონი შუშები ამოვიღე, ეხლა უნდა დავამუშაო და ცოტა აგეწვება. - არაუშავს მიდი, (არც კი განძრეულა სპირტით რომ დავამუშავე, ხელი შევუხვიე და ტასუნასთან გავუშვი, მე კი მივალაგე სისხლიანი ადგილი. ოთახში უნდა შევსულიყავი მათი საუბარი რომ გავიგე) - მამი შენ ხო დიდი გოგო ხარ უკვე? ასე აღარ შეიძლება, მე და დედა უნდა დავშორდეთ, შენ როცა რომელთან გემდომება იმასთან იქნები, უბრალოდ მე და დედა ერთ სახლში ვეღარ ვიცხივრებთ - ვიცი. მე მინდა რომ ორივე კარგად მყავდეთ და თუ ასე კარგად იქნებით იყოს ასე. - ჩემი მიხვედრილი გიგო ხარ შენ. ცხელი შოკოლადი გავუკეთე ტასუნას და ოთახში შევუტანე. - ნახე რა გემრიელი რაღაც მოგიტანე სიხარულო? შენც დალევ მაო? - ეგ რა არის? - ცხელი შოკოლადია - თუ გაქვს კიდე მაშინ დავლევ სიამოვნებით. - კი ახლავე მოგიტან. - მიდი მამიკო შენ დალიე და თან ითამაშე, ოღონდ არ გადაიქციო, მე და ანი დეიდა იქით გავალთ და ცოტას ვილაპარაკებთ კარგი? - კარგი მაა. მაომ კარი გამოხურა და სამზარეულოში გამომყვა, ისეთი უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა რომ მისი დარღვევა ჩემს თავზე ავიღე. - ხელი ხომ არ გტკივა? - ისე დამიმუშავე რომ ამის ტკივილს ვეღარც ვიგრძნობ - მიხარია ასე თუა, თუ აგტკივდება მითხარი და გამაყუჩებელს დაგალევინებ. - ასე რატომ ზრუნავ ჩემზე? (იმდენად მოულოდნელი კითხვა დამისვა მაომ რომ წამით გავჩუმდი რა უნდა მეთქვა ვფიქრობდი) - რაა? არა, მარტო შენზე არა, მე მიყვარს ჩემი საქმე და ყველას მიმართ ასე ვარ განწყობილი ვისი დახმარებაც შემიძია, შენ ვერ გამიგე სწორად მაო, ჩემთვის პაციენტი ხარ, ეს არის და ეს - არადა მომეჩვენა რომ... - არ ვიცი რა მოგეჩვენა მაო მაგრამ, ძალიან გთხოვ, ჩემი მოვალეობის მოხდას სხვა სახელს ნუ დაარქმევ - ეგ არც მიფიქრია - ხოდა გვეყოს ამ თემაზე საუბარი. - მე და სალომე ვშორდებით. გადავწყვიტე საბოლოოდ, მართალი ხარ, რაც უფრო გაიზრდება ტასუნა უფრო გაუჭირდება ჩვენი დაშორება - ძალიან სამწუხაროა, ოჯახი ყველაზე ძვირფასია რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდეს - ხო მაგრამ როცა ვერ ეწყობი, ყველაზე დიდი ჯოჯოხეთი ხდება - მაგაზე ადამიანმა უფრო ადრე უნდა იფიქროს - მაგიტომ არ ხარ დაოჯახებული აქამდე? - ხო, ოჯახის შექმნას ცხოვრებაში ერთხელ ვაპირებ და სწორედ ამიტომ არ ვჩქარობ - ისე არის შენს ცხოვრებაში შესაბამისი კანდიდატი? ანუ მარტო ხარ თუ არა? - მარტო ვარ და ვტკბები ამ წლებით რაც მაქვს. - და თავისუფალ დროს რითი ერთობი? - არაფრით, ან ვმუშაობ ან ვსწავლობ - და არ გბეზრდება ასეთი ცხოვრება? - გართობას ყოველთვის მოვასწრებ მაგრამ სწავლას ვერა - და რომ დაგპატიჟო სადმე გაასართობად? გამონახავ დროს? - არა ვერ გამოვნახავ, მაგას ჯობია სალომე და ტასუნა წაიყვანო გასართობად, იქნებ როგორმე შეინარჩუნოთ ოჯახი - ეგ მე უკეთ ვიცი რა ჯობია და შენ ამიტომ გეპატიჟები - არაა საჭირო მაო. არ გამოვა ეგ ამბავი. დიდი ბოდიში მაგრამ საქმეები მაქვს და თუ ჩემი დახმარება აღარაა საჭირო მაშინ საქმეებს მივხედავ. - კარგი, ხელს აღარ შეგიშლით. ტასუნა მივდივართ მამიკო - მე რომ დალევა არ დამისრულებია? - შენ დარჩი დალიე და მერე გაიქეცი სახლში, ხელს არ შემიშლი შენ - ანუ მე გიშლი? აღარაფერი აღარ მითქვამს უბრალოდ გავხედე, ძალიან არ მომწონდა მისი საქციელები, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თავს არ ავაგდებინებ და ჩემზე როგორც გასართობ გოგოზე, არ შემოვახედინებ, საზღვარი უნდა დამედგინა მაოსთვის, სწორედ ამიტომ მოვიშორე თავიდან, სახლის საქმეები გავაკეთე და მერე ტასუნასთან ერთად ვთამაშობდი, მერე საჭმელი ვჭამეთ, მერე ლექსი ვასწავლე და მოსაღამოვდა კიდეც. კარზე ვიღაც ზარს რეკავდა, გარეთ გამოვედი და ნინი შემრჩა: - მოდი ნინ - სადაა ჩემი ქალბატონი? სახლის გზა დაავიწყდა? - აუ მამიდულა იცი რამდენი ვიცინეთ მე და ანი დეიდამ? - მერე მთელი დღე ხოარ უნდა შეაწუხო ლამაზო? წამო ეხლა სახლში მამიკოს მოენატრე - უი მამიკო სულ დამავიწყდა ისე გავერთეთ, ხვალამდე ანი დეიდა. - ხვალამდე ჩემო ლამაზო. ( ლოყაზე ვაკოცე და კართან გაიქცა) - ან, იცოდე მერე არ დაიწყო არაფერი 1 კვირაში ხო გახსოვს სადაც მოდიხარ? - კაი რა ნინ? მე რა მინდა შენს დაბადების დღეზე? თან კლუბში იხდი, და არ მინდა რა მეე - უშენოდ დაბადების დღეს არ ავღნიშნავ იცოდე, ამიტომ მოგიწევს მაინც წამოსვლა და გაემზადე. ხო მართლა თოკოც მოვა და შენი დახმარება დამჭირდება - რაზე? - მაო პირველად ნახავს და არ მინდა უხეში იყოს თოკოსთან. - მერე მე რას ვუშველი რო? - შენ გეხერხება სიტვაციის განეიტრალება ხოლმე - აი თურმე რისი დარდი გაქ, მე კიდე ვიფიქრე რომ... - კაი ეხლა არ გააზვიადო (სიცილით მითხრა და კარი გაიკეტა, მაგრამ იქიდან ყვიროდა) კაბა ჩაიცვი იცოდეეეე... 1 კვირა მალე გავიდა, ამ ხნის მანძილზე სულ 2 ჯერ ვნახე მაო, ისიც შემთხვევით, უბრალოდ ერთმანეთს მივესალმეთ და ამით დავუსრულე საუბარი. დილით სამსახურში დამადგა თავზე ნინი, აინტერესებდა რას ვიცმევდი, შუადღეს ისევ დამირეკა და გადაამოწმა ხომ ნამდვილად მივდიოდი. 6 საათზე სამსახურიდან გამოვედი და მაო დამხვდა მანქანით. - აქ რას აკეთებ? ხო მშვიდობაა? - კი, უბრალოდ ნინიმ გამომგზავნა, რომ მალე მიმეყვანე სახლში. - ოხ ნინი, მოსაკლავი ხარ რაა (ჩავილაპარაკე ჩემთვის) ჯერ საქმე მაქვს, ასე რომ ტყუილად მოგიყვანა ნინიმ - ეგ არაფერი, სადაც გინდა იქ წაგიყვან - საჭირო არაა მაო, როგორმე გავიკვლევ გზას. - ვერ ვხვდები თავს რატომ მარიდებ, შენ გგონია ვერ ვგრძნობ? - ეგ რა შუაშია? - აბა ჩემი გეშინია? - რა გინდა მაო? - მაინტერესებს რატო მარიდებ თავს - არ გარიდებ. - მაშინ ჩაჯექი და წავიდეთ... უჩუმრად ჩავჯექი და ღვედი შევიკარი. - სახლში მივდივართ? თუ მართლა გაქ საქმე? - სახლში მივდივარ. - აი ხომ ხედავ? მგონი ჩემზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვს ხო? - მე ადამიანზე ის წარმოდგენა მაქ ვინც არიან - და ჩემზე რა წარმოდგენა გაქვს? - არანაირი - ანუ ადამინად არ მიგაჩნივარ? - მაო შენ ხარ მოგულავე ადამიანი, რომელსაც ყველაფერი ფეხებზე კიდია, მთავარია თავისი გაისწოროს, მისთვის სულერთია რა ხდება მის გარშემო, ასეა თუ ისეა გყავს ცოლი რომელსაც შენთან დაშორება არ უნდა და ოჯახის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, ასე რომ შენზე წარმოდგენა არც კი შემიქმნია, იმდენად ვერ მოდიხარ ჩემამდე. - და თუ ძალიან მაგრად მომწონხარ? - მაშინ ძალიან ცუდად გქონია საქმე, იმიტომ რომ მე და შენ სხვადასხვა სამყარო გვაქვს, სხვადასხვა ცხოვრების სტილი და საერთოდ სხვადასხვა ადამიანები ვართ. ხმა აღარ ამოუღია, გაზის პედალს მიაწვა და მანქანა ადგილს მოწყვიტა, სახლამდე ხმა არცერთს აღარ ამოგვიღია, უბანში რომ შევედით სვლა შეანელა და უფრო თავისთვის დაიწყო ბუტბუტი: - ჯერ პირველი, ცოლი არ მყავს და მერე უფრო მთავარი, დაგიმტკიცებ რომ ჩემში ცდები და ის არ ვარ ვინც დაახასიათე, ან თუ ვარ, მაშინ შევიცვლები იმიტომ რომ ამისთვის მიზეზი მომეცა... მე ხმა არ ამომიღია ისე გადავედი მანქანიდან, სახლში შესულმა ყველაფერი ძირს დავყარე და აბაზანას მივაშურე, თავში მაოს სიტყვები ისე ტრიალებდა, რომ წამით არ ჩერდებოდა. სახეზე ხელი გადავისვი და თვალები ძალიან დავხუჭე, მინდოდა გონებიდან წამეშალა მისი ეს სიტყვები. რატომ? იმიტომ რომ, სადაც ბავშვობის სიყვარულმა ვერ დააფასა ჩემი სიყვარული იქ მაოსნაირი თავში ავარდნილი ტიპი როგორ დააფასებდა, მისთვის უბრალოდ სიახლეს წარმოვადგენდი, ეს იყო და ეს. აბაზანიდან გამოვედი და ტელეფონს დავხედე ნინისგან იყო 5 ნარეკი, ვიფიქრე მერე გადავურეკავთქო მაგრამ ვინ მაცადა? წამებში ისევ ამღერდა მობილური. - გისმენ ნინ - აბა რას შვრები? სად გაქ ეგ ტელეფონი? - აბაზანაში ვიყავი - რაა? ჯერ არ ხარ მზად? უკვე გასვლის დროა ამდენ ხანს რას აკეთებდი? მაომ 1 საათის უკან მითხრა რომ მოგიყვანა - ხო ვერ ვიყავი კარგად და აბაზანამ მიშველა ცოტა. - გინდა ჩამოვიდე? - არაა, მე რო არ წამოვიდე? - გადაირიე? კაი რაა არ დაიწყო თავიდან გთხოვ - კაი წადით მაშინ თქვენ და მე ტაქსით მოვალ. - ხო ნამდვილად მოხვალ? - კი, კი მოვალ. - კარგი მაშინ და მობილურთან ყურადღებით. დივანზე დავჯექი და ფიქრი დავიწყე, რა გამეკეთებინა რომ მაოს თავი დაენებებინა ჩემთვის? მერე საათს დახვედე 19:30 იყო. თმა გავიშრე და ჩემი კულულები უფრო დაიხვა, ძალიან მსუბუქად ავიწიე თმა, აქა იქ კულულები ჩამოცვივდა, მომეწონა და ასე დავტოვე, გარდერობიდან შავი მოკლე კაბა გამოვიღე, გული მრგვალი ქონდა, მხრებამხე ამოჭრილი რომელიც უკან გადადიოდა და ზურგი ამოღებული ჰქონდა, თეძოზე კრემისფერი ბრტყელი კანტი ჰქონდა კაბას, მაკიაჟი ღია ფერებში გავიკეთე, რამაც სახე უფრო ნაზი გამომიჩინა, კრემისფერი მოსაცმელი მოვიცვი და კრემისფერი მაღლები ჩავიცვი, სუნამო დავისხი და საათს დავხდე 20:15 იყო, საჩუქარი ავიღე და დაბლა ჩამოვედი, სადარბაზოსთან ისევ მაო დამხვდა, მანქანაზე მიყუდებული ეწეოდა სიგარეტს, რომ დამინახა ერთიანად გაქვავდა ადგილზე, სიგარეტიანი ხელი რომელიც პირთან მიჰქონდა გაუშეშდა და ისე მიყურებდა, მერე სიგარეტს ერთი ნაპასი დაარტყა და გადააგდო, მალევე გააბოლა და კარი გამოაღო. - აქ რა გინდა მაო? - შენ გელოდებოდი, - ჩემით მოვიდოდი - ვერ დავუშვებდი ასეთი ლამაზი, ტაქსით მოსულიყავი - მადლობა, მაგრამ... - არავითარი მაგრამ, ჩაჯექი გთხოვ. ჩავჯექი თუ არა კარი ფრთხილად მოხურა, ღვედი გავიკეთე და კაბას დაბლა ვექაჩებოდი, რომ ვერ დავაგრძელე, ფეხებზე კლაჩი დავიდე. უხმოდ ჩაჯდა მანქანაში ერთი გადმომხედა გაეღიმა და მანქანა დაძრა. - შეგიძლია თავისუფლად იჯდე და მაგ კაბას შეეშვა, მანიაკი კი არ ვარ - ... - არ მელაპარაკები? - როცა სათქმელი არ მაქვს არაფერი, მირჩევნია ჩუმად ვიჯდე - იმას თუ ხვდები, რომ რაც უფრო შორს იჭერ თავს ჩემგან, უფრო მიზიდავ? - ან გაჩუმდი, ან მანქანა გააჩერე. ხმა აღარ ამოუღია, უბრალოდ გაიცინა და მორჩა. კლუბში რომ მივედით, გვერდით ამომიდგა ჩემზე ერთი თავით მაღალი მაო და კარი შეაღო, 1 საათის დაწყებული ჰქონდათ დროის ტარება, რომ გადავხედე ხალხს, ნინის სუფრასთან იმდენი ვიღაც იჯდა, თავი მართლა ზედმეტი მეგონა, ნინის გვერდით ვიღაც ბიჭი რომ დავინახე და მივხვდი რომ ეს თოკო იტო მაოს ხელი მოვკიდე და ყურთან ახლოს ვუთხარი: - რაც არ უნდა გაიგო დღეს ან დაინახო, ძალიან გთხოვ ნინის დღე არ ჩაუშხამო - რას გულისხმობ? - რაც გთხოვე გახსოვდეს უბრალოდ, და დანარჩენს მიხვდები. გზა გავაგრძელე მაომ ხელი რომ გადამხვია, აღარ შევიმჩნიე მისი ეს საქციელი და ნინისთან მივედი, დაბადების დღე მივულოცე, საჩუქარი გადავეცი და ჩემი თავი წარუდგინა მაგიდასთან მსხდომთ, უცბად თვალი ნაცნობ სახეს მოვკარი, რომ ვიცანი მაშინვე ნინის მივუბრუნდი და ვკითხე: - ნინი სულ პირდაპირ ორსული გოგო რომ ზის ეგ ვინაა? - ვიზე ამბობ? მაკაზე? მარტო ეგაა ორსული - ანუ მაკაა? - შენ საიდან იცნობ? - შენი ვინაა? - ჩემი კლასელი იყო, რა არი? იცნობ? - ნიკაც აქაა? - რაააა? ეს ნიკას ცოლია? ვაიმე ღმერთო მიშველე. - აქაა? - კი ქმართან ერთადაა მოსული, გასულია სადღაც. - არ უნდა მოვსულიყავი, წავალ მე კაი? სანამ ნიკას შევუმჩნევივარ. - არა გთხოვ რაა. როდემდე გაექცევი? დაანახე რო პირიქით ბედნიერი ხარ აქამდე ჩუმად მდგომი მაო ვეღარ გაჩუმდა და კითხვები მოგვაყარა: - რა ხდება? ხო მშვიდობაა? - კი, აუ მაო ძალიან გთხოვ რა მერე აგიხსნი მარა იცოდე რო დღეს ანის გვერდიდან არ უნდა მოშორდე - არაა საჭირო ნინ, თავს გავართმევ - მოიცა, მოიცა, რა ხდება? - აუ მაოო, რაც გთხოვე გაიგე? - კი ბაზარი არაა, მასეც ვაპირებდი მარა, აქაა ვინმე ისეთი ვინც შენამდე არ უნდა მოვუშვა? (მკითხა ისე რომ თვალებში მომაშტერდა, თვალები ამემღვრა, არ მინდოდა მისთვის ამ თამაშში ჩაბმა მეთხოვა ან ნიკაზე მელაპარაკა მასთან) კაი ვსო აღარაა ახსნა საჭირო, დამშვიდდი. - აუ ნინ წავალ რა და არ გეწყინოს გთხოვ - არა ანი, აქ იქნები და ყველას დაანახვებ რომ ძალიან ბედნიერი ხარ, - ცოტახნით გავალ, (მაოს ხელი გავაშვებინე და საპირფარეშოსკენ წავედი, საკმაოდ სიბნელე იყო, აქა იქ ანათებდა სინათლე და გამაყრუებელი სიმღერების ხმა ისმოდა, ვიღაც დამეჯახა და მისი სახე რომ დავინახე ერთიანად დამცხა) - ბოდიშით, მოიცა ანიი? როგორ ხარ? - უი ნიკა შენ როგორ ხარ? ვერ შეგამჩნიე - ხო ვერც მე, აქ არ გელოდებოდი, რა კარგად გამოიყურები? როგორ ხარ? ან საით ხარ? - ან აქ ხარ ცხოვრება? (უცბად მაო გამოჩნდა, ხელი გადამხვია და თავზე მაკოცა) გამარჯობა ძმა, მაო მქვია (ხელი ჩამოართვა, მის დაბნეულ სახეს რომ შევხედე, გამიხარდა მაოს მოქმედება) - ნიკა ძმა. - იცნობთ ერთმანეთს? - კი, პარატაა თბილისი და ყოფილი შემახვედრა... თან ნიკას ცოლი ნინის კლასელი ყოფილა და ისინიც ნინისთან არიან (გაღიმებულმა და მაოზე აკრულმა ვთქვი, მაოც მიხვდა რაში იყო საქმე და არ დაიბნა) - აა, შენ ის ნიკა ხარ? ძალიან კარგი... - კაი მე შევალ აქეთ ხო მაო? მალე მოვალ - კაი სიცოცხლე მიდი, (ისევ მაკოცა შუბლზე და ადგილიდან გავქრი) ********************** ძალიან დიდი ბოდიშით დაგვიანებისთვის უბრალოდ მეგონა რომ ისტორია არც ისე საინტერესო იყო და დაწერა შეწყვეტილი მქონდა მაგრამ თქვენთვის ვინც მიკომენტარებთ და არ იზარებთ, მეც გამოვნახე დრო და გავაგრძელე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.