შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"Jack Daniels"-ი თუ ის. (დასასრული)


24-01-2016, 22:07
ავტორი Soow
ნანახია 2 175

ისინი გაიქცნენ სადრაც შორს.სადაც მზე უფრო ანათებდა და ათბობდა გაყინულ სხეულებს,სადაც უფრო მეტის მიღება გსურდა ცხოვრებიდან ვიდრე სიკვდილიდან,სადაც არ იყო არც კამერები არც ბარები და წვეულებები,სადაც მხოლოდ ერთი ჩასუნთქვა მთელი სამყაროს შეცნობას უდრიდა.ისინი ტკბებოდნენ ერთმანეთით,მარტოობით აქ სენტიმენტებიც კი ზედმეტი იყო,ჰაქრი იყო გაჟრენთილი სიყვარულით და არა ვისკის სუნით.ყოველ მზერაში ვნება იგრძნობოდა ცოცხალი მოშიებული ვნება რომოლელიც არც ერთს არ ასვენებდა,რომელიც კოსმოსში ფანტავდა ,მათ აღზნებისგან ერთდროულად დაძაბულსა და მოშვებულ გონებას.ამ ადგილას არ იყო არავინ იყო მხოლოდ ორი რომლისთვისაც იმ დროს სხვა არავინ არსებობდა.თითქოს სხვა პლანეტაზე დასახლდნენ და ამაში იპოვეს შვება.
სამოთხე დიდხანს არ გაგრზელდა , ტელეფონი ლამის აფეთქდა პროდიუსერებისა და ორგანიზარორების ზარებისგან.ლუკას ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა,რომ ვიკას კარიერულ წინსვლას ხელს უშლიდა.ევედრებოდა რომ დაბრუნებულიყო და თვითონაც გრძნობდა მის თავში ძალის მატებას და ეგონა რომ ვერაფერი აცდუნებდა ამიერიდან ,ვიკას გარდა.
ქალაქში დაბრუნების შემდეგ მიხვდა, რომ მისი ძალა ვიკა იყო ,თუ მოშორდებოდა ყველა ცდუნებას შეეძლო წაეღო ჯოჯოხეთში თუ მასთან იქნებოდა ,მის გარდა ვერავის შეეძლო მისი ცდუნება.ამიერიდან ისინი ყველგან ერთად დადიოდნენ,ღონისძიებებზე ,ფოტოსესიებზე,შოუებზე,გადაცემებზე,კულისებში ვიკას ყოველთვის უცდიდა მარადიული გულშემატკივარი,რომელსაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ის.
რა გამოლევს შურიან ხალხს.ამბობენ თუ გინდა რომ ბედნიერი იყო მაშინ მის საწყისზე არავის უნდა მოუყვეო.ერთხელ როცა სცენის მეორე მხარეს მდგარი ლუკა ვიკას გულშემატკივრობდა,უკნიდან ლუდის ბოთლი გადმოაგდეს.
-არ დალევ?-შეეკითხა მისმა ძველმა მეგობარმა.
-გიგი როგორ გამახარე! არა მაპატიე მე შევეშვი.
-შეეშვი?!
-ხო შევეშვი.შეგიძლია დიეტური კოლა მომაწოდო.
-დაიჭირე.-ჟეშტის ქილა ხელში ესროლადა თან ირონიულად ჩაიცინა.
ამ დროს ერთი ჟურნალისტი გამოჩნდა და დიდი ინტერესი გამოიჩინა ლუკას მიმართ.ეკითხებოდა თუ რატომ "ჩაქვრა" ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი.თხოვდა რომ მისსა და ვიქტორიას ურთიერთობაზე უფრო დაწვრილებით მოეყოლა.
-ეგ ძალიან პირადული საკითხია და არ მინდა რომ გავასაჯარო,დიდი მადლობა ნახვამდის.-ზრდილობიანად სცადა მისი თავიდან მოცილება.
-თქვენ ცნობილი ადამიანები სხართ!საქმე იმაში კი არ არის რა არის პირადი და რა არა .თქვენ იცით რას ლაპარაკობენ თქვენზე?
-ჭორებით არასდროს ვიყავი დაინტერესებული.
-თქვენ გგონიათ დამალავთ თქვენი "მონის" წარსულს?ყველამ კარგად იცის საიდანაც წამოათრიეთ!თქვენთვისვეა უმჯობესი რაიმე ინფორმაცია მომცეთ, რომ ეგ "ჭორები" გააქარწყლოთ.
-შენი დედაც ,შე არამზადავ-საყელოში წვდა და სახეში მაგრად გაარტყა.ჟურნალისტი ეგრევე გაიქცა,მაგრამ თან წაიყოლა ლუკას ძალაც და მოთმინებაც.რორივით სვამდა ყველა სასმელს რაშიც კი ალკოჰოლი ერქვა.გზადაგზა შედიოდა ყველა ბარში ,ყველგან კონფლიქტი მოდიოდა,მისი მანქანით რამდენიმე გაჩერებული მანქანა დაამტვრია. საღამოს კი პოლიციის განყოფილებაში ამოყო თავი.
მას არ ახსოვდა მისი რეპუტაცია,მისი ფიცი,ვიკა არც ის დღეები რომლებიც თეთრ ზმანებად იყვნენ გადაქცეულნი მის ფიქრებში.გონს მხოლოდ ნაცნობმა ხმამ მოივანა.
-ბატონო კომისაროძალიან გთხივთ ,ის ავადაა ყველაფერს მოგცემთ!რამდენსაც გინდათ.თან მხოლოდ ეს მაქვს მაგრამ აი ჩემი ძვირფასეულებაც აიღეთ.ის ავადააა უნდა გამოუშვათ.-ევედრებოდა ვიკა კომისარს.
-არა ,არა რას ამბობთ.მართალია ძალიან დიდ პატივს გცემთ,მაგრამ ამ ადამიანმა ,მოძრავ საკუთრებას მიაყენა ზიანი და არა ერთს ,ნასვამ მდგომარეობაში მართავდა მანქანას და სცემა ერთი ჟურნალისტი .მე არ შემიძლია გამოუშვა ის?!
-მას დახმარება სჭირდება!თქვენ ის უნდა გამოუშვათ!-ცანთიდან ჩეკი ამოიღო და შევსება დაიწყო.-იმედია შევტანხმდით-ჩეკი კომისარს გაუცურა.
-კარგი წაიყვანეთ მაგრამ მხოლოდ ერთი შენიშვნა და ჩათვალეთრომ უკვე ციხეშია.
-დიდი მადლობა!
იმ ღამეს როგორც ყოველთვის ლუკასგან არ მოელოდნენ პასუხს ,პასუხი სულ ვიკასგან ჟღერდა.მისი პროდიუსერი არწმუნებდა რომ ლუკას ვერ გამოასწორებდა და ტყუილად ნერვიულობდა ასე ძალიან.
-ვიკა ,რას გააკეთებ მერე ? ლუკა თავისი ცხოვრების ბოლომდე ასეთი იქნება!
-მე არ ვიცი!
-მაშინ გაანებე თავი,მოეშვი!ნუ ტვირთავ გაუშვი სანამ ეყოფა ძალა რომ მისი ცდუნება დააკმაყოფილოს,გაუშვი.
-არა!მე მას ასე ადვილად არ დავთმობ.მე თვითონ წავალ მის სამყაროში.მე თვითონ გავხდები ისეთივე სუსტი როგორიც თვითონაა.რამდენი ბოთლის დალევა მომიწევს ?რისი გატეხვა მომიწევს ? დავლევ გავტეხავ.შეუერთდები მის სამყაროს ,ვიქნები ისეთივე როგორიც თვითონდაა და იქნებ როდესმე მომკიდოს და მითხრას-"ვიკა წამოდი სახლში გვეყოფა ლოთობა","წამოდი სახლში მომავალი გველოდება","არ ასრულებული ოცნებები","წამოდი სახლში","წამოდი".და იქნებ,ყველაფერმა გაამართლოს!-უკვე აკანკალებული ,სხვადასხვა თეორიებს იგონებდა,მეზობელი ოთახიდან ყველაფრის გამგონი ლუკა ხვდებოდა თუ რამდენად საცოდავი იყო მიის არსება.
დილით როდესაც გაიღვიძა ვიკას მისაღებში ეძინა,თვალები ჩაშავებული ჰქონდა, ჩანდა რომ მთელი ღამე ტიროდა.
-ვიკა!საყვარელო!
-ლუკა?!როგორ ხარ?
-მთელი ღამე ტიროდი?
-არა ,არა საიდან მოიტანე?
-ვიცი!მაგრამ ნუ გეშინია გბირდები რომ დღეიდან ახალ ცხოვრებას დავიწყებ.რა საჭიროა მაინც და მაინც ვიმღერო?სპორტ დარბაზში წავალ შენ კი რაიმე ჯანმრთელი საკვები მომიმზადე.და იცოდე მეტი აღარ იტირო რაც არ უნდა მოხდეს.
-კარგი!სპორტ დარბაზი ესეიგი?
-გპირდები!ამ დღის შემდეგ ჩემზე აღარ ინერვიულებ!
-მე შენი მჯერა!
-მადლობა!-ტუჩებში აკოცა,მერე ხელები დაუკოცნა და სახლიდან გავიდა.
ფანჯრიდან აკვირდებოდა როგორ მიდიოდა ლუკა მანქანისკენ და გულში საოცარი ომი ჰქონდა.მისი ერთი ნაწილი დარწმუნებული იყო ,რომ ისევ რაიმე ცუდს გააკეთებდა მეორეს კი სჯეროდა მისი.დღეს რომ მნიშვნელოვანი გამოსვლა არ ჰქონოდა გაეკიდებოდა და არ დატოვებდა მარტო,მაგრამ ლუკა მის თავს არ აპატიებდა თუ რაიმე მნიშვნელოვანს მისი გულისთვის გამოტოვებდა.
სცენაზე იდგა და მღეროდა,თვალებიდან ცრემლები მოდიოდა თუმცა სიმღერა სევდიანი სულაც არ იყო,ვერ ხვდებოდა რა მოსდიოდა,ვერ ხვდებოდა საიდან ამდენი ცრემლები რომლებიც უკონტროლოდ ჩამოედინებოდნენ.მისი გული უფრო ხნელა იკმშებოდა,სუნთქვა უჭირდა მაგრამ სიმღერაზე თავის განებების უფლება არ ჰქონდა.
ქალაქის მეორე კუთხეში კი ლუკა იდგა ხიდზე და რიღინებდა იმ სიმღერას,რომელსაც ვიკა მღეროდა პირველი შეხვედრისას.დასასრულზე კი ჩაისუნთქა და ხიდიდან დაეშვა.









**********
რა მწარე იყო ის ტკივილიდან ამოოფეთქლი ბოღმა რომელიც ვიკას ახრჩობდა.მას არასდროს უსაყვედურია ლუკასთვის მაგრამ ახლა თავის შეკავების ძალა არ ჰქონდა.
"მშიშარა,მშრირარა!....ვერ გიტან მშიშარა"გაიძახოდა და თან მუღებს ისე კრავდა რომ ფრჩხილები ხელის გულში ესობოდა.არ იცოდა რა გაეკეთებინა სულ მარტო დარჩენილს.სიმწრისგან ბღაოდა ,მერე ჩემოდანის ჩალაგება დაიწყო და ფიქრობდა რომ ყევალფერს მოშორდებოდა.არც ასეთი კარიერა სჭირდებოდა და არც ასეთი ცხოვრება.ერთი კვირა ერთ მდგომარეობაში იყო.არ შეეძლო არაფერი ცრემლებიც არ მოდიოდა ,ტკივილი სიგიჟეში გადასვლოდა . იხრჩობოდა,ბოღმა ახრჩობდა არ ემეტებოდა არც ის და არ მისი თავი.


ერთი კვირის შემდეგ სახლში ლუკას მენეჯერმა მოაკითხა.დაინახა ჩემოდნები და სასოწარკვეთილი სახიდან სიცოცხლე გამქრალი ვიკა.
-ვიკა რას აკეთებ?
-აქედან შორს მივდივარ!
-ასე არ უნდა მოიქცე!
-როგორ უნდა მოვიქცე უნდა შემეშინდეს? თავი უნდა მოვიკლა?
-ცხოვრება უნდა გააგრძელო,ის ცხოვრება რომელიც ლუკამ მოგცა!
-ასეთი ცხოვრება არაფერში მჭირდება!
-ლუკას ჭირდებოდა,იმიტომ მოიქცა ასე რომ ხელს გიშლიდა ,იმიტომ შეეშინდა რომ შენთვის არ ევნო.მან შენი გულისთვის ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო!მისი სისუსტე შენს ხელს გიშლიდა და ამიტომ მოუღო მას ბოლო.იმიტომ რომ ვერ დაამარჩხა.ხო მშიშარა იყო ! მაგრამ შენ უფრო მშიშარა იქნები თუ წახვალ.



ამ სიტყვებმა ვიკაში იმედი ჩასახეს ,ცოტა ხნით პაუზა აიღო .მისი ცხოვრება ტავდაყირა დატოვა ლუკამ მისი წასვლით .მაგრამ გაუგებარ სიმშვიდებს გრძნობდა თითქოს მარტო არ იყო.ქუჩებში დახეტიალობდა და ხალხს ავტოგრაფებს აძლევდა მაგრამ ახლა მხოლოდ მის ინიციალებს არ წერდა ,ახლა ლუკას სახელსაც წერდა.უნდოდა რომ განუყოფელნი ყოფილიყვნენ.

ოთხ თვეში სცენაზე იდგა და ლუკაზე დაწერილ სიმრერას ასრულებდა ,როცა პირველად იგრძნო მუცელში ბიძგები.მაშინ მიხვდა რომ ცხოვრებას აზრი მხოლოდ ახლა ექნებოდა.მაშინ მიხვდა რომ მარტო არ იყო და ცხოვრების ბოლომდე მარტო არ დარჩებოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent