ჩემი ბრაზიანი ბიჭი (5)
დილით ადრე გამეღვიძა. ვერ ვისვენებდი, ძალიან მინდოდა ნიკას ნახვა. შეტყობინება მივიღე, ლუკაა „ დღეს 2ზე გამოგივლი,საქმე მაქვს.“ ნიკასთან დავრეკე - ხო... - ნამძინარევი ხმით მიპასუხა. -უი, გაგაღვიძე? - არაუშავს - თქვა და დაამთქნარა-რა ხდება? ვაფშე რომელი საათია ტო - 10 ხდება.. - ხო მშვიდობაა? -ლუკამ მომწერა -რაო? -უცებ შეეცვალა ნიკას ხმა - 2ზე გამოგივლი, საქმე მაქვსო. - მაგის დედას შევე*ი უკვე ტვინს ჭამს და… - ნუ იგინები! - ბოდიში. - რა ვქნა? - რავი გაყევი, მერე გაიარეთ სადმე, გაერთეთ... რა უნდა ქნა და ჩავიცმევ და გამოვალ. - გელოდები. - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. მალე ნიკაც გამოვიდა. სახლში ბექა იყო. - გამარჯობა - მიესალმა ის მისაღებში ტელევიზორის წინ ტელეფონში „ჩავარდნილ“ ბექას. - სალამი - ძლივს ამოღერღა ბექამ. - ოთახში შევიდეთ. - ვუთხარი და წინ წავედი. პუფში მძიმედ დაეშვა. - ახლა რა უნდა ქნა? ისევ უნდა სცემო? - ბიჭები გამოვლენ ორისთვის - მითხრა და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო. - აქ არ მოწიო - ვუთხარი და თვალები დავუჭყიტე. გაეცინა და კოლოფი ჯიბეში დააბრუნა. - ვინ ბიჭები? - ალექსი, დათო, ლაშა, თენგო.. - უნდა სცემოთ? - მანქანაში ჩავსვამთ და გავასეირნებთ - ისევ ნამძინარევი ხმით საუბრობდა. ღმერთო ჩემო, ნია, ნუ იყურები ასეთი თვალებით. მიხვდება რომ მის მიმართ რაღაცას გრძნობ, მერე ნიკას ნათქვამი გადავხარშე გონებაში. - მოიცადე.. რას ქვია გაასეირნებთ - აზრზე მოვიყვანთ, შენ მაგაზე არ იდარდო. - ლაშა არ მომწონს - ვთქვი და მის წინ, საწოლზე ჩამოვჯექი. - რატო ტო ყველაფერი მოვუყევი იმ საღამოზე მე და ლუკა რომ კლუბში ვიყავით. მიყურებდა და იღიმოდა. - რატო მიღიმი? იქნებ გაამართლო ლაშას საქციელი - ეჭვიც არ შეგეპაროს - მითხრა და ფანჯარასთან მივიდა - აუ ამას გამოვაღებ რა - გამოაღე - ვუთხარი და საათს შევხედე, 12 ხდებოდა. - გისმენ, მაინტერესებს ლაშას საქციელს რით გაამართლებ - რით და... - საუბარი გაწყვიტა, სიგარეტს მოუკიდა - ლაშა გიჟდება ლიზიზე, მაგრამ ბიჭია, ხო გესმის, სხვა მოთხოვნილებებიც გააჩნია გოგოს მიმართ, ლიზის კი მაგას ვერ აკადრებს... - არ მესმის - თვალები დავაჭყიტე - ბიჭს შეუძლია გიღალატოს და შენ ბოლომდე ერთგული უნდა დარჩე ხო? - კარგი რა გთხოვ..ისედაც თავი მტკივა,ნუ ყვირი, ისიც გეყოს რომ გამაღვიძე-მითხრა და სასიამოვნოდ გამიღიმა, ცალი ლოყა „ჩაეჩხვლიტა“. რა საყვარელი იყო როცა მიღიმოდა... არა, მხოლოდ მაშინ არა, გაბრაზებულიც კი საყვარელი იყო.. - რას ქვია გაგაღვიძე, თუ გინდოდა ნუ გამოხვიდოდი - არ ვცხრებოდი, ის კი ისევ იღიმოდა - შენს შეყვარებულს შენც ასე უნდა მოექცე? - გამომცდელად შევხედე. - ეგრე არასდროს მოგექცევი - მითხრა და სიგარეტი ჩააქრო. არაფერი მითქვამს, მისი სიტყვები იმდენად მესიამოვნა... მის ღიმილს კი თვალს ვერ ვაშორებდი. ნიკას ტელეფონმა დარეკა - ალექსია - მითხრა და უპასუხა - ჰო.. არა ჯერ, მანქანით ხარ?.. კაი... რავი სადმე შორს.. 2ზე აქ იქნება... გელოდებით. - რაო? - ვიკითხე და ფანჯარასთან მივედი, დავხურე. ნიკას საცოდავ სახეს შევხედე, ხელში სიგარეტის ახალი ღერი ეჭირა - მცივა! - ვუთხარი და წარბები სასაცილოდ ავწიე ზემოთ, აი ისე, პატარა ბავშვებს რომ სჩვევიათ თავის მართლების დროს. ღერი კოლოფში დააბრუნა. - ვახ - თქვა უკმაყოფილოდ. - რატომ არ შემიძლია შენთანაც თვითკმაყოფილი იდიოტი ვიყო, აი ახლა გამოვაღო ფანჯარა და ეს ღერი მოვწიო. მე დებილი ბავშვივით გამეღიმა. რა გჭირს ნია.. არ მისცე ამ ბიჭს უფლება შენს გულში ის ადგილი დაიკავოს, რომელიც 18 წელია თავისუფალია და ახლოს არავის უშვებს. - დღეს ჩემს მეგობრებს გაგაცნობ.. - მითხრა და სასაცილოდ გადმომხედა, მხრებამდე ძლივს ვწვდებოდი. - ერთს უკვე ვიცნობ სამწუხაროდ უკვე 6 თვეა... - ლაშა მაგარი ადამიანია... - დანანებით თქვა - თან ლიზიც ძალიან უყვარს, ეს ისე, რომ იცოდე... ლიზი მთელი ეს დრო ამის მტკიცებაში იყო, ლაშას შენ სხვანაირად აფასებო, მაგრამ ყურს არ ვუგდებდი, პატარაობიდან არ მჩვევია აზრის შეცვლა. თეთრზე თუ ვიტყოდი რომ შავი იყო, ყველაფერს ვიზავდი რომ ეს დამემტკიცებინა, მაგრამ ახლა, როდესაც ნიკამ მითხრა რომ ლაშა კარგია, ჩემს ტვინში ლაშა უფრო კარგად წარმომიდგა, ვიდრე უწინ. - აი ალექსანდრე.. ალექსანდრე ჩემი ძმაა.. იცი რა კაცია? არ ვიცი მე ... ეგეთი მეორე არ მეგულება, დათო და თენგოც კარგი ბიჭები არიან.. გუგაც... ტსტოც, ნუ სხვებიც ყველა..აუ მოვწევ რა.. - საცოდავი თვალებით მიყურებდა, ღიმილი ვერ შევიკავე, ფანჯარა გამოვაღე და საწოლზე დავბრუნდი. ცოტახანს თავის მეგობრებზე მიყვებოდა, ყველაზე მეტი ალექსანდრეზე ილაპარაკა, 2 წელია შეყვარებული ყავს და მთელი საძმაკაცო თვალის ჩინივით ვუფრთხილდებითო, მაკო, დასავათ მყავსო და დავინტერესდი ნიკას ნამდვილ დაზე, რომელზეც არასდროს არაფერი უთქვამს. ვკითხე შენი და რამხელაა-მეთქი. ნიკას და 24 წლისაა, გათხოვილი, მისი თქმით ნაბი*ვარზე გათხოვდა, ახლა პატარას ელოდებიან. დრო საუბარში სწრაფად გავიდა, 2 საათი სრულდებოდა. ლუკამ დარეკა - ბატონო - ჩამოდი! - საშინელი ტონით მითხრა და გამითიშა. - წავედით - მითხრა ნიკამ და მაგიდაზე დაგდებული ქურთუკი მომაწოდა.წვემოთ სულ მუხლების კანკალით ჩავედი. ლუკა მანქანას მიყუდებულიყო და სიგარეტს ეწეოდა. - პირადი დაცვის გარეშე აღარსად დადიხარ? -მომაძახა შორიდან. - ეჭვი არ შეგეპაროს რომ არც ივლის. - სწრაფად დაუბრუნა პასუხი ნიკამ სანამ მე პირს დავაღებდი. ლუკამ ტყავის ქურთუკის ჯიბეში ხელი სწრაფად ჩაიცურა და დანა ამოიღო. ტანში სიცივემ დამიარა, ნიკას მკლავზე ორივე ხელით დავებღაუჭე, ღიმილით გადმომხედა და ჩურჩულით მითხრა - ნუ გეშინია... - მოდი აბა ერთი აქ - დაიძახა ლუკამ. ნიკა შეეცადა მკლავიდან ჩემი ხელების მოშორებას, მაგრამ მთელი ძალით ვიყავი „ჩაბღაუჭებული“. - და შენ გგონია ეს ამ დანით შემაშინებს? - მითხრა და სახე შეეცვალა ხელს რომ არ ვუშვებდი. - არ გაგიშვებ, გიჟია ხომ ხედავ. - ნია გთხოვ... - ახლა მთელი ძალით შეეცადა ჩემგან თავის გათავისუფლებას. ხელები გავუშვი. ლუკასკენ წავიდა, მე სადარბაზოს შესასვლელში ვიდექი. უცებ ეზოში გიჟივით შემოვარდა ორი მანქანა. ლუკა დაიბნა, ნიკამ სიტუაციით ისარგებლა, სწრაფად მივარდა და დანა ხელიდან გადააგდებინა. ორივე ხელი უკან მოუქცია, ლუკამ განძრევა ვეღარ შეძლო. მანქანებიდან ბიჭები გადმოვარდნენ, ლუკას მივარდნენ და ლურჯ მანქანაში შეაგდეს. ლურჯი მანქანა ეზოდან ნელა გავიდა, თეთრი კი ნიკას უცდიდა. ჩემთან მოირბინა - არ ინერვიულო, საღამოს გნახავ - მითხრა და შუბლზე მაკოცა. - თავს გაუფრთხილდი - ვთქვი ძლივს გასაგონად. ნიკა მიბრუნდა წასვლას აპირებდა. -მოიცადე - დავუძახე სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა,მივირბინე, ფეხის წვერებზე ავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. გამიღიმა, არაფერი უთქვამს, მანქანის საჭესთან მჯდარ ბიჭს შევხედე, ისიც იღიმოდა, სიმპატიური, ცისფერთვალება ბიჭი იყო. - არ ინერვიულო, შენს ბიჭს უვნებელს ჩაგაბარებ - მითხრა უცნობმა. ნიკა მანქანაში ჩაჯდა და მანქანამ ეზო სწრაფად დატოვა. შუადღე გაიწელა, მთელი დღე სახლში ნერვიულად დავაბიჯებდი.ლიზის დავურეკე. ჩემთან გამოვიდა, დიდხანს ვლაპარაკობდით. მერე მეტრომდე მივაცილე, სახლისკენ მივსეირნობდი. - ეიიი ლამაზოო - მომესმა მანქანიდან ხმა, უკან მივიხედე უცნობის სითავხედით გაბრაზებულმა. საჭესთან ნიკა იჯდა- მალე დაჯექი სანამ დამაჯარიმეს. - სწრაფად მივუჯექი გვერდით. - რა მოხდა? - ვკითხე და გადავხედე, კმაყოფილი სახით იჯდა. - მეორედ შენს უბანში გამოვლასაც კი ვეღარ გაბედავს. - მადლობა... - რისთვის? - მკითხა გაოცებულმა - ყველაფრისთვის.. შენ ვალდებული არ იყავი... - უაზროდ ავბლადუნდი. - ვიყავი. დღეს საღამოს რა ვქნათ? - არ გიჭირს სისულელეების მოფიქრებ, შენ გადაწყვიტე - ვუთხარი და მის კმაყოფილ მზერას წავაწყდი. - რაღაც მინდა გთხოვო... და ძალიან მინდა რომ დამთანხმდე.. - როდის იყო თხოვნით შემოიფარგლებოდი? - გავუღიმე - შეგიძლია ისევ შანტაჟის ხერხს მიმართო - ცინიკოსო! - მთხოვე... - დღეს თენგოს დაბადების დღეა, ვიფიქრე თუ დამთანხმდებოდი... მივიდეთ რა ერთად. - კარგი - ყოველგვარი შეყოვნების გარეშე ვუპასუხე. - ლიზიც იქნება - მითხრა კმაყოფილმა. სახლში მიმიყვანა, 9 საათისთვის გამოგივლიო, თვითონ კი საჩუქრის საყიდლად გავიდა. კაბა ჩავიცვი, რაღაც სასწაულად დიდხანს ვიწრიალე სარკის წინ, იშვიათად თუ მცმია კაბა, ალბათ ერთ წელზე მეტია გარეთ კაბა არ ჩამიცვამს, არც დაბადების დღეებზე გავსულვარ, მძულს სუფრა და სუფრასთან დაკავშირებული ადათ-წესები. მალე ნიკაც გამოჩნდა. სადარბაზოსთან მანქანაში იცდიდა. რომ დამინახა გადმოვიდა და გაშტერდა. - როგორ გიხდება.. მე.. არა მართლა ძალიან გიხდება.. მანქანიდან ის ცისფერთვალება ბიჭიც გადმოვიდა, დღეს რომ დამპირდა, ბიჭს უვნებელს ჩაგაბარებო. - მადლობა - ვუთხარი ნიკას და ბიჭს მივუბრუნდი - მადლობა რომ პირობა შეასრულე და ბიჭი უვნებელი დამიბრუნე ნიკა გაბადრული სახით იდგა, ბიჭმა არაფრისო, ცოტახანს გვათვალიერა ორივე - ღმერთო როგორ უხდებით ერთმანეთს... - ამოილაპარაკა და გაღიმებული სახით მოგვაშტერდა. ნიკა დაიბნა, მე გავწითლდი და ვერაფერი ვთქვი. - კარგით დასხედით - სიცილით თქვა ბიჭმა და საჭესთან დაჯდა. მე და ნიკა უკან დავსხედით. ბიჭი სარკეში გვიყურებდა. - ეს ალექსანდრეა.. - მითხრა ნიკამ. - ალექსი... სახელს ნუ მიწელავთ - უკმაყოფილოდ ჩაიბურდღუნა. - სასოამოვნოა - ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე. საშინელი ქარი ქროდა. გზაში ბიჭები ვერ ისვენებდნენ, ერთმანეთზე სასაცილო ამბებს ყვებოდნენ. მალე იუბილარის სახლთან გავჩერდით. - რა ლამაზი სახლია - ვთქვი და თბილისის გასასვლელთან, დიდ, ორ სართულიან სახლს მოვავლე თვალი. - ჰო, მდიდარი მამა ყავს ამ ჩა*ლახს. - თქვა ნიკამ და ხელი გადამხვია. - მაგრამ მამიკოს ფულით გათამამებულ ლაწირაკების სიაში არ შედის ეს ჩვენი თენგო - განმიმარტა ალექსმა და მანქანის კარი დახურა. ეზოში შევედით. სახლიდან მუსიკის ხმა ისმოდა. წინ ალექსი შევიდა, შემდეგ მე და ნიკა შევედით ერთად, ხელი ჩემს მხარზე ედო. ყველამ კარისკენ გამოიხედა.მოგვაშტერდნენ. - აბა სადაა იუბილარი? - დაიყვირა ჩვენს წინ მდგარმა ალექსმა. თენგო წინ გამოვიდა, დაბალი, სუსტი ბიჭი იყო. თვალებით ლიზის ვეძებდი. -ესაა ჩვენი სარძლო? - ჰკითხა ალექსს და მე შემომხედა. ნიკას ავხედე, გაღიმებული იდგა. - ძლივს სიყვარულზე არ დაფიქრდა ეს შეშლილი - თქვა და ნიკას თვალი ჩაუკრა. - მიდი ახლა მოაღე პირი და ყველაფერი ილაპარაკე - უსაყვედურა სიცილით ნიკამ. ჩვენსკენ ერთი გოგო წამოვიდა. საშინლად არ მესიამოვნა მისი ნიკასადმი მიმართული მზერა. - გამარჯობა - მიესალმა ნიკას და ალექსს და დროის ამ მცირე მონაკვეთში 10ჯერ ამათვალიერა. - ეს გუგას დაა, ჩემი მეგობრის, ანასტასია - განმიმარტა ნიკამ. სუფრისკენ წავედით. - აბა ყველანი დავსხდეთ - თქვა თენგომ - ჩემი თამადა მოვიდა, მოდი ბიჭო აქ - დაუყვირა ლაშას გვერდით მდგარ ალექსს. ალექსი სუფრის თავში მოექცა. ცალ მხარეს თენგო მიუჯდა, მეორე მხარეს ნიკა, ნიკას გვერდით მოვკალათდი. წინ ლაშა და ლიზი ისხდნენ. მათ გვერდით კი ვიღაც გუგას და. შევამჩნიე როგორი თვალებით უყურებდა ნიკას. მინდოდა მივვარდნოდი. ვცდილობდი არ შემემჩნია. - რა საყვარლები ხართ ტო, ლამის ცრემლი მომადგეს თვალზე - თქვა თენგომ და ჯერ ლაშას და ლიზის გადახედა, შემდეგ მე და ნიკას, მერე ალექსს მიუბრუნდა და სახე შეეცვალა. - ბიჭო, სადაა მაკო? - სასწავლი მაქვსო, გამოცდები აქვს და ვერ წამოვიდა, არ მოგილოცა? - გაკვირვებულმა იკითხა ალექსმა. - დაჟე პირველმა მომილოცა - გაუცინა თენგომ - ხოიცი არ ეშლება ეგეთები. ცუდია რომ აქ არაა. - დანანებით თქვა თენგომ და მე და ნიკას გადმოგვხედა. ბედნიერი თვალებით უყურებდა ნიკას გაბრწყინებულ სახეზე. - სასტავ - ფეხზე წამოდგა ალექსანდრე, ხელში ჭიქა ეკავა,სუფრასთან მჯდარ ხალხს თვალი მოავლო, გაიღიმა და ცისფერი თვალები აუციმციმდა - მინდა რომ სულ ასეთ ბედნიერებს გხედავდეთ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ჭირში, ლხინში, დიდი ხანია რაც ერთად მოვდივართ, რაღაც ძალიან მაბედნიერებს და მინდა რომ ვთქვა... აგერ უკვე თითქმის ორ წელზე მეტია რაც მე ჩემი მაკო მყავს, ადამიანი რომელზე ზრუნვაც ჩემი ცხოვრების მთავარ დანიშნულებად იქცა, ადამიანი რომლის გარეშეც ერთ დღესაც ვერ ვძლებ,ჩვენი ლაშაც უკვე თითქმის ერთი წელია ბედნიერი დააბიჯებს,თეკო და გიორგი - გადახედა მან სუფრის ბოლოში მჯდარ ლამაზ, შავგვრემან გოგონას და ქერა, „რუსის“ ცხვირიან სიმპატიურ ბიჭს - თქვენ უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ერთად ხართ, და მინდა რომ ყველას თქვენნაირი ბედნიერება ეპოვოს ცხოვრებაში, მალე გიორგი მამა გახდება, ჩვენც მალე გადმოგვსხმოდეს ძმაო შენი წყალი- თქვა და გაიღიმა- და ნიკუშა, ადამიანი რომელიც ასეთი ბედნიერი დიდიხანია არ მინახავს, ნიკოლოზ.. მინდა რომ ბედნიერება გისურვო და ორივეს თვალებში სულ მაგ ბედნიერებას ვხედავდე როგორსაც ახლა ვხედავ და.. - თენგოს გადახედა. მე გავწითლდი, თითქოს ჩემსა და ნიკას შორის არაფერი ხდებოდა, ჩვენ მეგობრებიც კი არ გვერქვა, მაგრამ ნათქვამი სიტყვები არ გამკვირვებია, პირიქით, მესიამოვნა, მსიამოვნებდა იქ ყოფნაც, ყველა ის ადამიანი, რა საზარელი ჩანდა ქუჩაში შორიდან, ჩვეულებრივი ადამიანები ყოფილან,ნია, შენ კიდევ არც იცნობდი და ისე შეიზიზღე, ვფიქრობდი ჩემთვის. ნიკას შევხედე, ჩვეული ღიმილით უსმენდა ალექსანდრეს. თამადამ საუბარი განაგრძო - მინდა ჩვენი იუბილარი დავლოცო... შე მაიმუნო, 18 წლის გახდი... კიდევ ბევრი დაბადების დღე მომელოცოს, მართალი კაცის სახელით გევლოს.. და შენც გეპოვოს სიყვარული, ხო ხედავ ამათ,რა ბედნიერი სახეებით სხედან.. გაგვიმარჯოს! - შესძახა და ჭიქა სწრაფად გამოცალა. ბიჭები ფეხზე წამოდგნენ, ილოცებოდნენ. რამდენიმე ჭიქის შემდეგ თამადამ მე ცეკვა მინდაო და სუფრიდან ყველა წამოგვშალა. ლიზის და ლაშას მივუახლოვდი. - ძლივს არ გამოაჩინა ამან ლამაზი ფეხები.. - სიცილით თქვა ლიზიმ. - გიხდება- მითხრა ლაშამ და თვალი ჩამიკრა. - მადლობა.. - ლიზის მივუბრუნდი - გამოცდები იწყება მალე, ჩვენ კიდევ „კაი ბიჭების“ დაბადების დღეზე ვგულაობთ.. - აი ჩემი ლაშა ისეთი მოწადინებულია ორივეს მაგივრად ჩააბარებს თუ გინდა გამოცდას. - თქვა და საყვარლად ახითხითდა - გუშინ მთელი საღამო ბიბლიოთეკაში გავატარე - ამიხსნა ლაშამ. - ეგ როგორ მოგივიდა? - ვერაფრით ვერ შევირიგე, შენ სწავლა სულ არ გაინტერესებსო ტო და რა გავაკეთო-მეთქი რომ შემოგირიგო.. შოკოლადიც კი ვუყიდე, შეჭამა მარა მაინც არ შემირიგდა.. თუ გინდა შეგირიგდე გამოცდისთვის მოემზადეო, ხოდა ვიჯექი ბიბლიოთეკაში და კონსპექტებს ვაკეთებდი, ქსეროქსები გამაკეთებინა, შენთვისაც მაქვს - სიცილით ლაპარაკობდა ლაშა. - შენი გაკეთებული კონსპექტები.. სულ არ გავალ გამოცდაზე - ვთქვი და თვალებით ნიკას ძებნა დავიწყე. ოთახის შუაგულში ცეკვავდა იმ გოგოსთან ერთად.. რაო რა ქვიაო? დავძაბე გონება..ანასტასია.. როგორ მინდა მივიდე და დავუღრიალო რომ ნიკა ჩემი ბიჭია.. თვალებით ჭამდა.. როგორ უსირცხვილოდ ათვალიერებდა... ნიკასკენ წავედი, დამინახა და ჩვეულად გამიღიმა. ანასტასიას სახე შეეცვალა. ავათვალიერე, გამომწვევად ეცვა. დეკოლტე მკერდს ნახევრად უფარავდა.. რამხელა მკერდი აქვს.. გვიფიქრე და გული დამწყდა.. შემდეგ თავი ვინუგეშე, ნიკას ასეთი ნიაც მოსწონს-მეთქი. - დასხედით ჰა, გაშრა ყელი - დაიღრიალა ალექსმა. საღამომ მშვენივრად ჩაიარა. 11 ხდებოდა.დედამ ორჯერ დამირეკა. - ნიკა, დედა მირეკავს, წავალ რა მე - მოიცადე გაგიყვან.. - თქვა და წამოდგა, მეც ავდექი - ტაქსით გავალ, შენ იყავი. - და შენი აზრით მარტოს გაგიშვებ?!.. ბიჭებო მე გავალ ნიას გავიყვან და მოვალ. - მოიცა ერთად გავიდეთ - თქვა ლაშამ და წამოდგა - ლიზიც უნდა გავიყვანო - დღეს ჩემთან დარჩი რა - ვუთხარი ლიზის. თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. ანასტასიას მზერა მწვავდა, გავხედე, საშინელი თვალებით მიყურებდა. ვცდილობდი ეს საღამო ამ გოგოს გამო არ ჩამემწარებინა. -ჩემი მანქანით წადით, აი ლაშას არ დაულევია- თქვა ალექსმა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო.ლაშამ გასაღები გამოართვა, დავემშვიდობეთ, ბოდიში მოვიხადეთ და გარეთ გამოვედით. მე და ნიკა უკან დავსხედით, მთელი გზა თავი ნიკას მხარზე მედო, ნასვამიც რა საყვარელი იყო, ლოყები აუწითლდა. თვალები უციმციმებდა. ლიზი და ლაშა რაღაცეებს ყვებოდნენ, არ ვუსმენდი. მინდოდა სახლში გვიან მივსულიყავით, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. მანქანა ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა. ოთხივე გადმოვედით. ლიზი ლაშას მიეკრო. მე და ნიკა სასაცილოდ ვიდექით. - კარგად გავერთე - ვუთხარი ნიკას. - მეც... მეორედ უშენოდ აღარსად წავალ. - ანასტასიას მოწონხარ? - ვკითხე სწრაფად, გაშტერდა,პასუხი დააყოვნა. - მე... მოვწონდი.. მწერდა, მე მაშინ ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა... ორი წლის წინ, ბავშვები ვიყავით... მერე მაგის ძმას ველაპარაკე, ვუთხარი შენი და დააწყნარე-მეთქი, ეტყობა გუგამ როგორც საჭირო იყო ისე დაარიგა, იმის მერე არაფერი აღარ მოუწერია. - ყველაფერი თვალებში ეტყობოდა - ვთქვი გაბრაზებულმა - ნუ მიბრაზდები სულელო - გაიცინა - მოდი აქ - მითხრა და გულში ჩამიკრა. - გავიყინე, შევიდეთ - დაიძახა ლიზიმ. ნიკამ შუბლზე მაკოცა, ლაშასაც დავემშვიდობე და მე და ლიზი საოცრად ბედნიერი სახეებით შევედით სადარბაზოში. მთელი ღამე ვილაპრაკეთ, მიმტკიცებდა ნიკაზე უკვე ჭკუა გეკეტებაო, მაგრამ ვუმტკიცებდი მხოლოდ მოგვწონს ერთმანეთი, სერიოზული არაფერია-მეთქი, ვუმტკიცებდი და ჩემს თავზე მეცინებოდა, მეც კარგად ვიცოდი რომ ეს უბრალო მოწონება არ იყო, უბრალო მოწონების გამო ნიკა არ იჩხუბებდა ლუკასთან, უბრალო მოწონების გამო მე არავისთან ერთად არ წავიდოდი დაბადების დღეზე, უბრალო მოწონების გამო ლუკას ხელში რომ დანა დავინახე იმას არ ვიგრძნობდი რაც მაშინ ვიგრძენი. უბრალო მოწონების გამო ნიკას გვერდით ყოფნის დროს გული არ ამიჩქარდებოდა, სუნთქვა არ შემეკვრებოდა და მთელი ტანი არ ამიკანკალდებოდა... გვიან დაგვეძინა. გვიანობამდე გვეძინა. ლიზიმ გამაღვიძა - 1 საათია ადექი... - აუ ცოტახანიც რა... - დღეს პარასკევია, საშინელი ლექტორი, საშინელი ლექცია, 4ზე უნივერსიტეტში უნდა ვიყოთ ადექი! - ვდგები.. სულ სულ ცოტახანიც. - ნიკამ დარეკა.. - რაო? - საწოლიდან თავი სასწრაფოდ წამოვყავი და ლიზის შევხედე, სიცილი ვერ შეიკავა და ახითხითდა. -მომატყუე ხო? - ხო.. მშვენივრად წამოხტი.. ადექი მშია.. - ჯერაც არ შესულხარ ჩემს სამზარეულოში და არ გიჭამია... - ო ადექი რა! ლიზის დიდხანს ჯაჯღანის შემდეგ ძლივს ავდექი. ვისაუზმეთ, გავემზადეთ და გავედით. - ლაშამ დამირეკა - თქვა ლიზიმ - გუშინ თენგოსთან დარჩნენ, დილამდე სვეს, ნეტა გაგეგო რა ხმა ჰქონდა.. ბიჭებს ჯერ კიდევ სძინავთო - ხო, ეგრეც ვიფიქრე, ნიკას არ დაურეკავს.. - როგორი სიმპატიურია - მითხრა და გამიღიმა - ხო შეიფერე შეიფერე... - როგორ მეშლება ნერვები იმ გოგოზე... თავიდან არ ამომდის რა თვალებით უყურებდა.. - კარგი რა, ხომ ხედავ რომ არ აინტერესებს.. ლაშა ხშირად ლაპარაკობს ნიკაზე.. ყველაზე ჯიგარი ბიჭია მთელს მსოფლიოშიო. - ჰო, ნიკაც იგივეს ამბობს ლაშაზე.. - ალილუია! იქნებ ახლა მაინც შეუშვა მაგ თავში რომ ლაშა ცუდი ბიჭი არაა.. - და იმ ამბავზე რას ფიქრობ? კიდევ გგონია რომ მე მოგატყუე? - არა, სიმართლე გითხრა მაშინაც ვიცოდი რომ არ მატყუებდი.. მაგრამ.. ნია.. მე ლაშას ვერ მოვთხოვ ვაჟიშვილობის ფიცი დადოს ჩემთან.. რასაც ჩემგან ვერ იღებს.. ხომ ხვდები.. ვერ დავუშლი.. აი როცა ჩემი ქმარი გახდება, მანდ ცუდად იქნება მაგის საქმე.. - კარგი, მესმის, უფრო სწორად... არ მესმის მაგრამ არაუშავს, მიხარია რომ ბედნიერი ხარ.- ვუთხარი და ხელი გადავხვიე.მეტროში გიჟებივით ვიარეთ, სასწაულ ხასიათზე ვიყავით.უნივერსიტეტში ვიყავი ნიკას შეტყობინება რომ მივიღე „ვკვდებიიიიიიიიი „ „ღირსი ხარ, ცოტა მეტი უნდა დაგელიათ კიდევ „ „ ნუ მებუზღუნები, რას შვები?“ „ ლექციაზე ვარ, შენ ისევ თენგოსთან ხარ?“ „კი ახლა უნდა გამოვიდე და საქმე მაქვს, საღამოს გნახავ“ „კარგი“ „ჭკვიანად“ „ შენც ასევე“ -ნიკაა??? - გამომხედა ლიზიმ - კი, ისევ თენგოსთანაა. - სიტყვა დამთავრებული არ მქონდა , აუდიტორიის კარი ნაბეღლავის ბოთლით ხელში თვალებდასიებულმა ლაშამ შემოაღო. - უგრეხელიძე, ისევ ნაბახუსევი ხარ? - თვალები დააჭყიტა ლექტორმა - სემინარებზე ხომ სისხლს მიშრობ, ლექციებზე რაღას დადიხარ, ერთი ეგ მითხარი! - შეყვარებული მომენატრა - თქვა და ჩვენსკენ წამოვიდა. - ვაიმე მოვკლავ! - გადმომჩურჩულა ლიზიმ. ლაშა ლიზის გვერდით დაჯდა, ლექტორმა უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ლექცია განაგრძო. - ვკვდებიიიიიიიიიი - ჰო შენი ძმაკაციც - ვუთხარი და ტეელფონი გვერდით გადავდე. - მეტის ღირსი ხარ, კიდევ უფრო მეტი უნდა დაგელიათ - უპასუხა ლიზიმ, სიცილი ამიტყდა. - უკანა რიგში, რა ხმაურია! - არ დააყოვნა ლექტორმა და აწიოკდა. - აუ ამას უთხარით ნუ ყვირის თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ - ხმადაბლა თქვა ლაშამ და ბოთლი თაავზე მიიდო.ლექციის შემდეგ ეზოში გავედით, 6 საათი ხდებოდა, შებინდდა - რა უბედურებაა, რა მალე ღამდება.. - უკმაყოფილოდ მიმოიხედა ლიზიმ - ვაიმე თავი... ცოტა ჩუმად ილაპარაკეთ- ამოიკვნესა ლაშამ. ეზოში ნიკა იდგა რამდენიმე ბიჭთან ერთად. ჩვენსკენ წამოვიდა. - როგორ ხარ? - მითხრა და გადამკოცნა. - ბიჭო ის სადარი? - ვინ ის? - თავი წამოყო ლიზიმ - ჩემი საყვარელი - ხმადაბლა თქვა ლაშამ, ლიზის ლაშასთვის არ შეუხედავს - კიდევ საჩხუბრად მიდიხართ ხო? - ნიკას უყურებდა.ნიკამ ჯერ ლიზის შეხედა, მერე მე გადმომხედა, ბოლოს ლაშას შეხედა - ბიჭო.. - ჰო.. - ამოიკვნესა ლაშამ - ამათმაც დალიეს რამე ? რა ჩხუბი? - რავიცი სულ ჩხუბობთ - უკმაყოფილოდ შეხედა ლიზიმ ლაშას. - აუ აუ, ოღონდ ახლა არა ჩემო გოგო რა, ოღონდ ახლა არ დაიწყო.. - საცოდავი თვალებით გადახედა ლაშამ ლიზის. მე და ნიკა ლიზის და ლაშას დავემშვიდობეთ და მეტროსკენ წავედით. გზაში ნიკას რამდენიმე ნაცნობი შეხვდა, როგორც ყოველთვის. - მისმინე, ეს კვირა ვერ გნახავ. - რატომ? - გაოცებულმა შევხედე. - მთელი კვირაა არ მიმუშავია, მეგობარს გადავუცვალე, ეს კვირა მე მომიწევს დილიდან გვიანობამდე მუშაობა - სად მუშაობ? - ვკითხე უხერხულად. მივხვდი რომ ნიკას შესახებ არაფერი ვიცოდი, საერთოდ არაფერი... -მშენებლობებზე, მამაჩემის ძმაკაცია „პრარაბი“ და.. - და სწავლა? - საუბედუროდ ვერ ვსწავლობ.. გადასახადი..ნუ რავი რა, კაროჩე უსწავლელი ბიჭი გყავს, სამაგიეროდ უსაქმური არაა. - ძალიან კარგი - ვუთხარი და თავი ამაყად ვიგრძენი, ჩემი ბიჭი უსაქმური არ იყო. ნიკას კი სახე შეეცვალა. მოიწყინა, ვეცადე საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა - ეს კვირა გამოცდები მაქვს. - ძალიან კარგი - ბედნიერად შემოსძახა. - სანამ მე ვიმუშავებ შენ თავით იქნები სწავლაში ჩაფლული და ეს კვირაც მალე გავა. სახლამდე მიმაცილა. მთელი კვირა საღამოობით ვახერხებდით ტელეფონით ლაპარაკს. მას ისეთი დაღლილი ხმა ჰქონდა... რა უსამართლოა ცხოვრება, ვფიქრობდი ხოლმე ჩემთვის, ლუკასნაირი ბიჭები ბოლო მოდელის მანქანებით უნდა დაქროდნენ და ნიკასნაირ ბიჭებს მომავალიც კი არ აქვთ.. ლუკა, მიკვირს რომ აღარ გამოჩნდა, მშიშარა ბიჭი არ ჩანდა.. ხო.. მომავალი.. მე კი ჩემს მომავალში მხოლოდ ნიკა წარმომედგინა, ასეთ ბიჭზე ერთი თვის წინ ოცნებაც კი არ შემეძლო, ახლა კი გვერდიტ მყავდა... ადამიანი რომლიც გვერდითაც არაფრის მეშინოდა.. ერთი კვირა მართლაც მალე გავიდა, ბოლო გამოცდა დაბადების დღის წინა დღეს მქონდა. გათენდა 22 ნემბერი. ბექას წინა დღისით ტელეფონზე ვალაპარაკე, თავისუფალი იყო, თუმცა მისი ნახვა მე ვერ მომიხერხდა, გამოცდის შემდეგ გოგოებმა კაფეში გავიარეთ. მისთვის არ მითქვამს რომ დაბადების დღე მქონდა. დილით 11 საათისთვის გამეღვიძა. სამზარეულოში გავბოდიალდი, არავინ იყო, ორშაბათია, ბექა სავარაუდოდ სკოლაშია, ჩემები კი სამსახურში, წყალი დავლიე და ტელეფონს დავხედე, უამრავი შეტყობინებაა, სოციალურ ქსელში მოლოცვების ნახვა დამეზარა და საერთო სამადლობელი სტატუსი გამოვაქვეყნე. ლიზიმ დარეკა - ჰო ლიზ... მადლობა.. მადლობა.. კარგი ნუ დაიწყე ბებიაჩემივით.. კი სახლში ვარ ამ წამს ავდექი.. რავი არაფერს არ ვაპირებ ხოიცი არ მიყვარს.. ოო.. ოო კაი ახლა, რომელი ამიღნიშნავს ეს რომ ავღნიშნო...კაი გელოდები საღამოს. ნიკას არ დაურეკავს.დიდხანს ვიბოდიალე სამზარეულოში დათუნიანი პიჟამოებით. კარზე ზარის ხმა გაისმა , „გლაზოკში“ გავიხედე.. მხოლოდ დიდი ფუმფულა დათვი ჩანდა, სასწრაფოდ გავაღე კარი. დათვი გაიწია და ჩემი ბიჭი გამოჩნდა, დათვს ძლივს იჭერდა. გამოვართვი და სახლში ძლივს შემოვათრიე, ნიკას კი ისე ძლიერ ჩავეხუტე მგონი ვეღარ სუნთქავდა. - გილოცავ პატარა - მითხრა და თვითონ უარესად მიმიკრა გულზე. - ძალიან ძალიან ძალიან გამახარე - ვუთხარი და ძლივს მოვშორდი მის კისერს. - აბა დატრიალდი .. - მითხრა ღიმლით და პიჟამოებს დახედა - არ დამცინო - ძალიან გიხდება, მართლა.. - როგორ გაიგე? - ვუთხარი და დათვს ძლივს მოვერიე - მე ხომ არ მითქვამს გუშინ რომ დაბადების დღე მქონდა - რისთვის არსებობს საუკეთესო მეგობარი? -მითხრა და სავარძელში მოკალათდა. - ესეიგი,დღეს საღამოს 8ზე გამოგივლი. - მმმ.. და სად მივდივართ? - გვერდით მივუჯექი. - ეგ სურპრიზია.. - კარგი, წავალ ჩავიცმევ, ახლავე გამოვალ. - არა მე საქმე მაქვს გავალ, და საღამოს მოვალ. - კარგი - ვუთხარი და გავუღიმე. აღარაფერი უთქვამს, წამოდგა და კარისკენ წავიდა. - რაღაც გავიწყდება - ვუთხარი და მეც წამოვდექი. შუბლზე მაკოცა და კარი გამოაღო - დროებით. წყალი გადავივლე, ტანსაცმელს ვარჩევდი, საღამოს ბექა დაბრუნდა, ვუთხარი ნიკასთან მივდივარ-მეთქი, მაგ ბიჭზე მაინტერესებდა და მეგობრებს ვკითხეო,თვალები დავაჭყიტე, ცუდად არავის დაუხასიეთებიაო, გულზე მომეშვა, უბრალოდ ზედმეტად ნერვიული ტიპიაო,ისიც მითხრესო, ამას ყურადღება აღარ მივაქციე. ბექამ ჯიბიდან პატარა ყუთი ამოიღო, ულამაზესი ბეჭედი იყო, მალე დედა და მამაც დაბრუნდნენ, მამას დიდი ტორტი ეკავა ხელში,დედას მზა საჭმელით სავსე პოლიეთილინის პარკები. ჩავთვალე რომ ახლა ნიკაზე სალაპარაკოთ ყველაზე კარგი დრო იყო, დედა და მამა წინ დავისვი და ყველაფერი მოვუყევი. - ხოდა დღეს ამოიყვან და გაგვაცნობ - თქვა მამამ - ეს ის ბიჭია, ერთად რომ ვივახშმეთ წინაზე? ვისი შვილია? - არ დააყოვნა მოსალოდნელი კითხვა დედამ. - დედა, რა მნიშვნელობა აქვს? - როგორ არ აქვს, ლუკა ძალიან კარგი ოჯახის შვილია და მე თუ მკითხავ ეგეთი ფსიხი ბიჭი როგორიც ეგ ნიკა ჩანს შენ სრულებითაც არ შეგეფერება და.. არა სიმპატიური ბიჭია მაგრამ.. - მეგი, გეყოფა - სიტყვა შეაწყვეტინა მამამ - დღეს ამოიყვანე მამი. ჩვენ სუფრას გავამზადებთ- თქვა და დედას დაუბღვირა. მამას მოვეხვიე. მერე დედას ვაკოცე და ოთახში შევედი. - ნიკა.. -გისმენ.. - ჩემებს შენი გაცნობა უნდათ.. მამამ მთხოვა დღეს ამოიყვანეო.. - ჯერ გამოგივლი ცოტახანს გამოვიდეთ და მოგვიანებით დავბრუნდეთ კარგი? - კარგი. დავემშვიდობე, ნეტავ რა ჩაიფიქრა ნიკამ? აშკარად რაღაცას ამზადებენ, მთელი დღე ლიზიც არ გამოჩენილა. 8 საათისთვის მზად ვიყავი. ნიკა სადარბაზოსთან იცდიდა. ალექსის მანქანით იყო. - მარტო ხარ? - კი - მითხრა და მანქანის კარი გააღო. - სად მივდივართ? - სურპრიზია, მალე ნახავ. ცოტახანში მანქანა სკვერის წინ გაჩერდა, გადმოვედი, გარშემო სულ მანქანები იდგნენ, წრე იყო გაკეთებული, პიპინი ატეხეს, სიცილი ამიტყდა. არ წყვეტდნენ ხმაურს, ულამაზესი იყო.„წინ გაიხედე“ მითხრა ნიკამ. წინ სამი მანქანა იდგა და ზედ წარწერები ჰქონდათ „ მე „ „ შენ „ „მიყვარხარ“ . არ მეგონა თუ ტირილს არ მოვრთავდი. ყველანაირად შევიკავე თავი, მე ხომ ასეთი მგრძნობიარე არ ვიყავი და წინათ ყოველივე ეს ბანალურად მიმაჩნდა.ნიკას ჩავეხუტე. მანქანებიდან ნაცნობი სახეები გადმოვიდნენ : ალექსი, გიორგი, ლაშა, ერთ-ერთი მანქანიდან ლიზიც გადმოხტა, მოირბინა და ჩამეხუტა - გილოცავ! - ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ, ყველას დიდი მადლობა - გი - ლო - ცავთ! - ერთხმად შესძახეს ბიჭებმა. მანქანიდან დასალევი და საჭმელი გადმოიღეს, ღია ცის ქვეშ უნდა დაგლოცოთო, ბევრი ვეხვეწე მაგრამ ჩემთან წამოსვლაზე ლაშას და ალექსის მეტი არავინ დამთანხმდა, ამდენი სად წამოვიდეთ, ტეხავსო. 10 ხდებოდა სახლში რომ მივედით, სუფრა გამზადებული იყო. - კუჭი მიხმება სად ხართ ამდენ ხანს - თქვა ბექამ და ალექსი აათვალიერა, წამოდგა და ბიჭებს მიესალმა. სუფრასთან დავსხედით, დედაჩემი ნიკას თვალს არ აშორებდა, არ მესიამოვნა, არ მინდოდა რამე ისეთი კითხვა დაესვა, როგორიც სჩვევია ხოლმე. და მაინც... - სად სწავლობ? - ჰკითხა დედამ ნიკას და წვენმა, რომელიც ის ის იყო უნდა დამელია , ლამის იატაკზე ამოყო თავი. - არსად.. - უხერხულად თქვა ნიკამ - ნიკა მუშობს, გარკვეული მიზეზების გამო წელს ვერ ჩააბარა - თქვა ალექსმა და ნიკას გაუღიმა. - შენები რას საქმიანობენ? - არ ცხრებოდა დედა. - მამა სოფელშია... დედის დაღუპვიდან ორი წელი გავიდა.. თვალები ამემღვრა, აქამდე მას ეს არასდროს უთქვამს, არც მამის, არც დედის შესახებ.. უნდა მეკითხა, უნდა მცოდნოდა, ავიჭერი, დედა გაჩუმდა, სიჩუმე ალექსმა დაარღვია - ვიცეკვოთ.. - ეგრე რა - თქვა ბექამ და წამოხტა. მუსიკა ჩართეს. ნიკას ხელი მოვკიდე და ოთახში გავიყვანე. - აქამდე რატომ არ მითხარი? - არ მინდოდა შეგცოდებოდი.. - თავჩაღუნული იდგა, მუშტებშეკრული. - მეორედ ეგეთი სისულელე აღარ იფიქრო, შესაცოდი რა გჭირს? ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ შენ, გესმის? - მივედი და ჩავეხუტე. საღამომ ნორმალურად ჩაიარა, 12 ხდებოდა ბავშვები რომ ჩავაცილე, სადარბაზოს წინ შავი მანქანა იდგა, ლუკას მანქანა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.