შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანახატი (20 თავი)


25-01-2016, 00:09
ავტორი murachashvili
ნანახია 2 898

მეოცე თავი
ტირილ-ტირილში, თეკლესთან ჩახუტებულს, დაღლილს ჩაეძინა ლიკას. დაძაბული იწვა გოგონა და განძრევასაც კი ვერ ბედავდა. თითქოს ფრთხილობდა უფრო მეტად არ შეეშინებინა ისედაც დაბნეული მეგობარი.
მისი ტკივილი სტკიოდა, რა იქნებოდა მომავალში?! სულ რაღაც რამდენიმე თვეში გამოუტანა თავს საბედისწერო განაჩენი. ნემსებისგან დახვრეტილ ვენებზე დახედა და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში. ლიკა ირწმუნებოდა, რომ ნარკოტიკს არ იღებდა, არ იყო წამალ-დამოკიდებული. მაშინ ეს რა იყო?! თავს ირწმუნებდა, რომ სურვილის შემთხვევაში აუცილებლად შესძლებდა გადაგდებას. დაეხმარებოდა, მხარში ამოუდგებოდა. მის ბავშვურ სახეს უმზერდა და ვერ იჯერებდა, ქალის მწარე სიტყვები ჩაესმოდა.
- თქვენ, ყველაზე კარგები, ყველაზე ამპარტავები... - თითქოს ისევ ღვარძლით უმეორებდა.
იქნებ მართალი იყო? იქნებ სადღაც შეცდენენ, ვერ დაინახეს მისი ტკივილი, მისი დაბნეულობა, საინტერესოა მოინდომებდა ნიკასთან დაბრუნებას? ან აპატიებდა კი ბიჭი? საკუთარი თავი წარმოიდგია გოგონას ადგილზე, რას იზავდა აკა ასეთი სასოწარკვეთილი რომ ენახა?
ტანში უსიამოვნოდ გასცრა. ზუსტად იცოდა, რომ შეიძლება ყველაფერი ეპატიებინა ნიკას ქალისთვის, ნარკოტიკები, ჩაშლილი ქორწინება, მაგრამ ღალატს აპატიებდა?!. ალბათ, არა.. ლიკამ ეს გზაც მოიჭრა, ყველაზე მტკივეულ წერტილში შეეხო.
ლიკა ძილში შეიშმუშნა, თვალები გაახილა და ჩაფიქრებულ მეგობარს მიაჩერდა:
- არ გძინავს? - დუმილი დაარღვია მან.
- არა, ვფიქრობდი...
- რაზე? - თავი წამოწია ლიკამ.
- თქვენზე, შენზე და ნიკაზე... - იგრძნო როგორ დაიძაბა ლიკა, ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.
- რომც უნდოდეს, მაიც ვერ მაპატიებს... - ყრუდ სთქვა მან.
- გინდა პატიება?! - გაოცებულმა დახედა მეგობარმა.
- არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ... ავირიე, დედას გეფიცები, მისთვის ტკივილის მიყენება არ მინდოდა, ყველაზე მეტად ჩვენი ურთიერთობის იცი რა მომწონდა? - ინტერესით ახედა დაქალს - მაღმერთებდა, იმდენად სრულყოფილ ადამიანად მხედავდა, რომ ზოგჯერ მეშინოდა კიდევაც. გული მწყდებოდა ასეთი კარგი რომ არ ვიყავი. ჩემში იდეალური ქალი სურდა ეხილა. მე კი თითქოს მსურდა რეალური მე დავენახე, მიმხვდარიყო, რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩემი ტკივილით, შეცდომებით, ალბათ ზედმეტი მომივიდა. დღეს ისეთი თვალებით მიყურებდა, მერჩივნა გაველანძღე, ეგინებინა, კახპა ეწოდებინა... არადა ხმაც არ ამოუღია, უბრალოდ იმედი გავუცრუე... - ცრემლები ვერ შეიკავა მან.
- ბიჭები ორ კვირაში ბრუნდებიან. შენ რას აპირებ? იქნებ გულახდილად დაელაპარაკო, აუხსნა...
- შეუძლებელია... - მწარედ გაიღიმა ლიკამ - ზუსტად ვიცი, ღალატს არ მაპატიებს. დავამცირე, ვატკინე. შენ შეძლებდი პატიებას? - თვალებში ჩახედა თეკლეს - მე - ვერა. - საკუთარ დასმულ კითხვას თავადვე გასცა პასუხი. - ხვალ ბოლო გამოცდა გვაქვს, ჩავაბარებ და სოფელში წავალ ბებიასთან. სამი თვე პატარა დრო არაა, ემოციებიც გადაგვივლის, ცოტას დავმშვიდდები და მერე ვნახოთ...
- მთელ ზაფხულს იქ რა გაგაჩერებს? უტელევიზოროდ... ტელეფონის გარეშე?! - გაოცება ვერ დამალა თეკლემ. - ჩვენც რომ გამოგყვეთ? - თვალი მისი ვენებისკენ გაექცა.
მიხვდა რასაც გულისხმობდა, ღიმილი ვერ შეიკავა ლიკამ.
- მარტო ყოფნა მჭირდება, საკუთარი თავი ხელახლა უნდა გავიცნო. ნუ გეშინია, ნარკოტიკებს არ გავეკარები, ისედაც საკმარისად შევცდი..
- მპირდები? - ისევ ეჭვი იგრძნობოდა მეგობრის ხმაში.
- გპირდები. - ძლიერად მოეხვია ლიკა. - ხვალიდან საკუთარ თავს უნდა დავუბრუნდე... - იმედიანად შეუძახა თავს.

მეორე დღეს უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში იკრიბებოდენ. გამოცდის შემდეგ მესამე კურსის დასრულების აღნიშვნას აპირებდნენ. აკაც მეგობრების საგულშემატკივროდ, თეკლესთან ერთად მივიდა. ლექტორი იგვიანებდა, ტატო როგორც ყოველთვის რაღაცას ღლაბუცობდა.
- ბავშვებო, ლექტორი მოსულა, მაგრამ პირველ კორპუსში ყოფილა, შემოგვითვალა, ყველანი აქ გადმოდითო... - აქაქანებული მოვიდა თამარი.
- გაახურა ამ კაცმა, რა... ერთ ადგილზე ვერ ისვენებს, წარა-მარა იცვლის დისლოკაციის წერტილს... - ისევ ხუმრობდა ტატო.
ნელი ნაბიჯით მოდიოდნენ პირველი კორპუსისკენ. ის-ის იყო კიბეებზე უნდა ასულიყვნენ, რომ მათი ყურადღება ჯავახიშვილის ძეგლთან მოკამათე წყვილმა მიიპყრო.
შორიდანვე იცნეს ლიკა და მისი ახალი კავალერი. უხერხულად გადახედეს ერთმანეთს, ალბათ სხვა დროს მოჩხუბრებისთვის თავის არიდებას ეცდებოდა, მაგრამ ლიკასთან წინა ღამის საუბარი მოსვენებას არ აძლევდა თეკლეს. მაშინვე წყვილის მიმართულებით დაიძრა. ძნელი მისახვედრი არაა, რომ დანარჩეებიც უკან მიჰყვნენ.
- გამოცდაზე არ დაიგვიანოთ... - ჩუმად გადაულაპარაკა მეგობრებს.
- გაგიჟდი?, იქ რა მოგვასვენებს..
- რა არის გაუგებარი? - ხმა უკანკალებდა ლიკას - საკმარისია, ბრალს არაფერში არ გდებ. შენს გზაზე წადი. აღარ მინდა ასეთი ურთიერთობა, ყველაფერი დასრულდა, ჩემთან მოკარებაც კი არ გაბედო...
- შენ გგონია შემაშინებ? - ზიზღით ეუბნებოდა ბიჭი - რომ არ გდომოდა, არც გაიკეთებდი, მე არაფერი დამიძალებია. შენისთანა კახპები მილიონი მყავდა და მეყოლება, ასე თამაშის უფლებას არ მოგცემ, ზედმეტს თუ ილაპარაკებ, გაგანადგურებ...
- ახალი მითხარი რამე, შენი განადგურება რაღად მინდა, ისედაც ყველაფერი დავკარგე... - ირონიულად იცინოდა ქალი.
- კარგად არ მიცნობ, დედას მოგ... დაბადების დღეს განანებ, დაგეწყება ლომკა და გნახავ, ფორთხვით მოხვალ, შემეხვეწები ერთ დოზას და ....
- არასოდეს გესმის?! ეგ არ მოხდება, ლიკას დავეხმარებით... - ჯიქურ გამოუცხადა თეკლემ.
- შენ ვინღა გდიხარ?! - ირონიულად გახედა ჯერ გოგონას და შემდეგ უკან მომავალ ამალას. - რაო პატარა გოგოვ, შენც ხომ არ გინდა გართობა? შენი „მაჩო“ თუ არ გყოფნის, უარს ნამდვილად არ გეტყვი, კარგი ვინმე ჩანხარ... - ბილწი თვალებით აათვალიერა ქალი.
სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ სახეში მუშტიც მოხვდა, აკა გააფთრებული დააცხრა დავარდნილს.
- აბა, რაო? ვის არ ეუბნები უარს, შე შენა... ეხლა გაჩვენებ, როგორ უნდა სიამოვნების მიღება... - გამეტებით ურტყავდა ცხვირ-პირში. - ამ გოგოებთან ახლოს მიკარებული არ დაგინახო, თორემ შენს სისხლს დავლევ, მე შენი...
ძლივს გააშველეს და გააწიწკნეს ბიჭებმა ხელიდან ვაჟი. სახე დასისხლიანებული ფეხზე ძლივს იდგა, მაგრამ ენას მაინც არ აჩუმებდა.
- ამას არ შეგარჩენთ, ცხოვრებას გაგიმწარებ, დედას მოგ...
- ჩაიგდე ენა, თორემ... - ისევ გაიწია დასარტყმელად აკამ.
და უცებ ყველაფერი აირია, წამებში, გააზრებაც ვერ მოასწრეს. იარაღმა იელვა უცნობი ვაჟის ხელში, ზურგით მდგომ აკას ხელის კანკალით უმიზნებდა, კივილი აღმოხდა ყელიდან თეკლეს. ვაჟს გადაეფარა, ტკივილმა მყისვე დაუარა სხეულში, თვალთ დაუბნელდა.
- თეკლე... - აკას სასოწარკვეთილი ხმა ესმოდა, წელზე მისი ძლიერი ხელები იგრძნო.
- შენი დედა, შენი... ფრთხილად აკა... - გიორგის ხმა ბუნდოვნად მოსწვდა გონებას
და ერთ გასროლას მეორეც მოჰყვა.
ვერ ხედავდა თეკლე, მაგრამ გრძნობდა, აშკარად დარბოდნენ, ვიღაც ყვიროდა:
- გაიქეცი გიო, გაიქეცი... - ტატოს ხმას მიამსგავსა,
- „გიორგი რა შუაშია“? - გონებაში ამოტივტივდა კითხვა.
შემდეგ ისმოდა სირენების ხმა....
- თეკლე არ გაბედო... - ისევ გულში იკრავდა აკა. მისი ხელების სითბოს გრძნობდა სახეზე. მხურვალე ტუჩებით კოცნიდა. თვალებს ჯიუტად ჭყეტდა, ყოველ შემთხვევაში თავად ასე ფიქრობდა, უნდოდა საყვარელი ვაჟის გამოსახულება გაერჩია, თუმცა ნელ-ნელა ხმა ბუნდოვანი გახდა, ყველაფერი ბურუსმა შთანთქა.

უკვე რამდენი საათია საავადმყოფოს მიმღებში იცდიდნენ მეგობრები. მირიანს თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული. ეკა პირველივე რეისით ბრუნდებოდა თბილისში, ვერ უთხრა, ენა არ მოუბრუნდა იმის სათქმელად, რომ თეკლე სიცოცხლისთვის იბრძოდა, საყვარელ ქალს მოატყუა, ბრმა ნაწლავის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში დავაწვინეთო. გოგას და ნიკას ვადაზე ადრე შეაწყვეტინა მივლინება. მათაც იგივე მიზეზი უთხრა. თუმცა გოგას უსიტყვო, გახევებული მზერით მიხვდა, რომ ბოლომდე ვერ დაარწმუნა, თითქოს მიხვდა ბიჭი, ფერი დაკარგა, თვალები ცრემლებით აევსო, ვიდრე კითხვას დაუსვავდა სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი, ცოტაც და სიმართლეს ვეღარ დაუმალავდა.
გამოძიება დაწყებული იყო, პოლიციამ სათითაოდ აიღო ჩვენება ყველასგან. განსაკუთრებით ხანგრძლივი ლიკას დაკითხვა გამოდგა. გიორგის მდგომარეობაც გაურკვეველი გახლდათ. არც ერთმა არ იცოდა სად იყო და სად იმალებოდა?
საავადმყოფოში მოვიდა მამამისიც. მუდამ ამაყი და გოროზი სახე გაფითრებოდა, შვილზე დარდმა თითქოს ერთ დღეში მოსპო კაცი:
- მისი ბრალი არ იყო, თამაზ ბიძია დედას გეფიცებით... - ცრემლების ყლაპვით უყვებოდა თათია - იმ ნაძირალამ ჯერ თეკლეს ესროლა, შემდეგ აკას უმიზნებდა, ამ დროს დაარტყა მუშტი გიორგიმ და მოწყვეტით დავარდა ის დამპალი... თავი ბორდიურს დაარტყა, რას ვიფიქრებდით თუ მოკვდებოდა... ჩვენ გვეხმარებოდა, ჩვენს გამო გაერია ამხელა შარში...
უსიტყვოდ ისმენდა გოგონას სიტყვებს. განერვიულებულ მირიანს შეხედა და გვერდით დაუჯდა: - ეს რომ თავდაცვა იყო არავინ დაიჯერებს, არავინ დაუჯერებს... - განაჩენივით ჟღერდა ბატონ პროკურორის სიტყვები.
- მთავარია შვილი გადამირჩეს... - ყრუდ ჩაილაპარაკა მირიანმა. - ვაჟს მხარში უნდა ამოუდგეთ, მეც დაგეხმარებით. კარგი ადვოკატი ავუყვანოთ, შეუძლებელია მკვლელობისთვის გაასამართლონ, მოწმეები გყავთ, ცოტა ფიცხი ბიჭი კია, მაგრამ უსამართლო არაა. ადამიანს ასე იოლად არ გაიმეტებდა...
მადლიერმა შეხედა მამაკაცმა, აშკარად არ ელოდა მირიანისგან ასეტ სიტყვებს.
- მთელი ცხოვრება მესმოდა, რომ რთული ბავშვია, მის მოსარჯულებლად რას არ ვაკეთებდი.. მოგვინელა მე და დედამისი, ცელქი იყო, ავარა. ჯიუტი.. რაღაცას თუ დაიჩემებდა ვერ გადაათქმევინებდი. ამ ბოლო დროს შედარებით შეიცვალა. ვიფიქრეთ დაღვინდა, უკვე გაიზარდა, ჭკუაზე მოვიდა. სამეგობროც ნორმალური ჰყავს და კალაპოტში ჩადგება მეთქი. თქვენი ბიჭის რჩევით ავტო-სრბოლით დაინტერესდა, ისეთი აღტაცებული იყო. ცოტა დავმშვიდდით, მოვდუნდით და ...
- რაც მოხდა - მოხდა... - თითქოს არ ეყოფოდა, მირიანს რომ შვილის ჯანმრთელობაზე დარდი, გიორგის ბედიც არანაკლებ ადარდებდა.
ჩუმად ისხდნენ გვერდი-გვერდ ორი შვილების დარდით განადგურებული მამა, ელოდნენ ოპერაციის დასრულებას. ჯიუტად უმზერდა საოპერაციოს კარებს აკაც. პერანგი ისევ საყვარელი ქალის სისხლით ჰქონდა დასვრილი, ხელებიც კი ვერ დაიბანა, თითქმის ეშინოდა გასვლის.
- რამე რომ მოხდეს? უცებ რომ დავჭირდე? - საკუთარ თავს ეუბნებოდა ის. გოგონას ტკივილითა და ცრემლებით სავსე თვალები არ აძლევდა მოსვენებას.
ორი საათი გავიდა რაც თეკლე შეიყვანეს, საოპერაციოში ექიმები ემატებოდნენ და ემატებოდნენ. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
- ბედის ირონიაა, ის ტყვია მე უნდა მომხვედროდა, მხოლოდ მე...
- არა, შენ არა... ეგ ტყვია მე მეკუთვნოდა, ჩემთვის ხსნაც კი იქნებოდა... - ცრემლებს ვერ იკავებდა ლიკა. - ჩემმა სულელურმა ცანცარმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, მე რომ არა ის ნაძირალა ვერაფერს დაუშავებდა...
- საკმარისია, თავს ნუ იდანაშაულებ... მისი ხასიათი რომ ვიცი, უცხოც რომ ყოფილიყავი, მაინც ჩაერეოდა, ქალის ჩაგვრას ვინმეს აპატიებდა?! - ხუმრობა სცადა ბიჭმა.
- აკა, ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ცუდად ვარ... რამე რომ მოუვიდეს თავს არ ვიცოცხლებ...
- გაგიჟდი გოგო?! სისულელე არ გააკეთო იცოდე - მუქარით შეუღრინა თათიამ. - კარგად იქნება, ოპერაცია მალე დამთავრდება, სიკვდილის უფლებას არ მივცემთ...
ისეთი ტონით ამბობდა, თითქოს მართლა მასზე იყო დამოკიდებული თეკლეს კარად ყოფნა.

- ვინმე აგვიხსნით რა მოხდა? - სიჩუმეში გაისმა გოგას ხმა, გაფითრებული შემოვიდა ორ მეტრიანი ახმახი ნიკას თანხლებით.
სიტყვა ვერ დაძრა მირიანმა, ისე მოეხვია ვაჟს. შვილის დანახვაზე უცბად მოდუნდა, ნერვებმა ერთბაშად უმტყუნა და პატარა ბავშვივით ატირდა.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ უყვებოდნენ ტატო და ფარნა იმ დღეს მომხდარ მოვლენებს. ნერვებისგან კანკალებდნენ ბიჭები. სწორედ ამ დროს შეამჩნიეს იქვე კუთხეში, ემბრიონის პოზაში მჯდომი ლიკა.
- სინდისი გაქვს?! - ზიზღით დაეტაკა გოგა - აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!
- ეხლა ურთიერთობის გარკვევის დრო არაა... - მკაცრი ხმით უთხრა მამამ.
- არც ვაპირებ, ამ ქალთან საერთო აღარაფერი გვაქვს... წერამ აგიტანა ხომ? რას ეძებდი ამისთანას? მიიღე რაც გსურდა? ეხლა კმაყოფილი ხარ? თეკლეს რომ რამე დაემართოს არ გაპატიებ იცოდე...
- გოგა არ მინდოდა, დედას გეფიცები არ მინდოდა, სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს... - ცრემლები ვეღარ შეიკავა ლიკამ.
- შენ წარმოიდგინე, არც ჩვენ ვიქნებოდით წინააღმდეგი.. - ირონიულად აღნიშნა ნიკამ - ოღონდ შენისთანებს ყოველთვის ბედი აქვთ. იმდენად ეგოისტები ხართ, რომ ტყვიაც კი არ გხვდებათ...
ისეთი სიძულვილით და ზიზღით უმზერდა ბიჭი, იგრძნო როგორ გაუჩერდა გულისცემა, სისხლი გაეყინა ძარღვებში. თურმე როგორი სასტიკი ყოფილა ნიკაც. მის მწველ თვალებს მზერა აარიდა, ცრემლები უხმოდ გადაყლაპა:
- ნუ გეშინია, თავს არ შეგაწყენთ. ოპერაციის დასრულებას დაველოდები და წავალ... - ყრუდ ჩაილაპარაკა მან.

როგორც იქნა საოპერაციოს კარები გაიხსნა და დაღლილი ასე სამოც წლამდე მამაკაცი გამოციდა. მაშინვე იცნეს მირიანის მეგობარი, საქართველოში ცნობილი ნეირო - ქირურგი კახა ჩქარეული. აქეთ-იქით გაიხედა და მირიანი შეამჩია თუ არა ხელი დაუქნია. გაფითრებული მიუახლოვდა მამაკაცი.
- ბედი გვქონია.... გადავრჩით... ტყვიამ სასიცოცხლო ორგანოები არ დააზიანა... თუმცა ხერხელამზე იყო სერიოზული პრობლემა, ნერვული სისტემა ამ ეტაპზე სრულადაა აღდგენილი, დანარჩენი ორგანიზმზეა დამოკიდებილი. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გავაკეთებდით...
- ძმა ხარ, კახა... - ბედნიერი მოეხვია მეგობარს, სიხარულის ცრემლებს ვეღარ იკავებდა მირიანი, - ჩემი გოგო ძლიერია, კარგად იქნება... -იმედიანად იმეორებდა ის.
- სიფრთხილე გვმართებს, პაციენტისთვის ზედმეტი სტრესი არ შეიძლება, ენერგია უნდა აღიდგინოს... თქვენი შფოთვა გადამდებია, ამდენი ხალხის აქ ყოფნა არ შეიძლება, სიმშვიდე და მხოლოდ სიმშვიდე... - დამრიგებლურად ეუბნებოდა იქ შეკრებილ ახალგაზრდებს, თუმცა აღარავინ უსმენდა, ერთმანეთს ბედნიერები ულოცავდნენ მეგობრის გადარჩენას.
როგორც იქნა დამშვიდდა ლიკაც. დარწმუნდა თუ არა, რომ თეკლე კარგად იყო, ბიჭებისთვის მიცემული პირობა შეასრულა, არავის დამშვიდობებია, ისე იპარებოდა საავადმყოფოდან წამოსვლას. ისევ სიგარეტის მოსაწევად ეზოში ამოსული მირიანის ხმამ შეაჩერა:
- თავს ნუ იდანაშაულებ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, ჩემი შვილის ამბავი რომ ვიცი, გონს მოვა თუ არა გიკითხავს, თავს მოუფრთხილდი... - გულში თბილად ჩაიკრა კაცმა.
გული აუჩუყდა ლიკას, იგრძნო ცოტაც და ისევ ატირდებოდა.
- ნამდვილად შევცდი, და ეს შეცდომა საბედისწერო გამოდგა. თეკლე დასავით მიყვარს, მაპატიეთ, გთხოვთ... - ხმა ჩაუწყდა ქალს. ცრემლები ხელის გულებით მოიწმინდა და იქაურობა სწრაფად დატოვა.



№1  offline წევრი aneta

ამ ამბავს არ ველოდი smile

 


№2  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან საინტერესო განვითარებაა ისტორიის ძალიან მაინტერესებს რა ინება შრმდეგგ. ერთი სული ჩაქ ახალ თავს როდის წავიკითხავ :-P

 


№3  offline წევრი irinka123

თეკლე რომ გადარჩა კარგია. ლიკა შემეცოდა მაგრამ თვითონ არის დამნაშავე იმედია ახლა მაინც მოვა გონზე request

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

aneta
ამ ამბავს არ ველოდი smile

ablabudaa
ძალიან საინტერესო განვითარებაა ისტორიის ძალიან მაინტერესებს რა ინება შრმდეგგ. ერთი სული ჩაქ ახალ თავს როდის წავიკითხავ :-P

irinka123
თეკლე რომ გადარჩა კარგია. ლიკა შემეცოდა მაგრამ თვითონ არის დამნაშავე იმედია ახლა მაინც მოვა გონზე request



წინასწარ არ მინდა მოვლენების აღწერა, არც ის მინდა ერთფეროვანი და მომაბეზრებელი გახდეს. იმედია არ დაიშურებთ კომენტარებს, ნამდვილად მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები პერსონაჟებთან დაკავშირებით.
მიყვარხართ და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, რომ მითმობთ თქვენს დროს კითხულობთ ცოტა არ იყოს და "გაჯანჯლებულ" ისტორიას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent