შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილების პატარძალი [4]


25-01-2016, 14:58
ავტორი Nude
ნანახია 2 699

ნაწილი 4.
სამზარეულოში იდგან და საყვარელ სიმღერას (2pac – Fake ass bitches) ტანს ნაზად აყოლებდა, თან მსუბუქ კერძებს ამზადებდა, რადგან მოგვიანებით სტუმრებს ელოდებოდნენ, თანაც მათი უმეტესი ნაწილი ბიჭი იქნებოდა და მოერიდა უსაჭმელოდ. გოგონებს, როგორმე ყავაზე და ტკბილეულზე გადაატარებდა, მხოლოდ ისინი რომ აპირებდნენ სტუმრობას, მაგრამ მათ მთელი ბიჭების არმია მოსდევდათ უკან.
– Y'all take this shit and you play this shit for every single
Fake ass bitch out there and there's plenty of 'em
You probably got one sittin' next to you right now
Bobbin' his fake ass head to this, dope ass shit that he listenin' to
Fake ass motherfuckin' bitch, die in ninety-four – დაასრულა სიმღერა და დაასრულა საჭმელების მომზადებაც.

სიმღერისაგან ძალზედ გამხიარულებული გაემართა ბავშვების გასაღვიძებლად, რადგან თითქმის ღამის თერთმეტი საათი გამხდარიყო, სტუმრების მოსვლის დრო. სიცილით შეხედა ერთმანეთში გადახლართულ ლუკას და მათეს და რაც შეიძლება ფრთხილად შეაღვიძა ორივე, მათთან ერთად კი გოგონები და გიგიშაც.

– დროა ხო? – თვალების ფშვნეტით იკითხა გიგიშამ და საყვარლად ააფახუნა წამწამები.

– ხო. – გასცა მოკლედ პასუხი თამარამ და სამზარეულოში შევიდა კეკესთან ერთად, რადგან სუფრა გაეშალათ.

– ანანო, თავი მტკივა, მაგრად. – შესჩივლა გიგიშამ და მუხლებზე თავი დაადო. – რა ცივი ხელები გაქვს! – მისი ხელი მტევნებში მოიქცია და თვალები დახუჭა.

ორივესთვის ძალიან მოქედებს ასე ახლოს ყოფნა ერთმანეთთან, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს არიდებს სერიოზულ ლაპარაკს. ანანო არაა ჯერ მზად, მაგრამ ამავდროულად – თან არის. გაუბედავად შეუცურა გიგიშას გოგონამ თავისუფალი ხელი თმებში თამაში დაიწყო. სიამოვნებისგან თვალები მინაბა ბიჭმა და უფრო კომფორტულად მოეწყო მის კალთაში.

სუფრა გაშალეს ანანოს გარეშე გოგონებმა, რადგან გიგიმ ადგილიდან დაძვრის შანსი არ მისცა. არც ანანოს გაუპროტესტებია მაინცდამაინც, რადგან მასაც ზუსტად ისე სიამოვნებდა მამაკაცთან ასე ყოფნა, როგორც პირიქით. თვალებმინაბული დაასრიალებდა გიგიშას რბილ თმებში თლილ თითებს და ბედნიერებისგან იბერებოდა.
– მოვიდნენ გვრიტებო და გამოფხიზლდით ცოტა. – ფხუკუნით ჩაუკრა თვალი კეკემ უკვე მზადყოფნაში მყოფ წყვილს და ლუკას მიეკრა.

– ვააჰ, რა ხალხი! – ღიმილით და ხელ გაშლილი გაემართა გიგი ბიჭებთან.

სტანდარტული გაცნობა წარიმართა მათთან. ყველას ისე მოეწონა ერთმანეთი, საერთოდ არ გასჭირვებიათ კონტქტი და მცირე ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლა. ისეთი სუფრა გაამადა თამარამ, მართლაც რომ ჩიტის რძე არ აკლდა. ეს ისე, თორემ სიმართლესთან ძალიან ახლოს ვსაუბრობ. ბიჭები სვამდნენ, გოგონები თავიანთთვის ჭუკჭუკებდნენ და ქალური საუბრებით ირთობდნენ თავს.

– გოგონებო, მოდით ჩვენთან. – დაუძახა ყველაზე ჭკუა მხიარულმა ნიკოლოზმა განცალკევებით მყოფ გოგონებს და სიცილით მიიკრა მისკენ კუსკუსით წასული შეყვარებული.

– ფუ, რა სუნი გაქვს, ნიკუშა! – დაიჭყანა ლილე და გვერდზე ცხვირ აბზუებული გაჩოჩდა.

– რაო? – წელზე ხელი შეუცურა, მისკენ მოიზიდა და წამსვე კალთაში აღმოჩნდა. – რა იყო, ლილე, პირველად ვარ ნასვამი, თუ რაში არის საქმე? – ღიმილით აწკიპა წარბები წევით.

იმდენად ახლოს ჰქონდა ტუჩები გოგონასთან, ძალაუნებურად, საუბარის დროს სახეზე ეფრქვეოდა სასმლის სუნი. ლილემ ხელი კრა შეყვარებულს და ფეხზე წამოდგა.

– საპირფარეშო სად არის? – ჰკითხა თამარის და პირზე ხელაფარებული გაჰყვა სწრაფი ნაბიჯებით გოგონას უკან.

რამდენიმე წუთი იყო ,,ჩაყუდებული,’’ შემდეგ ხელ–პირი მოიბანა. სველი ხელის გული ზურგი გახურებულ შუბლზე მიიდო და სარკეში გაფითრებულმა გაუსწორა მზერა ახლად შემოსულ ნიკოლოზს. ბიჭი ნელა, დინჯი ნაბიჯებით მიუახლოვდა. პირი კარგად გამოირეცხა, რომ როგორმე სასმლის სუნი გაექო და მისკენ შემოაბრუნა, ლილე. ხელები წელზე მოჰხვია თავი კი მის ყელში ჩარგო.

– ძალიან მაშინებ, ლილე. მერამდენეჯერ გერევა გული უკვე. დღეს ვერა, ნასვამი ვარ, მაგრამ ხვალვე წავიდეთ თბილისში და ექიმს გავესინჯოთ, რაიმე სერიოზული არ იყოს... – ხმაჩამწყდარმა ამოიჩურჩულა და მის ეშმაკუნა ჭინკებით აღვსილ თვალებს გაუსწორა მზერა. – რა? – ჰკითხა დაბნეუკმა.

– აა, არა, არაფერი. – სწრაფად გამოერკვა ლილე. – არ გვინდა თბილისში წასვლა, მგონი ვხვდები ყველაფერს. ხვალ რომელიმე გოგოს გავიყოლებ და უახლოეს აფთიაქში წავალთ. – ეშმაკურად და დიდი ვნებით დაუსვა საჩვენებელი თითი ნიკაპზე, იქიდან კი ყელზე ჩამოასრიალა ძალიან ნელა და ნაზად.

– შენ რაღაც იცი და არ მეუბნები, ხო? – ჰკითხა ღიმილით ნიკოლოზმა.

– მგონი ვხვდები. – უდარდელად აიჩეჩა მხრები და საპირფარეშოდან პირველი ის გავიდა.

სიცილით და მეტად დამშვიდებული გაჰყვა უკან ნილოზი, თან დროდადრო თავის საყვარელ ქალის უკანა ხედს ათვალიერებდა, რომელიც საკუთარი ხუთი დიდივით ჰქონდა შესწავლილი. დამშვიდდა, რადგან ლილეს ინტუიცია არასდროს ღალატობდა, რაც ნიკოლოზისთვის სრულიად ცნობიილ ფაქტი იყო. რადგან ლილე არ დარდობდა, შესაბამისად არც მას ჰქონდა სადარდებელი.

– აუ, მაგარი ანეკდოტი გამახსენდა რაჭველებზე. – სიცილით ჩაჯდა ნიკოლოზი სავარძელში და ეგრევე დაისვა კალთაში საყვარელი ქალი.

– ოჰ! თვით ნიკოლოზ მარტოლეკმა უნდა იღადაოს რაჭველებზე? – სიცილით წამოიწია ზურა და ინტერესით შეხედა. – აბა, დასცხე! – შეაგულიანა და მეტად დრამატიზირებულად დაადო ხელს ნიკაპი.

– ,,იტოკში,’’,, რაჭველს კაცს რუსი ცოლი ჰყავს. ერთ მშვენიერ დღესაც ალაგებს ეს ქალი ჩემოდანს - მივდივარო!
- რატომ მიდიხარ ბოშო? - ქალი ისტერიკაში ჩავარდა:
- ლობიო... კლე... ლობიო - კლე... ნადაელა უჟეეეე!’’

ყველა ახარხარდა. თანაც ნიკოლოზი ისეთი ტემპერამენტით და ემოციებით ჰყვებოდა ანეკდოტს, რომ არ გაგცინებოდათ, უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. – თქვენთან ბოდიში, გოგონებო! – სიცილით მოუბოდიშა მამაკაცმა აკისკისებულ გოგონებს.

– ,, რაჭველს იატაკის ღრიჭოში ჩაუვარდება ოცთეთრიანი: დგას 1 საათი. ცოლი ეუბნება რას ფიქრობოი -არაფერსო- თქვა რაჭველმა და ასლარიანი ჩააგდო იმავე ღრიჭოში, ცოლმა დაუყვირა: - რა ქენი ესაოი! -აბა ამხელა იატაკს ოცი თეთრის გამო ხო არ ავყრიდიო’’

– მეძინება... – ამოიჩურჩულა ლილემ და შეყვარებულს თავი მკერდზე დაადო თვალდახუჭულმა.

– აუ, დარჩით რა დღეს ჩვენთან. ღამის ორი საათია და სადღა წახვალთ. – სთხოვა კეკემ ბავშვებს და როდესაც თანხმობა მიიღო ყველასგან, სუფრის ალაგებას შეუდგა.

მიუხედავად იმისა რომ ოთახების სიმცირეს არ განიცდიდნენ, მაინც ამჯობინეს და–ძმებმა ერთად დაძინება. თამარი დიდი ხნის ჩაძინებულ ძმას მიუწვა, გემრიელ ლოყებზე აკოცა და როგორც კი დადო ფუმფულა ბალიშზე თავი, მაშინვე გაითიშა. კეკე ლუკას მიუწვა. და–ძმა შალიკაშვილები ერთად დაწვნენ, მაგრამ ვერ მოისვენა ვერაფრით მარიამმა, რადგან თავისი ბედოვლათი ძმა, მთელი ღამე მოსვენებას არ აძლევდა, თუმცა მარტო დაწოლას, კიდევ ეს ერჩივნა. ნიკოლოზიც შეუწვა შეყვარებულს და მოშიშვლებულ მკერდზე მიაწება გახურებული, ვნებისგან და სიმთვრალისგან მთრთოლვარე ბაგეები.

– ჩემი ტკბილი, თბილი და მადიანო ქალი... – ჩურჩულებდა და უმისამართოდ დააცოცებდა ტუჩებს მთელს სხეულზე.

– მეძინება. – კვნესას ამოაყოლა სიტყვა. ყბაზე მოჰკიდა ხელი და ზევით დაქაჩა. ტუჩებზე მიაკრო კოცნისგან გაწითლებული ბაგეები და ბოლოს კბილები ჩაასო ქვედა ტუჩზე.

– მაშინებ, იცი? – თბალებში შეხედა ნიკოლზმა და გულაღმა გადაგორდა ლოგინზე. თავი მკლავზე დაადებინა და ლოყა მიაკრო შუბლზე. – იცი, რა გჭირს და არ მეუბნები? – ეჭვით სავსე ბარიტონით ჰკითხა.

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მგონი ორსულად ვარ. – ისე დაიჩურჩულა, ისეთი ამაღლებული ხმით, არასდროს რომ შეუმჩნევია ასეთი ბგერები მის ხმაში.

– ორსულად? – ძლივს ამოილუღლუღა ნიკოლოზმა და მოშიშვლენულ მუცელს დახედა.

ვერ გეტყვით, რომ რაღაც შენიშნა მის მუცელზე, რადგან როგორც ყოველთვის, ისეთი ფორმა ჰქონდა ლილეს მუცელს და მთლიანად ტანს. ნიკოლოზმა დაძაბულობისგან დაცვარულ შუბლზე ხელისგული მიიდო და რამდენჯერმე მაგრად დაიზილა. გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა, ხოლო შემდეგ ორმაგად და სამმაგად აძგერდა.

– ჩემი და შენი შვილი, ლილე? – ბედნიერებისგან ხმა აკანკალებულმა შეხედა აცრემლებულ შეყვარებულს და სასიამოვნოდ გაოცებულმა დაადო თავი მუცელზე. – ჩვენი ფერია ზის მანდ?

– არ ვიცი ზუსტად, მაგრამ თავს საოცრად ვგრძნობ, სიმფტომებიც თითქმის იდენტურია, რაც ორსულებს ახასიათებთ, თანაც ხომ იცი დედის ინსტიქტები... ფერია გვეყოლება, მგონი, მაგრამ ძალიან ვნერვიულობ. რომ არ გამართლდეს ჩემი აზრი?

– არ იტირო, ლილე. თუ არ იქნები ორსულად, რა პრობლემაა, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას! – ეშმაკურად უჩურჩულა. – მაგრამ მე მაინც დედის ინსტიქტებს ვენდობი.

– ლიზა გვეყოლება, ნიკუუ. – მამაკაცის თმებში შეასრიალა თითები და გაცისკროვნებულმა მოეფერა.

– აუცილებლად! – გოგონას ყელში ჩარგო ცხვირი და ღრმად ამოისუნთქა.

ბევრჯერ, არა, ძალიან ბევრჯერ უსაუბრიათ მათ შვილზე. სახელებიც კი ჰქონდათ არჩეული. მგონო მათი ოცნება ახდა! დიახ.

ყურსასმენებ მომარჯვებული, საღამურებით იჯდა დიდ ფანჯარასთან და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას აკვირდებოდა. ნერვიულობს თავის მომავალზე, სადაც აუცილებლად იქნება გიგი, რომელიც სავარაუდოდ თავ–გზას აუბნევს, თუმც, უკვე მოახერხა ეს ყველაფერი. ზუსტად ერთი წლის წინ ზაფხულში, გაიცნო თამარი, მისი საშუალებით კი დანარჩენები, მათ შორის გიგიც. თავიდანვე სხვანაირად განეწყო მამაკაცისადმი, თუმცა ვერასდროს გრძნობდა მისგან ვერაფერს, ოდნავ ყურადღებასაც კი. გავიდა რამდენიმე კვირა და თბილისში დაბრუნდნენ, ანანო კი ჩვეულ რიტმში ჩაჯდა. თვეების განმავლობაში, ხშირად ახსენდებოდა გიგი, მაგრამ დროსთან ერთად, გრძნობებიც გავიდა, თითქოს მიივიწყა. ახლა კი, როცა ისევ ასე ახლოს ჰყავს ,,მისი'' გიგი და მითუმეტეს როცა ამხელა ყურადღებას და სითბოს გრძნობს მისგან, თავისდა უნებურად, ამოუტივტივდა ყველა ის დღე, რომელიც მასზე ფიქრში იწურებოდა.

კარების ჭრიალის ხმა გაიგო და გაკვირვებული მიტრიალდა იქით. გაკვირვება გაოცებამ გადაფარა, როცა მის დროებით საძინებელში გიგი დალანდა.

– აქ, რა გინდა? – ჰკითხა ჯერ კიდევ გაოცებულმა და დაბნეულმა. ყურსასმენები მოიხსნა და კიდეში დადო ტელეფონთან ერთად, თუმცა ადგილიდან არ გატოკებულა.

– ვიცოდი, რომ არ გეძინა და რაღაცის თქმა მინდა. მაინცდამაინც კარგი დრო ვერ შევარჩიე, – ჩაბნელებულ არე–მარეს გახედა, შემდეგ კი მზერა ისევ საყვარელ ქალს გაუსწორა. დინჯი ნაბიჯებით მივიდა სავარძელთან და დაჯდა. – იცოდე, რომ შემაწყვეტინო, დაგსჯი! – ღიმილით გააფრთხილა. – ზუსტად ერთი წლის წინ გნახე პირველად. ისეთი ნაზი და მორცხვი იყავი, თავიდანვე მიიქციე ჩემი ყურადღება. შენი აწითლებულო ლოყები, ძალიან მიზიდავდა და ამავდროულად მახალისებდა. სულ მინდოდა ახლოს მყოლოდი, ამიტომ როცა შანსი მეძლეოდა მაშინვე თამარის ვეუბნებოდი, რომ მოეყვანე. – როდესაც ანანოს გაოცებულ თვალებს წააწყდა, სიცილით დაამატა. – ჰო, შენ გეგონა, რომ მე ვერც კი გამჩნევდი, მაგრამ ასე არ ყოფილა. სინამდვილეში, მე მთელი ძალით ვცდილობდი ამის დამალვას და კარგადაც გამომდიოდა, რასაც შენი გაოცება მიდასტურებს. მერე დავბრუნდით ჩვენ თბილისში, შენ ბათუმში დარჩი. ყველანაირად ვცდილობდი, თითოეულ ქალში, რომელთანაც მე გარკვეული და გაურკვეველი ურთიერთობა მეჭირა, თვითონ შენ და შენი თვისებები აღმომეჩინა, მაგრამ რა თქმა უნდა, არ ხდებოდა ასე. მერე უბრალოდ დავიღალე და გონების კუნჭულში დაგმალე, თუმცა როგორც კი დაგინახე, ყველაფერი ამომიტივტივდა. არ შემიძლია ამდენი საუბარი, ხომ იცი და ამიტომ, მოკლედ გეტყვი, რომ მიყვარხარ ანანო ანდრიაშვილო!



№1 სტუმარი irma jojua

Hmm dzalian magari iyo gamuravv ❤ Kai gogo xar roar igvianeb dzalian sainteresoa

 


№2 სტუმარი A

Nu klass.... Magaria.... Male gaagrdzele ok?

 


№3  offline მოდერი Nude

კი, ხვალ დავდებ. ♥ თანაც, ამაზე ცოოტა დიდ თავს. :დ ძალიან დიდი მადლობა. ♥
--------------------
bailey

 


№4 სტუმარი nino k.d..

rogorc yoveltvis kargi iyo sheidzleba sadme rame mware vtqvi magram momitevet da icodet ro yvela dzalia miyvarxart shen, sheni istoriebi da mati moqmedi personajebi.

 


№5 სტუმარი Black

Chemi gamuu kai tavia sg da im cotati did tavs velodebi:D

 


№6  offline მოდერი Nude

უღრმესი მადლობა!
--------------------
bailey

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ძალიან მომწონს ეს ისტორია აქამდე კომენტარი არ დავწერე მიყვარს ხოლმე რომ ირკვევა რაღაცეები და უკვე აზარტშ შევედი wink იმედია მალე დადებ ახალ თავს wink

 


№8  offline მოდერი Nude

sameone crazy girl
ძალიან მომწონს ეს ისტორია აქამდე კომენტარი არ დავწერე მიყვარს ხოლმე რომ ირკვევა რაღაცეები და უკვე აზარტშ შევედი wink იმედია მალე დადებ ახალ თავს wink

მარიამოო... მადლობა დიდი ♥♥
--------------------
bailey

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent