შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩრდილების პატარძალი [ნაწილი 2]


3-12-2015, 17:52
ავტორი Nude
ნანახია 2 432

ნაწილი 2.
ბედნიერები შევიდნენ ლუკას სახლში.
– დავისვენოთ და გავიდეთ ბულვარში. – თქვა თამარიმ და მათე ხელში აიყვანა.
– მეძინება. – ამოისრუტუნა ბავშვმა და დაიკოს მიეხუტა.
– მომიყვანე მათე, მე დავაწვენ. – მიეხმარა გიგიშა და ოთახში სწრაფადვე შეიყვანა მათე, რომელსაც უკვე თვალები მიენაბა და უფრო კარგად მოეხვია ყელზე პაწაწინა მკლავები.
ლოგინზე ფრთხილად დააწვინა მამაკაცმა, თამარის შუბლზე აკოცა და საძინებელი ოთახიდან დინჯი მიხვრა–მოხვრით გავიდა.
თამარიმ, ბარგი ამოალაგა, ტანისამოსის კარადაში ლამაზად შეალაგა. ძალიან გადაღლილი მიუწვა მათეს გვერდით, გემრიელად დაუკოცნა სიცხისაგან აღაჟღაჟებული ლოყები და მთელი ძალით მოჰხვია ხელები.

* * *
– მათე, მათე! – ყვირილით დარბოდა თამარი, თან დასდევდა მხოლოდ საცვლებით მორბენალ ბავშვს. – მათე, დამელოდე, თორემ დაგტოვებ სახლში და არ წაგიყვან სასეირნოთ! – დაემუქრა თითის ქნევით.
ღრმად ამოისუნთქა, წელში მოიხარა, ხელები მუხლებზე დაიდო და გაცეცხლებული თვალებით შეხედა ბავშვს, რომელიც გიგიშას მოექცია თავის დიდ ტორებში.
– რა საქციელია ეს? – ოდნავ რბილად უსაყვედურა მამაკაცმა, ვიდრე თავისმა დამ. – მართლაც ხომ ღირსი ხარ, რომ არ წაგიყვანოთ სასეირნოთ?
ბავშვმა თავი დახარა, იგრძნო დანაშაული და საცოდავი თვალებით შეხედა დას. თამარიც მოეშვა, მაგრამ მაინც მიხვდა რომ ეს მზერა იმიტომ აღიბეჭდა ბავშვის სახეზე, რომ სადაც წავიდოდნენ ისიც წაეყვანა, მაგრამ მთავარია დანაშაულის გრძნობა, რომელმაც აშკარად შეაწუხა მათე. არა, როგორ დატოვებდნენ მარტოს სახლში, თუმცა მაინც საჭირო იყო, ამ სიტყვებით მისი დაშინება.
– მაპატიეთ. – ამოიჩურჩულა ბავშვმა და თამარის შეხედა. – მიყვარხარ, დაიკო.
გიგიშას ხელებიდან დაუსხლტა, თამარისკენ გაიქცა და მთელი ძალით მოჰხვია ყელზე მისი პატარა მკლავები. გოგონამაც ბედნიერმა აიკრა ბავშვი გულ–მკერდზე და ერთი–ორჯერ დააბზრიალა. შემდეგ კი კისკისით დასვა ძირს.
– წადი და ჩაიცვი. – პატარას უკანალზე მიჰკრა ხელი თამარიმ და მათი საძინებელი ოთახისაკენ უბიძგა.

* * *
– შევიდეთ რა ზღვაში. – უკვე მერამდენეჯერ სთხოვა მათემ ბავშვებს, სათვალავი აერიათ.
– ახლა არა, თანაც საცურაო კოსტუმები არ გვაქვს, მარტო კიდევ არც იფიქრო. – დინჯად აუხსნა შექმნილი ვითარება და ხელი ჩაჰკიდა გიგიშამ.
– მე და გიგიშა მივდივართ კლუბში და იცოდეთ, სახლიდან არ დაგინახოთ ფეხგამოდგმულები. – მკაცრად თქვა ლუკამ, მაგრამ როცა კეკეს დაბღვერილი მზერა დაიჭირა, სიცილით მოჰხვია მკლავებზე ხელი.
– თქვენ გაერთობით და ჩვენ რა ვქნათ? – ბუზღუნით მიეკრა კეკე ლუკას, მაგრამ ისეთმა გაბრაზებულმა დააკვესა თვალები, იმ წამსვე გაჩუმება არჩია.
– იცოდე, დაუჯერე თამარს, თორემ ჩვენ რომ ვიცით, იქ არ წაგიყვანთ მე და ლუკა. – შეთქმულივით გადაუჩურჩულა მათეს მამაკაცმა და პატარა ცხვირზე დაჰკრა გრძელი თითი.

* * *
– ერთი პირობით არ გავალთ სახლიდან. – ეშმაკურად ჩაიხითხითა კეკემ და მხარზე უჩქმიტა თამარს, თან თვალებით ანიშნა, შენი ხმა არ გავიგონოო. სამზარეულოს დახლზე დააწყო ხელები და გამაღიზიანებლად აათამაშა გრძელ ფრჩხილებიანი თითები.
– კაი? – წარბები ირონიულად აწკიპა ზევით ლუკამ.
– ყველა ის შოკოლადი და სასუსნავები გვიყიდე, რაც ორივეს ერთად და ცალ–ცალკე გვიყვარს.
– ახლა? – გაკვირვებულმა შეხედა ჯერ კეკეს, შემდეგ კი თამარს, რომელიც საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, საბას ხდიდა ტანისამოსს და დასაწოლად ამზადებდა.
– კარგი, ჯანდაბას. – ამოიფრუტუნა ლუკამ.
რამდენიმე წუთში, დაახლოებით 6–7 ცალი პოლიეთილენის პარკი ეწყო სამზარეულოს მაგიდაზე.
დაახლოებით ღამის სამ საათამდე ისხდნენ, უდარდელად ჭორაობდნენ და თან გემრიელად აგემოვნებდნენ ნაირ–ნაირ ტკბილეულს, თუ სხვას. კარგად დანაყრებულები დაწვნენ თავიანთ ლოგინებში.
გამაყრუებელმა ბრახუნმა კარებზე გამოაღვიძა თამარი. თავიდან ეგონა, რომ დაესიზმრა, მაგრამ ყოველ გასულ წამს უფრო და უფრო გაძლიერდა ის საშინელი ხმა. დამფრთხალმა, სასწრაფოდ მოიცვა თხელი, მოკლე ხალათი სხეულზე და კარები გააღო. სიმართლე გითხრათ, შიშზე საერთოდ არ უფიქრია იმ მომენტში და არც იმაზე, რომ შეიძლებოდა კარების მეორე მხარეს საშინელი რამ ან ვინმე დახვედროდა.
– გიგი? რა ხდება, რა გჭირთ? – ახლა კი მართლა შეეშინდა, რადგან ორივე მამაკაცის ხელები სისხლით იყო მოსვრილი. – ვაიმე, – წამოიკივლა. – რა დაგემართათ? – ხელებ აკანკალებულმა ჩაჰკიდა ხელებზე ხელი და იგრძნო, როგორ დაედინა აწითლებულ ლოყებზე ცრემლები.
– დამშვიდდი, ჩემო ლამაზო. ჩვენ არაფერი არ გვჭირს. – შუბლზე რამდენჯერმე აკოცა გიგიმ და სახლში შემოვიდა.
მხოლოდ ახლა–ღა შეამჩნია მათ უკან მდგარი ორი ბიჭი. ერთ–ერთ მათგანს, მეორე ბიჭზე ხელი ჰქონდა გადახვეული, აშკარად არ იყო გონზე ნორმალურად. ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული და მაშინვე დაინახა თამარიმ რომ სადაც მისი თითები ჰქონდა მიდებული ბიჭს, იმ ადგილიდან გაუჩერებლად მოთქრიალებდა ბლანდი, წითელი სითხე.
– დაჭრილია? – დაიყვირა თამარიმ და ბიჭს მივარდა. – ღმერთო ჩემო, გარდაიცვლება, ვერ გაუძლებს, თუ ახლავე არ მივიღებთ რაიმე ზომებს. – შეშინებულმა, ხმა აკანკალებულმა ამოთქვა და მისაღებში შეუძღვა მათ.
– მშვენივრად ვხვდები, რაღაც ისეთი მოხდა, რომ ვერანაირად ვერ გადავიყვანთ საავადმყოფოში, სხვაგვარად აქ არ ამოიყვანდით, მაგრამ თუ რამე არ ვიღონეთ, აუცილებლად სავალალო შედეგამდე მივალთ. – ტკვილით წარმოსთქვა თითოეული ბგერა. – აქ დააწვინეთ. – მიმართა ბიჭს, რომელსაც დაჭრილი ეჭირა და დივანზე მიუთითა.
წამსვე გაიძრო ნაჭრის ხალათი, რამდენჯერმე დაუდევრად გადაკეცა და ჭრილობაზე დაადო.
– ვის შეიძლება დავურეკოთ აქაური რომ იყოს, თანაც არავისთან არაფერი არ თქვას?! – თავისთვის დაუჩურჩულა.
აქეთ–იქით დაიწყო სიარული, თან ერთი ხელი თეძოზე ჰქონდა შემოდებული, ერთით კი საფეთქელს იზელდა.
– მოვიფიქრე! – წამოიყვირა თვალები აუბრჭყვიალდა. – ანანოს დავურეკავ.
ბიჭთან დაიმუხლა, ოფლით დაცვარულ შუბლზე თლილი, საოცრად ნაზი თითები გადაუსვა და ძალიან მიუახლოვდა. ტუჩები ყურთან მიუტანა, ისე რომ ლამის ეხებოდა.
– გთხოვ, უბრალოდ არ მისცე შენ თავს უფლება გონება დაკარგო, გემუდარები რა. – უჩურჩულა და ოდვან შეახო ტუჩები შუბლზე. – მალე მოვა ანანო და ფეხზე დაყენებს, ეჭვი არ შეგეპაროს.

* * *
– ყველაფერი კარგადაა, ღრმა ჭრილობა არ ჰქონდა, გადავრჩით. – ღიმილით გამოვიდა თამარის საძინებელი ოთახიდან ანანო, სადაც მამაკაცი იწვა.
– ძალიან დიდი მადლობა, ანანო. – ღიმილით მოეხვია თამარი და მალევე გააცილა. – სძინავს? – უკვე დამშვიდებულმა იკითხა გოგონამ და ამდენი ნერვიულობისაგან დაღლილი მიესვენა სავარძელზე.
– ჰო, დამაძინებელი დაალევინა ანანომ. – უპასუხა იმ ბიჭმა, რომელმაც მოიყვანა დაშავებული.
– აჰამ. – თავისთვის დაიჩურჩულა, სავარძელზე ოდნავ გადაწვა და თავი თვალებ დახუჭულმა მიადო.

* * *
საღამოს, როცა უკვე საგრძნობლად დასვენებული იყო და გაცილებით მხნედ გრძნობდა თავს, ვიდრე წინა ღამის ნათევი, ენერგიულად შეუდგა წვნიანის გაკეთებას, რაც მიზანშეწონილი იყო მამაკაცისთვის და პრინციპში, რაც ანანომ უთხრა.
– აბა, რას შვრები? – ღიმილით შემოვიდა კეკე სამზარეულოში, თან გათლილი სტაფილო ააცალა მაგიდიდან.
– ხელები! – მტევნებზე დაარტყა ოდნავ ხელი და სიცილით მიჰკრა თეძოზე თეძო. – იმ ბიჭისთვისაა, იქ რომ წევს. – თავისი საძინებელი ოთახისაკენ გაიშვირა დასვრილი თითი.
– პაპუნასთვის?
– ოჰ, სახელიც გაგიგია უკვე. – სიცილით აწკიპა წარბები თამარიმ.
– ეე, ,,ტი შტოო?!'' მაგას პაპუნა ჰქვია და მეორეს თორნიკე. მმმ, როგორი სიმპათიურია... – თვალები სიამოვნებისაგან მიენაბა თავის–და უნებურად.
– ვაიმე, რა სასაცილო ხარ. ხან გუგა მოგწონს, ხან გიორგი, ხან საბა და ხან – ცოტნე. – სიცილით გააქნია თავი. – შენი გამოსწორება არ იქნება. – დადო დასკვნა.
– აი ნახავ, ,,დავკერავ'' თორნიკეს და როგორ დავჭკვიანდები.
– მაგის იმედად იყავი შენ. – წააქეზა და სამზარეულოდან გააგდო, მათეს გამოუცვალე ტანისამოსი, ეზოში რომ გყავდა მთელი დღე, იმ სამოსით არ დამიტოვოო.
საჭმელი რომ მოამზადა, დედას დაურეკა, დაამშვიდა, მოუყვა რაღაც–რაღაცეები, მაგრამ ვერ გაბედა ეთქვა პაპუნაზე რაიმე, იცოდა როგორი პანიკიორი დედა ჰყავდა, ამიტომ ამდენ წიოკს, ერჩივნა ჩუმად ყოფილიყო.
ლანგარზე დააწყო ყველაფერი და ძალზედ ფრთხილი ნაბიჯებით წავიდა ოთახისაკენ. კარი გაუბედავად გააღო და შიგნით შევიდა.
თვალები დაეხუჭა ბიჭს. გაცრეცილი, თეთრი სახე მაშინვე შენიშნა. გული მოეწურა, როცა წარმოიდგინა, თუ რამდენი ტანჯვა გამოიარა. ამის გამო თავი ძალიან ცუდად იგრძნო.
მოულოდნელად გაახილა თვალი ბიჭმა. შეკრთა.
– მე... საჭმელი მოგიტანე. – თავ დახრილი მიუახლოვდა ბიჭს და გამობრუნებას აპირებდა რომ გააჩერა.
– დარჩი.
– რატომ? – გაკვირვებულმა ჰკითხა. – უმჯობესი იქნება, თუ დაისვენებ.
– დარჩი. – დაპროგრამებულივით გაიმეორა.
– ვრჩები. – ცოტა მკვახედ უპასუხა.
ძალიან გააღიზიანა მისმა ამ ქმედებად და იმიტომ. რომ დარჩეს რას გააკეთებს?!
– შენი ტუჩების შეხება მახსოვს, აი აქ, – ორი თითი შუბლთან მიიტანა და მოითათუნა, – აქაც, – თითები საფეთქელთან ჩამოასრიალა.
არაფერი უპასუხა. ან კი, რა იყო სათქმელი და საპასუხებელი? აშკარად იცოდა პაპუნამ, როგორ აღიზიამებდა გოგონას მისი ამ ქმედებით, მაგრამ არა–და არ ჩერდებოდა, – და აქაც. – თითები დამსკდარ ტუჩებზე გადაიტარა.
– არასწორად გახსოვს. – დასძინა ნიშნის მოგებით.
– რომელი მახსოვს არასწორად, ეს, ეს, თუ ეს? – ღიმილით გადაიტარა ხელი, ჯერ შუბლზე, შემდეგ საფეთქელზე, ბოლოს კი ტუჩებზე.
– პირველ ორს არ ვვუარყოფ, მაგრამ ბოლოზე ორჭოფობა ღირს. ვგონებ, არასწორად გახსოვს ის დეტალი. – თამაშში აჰყვა თამარიც.
– გინდა დაგიმტკიცო, რომ რ ვცდები? – გოგონას ტუჩებზე გადაიტანა მზერა, შემდეგ კი თვალებში შეხედა, თან ეშმაკურად ჩაიღიმა.
– ჰო? ახლა და აქვე?
– დიახ.
– არა, გმადლობთ. – კარისკენ აიღო გეზი, სანამ გავიდოდა კი უთხრა: – რა გულუხვი ხარ, პაპუნა!



№1 სტუმარი black

Kai xar dzalian chemo gamura<3♡❤❤

 


№2  offline მოდერი Nude

black
Kai xar dzalian chemo gamura<3♡❤❤

გმადლობ, ბლექ, მაგრამ შენზე გაბრაზებული ვარ! belay
--------------------
bailey

 


№3  offline წევრი cancara

კაია კაი მალე დადე დიდი თავი

 


№4  offline მოდერი Nude

cancara
კაია კაი მალე დადე დიდი თავი

გმადლობ, გმადლობ ♥
--------------------
bailey

 


მომწონს :3 გაგრძელებასველოდები

 


№6 სტუმარი sofo)

ვაიიმეეეეეეეეეეეეეე !!! მალმალედადეთორემ გავგიჯდები პაპუნა უკვე მიყვარს ძააააააააააალიაააააააააააან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! <3

 


№7  offline მოდერი Nude

მარტოსული კატა^^
მომწონს :3 გაგრძელებასველოდები

sofo)
ვაიიმეეეეეეეეეეეეეე !!! მალმალედადეთორემ გავგიჯდები პაპუნა უკვე მიყვარს ძააააააააააალიაააააააააააან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! <3

ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
--------------------
bailey

 


№8  offline წევრი N7

ჩემი გოგო ხარ!
მაგარი გოგო!
და ველი შემდეგს.
წინაზე კომენტარი შეგნებულად არ დაგიწერე, იცი.
მაგრამ, რომ მომწონხარდა ვგიჟდები შენზე, ქე იცი ეგ! love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№9  offline მოდერი Nude

N7
ჩემი გოგო ხარ!
მაგარი გოგო!
და ველი შემდეგს.
წინაზე კომენტარი შეგნებულად არ დაგიწერე, იცი.
მაგრამ, რომ მომწონხარდა ვგიჟდები შენზე, ქე იცი ეგ! love

ვიცი, მაგ ,,არ დაწერის'' მიზეზი ^^ სორიი ♥ მიყვარხარ
--------------------
bailey

 


№10 სტუმარი black

ღამურა
black
Kai xar dzalian chemo gamura<3♡❤❤

გმადლობ, ბლექ, მაგრამ შენზე გაბრაზებული ვარ! belay

rato rame davadhave?!

 


№11  offline მოდერი Nude

black
ღამურა
black
Kai xar dzalian chemo gamura<3♡❤❤

გმადლობ, ბლექ, მაგრამ შენზე გაბრაზებული ვარ! belay

rato rame davadhave?!

არ მეუბნები, ვინ ხარ.
--------------------
bailey

 


№12 სტუმარი black

Shen ar gitxari?!yvelas vutxari visi gulshematkivaric var:Dnoe meladze,sasiamovnoa annaa

Axla shemirigdi?!ho da kidev 1dekembers dabadebisdge mqondada shen ar iyavi saitze ro metkva

 


№13  offline მოდერი Nude

black
Shen ar gitxari?!yvelas vutxari visi gulshematkivaric var:Dnoe meladze,sasiamovnoa annaa

Axla shemirigdi?!ho da kidev 1dekembers dabadebisdge mqondada shen ar iyavi saitze ro metkva

ვგიჟდები შენზეც და შენს სახელზეც!
--------------------
bailey

 


№14 სტუმარი black

Uhuu kaia kai❤:D

Me shens nikze<3da shen saxelzec aranakleb❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი ერკე

ძალიან კარგია.
თავიდან რატომღაც ბათუმი კი წავიკითხე, მაგრამ გონების თვალით ბაკურიანში გადავვარდი და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ზაფხულში იქ ყოფნა. მეც ზამთრის ბაკურიანი წარმოვიდგინე და ვფიქრობდი, რა უნდა ზღვას იქ? :დ ხოდა მერე რომ გამახსენდა ზაფხული იყო, მაშინ მივხვდი ბაკურიანი კი არა ბათუმი იყო.
მაგრამ სანამ მივხვდებოდი, უნდა დამეწერა, სულ ვერ ვიგრძენი, რომ ისინი ბაკურიანში იყვნენ-მეთქი.
პაპუნას გამოჩენამ განმაცვიფრაა, ოოოო.. როგორი საინტერესოაა. თან რა უცნაურად გამოჩნდა, ან საიდან გაჩნდა იმ ბიჭებთან, ან რატომ იყო დაჭრილი...
მოკლედ ძალიან იდუმალი გახადე, ამ თითქოსდა უმნიშვნელო დეტალით, მაგრამ ალბათ არ გამოგვიჩენ რა მოხდა არა? :(((
მაინტერესებს!!!
მიყვარხარ მე ჩემო მწვანე ღამურა.
ძალიან მიყვარხარ და მაგიჟებ.
ვერ წარმოიდგენ, როგორ მათბობ. როგორ გამათბო კიდეც შენთან შეხვედრამ, შენთან ჩახუტებამ ^_^ უხ, ზაფხულშიც უნდა ჩაგეხუტო რაა, იმ თბილი ტანსაცმლის გარეშე, რომელიც შენთან კარგად ჩახუტების საშუალებას არ მაძლევდა :( :D <3 <3
ჩემი საოცარი გოგო ხარ... ჩემი ტკბილი და საამური :***
მახარებ და მიყვარხარ!
განაგრძეეე <3 ესეც "თავხედი მეკვლესავით" არ მიატოვო თორე დაგახრჩობ!
კეთილი სურვილებით ერკე! <3
ხო :დ მეც მომიძღვენი ლაა :დ
მე იმდენად უცნაური ვარ სიყვარულში, რომ ღირს მე დავწერო ჩემ თავზე :D
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№16  offline მოდერი Nude

ErckeMydass25
ძალიან კარგია.
თავიდან რატომღაც ბათუმი კი წავიკითხე, მაგრამ გონების თვალით ბაკურიანში გადავვარდი და წარმოუდგენელი იყო ჩემთვის ზაფხულში იქ ყოფნა. მეც ზამთრის ბაკურიანი წარმოვიდგინე და ვფიქრობდი, რა უნდა ზღვას იქ? :დ ხოდა მერე რომ გამახსენდა ზაფხული იყო, მაშინ მივხვდი ბაკურიანი კი არა ბათუმი იყო.
მაგრამ სანამ მივხვდებოდი, უნდა დამეწერა, სულ ვერ ვიგრძენი, რომ ისინი ბაკურიანში იყვნენ-მეთქი.
პაპუნას გამოჩენამ განმაცვიფრაა, ოოოო.. როგორი საინტერესოაა. თან რა უცნაურად გამოჩნდა, ან საიდან გაჩნდა იმ ბიჭებთან, ან რატომ იყო დაჭრილი...
მოკლედ ძალიან იდუმალი გახადე, ამ თითქოსდა უმნიშვნელო დეტალით, მაგრამ ალბათ არ გამოგვიჩენ რა მოხდა არა? :(((
მაინტერესებს!!!
მიყვარხარ მე ჩემო მწვანე ღამურა.
ძალიან მიყვარხარ და მაგიჟებ.
ვერ წარმოიდგენ, როგორ მათბობ. როგორ გამათბო კიდეც შენთან შეხვედრამ, შენთან ჩახუტებამ ^_^ უხ, ზაფხულშიც უნდა ჩაგეხუტო რაა, იმ თბილი ტანსაცმლის გარეშე, რომელიც შენთან კარგად ჩახუტების საშუალებას არ მაძლევდა :( :D <3 <3
ჩემი საოცარი გოგო ხარ... ჩემი ტკბილი და საამური :***
მახარებ და მიყვარხარ!
განაგრძეეე <3 ესეც "თავხედი მეკვლესავით" არ მიატოვო თორე დაგახრჩობ!
კეთილი სურვილებით ერკე! <3
ხო :დ მეც მომიძღვენი ლაა :დ
მე იმდენად უცნაური ვარ სიყვარულში, რომ ღირს მე დავწერო ჩემ თავზე :D

ეგ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნება ♥
--------------------
bailey

 


№17  offline მოდერი Kira

ვაიმე ეს რო არ გააგრძელო არვიცი რას გიზამ :დ არადა როგორ მომწონს love
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent