ორში ერთი
-მაგდა! მაგდა! მოიცადე- ყვიროდა დედა. მეკი გამწარებულმა ჩემი ოთახის კარები მივაჯახუნე მთელი ძალით და იმწუთასვე ჩავკეტე. ჩავიმუხლე და ღრმად დავიწყე სუნთქვა, ვცდილობდი დავწყნარებულიყავი მაგრამ ვერაფრით ვერ ვახერხებდი. ტირილი მინდოდა მაგრამ ვერ ვტიროდი, გული მტკიოდა. იმ დონემდე ვიყავი მისული რომ მთელ ხმაზე ღრიალის სურვილი მქონდა, მაგრამ ესეც კი აღარ შემეძლო. -შენ ამაზ ძლიერი ხარ, ამ ყველაფერზე ძლიერი- ვიმეორებდი სანამ თავში არ ჩავიბეჭდე ეს სიტყვები. უცებ გველნაკბენივით წამოვვარდი ფეხზე და ჩემს გარდერობთან მივედი. 2 დიდი ჩემიდანი ავიღე და ტანსაცმლის ჩალაგება დავიწყე, უფრო სწორად ვტენიდი შიგნით ყველაფერს რაც ხელში მხვდებოდა. მესმოდა დედა როგორ მთხოვდა კარის გაღებას, მაგრამ მე........ -ჯანდაბა- დავიღრიალე და ჩემი ოჯახის ფოტო რომელიც ერთად წინა წელს გადავიღეთ კედელს გავუქანე, ვხედავი მინის ჩარჩო როგო იქცა ნამსხვრევებად, ზუსტად ისე როგორც ახლა ჩემი გულია დაფლთილი ნაგლეჯებად. მაშინ როგორი ბედნიერი ვიყავი, ღმერთო რა სულელი ვყოფილვარ...... ჩემი ცხოვრება რამხელა ტყუილი ყოფილა. მაინც ვერ ვწყნარდებოდი, მაგრამ ახლა ყველაზე ძალიან ცივი გონებით მოქმედება მჭირდება. 2 წუთი გაუნძრევლად ვიდექი და დამსხვრეულ ჩარჩოს ვუყურებდი, უცბად მივხვდი რომ ცოტა გონს მოვეგე და ისევ ჩემოდანს მივუბრუნდი. ყველაფერი ჩავალაგე რაც მჭირდბოდა: შორტები, მაისურები, შარვლები, სპორტულები, კაბებიც კი...... ჩამოთვლა რომ გავაგრძელო დიდი ხანი ვერ მოვრჩები, ამოტომ პირდაპირ გეტყვით 2 დიდი ჩმოდანი ტანსაცმლით გავავსე, ხოლო 1-ში კი ფეხსაცმელები ძვლივს ჩავტენე. ზურგჩანთა ავიღე და ყველა საჭირო ნივთი ჩავდე. ალბად გაინტერესებთ რა საჭირო იყო ჩამოთვლა! მაგრამ ეს იმის მანიშნებელია რომ მე აქედან სამუდამოდ მივდივარ. გადავწყვიტე აქედან ინგლიში წასვლა, იქ სადაც ამ წყეული სახლიდან ძალიან შორს არის. ინგლისურ საიტზე ბინები ვნახე, რამდენიმე მომეწონა, ბინის მეპატრონეებს დავუკავშირდი და შევთანხმდით როგორცვე ჩავიდოდი მაშინვე მათ დავუკავშირდებოდი და ბინას ვნახავდი. გიკვირთ არაა ამ გოგონას საიდან აქვს ფული, ის ხომ ასე გიჟივოთ იქცევაო. ამ ამბების გადამკიდე კი სულ დამავიწყდა ჩემს შესახბ რამდენმე ფაქტი მეთქმა. მოკლედ: მაგდა დადიანი, 1997 წლის 2 თებევალს დავიბადე. მიყვარდა სპორტი, ვუკრავდი გიტარაზე და ფორტეპიანინოზე. ხომ მართლა მსურდა სამედიცინოზე ჩაბარება, ჩემი საყვარელი საგანი ბიოლოგია იყო სკოლაში, ხოლო რაც მთავარი და ჩემი დიდი საიდუმლოა მე ვარ ჰაკერი. ეს ბოლო ფაქტი არავინ იცის, აი პასუხი იმაზე თუ საიდან მაქვს ფული. ახლა ალბად ხვდებით რომ რამდენიმე მილიონერს გავუტეხე საბანკო ანგარიშები და მათგან ვისესხე ცოტახნით ( ეს კი ნიშნავს სამუდამოდ ), არა ქურდი არ ვარ, უბრალოდ ეს 2 დღის წინ გავაკეთე რადგან სიტუაცია იძაბებოდა სახლში, მეკი თანხა არ მქონდა აქედან გასაქცევად, ამიტომ ამ უკიდურესი ფორმის დახმარებას მივმართე. აეროპორტში დავრეკე და ჩემს სახელზე ბილეთი დავჯავშვნე. უკვე ყველაფერი მოგვარებულია დილის 5 საათზე გაფრენაა დაგეგმილი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.