შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ექსპერიმენტი საკუთარ თავზე 8


17-10-2015, 21:05
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 593

ლაშა რომ დავინახე მისკენ გავექანე და ჩავეხუტე,სულ დამავიწყდა,რაც წუხელ ჩვენს შორის მოხდა,თვალები დავხუჭე და ცრემლების შეკავებას ვცდილობდი,მან დივანთან მიმიყვანა,დამსვა და თავზე მაკოცა,მერე ნიკასკენ შებრუნდა,რომელიც კარებში იდგა და ეჭვიანი თვალებით გვიყურებდა,თვალით ანიშნა გამომყევიო და კარი გაიხურა.ოთხად მოვიკუნტე,თავი ხელებში ჩავმალე და აქეთ-იქით ვირწეოდი,სული მტკიოდა,გული მეგლიჯებოდა,მინდოდა ავმდგარიყავი გავვარდნილიყავი და ნიკასთვის მეკოცნა,მაგრამ მტანჯავდა იმის ფიქრი,რომ მიმატოვა,წავიდა,გული შუაზე მეხლიჩებოდა,ერთი ნიკას მიქონდა,მეორე ნაწილი ლაშას...
მეგონა დავამთავრე,გადავფურცლე ის წიგნი ნიკაზე,რომ იყო,მეგონა შემეძლო ახალი ცხოვრების დაწყება,მაგრამ აი გამოჩნდა ისიც და ისევ დამიბრუნდა ტკივილი,თურმე რა საცოდავი,უსუსური და უძლური ვყოფილვარ,რამდენი ღამე გამიტარებია,ნიკაზე ოცნებაში,რამდენჯერ მიტირია,მინატრია,რომ მოსულიყო და ჩამხუტებოდა,ოცნებებში ის ბოდიშს მიხდიდა და მეც ვპატიობდი,ამის შემდეგ კი ბედნიერები ვაგრძელებდით ცხოვრებას,მაგრამ რეალობა უფრო საზარელი,უფრო მტკივნეული აღმოჩნდა,მე არ აღმომაჩნდა იმის ძალა,მისთვის მეპატიებინა,არც იმის ძალა,რომ დამევიწყებინა.არადა რა შემართებით იყავი ემილი ერთი კვირის წინ,როგორ მჯეროდა,რომ შევძლებდი წინ სიარულს,ახლა ლაშას მისწვდა ჩემი ფიქრები,ის არ ყოფილა ჩემს წარსულლში,მაგრამ აწმყოში იყო,მასზე რაღაცნაირად დამოკიდებული გავხდი,მომწონდა,გული მისკენაც მეწეოდა,რომ წარმოვიდგენდი ახლა ორივე ჩემს მომავალში გული მეწურებოდა,ვერც ერთს ვერ ვპატიობდი ჩადენილ საქციელს,მინდოდა ორივე გამცლოდა,თუმცა ვიცოდი ეს ასე არ მოხდებოდა,მით უფრო,როცა ერთმანეთის არსებობა შეიტყვეს.
წამოვხტი,კარადიდან ჩანთა გამოვიღე,ხელთ რა ტანსაცმელიც მომხვდა შიგნით დაუდევრად ჩავყარე,ჩანთა ტელეფონი და გასაღები ავიღე და ბინა დავკეტე,მეჩქარებოდა,მინდოდა სასწრაფოდ გავცლოდი აქაურობას,ლაშას,ნიკას,თბილისს,ყველას და ყველაფერს...
თბილისს,რომ გავცდი,გამახსენდა მაგდა,ახლა უკან ვეღარ მივბრუნდებოდი,არადა ვიცოდი ეწყინებოდა,მანქანა გზიდან გადავიყვანე და დავურეკე,კარგა ხნის შემდეგ მიპასუხა:-ჰო ემი,გისმენ ვეღარ მოაღწიე?-ცუდი ხმა არ ქონია,მხიარული ჩანდა,გულზე მომეშვა.
-მაგდა,მაპატიე,შენთან მოსვლას ვერ შევძლებ,არ გეწყინოს რაა?
-არა ემი,არ მწყინს,ყველაფერი კარგადაა,თემო მოვიდა წითელი ვარდებით-ჩურჩულზე გადავიდა მაგდა,მივხვდი თემოც მასთან იყო.-ვუყვარვარ ემი,რომ იცოდე,რა საყვარელია.
-მიხარია სიხარულო,ძალიან მიხარია.
-ემი,შენი ხმა არ მომწონს,დაფქვი ეხლა ყველაფერი,წუხელ რა მოხდა?
-რაც ხდება,ხოლმე,მაგრამ ახლა ეგ არაა მთავარი მაგდა, ნიკა დამადგა თავზე.
-რაა?როგორ?
-არ ვიცი,ვიჩხუბეთ,მერე ლაშა მოვიდა,მოკლედ ცუდად ვარ,თბილისში ვეღარ დავრჩები,ამდენს ვეღარ ავიტან-ისევ ავსლუკუნდი და თავი საჭეზე ჩამოვდე.
-რაა სად მიდიხარ გოგო გაგიჟდი?გგონია გაქცევით უშველი თავს? -კივილზე გადავიდა მაგდა.
-მაგდა იცოდე არაფერი წამოგცდეს,თემოსაც არ უთხრა,თორემ არასდროს გაგცემ ხმას,უნდა დავწყნარდე,გავაანალიზო.
-ემილი არც გაბედო ნიკასთან დაბრუნება!
-არა,არავინ მჭირდება.არც ლეჟავა-ჩავილაპარაკე და მისი მესიჯი გამახსენდა.
-მაგას რაღას ერჩი?
-რას ვერჩიი?დაგავიწყდა როგორ მომექცაა?-მომეშალა ნერვები'-მივდივარ და იცოდე არ გაბედო ლაშასთვის რამის თქმა,ტელეფონიც უნდა გამოვრთო.გაკოცე,წავედი.ტელეფონი გავთიშე და გზა გავაგრძელე.მივდიოდი და ვერ ვაანალიზებდი სად,თითქოს გზას მივყვებოდი,არ ვიცი როდემდე ვივლიდი ასე,რომ არა პატრულის ხმა,მითითებას მაძლევდა,გზიდან გადავსულიყავი,მაშინ მივხვდი,რომ სიჩქარეს გადავაჭარბე.
-ქალბატონი ემილიანა ჩახავა ბრძანდებით?-მოახლოებისთანავე მკითხა ოფიცერმა.
-რაა?-თვალები ვჭყიტე გაკვირვებულმა,ჩვენ უნდა გამოგვყვე,პირადი ნივთები აიღეთ და მანქანიდან გადმოდით.-გაოგნებულმა ჩანთას დავავლე ხელი და გადავედი.მანქანა დავკეტე და პატრულს გავყევი,იმდენად დაბნეული ვიყავი,არც მიკითხავს რისთვის მივყავდი.
პოლიციის შენობაში მისვლისთანავე სკამი შემომთავაზეს,მერე ერთ-ერთმა პოლიციელმა ყავაც მომიტანა,ამ მზრუნველობამ გული ისევ ამიჩუყა-ძალიან გთხოვთ გამიშვით,ვიცი,რომ სიჩქარეს გადავაჭარბე,დამიწერეთ ჯარიმა და გამიშვით გთხოვთ.მე არაფერი დამიშავებია-იმ პატრულმა ვინც მომიყვანა,თბილად გამიღიმა და გარეთ გავიდა,დავინახე,ვიღაცას დაურეკა,ცოტა ხანს ელაპარაკა და ისევ შემოვიდა.
ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა,გული გამალებით მიცემდა,მაგიფას დავადე ხელები,თავი ჩავრგე და ისევ ავტირდი,არ ვიცი რამდენ ხანს ვტიროდი,გულიდან ამოვიღე რაც ტკივილი მქონდა,ცოტა გავთავისუფლდი და დაღლილობისგან ჩამთვლიმა.
თვალი გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე,არაფერი მეცნო,პოლიციის შენობის მაგივრად,ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში,საწოლში ვიწექი.გაოგნებული ვიყავი,ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი,წამოვდექი და ჩემი ჩანთიდან შარვალი და მაისური ამოვიღე,გადავიცვი და გარეთ გავედი,თავი დიდ მისაღებში ამოვყავი,ოთახი ძველებურ სტილში იყო მოწყობილი,შუაში დიდი მაგიდა იდგა და სუფრა იყო გაწყობილი,ბუხარი გიზგუზებდა,ფანჯარას ქარი და წვიმა ასკდებოდა.
-დილა მშვიდობისა-გავიგონე და ადგილზე გავიყინე.



ვიცი ცოტა ბანალურად გამომივიდა და დარწმუნებული არ ვარ რომ მოგეწონებათ,მაგრამ მაინც მინდა თქვენი აზრი გამიზიაროთ.მადლობა რომ კითხულობთ თქვენი ლორელაი,ლორე <3



№1 სტუმარი black

Vaimeee damaintrigeee au dzalian mainteeresebs lejavaa tu nikaaa

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Vaimeee damaintrigeee au dzalian mainteeresebs lejavaa tu nikaaa

მადლობა რომ კითხულობ,და მადლობა კომენტარისთვისაც... ვეცდები გავამართლო იმედები

 


№3 სტუმარი black

Auu gaagrdzele gtxooov damijere bevri kitxulooobs magram ver akomentarebs, imito ro zogis tele xelss ar uwyobs, gamomicdia da vicii. chemi megobrebic kitxuloben da komentars ver weree amisatvis ki bodisiii :* ..imedia stimuls ar dakargav da icode tu ver davakomentare mainc wavikitxee..am saitze yovel dge semovdivar da vcxovrob amitom velodeebiiii semdeg tavs:D

Imedia tyuilad,ar vwere amdeniiiiiiiî;)

 


№4  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Auu gaagrdzele gtxooov damijere bevri kitxulooobs magram ver akomentarebs, imito ro zogis tele xelss ar uwyobs, gamomicdia da vicii. chemi megobrebic kitxuloben da komentars ver weree amisatvis ki bodisiii :* ..imedia stimuls ar dakargav da icode tu ver davakomentare mainc wavikitxee..am saitze yovel dge semovdivar da vcxovrob amitom velodeebiiii semdeg tavs:D

Imedia tyuilad,ar vwere amdeniiiiiiiî;)




არ ვიცი სიხარულისგან რა გავაკეთო,გმადლობ,და შენს მეგობრებსაც მადლობააა...რა სასიამოვნო ყოფილა როცა ვინმეს იმედს უმართლებ და გაახარებ..მიყვარხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent