შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი თუ რეალობა (2თავი)


25-01-2016, 21:39
ავტორი lilearchvadze:)
ნანახია 2 223

-დედა იქნებ ექიმს ან ფსიქოლოგს გავესაუბროთ? ისევ ყვირი ძილში... შენი ეს სიზმარი კიდევ მაშინებს.
-ნუ ღელავ ყველაფერი კარგადაა. რომელი საათია?
-12
-კარგი საუზმე მზადაა?
-რათქმაუნდა
-ჩავიცვამ და ჩამოვალ.
დედა დაბლა ჩავიდა, მეცცჩავიცვი და უკან მივყევი, ვისაუზმეთ მამამ ბევრი გვაცინა... ოთახში ავედი, ტელეფონს ვეძებდი და ვერ ვანხე. ძილი გავაგრძელე მაგრამ ვინ შეგარგო?
-დე გაიღვიძე მე და ლუკა გავდივართ და კარი ჩაკეტე. არ წახვიდე რა არსად აქეთ მოვიდეს ლინა უთხარი.
-კარგი.
ჩემები გავაცილე. ვიფიქრე ძილს გავაგრძელებდი, დღისით არ მესიზმრება სიზმარი, მაგრამ ვიღაცამ მოსვენება არ მომცა. კარი გავაღე და ისევ ამ თვალებს წავაწყდი, თვალებს რომელშიც ჩემი სამყარო იშლებოდა.
-გამარჯობა მარიამ
-გამარჯობა...
-თორნიკე, თორნიკე დევდარიანი, გუშინ ძალიან მძიმედ ვიყავი, ვერ მოვახერხე გაცნობა და ძალიან დიდი მადლობა, ასევე ბოდიში, როცა გაბრაზებული ვარ ტვინი მეთიშება და დაუფიქრებლად ვლაპარაკობ, მგონი გეუხეშე გუშინ და რაღაც გაწყენინე ისე გაიქეცი... ჰო და კიდევ აი შენი ტელეფონი
-რაზეა ლაპარაკი საბოდიშო არაფერია მითუმეტეს სამადლობელი, მადლობა ტელეფონისთვის. -წუთით უხერხული დუმილი ჩამოვარდა
- შემოხვალ?
-ყავა გაქვს?
-კი
-მაშინ ცოტა ხნით მოგაცდენ.- შინ შემოვიპატიჟე, სამზარეულოში დავსხედით, სულ იღმოდა და თან მაკვირდებოდა, ისე გულმოდგინედ მიყურებდა მეგონა სახის თითოულ ნაკვთს წავლობდა, ზუსტად ვიცოდი ჩემს სახეზე ყველანაირ ემოციას კითხულობდა.
-აბა არ გამეცნობი? - მითხრა და თავისი თაფლისფერი თვალები მომანათა.
-მმ... მე მარიამი ვარ, მარიამ ყიფშიძე.
-ვაა ირაკლი ყიფშიძსს იცნობდი?
-ბიძაჩემი იყო. ( ბარემ აქვე გეტყვით რომ ლუკა და ირაკლი ძმები იყვნენ, ორივე კაი ბიჭი იყო, ირაკლი ლუკაზე ადრე გახდა ქურდი და ერთ-ერთი „რაზბორკის“ დროს დაჭრეს და დაიღუპა, ძმის სიკვდილისგან განადგურებულმა ლუკამ ქურდობა გადაიფიქრა და მთლიანად დედამისს და მამამისს დაუდგა გვერდში...)
- მაპატიე ძალიან ვწუხვარ. ანუ ლუკას შვილი ხარ?
-კი... შენზე არმეტყვი რამეს?
-მე დიდი ხანია საფრანგეთში ვმოღვაწეობ, ვსწავლობ ბიზნესზე, ნიკუშას ძმა ვარ, ნახევარ ძმა, დედაჩემი და მამამისი რომ გაშორდნენ დედა საფრანგრფში წამოვიდა მის ახლად გაჩენილ შეყვარებულთან ერთად და იქ დავიბადე მე, მაგრამ მე და ნიკუშას ისეთი ურთიერთობა გვაქ თითქოს ერთი მამის შვილები ვართ , მთავარია რომ ის ჩემი ძმაა და მაინც ერთი სისხლი გვიჩქეფს. მე ბედნიერი ვარ რომ ორი მამა მყავს.
-ჰო კაია მაინც რომ ასეთი ახლო ურთიერთობა გაქვთ. დიდხანს აპირებ საქართველოში დარჩენას?
-რავი ჯერ დროებით ვარ მაგრამ - ამ დროს ტელეფონმა დაურეკა
-გისმენ
-......
-ფუ ამის დედა შე... ერთი საქმისთვის ვერ მიუხედია რა
-.....
-ჰოჰო მოვდივარ. -წამოდგა და მომიახლოვდა თვალებში შემომხედა- რას ვამბობდი?
-ამბობდი ჯერ დროებით ვარ მაგრამო
-აა ჰო, მაგრამ იქნებ ვინმეს გამო დავრჩე სამუდამოდ- თვალები დახუჭა შუბლზე ხმაურიანად მაკოცა, ცხივრზე თითი დამკრა და სახლიდან გავარდა... მე კი დამტოვა ასე არეული... რას ვგრძნობდი? ყველაფერს ერთად! რა უნდოდა? არვიცი რაუნდოდა აი ასე მოვიდა ამ ერთი კოცნით თავი დამამახსოვრებინა სამუდამოდ და წავიდა...
მთლიანად საატესტატო გამოცდებზე გადავერთვე, 11ე კლასს ვხურავდი... თორნიკეს ნახვის დღიდან 1თვე გავიდა. ახლა ბოლო გამოცდაზე ვზივარ და ისევ ამ წყეულ თორნიკეზე ვფიქრობ, თორნიკეზე და იმ კოცნაზე რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ასეა თუ ისე გამოცდა კარგად დავწერე, სკოლიდან გამოსვლისთანავე ლინა ვნახე, აი რა მჭირდებოდა, ლინა,ლინას დაუღალავი ენა და ლინას გაუჩერებელი ტიკტიკი ასე ჩემი ფიქრები დადუმდებოდა. სკოლიდან სახლისაკენ მივდიოდით ამისათვის გრძელი ბილიკები უნდა გაგვევლო რომელიც უბნის მთავარი ”ბირჟის” მუდმივი ”საბირჟაო” ადგილია და აი ბირჟაც ადგილზეა, ბილიკების მარადმწვანე სასტავი, არ მინდოდა მათ გვერდით ჩავლა მაგრამ სხვა გზა არმქონდა... ამ ფიქრებიდან ლინამ გამომიყვანა...
-მოდიის
-ვინ?
-თორნიკე -თორნიკე,თორნიკე... ექოსავით ჩამესმოდა მისი სახელი გონებაში. ამდროს ე.წ მარადმწვანე ბირჟამ ენა ამოიდგა და მოგვაძახა:
-გოგოშკებოო სახლში მიდიხართ?? ჩემთან ავიდეთ თუ გნებავთთ... -გავხედე და დამცინავად თვალი ჩაგვიკრა მაგრამ მართლა არ მაინტერესებდა ოდიოტი ტორესა(იმ ბიჭის ზედმეტ სახელი) რას იტყოდა მთავარი იყო რომ თორნიკეს კვლავ ვნახავდი... წუთებმა წამებივით ჩაიქროლა და თორნიკე მალე მომიახლოვდა, თითქოს შორს არც იყო და წინ მედგა, არადა გეფიცებით მე ბილიკის ბოლოში ვხედავდი.
-ბიჭებო? აბა პრობლემაა რამე? - თორნიკემ გამაფრთხილებელი თვალებით შემომხედა არ გაინძრეო, მეც გავაჩერე ლინა... ლინა გაურკვეველი თვალებით იყურებოდა. თორნიკემ ყველას ხელი ჩამოართვა.
-თორნიკე მაჭავარიანი, დევდარიანი. კაი ბიჭი. აბა პრობლემაა რამე?
-არა ძმა... ლევან გოშხეთელიანი, ტორესა დამიძახე ძმა. არვიცოდი თუ შენი ნაცნოები იყვნენ ტო იზვინი- მერე ჩვენ მოგვიბრუნდა- ბოდიშით გოგოებო. -მე არაფერი მითქვამს ადგილზე ვიყავი გამშრალი. ტორესა ისევ თორნიკეს მიუბრუნდა - ნიკუშას ძმა ხარ?
-კი
-მე გიორგის ძმა ვარ
-ვიცი
-კაი აი ჩემი ძმები ტო გაიცანი, იკსონა, გიო ტაისონა, თაზო და ლუკიტო
-კარგით ძმებო აბა დროებით. -თორნიკე მოგვიახლოვდა მე გადამკოცნა, ლინას უბრალოდ მიესალმა.
-საით გოგოებო?
-ლინა უნდა გავაცილო და მერე სახლში მივდივარ
-შენ ვინ გამოგაცილებს?
-არავინ
-მაგასაც ვნახავთ. ლინაჩკა აბა სად ცხოვრობ?
-აი აქ, მოვედით უკვე... კარგად მარიტა, დღეს გავიდეთ?
-რავი თუ მეცლება
-არ ეცლება
-უკაცრავად?-ცალი წარბი ავუწიე
-ჰოჰო კაი მიდი ლინაჩკა არ გაცივდე.
ლინას დავემშვიდობე და სახლის გზას გავუდექი.
-სახლში გეჩქარება?
-არა
-აბა რატო მიდიხარ?
-რა გინდა თორნიკე?
-ვიყოთ რა გარეთ...
-ჰო კაი ჯანდაბას ცოტა ხნით ვიქნები მაგრამ სახლში ავალ და მერე ჩამოვალ, დაღლილი ვარ და სამეცადინო მაქვს
-თუ სწავლაში ხელი შეგეშლება არ გამოხვიდე, ვიცი რა საშინელებაა საატესტატო გამოცდები
-დროს გამოვნახავ შენთვის.
-კარგი მაშინ 8ისკენ შეგეხმიანები.
-კარგი.
სახლში ავედი, სამეცადინოდ დავჯექი მარა აბა როგორ ვიმეცედანიბედი? თორნიკეზე ფიქრები არ მტოვებდა. იმაზე ვგიქრობდი რა უნდა ჩამეცვა ან საერთოდ რაზს უნდა გვესაუბრა... უკვე 7ხდებოდა მე კი პირდაღებული ვიდექი კარადის წინ და აზრზე არვიყავი რა ჩამეცვა. ბოლოს ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ ისეთი უნდა ვყოფილიყავი როგორიც ვარ და ნაცრირფერი გრძელ მკლავიანი, ჭიპს რომ ოდნავ ფარავს ისეთი სპორტული ზედა და შავი მაღალ წელიანი შარვალი ჩავიცვი, გარედან შავი ჟაკეტი და ფეხზე ნაცრისფერი ბოტასები. 8რომ გახდა ჩემს ტელეფონში უცრო ნომერი გამოჩნდა, დაუფიქრებლად ვუპასუხე ვიცოდი ვინც იქნებოდა.
-ჩამოხვალ?
-კი გამოვდივარ. -დაპროგრამებულივით ვუპასუხე, მიუხედავად იმისა რომ თუ შეაერთებთ ყველა მომენტს მაქსიმუმ ნახევარი საათი ვსაუბრობდით მაინც ვიცანი მისი ხმა, ბოლობოლო რამდენიმე წელია მისი ხმა მესიზმრება და თვალები რომელმაც მთელი ჩემის სამყარო შეცვალა. დაბლა რომ ჩავედი თვალში მომხვდა შავ BMWზე აყუდებული თორნიკე. ძალიან კარგად გამოიყურებოდა, ღია ფერის ჯინსი ეცვა, შავი კერანგი და ნაცრისფერი ჟაკეტი, ფეხზეც ნაცრისფერი ეცვა, ამაზე გამეღიმა.
-სად მივდივართ?
-რავიცი გავისეირნოთ სადმე...
უხმოდ გავყევი მეც, მანქანაში რომ ვავჯექი სუნი უფრო მკაფიოდ ვიგრძენი,ხარბად ჩავისუნთქე ჟანგბადთან ერთად თორნიკეს სურნელიც და ფილტვები ამ სასიამოვნო სუნით გავივსე. ვხვდებოდი რომ მალე ეს სურნელი ჟანგბადივით დამჭირდებოდა და თითქოს წინასწარ ”ვიმარაგებდი”. ჩემს ფიქრებზე მე თვითონ გამეღიმა. თორნიკე აუჩქარებლად და მშვიდად მიდიოდა( ყველა მოთხრობაში ისეთ ადგილას მიდიან სადაც მთელი ქალაქი ჩანს:დდ მაგრამ მე არ წავიყვან მაგ მაგიურ ადგილას სადაც ყველას ერთმანეთი უყვარდება).
-მანქანით ვისეირნოთ?
-პრობლემაა რამე მარიამ?- სახელი ისე გამოკვეთილად თქვა, სისხლის მიმოქცევა ამიჩქარდა შესაბამისად აჩქარდა ჩემი გულის ცემაც.
გულის კუნთს ავტომატური მუშაობის უნარი აქვს, ჩვენ ვერც ავაჩქარებთ და ვერც შევანელებთ მას, მაგრამ ის ვინც გვიყვარს ორივეს ადვილად ახერხებს.(მგონი ჯობია აქედან მე გავაგრძელო თხრობა და არა მარიამმა)
-არანაირი.-თქვა მარიამმა და თორნიკეს თვალები მოსწყვიტა. რას გრძნობდა თორნიკე... ოო თორნიკეში ყველა ცხოველი დარბოდა რაც კი არსებობდა როცა მარიამის სახელს წარმოთქვამდა ხოლო როცა მარიამს უყურებდა უარეს დღეში იყო, როცა უყურებდა მის თვალებს, ეგონა რომ მარიამის თვალები ცა იყო და თვითონ ის თეთრი მჩატე ჰაერი იყო რომელსაც ღრუბელს ვეძახით და რომელიც მარიამის ცაში(თვალებში) იყო ჩაძირული... თორნიკე პირველად ცხოვრებაში გრძნობდა იმას რაც არ უნდა ეგრძნო. მარიამს ვერ დაუნგრევდა ცხოვრებას, მაგრამ ვერც თავად გაწირავდა თავის თავს და ამიტომ ისევ ეგოისტობამ სძლია, ფეხებზე დაი.... რა შეიძლებოდა ადრეთუ გვიან მოსვლოდა ”შავ” ცხოვრებაში და ამას როგორ გადაიტანდა მარიამი მაგრამ უკვე როცა თვალებს ხუჭავდა ყველგან მარიამი ედგა, ყველა ფიქრი და ყველა გულის შეკუმშვა-მოდუნება მარიამისთვის იყო და სწორედ მარიამისთვის ფეთქავდა თორნიკეს მუშტისოდენა, პატარა გული.



----------
მადლობა ყველას თბილი კომენტარებისთვის და ველი თქვენს ახალ კომენტარებსაც... შემდეგი თავი ჯერ დაწერილი არ მაქვს, სიცხე მაქვს და ამიტომ ვერ ვახერხებ მაგრამ იმედი მაქვს ხვალ დაგიწერთ, ამიტომ სანამ შემდეგ თავს დავწერ აბა მოგწონთ თორნიკე და მარიამი? ან რას ფიქრობთ მარიამის სიზმარზე?



№1 სტუმარი A

Kargi gogoa mariami da mecodeba sul mudmiv shishshi cxovrebisatvis tumca guls ver ubrdzaneb tan tornikec dzalian momwons. Vnaxot ra moxdeba..... Male dade shemdegi...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent