მენდე! გულს არ გატკენ... (თავი 5)
ვგრძნობდი რომ ანი ჩემს გულში სახლდებოდა, სულაც არ ვაპირებდი შეწინააღმდეგებას, მისი თითოეული სიტყვა, მოძრაობა თუ გამოხედვა გულს მითბობდა, ვცდილობდი ხშირად არ მოვდებოდი თვალებში რომ თავი არ მომებეზრებინა, როცა მას და ტასუნას ერთად ვხედავდი როგორ ერთობოდნენ და იცინოდნენ, ამ დროს მთლიანად ანით ვიჟღინთებოდი, მომწონდა მასთან ყოფნა, მისი წკრიალა ხმის მოსმენა, როცა ხელს მიხვევდა ისეთი თბილი და მზრუნველი იყო სხვაზე ვერავიზე და ვერაფერზე ვფიქრობდი, მერე აშკარად მიმიხვდა გრძნობებს და თავის შორს დაჭერა გადაწყვიტა მაგრამ ამან უფრო მიმიზიდა მისკენ, მისი მწარე კომენტარები მართალია გულს მწყვიტავდა მაგრამ მაინც მიხაროდა, მიხაროდა ის რომ ასეთი პირდაპირი, წრფელი და ალალი იყო, როცა გამოვუტყდი მომწონხარ მეთქი, ისე გაატარა თითქოს ვუთხარი გზაზე ვიღაც გადადისთქო, ამან უფრო მიმაჯაჭვა ანის. 1 საათი ველოდებოდი ეზოში როდის გამოჩნდებოდა გამოპრანჭული ანი, რომ დავინახე ერთიანად გავქვავდი, მთლიანად სითბომ და სიყვარულმა მომიცვა, კიდევ აპირებდა გაჯიუტებას მაგრამ მგონი მივუხვდი როგორ უნდა მეკონტროლებინა, თხოვნამ გაჭრა და მანქანაში ჩაჯდა, კაბას ისე ექაჩებოდა რომ მეგონა შემოეხეოდა, ისე მომწონდა მისი თითოეული მოკრძალება და სინაზე რომ ენით ძალიან რთულია ავხსნა, მთლიანად მახვევდა თავბრუს ეს გოგო, მთელ სხეულში რაღაცეები დადიოდნენ უმისამართოდ და დიდი დოზით სიხარულს მანიჭებდნენ. კლუბში შესულმა ყურთან რომ მითხრა რაღაც სულ დავიბენი, არ ვიცი რატომ გადავწყვიტე ხელგადახვეული მივსულიყავით მაგიდასთან მაგრამ როგორც მერე აღმოვაჩინე სწორადაც მოვიქეცი, მესმოდა ანის და ნინის საუბარი, მივხვდი რატომ იყო ანი ასეთი ცივი, რატომ მიცხადებდა უნდობლობას და რატომ არ სჯეროდა ჩემი, როცა ნინიმ მთხოვა მთელი საღამო მის გვერდით ვყოფილიყავი უფრო გავთამამდი. დავინახე თვალებ ამღვრეული რომ წავიდა ანი და უკან გავყევი, ვიღაც ბიჭი რომ შეეჯახა და გამოელაპარაკა მივხვდი რომ ის იყო ვის გამოც ანი თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ სწრაფად მივედ და ანი იმ ბიჭს მოვწყვიტე ხოლო მე ნიკას მივუბრუნდი: - შენზე საკმაოდ ბევრი რამ მაქვს გაგონილი, ამიტომ გაფრთხილებ, ერთხელ მაინც რომ მიუახლოვდე ანის, ბ... შ... ვიყო სიკვდილს მოგანატრებ, წადი ეხლა და შენ ცოლს მიხედე გეძებს - შენ ჩემზე და ანიზე არაფერი იცი ასე რომ სულ ტყუილად გგონია რომ ანი ჩემზე ძლიერად შეიყვარებს ვინმეს - რატო გგონია მასე? რადგან შენ ვერ შეიყვარე ანიზე მეტად ის გოგო, გგონია ანიც მასე იქნება? ძალიან ცდები და ღმერთს მადლობა გადაუხადე, რომ ჩემი დის დღეა დღეს, თორემ მაგ სიტყვებისთვის პასუხს მოგთხოვდი. ეხლა კიდე მოკიდე შენ ცოლს ხელი და გაქრით აქედან ან დაჯექი და დატკბი ჩვენი ბედნიერებით. ანისკენ წავედი და საპირფარეშოს კარზე მივაკაკუნე. - ანი აქ ხარ? - ... - ანი? ხმა გამეცი - მალე გამოვალ - გამიღე გთხოვ, - ... - ან გთხოვ რაა, კარი გამიღე და დამენახე. კარი გაიღო და ატირებულმა ანიმ ხელები მომხვია, იმდენად მოულოდნელი იყო ვერ მივხვდი რა უნდა გამეკეთებინა, მერე მეც მოვხვიე ხელები და გულში ჩავიკარი - არ იტირო გთხოვ, შენს ლამაზ თვალებს მწუხარების ცრემლები არ უხდება, შენ მარტო სიხარულისგან უნდა ტიროდე, სულ უნდა იცინოდე და სულ გიბრწყინავდეს ეგ თვალები, არ იტირო გთხოვ რაა. (გულში მყავდა ჩახუტებული და თავზე ვეფერებოდი, მისი სურნელი შევისუნთქე და უფრო მივიკრი, ცოტა ხანში ხელი გამაშვებინა და თვალები მოიმშრალა.) - ვსო, მორჩა, აღარ ვიტირებ, არცერთი ბიჭი არ ღირს გოგოს ცრემლად. (წამებში ისეთ ძლიერ ქალად გადაიქცა ანი რომ მეც კი შემშურდა მისი სიძლიერის, თავი მოიწესრიგა და შემომხედა) მზად ვარ, წავიდეთ? - ულამაზესი ხარ, წავიდეთ. გარეთ გამოვედით და ნინის გვერდით ვიღაც ბიჭი დავინახე, რომელსაც ხელი ჰქონდა გადახვეული ნინიზე და შუბლზე კოცნიდა, მთლიანად დამეჭიმა ყველა კუნთი, ეს ანიმაც შენიშნა, გამაჩერა და მითხრა: - გახსოვს რა გითხარი როცა შემოვედით? - შეყვარებულია? - მგონი კი - და აქამდე რატომ არ მითხრა? - ალბათ შენი რეაქციის ეშინოდა, არ ჩაუშხამო დღევანდელი დღე რა, უკვე საიმისოდ დიდია რომ ყავდეს შეყვარებული. - მაგას რო შენ იტყვი რაა - ჩემი შემთხვევა სხვაა და ნინისი სხვა. - და რა განსხვავებაა? - მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ, ეხლა ნინის დღეა. - იმისთვის რომ თავი შევიკავი და იმ ბიჭს არაფერი ვუთხრა. მაშინ სულ ჩემს გვერდით უნდა იყო და წამითაც არ უნდა მომშორდე. თორე რომ დავლევ, ღმერთმა იცის რას ვიზავ. (თვალი ჩავუკარი და ვცადე სიტუაცია ჩემსკენ შემომებრუნებინა). - ამხელა კაცი ხარ და თავი ცარიელა რატო გაქ ვერ ვიგებ რაა. მის კომენტარზე გამეცინა და დავეწიე, მაგიდასთან დავჯექით და ნიკას თვალი თვალში გავუყარე. ,,ასე გინდა ვაჟბატონო არაა? ხოდა დატკბი მაშინ, შენს ვერ დაფასებულ განძს როგორ ეფერება და აბედნიერებს სხვა“ ჩემთვის გავიფიქრე და ანის ხელი გადავხვიე, თამაში არც დამჭირვებია, არც მაშინ რომ მისთვის მესმინა, თვალებში სითბო ჩამდგარს და არც მაშინ როცა საქმე მასზე შეხებაზე მიდგებოდა, ცოტა დავლიე მერე ყველა აცეკვდა, ანი ადგილიდან არ იძროდა, სუფრასთან მხოლოდ 5 ადამიანი დავრჩით, ნიკა თავისი ორსული ცოლით, ნინის დაქალი და ჩვენ. - წამო რა ცოტა ვიცეკვოთ? - არა არ მინდა - მაშინ დალიე რო ცოტა მოეშვა - არაა არ მინდა - რაიყო მაგის მეტი არაფერი იცი? (ღიმილით ვუთხარი და ყელზე ვაკოვე) მაშინ ცოტახნით ჰაერზე გავიდეთ წამო - შენ ძაან არ შეიჭრა როლებში - არადა საერთოდ არ ვთამაშობ, ეგეთი რთულია ამას მიხვდე? - კაი ჰაერზე გასვლაზე უარს არ ვიტყვი. ადგა თუ არა მეც ავდექი, წელზე ხელი მოვხვიე, შემთხვევით ვისარგებლე და ზურგზე ვაკოცე, ვიგრძენი როგორ დაუარა ჟრუანტელმა ანის მაგრამ არ შეიმჩნია, ,,ღმერთო ეს გოგო ბოლოს მომიღებს“ გავიფიქრე ჩემთვის და გარეთ გავედით, შემობრუნდა თუ არა, ჯერ მიიხედ- მოიხედა, მეც მას მივბაძე, გარშემო არავინ იყო, მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, დავაპირე სიყვარულში გამოვტყდომოდი, მაგრამ უცბად ისეთი მწარე სილა მომხვდა სახეში, თვალებში რაღაც გამინათდა, - რამდენის უფლებას აძლებ შენს თავს? ან მე ვინ გგონივარ? - რას შვრები გოგო გაგიჟდი? - კიდე მე გავგიჟდი ხო? ვინ გგონივარ? რადგან ამ ფარსზე დაგთანხმდი ყოველ წამს უნდა მკოცნიდე და მეფერებოდე? შენი სათამაშო კი არ ვარ. (მიყვიროდა და ხელებს იქნევდა აქეთ იქით) - მეორეთ აღარ გაბედო და ხელი აღარ გამარტყა, გაფრთხილებ. გასაგებია? (მეც ვეღარ მოვზომე და ხელზე ვუჭერდი თან ისე ვუყვიროდი) - თუ ხელს არ გამიშვებ უარესი მოგხვდება გასაგებია? (მანაც იგივე ტონით მიყვირა, რა მოუდრეკელი გოგოა გამაგიჟებს მე) - ნუ მიწვევ ანი, არ გინდა - ხოდა მაშინ საერთოდ შემეშვი, აღარ დამენახო აღარასოდეს იმიტო რო ქალი ყოველთვის ხვდება ვინ რა თვალით უყურებს და ექცევა გასაგებია? (კიდე დამიყვირა, განსაკუთრებით ჩემი ნათქვამი სიტყვა გამიწელა, გაცინება მინდოდა, მაგრამ ზუსტად ვიცოდი რომ გამეცინა მართლა შემომარტყავდა ისევ.) - თუ ყოველთვის ხვდება მაშინ ჩემი მზერის შენაარსსაც მიხვდებოდი, რომ ეს იმ ბიჭისთვის თვალების ახვევა კიარა, გრძნობიდან წამოსული მზერაა, - ნუ მაცინებ რაა, რომელ გრძნობაზე მელაპარაკები? შენთვის სიახლე ვარ და უბრალოდ ჟინი გაქ რომლ.... - იმ მაოს დედას შ... მე ვინც შენ ჟინით გიყურებდეს ( ბოლო ხმაზე ვიღრიალე, ტვინში ამასხა იმ აზრის გადახარშვამ რაც თქვა, ჩემზე კი არა არავის არ მივცემდი უფლებას ანისთვის იმ თვალით შეეხედა რომ ჟინი მოეკლა. ყურებზე ხელები ჰქონდა აფარებული და ისე შევიდა კლუბში, სიგარეტს მოვუკიდე, მინდოდა სიბრაზე მასში ჩამეხშო) *************************** კლუბში შევვარდი, აღარცერთი წამი აღარ მინოდა იქ გაჩერება, ნინისთან მივედი, ბოდიში მოვუხადე და ვუთხარი რომ მივდიოდი, - მოიცა ანი, მაკამაც იგივე მითხრა 10 წუთის უკან და წავიდნენ, ეხლაშენ მიდიხარ და რამე მოხდა? - არა არაფერი, უბრალოდ არ მინდა აქ ყოფნა, გამიგე გთხოვ რაა. - კაი სახლში გნახავ, მოიცა მაოს ვეტყვი და ის გაგიყვანს - არა! არანაირი მაო არ მინდა დროებით. სახლში ტაქსით წამოვედი, აღარავის ხმის გაგონება არ მინდოდა ხოლო მაოს წარმოდგენაც კი გულს მირევდა, მას ცოლი ყავდა, მერე რა თუ ახლა რთული პერიოდი ჰქონდათ? მათ ყველაზ ძლიერი რამ აკავშირებდათ ერთმანეთთან, ეს ტასუნა იყო, რომლის გამოც ადრე თუ გვიან შერიგდებოდნენ, მაო ოჯახზე აღარასოდეს იფიქრებდა. ან რაში მჭირდება ნაცოლარი კაცი? რეებზე ვფიქრობ ღმერთო, მას ჩემთან სხვა მიზნები აქვს რომელსაც არ ავუხდენ. აბაზანის მერე პირდაპირ დასაძინებლად დავწექი, მერე ნიკა და მაკა დამიდგნენ თვალწინ, ყველა ბედნიერია ჩემს გარდა, ასე რატომ მსჯის ღმერთი? რა დავაშავე? ტირილში ჩამეძინა, მაოს მანქანის ხმას, ყველა მანქანიდან განვასხვავებდი, სწორედ ამიტომ გამეღვიძა მანქანის ხმაზე საათს რომ დავხედე 2 ხდებოდა, არ შევიმჩნიე და ძილი გავაგრძელე. *********************** დავინახე როგორ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა, სანამ დაშლა არ მოინდომეს იქამდე ვიყავი ნინის გვერდით, ვცდილობდი თავი გამეკონტროლებინა მაგრამ ძალიან მიჭირდა, თოკოც გავიცანი, ანის თხოვნა გამახსენდა ამიტომ, მაქსიმალურად მშვიდად დაველაპარაკე და ჩემი სათქმელი ვუთხარი, ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ ანისთან იყო, მხოლოდ ანის გვერდით მინდოდა ამ წამს ყოფნა, როგორ დავარწმუნო რომ ცუდი თვაალით არ ვუყურებ და სერიოზულად მაქვს მის მიმართ გრძნობები, ან რა გრძნობებია ეს თავადაც კი არ ვიცი, რა მემართება? რატო ვერ ვერევი თავს? მობილური ავიღე და ლაშას დავურეკე: - სად ხარ? გაჩითე რა რამე? - რაიყო შ...ჩ.... რა ხმა გაქ? მიდი ბაითში ადი და ამოვალ 20 წუთში მეც. - კაი, ნინის გავიყვან სახლში და მოვდივარ. უბანში რომ მივედით ანის ფანჯრებს ავხედე, შუქი არ ენთო, არ ვიცი რატომ მაგრამ მეგონა რომ სახლში არ იყო, ამან უარესად გამაცოფა: - ნინ ამაღამ არ მოვალ და ტასუნას მიმიხედე რაა - რა ხდება ვინმე ამიხსნის? - სხვა დროს რა ნინ. მანქანა მოვაბზრიალე და ლაშასკენ წავედი, 20 წუთში წყნეთში ვიყავი, ლაშა უკვე იქ დამხვდა, მანქანიდან როგორც კი გადავედი ვისკი გავხსენი და მოვიყუდე, ლაშამ რომ დამინახა შეიცხადა: - რა გჭირს შ...ჩ... რას გავხარ? მოხდა რამე? ჰაა ამიოღე ხმა რა მოხდა? - ვჭედავ ლაშა, შენ ძმობას ვფიცავარ ვჭედავ, არ ვიცი რა მჭირს, სულ მინდა რომ მას ვხედავდე, ვეხებოდე, მისი ხმა მესმოდეს, ჯერ კიდე მეწვის ეს ლოყა რომელზეც გამარტყა, არადა მართლა არ მაქვს ცუდი ფიქრები მის მიმართ, გული ვატკინე გესმის? არადა არ მინდოდა, რა ვქნა მითხარი რა გავაკეთო მირჩიე რამე თორე მართლა გავჭედავ ამის დ....შ..... (ბოლო ხმაზე ვღრიალებდი და აქეთ იქით დავდიოდი, რაც ხელში მომხვდა ყველაფერი დავამტვრიე) - მოიცა ნუ გამომას...ე ვიზე ამბობ? სალომეზე? - რა სალომე ლაშა? რა სალომე? ქალღმერთი გავიცანი სადღაც 2 თვის უკან და მგონი შემიყვარდა, გესმის? შემიყვარდა მას კი ჰგონია რომ ჟინის მოკვლა მინდა, ჰგონია რომ ფეხებზე განებივრებული ბიჭი ვარ, რომელსაც მარტო თავისი თავი და კაიფი ადარდებს გესმის? აუტანელი ტიპი ვგონივარ, - კაი დაწყნარდი ბიჭო რა დღეში ხარ? მაგიტო არ ჩანდი წესივრად ეს ბოლო ხანი? მოწევ? - მომეცი, იქნებ ცოტა ხნით მაინც მომშორდეს მასზე ფიქრები. - აუ მაგარ შარში ხარ ჩემი დ... შ... - თან უაზროდ მაგარ შარში ვარ, იცი რა ლამაზია? და განა მარტო ფიზიკურად, სულიერად უფრო ლამაზია, ისეთი წმინდაა, ისეთი ნაზი და სათუთი რომ ხელის შეხებისაც კი მეშინია, მეშინია რომ გაქრება, ჩემნაირი ბიჭისთვის ანისნაირი ანგელოზი იმდენად ზედმეტი და მიუწვდომელია რომ მართალიც არის რაც ვგონივარ, მაგრამ თავს ვერ ვერევი, ის არც კი ვიცი სადაა ეხლა, მე კიდე ამ ნაგავში ვზივარ და ვცდილობ წამებით მაინც ვიკაიფო - ბიჭო შეეშვი მაშინ ამ დედა მ... რაღაცეებს რაა, დამოკიდებული ხდები უკვე, აგე ხო ხედავ ღმერთს ყვარებიხარ შეჩ... ანგელოზი გამოუგზავნია და შენ კიდე კარგავ? - აუ არ ვიცი უკვე რა ვქნა, - სურათი მაინც არ გაქ? ვინაა მანახე რაა - სურათი? ეგ ერთადერთი სურათი მაქ რომელსაც ყოველ დილით და ღამოთ ვუყურებ და ვტკბები, აი ესაა ჩემი ანი. - მოიცა შეჩ... ეს ტასუნა არაა? - ხო, იცი როგორ უყვართ ერთმანეთი? (დაწვრილებით მოვუყევი ყველაფერი რაც ანისთან მაკავშირებდა, ლაშა ერთადერთია რომელიც ბავშობიდან მომყვება და ასეა თუ ისე სულ გვერდში მიდგას, ბოლოს დასკვნა გამოიტანა) - მაგრა ხარ შეყვარებული მაო, არ გაუშვა ეს გოგო ხელიდან და ყველაფერი ქენი რომ მისი შესაფერისი გახდე. - გავხდები, გეფიცები ყველაფერს გავხდები. ხვალ დავადგები თავზე სამსახურიდან რომ წამოვა და ავუხსნი ყველაფერს, ვეტყვი რომ მიყვარს და ყველაფერს ვიზავ მისთვის. - არ დაურეკავ? - აზრი არ აქვს, ზუსტად ვიცი გამორთული ექნება, მასე იცის ხოლმე, რო ბრაზდება მობილურს თიშავს. - კაი მოდი დავიძინოთ ეხლა და ხვალ დაადექი. მეორე დღეს 1 საათზე ძლივს ავწიეთ თავები, სახლში მივედი შხაპი მივიღე და გავემზადე, ადრე მისვლა გადავწყვიტე რომ არ გაესწრო სახლში, საავადმყოფოში რომ მივედი ნახევარი საათი ველოდე, რომ არ გამოჩნდა გადავედი და ვიკითხე, მითხრეს რომ ზუსტად ნახევარი საათის უკან წავიდა, სიბრაზემ ტვინში ამასხა, მაშინვე სახლისკენ გავემართე და გადაწყვეტილი მქონდა რადაც არ უნდა დამჯდომოდა სიყვარულში გამოვტყდომოდი. **************************** დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა, საათს დავხედე და ჯერ 7 საათი იყო, 1 საათი წინ მქონდა, აბაზანაში შევედი, მერე ყავა გავიმზადე, მერე სახლი მივალაგე და ტანსაცმელი გავიმზადე, მობილური ჩავრთე, რატომღაც ველოდებოდი მაოსგამ რამეს, თუნდაც ერთ ზარს, მაგრამ ამაოდ, ამასობაში 8:20 გახდა და გარეთ გამოვედი, სამსახურში ისეთ საშინელ ხასიათზე ვიყავი ვერავინ ვერ მცნობდა, შუადღისთვის ნინიმ დამირეკა: - როგორ ხარ ანი? - არამიშავს ნინ, შენ როგორ ხარ? - რავი თავი მისკდება, გუშინ რა დაგემართა? - მაგაზე ლაპარაკი მეც მინდა, რომ მოვალ ჩამოდი და ვილაპარაკოთ - რამე სერიოზულია? - არაა, საღამომდე მოიცდის, როგორ გაერთე შენ ეგ მითხარი? - რავი ერთადერთი თოკო მიხაროდა იქ მარტო მეტი არაფერი - მასეც უნდა ყოფილიყო, მაომ რამე ხოარ უთხრა თოკოს? - დავინახე რომ გაიყვანა გვერდძე, თავიდან მაგრად შემეშინდა მაოს ხასიათს რომ ვიცნობ, მაგრამ ისე მშვიდად დაამთავრეს ლაპარაკი გაოცებული ვიყავი. (გულში გამეღიმა და მესიამოვნა ზედმეტი რომ არ მოუვიდა მაოს და ჩემი ნათქვამი გაითვალისწინა) - სახლშია ეხლა მაო? - მაო? არაა, ღამე არ მოსულა, მე მომიყვანა და დამიბარა არ დამელოდოვო. რა არი როო? (უცბად გაქრა გულიდან ის ღიმილი, სადაც არ უნდა იყოს ფაქტია კარგს არაფერს გააკეთებდა, რადგან სახლში არ მივიდა,) - არა არაფერი, ისე დავინტერესდი - რაღაც არ მომწონხართ შენ და მაო, ის იყო და თვალები მოწყდა წუხელ შენი ფანჯრების ყურებაში, მერე ისე მოაბზრიალა ვიფიქრე შემოაწყდება რამესთქო, ეხლა შენ მეკითხები და რამეს მიმალავთ? - საღამოს გნახავ ნინ, წავედი ეხლა მეძახიან კაი? - კაი მიდი, გკოცნი... მთელი დღე თავის ტკივილი ვერ გავიჩერე, საავადმყოფოდან 15 წუთით ადრე გამოვედი ტაქსში ჩავჯექი თუ არა მაოს მანქანა დავინახე რომელის საავადმყოფოს ეზოში შევიდა, წამებში გამოვასწარი, საშინლად არ მინდოდა მისი ნახვა. სახლში მივედი და ეგრევე ნინის დავურეკე: - ჩამოხვალ? - მოხვედი? კი ეხლავე. ნინი შემოვიდა დივანზე დაჯდა და პირდაპირ მითხრა: - შენ და მაოს ერთმანეთი მოგწონთ ხო? - ეგ სისულელე საიდან მოიტანე? - ბევრი ვიფიქრე და ამ დასკვნამდე მივედი - ნინ მისმინე ჩემო სიხარულო, შენ ძმას დასაწუნი არ აქვს არაფერი მართალია, მაგრამ მე და მაო სხვადასხვა დამღაროს ვეკუთვნით, მე არ შევეგუები ადამიანს რომელიც კაიფობს, სვავს, და საერთოდ ქუჩურ ცხოვრებასაა აყოლილი, გარდა ამისა მას ცოლ-შვილი ყავს და ეგ როგორ დაუშვი რომ ჩემზე გეფიქრა? შენ მაინც იცი რა შეხედულება მაქვს ოჯახზე. - კაი ნუ დამცხე, უბრალოდ მასე მინდოდა ყოფილიყო და ვთქვი რაა - რა გინდოდა? მე რაზე დაგიბარე და შენ რას მეუბნევი? სულ გადავირევი ეხლა - რაზე დამიბარე როო? - რაზე და შენ ძმას გადაეცი შემეშვას, მე მაგის გასართობი არ ვარ - რააააააააააა. ანუ იმას მოწონხარრრრ? ვაიმე რა მაგარიააა - გოგო დამშვიდდი და ნუ ყვირიხარ, რა არის მაგარი? შენც ხო იცი რო სერიოზული არაფერი არ მოხდება ჩვენს შორის და არ გავუყადრებ თავს კაიფისთვის - ეხლა დაჯექი და შენ მომისმინე. მე ვიცნობ ჩემ ძმას ან, მის თითოეულ ამოსუნთქვას ვხვდები რას ნიშნავს, იცი რამდენი ხანია ვხვდები რო მოწონხარ? - ნინიი დაეშვი პლანეტა დედამიწაზე, ჩვენ შორის არაფერი გამოვა, მისი დანახვაც აღარ მინდა, - რაა რატო? - გოგო არ აგიხსენი ეხლა? თუ ვინმესთან დავიწყებ ურთიერთობას, რეალური უნდა იყოს და არა არარეალური და დროებითი - არ გინდა რომ შანსი მისცე მაოს? - არა. - კი მაგრამ რატო? - ... - მითხარი რატო არ გინდა? - იმიტომ რომ მეშინია გესმის? ერთხელ უკვე ვიგემე საყვარელი ადამიანის დაკარგვა და რომ შემიყვარდეს მერე რა ვქნა? მეც მაქ გული, ემოცია და მეც ვიცი სიყვარული უბრალოდ კიდევ ერთხელ ვერ გავუძლებ ტკივილს. - მე მომანდე ყველაფერი კაი? - არა ნინ, არ მინდა რატომ არ გესმის? - უბრალოდ გავარკვევ რა უნდა მაოს შენგან კაი? - ვაიმე რა დავაშავე? შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. (დივანზე დავეშვი ხელებ ჩამოყრილი) კარზე ისეთი ბრახუნი იყო რამის ჩამოიღეს, გავედი და მაო შემრჩა ხელში, ისეთი სახე ჰქონდა შემეშინდა. - სპეციალურად მექცევი მასე ხო? სპეციალურად წამოხვედი ადრე, იმიტო რომ იცოდი მოვიდოდი ხო? (ხმამაღლა ლაპარაკობდა) - რა გინდა მაო? რა ვერ გაიგე? (ნინისთვის უნდა დამეძახა, შემოვბრუნდი, მაგრამ მაო ჩამაფრინდა ხელზე, შემომაბრუნა და ისე დამეძგერა ტუჩებზე, გააზრებაც ვერ მოვასწარი მომხდარის, მუცლიდან მოყოლებული რაღაცამ დამიარა მთლიან ორგანიზმში, ხელების ტკივილი ვიგრძენი, ისე მიჭერდა რომ ამოსუნთქვასაც ვერ ვახერხებდი, მკოცნიდა მთელი ემოციით, უზომოდ შემრცხვა მომხდარის, იქ ხომ მისი დაც იყო, როგორც კი გამიშვა ეგრევე გავარტყი და ცრემლები წამომცვივდა, უკნიდან კი ნინის ხმა გავიგე, რომელსაც ტონზე ეტყობოდა ყველაფერი დაინახა,) - მე სახლში ავალ და ილაპარაკეთ თქვენ. (მაომ რომ დაინახა ნინი, თავში შემოირტყა ხელი, მერე ჩემი ცრემლები დაინახა და სახე სულ აელეწა, ნინიმ კარი გაიხურა და მარტო დაგვტოვა) - არ მეგონა აქ თუ იყო ნინი - წადი - ანი ვილაპარაკოთ გთხოვ რა, მაპატიე თავი ვეღარ შევიკავე, - გაეთრიე აქედან, ხო მიიღე რაც გინდოდა? მომშორდი ეხლა თავიდან. ხელის კვრით გავაგდე, კართან ჩავიმუხლე და ვფიქრობდი ნინისთვის როგორ შემეხედა თვალებში, ტუჩებზე ხელი მოვისვი რომ მომეწმინდა და მერე საწყლად ამოვიოხრე ,,ნეტა მართლა წრფელი გრძნობით გიყვარდე და მარტო გართობა არ გინდოდეს ჩემთან, მაშინ ხო მართლა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა?“ ტირილს ვუმატე და მუხლებს ჩავეხუტე, გადავწყვიტე შაბათ, კვირა სადმე წავსულიყავი, ასეც მოვიქეცი ტანსაცმელი ჩავალაგე და ბაკურიანისკენ წავედი, მართალია სეზონი არაა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად, ბუხარი ცხელი ჩაი და სიმარტოვე მინდოდა. მთელი 2 დღე იმ კოცნაზე ვფიქრობდი, მობილური გათიშული მქონდა, არ მინდოდა არავისთან ლაპარაკი, მხოლოდ დეიდამ იცოდა სად ვიყავი, კვირას საღამოს დავბრუნდი სახლში და მობილურიც ჩავრთე. უამრავი გამოტოვებული ზარები დამხვდა, უამრავი მესიჯებით სადაც ყველას შინაარსი პატიება იყო. ***************** აბა რას იტყვით ჩემო ძვირფასებო? არ დაგეზაროთ კომენტარის დაწერა გთხოვთ, ჩემთვის თქვენი სიტყვები მოტივაციაა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.