შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბედისწერა ხარ..(1)


25-01-2016, 23:10
ავტორი tsn
ნანახია 4 109

მახსოვს რომ მეკეთა ყელზე- ვუთხარი დაქალს და ხმაურიანი ბარიდან ეზოში გავედი.. ეს ყელსაბამი დედასგან დამრჩა და არ დავუშვებ დავკარგო, აუცილებლად ვიპოვი.. თითქმის მთელი ეზო მოვიარე და ერთ მიბნელებულ კუთხეში ძირს ჩემი ყელსაბამი ვიპოვე.. მის ასაღებად დავიხარე, ჰორიზონტს თვალი გავაყოლე და ვიღაცას წავაწყდი.. ნელ-ნელა ავუყევი მის სხეულს და მზერა იარაღზე მიმეყინა, რომელსაც აშკარად მის პირდაპირ მდგომ ბიჭს უმიზნებდა, რომლის სახეს ვერ ვხრდავდი.. მას ალბათ წარმოდგენაც არ აქვს ვიღაც რომ იარაღს უმიზნებს.. არ ვიცი რატომ, მაგრამ უცნობისკენ გავიქეცი. ის ის იყო სასხლეტს გამოკრავდა.
- ფრთხილად ! - ვუყვირე და ხელი ვკარი, ორივე სხვადასხვა მხარეს დავეცით გასროლილი ტყვია კი ყვავილის ქოთანს მოხვდა და დაიმსხვრა..
- ამის დედაც - იყვირა უცნობა, ელვის სისწრაფით მომვარდა, ხელი ჩამავლო და მანქანისკენ გამაქანა, მაბქანას მოვეფარეთ.. ის კაცი კი სროლას განაგრძობდა.. უცნობმა მანქანაში ჩამსვა და გავიქეცით.. მინიდან მხოლოდ ლილის შეშფოთებულ სახეს მოვკარი თვალი.. ბარს მოვშორდით
- იქ რა ჯანდაბას აკეთებდი - მკაცრი ტონით მკითხა უცნობმა - ესღა მაკლდა..
- უკაცრავად? საერთოდ ამ დროს იძახიან ''გმადლობ''. გადაგარჩინე და შენ თურმე ''ესღა გაკლდა'' - გავუბრაზდი მეც..
- ამის დ.შ, რა გინდოდა
- ვერ ვუყურებდი ჩემს წინ როგორ გააფრთხობინებდნენ სულს ვიღაცას, სხვა რა მექნა
- უნდა გაქცეულიყავი, ყველა მასე იზამდა
- მე ვერ ვიზამდი - ვუყვირე უცნობს - როგორ უნდა მეცხოვრა, თუ მეცოდინებოდა ჩემი სიმხდალის გამო ვიღაც მოკლეს.. მეც მკვლელი გამოვიდოდი..
- ნუ ყვირი - მაფრთხილებს ის
- ნუ მბრძანებლობ - ვალში არც მე ვრჩები.. ცოტა ხანი სიწყნარე ჩამოვარდა.. გაურკვეველი მიმართუკებით მივდიოდით
- გმადლობ - უეცრად მითხრა მან..
- არაფრის, საით მივდივართ.. მე, მე აქეთ არ ვცხოვრობ - ცოტა შემეშინდა
- უსაფრთხო ადგილზე, ნუ გეშინია - უეცრად ''დატკბა'' უცნობი
- რატომ უნდოდა იმ კაცს შენი მოკვლა
- გრძელი ამბავია, ამაზე საუბარი არ მინდა, დამშვიდდი კარგი.. სახლში მალე დაგაბრუნებ.. უბრალოდ ახლა საშიშია.. - ცოტა ხანს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა
- რა გქვია? - მკითხა უცნობმა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ
- ელენე, შენ?
-თომა - უკანა სავარძელზე ვიჯექი და მის სახეს კარგად ვერ ვამჩნევდი
- სად მივდივართ?
- საგურამოში
- მანდ რა გვინდა?
- შეიძლება მოგძებნონ.. შენ მე გადამარჩინე, ამიტომ შენთან ვალში ვარ.. აი ტელეფონი და დარეკე სახლში.. შენები გააფრთხილე, რომ რამდენიმე ხანს ქალაქიდან გადიხარ.. - ტელეფონი გამოვართვი და ლილი გავაფრთხილე
- ლილი ვინ არის? - მკითხა თომამ
- ჩემი დაქალია
- მეგონა ოჯახის წევრებთან დარეკავდი, მათაც დაურეკე
- მე, მე არავინ აღარ მყავს - ვუთხარი და ცრემლი მოვიმშრალე, რომელიც ვერა და ვერ შევიკავე
- მაპატიე, არ ვიცოდი
- არაუშავს - ვუთხარი მეც და ისევ ფიქრებში გადავეშვი.. მე, ელენე გეგეშიძე, რომელმაც ერთ დროს ყველაფერი დაკარგა,ისევ სერიოზულ შარში ვარ...



№1  offline მოდერი tsn

ღირს გაგრძელება?..

 


№2 სტუმარი Xatia

Me vpiqrob girs. Gaagrdzele da vnaxot. Dasawyisi kargia da tu ase ganagrdzob kargi gamogiva. Ase rom geli axali tavit. Ogond upro cota didi tavi dade ok? Warmatebebs gisurveb. Aba shen ici.

 


№3  offline მოდერი tsn

Xatia
Me vpiqrob girs. Gaagrdzele da vnaxot. Dasawyisi kargia da tu ase ganagrdzob kargi gamogiva. Ase rom geli axali tavit. Ogond upro cota didi tavi dade ok? Warmatebebs gisurveb. Aba shen ici.

გმადლობ

 


№4 სტუმარი Nino

Sainteresod daicyo siamovnebit velodebi axal tavs

 


№5  offline წევრი gvanciii kereselidze

Gagrdzelee dzalian magari iyoo
--------------------
G.ke

 


№6  offline მოდერი tsn

Nino
Sainteresod daicyo siamovnebit velodebi axal tavs

გმადლობ :-*

gvanciii kereselidze
Gagrdzelee dzalian magari iyoo

აუცილრბლად გავაგრძელებ :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent