შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა საოცარია ეს სამყარო (8)


14-01-2016, 05:18
ავტორი tsn
ნანახია 2 490

ლიზა:
- სასიამოვნო ადამიანი არმოჩნდა ქეთო დეიდა. ყავა დავლიეთ და ცოტა ვისაუბრეთ, დაღლილობას არცერთი ვგრძნობდით.. მერე მას ტელეფონზე დაურეკეს და უნდა გასულიყო.. მეც რა თქმა უნდა გასვლას ვაპირებდი, თუმცა კართან მამაკაცს შევასკდი.. ნაცნობმა სურნელმა ცხვირი სასიამოვნოდამიწვა, მის სხეულს თვალი ავაყოლე და ლუკას გაღიმებულ სახეს წავაწყდი, არ ჩანდა გაკვირვებული
-როგორ ხარ ლიზა?
- კარგად, შენ? - მესიამოვნა მისი ნახვა - აქ რა გინდა?
- სად აქ, ჩემს სახლში?
- აჰაამ, ესეიგი შენ ჩემი ახალი მეზობელი ხარ.. - ლუკამ თავი დამიქნია უბრალოდ, სამზარეულოში შევიდა და ყავის მომზადება დაიწყო
- ლიიზ ყავას დალევ?
- არა, ახლა დავლიეთ მე და ქეთო დეიდამ
- მოგისწრია დედაჩემთან დადაქალება
- სასიამოვნო ადამიანია, ძალიან გავხარ მას.. - ლუკამ გამიღიმა, ყავის ფინჯნით ხეკში მაგიდასთან დაჯდა
-ლიზა აქ რა საქმე გქონდა?
- დედაშენს ყვავილების ბაღის გაკეთებაში ვეხმარები, ჩემი ბაღი მოეწონა და დავპირდი, რომ აქაც გავაკეთებდი
- გმადლობ ლიზა
- რის მადლობა, ისე არ გინდა დამეხმარო? თუ შეგიძლია...
- ყავას დავლევ და რა პრობლემაა - მითხრა და გამიღიმა, მალე ორივე ეზოში გავედით და საქმეს შევუდექით.. ჯერ კვალები გავაკეთეთ, შემდეგ კი მცენარეები ჩავრგეთ, ზოგი ერთის ნერგი ჩემი ბაღიდან მოვიტანე, ჯერ არაფერი, მაგრამ მომავალ წელს აქაურობა ძალიან ლამაზი იქნება.. ბაღის გაკეთებამ რამდრნიმე დღე წაიღო, ხან ლუკა მეხმარებოდა, ხან მათე და სანდრო, ხანაც ქეთო დეიდა.. ცოტა ხანში სწავლა მეწყება და მომზადება ამისთვისაც დავიწყე.. დღეები გადიოდა, მე და ლუკა კი უფრო და უფრო ვახლოვდებით.. სასიამოვნო იყო მასტან ურთიერთობა.. მისი მეგობრებიც გავიცანი... ლუკა ჩემს ძმებს დაუმეგობრდა.. თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. ლუკას ყურადღებას სულ ვგრძნობდი, მაშინაც კი, როცა ჩემთან არ იყო.. დღეები დღეებს მიყვებოდა და ლუკას მიმართ სიყვარული უფრო მიმყარდებოდა, რაც მთავარია მისგანაც დადებით ემოციას ვიღებდი.. ლუკა ცდილობდა პრობლემები დაემალა და ვითომ თავს არ მოეხვია და ეს ძალიან მწყინდა.. ბოლო დროს მოწყენილი და ჩაფიქრებული დადიოდა.. ვეღარც ჩვენთვის იცლიდა და ვეღარც დედამისისთვი, ადრე მიდიოდა და გვიან ბრუნდებოდა.. ვხვდებოდი მასთან სამსახურში რაღაც პრობლემა იყო, მაგრამ არა და არ ამბობდა. თითქოს ერთმანეთს დავშორდით. არ ვიცოდი რა ხდებოდა, ამიტომ ერთ არაჩვეულებრივ დღეს ოფისში ვესტუმრე. უნდა გამეგო რა ხდებოდა, ვალდებული იყო აეხსნა.. ოფისში კი საშინელება დამხვდა, ოფისის წინ პოლიციის მანქანა იდგა, ორ ოფიცერს კი ხელ-ბორკილებით ლუკა მოჰყავდა.. ლუკამ დამინახა, სევდიანი თვალები შემომანათა.. ადგილზე გამყინა მისმა საშოწარკვეთილმა სახემ. მხოლოდ ერთი ვიცოდი, ლუკა უდანაშაულო იყო, მისი მჯეროდა.. რაც არ უნდა მომხდარიყო, მჯეროდა, რომ ის საკუთარ პრინციპებს არ უღალატებდა და რიგითი დამნაშავე არ იქნებოდა. ის თავისი პატიოსნებით ბევრზე მაღლა დგას
- ლიზა - დამიძახა ხმა ჩაძლეჩილმა - ყველაფერი მოგვარდება, ხომ გჯერა ჩემი
- მჯერა - ძლივს გასაგებად წარმოვთქვი, მანქანაში სვამდნენ, როცა მომაძახა
- მიყვარხარ ლიზა.. ვერ წარმოიდგენთ რა ვიგრძენი, მე და ლუკას ისეთი ურთიერთობა გვქონდა, რომ არ საჭიროებდა სიტყვების თქმას.. ახლა კი ვხვდები, რომ ეს ერთი სიტყვა უზარმაზარ ბედნიერებას იტევს. ვერ მოვასწარი მეთქვა, რომ მეც მიყვარს... წყალი უნდა შემესხა სახეზე, აუცილებლად უნდა შემესხა, საპირფარეშოსკენ წავედი. სანამ ქალებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოს მივადგებოდი მამაკაცებისა უნდა გამევლო, იქიდან კი უცნაური საუბარი შემომესმა. არ ვარ დაყურადებას მიჩვეული, მაგრამ ლუკას სახელი გავიგე და აუცილებლად უნდა გამეგო რა ხდებოდა, როგორც ჩანს ვიღაც ტელეფონზე საუბრობდა
- დიახ ბოს, ყველაფერ ისეა, როგორც დავგეგმეთ. ლუკა ციხეშია, დიახ.. სიმართლეს ვერავინ გაიგებს, დიახ, ფკეშკას უსაფრთხო ადგილზე ვინახავ- უნდა გამეგო ვინ იყო, შიგნით ვეღ შევოდოდი, ვერც ჩაწერა მოვახერხე. იქვე მდგარ ყვავილის დიდ ქოთანს მოვეფარე, მალე გამოვიდა ის კაციც, საბედნიეროდ ვერ შემამჩნია, უკან გავყევი, მაგრამ უეცრად ლუკას თანაშემწე შემეჯახა
- უკაცრავად - ისიც შეშფოთებული ჩანდა
- მითხარით ის კაცი ვინ იყო
- ნიკოლოზ ჯანჯღავა, ჩვენი ფინანსური მენეჯერი. ყველაფერი რიგზეა?
- დიახ, გმადლობთ - დავემშვიდობე და მაშინვე ბიჭების სანახავად წავედი.. საბა არ იყო საქართველოში, ამიტომ იოანეს სანახავად წავედი, მივედი და ლუკას ამბავი მოვუყევი. პირდაპირ განყოფილებაში მივედით და გავარკვიეთ, რომ ლუკას ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს.. რა აფსურდია.. არ მოგვცეს მისი ნახვის საშუალება, მე იოანეს ყველაფერი მოვუყევი ნიკოლოზზე
- მაგის დ.შ, ვერ ვიჯერებ.. შანსი არაა ტოო, დარწმუნებული ხარ? იქნებ სხვა იყო
- არა, ის იყო.. მისი ხმა იყო, გთძოვ დამიჯერე
- მჯერა ლიზა, ხომ იცი, რომ შენს გვერდზე ვარ, მაგრამ ისეთი არაფერი გააკეთო, რქც საფრთხეს შეგიქმნის, ფრთხილად და გააზრებულად უნდა ვიმოქმედოთ, ხომ არავისთვის გითქვამს?
- არა, არავისთვის
- კარგი, წადი სახლში, ლუკას დღეს არ გვაჩვენებენ, თუ რამე ახალს გავიგებ დაგირეკავ, ქეთო დეიდასაც მე ვეტყვი...
-კარგი, დროებით..
სახლში ძლივს მივედი, უხასიათოდ ვიყავი.. მათეს და სანდროს ყველაფერი ვუთხარი, დამალვას რა აზრი ქონდა.. ოთახში ავედი, ლამის მელი ღამე გავათენე, ფიქრებით ლუკასთან ვიყავი, გონებაში კი მისი ნათქვამი ტრიალებდა '' ლიზა მიყვარხარ'', ყველაფერი მოგვარდება ლუკა, გპირდები.. ყველაფერს გავარკვევ..

ლუკა:
ლიზას მეზობლად გადასვლის შემდეგ ყველაფერი გაფერადდა.. ლიზას უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით.. მასაც ვუყვარდი, ამას ვგრძნობდი.. სიტყვები უკვე ზედმეტი იყო.. ყურადღება მომიდუნდა და სამსახურშიც პრობლემები დაიწყო, ნელ-ნელა მოგება მცირდებოდა, რაღაც უცნაური ხდებოდა. თითქოს ვიღაც ყოველ ნაბიჯზე მახეს მიგებდა.. აუდიტის სამსახური და ფინანსური პოლიცია გადამეკიდა.. ეს ყველაფერი სრული სისულელეა, მე პატიოსანი ბიზნესმენი ვარ, ცხოვრებაში ისეთი არაფერი გამიკეთებია, რაც ჩემს ახელს შეარცხვენდა, ვიღაც ცდილობს ძირი გამომითხაროს და ბოლო მომიღოს.. მთელი არსებით სამსახურზე გადავერთე, არ მინდოდა ვინმესთვის პრობლემები მომეხვია,ამიტომ არავისთვის ნითქვამ, საბას და იოანესაც კი არ ვუთხარი.. იმაზეც მენერვიულებოდა, რომ ლიზას ნელ-ნელა ვშორდებოდა, ერთ დღეს კი ჩემს დასაპატიმრებლად მოვიდნენ, უსუსური მტკიცებულებების საფუძველზე გადაწყვიტეს.. ამას ალბათ მოველოდი კიდეც.. გამანადგურებელი კი ის იყო, რომ გასასვლელში ლიზას შეშფოთებულ სახეს შევეფეთე.. ჩემთვის მთავარი ოყო მას დაეჯერებინა ჩემი უდანაშაულობა, მის თვალებში რომ უნდობლობა შემემჩნია მთლიანად გავტყდებოდი, არ ვიცი რა იქნებოდა.. სანამ მანქანაში ჩამსვამდნენ ლიზას ვუთხარი, რომ მიყვარას, ვიცი გრძნობდა, მაგრამ მინდოდა, რომ მეთქვა, ეს უნდა სცოდნოდა და ეჭვი არ შეეტანა, სიტყვის თქმაც კი ვერ მოვასწარი. განყოფილებაში მიმიყვანეს და ბრალი წამიყრნეს, ფულის გათეთრება. ამის დ.შ ცხოვრებაში არ მითაღლითია, ვიღაცამ გადაწყვიტა მიწასთან გამასწოროს, მაგრამ ამას არ დავუშვებ, წინასწარი დაკავების საკანში შემიყვანეს.. მხოლოდ ადვოკატთან დამაკავშირეს.. მისი ნახვაც კი ვერ მოვახერხე, ალბათ ესეც შეთქმულებაა, მთელი ღამე თეთრად გავათენე.. არ ვიცი ვის უნდა ჩემი განადგურება, მაჰრამ ვიცი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებ. ჩემს პატიოსნებას ჩირქს ვერავინ მოსდებს, შევაკვდები და დავამტკიცებ, რომ არაფერი დამიშავებია..

_______________
არ მოგწონთ?.. :-/ მგონია, რომ არ მოგწონთ..



№1 სტუმარი xato

magariaa dzaaann gaagrdzeleee

 


№2  offline წევრი eki_eka_ake

Ki momwons martlac dzaan magaria male dagvide axali taviii <3

 


№3  offline მოდერი tsn

მალე დავდებ, არ გალოდინებთ...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent