შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ბრაზიანი ბიჭი (6)


26-01-2016, 00:09
ავტორი Masho_97
ნანახია 3 867

სადარბაზოს წინ შავი მანქანა იდგა, ლუკას მანქანა...
ნიკას შევხედე. ალექსმა გაიღიმა და ხმამაღლა თქვა
- მე კიდევ კაცი მეგონა...
- აქ არ გელოდებოდით... - თქვა ლუკამ და ბიჭებს გადახედა
- აბა სად მელოდებოდი შენი.. - ნიკამ მუშტი შეკრა და წინ წასვლა დააპირა. ხელი მკლავში წავავლე, გადმომხედა და გაჩერდა. ალექსი ლუკას გვერდით დადგა
- რაო, რა გინდა?
- დაბადების დღის მოსალოცად მოვედი, რა, არ შეიძლება?! - ცინიკური ტონით დაიწყო ლუკამ
- ოპააა, ერთი ამ კაცს დამიხედეთ - ცინიკურადვე განაგრძო ალექსმა - ნია, ეს რა ყურადღებიანი ნაცნობი გყოლია, თუ ამან არ გისურვა ყოველივე საუკეთესო დაბადების დღეზე, ისე როგორ შეიძლება - თქვა და წამებში ლუკას წინ მოექცა, თვალებში უყურებდა - ჩვენ შენ რა გითხარით შე არაკაცო!
ნიკამ ხელი გამაშვებინა, ჩემთვის არც შემოუხედავს.
- გავიდეთ - უთხრა ლუკას და მკლავში ხელი წაავლო. მანქანიდან დიმა და კიდევ ორი ბიჭი გადმოვიდნენ. მუხლები მომეკეცა, ლიზი რომ არა ძირს დავეცემოდი. ასე უხმოდ ვიდექი, მეორე სართულიდან მეზობლის უაზრო რეპლიკა მომესმა:
- რაღაც ძალიან შემოეჩვივნენ ეს გაუზრდელები ჩვენს უბანს..
ზემოთ ავიხედე. ამაზე გაბრაზების დრო არ მქონდა.. გაშტერებული ვუყურებდი ბიჭებს.
- ნია, სახლში ადი!- მომესმა ნიკას მკაცრი ტონი. არაფერი მითქვამს, ვერ ვინძრეოდი.
- ლიზი, სახლში აიყვანე. - საზარელი ხმით თქვა ლაშამ. სახლში როგორ ავედი არ მახსოვს, გათიშული ვიყავი.
- რა მოხდა? სახეზე ფერი არ გადევს - მომვარდა დედა
- ლამის კიბეებზე დაგორდა.. ფეხი დაუცურდა და.. - ატიტინდა ლიზი. ხმა არ ამომიღია, იმ ღამით ლიზი ჩემთან დარჩა, ლაშასაც და ნიკასაც ტელეფონი გამორთული ჰქონდათ. მთელი ღამე არ მძინებია, ერთი წამით წარმოვიდგენდი რომ ნიკას რამე დაუშავდა, ჩემს გამო.. ხომ დაეკარგებოდა მის გარეშე ყველაფერს აზრი?ლიზის მალე დაეძინა.. არ მესმის როგორ შეეძლო ასე წყნარად ყოფილიყო მასინ, როდესაც ლაშაც მათთან ერთად იყო. გამთენიისას დამეძინა. გიორგობა გათენდა. 1 ხდებოდა რომ გამეღვიძა. ტელეფონს გიჟივით ვეცი, ლიზი ოთახში არ იყო. ნიკას გამოტოვილი ზარი დამხვდა, სწრაფად გადავრეკე.
- ხო ნია..
- სად ხარ?
- საავადმყოფოში.
- რა?რა მოხდა? მითხარი რომ ყველაფერი კარგადაა..
- დაწყნარდი, გიორგი მამა გახდა..
- ვინ გიორგი? -დავიბენი
- დაბადების დღეზე რომ გაგაცანი.. გაემზადე, ალექსის გამოვგზავნი მანქანით გამოგიყვანს.
- კარგი - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. ესეიგი ყველაფერი კარგადაა, ნიკას ნორმალური ხმა ჰქონდა. არაფერი ცუდი არ მომხდარა. ერთი სული მქონდა მენახა და მაგრად ჩავხუტებოდი. სწრაფად ჩავიცვი. ალექსანდრეს შეაგვიანდა. ტელეფონმა დარეკა
- ნია. ალექსანდრე ვარ, სადარბაზოსთან გელოდები.
სწრაფად ჩავირბინე კიბეებზე. ალექსი გადავკოცნე.
- რა მოხდა გუშინ? - ვკითხე ალექსს და ხელებზე დავხედე. სისხლჩაქცევები ჰქონდა.
- ბათქი აიწია - მითხრა და საყვარლად გაიღიმა.
- მერე?
- მერე ვყრივართ ნაცემები ისინიც და ჩვენც. დანარჩენს თუ საჭირო იქნება ნიკა გეტყვის..
- ნიკა როგორაა?
- ნახავ, ცოტაც მოიცადე. უი ხო, გიორგობას გილოცავ
- მადლობ, მეც გილოცავ..
- მაკოც საავადმყოფოშია, გაგაცნობ... მიხარია რომ ნიკას გვერდით ხარ.ბევრი აქვს გამოვლილი, მერწმუნე იმაზე ბევრი ვიდრე ნებისმიერი ჩვენი ასაკის ბიჭს.
- ალექს.. ნიკას ვერ ვეკითხები, დედა როგორ გარდაეცვალა? ან თვითონ ვისთან ცხოვრობს თუ მამა სოფელშია?
- 2 წლის წინ, ტვინის სიმსივნე ჰქონდა, ძალიან იწვალა,კაროჩე, მთელი წელი საავადმყოფოში ეწვათ, თან მერე რომელი იაფი ჯდება.. - ნერვიულად ლაპარაკობდა ალექსი - ნიკამ სკოლას თავი დაანება და მუშაობა დაიწყო, იმის მერე მუშაობს, ყველაფერი გაყიდეს რაც ჰქონდათ, მაინც ვერ უშველეს.. გესმის?! ვერ უშველეს.. მერე ნიკას მამამ დალევა დაიწყო, ნიკაც სულ დაიკარგა, აღარავის იკარებდა, მაგრამ მარტოს არ ვტოვებდი, ც კი სცადა..
- შრამი მკლავზე.. - გავიხსენე წინა საღამოს ნიკას მკლავზე შემჩნეული შრამი, რომელიც თვალში ცუდად მომხვდა - მოიცადე.. ვენებს იჭრიდა? - ვერ შევიკავე თავი და პატარა ბავშვივით ცრემლები წამომცვივდა. ალექსმა გამიღიმა.
- ვერც კი წარმოიდგენ რა მაგარი ბიჭი გყავს გვერდით, და იმედი მაქვს რომ გაუფრთხილდები..
- მერე?? მერე რა მოხდა? - ცრემლები შევიმშრალე
- ნიკას მამამ აურია, ყოველ საღამოს არყის ბოთლით ხელში ხან რომელ უბანში იჯდა ხან რომელში, ყოველ საღამოს უწევდა ნიკას მამის ძებნა.. მერე მიხვდა რომ შვილსაც ცხოვრებას უნგრევდა, და მერაბი ძია სოფელში წავიდა, ამ პერიოდში გათხოვდა ნიკას დაც.. ფუ ჩემი.. ეგ გათხოვება ცალკე თემაა - გიჟივით მოუხვია მანქანა ალექსმა და საუბარი განაგრძო - ხოდა სოფელში წავიდა მერაბი ძია და დღესაც იქაა, ნიკას იშვიათად აქვს მასთან ურთიერთობა.. მარა მერაბი იცი რა კაცია.. ცოლის სიკვდილმა გატეხა, შეცვალა.. ყველა ფეხებზე დაიკიდა, შვილიც კი..
- და ნიკა? ახლა სულ მარტო ცხოვრობს? - თავს ვერ ვიკავებდი, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა.
- კი.ოროთახიანი აქვთ თემქაზე. .. კარგი ახლა, ნუღარ ტირი... - ცისფერი თვალები თვითონაც აუწყლიანდა ალექსს. საავადმყოფოსთან გავჩერდით.
ნიკა შესასვლელში კართან იდგა. არ ვიცი რა დამემართა, ჩემს ემოციებს ვეღარ ვმართავდი, რაც გავიგე ჩემთვის მძიმე იყო, გიჟივით გავექანე მისკენ, კისერზე შევაფრინდი.
- ნია.. ნიაა.. - ბურტყუნებდა ჩუმად ნიკა - რა გჭირს?
ვტიროდი და ვერ ვიკავებდი თავს, კისრიდან ძლივს მოვშორდი. ცრემლები მომწმინდა და შეშინებული მიყურებდა.
- რა მოხდა? - მიუბრუნდა ალექსს
- ამ გოგოს იმაზე მეტად უყვარხარ ვიდრე წარმოგიდგენია.. იმაზე მეტად ვიდრე თვითონაც წარმოუდგენია - იყურებოდა ალექსი გაბადრული სახით.
- რა გატირებს სულელო..
ჩავეხუტე. ვერ ვისვენებდი, არ მყოფნიდა.. მინდოდა გამეჭყლიტა... ვადანაშაულებდი ჩემს თავს,აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე ნიკას თვალები რამხელა ტკივილს მალავდა.
- პატარა შიგნით შევიდეთ, ცივა...
შიგნით შევედით. ხალხი გაშტერებული მიყურებდა. ძლივს დავწყნარდი. ახლა შევამჩნიე ნიკას გახეთქილი ტუჩი.თავიდან ამიტყდა სლუკუნი
- რა ჭირს? ძალიან გტკივა?
ნიკამ სიცილი ვერ შეიკავა.
- და ახლა როგორ იქნება? ლუკა, აღარ გამოჩნდება? - ვიკითხე შეშინებულმა.
- სანამ ფეხებს არ დავამტვრევ, გამოჩნდება ალბათ- მითხრა და სახე შეეცვალა - არ ვიცი რა უნდა მაგ ბიჭს, უნდა რომ მოვკლა? თუ შარს ეძებს..
- მე არ მეშინია! - გამოვაცხადე მედიდურად. - ვიცი რომ სულ ჩემთან იქნები და აი ასე არ მეშინია. ვერ გაბედავს ჩემთვის რამის დაშავებას...
- შენ რა გჭირს დღეს?
- ალექსმა ყველაფერი მომიყვა შენზე - ნიკამ ალექსს გადახედა
- რავქნა ძმაო მკითხა, თან შენმა გოგომ შენზე ყველაფერი უნდა იცოდეს, ჯობდა აქამდე შენთვითონ გეთქვა
- ვინ დამაცადა რო? - ნაწყენი ხმით თქვა ნიკამ
- მაინც უნდა გეთქვა - ვთქვი და გავიბუსხე. პალატასთან მივედით. მთელი მათი სამეგობრო იქ იყო, ალექსს ერთი დაბალი, ხუჭუჭათმიანი, მწვანეთვალება გოგო მიუახლოვდა.
- ესაა ჩემი მაკო - მითხრა ალექსმა ამაყად.მაკო მართლა ძალიან საყვარელი იყო, და ეს წყვილი.. როგორ უხდებოდნენ ერთმანეთს
- სასიამოვნოა - მითხრა გოგონამ და საყვარლად გამიღიმა - არასდროს მეპარებოდა ნიკას გემოვნებაში ეჭვი - თვალი ჩაუკრა ნიკას. ნიკაც ამაყად გაიბრიქა. მალე გიორგიც გამოჩნდა
- მამიკოც მოოოდიის - დაიყვირა ლაშამ. ახლაღა შევამჩნიე ლაშა, ლოყა „გაჩხაპნილი“ ჰქონდა. ახლოს მივედი
- ლაშა..
- ნია, როგორ ხარ?
- მე კარგად და ლოყაზე.. როგორ მრცხვენია ეს ამდენი ბიჭი ჩემი გულისთვის რომ სცემეს- ვუთხარი და სიცილი ვერ შევიკავე
- მე შენი გულისთვის ლუკას ფრჩხილები ავიტანე.. ხედაავ... შენ კიდევ გეზიზღები.. არა, რა ქალივით დამჩხაპნა ჰა..
- აბა ბიჯო.. - დაეთანხმა ნიკა.
- ლიზი სადაა? დღეს რომ გავიღვიძე ოთახში აღარ დამხვდა.
- უნივერსიტეტში გაიქცა.. აქ მოსვლაც ვთხოვე მაგრამ ბიბლიოთეკაში ვარო..
- არ იღლება მაინც?! - გავიკვირვე
- მეც მაგას არ ვეუბნები? შენ კიდევ მეჩხუბები ცუდ მაგალითს აძლევო
გიორგი მოგვიახლოვდა. მივულოცეთ ბიჭის შეძენა. შამპანურით აღნიშნეს. მე, ნიკა და თენგო ალექსის მანქანაში ჩავსხედით.
- რა ბედნიერი იყო ბიჭო გიორგი, არა? - დაიწყო ალექსმა
- რატო არა ძმაო რა, საყვარელი მეუღლე, ახლა პატარა ვაჟკაცი... - მხარი აუბა თენგომ
- მეც მინდა მაგის დედა ვატი*ე.. - სიგარეტს მოუკიდა ალექსმა - მაკოს მოყვანა მინდა მარა სად წავიყვანო ბიჭო, სად? ჩემებთან არ მინდა, ბაზარი არაა, გიჟდება დედაჩემი მაკოზე, მარა მარტოს მინდა რა ცხოვრება.. მეკიდე აბა როგორ ჯერ.. ვსწავლობ.. ოჯახის რჩენის ტრა*ი მე ჯერ არ მაქვს..
- არაუშავს, ყველაფერი წინაა ალექს- უთხრა ნიკამ - მთელი ცხოვრება წინ გაქვს ძმაო, ვაფშე მამაშენს უთხარი წყნეთის აგარაკი გაყიდოს და თბილისში კაი ბინა მოგივა მაგ ფასად..
- მეც მაგას ვფიქრობ.. ბიჭო მაგრად ტეხავს რა ჩემებს რო მივუყვანო სახლში, ახალგაზრდები ვართ, დროის ტარება გვინდა, იქ კინო, კაფე, ბარი, დისკოტეკა .. ცოლი ნასკების სარეცხად კი არ მინდა..
- ბაზარი არაა - დაეთანხმა თენგო
- ბაზარი არაა კი არა გაახილე თვალები ხო ხედავ საძმოში შენღა დარჩი მარტო.
- სად მივდივართ ახლა? - იკითხა ალექსმა
- დიდუბეში რამდენად გახვალ ჯიგარო? - ბოხი ხმით თქვა ნიკამ
- აუ დავაი რა.. სეიროზულად
- რავი.. ჩემთან გავიდეთ გინდა? - მითხრა ნიკამ.
- კი, გავიდეთ.
ნიკას კორპუსთან გავჩერდით. ბიჭები არ გადმოვიდნენ, ათასი სისულელე მოიმიზეზეს, გულში მეცინებოდა. მეექვსე სართულამდე ფეხით ავედით, ლიფტი არ მუშაობდა. სახლში შევედით. ნორმალური ბინა იყო,ძველი რემონტით, თუმცა სუფთა.
- ყავას ხო დალევ? -მითხრა ნიკამ და ქურთუკი გამომართვა.
- კი...
სამზარეულოში შევედით. მაგიდასთან მოვკალათდი. სამზარეულოში ნიკა აფუსფუსდა. წინ კარტოფილით სავსე ჯამი დამიდო, გამითალე მე კი შევწვავო. კარტოფილს ვთლიდი და ნიკას ჩემს შესახებ ვუყვებოდი, მერე კი თვითონ მითხრა რისი გადატანა მოუწია. კარტოფილი შევწვით, მაგიდა გავშალეთ.
- არ მაინტერესებს, მაგარი არაყი მაქვს და თითო ჭიქა უნდა დავლიოთ ახლა მე და შენ - თქვა და კარადიდან არყის ბოთლი გადმოიღო.
- არა..არა.. ნიკა სიცოცხლეში არაფერი დამილევია, მითუმეტეს არაყი..
- ხოდა ახლა დავლევთ... - არაყი დაასხა. დავსუნე.
- ფუ.. - ცხვირი დამეწვა - რა სუნი აქვს, შანსი არაა, არ დავლევ..
- ჩემი ხათრით, ერთი ჭიქა... ჩვენს სიყვარულს გაუმარჯოს - მითხრა და ჭიქა „მომიჭახუნა“ - აი ეს სადღეგრძელო როგორ არ უნდა დალიო.- თქვა და წამში გამოცალა, ჭიქას სასაცილოდ ვუყურებდი - რაღას უცდი, დალიეე...
- გაგვიმარჯოს - ვთქვი და სწრაფად დავლიე. კუჭი დამეწვა, თვალები დავაჭყიტე. ნიკას სიცილი აუტყდა.
- საჭმელი მიაყოლე, საჭმელი!!
- ვაიმე.. მგონი დავთვერი.. - ვთქვი და ვიგრძენი როგორ ამიწითლდა ლოყები, თვალები დამიწვრილდა. - კიდევ ერთიც დავლიოთ ! - ვუთხარი და ნიკას გაკვირვებულ სახეზე გამცინა. კიდევ თითო ჭიქა დავლიეთ. მეორე ჭიქამ თავისი ქნა..
- ნიკა.. ვინ ვარ მე?
- ჩემი გოგო ხარ შენ!
- და ხო გიყვარვარ?
- ძალიან! და მეტი აღარ დალიო
- შენ გგონია ამას სიმთვრალე მალაპარაკებს? - ავუშარდი
- არა,პატარა, არც მიფიქრია
- ხოდა ახლა წავიდეთ მე და შენ და გავისეირნოთ.
- სახლში გაგიყვან,გთხოვ,შარზე ხარ, მეშინია ქუჩაში არავინ სცემო.
- არა! მე გასეირნება მინდა, დღესაა გიორგობა!
- რა შუაშია კაცო გიორგობა - თქვა ნიკამ და ხელი გადამხვია.
- ავდექით გავედით - არ ვიშლიდი ჩემსას.ნიკამ მაგიდა აალაგა. ჩავიცვით და გავედით.
- სანამ ლიფტს არ გააკეთებენ მე აქ აღარ მოვალ! - შარს ვეძებდი.
- კარგი, ჩემი ხელით გავაკეთებ დღესვე.
- დაღამებულაააა... - სასაცილოთ წავიღიღინე. ნიკას ეღიმებოდა.. ის ღიმილი.. „ჩაჩხვლეტილი“ ლოყა, ლამაზი თეთრი კბილები.. გარეთ გავედით,წვიმას იწყებდა.
- გამიცივდები ახლა შენ..
- ნწუ! - ვთქვი და ხელი ჰაერში სასაცილოდ გავიქნიე.
სარაჯიშვილის მეტროში ჩავედით. სადგურის მოედანთან ორი ბიჭი ამოვიდა, ერთი გაშტერებული მიყურებდა.
- რას მიყურებ? - მივუბრუნდი და სასაცილოდ დავდექი. ნიკას სიცილი აუტყდა, ბიჭმა გაოცებულმა შემომხედა.
- ბოდიშით,ძმებო,ნასვამია - ძლივს თქვა ნიკამ სიცლით და მარჯანიშვილის მეტროში გამათრია ვაგონიდან. - ნია, მეორედ აღარ დაგალევინებ..
- მე თვითონ დავლევ, ვოტ ტაკ!! - არ ვცხრებოდი. ასეთი ლაღი და თავისუფალი არასდროს ვყოფილვარ. - ფუფ, არყის სუნი გიდის - ვუთხარი ნიკას და ორივემ სიცილი ავტეხეთ.
- ვიცეკვოთ - მითხრა ნიკამ და მეტროს შუაგულში ცეკვა დავიწყეთ.. ხალხი ღიმილით გვიყურებდა. ჩემმა ბიჭმა მალევე სახლში მიმაცილა.
- ნასვამი ხარ? - კარებშივე მიუვიდა დედას არყის სუნი.
- არა დედა, დალეული ვარ!
- სად იყავი.. ნია შენ გელაპარაკები..
- მე და ჩემმა შეყვარებულმა თითო ჭიქა ვხუხეთ, რა, არ შეიძლება?!
დედას თვალები შუბლზე აუვიდა.
- კობა!!! - დაუძახა მამას
- მეგი რა გაყვირებს.. - ოთახიდან გამოვიდა მამა
- შენი შვილი ნასვამი მობრძანდა.. არყის სუნი უდის.. ნასვამია.. მთვრალია!! მინდა რომ აუკრძალო იმ ბიჭთან შეხვედრა..
- რაო რაო? - თითქმის დავიღრიალე. - სულ რომ სახლიდან გამაგდოთ ნიკას ნახვას ვერ დამიშლით, ვერა!
- დაწყნარდი მამი - მითხრა მამამ და ჩამიხუტა - არავინ არაფერს არ დაგიშლის. შენ ახალგაზრდა ხარ, ყველაფერი წინ გაქვს, დატკბი ამ უაზრო ცხოვრებით
- კობა! - დაიყვირა დედამ
- მეგი, ჩვენ ცალკე ვილაპარაკებთ, ნია, შენ გამოიძინე.
- ყველაზე მაგარი მამა ხარ მთელს მსოფლიოში და დედა.. - მივუბრუნდი დედას- თუ შენი შვილის ბედნიერება არ გინდა, პირდაპირ თქვი, ნიკა არაფერ შუაში არაა..
ოთახში შევედი. ტანსაცმლიანს დამეძინა. მეორე დილით თავი მისკდებოდა, ბალიშიდან ძლივს ავწიე.10 საათი ხდებოდა.სამზარეულოში გავედი, მაცივარში ნაბეღლავი ვიპოვე და აღმონაჩენით ბედნიერი ოთახში დავბრუნდი. წყალი გადავივლე, თავი მოვიწესრიგე და ლიზის დავურეკე.
- ხო ნია, სად იყავი გუშინ გირეკე..
- ნიკასთან ერთად ვიყავი, რას შვები სად ხარ?
- უნივერსიტეტში და კარგს იზავ თუ გამოხვალ.
- კარგი მოვალ.
-გელოდები.
ტელეფონი გავთიშე და ნიკამ დარეკა
- ბატონო..
- ცოცხალი ხარ?
- კი, თავი მტკიოდა, ცოტა გადამიარა..
- მისმინე პატარა, მე ვმუშაობ დღეს.. საღამომდე ვერც დაგირეკავ ვერც მოგწერ..
-არაუშავს, თავს გაუფრთხილდი, მე უნივერსიტეტში უნდა გავიდე, სემინარი მაქვს, ლიზიც უნდა ვნახო.
-კარგი, ჭკვიანად.. მიყვარხარ
- მეც..
- შენც..რა შენც??
- ოო რაც შენ..
გამიცინა,საღამომდე დამემშვიდობა. უნივერსიტეტში გავედი, მთელი დღე ბიბლიოთეკაში გავატარეთ, შინ 6 საათისათვის დვბრუნდი. სახლში შესულს საოცარი სურპრიზი დამხვდა.. სუფრასთან ლუკა იჯდა.
- დედა ნახე ვინ დავპატიჟე ჩვენთან - შემომეგება დედა. სახე ამელეწა
- როგორ ხარ ნია? - თითქოს ჩვეულებრივი ხმით იკითხა ლუკამ, მაგრამ როგორ მძულდა ახლა მე ეს ხმა.
- დედა, მე გთხოვე ამის დაპატიჟება?
- ამას სახელი აქვს, ლუკა ჰქვია - თქვა ლუკამ და წამოდგა - მე წავალ ქალბატონო მეგი, ხომ გითხარით არ ესიამოვნება-მეთქი ჩემი ნახვა.. - თითქოს დიდი გულის ტკივილით წარმოსთქვა ეს სიტყვები.
- კარგს იზავ თუ წახვალ.. - ვთქვი და ოთახისკენ წავედი
- აბა ის არაფრის უმაქნისი ბიჭი გირჩევნია ამ ანგელოზივით ბიჭს? -დაიყვირა დედამ. ოთახის კართან გავქვავდი, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა ვიდრე დედასგან ეს სიტყვები გამეგონა, ნელა მოვტრიალდი, ჯერ ლუკას კმაყოფილ სახეს წავაწყდი, მერე დედაჩემის გააფთრებულ თვალებს.
- მისმინე - მივედი და წინ დავუდექი დედას- ნიკა უმაქნისი არ არის... ეს სიტყვა თუ ვინმეს შეეფერება, აგერ მაგ სიტყვის შესაფერი საზოგადოების წარმომადგენელი გვერდით გიდგას! - დავიღრიალე და სახლიდან გამოვვარდი
- სად მიდიხარ? - კიბეებზე ჩამომყვა დედა. არ გავჩერებულვარ გიჟივით მივრბოდი, შებინდებული იყო. ლიზის დავურეკე
- ხო ნია
- ლიზ სად ხარ?
- სოფელში მივდივართ.. რა ხდება?
- ჯანდაბა.. ახლა მოგინდა სოფელში წასვლა?
- ჩემები მიდიან და მეც მივყვები, ბებო არ მინახავს რამდენი ხანია.. რა ხმა გაქვს
- სახლიდან გამოვიქეცი.. დედაჩემმა სახში მისულს ლუკა დამახვედრა.. საყვარელი სასიძო ყავს..
- რაა???? ახლა რა უნდა ქნა? მისმინე, გასაღებს დაგიტოვ, დარჩი ჩემთან..
- არა ვერ დავღცები ეგრე
- მაშინ დავრჩები, გამოდი მიდი.
- არა წადი სოფელში, მომიკითხე ბებო
- მერე შენ?
- ნიკასთან გავალ.
- კარგი, ჩემთან ყოფნას ნიკას ჩახუტება გირჩევნია, დაწყნარდები მაინც.
- მიდი, კეთილი მგზავრობა. - გავთიშე, მინდოდა ნიკასთვის დამერეკა მაგრამ ტელეფონმა ერთი საწყალობლად დაიწრიპინა და გამოირთო. არაუშავს, ჩუმად ვესტუმრები.. მეექვსე სართულზე ძლივს ავედი. კარზე დავაკაკუნე. არავინ გამიღო.. ალბათ სამსახურშია, გავიფიქრე და კიბეზე ჩამოჯექი. ერთი საათის შემდეგ ნიკაც დაბრუნდა.კიბეზე ამოდიოდა,ცალ ხელში პარკი ეჭირა, მეორე ხელით სიგარეტის ღერი. ზემოთ ამოიხედა და კიბეზე ჩამომჯდარი რომ დამინახა გაშტერდა.წამოვდექი.
-აქ რას აკეთებ? - გაოცებული იდგა.
- სახლიდან წამოვედი, ლიზისთან ვერ დავრჩი და ვიფიქრე...
- ამაზე მეტად ახლა ვერაფრით გამახარებდი.. - მითხრა და კიბეებზე სწრაფად ამოირბინა. სახლში შევედით.ყველაფერი მოვუყევი.
სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.მაკარონი გავუკეთე, დაღლილი იყო. თვალებს ძლივს ახელდა.
- ალბათ გეძებენ შენები...
- მეძებონ.. - ვთქვი, ჭურჭელი კარადაში შევალაგე და გვერდით მივუჯექი.- დავიძინოთ.
- მე მარტო ერთი საწოლი მაქვს - მითხრა და წარბები სასაცილოდ აქაჩა ზემოთ.
- მერე რა? თუ გგონია რომ შენს გვერდით არ დავიძინებ ძალიან ცდები...
სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ უეცრად მაკოცა. დავიბენი. თავი დავღუნე,არაფერი უთქვამს.კარზე ზარი იყო
- ვინმეს ელოდები? - ვუთხარი და წამოვდექი
- არავის... - თქვა და კარისკენ წავიდა. - შენები არიან .. - თქვა და არ გააღო-მეთქი უნდა დამეყვირა და კარები სწრაფად გამოაღო. დედაჩემი შემოვარდა,უკან მამა მოყვა.
- ნია! ვიცი რომ აქ ხარ! - ყვირილით შემოვარდა სამზარეულოში დედა. ხმა არ ამომიღია, დედას მამა მოყვა, ნიკა მამას უკან იდგა თავდაღუნული. - ხმა ამოიღე, რა ჯანდაბა გჭირს, რამ გადაგრია? - ყვიროდა დედა, მამას გავხედე, ჩუმად იდგა.
- დედა,რა გინდა?
დედა ნიკას მიუბრუნდა
- შვილი გამიგიჟე ხო, ჯერ სახლში მთვრალი მოვიდა, ახლა სახლიდან გაიქცა, შემდეგი რა იქნება? შენ გეკითხები!
ნიკას ხმა არ ამოუღია. დედაჩემის ყოველი სიტყვა გულზე მხვდებოდა.
- დედა, ისე ნუ იზავ რომ სახლში აღარასდროს დავბრუნდე და იმას,რაც მე მინდა ნიკას ნუ აბრალებ, გასაგებია?
- რა გინდა? აქ ცხოვრება? - თვალი მოავლო ოთახს და მეტი ვეღარ მოვითმინე.
- მეგი ზედმეტი მოგდის- თქვა მამამ
- დაივიწყე რომ შვილი გყავს, დაივიწყე! და წადი აქედან! - დავიღრიალე, ნიკა მომმვარდა, დედამ კი არც აცია,არც აცხელა და სილა გამაწნა.
- წავედით - უთხრა მამას.
- მეგი მეტისმეტი მოგდის, ახლავე ჩადი და მანქანაში დამიცადე! - გადაჭრით თქვა მამამ, ხმაში ბზარი გაჩნდა, დედა უსიტყვოდ დამორჩილდა. - დასხედით.. - გვითხრა მამამ და თვითონაც მიუჯდა მაგიდას.ნიკას ხელი მაგრად მქონდა ჩაბღაუჭებული.
- ნია, რა ხდება ამიხსნი?
ყველაფერი მოვყვები, რა გააკეთა ლუკამ, რომ დედამ ლუკა დამიპატიჟა... და ისიც რომ ნიკა მიყვარდა. ნიკა კი ხმას არ იღედა, დამნაშავე ბავშვივით იჯდა.მამა დიდხანს გველაპარაკა ორივეს, ისიც აღიარა ნიკა მომწონს და ვიცი რომ არაფერი შეეშლებაო, ამის გაგონებაზე ნიკას გული მიეცა და ხასიეთზე მოვიდა, დიდი ხვეწნის შემდეგ მამას სახლში დაბრუნებაზე დავთანხმდი.
- მე ჩავალ მანქანაში დაგიცდი - თქვა მამამ და ნიკას დაემშვიდობა.
- ნიკა.. ბოდიში..
- ბოდიშს რისთვის მიხდი? დედაშენმა სიმართლე თქვა, რას უნდა ელოდო ჩემგან? ჩემს გვერდით არაფერი გექნება...
- და ვისთან მექნება? ლუკასთან?ნიკა სისულელეს ამბობ.. არაფერი არ მაინტერესებს, გესმის?
-ჩამეხუტე - თქვა და პატარა ბავშვივით გაშალა ხელები.


( აბა როგორ მოგეწონათ?? ^_^ პატარა თავის გამო მომიტევეთ... ხვალ ქალაქიდან გავდივარ მეგობრებთან ერთად და ვერ მოვახერხებ დადებას  ველოდები თქვენს შეფასებას, დამოკიდებულებას ისტორიის გმირების მიმართ <3 მიხარია რომ ასე აქტიურობთ, თქვენი მარიამი <3 )



№1  offline მოდერი bibo

არ წამიკითხია ჯერ ბოლო ვნახე და აი ვგჟდები ასეთ გოგოებზეეე ი ....ცემი ბისკვიწია ნიკა მიყვარს და გადმომიგდე რა არ მინდა მე შევფუთავ რაა არ შეგაწუხებ მაგაზე :* :* :* :* *: ვგიჯჟდები შენზე მეშოკოლადები მეტორტებიი love love love love ჩემი ცხოვრება ტკბილი ხარ შოკი მოკი კოკი და საოცრება ვგიჟდები შენზეეე მიყვარხარ შოკოლოდაოო ჩემი ბისკვიწი ხარ ჩიტოოო love love love love დიდ დიდ თავებს ველი გელი გელი მოგელიიიი...... ნიკა არ დამიჩაქგრო თორე მიგაჩაქუჩებ love love love love love მიყვარხარ მე შენ Dალიან უDალიანესად love love

 


№2  offline წევრი Firefly

ძვირფასო მარიამ,უ'ნიჭიერესი გოგო ხარ ასეთი თბილი ისტორიით რომ გვანებივრებ♥
ნიკაზე ვგიჟდები,იდეალური ადამაჩემთვის,საოცრად მეამაყებაესწყვლი და ძალიან მინდა მათი ბედნიერება♥
--------------------
M.T

 


№3  offline წევრი Masho_97

Firefly
ძვირფასო მარიამ,უ'ნიჭიერესი გოგო ხარ ასეთი თბილი ისტორიით რომ გვანებივრებ♥
ნიკაზე ვგიჟდები,იდეალური ადამაჩემთვის,საოცრად მეამაყებაესწყვლი და ძალიან მინდა მათი ბედნიერება♥

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ <3 ^^

bibo
არ წამიკითხია ჯერ ბოლო ვნახე და აი ვგჟდები ასეთ გოგოებზეეე ი ....ცემი ბისკვიწია ნიკა მიყვარს და გადმომიგდე რა არ მინდა მე შევფუთავ რაა არ შეგაწუხებ მაგაზე :* :* :* :* *: ვგიჯჟდები შენზე მეშოკოლადები მეტორტებიი love love love love ჩემი ცხოვრება ტკბილი ხარ შოკი მოკი კოკი და საოცრება ვგიჟდები შენზეეე მიყვარხარ შოკოლოდაოო ჩემი ბისკვიწი ხარ ჩიტოოო love love love love დიდ დიდ თავებს ველი გელი გელი მოგელიიიი...... ნიკა არ დამიჩაქგრო თორე მიგაჩაქუჩებ love love love love love მიყვარხარ მე შენ Dალიან უDალიანესად love love

ვაიმე სად იტევ ამდენ სიითბოოს შეენ ^_^ <3 მადლობა საყვარელო

 


№4  offline წევრი Lana Tomlinson

ვაიმე რა საყვარლობაა.ნიკა მიყვარს მე :((( :დდ არა ისე მეგი მყავდეს წინ,თმებით კარგად ვითრევდი მაგრამ მასაც უნდა გავუგოთ,მაინც დედაა და შვილისთვის კარგად ის მიაჩნია რაც გაკეეთა.ნიას მამაზე ვგიჟდები,მაგარი კაცია :დდ ნიაზე ხო საერთოდ მაგრამ ეს ალექსანდრეც შოკია,თავის მაკოსთან ნერთად <3 მოკლედ,ველოდები ახალ თავს <3

 


№5  offline მოდერი bibo

Ai wavilitxe da gavgijdi ise momewona vpren shenze usashinled kargi xar sityvebi ar myopnis am saitis naxva girda shen gamoooo.meshokoladebi metkbilebi metortebi merafelobei chemi shoki moki gogo xar......sityvebic ar myopnis iseti iyo.cxovrebiseulia ai ise gelodebi yoveltvis ro raviii wamebs vitvli chito.ai nika kide mebiskviweba.rao xval ver davdebo ginda gulm damartyas dagedo valad :D kai avitan erti dge rameprad gaudzlrbs erti bewo guli amas :D samagierod zeg didizedDidze dididze did tavs dadeb tore icode migachaqucheb shen gogoni icode :D :D miyvarxar me udzalianesad shenooo

 


№6  offline წევრი hazzacurly

საუკეთესოა რაც ეხლა ვიპოვე, გასაოცარი მომენტები იყო და ვაღიარებ რომ ჯერ მოთხრობა ასე არ მომწონებია, ლუკა ძალიან მომეწონა თავიდან და დიდი იმედიმქონდა მათი ერთად ყოფნის მაგრამ ნიკამ თავი შემაყვარა მალევე გავგიჟდი ისე მომეწონა... წარმეტებები და აბა ველოდები შემდეგ უმაგრეს თავს
ერთგული მკითხველი ჰაზაქარლი! <3

 


№7  offline წევრი gvanciii kereselidze

Dzalian magari iyoo niazee da nikazeee vgijdebiii
--------------------
G.ke

 


№8 სტუმარი A

Ao ra vtqva ar vici.... Umagresi da usayvarlesis. Momwons es giji wyvili. Saocrad uxdebian ertmanets......magaria.

 


№9 სტუმარი Black

Masho umagresi gogo xar meti ra vtqva,magari tavi iyo da velodebi gagrdzelebas

 


№10  offline წევრი tvinischia

Kai gmerto meketeba nikaze da niazeeee ❤ sityvebi zedmetibdzaan kargad weer da cota gazarde tavebira

 


№11 სტუმარი EmiIy

Nikas istorias guli damewva(( vfiqrob rom unda moandomebino da iqneb saswavli ramenairad da cxovreba gaaagrdzelos adamianivit, dzalian mtkiva nikas gancdebii da am nias dedas mouxerxe rame :dd magari gogo xar❤ warmatebebi velodebi shemdeg tavs

EmiIy
Nikas istoriaze guli damewva(( vfiqrob rom unda moandomebino da iqneb aswavlo ramenairad da cxovreba gaaagrdzelos adamianivit, dzalian mtkiva nikas gancdebii da am nias dedas mouxerxe rame :dd magari gogo xar❤ warmatebebi velodebi shemdeg tavs

 


№12  offline წევრი Masho_97

მააადლობააააა საყვარლებოო დიდი, ხვალ დავდებ მომდევნო თაავს ❤

 


№13  offline წევრი Natalo

აი, მოომწონს ძალიაან ^^
ტკბილიი, თბილიი, გემრიელი და რავიი, რაა, უსაყვარლესობა მოთხრობაა. ^______^
ველი ამ მოთხრობას მთელი გულით, და არ დაგვიგვიანოო. :(

ნიკა მომწონს, მომწონს, მიყვარს, მიყვარს <3 <3
ნიაც კარგი გოგოა ^^

ავტორ, შენ ხო საერთოდ, ჯიგაარ ;დდდ
<3 <3

 


№14 სტუმარი nino k.d..

kidev kargi gadavatvaliere torem mrcheboda wasakitxi. dzalian momwons es istoria da ver vitan megis fuu sadzidzgari arseba. nikae vgijdebi da es adrec avgnisne. luka chakali miadzagle moadzagle rame uqeni ra nervebs mishlis. ecade male dado ra tu arada didi tavi mainc dade

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent