"განშორების სევდიანი ფერი"
პროლოგი.... ამ ქვეყანაზე ყველას აქვს თავის წილი გაჭირვება და დარდი.სხვადასხვანაირი,მაგრამ მაინც..ზოგს ოჯახი არ ჰყავს,ზოგს მშობლები ან რომელიმე მშობლით ობოლია.ზოგს კი სერიოზული დაავადება სჭირს და ამით იტანჯება.... შეიძლება გვერდით უამრავი ადამიანი გყავდეს,მაგრამ მაინც მარტო იყვე... ამ ყველაფერზე მინდა ერთი ისტორია მოვყვე,რაღაც მართალია,რაღაც კი ტყუილი. ეს ამბავი მოგვითხრობს ორი ერთნაირი ახალგაზრდის ცხოვრებას,მათი სიყვარულის ა ამბავს,მათი მეგობრებისა და ოჯახის წევრების ცხოვრებას... 1 თავი. ზამთრის სუსხიან დილას,მიას პატარა ძამიკო აღვიძებს. -მია,მია..-სანდრო ყვირილით შევიდა ოთახში.-გაიღვიძე,წამოდი ვისაუზმოთ(სანდრო). -ჩემი მოუსვენარი ბიჭი.-ძამიკოს ჩაეხუტა.-ვინ არის ჩემი ცხოვრება?(მია) -მე!მე!(სანდრო)-პატარამ ეს დიდი სიხარულით თქვა და დაიკოს ჩაეხუტა. და-ზმა ქვევით ჩავიდა სასადილოდ. -მია,დღეს რაღაც სასწრაფო საქმე მაქვს,შეგიძლია სანდრო შენ წაიყვანო ბაღში?(ნონა-მიასა და სანდროს დედა) -კი დედა,რა თქმა უნდა.-მია ქვემოთ ავიდა და წასასვლელად მოემზადა,რომ დაურეკეს.-დიახ?(მია) -სალამი მია.დამიანი ვარ,როგორ ხარ?(დამიანი - მიას კლასელი და....)-მიას ძალიან ესიამოვნა მისი ხმის გაგონება. -კარგად.რა ხდება?(მია) -მინდოდა გამეგო,დღეს ხომ მოდიხარ?(დამი)-რაღაც სისულელე მოიფიქრა. -კი მოვდივარ.დამი უნდა წავიდე საქმე მაქვს(მია)-საუბარი გაუწყვიტა.. სანდრო ბაღში დატოვა თვითონ კი მეგობრების სანახავად წავიდა კაფეში. -ჩვენი გოგო მოვიდა(თეკლა-მიას ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი)-გახარებული წამოხტა და ჩაეხუტა. -მომენატრეთ..(მია) -მია,იცი? სალოს ახალი ბიჭი ყავს(თეკლა)-მხიარულად უთხრა. -უკვე ახალი?-გაოცებულმა წამოიძახა და თეკლას მიუბრუნდა.-ჩვენც უნდა ვიღონოთ რამე(მია)-სიცილით უთხრა. -თქვენ პრინცს ელოდებით(სალო-მიას მეორე საუკეთესო დაქალი) -რას ამბობ,სალო,მე მეფეს ველოდები(თეკლა) -გეყოფათ,მელიის სიზმრებს ნუ ნახულობ(მია) -ამას უყურეთ,თვითონ სულ დამიანთან ერთად არის.არაფერი ანაღვლებს(სალო)_სიცილით უთხრა მეგობარს. -მორჩით რა!ის უჟმური ადამიანია,მისნაირები არ მომწონს(მია) -ოჰ,ვითომ რას უწუნებ?(სალო) -მასწავლებელთან მაგვიანდება კარგად(მია)-ვერაფერი მოიფიქრა და თავი ამით დაიძვრინა. დამიანი და მია თითქმის მთელი დღე ერთად იყვნენ,სანამ მეორე მასწავლებელთან შესვლის დრო დადგა,ერთად ისხდნენ. -მია,ახალი რა ხდება?(დამი)-გაუბედავად დაიწყო. -არაფერი.შენთან?(მია)-დამიანს უნდა ეპასუხა,როდესაც მიას დაურეკეს. -გისმენ ლუკა(მია)- ლუკა მისი მეგობარია,ხმიარული ხმით დაელაპარაკა. -ლამაზო,შენი ნახვა მინდა..რაღაც უნდა გითხრა(ლუკა) -მასწავლებელთაან შევდივარ და საათ-ნახევარში გნახავ(მია)-დამიანი გაბრაზდა,მაგრამ არ შეიმჩნია. -კარგი გამოგივლი,დროებით(ლუკა)-დამიანს რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ არ აცადა ისე წამოდგა. -წასვლის დროა(მია) -შეგვიძლია ვილაპარაკოთ?(დამი) კი,ოღონდ მოგვიანებით(მია)-ზურგი აქცია,როდესაც მიდიოდა დამიმ გააჩერა და მაგრად მოკიდა ხელი. -როდესაც გელაპარაკები ზურგს ნუ მაქცევ!(დამი)-გაბრაზებული უყურებდა.. -გამიშვი!გითხარი სხვა დროს!(მია)-ის მაინც უკან გაბრუნდა და წავიდა. საათ-ნახევარი დამიანს მისთვის თვალი არ მოუშორებია მისთვის. გამოსვლისთანავე ლუკა დახვდა. -ჩემი ლამაზი.-მიას გადაეხვია.-როგორ მომენატრე(ლუკა) -კარგი(მია)-მოკლედ მოუჭრა რადგან დამიანიც იქ იდგა. გაბრაზებული უყურებდა და ბრაზისგან ხელს მუშტავდა. -მე დამიანი ვარ(დამი)-მაშინვე გაეცნო და ხელი გაუწოდა. -მე კი ლუკა.-ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.-წავიდეთ?-მიას მიუბრუნდა. -წავედით(მია)-ისე უპასუხა,რომ დამიანისთვის თვალი არ მოუშორებია. -რამე სერიოზული საქმე ხომ არ გქონდათ?(ლუკა) -არა.მითხარი,რა ხდება?(მია)-ნაძალადევი ღიმილით უთხრა. -მია,დიდი ხანია გიცნობ,ვიცი როგორი ხარ...-ლუკა ნელ-ნელა ამბობდა სათქმელს.-იცი?მიყვარხარ.-მიას სახე შეეცვალა. -ვიცი ლუკა და მეც მიყვარხარ როგორც მეგობარი და ჩემი უფროსი ძმა(მია)-მან სიმართლე უთხრა. -მე,როგორც მეგობარი,კი არა,როგორც გოგო ისე მიყვარხარ.შენთან მინდა ყოფნა(ლუკა).-მიამ ძლივს ამოიღო ხმა. -ლუკა,მე მხოლოდ მეგობრულად გიყურებ..(მია)-ლუკამ სიტყვა გააწყვეტინა. -მაგრამ,მია...სხვა მოგწონს?(ლუკა)-მან გვერდით გაიხედა მაგრამ არაფერი შეიმჩნია. -მე..უნდა წავიდე(მია)-კითხვაზე არ უპასუხა. სახლში მას დაღვრემილი დედა დახვდა,რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა,როდესაც სანდროს ძლივს უყურებდა. -დედა..ხომ ყველაფერი კარგად არის?(მია)-ნონას გვერდით დაუჯდა. -კი,შვილო,უბრალოდ ვერ ვარ კარგად(ნონა) -მამა სა არის?(მია) -გვიან დაბრუნდება(ნონა)-მიამ ძმას აკოცა და ოთახში ავიდა. საწოლზე წამოწვა და ლუკას ნათქვამზე დაიწყო ფიქრი,ამასთან დამიანზეც,მაგრამ სწავლა დაიწყო,რადგან ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო... ------------- წაიკითხეთ და შეაფასეთ მეგობრებო... ჩემი მეორე მოთხრობაა ამ გვერძე,იმედია მოგეწონებათ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.