შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკომანია (6)


26-01-2016, 20:27
ავტორი khatuna
ნანახია 1 820

როცა თვალები გაახილა თეთრი ჭერი დაინახა მერე თავი მარჯვნივ გადაატრიალა და ირაკლი დაინახა. საერთოდ არ ესიამოვნა ირაკლის დანახვა.თან შუქი ანათებდა თვალებში და ბუნდოვნად ხედავდა ყველაფრეს.. ხელის გულზე ვიღაცის თითებს გრძნობდა.. ძალიან ნაზ და გრძელ თითებს.. თავს ვეღარ წევდა გვერძე.. მაგრამ გრძნობდა .. ქალის ხელები ეფერებოდნენ.. მთელი სულით და გულით ახლა უნდოდა ეს ტასოს ხელები ყოფილიყო და შვებით ამოისუნთქებდა .. სახეზე იგრძნო ნაზი თითები.. თავს ძალა დაატანა და მარცხნივ მჯდომ გოგონას გახედა. უცებ შვების მაგივრად ძალიან დიდი თავსატეხი გაქჩნდა მისთვის... ვიღაც გოგოს , საერთოდ რომ არ ყავდა ნანახი , ფეხი ფეხზე გადაედო და ლევანს სულელივით უცინოდა.ლევანმა როგორც კი გაიაზრა , რომ ამ გოგოს არ იცნობდა ხელი სწრაფად გაწია გვერძე და წარბები შეკრა. ექთანი ეგონა . მაგრამ ტეტრი ხალათი არ ეცვა და თან ძალიან გამხდარი და ძალიან ბუნებრივი ჩანდა. აქ ექთანებს ტონა საღებავი უსვიათ სახეზე. ირაკლი ლევანისკენ წამოიწია და გოგონაზე თითი გაიშვირა.

- ეს ის გოგოა რო გეუბნებოდი. - მერე გოგოსკენ გაიხედა. - ეს ლევანაა. (იცინის) გაიცანით ერთმანეთი..
- ალბათ ლევანი გინდოდა გეთქვა.. - გაბრაზებული ხმით ძლივს ამოღერღა ლევანმა.
- ოჰოჰო. რამნიშვნელობა აქვს პასპორტში რა გიწერია. მეგობრებისთვის ლევანა ხარ!
- ვინ გითხრა ლევანას შენი დახმარება ჭირდებაო? ექიმები დაილია აქ?
- მადლობის ნაცვლად ჩხუბზე გადადიხარ?!
- რაზე უნდა გითხრა მადლობა? ნერვებს რომ მიშლი?
- კარგი კარგი.. თეკლა წამოდი წავიდეთ. იყოს მარტო აქ.
- მე თეკლა მქვია. ექიმმა მთხოვა ცოტახანი დავრჩენილიყავი. მოვა მალე.
- უხდებით ერთმანეთს. - როგორც ყოველთვის ირაკლის რაღაც სისულელე უნდა ეთქვა საუბრის დროს.

ექიმი როცა შემოვიდა. ირაკლიმ თეკლას ხელი მოკიდა და გაიყვანა.. თეკლა თავისით ვერ მოხვდა , რომ უნდა გამოსულიყო. იჯდა და უცინოდა. გარეთ გავიდნენ და ირაკლი კითხვებით არ ასვენებდა თეკლას.

- მოგწონს? (ირაკლი)
- რა?
- ლევანი.
- რას ნიშნავს მომწონს?! არ ჩანს ცუდი ბიჭი.
- ხო თავიდან არ ჩანს ხოლმე.
- გშურს!
- რისი?
- გოგოები , რომ აღარ გეხვევიან.
- გამაცინე..
- იცინე ხო.. მართალს არ ვამბობ? რა დრო იყო შენ რო იყავი აქ სიმპატიური ბიჭი.
- მე ახლაც სიმპატიური ვარ.
- ლევანის ფონზე აღარ. - ირაკლიმ ისეთი სახით გახედა თეკლას , თეკლამ იფიქრა ჯობია მოვშორდეო და ცოტა წინ წაიწია.მერე ექთანმაც დაუძახა და გაიქცა. ირაკლი ნელი ნაბიჯებით სეირნობდა ეზოში.. გაბუტული ბურტყუნებდა: " ლევანა" ..

***
ტასო უკვე თავის სახლში ატრებდა დიდ დროს. თან არც მეგობრებს ეკონტაქტებოდა არც დედამისს ელაპრაკებოდა ბევრს. ყოველ ღამე ტიროდა. ძალიან ენატრებოდა ლევანი. თან ვერავის ეუბნებოდა ამას. ერთადერთი მისი და ეხვეწებოდა მომიყევი რახდებაო , მაგრამ მისი დისადმი უკვე დიდი ხანია უნდობლობა აქვს და არც არაფერს მოუყვებოდა რაც არ უნდა ეთქვა.. ხანდახან ეხოტებოდა და ისე ტიროდა ხოლმე, მაგრამ მოყოლით არაფერს მოუყვებოდა. სულ უნდოდა ლევანთან წასულიყო , მაგრამ მაქსიმეც უშლიდა მის გარეშე წასვლას და ლევანმაც უთხრა არ მოხვიდეო.

*** 10 დეკემბერი.
უკვე ერთი კვირა იქნებოდა გასული მას შემდეგ რაც ლევანი მკურნალობს. ყელში ამოუვიდა იქ ყოფნა , მაგრამ მაინც თავს ძალას ატანდა.. თავს აჯერებდა ,რომ აუცილებელი იყო მისი იქ ყოფნა და ხშირად იმეორებდა: " მხოლოდ ტასოსთვის"!
ირაკლი და ის ვიღაც გოგო ხომ ვერ მოიშორა და როცა გადაწყვეტდა გარეთ გასვლას და საკუთარ თავთან მარტო დარჩენას სწორედ მაშინ გამოჩდებოდნენ ხოლმე. ცდილობდნენ ლევანი გაემხიარულებინათ მაგრამ რტომრაც ვერ ხვდებოდნე რომ თავს აბეზრებდნენ.. თითქოს ასეთ მდგომარეობაში თითონ არ ყოფილან.. ნიკოტინის და ნებისყოფის ჭიდილში. საშინელი მდგომარეობა ქონდა ლევანს.. სულ ცუდად ხდებოდა და აკანკალებდა ხოლმე, სახე უჭკნებოდა. ძალა მთლიანად გამოცლილი ჰქონდა.. სიკვდილის პირას იყო მისული. საერთოდ არ ეძინა.
ერთ ღამეს ძლივს ჩაეძინა ლევანს და ისიც ხმაურმა გამოაფხიზლა. ძალიან არუნდოდოა საწოლიდან ამდგარიყო .. ამ სიცივეში. ძლივს და კანკალით ადგა საწოლიდან მოიხვია პლედები და ფანჯრიდან გადაიხედა. ყველა გარეთ იყო გასული და ჟრიამულობდნენ.. თოვლი მოდიოდა. ბარდნიდა... ძალიან პატარზე იყო მოფენილი მწვანე ხელოვნურ ბალახზე ფიფქები. ყველას ძლაიან უხაროდა.. თითქოს პირველად ნახეს თოვლიო.. ლევანი კანკალებდა და როგორც კი დაინახა როგორ თოვდა საერთოდ გაითიშა.. ძალიან უყვარდა ლევანს თოვლი .. ბავშობაში სულ გარეთ იყო და ბავშვებთან ერთად გუნდაობდა.. ყველაფერი ისე მკაფიოდ გაახსენდა.. ჩაეცინა და ფიქრებიდან ვინ გამოიყვანდა თუარა ირაკლი და თეკლა. როგრც კი ირაკლის ხმა გაიგო... თვალები დახუჭა და ნერწყვი გადაყლაპა. იმედი ქონდა რომ მოეჩვენა..

- თოვსსს!!! წამოდი! (ირაკლი.)
- არმინდა. მცივა.
- აუ გამოდიი! (თეკლა).
- იყოს აქედან ვუყურებ.. თან ხვალ დადებს და მერე გამოვალ. - საერთოდ არუსმენდა თეკლა მივიდა ,თბილი სვიტრი მიუგდო ჩაიცვიო. ლევანი მაინც დანებდა.. იცოდა ვერ მოიშორებდა ამათ. ხელი მოკიდა თეკლამ და გარეთ გაარბენინა.
ძალიან კი ციოდა , მაგრამ მაინც ყველა მხიარულად იყო, თითქოს ვერ გრძნობდნენ სიცივესო. ირაკლიმ სკამებიდან შეაგროვა თოვლი.. კარგა ხანს აგროვებდა ბევრი რომ გამოსულიყო, მერე ლევანს მიახლოვდა მაისური გაუწია და შიგნით ჩააყარა. ლევანმა შეჰკივლა და შიგნით შევარდა.. ირაკლი სიცილისგან ძირს დაეცა.. მერე ლევანს ბოდიში მოუხადა და ისევ გარეთ გამოიყვანა. ამჯერად ლევანი კარებთან იდგა და გაბრაზებულ ისახით უყურებდა ირაკლის.

- რა იდიოტი ხარ. (ლევანი)
- ვაიმეე როგორ შეგეშინდა.
- რისი შემეშინდა.
- აბა რატო კიოდი.
- ჯერესერთი არ ვკიოდი და მერე მეორე ცივი იყო. და შენთვის ახალი ამბავია ის რომ თოვლი ცივია? აქ შენნაირებისთვის ცალკე პირველი კლასისი მასალა უნდა ისწავლებოდეს.
- ჰაჰაჰჰაჰა.. იუმორით ხარ დაჯილდოვებული. ეგ ხასიათი თანდაყოლილია თუ მერე შეიძინეთ?!

ერთმანეთთან კინლაობით არ დაიღლებოდნენ კარგა ხანს.. ამას თეკლაც მიხვდა . პატარა თოვლის გუნდა აიღო და ირაკლის ესროლა სახეში.ირაკლის ლევანი გადაავიწყდა და თეკლას გაეკიდა .. წააქცია და თოვლს აჭმევდა. ექთნებმა გააშველეს. ლევანმა ბოლოს ასე როდის იცინა არ ახსოვდა. ექიმებმა ჩვენი გიჟი პაციენტები დაინაწილეს და ოთახებში გაანაწილეს. უცებ ყველაფერი ჩაწყნარდა და ლევანიც მშვიდად დაწვა.. ვეღარ იძინებდა.. მასტან ერთად ოთახში ერთი ბიჭი იყო.. რომელიც ყველას ეკონტაქტებოდა ლევანის გარდა. არც ლევანას მოუკლავს თავი ამაზე ფიქრით.მხოლოდ დღეს ღამე შეამჩნია გულგრილობა..

- მოისვენე! ნუ ტრიალებ. - ლევანისგან მოშორებით, სხვა საწოლში იწვა ის ბიჭი მაგრამ მაინც გაკრა კბილი ლევანს.. იმედი მაქვს ასე ადვილად მოსათვინიერებლი არ ეგონა ლევანი.
- თუ რამე არ მოგწონს გარეთ გადი! - ამაზე ის ბიჭი გაჩუმდა და ხმა არ ამოუღია. მიხვდა ვერ გაიტანდა თავისას ლევანთან.

11 დეკემბერი.

დილით ყველა სიხარულით გავარდა გარეთ საგუნდაოდ, მაგრამ მზე აცხუნებდა და თოვლი მმხოლოდ ღობეებთან და შენობის თავზე იყო.. სკამებზე და ხელოვნურ ბალახე უკვე დამდნარი იყო. ყვეალს გული დაწყდა, მაგრამ ასეთი ამინდიც მოსწონდათ. ან ვალდებულები იყვნენ მოწონებოდათ და გარეთ გასულიყვნენ სხვა გზა მაინც არ იყო.
ლევანი გარეტ გავიდა და სკამზე ჩამოჯდა.. სკამები ალაგ ალაგ იყო განთავსებული და ყველაზე მოშორებით რაც იყო იქ დაჯდა ლევანი. რაღაც უცვეულო სიჩუმე იყო დილით.. ვერ ხვდებოდა რა აკლდა დილა უთენია.. მერე მიხვდა ირაკლი , რომ არ მღეროდა. ჯერ ეზოში დაუწყო ძევნა,ისე რომ თან მზად იყო შეშინებისთვის და თან არც იმჩნევდა , რომ ვიღაცას ეძებდა. გარეთ , რომ ვერ იპოვა შიგნით სევიდა და ბუფეტიდან ყველა ოთახს დაუყვა. არც თეკლა ჩანდა. მერე გრძელი სწორი , შავი თმები დაიანხა რომელიღაც კარებთან და თეკლა იცნო. ნელა მიუახლოვდა.. თეკლა გამოწია და შიგნით შეიხედა. ექიმები ეხვეოდნენ ირაკლის. ლევანს ძალიან შეეშინდა. უგონოდ ,რომ დაიანხა ირაკლი. თეკლამ ანიშნა და ორივე გარეთ გავიდნენ.

- რა მოუვიდა?
- არვიცი. ცუდად გახდა დილით.
- სერიოზულია რამე? - ხმა უკანკალებდა. ისეთი აღელვებული იყო , რომ მაშინვე შეატყო თეკლამ ნერვიულობა.
- შენ რა განერვიულებს? - მაცდურად უთხრა თეკლამ. იცოდა რომ ლევანს ირაკლის მდგომარეობა ანერვიულებდა და ის რომ კარგი მეგობრებიც გახდნენ , მაგრამ უნდოდა ლევანისგან გაეგო ეს.
- რას ნიშნავს რა მანერვიულებს! - სიმკაცრე დაიანხა თეკლამ ლევანის ხმაში.
- კარგიიი... არაფერი სერიოზული.. მალე კარგად იქნება.

დიდი ხანი ირაკლისთან იყვნენ ოთხაში. მერე ლევანი იმ თეთრხალათიანმა ადრე რომ მაქსიმეს ელაპარაკებოდა, დერეფანში გაიყვანა.

- შენთან სტუმრები არიან. (უღიმოდა)
- მაქსიმე?
- ხო. მიდი ნახე.

გარეთ რომ გავიდა მანქანა იცნო და გაეღიმა. ამდენიხანია არ უნდახავს მაქსიმე და ძალიან გაუხარდა , რომ ბრაზმა გდაუარა და სანახავად მოვიდა. ნელი ნაბიჯებით მიდიოდა მანქანისკენ. უცებ მარჯვენა კარი გაიღო და იქიდან ტასო გადმოვიდა. ლევანი გაშეშდა... გაშრა.. ადგილიდან ვერ იძვროდა.. ტასომ დაინახა ლევანი და მისკენ სირბილით გამოიქცა. ლევანიც გაინძრა ადგილიდან და ტასოსთან მიირბინა. ტასო ლევანს შეახტა. ფეხები წელზე შემოხვია და კოცნიდა. ლევანს თვალები ცრემლიტ ევსობოდა.. ტასომ კი ხმამაღლა დიაწყო ტირილი. მათი შეხვედრის სცენა ყველასთვის ამარელვებელი იყო და გარეთ მყოფი ადამინები ტაშს უკრავდნენ. თეკლამ დაინახა ეს სცენა და სიმწრისგან ეღიმებოდა. გაუხარდა და თან გული დაწყდა ვირაც გოგონას გამოჩენაზე.
ტასო ჩამოვიდა და ახლა ისე ეხუტებოდა ლევანს.. ვერ აშორებდნენ ერთმენეთს.. აუკრძალა აქ მოსვლა ტასოს, მაგრამ მისი დანახვა მაინც გაუხარდა. ერთამნეტს ძლვს დააშორა მაქსიმემ და მერე თითონ მოეხვია ლევანს.. შიგნით შევიდნენ ტასო და ლევანი.. მაქსიმე იმ თეთრხალათიანს ალაპარაკებოდა.. ყველაფერი გაიგო.. ცუდად ასე ხშრად რომ ხდებოდა ისიც. მაგრამ ცოტახანში გამოკეთდებაო აიმედებდნენ ექიმები. ლევანი და ტასო ერთად იწვნენ ჩახუტებულები საწოლზე. ერთამნეთს ეფერებოდნენ...

(მაინტერესებს თქვენი აზრი)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent