შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკომანია (3)


18-01-2016, 18:47
ავტორი khatuna
ნანახია 2 288

ტასომ და ლევანმა ძალიან იჩხუბეს, უფროსწორად ტასო ეჩხუბა ლევანს. ლევანი დაპირდა , რომ თავს შეიკავებდა ცოტახნით და აბებს არ მიიღებდა, მაგრამ პირობა ისევ დაარღვია , როგორც ჩვევია ხოლმე. იმ დღეს ტასო ლევანთან არ დარჩა და სახლში დაბრუნდა. ტასოს დედა ძალიან ნერვიულობდა ამდენიხანი , რომ არ ჩანდა და არც ტელეფონს პასუხობდა მისი შვილი. ტასოს და ნუცა ტასოზე პატარა იყო და არცთუ ისე კარგი ურთიერტობა ჰქონდათ დებს ერთმანეთთან. ტასო ,რომ არ ჩანდა ნუცაც დედასთან მიდოდა და შეფარვით , მაგრამ გამიზნულად ბევრ სისულელეს ეუბნებოდა.

- როგორ მანერვიოლებს... ეს სულელი გოგო. სად დადის , ვისთან არის , არაფერი არვიცი და არც მკითხულობს...
- შეყვარებული ყავს და რატო გავახსენდებით.
- ნუცა , მაგას შეყვარებული წლებია ყავს და რავიცი...
- ხო ვიცი , რატომ მოსწონს ის ბიჭი. წარმოიდგინე რამდენს შარს გადაკიდა,
- კარგი გაჩუმდი. მოვა.

ტასომ კარებზე დააკაკუნა და ნუცამაც უცებ გაუღო კარი.. არაფერი ჰკითხა იმის გარდა თუ სად იყო ამდენი ხანი..

- სად იყავი?!
- კარგად შენ როგორ ხარ?
- არ გვეცინება. იცი როგორ ვნერვიულობდით?!
- ხო გეტყობა...
- მე კი ვიცოდი სადაც იქნებოდი , მაგრამ დედა მაინც ნერვიულობდა..
- ამდენიხანი სად იყავი? არუნდა დამირეკო? - აღელვებული ეკითხებოდა დედამისი სოფო, ტასოს.
- დამშვიდდით , ყველაფერი რიგზეა.. ლევანთან ვიყავი.
- ხო არ გამაგიჟო ! - ნუცაც ჩაერთო საუბარში და თან მაცივრიდან "კოკა- კოლა" გამოიღო და ტასოს ენა გამოუყო.
- საერთოდ არ მომწონს ეგ ბიჭი. - სახე შეიცვალა ტასოს დედამ და სრული სერიოზულობით ეუბნებოდა იმას რაც იცოდა , რომ ტასოს არ ესიამოვნებოდა.
- ვიცი დედა ... მე კიდე მიყვარს. მიყვარს ხო გასაგებია? *ცოტა ტონსაც აუწია ტასომ*
- კარგი დამაშვიდდი. - ნუცამ სიცილი მორთო და კისკისით თავის ოთახში შევიდა თან თავისთვის ერთი ორჯერ ჩაიჩურჩულა " უყვარს"..


ტასოს დედამ თითქმის არაფერი იცოდა ლევანზე , ერთი ორჯერ ყავდა ნაანხი ისიც შორიდან. ფიზიკურად ცუდი ბიჭი არიყო ლევანი , მაგრამ გაცილებით სპორტული აღნაგობის ბიჭი უკვე შერჩეული ყავდა ტასოსთვის. ბექა იყო ტასოს დედსი რჩეული. ბექას ოჯახთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ტასოს და დედამისს. სანამ ბექა და ტასო გაჩნდებოდნენ მანამდეც. ბექა სულ მოგზაურობს და არც ახლა იყო ქალაქში.


ლევანს მაქსიმემ მიაკითხა და თან ძალიან შეშინებული იყო , რომ კარს არავინ გაუღებდა და ისევ თითონ მოუწევდა შესვლა და ლევანის საშინელ მდგომარეობაში დანახვა. კარის სახელური შეამოწმა და ერთდროულად გაუზარდა და ეწყინა , რომ კარი ჩაკეტილი დახვდა... ისევ დარეკა ზარი და კარიც ლევანმა ჩვეულებრივად გააღო. ლევანს ვერასდროს შეატყობდი როდის უხროდა და როდის მოწყენელი იყო ამიტომაც მაქსიმე სულ დაბნეული იყო ლევანის სახის გამომეტყებელბით და ბევრ კითხვას უსვამდა.

- როგორ ხარ ლეო?
- ლეო არვიცი ვინარის. - დაბოხებული ხმით უპასუხა ლევანმა. მაქსიმემაც კარები ენლა მიხურა და სახლში შევიდა.
- ვიზე ხარ გაბრაზებული?! შენს თავზე?!
- ხო.
- მე არვიცი რა გინდა. შენ აშავებ და მერე მაინც სხვას თხოვ პასუხს.
- არავის პასუხს არ ვთხოვ და საერთოდ რატომ დაიწყე?
- რა დავიწყე?
- კამათი!
- მე დავიწყე ხო? კარგი ხო .. დამშვიდდი. ჩემი ბრალია ის რომ ნარკოტიკებს იკეთებ და ტყუილებს პირდები ტასოს... ჩემი ბრალია.
- მაქსიმე წადი ! - ლევანმა ჩაის ჭიქა ძირს დააგდო და კარები გაუღო მაქსიმეს. მაქსიმეც მიახლოვდა და კარები მიკეტა. დაამშვიდა და დივანზე დასხდნენ.
- მისმინე... მე ერთი დღის გაცნობილი არ გყავარ და ვიცი როგორიც ხარ. ერთად დაველაპარაკოთ ტასოს... ელენესაც მოვიყვან.. ხოიცი რომ უყვარხარ და მაინც შეგირიგდება.. თან მე თუ მკითხავ საერთოდ არ ბრაზდება ეგ გოგო შენზე.
- არმინდა ელენე.. მეთვითონ დაველაპარაკები.
- კარგი.
- ჩაი გინდა?
- კი.
- მიდი ჩემთვისაც გააკეთე. - ისევ მოხდა სასწაული და ლევანს ჩაეცინა... პატარაზე. ისიც მაქსიმეს სახეზე.
- მოდი დავურეკავ ელენეს ვითომ კვდები და ჩაი გავაკეთებინოთ.
- კარგი გვეყო. გააკეთე. - ისევ დასერიოზულდა ლევანი და მაქსიმესაც სხვა გზა არ ქონდა... ჩაის კეთება დაიწყო.


საღამომდე მაქსიმე ლევანთან იყო და ერთად უყურებდნენ ფეხბურთს. მაქსიმე ფეხბურთს კაირა ლევანს უფრო აკვირდებოდა ... ყველა მის მოძრაობას აკვირდებოდა. როცა წავიდა ლევანი ოთახში ავიდა და წამოწვა... მობილური აირო და ტასოს მიწერა სასიყვარულო ტექსტი. ცოტახანში თავი ცუდად იგრძნო და სააბაზანოში გავიდა , სახეზე წყლის შესხმა უნდოდა , მაგრამ თავბრუდაეხვა და ძირს დაეცა. არავინ არ იყო მასთან ახლოს... ტასოს გაუკვირდა მესიჯზე ამდენი ხანი დაგვიანება , გადაურეკა და არავინ ,რომ არ ირებდა მაქსიმეს დაურეკა.

- მაქს.. ლევანს ვურეკავ და არ პასუხობს და ხოარიცი სად არის?
- ლევანისგან მოვდივარ ეხლა..
- ცუდად იყო?
- არვიცი უკან დავბრუნდები... და დაგირეკავ.. არ ინერვიულო.
- კარგი..

თითქმის სახლთან იყო მისული მაქსიმე , მაგრამ უკან დაბრუნდა... ისე გარბოდა , რომ სანამ იქამდე მივიდა სულ გაოფლიანდა.. ცოტახანში ლევანი გამოფხიზლდა , მაგრამ სხეული არ ემორჩილებოდა ... უნდოდა ნიჟარასთან დაყრილ აბებს მიწვდომოდა , მაქსიმე მორბოდა .. ქუჩაში ყველას დაეჯახა... ლევანს მთელი სხეული უხურდა და ისევ ტასოს ხედავდა, როგორ ყავდა ხელში აყვანილიდა ატრიალებდა, თან იცინოდნენ, გრძნობდა როგორ კვდებოდა... მხოლოდ თითებს იმორჩილებდა ... ყელში რაღაცამ წაუჭირა და ვერც ხმას იღებდა.. იხრჩობოდა.
მაქსიმე კარებს დაეჯახა და სახლში შევარდა, სამზარეულოში შეიხედა , კიბეებზე აირბინა და ოთახში ეძებდა , უცებ ძლიერი ხმაური გაიგონა სააბაზანოდან და ოთხ კიბეს ერთად გადმოახტა... ლევანს აბები პირიდან გადმოაყრევინა და ხელში აყვანილი მისაღებ ოთახში დააწვინა დივანზე ...

(ეს ჩემი მეორე ისტორიაა და მაინტერესებს თქვენი აზრი.)




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent