შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფორთოხალი (3)


26-01-2016, 21:39
ავტორი nirvanus
ნანახია 1 603

1 ნოემბერი.
ზოგადად ჩემს ცხოვრებაში ყოველი დღე უმნიშვნელოდ მთავრდება. ძალიან ბევრია გასაძლისი და გაუსაძლისი დღეები, მაგრამ საბოლოოდ ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს. აი სწორედ ისეთი დღეები, როდესაც იმდენად გამჭვირვალე ხდები, რომ გარშემომყობებისთვის სრულიად შეუმჩნეველი ხარ.ჰო ეს უკვე ჩვეულებად მექცა, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ ბუნებამ სწორედ მარგუნა უდიდესი ნიჭი, რისი წყალობითაც შემიძლია შევისისხლხორცო არსებული მწარე რეალობა და ამავდროულად შემეძლოს ირეალურ სამყაროში გადასვლაც. ბუნების საჩუქარია დერეკიც, რომელიც აშკარად მაგრძნობინებს, რომ მარტო არვარ და მეც შემიძლია მერქვას "ადამიანი".
და მაინც რამხელა პესიმიზმი ჭარბობს 19 წლის არსებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს, არსებას რომელსაც შეუძლია დატკბეს ცხოვრებით, აუტანელი, თუმცა მოულოდნელობებით აღსავსე ცხოვრებით. ათასჯერ მაინც უთქვამს დერეკს, რომ საკუთარი თავი მძულს და პატივს არ ვცემ.. ეს ყველაფერი კი იმის გამო რომ არ მიყვარს გართობა და ხმაური, არ ვიცი რა არის ნამდვილი სიყვარული, არ ვცხოვრობ "სტუდენტური ცხოვრებით",დამოკიდებული ვარ მხოლოდ წითელ ფორთოხალზე და მისივე თქმით ნარკოტიკებზე, რომლებიც სინამდვილეში ცხოვრებას ადვილს, თუმცა ხანმოკლეს ხდიან. ჰო, შესაძლოა ასეცაა, თუმცა ვერასდროს გავხდები მათნაირი, ვერასდროს ვიქნები სიყალბის მონა,ვერასდროს შევძლებ უნიჭო მსახიობივით შევასრულო ჩემთვის შეუფერებელი როლი,ვერასდროს... უბრალოდ ვერასდროს ვიქნები ბრბოს ნაწილი რადგან ვიცი, რომ ეს საბოლოოდ გამანადგურებს.
დღეს 1 ნოემბერია. შემოდგომაც ნელ-ნელა იწურება და ვგრძნობ, თუ როგორ ვივსები. რაღაც ძალა მემატება.. ზამთარი მოდის.. ჩემი ზამთარი.. იდუმალებით მოცული.. ნისლიანი.

თავს ლოგინიდან ძალით ვწევ და იმის გააზრებაც მიჭირს, რომ დერეკი მტოვებს.. ჰო მტოვებს. 6 თვით მიდის თავის მშობლებთან საზღვარგარეთ. მე კი სრულიად მარტო ვრჩები საკუთარ თავთან.
-იცოდე თავს უნდა გაუფრთხილდე! არ დაგავიწყდეს რა მოვილაპარაკეთ.
უკვე მესამედ გამიმეორა წასასვლელად გამზადებულმა დერეკმა.. მე ხმას არ ვიღებდი როგორც მჩვევია და ველოდებოდი როდის აიღებდა თავის ბარგს, რომ აეროპორტში წავსულიყავით. ჩემი ე.წ. ლაპარაკი მხოლოდ თავის ქნევით შემოიფარგლებოდა.
ზუსტად ვიცოდი, რომ წამლის დატოვებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო. ეგ რომ მეთხოვა ალბათ სახლში გამომკეტავდა ან ვინმე მომვლელს დამიქირავებდა ამიტომ თავი შევიკავე და მორჩილად განვაგრძე მისი რჩევებისთვის თავი დამექნია ვითომ ყველაფერი კარგად გავიგე.
საბოლოო გამომშვიდობება ჩახუტებით დამთავრდა. ზუსტად არ მახსოვს რამდენი წუთი ვეხუტებოდი, მაგრამ საშინლად არ მინდოდა გამეშვა. თითქოს ჩემს მეორე ნახევარს ვკარგავდი.. თითქოს ჩემი სხეულის რაღაც ნაწილი მას მიჰქონდა და შინაგანად კიდევ უფრო მაცარიელებდა. ვეხუტებოდი რაც შემეძლო ძლიერად.. ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა და დავპირდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა...
მისი წასვლიდან ორი კვირა ისე გავიდა
თითქოს წლები გასულიყო..
დრო საშინლად იწელებოდა. "მე" კი ყოველ წამს ივსებოდა გამანადგურებელი გრძნობით რომელსაც მონატრება ჰქვია.
კვლავ სახურავი...
Archive
თამბქაო
ნისლი
ბურუსში გახვეული "მე"
ასტრალური სამყარო
უჩვეულო და არაფრისმთქმელი დღეები.
გამჭვირვალე სხეულები
ვისკი
წითელი ფორთოხალი
მოგზაურობა
და
ა.შ..
ერთ დღეს, როდესაც გადავწყვიტე ცხოვრება რაიმე სიახლით შემევსო, მიყრუებული ქუჩის ბოლოს თვალი შევავლე წიგნების მაღაზიას, სადაც შესვლისთანავე დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა, რომ ყველა წიგნი სახლში წამეღო და ერთ ღამეში წამეკითხა,მემოგზაურა ამჯერად იქ არსებულ პერსონაჟებთან ერთად, მემოგზაურა როგორც ყოველთვის ირაულორ "გამოგონილ" სამყაროში..
წიგნების თვალიერებას შეყოლილმა შევამჩნიე, რომ ირგვლივ დამაყრუებელი სიჩუმე გამეფებულიყო და მაღაზია, რომელიც პატარა მყუდრო ოთახს უფრო მოგაგონებდათ, სასიამოვნო წიგნების სუნით გაჟღენთილიყო.
არსად მეგულებოდა ახალი წიგნი. მთელი მაღაზია სულ ძველი წიგნებით იყო გადატენილი. სწორედ ეს მგვრიდა სიამოვნებას, რადგან ყოველთვის მიყვარდა ძველისძველი წიგნების შესწავლა და მათი საოცარი სურნელის შეგრძნება. იმდენად ვიყავი მათ თვალიერებაში ჩაფლული, რომ ვერც აღვიქვამდი ჩემს გარშემო არსებულ სიტუაციას..
უეცრად უკნიდან ვიღაცის მწველი მზერა ვიგრძენი... ზურგიდანვე ვგრძნობდი, თუ როგორ სწავლობდა "ვიღაც" ჩემს ყოველ მოძრაობას, ნაბიჯს...
-რამით ხომ არ დაგეხმარო?
გაისმა ძალიან ნაცნობი ხმა.. ტანში ჟრუანტელმა დამიარა მისი ხმის გაგონებისას. წამის მეასედებში მოვახერხე ამომეცნო უცნობი. ხმა არ ამომიღია ისე შევტრიალდი, ვერც კი წარმოვიდგენდი მის წინაშე ასე ახლოს თუ აღვმოჩნდებოდი. სახით იმდენად ახლოს ვიდექი, რომ ცოტაც და შევეხებოდი. წონასწორობა ძლივს შევიკავე და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. სიტუაციას ჯერ კიდევ ჩემს გონებაში ვხარშავდი, როდესაც მაჯაზე ხელი მომკიდა და უსიტყვოდ გამიყვანა ოთახის ბოლოს არსებულ თაროსთან.
-ჰმმ..ჰაინრიხ ბიოლი.. ჰაინრიხ ბიოლი...
იმეორებდა ჩუმად და თავის შავ თვალებს თაროზე უმისამართოდ დააცეცებდა...
-არის!.
წამოიძახა გახარებულმა..
ხელი ერთ ძალიან ძველ, სიძველისგან ცოტა დახეულ წიგნს გადაწვდა, სული შეუბერა , რატა მტვრის ნაწილაკებისგან გაეთავისუფლებინა. შემდეგ შემომხედა და ღიმილით გამომიწოდა.
-მინდა რომ წაიკითხო.
მხოლოდ მაშინ შევძელი მისი ღიმილისთვის თვალი მომეწყვიტა და მზერა ჩემს მიმართ გამოწვდილ წიგნზე გადამეტანა. წიგნის ყდაზე პატარა ასოებით ეწერა ჰაინრიხ ბიოლი, მის ქვემოთ კი მართალია სიძველისაგან ძნელად გასარჩევი, თუმცა დიდი ასოებით ეწერა "კლოუნის თვალთახედვა". თითები გადაქექილ ასოებს გადავატარე და ვცდილობდი სათაურის შინაარსს ჩავწვდომოდი..
კვლავ ის დამაყრუებელი სიჩუმე მეფობდა..
-რატომ იქცევი ასე. რა ქვია ამ ყველაფერს..
ჩუმად, ძლივს გასაგონად ჩავიბუტბუტე ისე, რომ წიგნისთვის თვალი არ მომიშორებია.. თითქოს ტუჩების მოძრაობაზე მიხვდა რა ვთქვი, მომიახლობდა ჩემი მაჯები ხელებში მოიქცია და ყურში ჩამჩურჩულა.
-ჩემი მოვალებაა ელისონ..
აღარ ვიცოდი რამეთქვა ამ იდუმალებით აღსავსე უცნობისთვის, რომელიც თვალებს ჩემი თმიდან მოყოლებული დააცეცებდა. არ ვიცოდი რატო თვლიდა თავს მოვალედ, რომ ..
"Rows of houses, all bearing down on me"
გაისმა ნაცნობი სიმღერა..
Radiohead ის Street Spirit წამებში ამოვიცანი.. არვიიცი რა გრძნობა დამეუფლა.. თავი სამოთხეში მეგონა..
"I can feel their blue hands touching me" არ წყდებოდა სასიამოვნო მელოდია..
უცნობმა შეამჩნია, ჩემი ასეთი "გაბედნიერება"
თვალები დავხუჭე, მინდოდა რომ მთლიანად შემეგრძნო ტომ იორკის უკვდავი ჰანგები. ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა კვლავ, როგორ მათვალიერებდა, როგორ სწავლობდა თითოეულ ნაკვთს.. ვგრძნობდი მის შეხებას ხელებზე, მხრებზე, სახეზე, ტუჩებზე.. მის სუნთქვას ვგრძნობდი...
უეცრად ცრემლები წამომივიდა.. არვიცი შეიძლება ესეც ჩემი "დეპრესიის" ბრალია.. ან მარტოსულობის, ან ასეთი მკვდარი ცხოვრების, ან ან უბრალოდ ემოციურობის..
სახეზე მეფერებოდა ისე, რომ თვალები არ გამიხელია. არ ვიცნობდი, მაგრამ მსიამოვნებდა მისი ასეთი "ყურადღება". არ იყო გარეგნობით გამორჩეული, არ ჰქონდა იდეალური ნაკვთები, არ იყო ისეთი სიმპატიური, რომ შეხედვისთანავე დამდნარიყავი, მაგრამ ჰქონდა ის, რაც ძალიან მჭირდებოდა. არვიცი როგორ ახერხებდა, მაგრამ თითქოს ყველა იმ სიცარიელეს ეს უცნობი მივსებდა.. მას შეეძლო ჩემი მართვა.. თითქოს ჩემდაუნებურად ვემორჩილებოდი. ერთი სიტყვაც საკმარისი იყო, რომ თავიდან ბოლომდე შემეძლო მასზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. არვიცი რას მიკეთებდა მაგრამ აშკარა იყო რომ უდიდეს ზემოქმედებას ახდენდა ჩემზე იმ წამებში.
-თვალები არ გაახილო გთხოვ..
ჩამჩურჩულა ყურში და რაღაც კაურკვეველი მიმართულებით წამიყვანა.
მივყვებოდი..
ყოველგვარი უაზრო კითხვებისა და ლაპარაკის გარეშე მივყვებოდი..
თვალდახუჭლი მივყვებოდი..
არ ვიცოდი სად მაგრამ მივყვებოდი..
ვიგრძენი, რომ სადღაც გაურკვეველ ადგილას ჩამიყვანა.. თვალების გახელის შემდეგ კი წინ მთელი სახელოსნო გადამეშალა. ოთახი სავსე იყო მოხატული კედლებითა და საღებავებით, რომლის ცენტრშიც დიდი მრგვალი მაგიდა იდგა.. მაგიდაზე უამრავი სხვადასხვა ფორმის ქანდაკებები..
იქაურობა თიხისა და საღებავების სურნელს მოეცვა..
თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ეს ყველაფერი მე მეკუთვნოდა და მეც ამ ყველაფრის ნაწილი ვიყავი..
-მო.. მოქანდაკე ხარ?
არც შემიხედავს უცნობისთვის ისე ვიკითხე..
-გახლავართ მადმუაზელ. მოგეწონა?
-მე გაოგნებული ვარ.. თვალებგაფართოებულმა ვიპასუხე რაზეც ღიმილი ვერ შეიკავა.
-გმადლობ მადმუაზელ
სიამაყით წარმოთქვა ეს ბოლო ორი სიტყვა და ხელში "კლოუნის თვალთახედვასთან" ერთად დიდი წითელი ფორთოხალი გამომიწოდა..

ნახეთ და მითხარით რა გამოვასწორო, რა არ მოგწონთ, რა მოგწონთ... არვიცი ნახეთ.



№1  offline წევრი ტომა

უამრავი მოთხრობა იდება აქ, ეს სრულიად სხვაა, სხვა სამყაროა, სამყარო ყალბი ურთიერთობებისა და დოგმებისაგან თავისუფალი.
ველოდები გაგრძელებას.

 


№2  offline წევრი nirvanus

ტომა
უამრავი მოთხრობა იდება აქ, ეს სრულიად სხვაა, სხვა სამყაროა, სამყარო ყალბი ურთიერთობებისა და დოგმებისაგან თავისუფალი.
ველოდები გაგრძელებას.

გამახარა შენმა კომენტარმა. ნახვებით თუ ვიმსჯელებთ მგონი მარტო შენ მოგეწონა. მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent