დრო ვერ კურნავს იარებს (დასასრული)
-შეიძლება? _კარს კატო მოადგა, მაგრამ ადგილზე გაჩერდა. მეტისმეტად დაძაბული სიტუაცია ეჩვენა. -რათქმაუნდა შეიძლება._ფეხზე წამოდგა გაბრიელი და დას ხელი მოხვია. _ შემოდი. ბებიაჩემს ხომ იცნობ? -ჰო ვიცნობ. საღამომშვიდობის ქალბატონო ლეილა _ხელი ჩამოართვა კატომ -გამარჯობა შვილო. როგორ ხარ? -კარგად გმადლობთ. თქვენ როგორ ბრძანდებით? -ვცდილობ ჯერ არ მოვკვდე, მაგრამ... -რას ბრძანებთ. გაბრიელ შეიძლება დაგელაპარაკო? -ჰო რათქმაუნდა. მაპატიეთ სხვა დროს ისევ მოვალ. ახლა ჩემს დას უნდა დაველაპარაკო. მიხარია თქვენი გაცნობა_ ისევ გადაეხვია ლეილას და მერე კატოს გაჰყვა. დერეფანში, რომ გავიდნენ გაბრიელი უკვე დაინტერესებული იყო იმ საქმით რაზეც მისი და აპირებდა საუბარს. -მოვაგვარე ის საქმე. პასუხი დილით იქნება. ფულიც გადავიხადე რომ დააჩქარონ. -გმადლობ კატო. ნეტა მართალი არმოჩნდებოდე, თორემ არც კი ვიცი ნიტას ძებნა საიდან უნდა დავიწყო. -მჯერა ,რომ მართალი ვარ. მამაშენის დაკრძალვაზე მიდიხარ? -კი მივდივარ. ბებიას შევპირდი. -როგორაა? -ცუდად. ამხნევებენ გამოჯანმრთელდებიო, მაგრამ ... ერთი შეხედვაც საკმარისია მიხვდე, რომ უკანასკნელ დღეშია. შენ წამოხვალ? -შენ თუ გაქვს სურვილი წამოვალ. -რას ამბობ რათქმაუნდა მაქვს. გგონია რამე შეიცვლება იმის გამო, რომ ჩემი ნამდვილი ოჯახი ვიპოვე? ჩემი ოჯახი პირველ რიგში შენ ხარ და მერე სხვა დანარჩენები -ეგ არც მიგულისხმია. უბრალოდ უხერხული ხომ არ იქნება? -არა რას ამბობ. -დედაშენი ვერ იპოვეს? -ვერა. ბებიაჩემს დაკრძალვაზე წამოსვლა უნდა, მაგრამ უარს ეუბნებიან. მისთვის სიარული დაუშვებელია. -ნიტა გამოიყვანეს საოპერაციოდან. ახლა კარგადაა. -მართლა კარგადაა? -კი მაგრამ ჯერ ისევ რეამინაციაშია. მხოლოდ ფანჯრიდან შეგვიძლია შევხედოთ. -წამოდი ვნახოთ და მერე წავიდეთ. ტანზე უნდა გამოვიცვალო. დილით დაკრძალვაა. კატო უკან გაჰყვა ძმას. ნიტა გათიშული იდო საწოლზე. -რატომ არ არის გონზე? -არ აღვიძებენ. უნდა იძინოს ,რომ ტვინმა დაისვენოს. ექიმმა თქვა თავი ძლიერად დაჰკრაო. ცოტა ხანს უგონოდ უნდა იყოს. -გული მტკივა ასეთ მდგომარეობაში, რომ ვხედავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს. მით უფრო, რომ არსებობს შანსი ჩემი და იყოს. -დარწმუნებული ვარ ისაა. ვიცი ,რომ ისაა...მაგრამ ახლა უნდა წავიდეთ. ხვალ მძიმე დღე იქნება. დაკრძალვისთვის უნდა მოვემზადოთ. -წავიდეთ_ ფანჯარას მოშორდა გაბრიელი და დას გაჰყვა. VVV მაიას მთელი ღამე არ უძინია. ყველაფერზე ფიქრობდა და თან არ უნდოდა დედა უყურადღებოდ დაეტოვებინა. საწოლის გვერდით სავარძელში იჯდა და უბრალოდ ფიქრობდა. პირველ რიგში ნანაზე. ადამიანზე, რომელიც მისი ღვიძლი და იყო. რომლისაც არასდროს ესმოდა, მაგრამ მაინც მისი სისხლი და ხორცი იყო. წესიერად გათენებულიც არ იყო ლეილამ, რომ გაიღვიძა. სავარძელში მოკუნტული შვილი, რომ დაინახა მიხვდა მთელი ღამე გაეთია. -მაიკო არ გეძინა? -არა დედა. რა დამაძინებდა იმის ფონზე რაც თავს დაგვატყდა. -ნანას შესახებ არაფერია ახალი? -არაფერი. სანდრო წუხელ სახლში გავუშვი. დღეს დაკრძალვაზე შევხვდები და მერე ერთად მოვალთ აქ. -კარგი. მე მაინც არ მიგყავართ. -შენთვის არც სიარული შეიძლება და არც ზედმეტი ემოციები. დამპირდი რომ მშვიდად იქნები დედიკო_ შუბლზე აკოცა ქალს და წასასვლელად მოემზადა. -წადი და ჩემს მაგივრადაც დაემსვიდობე. უთხარი, რომ ვაპატიე. უთხარი, რომ ორივეს ვაპატიე. -დედა დამშვიდდი. არ არის საჭირო ამდენი ნერვიულობა. თავს მიხედე. ახლა უნდა იყო კარგად. შენი ბიჭი დაგიბრუნდა და მალე ნიტაც ჩვენთან იქნება. იფიქრე ამაზე კარგი? ქალმა მხოლოდ თავი დააქნია. ქვეცნობიერად ეთანხმებოდა ,მაგრამ გრძნობდა იქ ისიც უნდა ყოფილიყო. მაიას მისი მდგომარეობაც აფიქრებდა,მაგრამ განზრახ არ მიჰყავდა დაკრძალვაზე. ექიმი ფიქრობდა, რომ მარიანა იქ მივიდოდა და ყველა მზად იყო მის დასაჭერად. მას კი არ სურდა დედას ეს სცენა თავისი თვალით ენახა. კარი გამოიხურა და გარეთ გამოვიდა. სახლში წასვლას და გამოცვლას აპირებდა. მიცვალებულს პირდაპირ სასაფლაოზე მიიყვანდნენ. სახლში დასვენებაზე არც უფიქრია. ამის არც დრო იყო და აღარც შესაზლებლობა. ყველაფერთან ერთად ლეილაც საავადმყოფოსი იწვა. სახლში შავი კაბა გადაიცვა და წასასვლელად მოემზადა. ქვემოთ ჩამოსულს სანდრო დაუხვდა. ბიჭი მოწყენილი და განერვიულებული ჩანდა, მაგრამ არ იმჩნევდა. რათქმაუნდა ასე იყო! მიუხედავად ყველაფრისა ლეო მამამისი გახლდათ. ამ ფაქტზე თვალის დახუჭვა არავის შეეძლო. სასაფლაოსთან კატო და სანდრო შეხვდათ. რამდენიმე მეგობარიც მოსულიყო. მაიას არავისთან დარეკვის თავი არ ჰქონდა, მაგრამ ვინაც გაგება შეძლო ყველა სახეზე იყო. მამაომ ლოცვა წაუკითხა და ჭირისუფლებს სანთლების ანთება სთხოვა. სანდრო კვლავ დაღვრემილი იდგა. არც გაბრიელი ჩანდა მხნედ. თავი ჩაექინდრა და სანთლის ალს უყურებდა. ვინ იცის რაზე ფიქრობდა. -სანდრო! -გისმენ დეიდა_ ამოხედა ბიჭმა -ნუ შეინახავ ემოციებს. ყოველტვის სჯობს გამოავლინო. თუ ტირილი გინდა უბრალოდ იტირე. -ტირილი არ მინდა. უბრალოდ ვფიქრობ. ვცდილობ გავიხსენო როდის ვიყავით ბოლოს ბედნიერები და ვერ ვიხსენებ. -ჩემო საბრალო ბიჭო. _ ხელი მხარზე მოხვია მაიამ და შუბლზე აკოცა. ყველაფერი მალე დასრულდა. თითქოს ყველა დუმდა. მხოლოდ მამაო კითხულობდა ლოცვებს. მერე ყველა მეგობარი ,რომელიც მოვალობის მოხდის მიზნით მოვიდა იქაურობას გაშორდა. მხოლოდ ოჯახის წვრები დარჩნენ. მაია აქეთ იქეთ აცეცებდა თვალებს და საერთოდ არ უსმენდა ახალგაზრდების ლაპარაკს. მხოლოდ ის მოესმა როგორ ამხნევებდა გაბრიელი. ტირიფის ქვემოთ დამდგარი წითელი მანქანა შენიშნა. შიგნით ნანას მკურნალი ექიმი იჯდა, რომელიც რატომღაც მოუსვენრად იყურებოდა საქარე მინიდან. მაიამ მის მზერას თვალი გააყოლა და ზუსტად ის დაინახა რასაც მთელი დაკრძალვა ელოდა. -სანდრო_ ხმა აუკანკალდა მაიას -რა მოხდა დეიდა? -დედაშენი...დედაშენი მოვიდა... -სადაა? _გამოფხიზლდა სანდრო -არ შეიმჩნიო თორემ გაიქცევა. მგონი სრულ ჭკუაზე არაა. თავის თავს ელაპარაკება გაბრიელმა თვალები გააპარა გზზე მომავალი დამფრთხალი ქალისკენ. თმა გაეშალა და ჩქაარი ნაბიჯებით მოუყვებოდა გზას. როგორც მაიამ თქვა მართლაც თავის თავს ელაპარაკებოდა . ტირიფს ისე ჩამოაუარა მანქანა არც კი შეუმჩნევია. ექიმმა ფრთხილად გააღო მანქანის კარი და უკნიდან მოუახლოვდა. ხელები მკლავებზე შემოხვია და მაგრად გააკავა. ქალს განძრევაც არ შეეძლო და ახლა მხოლოდ კივილს ახერხებდა. -გამიშვი. გამიშვი ... უფლება არ გაქვთ... სანდრო ადგილს მოსწყდა და მისკენ გაიქცა. კაცი კი ხელს არ უშვებდა. -დედა, დედა მისმენ? -სანდრო შენ ხარ? -დამშვიდდი დედა. მალე უკეთ გახდები. -მე მის სანახავად მოვედი. უნდა დავემშვიდობო. -საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ_ გადაჭრით თქვა ექიმმა -უნდა დავემშვიდობო. სანდრო არ მისცე უფლება ისე წამიყვანოს. -დედა გთხოვ _ სახეზე თმა გადაუწია სანდრომ და მაგრად ჩაიკრა გულში_ მკურნალობა გჭირდება -მხოლოდ მივალ და დავემშვიდობები. გთხოვ ...გევედრები სანდრო. ბიჭმა ექიმს გახედა ,მაგრამ ის კვლავ თავს აქნევდა. -საშიშია. მისთვის ხელის გაშვება არ შეიძლება. -გაუშვით_ უბრძანა სანდრომ -არ შეიძლება. -მე ვარ პასუხისმგებელი. გაუშვით..._ხმას აუწია სანდრომ და დედას გახედა რომელიც მატლივით იკლაკნებოდა მიწაზე და გაშვებას ითხოვდა. -არა. ეს მხოლოდ ჩემი კომპეტენციაა. ის ჩემი პაციენტია. -დედაჩემს ხელი გაუშვით_ ნერვები კისერზე მოებჯინა სანდროს და კაცს ხელი უჯიკა_წამოდი დედა. მამას დაემშვიდობე..._ ხელზე ხელი მოხვია სანდრომ და მასთან ერთად განაგრძო გზა. ქალი მისუსტებული და მოწყვეტილი ჩანდა რაც უფრო მეტად ამზიმებდა მის ტარებას. ახლად დაყრილ მიწასთან საბოლოოდ მოეკვეთა მუხლები და ძირს დაეცა. -ეს რა ჩავიდინე სანდრო. ამის გაკეთება როგორ შემეძლო -შენი ბრალი არაა დედა. არც იცოდი რას აკეთებდი. დამშვიდდი და დაემშვიდობე. -მაპატიე. ამის გაკეთება არ მინდოდა_ ხელით ჩაემღაუჭა მიწას,მაგრამ სანდრომ მოქაჩა და ფეხზე წამოაყენა. -წამოდი დედა, საკმარისია. გეყოფა ნუ იტანჯები. დროა საავადმყოფოში დაბრუნდე. -სახლში წამიყვანე შვილო. გეფიცები აღარაფერს დავაშავებ. გეფიცები საუკეთესო დედა ვიქნები. გეფიცები ყოველთვის შენთან ვიქნები და არასდროს გაწყენინებ. -მოვა დრო როცა ასეც მოხდება,მაგრამ ახლა არა. ახლა მხოლოდ მკურნალობა გჭირდება. გამოკეთდები და ჩვენთან დაბრუნდები. ბებია გელოდება. მან შენ ყველაფერი გაპატია. -მართლა? მართლა მაპატია?_ იმედით აღსავსე მზერა მიაპყრო შვილს ნანამ და მკერდზე მიეკრო. -გაპატია. აი დეიდას კითხე თუ არ გჯერა. დეიდა უთხარი დედას ,რომ ბებომ ყველაფერი აპატია. -სიმართლეა?_ ახლა დისკენმიიხედა ნანამ. იმანაც თავი დაუქნია და გაუღიმა. -მოდი ჩაგეხუტო. ახლა დამშვიდდი და ექიმს წაჰყევი . ყველაფერი რიგზე იქნება. ჩვენ მოვალთ და გინახულებთ. -კარგი_სახე დაუმშვიდდა ნანას და მორჩილად წავიდა ექიმის მანქანისკენ. კაცმა უსაფრთხოების ღვედი გადააკრა. კატო უკვე დიდი ხანი იყო ტელეფონზე ლაპარაკობდა. რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და ჩარტული იყო მთელს ამ ამბავში. ვიღაცას რარაცას უხსნიდა და თან ლამის უყვიროდა. მთელი ამ ხნის მანძილზე გაბრიელს სწორედ მისკენ ჰქონდა ყურადღება მიპყრობილი. ნანას სასოწარკვეთამ სასინლად იმოქმედა და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა ,რომ იქედან არ გაქცეულიყო. როგორც იქნა გოგონა ტალეფონზე საუბარს მორჩა და მათკენ წამოვიდა. -კატო რა მოხდა? ვის უყვიროდი ამხელა ხმაზე? -იმ დეგენერატ ექიმს. სანამ ნაცნობი არ ჩავრიე ის კონვერტი ვერ გავახსნევინე. -რა კონვერტი? -თქვენი ანალიზის პასუხები. დაიჟინა პატრონის გარეშე ვერ გავხსნიო. -პასუხები უკვე არის? _გაგიჟდა გაბრიელი და სანდროც გონს მოეგო. -რა ანალიზები?_დაიბნა მაია -ასე უცებ როგორ მოახერხე დაიკო? -ნაცნობი და ცოტა ფული. აბა რა გეგონა ორი თვე ველოდებოდი ამას? -სასწაული ხარ. მერე რა გითხრა? გახსნა კონვერტი? თქვი ბოლოს და ბოლოს. -ჯერ საკუთარი თავით არფრთოვანება მაცადე. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ,რომ ასეტი მაგარი ვარ. -არ არსებობს. ისაა? _სახე გაუნათდა გაბრიელს -ისაა?_ლამის ღიმილი გადაეფინა სახეზე სანდროს. -თქვენი დეენემი ასი პროცენტით იდენტურია. სანდროსიც და შენიც. -ვისზეა ლაპარაკი? ვისი დეენემია იდენტური? -ნიტა ვიპოვეთ დეიდა. ის აქაა. ისე ახლოს ,რომ ვერ წარმოგიდგენია_ხელში აიტაცა დეიდა სანდრომ და ცრემლები წამოსცვივდა. -ჩემი მეორე ნახევარი_გაიმეორა სახეგაბადრულმა გაბრიელმა და საყვარელ დაიკოს მოეხვია._ ჩემი სასწაული ხარ კატო. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები. -მგონი ვიღაცის ტელეფონი რეკავს_ შენიშნა კატომ -ჩემი მაგრამ ხელს არ მიშვებს რომ ჩანთიდან ამოვიღო_ დაიჩივლა მაიამ. სანდრომ დეიდა ზირს დასვა._გისმენთ...დიახ მე ვარ..._ყველა სმენად იქცა_რაა? ახლა როგორაა? არა, არა უნდა გამოკეთდეს. ახლა არ უნდა მოკვდეს. კიდევ ცოტაც უნდა გაუძლოს_ დაიკივლა მაიამ და ყველა მიხვდა რაც ხდებოდა. -რა დაემართა ბებიას? მითხარი დეიდა_ შეევედრა სანდრომ და გაბრიელიც სმენად იქცა, მაგრამ ქალი ტირილისგან ენას ვერ იბრუნებდა პირში. -გული გაუ-უჩერ-და და ააა-აპარატზე შეაერთეს. უგონოდაა. -ახლავე უნდა წავიდეთ. ნიტა უნდა ნახოს თუნდაც უკანასკნელად. _ყველა მანქანაში ჩახტა. საჭესთან კატო დაჯდა და მანქანა დაქოქა. -როგორ ავუხსნათ ასე უცებ ყველაფერი და თან ბებიას ნახვა მოვთხოვოთ? ამას კარგად არ მიიღებს. მას მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ყველას უარგყოფთ. _განერვიულდა გაბრიელი. -დედას ვანახოთ რომ ისაა და ნიტას მერე ავუხსნათ ყველაფერი. მხოლოდ შევახედოთ. გოგო ჯერ გონსაც არაა. _დაიიმედა თავი მაიამ -დეიდაშენი მართალია გაბრიელ. შეხედოს და გაიგოს როგორია ნიტა. მერე კი როცა დრო მოვა მასაც ავუხსნათ ყველაფერი. საავადმყოფომდე გზა ისე გაიწელა მაიას სხეულის ყველა ნაწილი აუცახცახდა. სანდრომ ლამის ხელში აყვანილი მიიყვანა იგი ბებიის პალატასთან. იმდენი ექიმი ეხვია გარს ქალი ლამის აღარ ჩანდა. -დედა, დედა _ხელები მიარტყა ფანჯარას მაიამ და რაც შეეძლო დაიყვირა_ არ მოკვდე გთხოვ, დედა გთხოვ. -ღმერტო რა ხდება_ამოიხვნეშა კატომ და გაბრიელს მოეხვია, რომელიც სადაც იყო აბღავლდებოდა. -გამოდი დეიდა ნუ უყურებ_ ძალით გამოათრია სანდრომ,როცა დაინახა ელექტროშოკით აბრუნებდნენ -არა უნდა ვუყურო, დედა...დედა... არა დედა გთხოვ _ფანჯარასთან ჩაიკეცა მაია, როდესაც დაინახა როგორ გადადო გვერდით სასუნთქი ნიღაბი ექიმმა. -გეყოფა დეიდა. ყველაფერი დამთავრდა -უნდა ენახა. უნდა ეახა უკანასკნელად მაინც. რა უსამართლობაა. -ის აქაა და ესაა მთავარი. -ჯერ მამაშენი, მედე დედაშენი ასეთ მდგომარეობაში, ახლა კი დედა... რა დავაშავეთ ასეთი. რისთვის ვისჯებით. -თქვენ არაფრისთვის დეიდა. თქვენ არაფრისთვის_ ხელი მოხვია გაბრიელმა და ფეხზე წამოაყენა. ექიმი უკვე გამოდიოდა -ვწუხვარ ქალბატონო მაია. ყველაფერი გავაკეთეთ. ამდენსაც არ ველოდით. ძალიან იყო დასუსტებული. -ჩვენც ვერ გვნახა უკანასკნელად_ ისევ აქნევდა თავს ქალი -იცოდა რომ გვიყვარდა და მასთან ვიყავით. გაბრიელი გაიცნო და ესაა მთავარი. ნიტა აქ იყო და ის გრძნობდა ამას. ჩვენ ორივე აქ ვიყავით. ჩვენ ხომ ერთნი ვართ დეიდა. მან მისია შეასრულა. მთავარია ,რომ მშვიდად წავიდა ამ ქვეყნიდან. მე ის მივიღე და ჩათვალე, რომ ნიტამაც. ახლა მასთან წავიდეთ და ვნახოთ თუ გაიღვიძა. VVV სამი დღე იდგნენ ნიტას პალატასთან სამივე. გოგონა მეორე დღესვე მოვიდა გონს, მაგრამ მისი დაძაბვა არ შეიძლებოდა და ამიტომაც ზედმეტად არ ტვირთავდნენ. გაბრიელმა მისი უმცროსი დაც მოიყვანა რომ უფრო მალე გამოჯანმრთელებულიყო. მესამე დღეს პალატაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლესაც უკვე აღარ ემუქრებოდა საფრთხე. -გმადლობთ რომ ასე მეხმარებოდით ადვოკატო_ როგორც იქნა თავისუფლად ლაპარაკი დაიწყო ნიტამ -რას ამბობ. მთავარია, რომ გამოჯანმრთელდი. შენთვის რაღაც მაქვს მოსაყოლი და მინდოდა სრულიად ჯანმრთელი ყოფილიყავი. -მოხდა რამე? _ბავშვური მეამიტობით იკითხა მმან. -მოხდა და მე მინდა, რომ მომისმინო. შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ? მომისმენ? -რათქმაუნდა. თქვენ როგორ არ მოგისმენთ? -ხომ იცი ზღაპრებსი,რომ ხდება ხოლმე. იყო და არა იყო რა და ა.შ. -ამ შემთხვევაში რა იყო? არ მეგონა ჩემთვის ზღაპრის მოყოლას თუ აპირებდით. -იყო ერთი ახალგაზრდა წყვილი, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშირეს. ისინი არც ისეთი კარგები იყვნენ როგორც ფიფქია და არც ისეთი ცუდები, როგორიც ბოროტი დედინაცვალი. ისინი უბრალოდ ადამიანები იყვნენ რომლებიც შეცდნენ. იმ შეცდომას კი ძალიან ბევრი ადამიანის უბედურება მოჰყვა. -ვის გულისხმობთ? -ორ ადამიანს ,რომლებიც მათი ურთიერთობის შედეგი იყვნენ. ისინი სასახლეში დაიბადნენ ,მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც მათი ბედი ქუჩაში გაგრძელდა. -არაფერი მესმის. -იმ წყვილს ტყუპები შეეძინა, რომლების ერთმანეთს დააცილეს და სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს. მათი ცხოვრების გზები გაიყარა, მაგრამ სამუდამოდ არა. ისინი ერთმანეთის ცხოვრებაში დაბრუნდნენ. იმ ტყუპებსაც ჰყავდათ თავისი კეტილი ფერია, რომელსაც უყვარდა და მათზე ზრუნავდა, მაგრამ ამის გაკეთება სამუდამოდ ვერ შეძლო. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და ყველაფერი შეიცვალა. -საბრალო ბავშვები. გამიგია, რომ ტყუპები დაშორებას ძალიან მძიმედ გადაიტანენ ხოლმე. სად არიან ახლა ის ტყუპები? ერთმანეთი იპოვეს? -ისინი აქ არიან. -ამ საავადმყოფოში? -არა, ამ პალატაში. ნიტამ გარშემო მიმოიხედა. ქვეცნობიერად ისედაც მიხვდა რაც ხდებოდა, მაგრამ დაჯერება არ შეეძლო. -მე ვერ ვხედავ_ ხმა ყელში გაუწყდა გოგონას -იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი თვითონ ხარ. -ტყუპისცალი მყავს? -და ის მე ვარ... -შენ? ჩემი ტყუპისცალი? დაუჯერებელია. არა რა აბსურდია. რაღაცას იგონებთ ... გაბრიელმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო სადაც მათი და სანდროს ანალიზი იყო და ნიტას გაუწოდა -სანდრო ვინაა? -ჩვენი უმცროსი ძმა და ის ახლა ამ კარის მიღმა დგას. -მე არავის ნახვა მინდა ჩემი ოჯახიდან. თქვენ არ ხართ ჩემი ოჯახი. მე ჩემი და მინდა. წადით აქედან. არავის ნახვა არ მინდა. თავი დამანებეთ. -ნიტა. უბრალოდ დაწყნარდი და მომისმინე -არ მინდა... -მოგიწევს..._ხმა გაიმკაცრა გაბრიელმა , და ნიტაც მოეშვა_ ხომ გახსოვს რა მითხარი როცა ციხიდან დაგიხსენი? ყოველთვის მოგისმენ და დაგიჯერებო. ახლა გთხოვ იმ სიკეთის სანაცვლოდ უბრალოდ მომისმინო. -ციხიდან ამის გამო დამიხსენით? -მეც გუშინ გავიგე ვინ ხარ. აქამდე წარმოდგენაც არ მქონდა. ნიტა იძულებული გახდა გაბრიელისთვის მოესმინა. იმ სიკეთის სანაცვლოდ მაინც რაც მისთვის გააკეთა. ყურადღებით ისმენდა ყველაფერს და მიხვდა რაშიც იყო საქმე. თითქოს თვალწინ დაუდგა სურათი. -და ახლა სად არიან? -დედაჩვენმა მამაჩვენი რამდენიმე დღის წინ აივნიდან გადმოაგდო და ის დაიღუპა. დაკრძალვაზეც ვიყავი. -იქ როგორ წახვედი. იმის მერე რაც გაგვიკეთა. -ბებიას სიტყვებმა მაიძულა. იცი რა მითხრა? სიძულვილს გულში ნუ ჩაიდებ და პატიება ისწავლეო. ის მართალია. ჩვენ ვინ ვართ ადამიანები განვსაჯოთ. განა ჩვენ უცცოდველნი ვართ? -და დედაჩვენი? -საგიჟეშია. მას მერე დაეწყო რაც გაგვაშვილა და საბოლოოდ ახლა ამოხეთქა. -სამართალმა პური ჭამა. -იქნებ სამართალმა მართლაც ჭამა პური, მაგრამ მე სხვა რამ უფრო მნიშვნელოვანი მგონია. -რა? -ის, რომ ძმა გვყავს და დეიდა, რომელიც სამი თვე გვზრდიდა და ამ დროის მანძილზე ბებიასთან ერთად გვეძებდა. აი ამას აქვს მნიშვნელობა. ბებია მთელი ცხოვრება ჩვენს ნახვაზე ოცნებობდა. -ახლა აღარ ოცნებობს?_აგებულად თქვა ნიტამ -ვეღარ ოცნებობს. სამი დღის წინ გარდაიცვალა. ინფაქტი ქონდა...ვეცადეთ მისი სიცოცხლე შენს ნახვამდე გაგვეხანგრძლივებინა, მაგრამ ვერ შევძელით. -რაა? ის ქალი მოკვდა? -ჰო, მაგრამ ჯერ არ დაგვიკრძალავს. სანამ შენ არ დასთანხმდები დაკრძალვაზე დასწრებას ამას არ გავაკეთებთ. ეს დეიდაშენის გადაწყვეტილებაა. ოცნება ვერ აისრულა და სიკვდილამდე ვერ გნახა. ის მაინც შეგვიძლია უკანასკნელ გზაზე გავაცილოთ. -მარტო დამტოვე. კარგი მოსასმენი იყო ეს ყოველივე მაგრამ მე შვებას ვერ ვგრძნობ. მხოლოდ ის მინდა აქედან გამიშვან და ჩემს დასთან დავბრუნდე. ჩემი ცხოვრების შეცვლას არ ვგეგმავ. -ნიტა... -გადი. -იფიქრე იმაზე ,რომ არიან ადამიანები რმლებსაც ისევე არ დაუშავებიათ არაფერი როგორც შენ. მე და შენ ყველაზე უკეთ უნდა ვიცოდეთ რას ნიშნავს უსამართლოდ დასჯა გაბრიელმა კარი გაიხურა და წავიდა. მაია და სანდრო მხვდა, რომ ნიტამ ის გამოაგდო. თავად კი საწოლში ჩაწვა და მზერა ერთ წერტილს გაუშეშა. არაფერზე ფიქრობდა. უბრალოდ უგონოდ იიდო საწოლზე. კიდევ რამდენიმე დღე გავიდა. მაია,სანდრო და გაბრიელი კართან იდგნენ,მაგრამ ნიტა არც ერთს ახლოსაც არ იკარებდა. მაია ნევიულობისგან ფეხზე ვეღარ იდგა. ნიტა კი ისეიქცეოდა თითქოს არაფერი მომხდარიყოს. ლოლასთან ერთად იცინოდა და მასხრობდა. ბოლოს როგორც იყო სანდროს ყელში ამოუვიდა და მის პალატაში ძალით შეიჭრა. მაია ხელზე ეპოტინებოდა ,მაგრამ ვერ გააკავა. -გგონია თავს თუ მოიკატუნებს ყველაფერი გაქრება რაც შენს ცხოვრებაში მოხდა? უსამართლობა გგონია რაც დაგმართა? დავუშვად ასეცააა, მაგრამ ნუ გგონია რომ ამ წყეულ სამყაროში მისი მსხვერპლი მარტო შენ ხარ. გგონია რადგან სასახლეში გავიზარდე შენზე ნაკლები ხვედრი მერგო წილად? მთელი ცხოვრება დედაჩემის და მამაჩემის ჩხუბს ვისმენდი იმის გამო რაც თქვენ ორს დაგემართათ. მთელი ჩვენი ოჯახი თქვენმა ამბავმა შეიწირა, ბებიაჩემმა კი ერტი წამითაც არ დაგთმოთ. ყოველ დღე ერთი და იმავე მეორდებოდა.განუწყვეტლივ. მამაჩემი ისე მოკვდა ბებიამ არ აპატია. დედაჩემი გაგიჟდა და ქალი რომელიც თქვენს გამო უამრავ დამცირებას და დაბრკოლებას იტანდა ახლა ცივ სასახლეში დევს და გელოდება როდის ინებებ მის დაკრძალვაზე მისვლას. და გგონია, რომ ახლა შენ იქცევი სამართლიანად? იცი რას ვფიქრობ? თურმე არც ყოფილხარ მისი სიყვარულის ღირსი. მას რომ სცოდნოდა იმისთვის იბრძოდა რასაც ახლა შენწარმოადგენ დარწმუნებული ვარ იმედგაცრუებისგან ინანებდა. არავის სჭირდება შენი პატიება იმიტომ, რომ საპატიებელი აქ დამსწრეთაგან არავის არაფერი სჭირს. -გეყოფა სანდრო_გააჩუმა მაიამ -ერთ წამსაც აღარ მოვიცდი. ბებიას დღესვე დავკრძალავთ. არ იმსახურებს ამ უბადური გოგოსთვის სიკვდილიც გაუმწარდეს. მიწას უნდა მივაბაროთ. გაბრიელ წამოხვალ? -რათქმაუნდა -სანდრო -ის მართალია დეიდა. ბებომ არ უნდა იწვალოს. მისი ცხედარი მიწას უნდა მივაბაროთ. ამას არ იმსახურებს. დროა უფლის კანონები აღვასრულოთ. ნიტასთან ერთად ან მის გარეშე. -შენ კი ვერც წარმოგიდგენია რამდენი რამ დაკარგე, რომ მას არ იცნობდი. _მიაყვირა სანდრომ და გარეთ გავარდა. -მე ბიჭებს გავყვები_თქვა კატომ და წავიდა. მაია რამდენიმე წუთს იდგა და უყურებდა როგორ ფიქრობდა ნიტა. მხოლოდ ის მიხვდა, რომმასში რაღაც შეიცვალა.მისი მზერა შეიცვალა. -ნიტა მან დაგარქვა._ამოთქვა მაიამ და წასასვლელად მოემზადა. -თქვენ არ ხართ დამნაშავე არაფერში. ეს მხოლოდ ჩემი ბრალია. მე ყოველთვის მძულდა ის ხალხი ვინაც გამაშვილა. ვერ შევძელი ამის გაცნობიერება, -მესმის და ვიცი. -და რა უნდა ვქნა? -უბრალოდ ადგე და უკანასკნელ გზაზე გააცილო ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა. რომელმაც შეთვის იომა და მანამ აარ წავიდა სანამ არ გიპოვა. მან გიპოვა, მააგრამ ვერ გნახა. შენ უნდა გააცილო უკანასკნელ გზაზე. თუ ამას არ გააკეთებ ეს იმას ნიშნავს, რომ დედამ ეს ომი წააგო. ნიტამ ცოტა ხანს კიდევ შეიცადა. ისევ ყოყმანობა, მაგრამ მერე ზეწარი გადასწია და ფეხები ძირს გადმოჰყო. მაიამ ხელი შეაშველა და ჩაცმაში დაეხმარა. -ჩვენთან ერთად წამოდი_უთხრა ნინას და ნიტას ხელი ჩაჰკიდა. -როგორ გგონია მაპატიებენ ასეთ საქციელს?_ სევდიანად იკითხა მანქანაში მჯდომმა ნიტამ. -ისინი არც არიან გაბრაზებული.უბრალოდ დაიღალნენ. რამდენი დღეა ამ საავადმყოფოს კედლებში ვცოვრობთ -სასაფლაოზე მივდივართ? -უკვე მივედით. ისინიც იქ არიან. სმივე ძირს გადმოვიდა და საფლვებს შორის გზა გაიკვლიეს. ლეოს საფლავის გვერდით მართლაც იდგა სამი ადამიანი. -იქ არიან , ხედავ? ნიტამ თავი დაუქნია. -გაიქეცი მათთან. თქვენ ერთად უნდა იყოთ. ნიტამ დეიდას ხელი გაუშვა და ფეხს აუჩქარა. -გაბრიელ -ნიტა მოხვედი? -დეიდამ მომიყვანა -მოდი ჩემთან. ნიტა გაიქცა და ძმას კისერზე მოეხვია -მაპატიე. მაპატიე, რომ უარგყავი.მე უბრალოდ არ ვიცოდი რა უნდა მექნა. -ვიცი. იყო დრო როცა მეც არ ვიცოდი. -ძალიან მიყვარხარ. იმ დღიდან პირველად, რომ გნახე და ახლა ვიცი რატომაც. ჩემი მეორე ნახევარი ხარ -შენ კიდევ ჩემი. მიდი სანდროსაც მოეხვიე. -როგორც იქნა დაბრუნდი. მაპატიე დღეს ცუდად გამომივიდა, მაგრამ... -დღეს კარგად გამოგივიდა. მე აქ უნდა ვყოფილიყავი. ის ამას იმსახურებდა, იმ 26 წლისთვის რაც ჩვენ შემოგვწირა. სამივემ თითო მუჭი სილა ჩაყარა მის საფლავში და დაემშვიდობა. მანამდე იდგნენ და უყურებდნენ სანამ სასახლე არ დაიფარა. -დიდებული ადამიანი იყო. _თქვა გაბრიელმა -ყველაზე დიდებული ვინც კი როდესმე მინახავს_ცრემლი მოიწმინდა სანდრომ და დეიდას ხელი მოხვია, რომელიც თავისთვის იდგა და ტიროდა. ყველანი ლეილას სახლში წამოვიდნენ. მის გარეშე ყველაფერი ცარიელი იყო. შემოსასვლელში დასხდნენ. კარგა ხანს ჩუმად იყვნენ მერე კი სანდრომ დაიწყო. -ჩემი მშობლების სახლს გავყიდი და აქ გადმოვალ. ეს ისედაც ყოველთვის იყო ჩემი თავშესაფარი. -ნიტა. გთხოვ აქ გადმოდი_შეევედრა მაია -არა ,მე ნინას ვერ დავტოვებ. -რამ გაფიქრებინა, რომ მაგას გთხოვთ? დედამ უკანასკნელადაც ვერ გნახათ. ეს ოცნება მაინც აუხდინეთ. ნიტა უარს არ მივიღებ. გთხოვ. ყველამ აქ ვიცხოვროთ. -კარგი. რადგან ბებია უკანასკნელად ვერ ვნახე.მოდი მისი უკანასკნელი ოცნება მაინც ავახდინოთ. მე და ნინა გადმოვალთ. კატო მოღუშული იჯდა და არაფერს ამბობდა. ისედაც ცხადი იყო რაზე ნერვიულობდა, მაგრამ სახე უცაბედად გამოუნათდა. -მე და კატო დაგტოვებთ_თქვა გაბრიელმა -როგორ თქვენ მიდიხართ?_გაიკვირვა ყველამ -ჩემთვის არაფერი შეიცვლება. მე და კატო ჩვენი მშობლების სახლში დავრჩებით. მე არასოდეს დავტოვებ სახლს სადაც გამზარდეს და ამის საჭიროებას ვერც ვხედავ. -ჰო მაგრამ_ცხვირი ჩამოუშვა ნიტამ -ის მართალია. მისი სახლი იქაა და ვალდებულია იქ იცხოვროს. -გაბრიელ_კისერზე შემოეხვია კატო და ლამის ტირილი მორთო -ნიტა შენ ჩემი და ხარ, მაგრამ მე კიდევ მყავს ერთი და და ის აქაა. მე კატოს არასდროს დავტოვებთ. ჩვენ ისევე ვართ ერთნი როგორც მე და შენ. კატო ჩემი სულის და ცხოვრების ნაწილია. მის გარეშე ცხოვრებას არ ვაპირებ.ყოველტვის მოვალ და გნახავთ, მაგრამ არ დავტოვებ იმ კერას სადაც შვილად მიმიღეს და ადამიანად მაქციეს. -დედა შენით იამაყებდა_გადაეხვია მაია და ორივე კარში გამოაცილა. VVV რამდენიმე დღის შემდეგ ნიტამ აიჩემა, რომ უნდოდა მისი ნამდვილი დედა ენახა. ყველა უარობდა, მაგრამ ვერ გადააფიქრებინეს. ბოლოს როგორც იქნა ორივე ძმა დაიყოლია და პანსიონატში ვიზიტიც ჩაწერა. თავიდანვე იცოდა,რომ ეს არ იქნებოდა მარტივი და არც ადვილად გადასატანი, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. სანდრომ იმ ქალზე მიათითა დედაჩვენიაო, რომელიც ეზოში ხის სკამზე იჯდა და უსასრულო სივრცეს გაჰყურებდა. ხელები გაკრული ჰქონდა. ალბაათ იმიტომ რომ ვინმესთვის რამე არ დაეშავებინა. ახლოს მივიდნენ და სცადეს მასთან კონტაქტი დაემყარებინათ, მაგრამ ამაოდ. ბევრი ეძახეს, მაგრამ მათი ხმა სადღაც უსასრულობაში იკარგებოდა და დანიშნულების ადგილას არ მიდიოდა! ჩვენს ხმას ძალა მხოლოდ ამ სამყაროში აქვს! სხვაგან ის არ ისმის! ის სხვაგან იყო! დღეს და სამუდამოდ! ____ დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით შეფასება თქვენზე მომინდვია. მიყვარხართ და გელოდებით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.