ზედმეტად სექსუალური -4-
ქალმა იგრძნო როგორ ლაშქრავდა მამაკაცი მის რბილ ტუჩებს,ერთხანს ადელა ცდუნებას აჰყვა და მამაკაცის ტუჩებს ვნებიანად წაეტანა.'რაც იქნება იქნება' ჩაისისინა ალტერ ეგომ და ქლის ყინულოვანმა საფარმა ლღობაც კი დაიწყო,თუმცა წამსვე გაახსნდა მისი აქ ყოფნის მიზეზი,გველნაკბენივით მოშორდა კაცს: -ბოლო გაფთხილებაა! ბოლო!-გესლიანად ჩაილაპარაკა ქალმა და კაბინეტიდან გასვლისას მამაკაცს მტრული მზერა სტყორცნა. -განა მეშინია შენი მუქარის, ყინულის დედოფალო?-ჩაიცინა კაცმა და სავარძელში კომფორტულად მოთავსდა. ადელას არ გაუგია კაცის ბოლო რეპლიკა,გაბრაზებული ელოდა ლიფტს რომ შესვენებაზე კაფეში შესვლა და ყავის დალევა მოესწრო. -რამე უნდა მოვიფიქრო და მისგან თავი შორს დავიჭირო-ჩაილაპარაკა თავისთვის და ყავა მოსვა. -შეიძლება?-წინ დაუგდა უცნობი გოგონა. -ჰო,დაჯექი...-უდარდელად უპასუხა ქალმა და ნამცხვარს პატარა ნაწილი ჩამოათალა. -მე ბაია ვარ,ერთად ვმუშაობთ...-მორცხვად გაუღიმა გოგონამ. -აჰა სასაოვნოა,ადელა.-ხელი გაუწოდა ქალმა. -ჩემთვისაც... -რომელ განყოფილებაში მუშაობ ბაია?-ინტერესით იკითხა ადელამ და ყავა მოსვა. -ოჰ მე ბატონი ბესოს მდივანი ვარ... -გასაგებია. -როგორ მოგწონს მაქსიმესთან მუშაობა?-ინტერესით იკითხა ბაიამ. -მაქსიმე...რთული თემაა,ვერ ვეწყობით ერთმანეთს-ღიმილით ჩაილაპარკა ქალმა რადგან კითხვის კონტექსტს მარტივად მიუხვდა. -ჰო,რთული ადამიანია ახლოს არავის იკარებს... -მართალი ხარ,ძალიან უკარება და ჩაკეტილია-სიცილით თქვა ადელამ როცა კოცნა გაახსენდა. -ძალიან გვიყვარს ერთმანეთი... -ვიცი, ბევრს ყვება შენზე-ცოტა წაიმაიმუნა ქალმა და ფეხზე წამოდგა. -სასიამოვნო იყო შენთან საუბარი ბაია,სამუშაო საათები იწყება ამიტომ დაგემშვიდობები,დროებით-გაღიმებულმა დამშვიდობა გოგონას და კაფე დატოვა. "ყველა კაცი ერთნაირია?" დასვა საყვარელი კითხვა და კაბინეტის კარები შეაღო.მაქსიმე ჯერაც არ დაბრუნეულიყო ამიტომ თამამად შეაბიჯა კაბინეტში და მაგიდას მიუჯდა.საქმე თავზე საყრელად ჰქონდა ამიტომ თავაუღებლად მუშაობდა,წამოსვლის წინ შემჩნია მქსიმეს ცარიელი სავარძელი და ჩაფიქრებულმა დატოვა სამსახური.გულში გრძნობდა რომ რაღაც ისე ვერ იყო,თუმცა თავს ამხნევებდა კარგზე ეფიქრა. სახლის კარები შეაღო თუარა ტანაცმლის გახდას მოჰყვა სააბაზანოში შევიდა საბანაოდ. წყლმა მოადუნა და ცოტახანს წამოწვა.თვალები დახუჭა და სულს მელანქოლია მოეძალა.ატომური ბომბივით აფეთქდნენ ფიქრები და სიმშვიდე დაურღვიეს ქალს. *** როგორც კი შუაღამეს გადაცდა ქალმა მზადება დაიწყო და სახლი გულაფანცქალებულმა დატოვა.იცოდა,ელოდა და დარწმუნებული იყო ამდენი წვალების შემდეგ დანაპირებს შეასრულებდა.როგორც კი ობიქტების თავშესაფარს მიაღწია,გულში რაღაც აეწვა,თითქოს გული ამოაცალეს და ხელის გულებით დაუწურეს.თავი გაიმხნევა და ნაბიჯი წინ გადადგა მაგრამ ვიღაცამ ხელი დაავლო და უცხო მიმართულებით წაიყვანა.გააზრებაც ვერ მოასწრო ისე მიაკრო ნაცნობმა სილუეტმა ტუჩები. -აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-დაიყვირა გამწარებულმა ქალმა და კაცის სხეული ხელის კვრით მოიშორა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.