შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (2)


28-01-2016, 00:30
ავტორი N7
ნანახია 2 881

პირველ რიგში მინდა გითხრათ, ეს 'სიცრუის თეორიაა', უბრალოდ, სახელი გადაკეთდა მცირედად.
იმედია მოგეწონებათ.
II.
ბნელით შთანთქმულ ოთახში რიტმადარღვეული სუნთქვა ისმოდა. თითქოს არაფერი იყო რეალური და თან ასეთი ადეკვატური. დაჩი არასდროს იყო მზად ცოლისთვის, არც მითუმეტეს მამობისთვის. შეცდომა გამოუსწორებლად დარჩა, ახლა კი ყველაფერი უფრო და უფრო სიღრმეებისკენ მიდის. იმის ნაცვლად, რომ ჭკუა ისწავლოს, მეტად ტოპავს და ვერც კი ხვდება, რომ ჭაობია და თავის ოჯახსაც ითრევს.
კარი ხმაურით გაიღო. ოთახში ნაცნობი სხეული შემოვიდა, დინჯი ნაბიჯებით, ოდნავ წელში მომტყდარი.
– დაჩი, მოდი აქ! – ხმამაღალი ჩურჩულით დაიქუხა ლინამ და ოთახში შუქი აანთო.
– ოჰ, მივესალმები საყვარელ ცოლს! – სიცილით წამოიძახა.
– შენი შვილი ცუდად არის, ძლივს დაიძინა, მთელი დღეა ბორგავს. თუ არ გააღვიძებ, ორივე მადლობელი დაგრჩებით! – გამოსცრა კბილებში.
– რა სჭირს? – თითქოს გონს მოეგო, წინ წამოიწია და გამოწეულ, ეულად მდგარ სკამზე დაეშვა.
– რომელი ერთიდან დავიწყო: ფსიქიკური სტრესიდან თუ ფიზიკური ავადმყოფობისგან? თუმცა შენ რომელი გადარდებს? – სარკასტული ღიმილით გადახედა.
– რანაირად მელაპარაკები? – თვალები გაუფართოვდა და ინსტიქტურად აუწია ხმას.
– დამსახურებულად! და ტონს დაუწიე, – სიბრაზისგან ხელები სავარძლის სახელურებს მოუჭირა.
– გოგო, შენ ნორმალური ხარ? – მოუსვენრად ცქმუტავდა სკამში, თან ხელებს შლიდა და უცნაურ მიმიკებს იღებდა.
– სად იყავი?
– რა? – გაუკვირდა.
– სად იყავი–მეთქი? – გაუმეორა უფრო მკაფიოდ.
– რა შენი საქმეა?
– აა, ესეიგი, ჩემი საქმე არ არის? – გაეცინა. – პროსტა, ახლა აებარგები და ისე წაეთრევი სახლიდან, როგორც მოეთრიე. ღირსი არ ხარ შენ ბავშვსა და ჩემს გვერდით იწვე, მთვრალი და უგუნური! – გაბრაზებულმა წამოიყვირა და ხელი კარისკენ გაიშვირა. – უბრალოდ, ადექი და წადი.
– მგონი მეღადავები, – ნერვიულად გაეცინა.
– ადეკვატურობის ნამცეცი არ გაგაჩნია, რა სიყვარულზეა საუბარი... – მასაც ეცინებოდა, დროდადრო, ნერვიულად. ყლაპავდა და ყლაპავდა ყელში მომდგარ ბურთს, რომ ახრჩობდა.
– ა, შენ სიყვარული ადეკვატურობა გგონია? – გადაიხარხარა.
– წა–დი! – დაუმარცვლა. თავი აღარ ჰქონდა არაფრის. მთელი სხეული უთრთოდა და შუბლზე ცივი ოფლი ასხამდა.
– სისულელეს ნუ ჩაიდენ! – საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუფრიალა.
– თორე რა? – დიდი გულით გაეჭიმა.
– პოლიციაში გიჩივლებ! – სასაცილო მიმიკით გააჯავრა. – წავედი, მეძინება.
– წადი, ოღონდ აი, იმ კარიდან! – თითი მთავარი კარისკენ გაიშვირა და ბრაზით ჩაილაპარაკა.
– ლინა, ძალიან მიქარავ ამ საუბრისთვის! – მოტრიალდა ქალისკენ.
დერეფანში იდგნენ უკვე. წინა ფანჯრიდან სავსე მთვარის სხივები ირეკლებოდა პრიალა რაფაზე და კაცის სახეზე ციმციმებდა ნათელი. შეშლილი სახე ჰქონდა, გაფითრებული, სხეულიდან რომ აცოცდება სული და უსულოდ დარჩენილი ხორცი საუკუნო სითეთრით შეიღებება.
– მორჩა ლინა, ვსო! ხომ იცი, როგორ არ მიყვარს ეს ისტერიჩკები? – ანაზდად ღიმილმა გაუპო სახე, კვლავინდებურად ნერვიულმა, მაგრამ უფრო რბილმა. ქალს მიუახლოვდა, მისი პატარა, გამოყვანილნაკვთებიანი სახე ხელებში მოიქცია და სარკესავით კრიალა კანზე ცერები დაუსვა.
– მძულს შენი შეხება, დაჩი! – ზიზღი ყელში მოაწვა და ვეღარ შეიკავა თავი, ვერ აიძულა გაჩუმება.
– თუმცა მე მიყვარხართ, შენც და ლილუც, ყველაფერზე მეტად... – თავი დახარა, რათა შეხებოდა ქალის ნერვიულობისგან გამობურცულ, წითლად შეფერილ ბაგეებს, ღამისფერი რომ გადაჰკვროდათ, თუმცა ვერ მოახერხა, თავი გასწია ლინამ.
– დარჩენა გინდა? – უმოწყალოდ დაიჩურჩულა.
– მინდა, – მოკლედ მოუჭრა.
– შენი ოთახი ამიერიდან მისაღები იქნება და კიდევ ერთ პატარა უყურადღებობას დავინახავ ლილუს მიმართ და ჩათვალე, სამუდამოდ დაგვკარგე! – სიმკაცრე შეეპარა ტონში.
– რა უყურადღებობა, რას ბოდავ? შენც სიცხე გაქვს? – თითები შუბლისკენ ააჩოჩა, მაგრამ არ დასცალდა, სწრაფად ჩაარტყა ქალმა და ჩამოაღებინა.
– იცი, რას ეუბნებიან შენ შვილს? იცი, რას ჭორაობენ მათი მშობლები ჩვენზე, ზურგს უკან? რომ მუდამ ქუჩაში ხარ, არაფერს საქმიანობ, ყველას სტკენ და ყურადღებას არ აქცევ შვილს! დიახ, აი, ეს უთხრეს ლილუს, თავისი პირით მითხრა. და შენ რომ ამ ქვეყნად რამე გაგაჩნდეს, გული სულ ოდნავ, ოდნავ შეგიქანდებოდა ახლა!
– ვინ უთხრა? – გაბრაზებისგან ისევ დაეძაბა სახე, ისევ შეშლილის იერი მიიღო, თვალები დაჭყიტა.
– რატომ გაინტერესებს? რომ მიუვარდე და მათაც შენებურად გაურჩიო საქმე, ისევ მისი კეთილდღეობისთვის? – ირონიული ღიმილი აიფარა და მკერდზე დასცხო მუშტი.
– მორჩი, ლინა, მორჩი! – დაიღრიალა.
– ყოჩაღ, დაჩი, ყოჩაღ! – ბრაზით ძაილაპარაკა და სწრაფი ნაბიჯებით გაშორდა. გავლისას მხარი გაკრა მამაკაცის მკლავს.
ლილე საწოლზე ცრემლიანი თვალებით წამომჯდარიყო და სიბნელეში დააცოცებდა შიშშეპარულ ორ ზღვას. შუქი აანთო ლინამ და წაშლილი ჩამოუჯდა საწოლზე.
– დე, როგორ ხარ? – უჩურჩულა და შუბლზე მიაწება ტუჩები.
– რა მოხდა? – იკითხა მთრთოლარე ხმით.
– არაფერი დე, დაიძინე, – შეეცადა თბილად გაჰღიმებოდა, მაგრამ მხოლოდ ტკივილი იგრძნობოდა მთელს მის არსებაში. როგორ უნდოდა დრო უკან გადაეხვია და მაშინ გაშორებოდა დაჩის, როცა ამის შესაძლებლობა იყო. ლილე გაიზრდებოდა, მისთვის მუდამ გარდაცვლილი იქნებოდა მამა და ამდენსაც აღარ ინერვიულებდა.
– მამა რატომ ჩხუბობს? – ღელვა ტუჩებზეც შეეპარა და მისი თრთოლვით ძლის ამოთქვა.
– არ ჩხუბობს, დეე. ცუდად იყო და წამოიყვირა უბრალოდ, – მხრები აიჩეჩა.
– რა სჭირს მამიკოს? – უფრო მოიღუშა.
– გაცივდა, დე. შენც ხომ გაქვს სიცხე? ჰოდა, მასაც სიცხე აქვს.
– ჩვენთან არ დაიძინებს?
– სანამ ცუდად არის, არა, ლილუ...
შუქი ჩააქრო. ახლა ვეღარ ხედავდა პატარას მღელვარე ზღვას, მაგრამ მის კანკალს და ბორგვას გრძნობდა. ღმერთო, როგორი სიძულვილით ეპყრობა დაჩი ამ ორს. როგორ შეუძლია იყოს ასეთი ცივი, როდესაც საქმე ოჯახს ეხება?! მაგრამ ფაქტია არის და ეს სტკივა ლინას, ეს აიძულებს იყოს ბოროტი და თუნდაც ხალხმა ილაპარაკოს, ვერ აიტანს ლილუს ტკივილს მეტად.
***
მორიგი საოპერაციო კაცი მოიყვანეს. უზარმაზარ ავარიაში ეს უკანასკნელი გადარჩენილიყო მხოლოდ და მისი სიცოცხლის საკითხი ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. მთელი ღამე არ სძინებია ლინას, გათიშული იყო და თავს აიძულებდა გამოფხიზლებას. უამრავი ჭრილობა ჰქონდა მამაკაცს სხეულზე. რამდენიმეგან შუშას დიდი ნაკვალევი დაეტოვებინა. სასწრაფოდ გაკერეთო, უბრძანა ექთნებს, თავად კი მუცლის არეს გაჭრას შეუდგა.
მამაკაცის საარსებო ყველა წყარო დაღმართზე ეშვებოდა. როგორც სისხლის სურნელი ცხვირში ეცა ლინას და ხელებშიც იგრძნო მათი თხევადობა, მაშინვე გამოფხიზლდა, დენდარტყმულივით დააჩერდა მამაკაცს, რომლის პულსი უფრო და უფრო ნელდებოდა.
– გიორგის დაუძახეთ! მალე! – დაიყვირა და საქმეს შეუდგა.
ახლა აღარაფერზე ფიქრობდა, მხოლოდ პაციენტს დასჩერებოდა და მის გადარჩენას ნატრობდა. განა ასეთი რთული იყო, მსგავსი ოპერაციები ხომ უამრავი ჩაუტარებია. გაჭერი, შუშა ამოიღე, დახურე. დიდი გამოცდილებაც კი არ აიძულებდა გაერისკა, რადგან ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული.
– სასწრაფოდ იშოვნე დონორი! მეოთხე ჯგუფის სისხლი აქვს... – ამოიჩურჩულა მექანიკურად და შუშას დააჩერდა, რომლის ამოსაღებად თითქოს ჯოჯოხეთში ჩასვლა იყო საჭირო, ამიტომ ერთულებოდა.
***
სავსე დერეფანში გამოვიდა. მთელი სახე სველი ჰქონდა და სისველისგან შეკრული თმა შუბლზე დაცურავდა. უნდოდა მოეკითხა პაციენტის ახლობლები, მაგრამ არ დასცალდა, მანამ მოვარდა სახეწაშლილი შუახნის ქალი, რომელსაც ნერვიულობა შერჩენოდა მხოლოდ.
– შვილო... ჩემი შვილი... როგორ არის? – ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს და თითოეულ ბგერაში კვნესოდა.
ღამისფერი თვალები ჰქონდა ქალს, წყვდიადისფერი, თუმც უბოროტო, მრავლისმნახველი. უყურებდა და უჭირდა რაიმეს თქმა, ხმის ამოღება. უჭირდა კი არა, ოღონდ ამ წამს ასცელილიყო, ოღონდ ეს საუკუნოდ გაწელილი წუთი ჯოჯოხეთში გადაესროლა, ყველაფერს იზამდა. შავ თვალებში უდიდესი სევდა ჩამდგარიყო და ლინამ იცოდა, მორიგი, გარდაუვალი სევდა წარუშლელ კვალს დატოვებდა.
– გარდაიცვალა.
სიყალბის თეორია (2)



№1 სტუმარი darina

Me miyvars sheni istoriebi ragacnairad cxivrebiseulia, roca vkitxulob emociebis zgvashi vidzirebi .

 


№2  offline წევრი N7

darina
Me miyvars sheni istoriebi ragacnairad cxivrebiseulia, roca vkitxulob emociebis zgvashi vidzirebi .

უღრმესი მადლობა!
ძალიან მიხარია, რომ ასე ფიქრობ love
მართლა! <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№3  offline წევრი N7

SEREBRO
Vaihh vaihh! Dzalian kargia velodebi shemdeg tavs shen ki dzanmikvarxar kargiixar <333

ძალიან მიხარია, რომ მოგწონს love
მეც მიყვარხარ love
გმადლობ love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent