შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყალბის თეორია (1)


27-01-2016, 00:21
ავტორი N7
ნანახია 5 356

სიცრუის თეორია.
I.
დაჭრესო რომ დაურეკეს, ეგ ახსოვს. მერე რა ჩაიცვა, რა აიღო და როგორ წავიდა – წაიშალა გონებიდან. მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა, საავადმყოფოს კედლებში გამჯდარი მძაფრი სურნელი რომ შეიგრძნო, უგონოდ მყოფ საყვარელი ადამიანის სხეულს შეეხო და ყურებში გაბმული წუილი რიტმულ წრიალად გადაიქცა. ნელ–ნელა გაახილა ატკიებული თვალები და გაეღიმა, როდესაც კიდევ ერთხელ შეიგრძნო მამაკაცის სუნთქვა, თავთან ახლოს.
– დამიბრუნდი, – ამოიჩურჩულა ბედნიერმა თავისთვის და ხელზე ცხელი კოცნა დაუტოვა.
მერე წამოდგა. იატაკზე ჯდომისგან გვერდები ასტკიებოდა. მთელი ოპერაციის განმავლობაში არ მოშორებია გვერდიდან. ახლაღა გაიაზრა, რომ ეს მისი საქმე იყო, თუმც არ ახსოვს როდის გაუცვალა გიორგის. ცრემლებით სველი სახე შეიშრო და კოლეგას გადაეხვია.
– სიკვდილს გამოგლიჯე ხელებიდან... ვერასდროს გადაგიხდი ამ ვალს! – ბედნიერმა უჩურჩულა.
– მე მეტი ვალი მაქვს შენი, ჩავთვალოთ, უკვე გაისტუმრე! – მეგობრულად მოუსვა ზურგზე ხელი.
გასცილდა, ღიმილითა და თავის დაკვრით. ერთხელ კიდევ შეხედა საოპერაციო მაგიდაზე ნარკოზში მყოფ კაცს და დერეფანში გავიდა. რამდენიმე ნაცნობი და ზოგი უცნობი წაშლილი სახე შეხვდა, ელოდნენ და გულშემატკივრობდნენ მათ. როგორც კი მოციმციმე ბედნიერება შენიშნეს სახეზე, მაშინვე ახმაურდნენ და მოსალოცად წამოიწიეს.
– როგორ არის? – ხმა უთრთოდა დედამისს. გაუაზრებლად ჩასჭიდა ქალს მაჯაში და დაქაჩა. მტკივნეული იყო, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
– ღვთის წყალობით, კარგად, – მტკივნეული ბედნიერებით გაუღიმა. – რამდენიმე საათში ნარკოზიდან გამოვა.
სადღაც შამპანურის გახსნის ხმა გაისმა. გაკვირვებულმა შემოატარა ხალხის ბრბოს მზერა, თუმც ვერ შენიშნა ვინ მოახერხა ამდენი. ანდა, როდისღა მოასწრეს შამპანურის ყიდვა? თუ დაიწინაურეს საქმე? ღმერთი უწყის რა მოხდა მის არ ყოფნაში, მაგრამ მთავარი იყო, რომ გადარჩა.
***
საღამოს გამოფხიზლდა პაციენტი. ახლა უკვე თავისუფლად ირგებდა ექიმის როლს ლინა. შევიდა. მამაკაცმა ნელა გადმოხედა და გაუღიმა.
– დაბრუნებას გილოცავ! – ყურებამდე გაწელა ღიმილი.
– ლინ, ჩემ თავს გაფიცებ, ახლა არა რა... – მუდარის ნიშნად გამოწია ხელი.
– ახლა რა არა, დაჩი? – გაკვირვებული დააჩერდა, თანაც კისერზე პატარა შეუმჩნეველი ნაიარევების დაკვირვება წამოიწყო.
– არ დამიწყო როგორ მოახერხე, ისა და ესაო...
– შენ თუ სულ არ გაღელვებთ მე, დედაშენი, შენი შვილი და სხვა ახლობლები, არაფერს არ დავიწყებ, დაჩი! – გამკაცრდა.
– ხედავ? დაიწყე, – ამოიხვნეშა და წამოჯდომა სცადა. რა თქმა უნდა, მცდელობა მცდელობად დარჩა და ტკივილისგან სახე მოეკრუნჩხა.
– უფრო ძლიერად შექანება გჭირდება შენ! – ღიმილით ჩაილაპარაკა და ფანჯრისკენ დაიძრა.
– ლილუ სადაა? – გაახსენდა მამაკაცს.
– ქეთათოსთან.
ფანჯარა გამოაღო. სახეში უმალ ეცა ცივი და სასიამოვნო ჰაერი. ჟრუანტელმა დაუარა. გარეთ გაზაფხული იკიდებდა ფეხს, ხეები შვილებს იძენდნენ და ბედნიერების სურნელს აფრქვევდნენ არემარეს. ოდესღაც ისიც გაზაფხულს ჰგავდა... ახლა კი ცხოვრებისეულ ზაფხულს ეზიარება, ძალიან მცხუნვარეს.
– დაჩი... – ფარდები ღია ფანჯარას ჩამოაფარა, სკამი საწოლთან მიაჩოჩა და მამაკაცის ხელი თავისაში მოიქცია. – შენსა და ლილუს მეტი არავინ გამაჩნია დედამიწაზე, ხომ იცი?
– არ დაიწყო–მეთქი, ხო გთხოვე?
– არაკაცივით ნუ იქცევი! – გაცხარდა, მაგრამ ტონი არ შეცვლია, კვლავინდებურად ინარჩუნებდა სიმშვიდეს.
– რა გინდა, ლინა? – სუნთქვა გახშირებოდა მამაკაცს და გულისცემის სიჩქარეც მომატებულიყო.
– მხოლოდ ის, რომ მე, შენ და ლილუმ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვროთ!
– ცხოვრება ზღაპარი არ არის...
– ცხოვრება ზუსტად ზღაპარია, უბრალოდ, თავად ვართ მისი მწერლები... – გაეღიმა. – არაერთხელ გვისაუბრია ამაზე.
– საუბრები ფაქტებს არ ცვლის.
– არ გინდა რა... კაცი ხარ, სკოლაში ჩხუბისთავი ბავშვი აღარ! შვილი გყავს დაჩი, როდის მოეგები გონს და დაუბრუნდები სამყაროს? – თვალები აემღვრა და იატაკისკენ ჩააცოცა მზერა, ადიდებული ზღვის დასამალად. არადა, როდის იყო ზღვა თავის ღელვას მალავდა?
– ხანდახან სულელი ქალივით იქცევი!
– ხანდახან მეპატიება, მაგრამ კაცს ხანდახანაც არ ეპატიება არაკაცობა! – ამოიჩურჩულა მზერამოუშორებლად.
– მე ლილუს მომავალზე ვზრუნავ, ლინა! – გაცეცხლდა, წამოჯდა, ტკივილი სულ დაავიწყდა.
– რას ეძახი შენ მის მომავალზე ზრუნვას? ქუჩაში დანით საქმეების გარჩევას? – გაეცინა.
– ქუჩაში საქმეებს არ ვარჩევ!
– ჰო? მე კიდევ პირიქით წარმომედგინა, რატომღაც...
– არ ვიცი, რა უნდა გითხრა.
– არაფერი, დაჩი, არაფერი! – სახე გაუპო ირონიაშერეულმა ტკივილიანმა ღიმილმა. – მხოლოდ იფიქრე, მთელი სამყარო ვერ იქნება ერთის მიმართ დამნაშავე! აი ერთს კი შეუძლია დამნაშავე იყოს მთელი სამყაროს წინაშე.
– რას ამბობ... – წამოიწყო, მაგრამ არ დასცალდა დაბოლოვება, ლინას უკვე კარი მიეკეტა პალატის და შუქიც აღარ ბჟუტავდა თეთრად შეღებილი ჭერიდან.
„ჯანდაბა, ლინა, ჯანდაბა!“ – ჩაილაპარაკა დაბალ ხმაზე, – „სისულელე არ ჩაიდინო!“.

***
ფანჯარასთან იდგა ლინა. გარეთ გაზაფხულის ქარი მიარღვევდა მონავარდე, დამდგარ ჰაერს, ცაზე კი თეთრი, სავსე მთვარე ცურავდა ღამის წყვდიადში. ღრუბლების თხელი ფენა ამაოდ ცდილობდა დიდი სხეულის დაფარვას, თუმც მთვარე მოხერხებულად აღწევდა თავს და ისევ კუთვნილი ადგილიდან იწონებდა თავს.
ჯერაც ახალგაზრდა და მიმზიდველი ქალი იყო, რატომ უნდა მოეკლა თავი სხვის გამო? ჰო, ზუსტად, ეს თვითმკვლელობაა, შესწირო თავი კაცს, რომელთანაც უკვე აღარაფერი გაკავშირებს, შვილის გარდა. თუმცა, ღმერთო, შვილი! რამხელა კავშირი იმალება ამ პატარა სიტყვასა და დიდ, სათუთ გრძნობაში! შვილი – ეს ხომ მხოლოდ სიტყვა არაა, ვორდში წაშალო და ფურცელზე გადაჯღაბნო? ეს რეალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რომელზეც ასიათასობით და მილიონობით ადამიანი ოცნებობს; რომელიც ერთი გააზრების სრული და მთავარი სიმბოლოა. და, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხთან გაქვს საქმე, რთულია მისდიო გონებას და არა გულს. შენ ვერ დაამხობ თავზე შენს შვილს ცხოვრებას და ვერ გაუხდი საქმეს სხვების თითის მოსაშვერად, რადგან, გინდა თუ არა, ეს ქვეყანაა, სადაც ყველა ნაბიჯს გიკონტროლებენ; სადაც ტერორიც ისეთი აბსტრაქტული ცნებაა, როგორც ჭორაობა, თუმც იმდენად ძლიერი, კაცს ცოცხლად დამარხავს და აიძულებს ამ სიცოცხლის სატანჯული შეიგრძნოს.
სიგარეტს მოუკიდა. არ ეწეოდა, თუმცა მსგავსი სიტუაციები არ აკლდა, ჰოდა, ერთგვარი კაიფის იშვიათი საშუალება იყო მისთვის სიგარეტი. ღრმად შეიგრძნო შხამიანი კვამლი მთელს არსებაში და თითქოს სიამოვნების ჟრუანტელმაც კი მოიცვა. მერე გამოუშვა, გეგონებოდათ უნდოდა მთელი ტკივილები მისთვის ამოეყოლებინოსო. სახეში უკვე წმინდა გაზაფხულის წმინდა ჰაერის ნაცვლად, შხამიანი სიგარეტის შხამიანი კვამლი სცემდა.
– დე, რას აკეთებ? – შორიდან გაიგონა ლილუს ხმა და სწრაფად გადააგდო სიგარეტი.
– ჩემო სიცოცხლე, შენ რას აკეთებ? – ღიმილით მიუტრიალდა პატარას, რომელიც კედელს აკრობოდა და დიდრონ თვალებს უცხოობისგან აცეცებდა.
– დე, მამიკოს დაურეკეს და ჩხუბით გაიქცა სახლიდან... – მხრები აიჩეჩა და წამწამების ხამხამს მოჰყვა.
– ალბათ, რაიმე ცუდი მოხდა დე... მოდი ჩემთან, – ხელები გაშალა.
– მამიკოსაც ხომ არ მოუვა რაიმე ცუდი? – ზღვისფერი თვალები ღელავდა, ბობოქრობდა და მანძილს ამცირებდა ქალის თვალებში ჩასახედად.
– ჩემო პრინცესა, მამიკო თავის თავს მიხედავს, შენ არ უნდა ინერვიულო მასზე... აბა, მითხარი, ხვალ ბაღში რა უნდა ჩავიცვათ? – ხელში ააფრიალა პატარა სხეული და სავარძელში ჩაეშვა მასთან ერთად.
– დე, მინდა, რომ მამიკომ წამიყვანოს ბაღში... იცი? თეკლეს სულ თავისი მამა ატარებს, ნუცასაც... მე კიდევ, – მოიღუშა. ტუჩები სატირლად დაბრიცა და ბობოქარი ზღვა წამწამების ქვეშ მიმალა.
– დეე, ჩემო ფერია! – ტკივილმა უმალ დაუარა სხეულში და თითოეულ წერტილში მოხვდა. – შენ ხომ იცი, რომ მამიკოს საქმეები აქვს, არა?
– იცი? თეკლე მეუბნებოდა, შენი მამიკო სულ ქუჩაშია, ხან ვის ეჩხუბება, ხან ვის და არავითარი საქმე არ აქვსო... – აიწურა.
– თეკლე ცუდი ბავშვია, ასეთ რაღაცებს რომ გეუბნება... შენ უნდა ენდობოდე შენს მამიკოს!
– დე, მეძინება... – ამოიკვნესა და წელზე შემოხვია გაკნაჭული ხელი.
– ცუდად ხარ შენ? – შეშინებულმა ჩამოხედა.
ახლაღა შენიშნა, რომ ლილეს ლოყები აღაჟღაჟებოდა, სხეული უთრთოდა და შორ მანძილზეც კი აფრქვევდა მისი სხეული ცხელ ტემპერატურას. ზღვისფერ თვალებს ღრუბელივით ნაცრისფერი გადაკვროდა. ჩანდა, როგორ ებრძოდა პატარა ცხელებას, რომელიც ითრევდა თავისკენ, უფრო და უფრო.
პატარა სხეული სავარძელზე მიაწვინა და სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა სამზარეულოსკენ, სადაც ფარმაცევტული ყუთი ეგულებოდა. მის ასაღებად რომ ასწია გამხდარი ხელები, მერეღა შენიშნა, როგორ უთრთოდა მთელი სხეული. ეცადა გონების მოკრებვას, თერმომეტრი და სიცხის დამგდები წამლები მოიმარჯვა და სირბილით დაბრუნდა მისაღებში. ლილეს ჩასძინებოდა.
– დეე, ჩემო პატარა... – ყელში მობჯენილი ბურთი უკან გადაუშვა და თერმომეტრი ჩაუდო.
ცალი ხელით მხარს უჭერდა, ცალით ტელეფონზე კრიფავდა ნომერს. ყურთან მიიდო სწრაფად და დაელოდა როდის უპასუხებდა ადრესატი. დიდი ხანი ელოდა, მაგრამ არ აიღო მამაკაცმა ყურმილი. შემდეგ კიდევ დარეკა და უკვე უიმედოდ მყოფი გათიშვას რომ აპირებდა, მაშინ გაისმა მისი ხმა.
– დაჩი, სად ხარ? დროზე მოდი სახლში, ლილუს სიცხე აქვს... – მიაყარა უცებ.
– სიცხე? მიხედე რა, არ მცალია ახლა! – უფრო ჩაჰყვირა, ვიდრე უთხრა და გათიშა.
აკანკალებული ხელი მუხლზე დაიდო და მეორეთი ტემპერატურა შეამოწმა. ოცდაცხრამეტს აცელოდა ხაზი. მარტო ვერ მოუვლიდა, ამხელა სიცხეს მარტო ვერ გაუმკლავდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ექიმი იყო, დიდი სტაჟის მქონე. უბრალოდ, შვილთან ყველაფერი შავ ხვრელს ემსგავსება, თითქოს თუ შეტოპავ, შთაინთქავს შენს არსებას, თითქოს გაგიჭირდება მასთან გამკლავება.
ქეთათოს დაურეკა.
სიყალბის თეორია (1)


***
ვაპირებდი ჯერ დამეწერა და მერე დამედო, მაგრამ არასდროს მყოფნიდა ნებისყოფა საამისოდ, არც ახლა მყოფნის და...
რამდენიმე თავი გამზადებული მაქვს, ვეცდები არ დავაგვიანო ხოლმე.
იმედია, მოგეწონათ და გამომყვებით.
მორიგი თეორია ცუნდრუკობების გარეშე ^_^



№1  offline მოდერი sopiko

აჰ, ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა, მხატვრული შედარებებით გაჯერებული, რამაც საკუთარ თავზე გადმომატანინა თუთოეული ემოცია, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე! ლუკა დაჩია? თუ ლუკა სხვაა და დაჩი სხვა? ცოტა დავიბენი...

 


№2  offline წევრი ფორთოხალი

დასაწყისი კარგია მე სათაური არ მომეწონა. სულ ტიმ როთი უნდა მედგეს ხოლმე თვალწინ და არამგონია, შენ ეს გაწყობდეს. პლაგიატი არ ქვია ამას, მაგრამ უადგილო ასოციაციას აჩენს. ვიცი, სწორად გამიგებ და იმიტომ გავიტლიკე :))

 


№3  offline წევრი N7

sopiko
აჰ, ძალიან საინტერესო და განსხვავებული ისტორიაა, მხატვრული შედარებებით გაჯერებული, რამაც საკუთარ თავზე გადმომატანინა თუთოეული ემოცია, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე! ლუკა დაჩია? თუ ლუკა სხვაა და დაჩი სხვა? ცოტა დავიბენი...

მიხარია, რომ მოგეწონა love
რაც შეეხება სახელს, მაპატიე, ეტყობა ამერია ბოლოში და ჩავასწორე... დაჩი ჰქვია მთავარ პერსონაჟს და სწორედ მას ურეკავს ლინა love

SEREBRO
Mokled pirvlad vtoveb shens istoriaze komentars hoda minda gitxra rom sashinlad momewona gansxvavebuli shinaarsiss istoria aserom velodebi shemdeg tavs sakvarelo tanac ufro dids :))

მიხარია, ძალიან, რომ მოგეწონა! love
მალე დავდებ შემდეგ თავს, მხოლოდ ვერ შეგპირდები, რომ დიდს... ეს ჩემი 'დოზაა', ასე ვთქვათ request

ფორთოხალი
დასაწყისი კარგია მე სათაური არ მომეწონა. სულ ტიმ როთი უნდა მედგეს ხოლმე თვალწინ და არამგონია, შენ ეს გაწყობდეს. პლაგიატი არ ქვია ამას, მაგრამ უადგილო ასოციაციას აჩენს. ვიცი, სწორად გამიგებ და იმიტომ გავიტლიკე :))

მადლობები ბევრები! love
სიმართლე გითხრა, თავიდან ვერ მივხვდი ტიმი რატომ გაგახსენდა და რომ დავგუგლე, მერე ამოვხსენი ამოცანა wink
რაღაც ალტერნატივა მაქვს და ჩავასწორებ, მეიბი love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent