შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (13) დასასრული


28-01-2016, 00:37
ნანახია 3 908

***

და რა იყო მერე?
დაბრუნდნენ თბილისში. ანასტასია ჩაიკეტა ოთახში და არ გამოდიოდა. ტელეფონი გამორთო და უბრალოდ იჯდა და სივცრეს უყურებდა. ფიქრობდა ყველაფერზე: თავის თავზე, იოანეზე, ოჯახზე, მეგობრებზე, მის ცხოვრებაზე. რომ არ ჩამოსულიყო ხომ არ იქნებოდა ახლა ამ დღეში? უბრალოდ, ისევ იოცნებებდა იმ ბიჭზე ზღაპრებს რომ უკითხავდა ბავშვობაში და მის მსგავად ვერავინ ეძახდა „ტასი“-ს მოფერებით. ალბათ, შეხვდებოდა ოცნების პრინცს და ალბათ, მასთან ერთად ბედნიერი ოჯახი ექნებოდა. მაგრამ არავინ იცის ცხოვრება რას გვიმზადებს. რამხელა სურპრიზი მოუწყო ანასტასიას ცხოვრებამ. იოანეს გამოჩენით შეცვალა ცხოვრების სტილი. შეისისხლხორცა იოანე და მიისაკუთრა. მის გამო ყველაფერს იზამდა. პასუხებს ვერ პოულობდა იოანეს ქმედებებზე. ხომ შეეძლო არა აეხსნა ყველაფერი იოს, მით უმეტეს როდესაც რეალურად იცოდა რაც ხდებოდა? მაგრამ იოანე სუსტი აღმოჩნდა და გაქცევით უშველა თავს.. იჯდა მთელი დღეები და ამ ყველაფერზე ფიქრობდა. თათა მასთან ყოველდღე ადიოდა, რომ გაემხიარულებინა მეგობარი მაგრამ თათასაც კი არაფერი გამოსდიოდათ. ბიჭები თავს დამნაშავედ თვლიდნენ, რომ არ შეაჩერეს ან/და არ გაყვნენ მეგობარს. ახალი ჩამოსული გიგი იოანეს მოკვლით იმუქრებოდა, რამდენჯერმე მივარდა მასთან სახლში იქნებ დედამისი ენახა , მაგრამ ჯერ მეზობლებმა უთხრეს არ გვინახავს და არ ვიცი სად არის ეკაო და მერე კი უთხრეს რომ მთელი ოჯახი გაემგზავრა, მაგრამ არ იცოდნენ სად.

დრო გადიოდა. ერთ მშვენიერ დღეს გამოაცხადეს რომ გეგა ჩხეიძე დააპატიმრეს იარაღის უკანონო გადმოტანისთვის, ნარკოტიკების რეალიზებისთვის და ტრეფიკინგისთვოს

დრო გადიოდა. ანასტასია საოცრად გახდა, უფრო სწორედ ჩამოხმა, ჩაულურჯდა თვალები, ძლივს დადიოდა. ისევ ოჯახისა და მეგობრების ხათრით თუ მიირთმევდა რამდენიმე ლუკმას, რომ გული არ წასვლოდა.

დრო გადიოდა და გადიოდა..
თათამ და ლევანმა ქორწილი დათქვეს. თათა იმედოვნებდა, რომ ანასტასიას საქორწილო სამზადისში ჩართვით ცოტას გონს მოიყვანდა. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ როგორც იქნა გარეთ გაიყვანა. სექტემბერი იწურებოდა, მაგრამ მაინც ცხელოდა თბილისში. ქორწილი ოქტომრბის პირველ კვირას იყო დაგეგმილი და ამიტომ მთელი ყურადღება საქორწილო სამზადისზე ჰქონდათ გადატანილი. თათას ხან ორგანიზატორთან შეხვედრაზე მიყავდა ანასტასია, ხან მკერავთან, ხან მეყვავილესთან, ხან სტილისტებთან. ასე თუ ისე, თათას ენერგიულობამ ცოტა გამოაფხიზლა ანასტასია და დღის განმავლობაში ადრე თუ საერთოდ არ იღებდა ხმას, ახლა უკვე ერთ სრულ წინადადებას მაინც ამბობდა.

-აუ, ანასტასია რას ფიქრობ ქორწილის წინა დღეს სად წავიდეთ?-ჰკითხა თათამ და გადაღლილმა მძიმედ ამოისუნთქა.
-კაი, თათ რა.. შენც ეხლა ძაან „მოგულავე“ არ იყო და ბოლო დღეს არ აიწყვიტო რა!
-აუ, რა უჟმური ვინმე ხარ გოგო შენ! პენსიაზე გახვალ სადაცაა და სულ ეგეთი უჟმური უნდა იყო?-დაბუზღუნა თათამ.
-რა შუაშია ბუზღუნი, კაცო! პროსტა გითხარი რა!
-ისე გოგო, ნეტა მაშო რას ჩაისვამს? იმ სისქეა ეგ თუ რამეს მოიხდენს არ ვიცი მე,-გაეცინა თათას
-ო, თათა რა! ჩემს რძალზე რა ვერ მორჩი ესეთ ლაპარაკებს?
-ვაიმე, თვით ანგელოზობა ხან ანასტასია ვაჩნაძე! შენთან ხო ადამიანმა ადამიანზე ზედმეტი არაფერი არ უნდა თქვას, ეს ადამიანი მეც რომ ვიყო რა..! მიდი, მორალი წამიკითხე ეხლა გისმენ,-სიცილით უპასუხა თათამ. ამ დროს მისმა ტელეფონმა დარეკა:
-ხო საქმროვ.. არაფერს ვგულაობ ერთი კაცი მყავს აგდებული და იმასთან ერთად ვარ ბარში კოქტეილებს ვეტანები.. აუ, ძაან გოიმი ხარ.. იუმორთან პრობლემებში ხარ? ვისთან ერთად ვიქნები შენ კიდე.. ხო, მე და ანასტასია გეგეშიძის ბაღთან რო კაფეა იქ ვართ.. რა იყო?- პასუხი არც გასცა ლევანმა გაუთიშა ტელეფონი.
-აუ, ეს ხო ფსიხია რა!
-რაო, რა მინდაო?-ჩაეკითხა ანასტასია
-რავი, დაკითხვაზე მამყოფა და რო გაიგო შენთან ერთად ვარ იღრიალა სად ხართო გეგონება მსუბუქი ყოფა-ქცევის გოგო ხარ და გამიტყუები სადმე,-უპასუხა თათამ და გაიცინა.
-აუ, თათა! რა მაკადრე ეს?-გაეცინა ანასტასიას. თათას გულწრფელად აუცრემლიანდა თვალები და ღიმილით შეხედა ანასტასიას.
-რა იყო?-შეშინებულმა ჰკითხა თათას.
-იცი, მგონი ამდენი თვის განმავლობაში პირველად გაიღიმე და გაიცინე..
-მართლა?-კიდევ გაიღიმა ანასტასიამ,-შენ ვის არ გააღიმებ თათუშკა.. იცი, 2 კილო მაქვს მომატებული..
-ვაიმე, რა? მეც არ მიკვირდა ადამიანს რატო დაემსგავსათქო?-უთხრა თათამ და გაეცინა.
-თათ, რა მინდა იცი გკითხო? ლევანს არაფერი უთქვამს..
-უხსენებელზე?-დაიძაბა თათა
-თათა!
-არა, ვაფშე.. ისე იქცევა გეგონება ვაფშე უცხო ვინმეა და ცხოვრებაში არ აქვს სახელი და გვარი გაგონილი..
-ნეტა, ქორწილში იქნება?
-არვიცი, აბა რა გითხრა? ჰა, მოვიდა ასათიანიდან გამოქცეული,-თქვა თათამ და კაფეში შემოვარდნილ საქმროს შეეგება,-ჩემო „ავანტყოფო“!
-ხო, იცი ვერ ვიტან მაგ სიტყვას ესე რო გამოთქვამ!-დაუღრინა ლევანმა და გემრილეად აკოცა საცოლეს,-ანასტასია, რას შვები? რა ქენი კაბაზე? როგორ ხარ? დღეს სახლში ახვალ თუ წამოხვალ ჩვენთან ერთად?
-რა იყო დაკითვაზე ვარ?-გაეცინა ანასტასიას,- რას ვშვები და ვზივარ, კაბა შეკერილია და ველოდები ეხლა ბოლო შტრიხებს და გამოვიტან, კარგად ვარ, სახლში ავალ დღეს.
-ჩემი სრულყოფილ-პასუხიანი გოგოშკა!-კმაყოფილმა წამოიძახა თათამ.
-კაი, ძაან კაი.. აბა, წავედი მე.. დაგირეკავ თამილ!-თქვა ლევანმა წამოხტა და გაიქცა. გოგოებმა ერთმანეთს გაოცებულებმა შეხედეს.


***

-კაი, დაგირეკავ მოკლედ რა.. ხვალ დილიდან ჩემი ხარ იცოდე..-უთხრა თათამ ანასტასიას და როგორც კი კაბით ხელში გადავიდა ანასტასია მანქანიდან მანქანა დაძრა და ნელი სვლით გაუყვა ქუჩას. ანასტასიას გაეღიმა თათას ბავშვურობაზე „რომ კითხო სულ არ ნერვიულობს და ოღონდ გადააგორებინა ეს დღე და კი არის აცეტებული კვადრატში“. გაღიმებული შევიდა სადარბაზოში, სადაც ძალიან ბნელოდა. ეს გრძელი საკიდზეც დაკიდული კაბა როგორ ებლანდებოდა ფეხებში. ერთ ხელში კაბა, მეორეში ჩანთა და ხელში მომარჯვებუი ტელეფონი რომ გაენათებინა ბილიკი.

-გამარჯობა, ტასი..-ჩანთა, ტელეფონი, კაბა ძირს დაუვარდა და გაშეშდა ერთ ადგილას. ნამდვილად ის იყო.. ეცნო სუნამოს სუნი, ხმის ტემბრი და ესმოდა აჩქარებული გულისცემა. მისკენ მოდიოდა..
-ტასი..-მიუახლოვდა იოანე მას და ხელი ასწია, რომ შეხებოდა.
-არ მომიახლოვდე!-აღმოხდა ანასტასიას,-მომშორდი.. აქ რა გინდა? წადი! მომშორდი!
-დამშვიდდი ტასი, დამშვიდდი..
-ნუ მეძახი ტასის! არ გაქვს უფლება ტასი დამიძახო..! არაკაცი ხარ.. მეზიზღები..-დაიღრიალა ანასტასიამ და აკრიფა ძირს დაყრილი ნივთები. აკანკალებდა.. გაყინული იყო.. არ ჯეროდა, რომ მის წინ იოანე იდგა. თან ასე უნამუსოდ და უტიფრად!
-დალაპარაკება მინდა და მერე მართლა გავქრები შენი ცხოვრებიდან.
-რა გინდა?,-ცინიკურად ჩაიცინა ანასტასიამ,-როგორ ბედავ საერთოდ ხმის ამოღებას? გაქვს უფლება? ეგ მაინც იკითხე ჯერ! მე და შენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს..
-დამიჯერე ძალიან ბევრი რამე გვაქვს და ნუ მაიძულებ ახლა ძალით წაგიყვანო და დაგელაპარაკო,-ხმა გაუმკაცრდა იოანეს.
-ბატონო? ბევრის უფლებას ხომ არ აძლევ შენ თავს? გაიწიე, სახლში მეჩქარება..!-უთხრა ანასტასიამ და ნაბიჯი გადადგა. იოანე გაშეშებული იდგა და არ ატარებდა ანასტასიას.
-გაიწიე, დროზე..!-დაიყვირა ანასტასიამ.
-სხვა გზას არ მიტოვებ,-უთხრა იოანემ, ხელში აიტაცა, ხურჯინივით ზურგზე გადაიკიდა ანასტასია და სადარბაზოდან გავიდა. სწრაფად ჩასვა მანქანაში, თვითონაც ელვის სისწრაფიდ ჩაჯდა და დაძრა მანქანა.
-აზრი არ აქვს ისტერიკებს. ახლა, ჩემს ხელში ხარ და არ გაბედო ზედმეტი არაფერი..!-მკაცრად უთხრა იოანემ.
-შენ ხარ ჩვეულებრივი ავადმყოფი! გაიგე? გიჟი ხარ,გი-ჟი! უნამუსო, არაკაცი ხარ!
-ენა დაიმოკლე შენ..!-შეუღრინა იოანემ. მთელი გზა ანასტასია ისტერიკაში იყო, ხან კიოდა, ხან ღრიალებდა, ხანამ მშვიდად ბოდავდა თავისთვის რაღაცებს, მთელი გზა მუშტებს ურტყამდა იოანეს, არ გაჩერებულა. მხოლოდ მაშინ გაჩერდა, როდესაც მანქანა მუხათწყაროს სახლის ეზოში შევიდა. იოანე სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და სწრაფადვე მოიკიდა ზურგზე ანასტასია, რომელიც სადარბაზოდან მოყოლებული ჩანთასა და კაბას ებღაუჭებოდა. სახლში შეიყვანა და მისაღებში დასვა, თვითონ კი სამზარეულოში გავიდა.იქედან ჭიქა წყლით დაბრუნდა და გაუწოდა ანასტასიას:

-დალიე და დაიწყნარე ნერვები,-პასუხად ანასტასიამ უბრალოდ შეუბღვირა.
-შენ რა ისტერიჩკა ყოფილხარ, ტო..
-ისტერიჩკა? ეს კიდევ მინიმუმია იმისთვის რაც შენ გააკეთე! საერთოდ ხვდები რა ჩაიდინე? თითქმის ერთი წელი ადამიანს არ ვგავდი, ყველას გავურბოდი, არაფერი მიხაროდა და შენს მოქმედებებზე ვფიქრობდი და აი, იმ ვითომ მომავალზე ერთად რო ვაშენებდით! მაგრამ აზრი? ყველაფერი გადაუსვი ხაზი. მოკალი ყველაფერი.. რა გინდა, რას ითხოვ ჩემგან? როგორ ფიქრობ, ღირსი ხარ იმისიც კი რომ მოგისმინო? საერთოდ, რომელ მოსმენაზე მელაპარაკები? კრეტინო!-დაუყვირა ანასტასიამ.
-მორჩი?-მშვიდად იკითხა იოანემ.
-მოვრჩი? შენ საერთოდ ნორმალური ხარ?-აღმოხდა ანასტასიას.
-ნორმალური? შენ როგორ ფიქრობ საყვარელი ადამიანის მოკვლით, რომ გემუქრებიან და გაძალებენ ის გააკეთო, რაც იცი რომ შენ გავნებს შენს საყვარელ ადამიანს და შენს ოჯახს! და ეს ყველაფერი არ არის სულ..! შენს ოჯახზეც რომ გემუქრებიან? დედის გაუპატიურებით, ძმის მოკვლით? როგორ ფიქრობ როგორ იქნები ადამიანი ნორმალური? სანაცვლოდ, კი ითხოვენ ან საყვარელ ადამიანს შეეშვა ან ოჯახს.. ან ერთი ან მეორე.. უბრალოდ, მითხარი.. მითხარი-მეთქი! როგორ ფიქრობ? იცი, როგორ მეშინოდა რომ წავედი? მეგონა რადგან ოჯახს ხელი მოვკიდე და წავედი მამასთან შენ რამე დაგიშავდებოდა? უბრალოდ, გეგა იმაზე დებილი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.. ისე უყვარდი, ისე, რომ შენ არასოდეს არაფერს დაგიშავებდა.. რა მექნა ანასტასია მითხარი! შენთან დავრჩენილიყავი და გამეუბედურებინა ჩემი ოჯახი? როგორ ფიქრობ? შენ როგორ მოიქცეოდი ჩემ ადგილას?
-რა?-შეჰკივლა ანასტასიამ,- შენ როგორ ფიქრობ მე შენ გეტყოდი გააუბედურე შენი ოჯახი და ჩემთან დარჩი-თქო? უბრალოდ, არ შეგეძლო გეთქვა ყველაფერი? მოკვდებოდი? რატო არასოდეს არ გქონდა ჩემი იმედი? რადგანაც ქალი ვარ და სუსტი სქესის წარმომადგენელი ვარ გგონია, ვერ შევძლებდი შენს დახმარებას?-იოანეს გულში გაეღიმა ანასტასიას ტექსტზე.
-კარგი, ტასი რა! როგორ მეთქვა? იცი, რა ძნელი იყო ჩემთვის? წავედი და გული აქ დავტოვე შენთან. ბიჭებს დღეში მილიონჯერ ვურეკავდი და შენს ამბავს ვეკითხებოდი. იცი, როგორ ვნერვიულობდი ასეთ დღეში რომ იყავი? მაგრამ რა მექნა? ვერც შენ გაგწირავდი და ვერც ჩემს ოჯახს. ზედმეტად ძვირფასები ხართ ჩემთვის..-დაასრულა იოანემ ლაპარაკი. უყურებდა ანასტასიას, რომელიც ერთ ადგილს მიშტერებოდა და ხმას არ იღებდა.
-ეს გინდოდა გეთქვა?-უემოციოდ იკითხა ანასტასიამ.
-კი..-ძლივს ამოიღო ხმა გაოცებულმა იოანემ.
-სახლში წამიყვანე..-უთხრა ანასტასიამ და წამოდგა.


***

„იოანე გელოვანო! პროსტა, შენ მაცადე რა დღეში ჩაგაგდო! აი, პროსტა მაცადე.. თუ გაპატიო.. არა, კი გაპატიებ. როგორ და რა ნამუსით უნდა გავბრაზდე ეკა და პატარა გიუშაზე, მაგრამ რომ არ მითხარი?“-გულში ფიქრობდა ანასტასია და ემზადებოდა ქორწილისთვის.
-ვაიმე, გოგო! ნუ გავიწყდება, რომ მე ვარ პატარძალი..!-შეჰკივლა ანასტასიას დანახვაზე თათმ. წითელი ტანზე მომდგარი კაბა ეცვა ანასტასიას მუხლს ოდნავ ქვემოთ, რომელიც თითქმის ბარძაყის შუამდე იყო ჩახსნილი. თმა აჩეჩილად დაეყარა მხრებზე და ბოლოები აეხვია, მსუბუქი მაკიაჟი და მკვეთრი წითელი პომადა ესვა.
-კაი, თამილა ეხლა! ნუ, ბოდავ რაღაცებს.. მეჯვარე ხო გინდოდა ლამაზი?
-კი, მინდოდა მარა ესეთი არა მე რო ვერ დამინახონ!-დაიბუზღუნა თათამ.
-აუ, შენი ჭირიმე ნუ ბოდავ ეხლა სისულელეებს რა.. დედოფლობას იმენა ამართლებ! ისეთი ლამაზი ხარ, ისეთი ლევანის ალბათ ეხლა ხო გული წაუვა და მერე შენს სიმდიდრეებს რომ ნახავს ქორწილის ღამეს ვაფშე,-გაეცინა ანასტასიას და ახედა აწითლებულ თათას.
-კაი???მოიცაა...! მართლა?-გადაიკისკისა ანასტასიამ
-აუ, ბარემ მთელ ქორწილს გააგებინე, რა იყო!-აჰყვა კისკისში ანასტასია.
-ვააააააიმე, ჩემი დაქალი უკვე ქალია და რამე,-იცინოდა ანასტასია.
-შენ გოგო ნუ ხარ აცეტებული, თორე დღეს პატივცემული „გელოდი“ დაგირხევს მაგრად!
-ვინაა გელოდი?
-გელოვანი რა! რაც გააკეთა იმის მერე უკეთეს სახელს ვერ მოვუფიქრებდი,-აკისკისდა თათა. ამ დროს კი მანქანების ხმა გაიგეს და მაშინვე აღელდა ძვირფასი პატარძალი.
რა აუცილებელია იმის მოყოლა ჯვარი სად დაიწერეს? გეცოდინებათ, როგორი ლამაზი ცერემონიაა და სიტყვები არ იქნება საკმარისი მის ასაღწერად.. ხელიც მოაწერეს, რესტორანში. ეს ხომ ტრადიცია გახდა დღევანდელი 21-ე საუკუნის ქორწილების. დაიწყო გუგუნი ქორწილში. ანასტასია მთელი ქორწილი თვალებს აცეცებდა, მაგრამ ერთი წამითაც კი არ უნახავს იოანე! სვამდა და სვამდა. უკვე კარგად ნასვამი იყო, როდესაც ნეფე-პატარძალთან შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი იოანე მოვიდა, ქერა გოგოსთან ერთად, რომლისთვისაც წელზე ხელი შემოეცვია. მაშინვე გამოფხიზლდა ანასტასია და ეჭვიანობისგან კინაღამ გასკდა. იოანემ არც კი შეიმჩნია პატარძლის მეჯვარე ისე მიულოცა ძმაკაცს ქორწილი და თავის „სატრფოსთან“ ერთად მაგიდისკენ წავიდა.
-ეს პრაშმადოვკა ვინაა პროსტა?-ყურში ჰკითხა ანასტასიამ თათას, იმხელა ხმაზე მოუვიდა, რომ ლევანმაც კი გაიგო.
-რაო ანასტასია ეჭვიანობისგან გულზე სკდები?-ჩაიცინა ლევანმა.
-არა, ვაფშე. ვიკითხე უბრალოდ!
-კი, როგორ არა. ვინაა და იოს საცოლეა ლენა ჰქვია, რუსია. მშვენიერი გოგოა. არ მოგწონს? შხვართი, გარუჯული, გრძელი ქერა თმით, თან რა მკერდი აქვს?-როლებში შეიჭრა ლევანი.
-შენ უკაცრავად რაღაცები ხომ არ გავიწყდება?-არა თითი დაუქნია თათამ ლევანს. გაბრაზდა და გამწარდა ანასტასია. სასწრაფოდ მოსვა ერთი ჭიქა შავი ღვინო და სახე „მოეროჟა“. მაგრამ წამის მეათასედში, გაიღიმა და თათას ჩასჩურჩულა:
-თათ, მიყვარხარ ხომ იცი და გილოცავ კიდეც.. მაგრამ უნდა წავიდე რა..
-რა გოგო?-შეჰკივლა თათამ,-რას ქვია წახვიდე? სად მიდიხარ?
-ჩემს ბედნიერებაზეც უნდა ვიზრუნო,-უპასუხა ანასტასიამ და გაუღიმა. შემდეგ წამოდგა და იოანესთან მივიდა.
-იოანე, გამარჯობა. პრივეტ ლენაჩკა,-ხელი აუწია იოანეს სატრფოს ანასტასიამ,-გინდა არ გიდა უნდა მეცეკვო რა!
-კი, რა პრობლემაა..-უპასუხა იოანემ და წამოდგა. ხელი შეუცურა წელზე, ანასტასია კი თითქმის ჩაეხუტა. ტუჩები ყურებთან მიუტანა და უთხრა:
-ახლა, კარგად მომისმინე! კრეტინი რომ ხარ ეგ ხომ გითხარი?კი, გითხარი. კინაღამ რომ მომკალი ეგეც ხომ გითხარი? სიცოცხის ხალისი რომ დამიკარგე ეგეც ხომ იცი? ხოდა, ეხლა კარგად მისმინე. ვალდებული ხარ, დაკარგული დღეები ამინაზღაურო.. იმიტომ რომ იოანე მე შენ გეკუთვნი მარტო და შენ მე მეკუთვნი.. ხოდა, ამ შენს ქერა ნაშას უთხარი ნაშაა, საცოლეა თუ ვინცაა რა მნიშვნელობა აქვს.. აახვიოს აქედან.. არა აქედან არა შენი ცხოვრებიდან იმიტო რო შენს ცხოვრებაში მარტო მე უნდა ვიყო ქალი.. გასაგებია? ხოდა თუ გასაგებია ახლა მე გავალ და ჩემს მანქანასთან დაგელოდები. ზუსტად 5 წუთში თუ არ გამოხვალ იცოდე, რომ საბოლოოდ მორჩა ყველაფერი და თუ გამოხვალ ამ 5 წუთის მერე დაიწყება ყველაფერი. აი, ის ყველაფერი რისთვისაც ეს ყველაფერი ღირდა...-უჩურჩულა და ვნებიანად ყურის ბიბილოზე აკოცა.

უყურებდა საათს ყოველ წამს და თითქოს დრო იწელებოდა და მართლა საუკუნედ ხდებოდა..! 4 წუთი უკვე გასული იყო და იოანე არ ჩანდა არსაიდან.. 20 წამი იყო დარჩენილი და ანასტაიას მხარეს კარი გაიღო და მომღიმარმა იოანემ უთხრა:
-ნასვამი ხარ და არამგონია, ახალი ცხოვრების დასაწყისშივე ჩემმა ცოლმა მინიმუმ „ლიშენიე“ აირტყას და მაქსმიმუმ სადმე გადამჩეხოს..!


***

და აი ისიც!
დიდი ბოდიში ასეთი სასწაული დაგვიანებისთვის. წინაზე აღვნიშნე, რომ პრობლემები მქონდა და ამიტომ ვერ ვდებდი ისტორიას.. ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ. ეს ისტორია იყო პირველი ჩემს ცხოვრებაში, რომელიც დავწერე ვატოს და ელენემდე.

ხო და კიდევ! კრიტიკა არ დაიშუროთ, მაგრამ ძალიანაც ნუ გამლანძღავთ :)))
პირობას ვდებ, რომ ახალი ისტორიას შემოგთავაზებთ მალე!

პ.ს
ახალ წელს გილოცავთ და ყველაფერს ვაფშე! და კიდევ გუშინდელ ნინოობას! წმინდა ნინო იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი:)



№1  offline წევრი natia-natia

აღარ მეგონა თუ კიდე დაიდებოდა ეს იატორია რაძაან დააგვიანე რაა მარა კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent