აჩქარებული გულისცემა (თავი პირველი)
-საშინლად მენატრები ყიფიანის ქალო - ერთი კვირის უნახავ დაქალს ტელეფონში ჩავძახე სასოწარკვეთილი ხმით და მის პასუხს დაველოდე - - მეც მომენატრე ტასო, იცი ერთი იდეა მაქვს , ხვალ ჩემი ბიძაშვილის ძმაკაცები მოდიან აქ, დათო ბიძიას თხოვე ხომ იცი არასდროს არაფერზე გეუბნება უარს და ორი კვირით ჩამოდი აქ. თორემ აქ მოვკვდი მოწყენილობით ამ უჟმურთა ერთად - ჩამოარაკრაკა სიცილით მარიამმა და ჩემს პასუხს დაელოდა - - მაგაზე კარგი არაფერი მოგიფიქრებია ყიფიანის ქალო - სიცილითვე ვუპასუხე- აუცილებლად ვეტყვი მამა და საღამოს პასუხს გაგაგებინებ. შენ მომტყდი აბა სვანეთში ერთი კვირაა - სიცილით წავკბინე დაქალს- - მიდი მიდი ბევრს ნუ ტლიკინებ სჯობს დათო ბიძიას დაელაპარაკო- - კარგი დროებით ცოტახანში მოგახსენებ პასუხს-მხიარული ტონით დავასრულე საუბარი და მამაჩემის კაბიეტის კარი დაუკაკუნებლად შევაღე. მამა ტელეფონზე საუბრობდა რომ დამინახა ტელეფონი ღიმილით გათიშა- -რამ მოგიყვანა ჩემს ოთახში აბა პატარა ქალბატონო- გაღიმებულმა მომხვია ხელი და მის კალთაში მომაქცია,მეც მოვხვიე ხელები და სასაცილოდ ავუფახუნე თვალები, გაეცინა და თავზე ხელი გადამისვა- - ყველაზე საუკეთესო მამა ხომ ხარ ? - ეშმაკურად გავიცინე და ლოყები დავუკოცნე- - რა გინდა აბა გისმენ - კიდევ ერთხელ გაეცინა და პასუხის მოლოდინში თვალებში შემომხედა- - ხომ იცი რომ მარიამს სვანეთში სახლი აქვს და ყოველ ზაფხულს იქ არის,ახლაც იქაა ერთი კვირაა არ მინახავს დღეს კი მითხრა რომ მისი ბიძაშვილის ძმაკაცები მიდიან და ხვალ იმათ გავყვები , რასაკვირველია შენ თუ გამიშვებ - ისევ სასაცილოდ ავაფახუნე თვალები, მამას გაეცინა- - როდის მითქვამს მსგავს რამეზე უარი,რამდენი იქნებით უშგულში - თავზე მომეფერა და პასუხის მოლოდინში კიდევ ერთხელ მაკოცა- - მე , მარიამი მისი ბიძაშვილი და ბიძაშვილის ძმაკაცები- ღიმილით ვუპასუხე და მისი კალთიდან წამოვდექი- - წადი ტასო რათქმაუდა ოღონდ ჭკვიანად და ყოველდღე დამირეკავ- სიხარულისგან ლოყები დავუკოცნე მამას და გახარებულმა მარიამსაც ვახარე ამბავი. ბიჭები დილას გამოგივლიან და ერთად წამოდითო, რაც მთავარია შოკოლადები არ დაგავიწყდესო. მთელი ღამე ტანსაცმელს ვალაგებდი,თბილი ტანსაცმელიც მივაყოლე მიუხედავად იმისა რომ ზაფხული იყო, უშგულში ზაფხულშიც კი საღამოობით საკმაოდ ცივაო_ასე ამბობს ხოლმე მარიამი. ერთი სული მქონდა უშგულში ჩავსულიყავი და მონატრებული დაქალი გულში ჩამეკრა. თუმცა ბიჭების მეუხერხულებოდა რადგან მარიამის ბიძაშვილს არ ვიცნობ ვინაიდან ამერიკაში ცხოვრობს რამდენიმე წელია და მე მასთან არანაირი შეხება არ მქონია, მის ძმაკაცებთან მითუმეტეს. თუმცა არც ისეთი მორცხვი ვარ რომ ამ ფაქტორმახელი შემიშალოს. ღამით ძლივს დავიძინე დაშესაბამისად დილითაც ძალით ავწიე თავი. სწრაფად მოვემზადე. ჯინსის მოკლე შორტი და თეთრი უბრალო მაისური გადავიცვი,ჩემს საყვარელ ქონვერსებში ფეხები გავუყარე და საკუთარი ტანსაცმლით სავსე ჩანთა ჩავათრიე პირველ სართულზე, მშობლები ორივე სანსახურში იყვნენ მათთან დამშვიდობება ღამით მოვასწარი , დედაჩემის რჩევა-დარიგებებიც მოვისმინე. ამიტომ მხოლოდ ნანას დავემშვიდობე (მსოფლიოში ყველაზე კარგ და თბილ მზარეულს) და ჩემს სახლთან მდგომ ბიჭებსკე წავედი ჩემი ჩანთით. - გამარჯობა - მხიარულად მივესალმე ორ უსიმპატიურეს ბიჭს - მე ანასტასია კაპანაძე ვარ - ოფიციალურად გავეცანი სიცილით და ხელი ჩამოვართვი ორივეს - - მე ალეკო დვალი - ასევე სიცილით მომიგო - ქერა,თაფლისფერთვალება ბიჭმა რომელიც ჩემზე ორი თავით მაღალი იყო - ეს კი გიორგი გიორგაძეა - მიმითითა შავგვრემან მწვანეთვალება ბიჭზე - რომელმსაც უკვე ჩემ ჩანთა აეღო და საბარგულში ათავსებდა. ბიჭების მანქანაში თავისუფლად მოვთავსდი წინ ალეკოს გვერდით და ღვედი გავიკეთე. გზაში ერთმანეთს ცოტაოდენი ინფორმაცია გავუცვალეთ. ალეკო ზედმეტად მხიარული იყო და ბევრს მაცინებდა, არც გიორგი ჩამორჩებოდა. თბილის კარგად რომ გავცდით უცებწამოვიყვირე- - აუუუ - ალეკომ სიცილით გამომხედა და თვალებით მანიშნა რა მოხდაო- მარიამი მომკლავს - შეწუხებულმა ვუთხარი- - რატო რა მოხდა - გაკვირვებულმა მკითხა გიორგიმ - - შოკოლადების ყიდვა დამავიწყდა- შეწუხებულმა ვთქვი და ბიჭებმა კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინეს, დაბღვერილმა შევხედე ორივეს - აუ სადმე მაღაზიას თუ დაიახავთ გააჩერეთ - შეწუხებულმა ვუთხარი, ცოტახანში მართლაც გავჩერდით ერთ-ერთ მაღაზიასთან - - ბიჭებო თქვენ არაფერი გინდათ - ვკითხე მანქაიდან გადასულმა- - კი მე წამოვალ - ღიმილით გადმოვიდა ალეკო და უკან მომყვა. შოკოლადებიც ვიყიდე , წვენებიც. არც გემრიელ ლობიანებზე მითქვამს უარი და ჩემთვის და ბიჭებისთვისაც ვიყიდე. ალეკომ სალარდა გამაგდო და თვითონ გადაიხადა ყველაფრის ფული რაზეც მანქანაში წუწუნით ავიკელი. ბიჭებმა ლობიანებზე უარი მითხრეს და მეც სამივე ლობიანი გემრიელად გადავუშვი მუცელში, რაც კიდევ ერთი სახუმარო მიზეზი გახდა ბიჭებისთვის. გზა საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა თუმცა ბიჭების ხელში ნამდვილად არ მომიწყენია. რამდენიმე საათში ერთ-ერთ სახლთან გააჩერეს ბიჭებმა მანქანა და მეც მაშივე გადმოვხტი. დღეს საშინლად ცხელი ამინდი იყო და მანქანამაც უარესად მოგვთენთა. სახლის წინ პირველი სართულის აივანზე, მაღალი შავგვრემანი ბიჭი იჯდა რომელიც ჩვენი დანახვისას ჩვენსკენ გამოემართა. ბიჭებთან მოვიდა და სათითაოდ გადაეხვია მე მხოლოდ ხელი ჩამომართვა და_ალექსანდრეო ასე გამეცნო. - ტასო სახლშია ? - ღიმილით ვკითხე ე.წ ალექსანდრეს,მკაცრი სახით ამათვალიერა და მეც მხოლოდ ახლა დავაკვირდი მის თითქმის უნაკლო სახეს. გამოყვანილი ყბებით, ფუმფულა ვარდისფერი ტუჩებით და სწორი ცხვირით ამაყად მიმზერდა ბატონი ალექსანდრე უცაურად მკაცრი მზერით- - ტასოო - ხმამაღალი ბოხი ხმით დაიძახა, და კარებშიც მალევე გამოჩნდა ჩემი ულამაზესი დაქალი თეთრ სარაფანში გამოწყობილი მთელი ძალით გამოქანდა ჩემსკენ ზედ შემომახტა და მთელი ძალით მომეხვია მეც მაგრად მოვხვიე ხელები და ბედიერების ცრემლები გადმომცვივდა. - აუ რა ბავშვია ტო - სიცილით ანიშნა ალეკომ გიორგის ჩემზე- - 17 წლის ბავშვისგან მეტს რას ელი- გაიცინა გიორგიმაც, მარიამიც ჩემი სხეულიდან ჩამოვიდა და გახალისებულ ბიჭებს სათითაოდ ჩაეხუტა. ბატონი ალექსანდრე ისევ მკაცრი სახით იდგა სახლში შევიდეთო მხოლოდ ეს თქვა და ჩვენც მის ნებას დავყევით. ბიჭებმა ბარგი სახლში შემოიტანეს. სახლი არაჩვეულებრივად იყო მოწყობილი,პირველი სართული მთლიანად მისაღებისთვის და სამზარეულოსთვის იყო განკუთვნილი ხოლო მეორე სართულზე სამი საძინებელი იყო. ერთ-ერთში იყო დაბინავებული მარიამიც და მე იქ შევედი ჩემი უზარმაზარი ჩანთით- -სააბაზანო გენდომება შენ - ღიმილით მომეხვია დაქალი პირსახოცი მომაჩეჩა ხელში და სააბაზანოში შემაგდო რომელიც ჩვენს ოთახს ქონდა- ისე აქ მხოლოდ ორი სააბაზანოა და გაგვიმართლა ერთი ამ ოთახში რომ არის- მომაძახა სააბაზაოში შესვლისას, მეც მალე გადავივლე წყალი, მოკლე სარაფანი გადავიცვი. მარიამს ამ ერთი კვირის უმიშვნელო ამბებს ვუყვებოდი და თან ჩემს გრძელ წაბლსფერ თმას ვიშრობდი. ჭორაობა დიდხანს რომ გაგვიგრძელდა ალეკომ შემოგვძახა "გუჭი გაგვიხმა" და ჩამოდით რამე გვაჭამეთო. მარიამსწინასწარ გაემზადებინა საჭმელები ამიტომ მხოლოდ მაგიდის გაწყობაში მივეხმარე, გემრიელად მივირთმევდით,ბიჭები გვაციებდნენ, მხოლოდ ალექსანდრე იჯდა სერიოზული სახით (ეს ბიჭი ოდისმე იცინის? ) ჭამას რომ მოვრჩით მაგიდა ავალაგეთ მე და მარიამმა და მსაღებში ბიჭებს შევუერთდით. გვიანობამდე თავი ფილმებითა და კარტის თამაშით გავრთეთ, პირველი საათისკენ უკვე მგზავრობითა დასიცხით დაღლილებმა ძილი გადავწყვიტეთ. სამი საათიხდებოდა, რომ გამომეღვიძა და ვერაფრით დავიძინე მარიამის გაღვიძება არ მინდოდა ამიტომ ყურსასმენებსა და ტელეფონს ხელი დავავლე და ფეხაკრებით ჩავედი პირველ სართულზე აივანზე შუქი ავანთე და იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი ყურსასმენეი გავიკეთე და Birdy & Rhodes - Let It All Go- ჩავრთე. ეს სიმღერა განსაკუთრებით მიყვარდა. ვუსმენდი და ვფიქრობდი საკუთარ ცხოვრებაზე არაფერი მაკლდა ცხვრებაში მშობლების ერთადერთი შვილი ვიყავი და მათაც განებივრებული ვყავდი, თუმცა ერთადერთი რამ რაც გულს მწყვეტდა ეს მშობლების დროის უქოლობა იყო. ყველაფერი მქონდა რასაც მოვისურვებდი და ესეც ჩემი მშობლების დამსახურებით უმადური არ ვარ თუმცა ხანდახანარაფერი მჭირდება მათთან ყოფნის გარდა რასაც ხშირდ ვერ ახერხებენ. ჩემს მშობლებს საკუთარი კომპანია აქვთ და ამიტომაც არ მაკლდა მატერიალური არაფერი, თუმცა რაც ათი წლის გავხდი მის მერე მშობლებს ერთი საათითაც ძლივს ვნახულობ რაც გულს ძალიან მტკენს. ამ ფიქრებში ვიყავი ისე რომ ვერც გავიგე როგორ მომიჯდა გვერდით ვიღაც.ეს მხოლოდ მაშინ ვიგრძენი როცა ცალი ყურსასმენი ყურიდა გამომაცალეს. გვერდით მიტრიალებულმა კი ნათურის მბჟუტავ შუქზე ალექსანდრეს უნაკლო სახე დავინახე. ერთხანს არაფერი გვითქვამს უბრალოდ ვუსმენდით ჩემს სიმღერებს. რამდენნიმე წუთიანი დუმილი ალექსანდრემ დაარღვია - უკვე ცივა - მანიშნა ჩემს მოკლე პენუარზე რომლის არსებობაც სულ დამავიწყდა,ორივე წამოვდექით , ალექსანდრემ შუქი გამორთო და ერთად ავიარეთ მეორე სართულზე მიმავალი კიბეები. მხოლოდ ჩემი კუთვნილი ოთახის წინ გავჩერდი და ღიმილით ვუსურვე ტკბილი ძილი. შენც ასევეო_მომაძახა ალექსანდრემ და სანამ ოთახის კარებს მივკეტევდი ნათლად დავინახე კალიდორში მდგარი ალექსანდრეს ღიმილიანი სახე. ლოგინში დავწექი თუ არა მაშინვე გადავეშვი მორფეოსის სამყაროში. ----- ალბათ ბევრი შეცდომა დავუშვი თუმცა იმედი მაქვს სულ ცოტათი მაინც მოგეწონებათ ჩემი ისტორია, პირველი თავია და ჯერ არ ხდება არაფერი ისეთი თუცმა ვეცდები შემდეგი თავები უკეთესი იყოს <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.