კატათაგვობანა –7– (დასასრული)
[თავი 7] თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ და როგორც იქნა მზერა მეწმინდება. თვალებს საცოდავად ვაფაციცებ და ჩემს თაბაშირში ჩადგმულ ფეხს ვაწყდები. ზუსტად არც ვიცი თაბაშირია თუ არა, მაგრამ მას ჰგავს. ძალიან, ძალიან მინდა, რომ გვერდით იოანე მედგას, თუმცა იმედი მალევე მიცრუვდება. ფეხს ვიქნევ და ენით აღუწერელი ტკივილისგან ბოლო ხმაზე ვკივი. პალატაში იოანე შემორბის. სახეზე შეშფოთება აწერია. არა, ახლა სიცილის დრო არ არის! ისედაც უამრავი შეცდომა დავუშვი. მამაკაცს თვალს ვერ ვუსწორებ. ის ჩემზე ღელავს, საავადმყოფოში მოვყავარ, მე კი ათას სისულელეს ვიგონებ და ყველაფერს ვუშლი. საკუთარ თაცზე ასეთი გაბრაზებული პირველად ვარ. იოანეს ხელით ვანიშნებ, რომ დაჯდეს, თუმცა ის ოდნავადაც არ მიახლოვდება. მიზეზს ვერ ვხვდები და ეს უფრო მეტად მიჩუყებს გულს... იმ საღამოს შემდეგ აღარ ვუნდივარ... ეტყობა არც მანამდე ვიყავი მისთვის მნიშვნელოვანი და მხოლოდ მოვალეობის გამო მომიყვანა აქ. –მაპატიე... ალბათ იცი, რომ პრეზენტაცია მე ჩაგიშალე...–სლუკუნით ვამბობ და მხოლოდ ამის შემდეგ ვწევ თავს. არ მინდა მიმატოვოს... არ მინდა ასე დამაკარგვინოს ყველაფრის რწმენა... –ვიცი!–გულგრილ მზერას არ მაშორებს. –მაგრამ ეს თამაში შენ დაიწყე! –მეამბოხე მე მაინც ვერ ისვენებს. ერთადერთი მის წინაშე ვარ უძლური, ამიტომ ვჩუმდები. –მე დავიწყე და მევე დავამთავრებ!–კატეგორიულად აცხადებს. –რას გულისხმობ?–მაინც მაქვს სულ პატარა იმედი, რომ იმას არ იტყვის, რაც მე მგონია... –მივლინებით გერმანიაში მივფრინავ. იქაურ ბიზნესმენებთან უნდა დავამყარო ურთიერთობა.–სწორედ ისე საუბრობს, როგორც პრეზენტაციაზე. რა მიკვირს? რისი იმედი მქონდა? განა მას ოდესმე შორს შეუტოპია? ყოველთვის ისე მიყენებდა, როგორც უნდოდა. მეც ნებისყოფა მღალატობდა და ყველაფრის უფლებას ვაძლევბდი. აი, შედეგი! აი, რა მომიტანა ამ კატა–თაგვობანამ! –ჩამოხვალ?–მხოლოდ ტუჩების მოძრაობით შეუძლია მიხვდეს, რას ვამბობ. ჩემი ჩურჩული მეც კი არ მესმის. –არ ვიცი... მეძლევა შანსი, რომ იქ დავრჩე, თუმცა საქმის დასრულების შემდეგ არც აქ ჩამოსვლას დამიშლის ვინმე.–უგულოდ მიხსნის. ვხვდები, რომ პირველი შემოთავაზება აირჩია. განა რა დარჩენია აქ? ერთი უთავმოყვარეო გოგო, რომელიც უაზრო თამაშს იყენებდა მის გვერდით ყოფნისთვის? ვრწმუნდები, რომ მე არაფერი არ ვარ, თუმცა ნამდვილად არ მეგონა, რომ ყველაფერი ასე დასრულდებოდა, ჩვენი ორთაბრძოლა აქამდე თუ მივიდოდა... ასე თუ გავყიდიდი ჩემს სიჯიუტეს, სიამაყეს და მამაკაცის წინ ცრემლებად დავიღვრებოდი... –მე შენთვის არასდროს არაფერი მითხოვია...–ძლივსძლივობით ვაბამ სიტყვებს ერთმანეთს.–ახლა კი სანამ წახვალ, ერთ თხოვნას შემისრულებ? სინათლის ერთ პატარა სხვივს ვებღაუჭები... იოანე უბრალოდ თავს მიქნევს და მეც დაძაბულობა სულ ცოტათი მაინც მეხსნება. –გუშინ ლაშამ გამოგვიცხადა, რომ ორ დღეში მასკარადს მართავს, რაღაც ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ზუსტად არც მე ვიცი... ყველას შეეძლება მონაწილეობის მიღება, კლიენტებსაც, იმ ორგანიზაციის წევრებსაც და ჩვენ, პერსონალსაც. არ ვიცი, ჩემი ფეხი მაგ დროისთვის როგორ იქნება...–თან ღიმილით ვანიშნებ თაბაშირზე.–მაგრამ თუ შენ მანამდე დარჩები... და თუ მასკარადზე მოხვალ, მე აუცილებლად დავდგები ფეხზე... იქნები ჩემი კავალერი? მიპასუხე, იოანე... სულ ორი დღე მოიცდი? იოანე არც ფიქრობს, პირდაპირ მცემს პასუხს. –მოვიცდი! თვით შენ თუ მთხოვ, აუცილებლად მოვიცდი! ირონია ბარიერად იქცა. მადლობის ნიშნად ვუღიმი და ისიც უმალ გადის პალატიდან. გამოჯანმრთელებაც კი არ უსურვებია ჩემთვის... სანამ საქმე საქმეზე არ მიდგა, სანამ ჩემგან წასვლა არ განიზრახა, მანამდე ვერ ვხდებოდი მის ფასს... მანამდე ვერ ვხვდებოდი მის ადგილს ჩემს გულში... მანამდე ვერც ამ მოწონებას ვაფასებდი, მაგრამ ახლა ვიცოდი, რომ არც ერთი წუთი არ შემეძლო გამეძლო მისი მწველი მზერის, მომთხოვნი ბაგეების და საერთოდ იოანეს გარეშე. * * * როგორც ექიმმა მითხრა მცირედი დაჟეჟილობა მქონდა და მხოლოდ ძარღვები დამჭიმვოდა. ეს ვითომ და თაბაშირი კი მხოლოდ იმიტომ დაუდიათ, რომ უფრო მალე შემძლებოდა გავლა. ასეც მოხდა და ორ დღეში უკვე სიარული შევძელი. გაორებული ვიყავი... მიხაროდა და ამავე დროს მწყინდა. ჩემი სიხარულის მიზეზი ის იყო, რომ იოანესთან ცეკვას შევძლებდი, წყენის მიზეზი კი ის, რომ ეს გამოსამშვიდობებელი ცეკვა იქნებოდა. უკვე ოთხი საათია. კარნავალი შვიდზეა. ფეხზე ვდგები და ნიცასთან ერთად საძინებელში შევდივარ. შესვლისას დივანს ვკრავ თვალს და ისევ ის განსხვავებული კოცნა და შეგრძნებები მახსენდება. ნიცას სისულელეებზე ველაპარაკები, რადგან ეს ჩემთვის ნარკოტიკივითაა. მინდა დღეს განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე... ისეთი ლამაზი და თვალისმომჭრელი ვიყო, რომ იოანემ ვერასდროს შეძლოს ჩემი დავიწყება. ღია ყავისფერ, კარამელისფერ, გრძელ კაბას ვიცმევ და სარკის წინ ვტრიალებ. ჩემი ვიწრო წელი, მკვრივი მკერდი და გრძელი ფეხები გამოკვეთილად ჩანს. მაღალქუსლიან ფეხსაცმელში ფეხს ვყოფ და თმას ხელებით ზემოთ ვიწევ. –რა ვქნა?–ვეკითხები ნიცას. ის თმებს მიბურდავს და მხოლოდ ამის მერე იღებს გადაწყვეტილებას. –შენ უბრალოებას ხაზი რომ გავუსვათ...–იწყებს ის, თუმცა ვინ აცლის გაგრძელებას. –არა, ნიცა! ხომ გითხარი ეს ამაღლებული უბრალოება დღეს არაფერში მჭირდება_მეთქი!–თმას ხან წინ ვიწევ, ხან ვაგორგოლავებ. ვფიქრობ, როგორ უფრო მომიხდება. –ჯერ დამამთავრებინე! ერთი ვარცხნილობა ვნახე რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში. ახლავე მოვძებნი, მოიცა...–ლეპტოპს იღებს და თვალებთან ახლოს მიაქვს. რამდენიმე წუთში ფოტოს მანახებს და ახლაღა ვხვდები თურმე რამ მოხიბლა ასე. თმის ნაწილი მაღლაა აწეული და სარჭებით დამაგრებული. უფრო გრძელი ღერები კი ზურგზეა დაყრილი და ბოლოში დახვეული. ნიცას რჩევას ვითვალისწინებ და ძალიან მარტივ ინსტრუქციას მივყვები. როგორც ჩანს არც პარიკმახერობაში ვარ უნიჭო, რადგან მშვენიერი ვარცხნილობა გამოგვდის. ზუსტად ისეთი, როგორიც სურათშია. ბოლოებს ჩემი თმის დასახვევი აპარატით ვიხვევ და მზად ვარ! ზუსტად შვიდის ნახევარზე უკვე მანქანაში ვსხედვართ. ლაშამ გვითხრა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის დაპატიჟება შეგვეძლო და მეც ნიცა დავპატიჟე. ის ლამაზ, ვარდისფერ კაბაშია გამოწყობილი, რომელიც მუხლს სულ ოდნავაა ჩაცდენილი და ბოლოში ჰაეროვნად იშლება. გული საოცრად მიცემს... ხელის გულები მიოფლიანდება... თითქოს იოანეს პირველად ვხვდებოდე... თითქოს ეს ჩვენი ერთად ყოფნის უკანასკნელი დღე არ იყოს... შენობაში მთლაც აცახცახებული შევდივარ. კრემისფერ ნიღაბს ვიკეთებ და ნერვიულობისგან უკვე აღარ ვიცი, ხელები სად წავიღო. მინდა იოანე პირველმა მე დავინახო და არა პირიქით. შესასვლელში უამრავი სტუმარია შეკრებილი. მასკარადი დარბაზში იმართება. მე და ნიცა ერთმანეთს ამ აურზაურში ვშორდებით და უკვე მარტო მივიკვლევ გზას ხალხის ზღვაში. ვიღაც ფეხს მაბიჯებს და ჩემ ლამაზ ფეხსაცმელს კინაღამ ქუსლი ტყდება. დაბლა ვიხრები რომ შესაკრავი გავისწორო, მაგრამ ვბარბაცდები, წაქცევამდე აღარაფერი მაკლია. სწორედ ამ დროს ვიღაც ზურგზე მეპოტინება და დარბაზის მიმართულებით მივყავარ. არ ვყვირი, იმიტომ რომ ამ ვიღაცაში უკვე იოანე ამოვიცანი. მისკენ ვტრიალდები და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მინდა, მაინც მემღვრევა თვალები. გრძელ სმოკინგში და თეთრ პერანგში გამოწყობილი უფრო მეტ სიმპათიებს იწვევს ჩემში... მისი შავი თვალები მოწითალო ფერის ნიღაბიდან მიცქერენ. სახეზე სიწითლე მირბენს. მოურიდებლად დაატარებს ურცხვ მზერას ჩემს ყელზე, კისერზე, ტანზე და ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საფარის უდაბნოში ვიყო და მზის სხივები მწვავდეს... ხელს წელზე მხვევს და დარბაზში შევყავარ. ბედნიერ სახეებს ვაწყდები... მათ ჩემგან განსხვავებით თავიანთი მეწყვილის დაკარგვის შიში არ აწუხებთ... იოანე ორ შოკოლადის კოქტეილს იღებს და ერთს მე მიწოდებს... შოკოლადის რომაა ამას მხოლოდ შემდგომ ვხვდები, რადგან იოანეს არ ვაშორებ თვალს... მინდა ასეთი დავიმახსოვრო! მინდა მუდამ გულში მყავდეს და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, იქიდან აღარ ჩამოვა, მას დავიწყებას ვერასდროს მივცემ... იქვე დადებულ შაქარს ვხედავ. ზურგით ვეფარები მას და თითით დიდ დოზას ვიღებ. მერე შეუმჩნევლად ვყრი მას იოანეს ჭიქაში. ჩემი გეგმის ბოლო ნაწილი შეუსრულებელი არ უნდა დარჩეს. რომანტიკული მუსიკა ჩამესმის... არ მიმართლებს და ანთაური ერთ ყლუპსაც აღარ სვამს. შესაძლებელია დამინახა კიდეც... იოანე ხელებს მისივე მხრებზე მადებინებს, ხოლო თითებს ჩემს თეძოებზე ფაქიზად ალაგებს. თრთოლვა მიტანს... მამაკაცი ტანზე მიკრავს და ცეკვას იწყებს... მე მხოლოდ ფეხებს ვაყოლებ. გულზე თავს ვადებ და ვჩურჩულებ: –წახვალ? ჩემთან არ დარჩები? ვგრძნობ, რომ იღიმება. არაფერს ამბობს, უბრალოდ ცეკვას აგრძელებს. გარშემო ვერავის ვამჩნევ. მგონია, რომ ამხელა დარბაზში მხოლოდ ჩვენ ვართ, მე და ის! კატა და თაგვი! ორი მებრძოლი, რომელიც მტრობის მიუხედავად ერთმანეთს გაურკვეველი გრძნობის, ლტოლვის გამო ვერ შორდება... სულ მალე უფრო აქტიური მუსიკა ირთვება. იოანეს დარბაზიდან უკუსვლით გავყავარ. კართან ლაშა გვეჩეხება, თუმცა სიტყვის თქმასაც ვერ ვასწრებ ისე ვქრები მისი თვალთახედვიდან. ანთაურს სასტუმროდან გავყავარ და ორივე მიწისქვეშა ჩასასვლელისკენ მივრბივართ. მე მის შეჩერებას ვცდილობ, თუმცა არაფერი გამომდის და ბოლოს უშედეგო ფართხალს ვწყვეტ. იოანე გამარტოებულ ადგილას კედელზე მაკრავს და ტუჩებზე მეკონება. ვხვდები, ეს ბოლო კოცნაა... ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი მომთხოვნი... ასეთი ჟინით არასდროს უკოცნია... მამაკაცი ჩემი თმის სურნელით ივსებს ფილტვებს და უკან იხევს. კისერს კოცნით მიუყვება და უკანასკნელ ამბორს მფეთქავ არტერიაზე მიტოვებს. სისხლი მიჩქროლდება... მიდის... აქ მტოვებს და მიდის! ცივ ქვაფენილზე ვიკეცები და ვქვითინებ... მაინც! ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ გავიცანი! მადლობას ვუხდი განგებას, რომ ამ თამაშის განხორციელების საშუალები მოგვცა! გრძნობებზე თამაშის! ორი ხისთავიანი რომ შეგვახვედრა ერთმანეთს! სვანი და ხევსური! წუთის წინ თუ მისი შეხება მაგიჟებდა, ახლა უკვე მონატრება იყო ამის მიზეზი... და მე ვიცოდი! ვიცოდი, რომ ეს მოგონებები იმაზე დიდი საჩუქარი იყო, ვიდრე მე ვიმსახურებდი... ამ წამიდან ჩემთვის ახალი ხანა დაიწყო, ''უიოანეობა''! და ერთ დღეს ასე რომ ვზივარ და როგორც ყოველთვის იოანეზე ვფიქრობ, ზარის ხმა მესმის! მგონია, რომ როგორც ყოველთვის ნიცა მოვიდა იმის შესამოწმებლად, კარგად ვარ თუ არა... კარებს ვაღებ და ვბრუნდები... ნიცა უჩემოდაც შემოვა! რაღაც იგვიანებს ჩემი მეგობარი იმაზე წივილ–კივილს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება... ნაცნობი სიმპტომები მრევენ ხელს... გულში ვლოცულობ და ისე ვტრიალდები... იოანესკენ! –მეჩვენები?–ვკითხულობ აცრემლებული. –არ გეჩვენები!–უჩვეულოდ დაბოხებული ხმით მპასუხობს და ხელში მიტატებს. მე ისევ ვგრძნობ მის ბაგეებს ჩემს ტუჩებზე... ისევ იგივე შეგრძნებები მიპყრობს... ისევ მეზრდება ფრთები და ნაწილებად ვიშლები, ვაფრენ, ვგიჟდები, ვფეთქდები იოანესთან ერთად! ამ თამაშს დასასრული არ უწერია! და მხოლოდ იმიტომ რომ მე უსათუოდ ხევსურს უნდა გავყვე ცოლად! დ ა ს ა ს რ უ ლ ი ^^^ და დასრულდა ამბავი მაშოსი და იოანესი... არ ვიცი, თქვენ რას ელოდით! გაგიცრუვდათ იმედები, თუ ამართლებთ ასეთ დასასრულს... უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მარიამს, ბიბოს, ეის, თედის, სევდიან გიჟს, ელენიკოს, ბლექს და კიდევ ბევრს... 'ლულაბის', 'ფორთოხალს' და 'წითურ გოგონას', რადგან მათი შეფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა! აი, მატილდას კი მადლობასთან ერთად ბოდიშიც უნდა მოვუხადო, მისი შენიშვნა თავიდანვე რომ არ გადავამოწმე. ხო, ძლივს სწორი ფორმაა და ამაში არამარტო შენს მიერ მოყვანილმა მაგალითებმა, არამედ ჩემმა ფიქრმა და მსჯელობამ დამარწმუნა. (იქიდან გამომდინარე, რომ ძირი არის ''ძლიერი'', არის ''ძლივს'', ძლივსძლივობით''.) ჩემი მკითხველები ჩემი სტიმულები არიან! ადამიანები, რომლებიც წერის სურვილს მიძლიერებენ და მუზებს მიგზავნიან შორიდან... ველი საბოლოო შეფასებებს ''კატათაგვობანასთან'' დაკავშირებით! თქვენი სოფო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.