ორში ერთი ( 6 ; 7 )
თავი 6 დილით ლუკთან ჩახუტებულს გამეღვიძა, პირველად მოხდა რომ კოშმარის შემდეგ დაძინება შევძელი, ეს კი ლუკის დამსახურბაა. ფრთხილად გავინთავისუფლე თავი მისი ძლიერი მკლავებისაგან, უცბად მივიღე შხაპი და მოვწესრიგდი. ოთახში დაბრუნებულს ლუკი ამდგარი დამხვდა -დილამშვიდობისა, როგორ ხარ? - ძილისგან გაბრუებულმა საყვარლად გამიღიმა -დალიმამშვიდობის - მეც გავუღიმე - ნორმალურად, ჭრილობა ხომ არ გტკივა? -რომ ვთქვა არა მოგატყუებ - ამოიხვნეშა და საწოლზე ჩამჯოდა -ლუკ შენი ჩალურჯება სახეზე შემიძლია დაგეხმარო და დავფარო, სულ პატარა მაკიაჟით - ვუთხარი და გავეკრიჭე -არ........ - უარის თქმას აპირებდა რომ შევაწყვეტინე -ლუკ უბრალოდ გავაუფერულებ მაგ პატარა ჩალურჯებას, ისე რომ არაფერი შეგეტყობა -კარგი - ამოიოხრა - შეიძლება შენი სააბაზანოთი ვისარგებლო? - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, შებრუნდა უნდა გასულიყო ოთახიდან რომ შევაჩერე -ლუკ - შემობრუნდა და თვალებში შემომხედა - შენი ტანსაცმელი სისხლით არის დასვრილი, ამიტომ ვიფიქრე რომ ესენი დაგჭირდებოდა - პარკი გავუწოდე, სადაც ყველა საჭირო ნივთი ეწყო. -ესენი საიდან გაქვს? - მკითხა დაეჭვებულმა -ჩემმა მეგობარმა აეროპორტში ჩემოდანი დაკარგა და...... - თავი ძვლივს მოვაბი სათქმელს -და შენ გაქვს მისი სამოსი? - სახე გაუმკაცრდა და სხეული ოდნავ დაეძაბა -არა უბრალოდ მე ვიყავი შოპინგზე, რადგან მას არ ეცალა, რამდენიმე პარკი კი სიჩქარეში მე დამრჩა -და ახლა ის ბიჭი სად არის? - გამოსცრა კბილებში გაბრაზებულმა -ის...... ის აღარ არის ლუკ - ვუთხარი სევდიანი ხმით ********* -ჯონ შენ იცოცხლებ გასაგებია? შენ არ უნდა წახვიდე ჩემგან - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი - ჩემს ცხოვრებაში კიდევ ერთი საშინელება აღარ უნდა მოხდეს, სულ ცოტახნისწინ გიპოვე და ასე მალე ვერ გაგიშვებ, ვერ დაგკარგავ, არ დამტოვო მარტო მხოლოდ შენღა დარჩი ჩემს ცხოვრებაში, შენ ხარ ჩემი ერთადერთი ნათელი სხივი, ამდენ ტკივილს ვეღარ გავუძლებ ჯონ - ძვლივს ვაბავდი ერთმანეთს სიტყვებს, ცრემლები მახრჩობდა რომელიც გარეთ გამოსვლას ლამობდა, მაგრამ ვერ ვტიროდო არ შემეძლო, ცრემლები გამიშრა, ეს კი ორმაგად მტეხდა და მასუსტებდა -ჯონ გახსოვს როგორ დამეხმარე აქ რომ ჩამოვედი? შენ მიხსენი ყველა უბედურებისაგან რაც წინ მელოდა - სახეზე ხელს ვუსვავდი და თან ყოველ მის ნაკვთს ვიმახსოვრებდი - გახსოვს აეროპორტში ბარგი რომ დაკარგე? მაშინ შენ გეზარებოდა და მე გამაგდე საყიდლებზე - ვუთხარი და სიმწრით გამეცინა - იქიდან როცა დავბრუნდი, მითხარი რომ ჩემს ცხოვრებაში ბედნიერებასა და სინათლეს დამიბრუნებდი, შენ თუ ახლა დამტვებ სამუდამოდ სიბნელეში დავრჩები - თვალები დასკდომაზე მქონდა ისე მინდოდა რომ მეტირე მაგრამ ვერა, ვერ ვტიროდი, თითქოს ღმერთი მსჯიდა და მაწამებდა ამ ყველაფრით -მუდამ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები, შენ მუდამ ჩემი პატარა დაიკო გერქმევა, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავ, სადაც არ უნდა ვიყო. შეიძლება ვერ მხედავდე მაგრამ იცოდე, როცა თავს მარტო იგრძნობ შენი გულის ფეთქვას მოუსმინე მე შენ იქ მნახავ, ყოველთვის პატარავ. დამიჯერე, იპოვი ადამიანს ვინც ჩემზე უკეთ შეძლებს დახმარებას და მუდამ შენს გვერდით იქნება, შეგიყვაებს და დაგიცავს - თვალიდან ცრემლი ჩამოუგორდა, ღმერთმა იცის ახლა როგორ ეშინოდა - მიყვარხარ პატარავ....... - ეს თქვა თუარა აპარატმა წრიპინი შეწყვიტა, გული გაუჩერდა -ჯოოოონნნნნნნ - დავიღრიალე მთელი სიმწრით და მთელი ძალით მას ჩავეხუტე თან სახეზე ვეფერებდი და შუბლზე ვკოცნიდი ********* -სანამ აქ მოვიდოდი 2 კვირით ადრე დავკარგე - მუშტები შემეკრა სიმწრისგან -ის მეგობარზე მეტი იყო, ჩემი ძმა იყო გესმის? მან გამომიწოდა დახმარების ხელი როცა მჭირდებოდა - თავს ძვლივს ვიკავებდი რაიმე რომ არ დამელეწა სიმწრისგან - ეს სამოსი კი მე დავიტვე არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ახალი სამოსი დავიტოვე და აქ წამოვიღე - თავი დავხარე და მძიმედ სუნთქვა დავიწყე -მაპატიე გთხოვ, მე...მე... ჯანდაბა არ მინდოდა ასე გამომსვლოდა -მომიახლოვდა, თავი მაღლა ამაწევინა და თვალებში ჩამხედა რომელიც სევდას აფრქვევდა - შენ ძლიერი და იდუმალი ხარ, ჩვენ ერთმანეთს ვგავართ - შიბლზე მაკოცა და ძლიერად ჩამიკრა გულში - მაპატიე პატარავ - თქვა და სააბაზანოში შევიდა. ზუსტად 15 წუთში ლუკი უკვე ჩემს წინ იჯდა და სახეზე ფრთხილად ვუუფერულებდი იასამნისფერ ჩალურჯებას. ჯანდაბა მისი სახე ისეთი სრულყოფილია, კანი კი იმდენად ფაფუკი რომ ჟრუანტელს მგვრის სხეულზე როცა ვეხები. ლუკი კი ჩემს თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა და ეღიმებოდა. ოთახიდან ერთად გავედით და გეზი პირდაპირ ლიტერეტურის კაბინეტისაკენ ავიღეთ. ბავშვები უკვე შესულები დაგვხვდნენ ოთახში და ლექტორს ელოდებოდნენ, ჩვენი ერთად დანახვა კი აშკარად ყველას გაუკვირდა მაგარმ არ შეიმჩნიეს. ჩვენ ჩვენი კუთვნილი ადგილი დავიკავეთ და ამ დროს მისტერ სტივენსიც შემოვიდა. გაკვეთილი უინტერესო იყო, ლუკს ხმა ერთხელაც არ ამოუღია, ისევე როგორც მე. ზარი დაირეკა და ფეხზე წამოვდექი, წიგნები ავიღე, გასვლას ვაპირებდი, როცა ზეინმა მკლავზე ხელი მომკიდა, მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა -საუბარი არ დაგვისრულებია მაგდა, გაკვეთილების შემდეგ გარეთ გამოდი -მითხრა და ჩემი სურნელი ხარბად ჩაისუნთქა. ჯანდაბა ის როცა ჩემთან არის მე თავს ისე მშვიდად ვგრძნობ რომ....... ვერ ვხსნი......რატომ??? ეს კითხვა ჩემთვის ჯერ-ჯერობით ამოუხსნელია. ის იმდენად მომაჯადოებელია თავის კონტროლსაც კი დააკარგვინებს ადამიანს, კიდევ კარგი რომ მე თავს ვაკონტროლებ, მაგრამ გამოგიტყდებით და ეს ძალიან ძნელია. გაკვეთილები გაიწელა და მოსაბეზრებელი გახდა. იმდენად მკლავდა ლუკის ნახვის სურვილი და მასთან საუბარი, გამეგო ვინ იყვნენ ის მანიაკები და რა უნდოდათ მისგან, რომ არცერთი ლექციისთვის ყური არ დამიგდია, მხოლოდ მექანიკურად დავდიოდი კლასიდან კლასში. ლანჩის დრს ბარბარაც კი დაეჭვდა, რამე ხომ არ მჭირდა ან რამეს ხომ არ ვუმალავდი. ------ ლექციების შემდეგ გარეთ გავედი და ლუკის ძებნა დავიწყე. დიდი დრო არც დამჭირდა, მალევე შევნიშნე ავტოსადგომზე მეგობრებთან ერთად. საუბრობდნენ ეტყობოდათ რომ რაღაც მნიშვნელოვანი თემა იყო, რადგან გარშემო არავის და არაფერს აქცევდნენ ყურადღებას. ცოტა არიყოს ცუდი გრძნბა დამეუფლა, ამიტომ გადავწყვიტე შეუმჩნევლად მივსულიყავი, ისე რომ მათ არ დავენახე. მართლაც ასე მოვიქეცი, ჩუმად ამოვეფარე მანქანას და მივუყურადე. ხმები ახლა უკვე გარკვევით და კარგად მესმოდა. -ბიჭო მაგ გოგოს არ ენდო, ან საერთოდ ახლოს რატომ გაიკარე? - იკითხა ყვითელთმიანმა ბიჭმა მკაცრი ტონით -ძმაო ეგ გოგო არ მომწონს, არ ვენდობი პრობლემებს შეგვიქმნის, ღმერთმა იცის რამდენ ბიჭთან აქვს ურთიერთობა, შესაძლოა ჩვენს მტრებთანაც აქვს კავშირი - დაამატა ხუჭუჭამ -ძმაო ჯაი მართალია შესაძლოა ჩვენს კონკურენტებთანაც აქვს კავშირი და ეს არ მომწონს - თქვა ცისფერთვალება ბიჭმა, ყავისფერი თმით -იარაღზე რას იტყვი...... აშკარად ძუკნაა..... - ისევ ხიჭუჭა ჩაერთო საუბარში. ამ ყველაფერმა თავში ამასხა, საშინლად გავბრაზდი, ნელ-ნელა თვითკონტროლს ვკარგავდი. უცბად გონს მოვეგე, ჩუმად ჩემს მანქანასთან მივედი და იარაღი ავიღე. გაცეცხლებული მათკენ წავედი, მაგრამ ვცდილობდი რომ ჩემი ემოცია დამეფარა და უემოციო სახე მიმეღო. მივედი და მათი ყურადღება მივიქციე, მანამდე კი ემოციების დაფარვა მოვახერხე -გამარჯობა - მომესალმა ხუჭუჭა, რა ირონიაა არაა? რამდენიმე წუთისწინ ის მლანძღავდა ახლა კი მესალმება თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი ვიყო. -გამარჯობაა??...... ჰაჰ - გავიცინე გულიანად, აშკარდ გაუკვირდათ ჩემი ამგვარი საქციელი -რა მოხდა ხუჭუჭა, ახლა ძუკნა აღარ ვარ რომელიც იარაღს ატარებს? - ღიმილით ვკითხე და თან ხელში იარაღი ავათამაშე - ხოო მე იარაღი მაქვს, იარაღი რომლითაც ლუკი ფსიქოპატი მანიაკებისგან ვიხსენი. - ლუკისკენ გავიშვირე იარაღი, ის კი ოდნავ შეკრთა ამის გამო - სხვათაშორის ეს იქვე ჩიხთან ახლოს მდებარე მაღაზიაში ვიყიდე, იცით გამყიდველი რაკარგი ქალი იყო? მგონი სულ რაღაც 10-ი დოლარი დამიჯდა - ვთქვი და იარაღი ლუკს გადავუგდე - მშვენიერი იარაღია არაა? - ირონიულად გავიღიმე, მათ ზურგი ვაქციე და უკვე წასვლას ვაპირებდი, უცბად რატომღაც უკან შევბრუნდი და სხვათაშორისად ვთქვი - ხომ მართლა ამ ძუკნას იარღთან ერთად ბაიკიც ყავს, მაინც იცოდეთ, ამით უფრო მეტი მიზეზი გექნებათ ჩემს გასალანძღად? ადიოს მუჩაჩოს! - ხელი ავუწიე და წავედი. ახლა ბაიკი მჭირდება, ჯანდაბა ჩემში არსებული სიბრაზისაგან ვკანკალებ. მანქანაში ჩავჯექი და ხელის კანკალით დავძარი მანქანა. სუნთქვა გახშირებული მქონდა თავში კი მხოლოდ ერთი წინადადება მიტრიალებდა " ის ძუკნაა, არ ვენდობი " - აააა - დავიღრიალე და მანქანის საჭეს ხელი ძლიერად დავარტყი. ახლა მხოლოდ ბაიკი მჭირდება რომ ცოტახნით ყველაფერს გავექცე და გადავიკარგო. მანქანს გიჟივით ვმართავდი, თვალწინ კი ლუკის გაცეცხლებული სახე მედგა რომელსაც მანქანის დაძვრის დროს მოვკარი თვალი, ამან კი უფრო გამაცოფა. სახლში ელვის სისწრაფით შევვარდი, ბაიკი ფარეხიდან გამოვიყვანე და ადგილს მოვწყდი. სიჩქარეს საგრძნობლად ვუმატებდი, მივფრინავდი ისე მივდიოდი, მაგრამ ესეც კი ვერ მშველოდა, ვცახცახებდი, ყელში კი დიდი ბურთულა მქონდა გაჩხერილი..... უცებ ბაიკი მოწყვეტით გავაჩერე უკაცრიელ ადგილას, გადმოვედი და მთელ ხმაზე გაურკვეველი ბგერები აღმომხდა..... -ჯანდაბა როდის დასრულდება ეს დრამა.... როდის დასრულდება ჩემი დაწყევლილი ცხივრება, ნუთუ არ კმარა ამდენი ტანჯვა, ასეთი რა ცოდვა მაქვს ჩადენილი - ცოტახანს გავჩუმდი. შემდეგ მთელ ხმაზე დავიყვირე - ვინმემ ამიხსენით რისთვის ვისჯები ასე, გამაგებინეთ.... - ვღრიალებდი სასოწარკვეთილებამდე მისული.... ემოციებისგან ვერ ვიცლებოდი, ტირილით ვერ ვტიროდი, ეს კი ასმაგად მამძიმებდა სულიერად და არ მაძლებდა განთავისუფლების საშუალებას. ბაიკს წიხლი მთელი ძალით მივარტყი, მაგრამ ვერანაირი ტკივილი ვერ ვიგრძენი -მძულხარ.... მძულხარ.... რადგან ცხოვრება დამინგრიე, რადგან ბედნიერება წამართვი, მძულხარ..... - მთელი ძალით ვყიროდი, უკაცრიელ ადგილას მაინც ვერავინ გაიგებდა, ამიტომ ასე ვცდილობდი ემოციებისგან განთავისუფლებას, სულიერი ტკვილის დავიწყებასა და ამ საშინელი ტანჯვისგან თავის დახსნას. ისევ ნერვული შეტევა მეწყებოდა, ვცახცახებდი და ფეხებში ნელ-ნელა ძალა მეცლებოდა. მიწაზე ჩამოვჯექი და ბაიკს ზურგით მივეყრდენი. გავითიშე.... ვეღარაფერს ვგრძნობდი, თითქოს აღარაფერის უნარი აღარ შემწევდა.... ყველაფერი დამავიწყდა, ბურუსში ჩავიძირე..... ტვინი გაიყინა და აღარ ლღვებოდა რომ ისევ დაეწყო ფუნქციონირება..... თითქოს ძარღვებში სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა...... თვალები გახელილი მქონდა მაგრამ ვერაფერს ვგრძნობდი...... არ ვიცი ასე რამდენიხანი ვიჯექი..... ცოტახანში მექანიკურად წამოვდექი ფეხზე და ბაიკი ადგილს მოვწყვიტე.. სახლში ისე მივედი რომ არაფერი მახსოვს, უბრალოდ მივდიოდი თვალებზე კი ბინდი მქონდა გადაკრული, ვერფერს ვხედავდი და ვაანალიზებდი. მხოლოდ ღმერთმა იცის რამდენჯერ დავწყევლე ჩემი მართლაც რომ წყეული ცხოვრება, სადაც მხოლოდ ტკივილისა და იმედგაცრუებაზე მეტი აღარაფერი იყო..... ----- იაქტიურეთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.