ორში ერთი ( 4 ; 5 )
მეორე დღეს რომ გითხრათ ძვლივს გავიღვიძემეთქი მოგატყუებთ, რადგან მხოლოდ რამდენიმე საათი მეძინა, როგორც ყოველთვის შუა ღამეს ისევ ყვირილით გავიღვიძე, მას შემდეგ თვალი ვეღარ მოვხუჭე. ახლა 8 საათია საწოლიდან ავდექი, შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი, ჩავიცვი შავი ჯინსის მოტკეცილი შარვალი, თეთრი კედები და უბრალო თეთრი მაისური პატარა ნაცრისფერი ჯიბით გულთან. რათქმაუნდა ჩემი საყვარელი აქსესუარები არ დამვიწყებია და ხელზე ტყავის შავი სამაჯური გავიკეთე. წიგნები ავიღე და ოთახი დავტოვე. პირველი ლიტერატურა მაქვს, სულაც არ მქონდა ხალხის "ყაყანის" თავი, ამიტომ დროს ვწელავდი და იმდენად ნელა მივდიოდი რომ ლექციაზე დავიგვიანე. -მის პირველივე დღეს იგვიანებთ? - გამოსცრა კბილებში მისტერ სტივენსმა -უკაცრავად - ვუთხარი ღიმილით -დაიკავეთ თქვენი ადგილი - ისევ ამ კაცის მომაბეზრებელი ხმა, უკვე საშინლად მაღიზიანებს ის. აუდიტორიას თვალი მოვავლე და მხოლოდ ერთი ადგილიღა იყო თავისუფალი, ამიტომ პირდაპირ იქით წავედი. უკვე მისული ვიყავი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე რომ იმ ბიჭის გვერდით უნდა დავმჯდარიყავ ვისაც გუშინ კოლიდორში შევეჯახე. -გამარჯობა - ზრდილობისთვის ვუთხარი, მას ხმაც არ ამოუღია ზედაც კი არ შემოუხედავს. დავაიგნორე ჩემი ფიქრები და მისთვის მეტჯერ აღარ შემიხედავს. მაგრამ ერთს ვგრძნობ, რომ ისიც ისევე იდუმალია როგორც მე. გაკვეთილი საშინლად გაიწელა, ლექტორის ერთი სიტყვაც კი არ გამიგია, ჩემი სადარდებელიც ბევრი მაქვს ამ კაცის უაზრო ლაქლაქი რომ ავიტანო. მომდევნო ეკონომიკის გაკვეთილი მაქვს, ვფიქრობ რომ ეს გაკვეთილი საინტერესო იქნება, ამიტომ გადავწყვიტე სრული მობილიზება მომეხდინა ჩემი თავისათვის და ყური დამეგდო ლექტორისათვის. როგორცვე ლექცია დამთავრდა ელვის სისწრაფით წამოვდექი ფეხზე და კლასიც საშინლად სწრაფად დავტოვე. დავინახე მისტერ სტივენსის სახე , აშკარად არ მოეწონა ჩემი ამგვარი საქციელი, მაგრამ მისი აზრი არამგონია ვინმეს ადარდებდეს, განსაკუთრებით კი მე. როგორც იქნა ლანჩის დროც დადგა, კაფეტერიაში შევედი, არაფერი არ მინდოდა მაგრამ ბუტერბროდი, ვაშლი და წყალი მაინც ავიღე და ცარიელი მაგიდისაკენ წავედი დასაჯდომად. წყალს ვსვავდი როცა რაღაც ხმა შემომესმა ზურგს უკან, შევბრუნდი და დავნახე ის ქერა მომაბეზრებელი თოჯინები, გოგონას როგორ დასცინოდნენ -ეი ვირთხავ გამატარე დროზე - აგდებულად უთხრეს და ლანგარზე ხელი აუკრეს, დავინახე საწყალი გოგონა როგორი შეშინებული იყო. ფეხზე წამოვდექი და მომსახურე პერსონალთან მივედი , ვთხოვე რომ დასვრილი იატაკი მათ გაესუფთავებინათ და თანხაც გადავუხადე დამატებითი საქმის შესრულების გამო, რადგან დირექტორს არაფერი გაეგო. შემდეგ კი იმ სუსტი, უცნობი გოგონასაკენ წავედი, უნდა დახრილიყო, დასვრილი იატაკიდან ლანგრის აღებას აპირებდა რომ შევაჩერე -გაჩერდი ეს არ ქნა, სხვები მიხედავენ - ვუთხარი და ფეხზე წამოვაყენე, მან შეშინებულმა შემომხედა ალბათ ეგონა რომ მეც დავამცირებდი -დაწყნარდი, ნუ გეშინია აი იმ მაგიდას ხედავ? - იქით მივანიშნე სადაც მე ვიჯექი - იქ მიდი და დამელოდე, გთხოვ - მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და ჩემი მაგიდისკენ გაემართა. იგივე საკვები ავიღე რაც ჩემთვის და უცნობ გოგონას შევუერთდი. -კარგი - ვთქვი და გავუღიმე - მე მაგდა დადანი ვარ, საქართველოდან - ავუხსენი - აქ ვსწავლობ ბიზნესის ფაქულტეტზე -ბარბარა სმიტი, მე სამხატვროზე ვსწავლობ -ე.ი. ხელოვნების გაკვეთილები ერთად ჩაგვიტარდება, კარგი გოგონა ჩანხარ, მე აქ ახალი ვარ ბევრი არაფერ ვიცი სად რა არის, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, დღეს ერთად რომ დავათვალიეროთ აქაურობა? იქნები ჩემი გიდი? - ვკითხე და სასიამოვნოდ გავუღიმე, როგორ მძულს საკუთარი თავი, ნიღაბს იმდენად კარგად ვირგებ რომ ჯობდა კინო-ხელოვნეზე ჩამებარებინა, ჩემგან უძლიერესი მსახიობი გამოვიდოდა. უკვე იმდენად კარგად შემიძლია საკუთარ თავს გავექცე, და ბედნიერების უბადლო ღიმილი ავიკრა სახეზე რომ ზოგჯერ საკუთარ თავს მეც კი ვეღარ ვცნობ. -რათქმაუნდა, მაგრამ.......... - ვეღარ დაასრულა საუბარი, მე კი მივხვდი რაშიც იყო საქმე -მე შენთან მეგობრობა მინდა, იმ სულელ ქერებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევ, მათ სხვისი დამცირების მეტი არაფერი იციან - ვთქვი და ისევ გავიღიმე. მთელი დღე ბარბარასთან ერთად გავატარე, ის მართლაც კარგი და კეთილი გოგონა აღმოჩნდა. მთელი დღე მოუსვენრად ვიყავი, ვფიქრობდი რომ რაღაც მაკლდა, საღამოს კი ყველაფერს მივხვდი. ჩემი ოთახი სწრაფად დავტოვე და სახლში წავედი, რომელიც კოლეჯიდან სულ რაღაც 40 წუთის სავალზე არის. როგორცვე მივედი დანიშნულების ადგილას, ავტოფარეხში შევედი და ჩემი ducati 1199 black-ი გამოვიყვანე, ჯანდაბა როგორ მომნატრებია. ახლა გზაზე ელვის სისწრაფით მივდივარ, ჯერ არცისე ბნელა. ადრენალინი აი რა მავიწყებს ტკივილს და მივსებს სიცარიელეს, ეს ყველაფერი კი ჩემთვის შვების მომგვრელი, ტკივილის გამყუჩებელი და წარსული დამავიწყებელია. როცა ბაიკს ვმართავ ჩემი გონება მთლიანად ერთვება მის სრულყოფილად ფლობაზე და ეს ყველაფერი გამაგიჟებლად სასიამონო გრძნობაა. იმდენი ვიარე ბოლოს ქალაქგარეთ აღმოვჩნდი, იქვე პატარა მდელო დავინახე საიდანაც ლონდონის ხედი იშლება ამიტომ ცოტახნით შეჩერება გადავწყიტე. ბაიკიდან გადავედი და უფრო უკეთ მოვათვალიერე არემარე, მართლაც რომ ასეთი სილამაზე იშვიათია. დიდი ულამაზესი მწვანე მდელო, ლონდონის ხედით, რაც მთავარია სიმშვიდეა და სრული სიწყნარე სუფევს, რაც ჩემნაირი ადამიანისთვის სრული კომფორტია. ტყავის ქურთუკში ხელები ჩავიწყვე და ბაიკს მივეყრდენი. ვფიქრობდი და ვხვდებოდი ნელ-ნელა თვითკონტროლს როგორ ვკარგავდი, მუშტები ისე ძლიერად შემეკრა რომ სადაცაა ალბად თითები მომტყდებოდა, მაგრამ ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი. ასე ვიყავი იქამდე სანამ რაღაც ხმაურმა არ მომიყვანა გონს. თავი შევატრიალე და ისევ ის ბიჭ შემრჩა ხელში. გაკვირვებული მიყურებდა, ისე როგრც მე ვუყურებდი მას. ბოლოს მისი ბაიკი ჩემსას გვერდით მიუყენა და ისიც ჩემსავით მას მიეყრდნო. -ლამაზია არაა?..... - მკითხა ინტერესით, გამიკვრდა მისმა ასეთმა ცვლილებამ, მაგრამ არ შევმჩნიე. უბრალოდ შევხედე და თავი დავუქნიე თანხმობს ნიშნად. -ლაქი მაგრამ შეგიძლია ლუკი დაბიძახო - მითხრა, გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, მისი ხმა ისეთი მამაკაცური და დამამახსოვრებელი იყო რომ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ რომ მთელი დღე მას რომ ვუსმენდე არ მომწყინდებოდა. -მაგდა - გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი -ბაიკერი გოგონა - თქვა და გაიღიმა - მამიკო არ გიშლის? - ეს მითხა და უცბად დავსერიოზულდი -ის ლონდონშიარ არის და რომც იყოს ეს არაფერს შეცვლიდა - ვუთხარი ახლა უკვე ცოტათი დაწყნარებულმა მაგრამ მაინც მკაცრად -ანუ მარტო ხარ...... - ეს კითხვას უფრო გავდა -ხო, ასე გამოდის - დაბნეულმა ვუპასუხე -აქამდე არსად შემხვედრილხარ, თუ იმ ორ ინციდენტს არ ჩავთვლით -და კიდევ სადმე უნდა შევხვედროდით? - ინტერესიანი მზერით შევხედე -რავიცი მაგალითად party......... - ისევ კითხვასავით გაისმა მისი ნათქვამი, დავინახე ტუჩის კუთხე მაღლა როგორ აეწია, ჯანდაბა ის ისეთი სიმპატიურია ამ მომენტში რომ........ -წვეულება ჩემი სტილი არ არის - ვთქვი ყოველგვარი ემოციის გარეშე -და ეს რას ნიშნავს? - წარბი ამიწია და თან ღიმილი გაეპარა სახეზე -ალკოჰოლურ სასმელებს არ ვსვავ, არ ვეწევ და არც ვცეკვავ, ხოლო მთვრალი ხალხის ყურება კი დარწმუნებული ვარ, არცერთ ფხიზელს არ სიამოვნებს - ვუთხარი გულწრფელად, მას ჩემს ნათქვამზე უეცრად გაეცინა, მეკი ეს საერთოდ არ მომეწონა და ცოტა გმაღიზიანაკიდეც. -ამაში არაფერია სასაცილო, მე ამის თქმის სულაც არ მრცხვენია, თინეიჯერებს/ახალგაზრდებს სტერეოტიპად აქვთ ქცეული : არ დადიხარ კლუბში ან წვეულებაზე? არ სვავ ან არ ეწევი? ე.ი. "გოიმი" ხარ. მე ეს სულ არ მაინტერესებს, არავის აზრს არ ვაქცევ ყურადღებას, ვაკეთებ იმას რაც მე მიმაჩნია სწრად და კარგად, არასდროს ვფიქრობ სხვა რას იფიქრებს ჩემზე და ჩემს რაიმე ქმედებაზე - შევხედე მთელი სერიოზულობით. სხვა მეტი მისთვის საქმელი აღარ მქონდა ამიტომ დავემშვიდობე და ბაიკზე დავჯექი. -კარგად, გამიხარდა შენი გაცნობა ლუკ - ვუთხარი და თან ჩაფხუტს ვიფარებდი -ნახვამდის ლამაზო - თქვა ეს თუ არა ადგილს მოვწყდი.მეორე დღეს ბარბარას შევხვდი და მთელი დღე ისევ ერთად გავატარეთ. საღამოს კი მანქანით ვსეირნობდი, თან ქალაქის სხვადასხვა ქუჩაბს ვათვალიერებდი. ერთ-ერთ ჩიხში შევუხვიე და რას ვხედავ, 3 ბიჭი ვიღაცას უმოწყალოდ სცემს. დავაკვირდი ყველაფერი კარგად რომ დამენახა, ჯერ არ იყო სიბნელე ჩამოწოლილი და ადვილად გავარჩიე სახეები. ის 3 ბიჭი ვერ ვიცანი, შემდეგ ძირს მწოლიარე ბიჭს დავაკვჯრდი, რომელიც ასფალტზე მოკუნტული იწვა და ტკივილისგან იკლაკნებოდა, სახეზე ძვლივს შევხედა რადგან იფარავდა ხელებს, ერთი წამით ტკივილისგან ხელი სახიდან ჩამოსწია და დავინახე თუარა წამოვიყვირე - ლუკ - მანქანიდან სწრაფად გადმოვედი, აქეთ-იქით დავიწყე ყურება რაიმე დახმარებისათვის. უცბათ იქვე პატარა მარკეტი დავინახე და გიჟივით შევვარდი შიგნით. უკვე ვიცოდი რაც მჭირდებოდა, გამყიდველს ფული ელვის სისწრაფით ფადავუხადე, სათამაშო იარაღი ვიყიდე და შარვლში, უკან ჩავიდე. მათკენ წავედი, ისევ ის სცენა დამხვდა, ლუკი მიწაზე ეგდო და არ ინძრეოდა, ხელები და სახე სისხლში ჰქონდა ამოსვრილი. ის სამი არამზადა კი ისევ უმოწყალოდ ურტყავდნენ ლუკს კედსა და წიხლს. მათკენ გავიქეცი და ბოლო ხმაზე დავიღრიალე -ახლავე გაჩერდით - ვთქვი და მიწაზე მყარად დავდექი, სახეზე სიბრაზისგან ალმური მედებოდა -wow : ფისუნია, არ გიხდება სიმკაცრე, მაგრამ რა სექსუალურს გაჩენს არ იცი - გულისამრევად გაიცინეს და თვალი ჩამიკრეს -მომისმინე - მივმართე ერთ-ერთს რომელმაც "ფისუნია" მიწოდა -დროზე მოშორდით ლუკს, თორე სიცოცხლეს გამოგასალმებთ, დაუფიქრებლად ისე რომ წარბსაც არ შევხრი - ეს ყველაფერი ისე უემოციოდ ვთქვი რომ მომეწონა. მათ კი გულიანად გაიცინეს, საშინლად ამაზრზენები იყვნენ -მაგდა გაიქეცი გთხოვ, გაიქეცი - ძვლივს, სიმწრით მითხრა ლუკმა. დავინახე მისი თვალები როგორ მევედრებდნენ წასვლას/გაქცევას მათგან, მაგრამ მე ამ ყველაფერმა უფრო წამომანთო და განმარისხა, ვიგრძენი სიბრაზე სიძლიერეში როგორ გადამეზარდა, ახლა მხოლო ლუკზე და მის კარგად ყოფნაზე ვფიქრობდი -კარგი ბიჭებო, როგორც ჩანს თქვენთან ნორმალური საუბარი არ ჭრის - ვთქვი და უკნიდან იარაღი ამოვიღე, ხელში მყარად დავჭირე და იმ არამზადებს დავუმიზნე - დროზე აქედან დაახვიეთ, სანამ მოთმინება არ ამომეწურა და არ გადამეკეტა აზროვნების უნარი, მერწმუნეთ თუ ეს მოხდა თვალის დაუხამხამებლად, ხელიც არ ამიკანკალდება ისე გესვრით ტყვიას და ყველას აქვე ჩაგაძაღლებთ, მერწმუნეთ ეს არც პირველია და არც უკანასკნელი - ვხედავდი მათ გაფართოებულ თვალებს, დაძაბულ სხეულებს, ვუყურებდი მათ თვალებში და ვხედავდი როგორ უკრთოდათ შიშის ნაპერწკალი. მალევე შებრუნდნენ წასასვლელად. ერთ-ერთმა მოგვაძახა - ეს ასე არ დამთავრდება - მათ ასეთ სისუსტეზე გამეცინა. უცბად გონს მოვეგე და ლუკს მივვარდი, ის ისეთი ნაცემი იყო რომ გული შემეკუმშა - ჯანდაბა - ვთქვი და მასთან დავიხარე -ლუკ, გთხოვ დამეხმარე რომ წამოგაყენო - მან მორჩილად დამიქნია თავი. ჩემს მანქანასთან ნელ- ნელა მივედით, მისი ხელი კისერზე მქონდა გადაკიდებული, ხელები კი მის წელზე მჭიდროდ მქონდა შემოხვეული, რათა წონასწორობა შეგვენარჩუნებინა და არ წავქცეულიყავით. მანქანაში ჩავსვი და ადგილს მოვწყდით, გზად აფთიაქში შევიარე და საჭირო ნივთები ვიყიდე. უკვე კარგად ბნელოდა კოლეჯში რომ მივედით, ლუკი თითქოს სამყაროს გამოეთიშაო ისე იყო. არც კი შემეწინააღმდეგებია როცა ვუთხარი რომ ჩემს ოთახში უნდა წამეყვანა. ძვლივს მივედით დანიშნულების ადგილზე, ვხვდებოდი რომ ლუკს უკვე აღარ შეეძლო ფეხზე დგომა და თავს უკანასკნელი ძალებით იკავებდა ძირს რომ არ დაცემულიყო. როგორცვე საწოლზე დავაწვინე თვალები ესევა დაეხუჭა. -ლუკ - ფრთხილად შევანჯღრიე მან თვალები გაახილა - ცოტა აიწიე ზედა უნდა გაგხადო - მის სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაირბინა, ჯანდაბა ლუკ ასეთ დღეშ ხარ და კიდე რაზე ფიქრობ. ადრე ალბად სირცხვილისგან გავწითლდებოდი, მაგარმ ახლა ის დრო ჩემი ცხოვრებს შორეული წარსულია. -გთოვ, მუცელზე იარები გაქვს, დამუშავებაა საჭირო -კარგი - ამოიფრუტუნა და აიწია რომ მაიკა გამეხადა. დამადუნა მისმა გასაოცარმა სხეულის მოყვანილობამ, ,, სულელო თვალს ვერ წყვეტ " მითხრა ჩემმა თავმა, " მერე რაა თვალები იმიტომ გვაქვს რომ ვუყურთ იმას რასაც გვსურს " ვუთხარი მე. -შენი გვარი არ ვიცი -სმიტი პატარავ - მითხრა და მაცდურად გამიღიმა, ჯანდაბა ეს ბიჭი ალბად იდიოტია. -პატარას თუ კიდევ დამიძახებ, ერთი ჩალურჯება ჩემგანაც დაგრჩება სამახსოვროდ - ვუთხარი და გავუღიმე. მუცელზე რამდენიმე ნაიარევი ჰქონდა, სახეზე კი ჩალურჯებები ეტყოდა. ნახევარ საათში ყველა ჭრილობა დავუმუშავე. შუა ღამეს კოშმარი დამესიზმრა, ისევ ის კადრები, არანაირი განსხვავება გასროლის ხმა და კივილით გაღვიძება. -დაწყნარდი, ყველაფერი კარგადაა, უბრალო სიზმარია, მშვიდად პატარავ, მშვიდად აქ ვარ, შენთან ვარ - ისევ ვკანკალებდი შიშისგან, სუნთქვას ძვლივს ვირეგულირებდი. -ღმერთო ამას ვეღარ ვუძლებ - ჩემი ფიქრები ხმამაღლა ვთქვი, ვიგრძენი ლუკის ძლიერი ხელები როგორ შემომეხვია წელზე და გულზე როგორ მიმიკრა -დაწყნარდი ყველაფერი კარგადაა - მიმეორებდა და თან ზურგზე ხელს წრიულად მისვავდა " მან ახლა ჩემი საიდუმლო იცის " ვუმეორებდი ჩემს თავს. " კოშმარები! რატო არ ქრება, ღმერთო აღარ შემიძლია მეტი ", " შენ ამ ყველაფერზე ძლიერი ხარ, ეს არ დაგავიწყდეს არასდროს " მითხრა ქვეცნობიერმა, ის მართალია მე არ უნდა დავნებდე!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.