მეჯვარეები [სრულად 2]
„სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არაფრის არ შეიძლება, თორემ ეს, რომ შეიძლებოდეს ყველანი წმინდანები ბიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებს ჩვენგან სრულყოფილი არსებათა შექმნას, ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია.“ რემარკი ისდემეტრე ასე არასოდეს ანერვიულობულა, მანქანაში ძლივს ჩერდებოდა, ახლაღა დაფიქრდა მამამისმა საიდან იცოდა, რომ ვარჯიში ჰქონდა. –მამა, რა იცოდი, რომ ამ დროს მქონდა? დემეტრე მაშინივე გაჩუმდა, ინანა რომ ჰკითხა. –ამ დროს მიდიოდი ხოლმე სპორტულებით, მართალია ჩუმად, მაგრამ –მაგრამ მაინც ამჩნევდი... –ხო ცუდი მატყუარა ხარ, თუმცა ეგ კარგია.. –ნახევარმცველი ვარ.....გრძნობდა, რომ შეიძლებოდა ყველაფერი რაც დააწყო დაალაგა, ჩამოშლოდა, ცოტათი მოპოვებული მამის ნდობა თავზე ჩამომხობოდა, მაგრამ მაინც ვერ იმორჩილებდა ენას. –მარჯვენა.. –ხო მარჯვენა ნახევარმცველი, არ უნდოდა ასე ბედნიერი ყოფილიყო, არ უნდა ეგრძნო, რომ ასე ცოტა ჰყოფნის ადამიანს, მაგრამ ჰყოფნიდა იმ მომენტში სხვაზე ვერაფერზე ფიქრობდა, ისევ იხსენებდა წარსულს, რომ არ დავიწყებოდა და მამამისისთვის ყველაფერი არ ეპატიებინა, ამიტომ გაჩუმდა ხმას აღარ იღებდა. სკოლასთან რომ მივიდნენ, ნიკამ თავიდანვე, დიდი ხნის წინ საკუთარ თავთან შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ შეყოლოდა ვერ შეძლო, ზღურბლთან ფეხი აუკანკალდა, სხეულში ჭვლებმა იწყო „სიარული“ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, როგორც მაღალი სართულიდან გადმოვარდნისას, ატრაქციონზე რასაც განიცდიდა ბავშვობისას. სხეული გაუხურდა, გაეყინა, სახეზე ოფლმა დაასხა, მაგრამ ვერაფრით გადადგა ნატკენი ფეხი. დემეტრე უყურებდა და გრძნობდა მის მცდელობას, ადგილზე სადაც პირველად იგრძნო ბურთი, სადაც ბავშვობის უმეტესი ნაწილი გაატარა ფეხს ვერ ადგავდა, თითქოს ყველა ჭრილობა გადაეხსნებოდა. უკან უხმოდ გამობრუნდა, მანქანიდან უთხრა, რომ გამოუვლიდა. რა მტკივნეული იყო მისთვის ეს მარცხი, საკუთარ თავთან წაგებული, ვერ შეძლო, ვერ გადალახა, არადა უნდოდა, მთელი გულით, შეგნებით. იმ ტაძარში უკითახავად შევიდა მისი სხეული, რომელსაც სულ სირბილით ჩაურბენდა ვარჯიშიდან წამოსული, მხოლოდ იქ შეანელებდა ოდნავ ფეხს, პირჯვარს სწრაფად გადაიწერდა, მხოლოდ ერთ რამეს ჩაიფიქრებდა ყოველ ჯერზე და გზას ისევ ისე სირბილით ბურთთან ერთად გააგრძელებდა. იქამდე ატარებდა სანამ დაქანცულს სიარულის თავიც აღარ ჰქონდა, სახლში საწოლის ქვეშ ყოველთვის ჰქონდა სუფთა ბურთი, როცა დაღლილი იყო ხელით ათამაშებდა რამდენჯერ ასე ჩაძინებია, იატაკზე ბურთის დავარდნის ხმა აღვიძებდა და ეღიმებოდა, ბურთის ხმა ყველაზე ახლო და სასურველი მელოდია იყო.......... დემეტრე სახლში მიიყვანა, ელენე ანასტასიას აბანავებდა და პატარა სასაცილოდ მღეროდა.... –მასწავლებელი მეუბნება კარგი გოგო ხარ, კარგად მღერიხარო დე, დემეტრე მეუბნება გაჩუმდი დამაძინეო, ჩემი ნამღერი რატო არ მოწონს დემეტრეს? ნიკა აბაზანაში შევიდა, ანასტასია სულ ქაფიანი იყო და პატარა ფეხებს ახტუნავებდა და იცინოდა... –ერთი წამი დედა სულ გამწუწე, ნუ მისმევ ქაფიან ხელებს. ეცინებოდა ელენეს. ოდნავ სველი კულულები შუბლზეც ეყარა პატარას.. –დედიკო თავი არ დამბანო გეხვეწები, ხო დამპირდი, მეშინია სულ ქაფი ჩამივა თვალებში და ამეწვება.. –არ ჩაგივა ტასო, გააჩერე თავი, დამაცადე შამპუნი წაგისვა..... ნიკა აბაზანასთან ჩაიკუზა, აქაფებული ხელები თავზე მოუსვა, ხელები დუშის დასხმისას ისე მიაფარა შუბლზე, რომ თვალში არაფერი ჩასვლოდა, ელენე უსხავდა, ანასტასია კიოდა, ნიკა ამშვიდებდა, რომ არ აეწვებოდა, მამამის მკლავებზე სიმწრით უჭერდა პატარა თითებს, ნიკამ პირსახოცში გაახვია და გულზე მიიკრა აკანკალებული, ელენეც ნახევრად სველი იყო, სახეზე ანასტასიას ქაფები ჰქონდა და ეღიმებოდა, თმა აწეული ჰქონდა და კიდევ უფრო გამოკვეთოდა სახის ნაკვთები, ნუშისებური თვალები, გრძელი წამწამები...ნიკამ ძლივს შეიკავა თავი რომ ეთქვა „რა ლამაზი ხარ“. პირსახოცში გახვეული ტლიკინა ათას რამეზე ლაპარაკობდა აბაზანიდან ოთახამდე, ნიკამ საწოლზე დააყენა და გამშრალება დაუწყო.. –მამიკო შენი ბალიშისპირი კი არ გავარეცხინე, შენი სუნი ჰქონდა, რო მენატრებოდი იქ მეძინა და იმას ვეფერებოდი.... –გთხოვ ანასტასია....ნიკას ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა, წინა ღამის ღრიალისგან და ემოციისგან დატყობილი კვალი. როგორ არ უნდოდა წასვლა, როგორ ყველაფერი ერჩივნა ამას... ეგონა სხეულს ნაწილებს ართმევდნენ, სულს და სხეულს შუაზე უყოფდნენ........ –დედიკომ შოკმაჟე გამიკეთა, ხომ შეჭამ ჩვენთან ერთად მამიკო? ნიკას გაეღიმა პატარა მსუნაგის სიტყვებზე, ტკბილზე გიჟდებოდა.... –წამოდით ტასო, ჩაიცვი? ოთახში შევიდა ელენე, ისეთი სასაცილო დასანახები იყვნენ, როგორ აცმევდა ნიკა პატარა ფეხებზე შარვალს.. –დედიკო მამისკოსთვისაც ხო გავაკეთეთ შოკმაჟე? ერთად უნდა ვჭამოთ....... –კი ნიკა წამოდით მე და დემე გელოდებით....ელენეს მოერიდა თქმის, მაგრამ უთქმელობის უფრო შერცხვა.....ტელეფონმა დარეკა, ელენემ სახეზე შეატყო, რომ ლიკა იქნებოდა, უხმოდ გავიდა სამზარეულოში. –საყვარელო სად ხარ? მისგან სიტყვა „საყვარელოც“ ყველაზე მძიმედ ეჩვენა, ყველაზე მიუტევებლად და არასასურველად, მაგრამ გრძნობდა რომ ვერაფერს შეცვლიდა. –მალე მოვალ ლიკა......ხმაჩამწყდარი ხმით უპასუხა მენაბდემ. –უნდა წახვიდე მამიკო? –ხო ანატატია, ხვალე გნახავ... –მეც წამოვალ.. –მერე შოკმაჟე? გაეღიმა ნიკას ცალკე ნათქვამზე და ცალკე პატარას სახეზე.... –დედიკო კიდე გამიკეთებს, თანაც იყოს მოვითმენ ახლა ისე აღარ მინდა როგორც შუადღეს მინდოდა...ნიკა ატყობდა როგორ ცდილობდა პატარა მოეტყუა და ტკბილი რო უნდოდა სულის წასვლამდე დაეფარა. –დედიკო მამიკოს გავყვები, გეფიცები არავის გავაბრაზებ, გავარდა ოთახიდან ანასტასია......გხთხოვ რა დე, ანასტასიას ხელები ყელთან ჰქონდა მიტანილი და ეხვეწებოდა. –მამას უთხარი? გაუკვირდა მაგრამ არ შეიმჩნია ელენემ. –წავიყვან ელენე თუ შენ.......... –კარგი ნიკა. იმდენი რამე ჩაულაგა ელენემ ტანსაცმელი, რომ ანასტასია გაფართოებული თვალებით უყურებდა. –თუ შეგცივდა, ანასტასია ამოიღე და მოიცვი, ეს გამოსაცვლელებია, თუ შენ ვერ მოახერხე მამას უთხარი... რამე თუ დაგჭირდა დამირეკე.......მოიცადე შოკმაჟეს ჩაგიდებ სადმე რომ შეჭამო გინდოდა, ანასტასიას სახე გაუნათდა ვერ ამბობდა, ნიკას გაეცინა ისე სასაცილოდ ახედა მამას სიხარულით. –მამიკოსთვისაც ხოა? –კი ტასო, მიაწოდა ელენემ ნიკას, შენი დათუნია გინდა? არ მოიწყინო მერე..... რო შეგცივდეს მაშინვე მოიცვი, თუ გინდა ახლავე მოგაცმევ აგრილდა მაინც.....არ იცელქო და კარგად მოიქეცი, დამირეკე... ელენე ვერაფრით ელეოდა, ნიკა ატყობდა როგორ ნერვიულობდა პირველად უშვებდა სხვაგან დასარჩენად, აი ჩემი ტელეფონი წაიღე თუ გინდა და დემესაზე დამირეკეეე.... –ელენე ჩემით დავარეკინებ... ღიმილით უთხრა ნიკამ. –ხო, მართალი ხარ რად უნდა. კარგი დე მოდი გაკოცო, ბევრი არ ილაპარაკო, ელენემ ისე ჩაიკრა ლამის გაჭყლიტა........თ უგინდა წაიღე მაინც ჩემი ტელეფონი... მაინც ვერ მოითმინა ელენემ... –კარგი დედიკო დაგირეკავ რომ მივალ, რომ დავწვები მაშინაც და რომ გავიღვიძებ... –ჩემი ტკბილი...... კიდევ ერთხელ ჩაიკრა და გააცილა.... პატარა მანქანაში იჯდა უკანა სავარძელზე და თავი წინ ჰქონდა, ნიკა რამდენი შუქნიშანთან მანქანას გააჩერებდა კოცნიდა, ანასტასია იცინოდა და გულში იმეორებდა, არავინ გავაბრაზო, ბევრი არ ვილაპარაკო, კარგად დავიძინო, იმ ქალთან რომ მივიდა მისი გონება სახე დაემანჭა, როგორ არ უნდოდა მასთან მისვლა, მაგრამ უნდა აეტანა თანაც ისე, რომ არ ეუხეშა. კარი ლიკამ გააღო ანასტასიას დანახვაზე სახე შეეცვალა. –გამარჯობა, მიესალმა პატარა და მამამის ფეხზე მიეკრო. –როგორ ხარ ანასტასია? გაუღიმა ლიკამ. –კარგად, ჩემმა დედიკომ შოკმაჟე გამოგვიგზავნა. ორივე მიხვდა, რომ ახლა ეს მარტო იმიტო ახსენა რომ დედის არსებობა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა. –ძალიან კარგი, შემოდი პატარა, გაგიმზადებ ახლავე. ნიკამ ანასტასია ხელების დასაბანად გაიყვანა მერე მაგიდასთან დასვა. –მალე მოვალ ტატია.... ოთახში შევიდა სადაც ლიკა ელოდებოდა გაბრაზებული. –გამაგებინე ღამე ისე წახვედი, ერთი სიტყვა არ გითქვამს, მთელი დღე სახლში არ ყოფილხარ და ახლა იმ ბავშვთან ერთად...ლიკამ იგრძნო, რომ წამოცდა. ნიკას რეაქცია არ ჰქონდა მის ნათქვამზე მშვიდად ისმენდა სანამ ანასტასია არ ახსენა. –ის ბავშვი ჩემი შვილია და მეორედ, რომ ეგრე ახსენო მარტივად გეტყვი, რომ არ მოგითმენ. –მაპატიე ესე არ მიგულისხმია, მაგრამ რატო არ გამეცი პასუხი? –იმიტო რომ სახლიდან გასვლა მომინდა, იმიტო რომ საქმე მქონდა.. და არ დაიწყო ახლა ჩემი გრაფიკის შედგენა, მაინც არაფერი გამოგივა ლიკა, შენ ხომ იცოდი რომ შვილები მყავდა, ხომ იცოდი რომ ჩემი საქმეები მაქვს, ამიტომ ახლა ამ ლაპარაკს აზრი არ აქვს, ანასტასიასთან უნდა გავიდე შენც გამოდი ლიკა. როცა პატარა დააწვინა, საბანი თბილად დააფარა თვითონ გამოვიდა დასაბანად, პატარა შეშინებული იყურებოდა, ეგონა მარტო იძინებდა უცხო სახლში, მაგრამ ხმას ვერ იღებდა, ვერც მამას ეუბნებოდა რამეს, ელენესაც ვერ ურეკავდა, ნერვიულად ეჭირა ტელეფონი და გულში ოცნებობდა რომ დედას დაერეკა, მაგრამ ისიც ახსოვდა, რომ რამდენიმე წუთის წინ ელაპარაკა. როცა ნიკა სველი თმით შევიდა ოთახში, თვალებს სასაცილოდ აკვარკვალებდა შიშისგან პატარა თან ვერც იძინებდა, მამა რომ დაინახა გაეხარდა და მოეხვია, ნიკა გვერდით მიუწვა და ჩაიხუტა. –მამიკო დედიკომ მგონი რაღაც გამომიგზავნა და ვერ ვკითხულობ... ანასტასიამ მესიჯი აჩვენა რომელიც სანდროსგან იყო....ნიკა გაქვავებული კითხულობდა. „ელენე როგორ ხარ? ძალიან მომენატრე, რატომ არ მპასუხობ? ძალიან გთხოვ იფიქრე იმაზე რაზეც ვილაპარაკეთ, არ გაჩქარებ, მაგრამ გახსოვდეს, როგორ მიყვარხარ“ მთლიანად დაუბრუშდა სხეული, ძარღვები დაეჭმა და მთელი სხეული გაუხურდა. –დემეტრემ მოგიკითხა, ტასო. არაფერია ისეთი. ნიკამ ანასტასია ჩაიხუტა და პირველად გრნობდა ამ თვეების განმავლობაში, რომ მშვიდად დაიძინებდა, რომ არა ის მესიჯი. მხოლოდ ბავშვების და ელენეს გვერდით შეეძლო მშვიდი ძილი, ჩვეული სისუფთავის შეგრძნება. ………….. ელენე გაბრაზებული დაბრუნდა სახლში, ასეთი შეურაცხყოფა მისთვის არავის მიუყენებია და არც არავისთის მოუთმენია, ბევრი კარგი რამის გაკეთება შეეძლო ადამიანებისთვის, იყო ზომაზე კეთილიც, მაგრამ წყენაც და გაბრაზებაც იმაზე მეტად იცოდა ვიდრე ეს საჭირო იყო. არც აპირებდა, არც განიხილავდა ნიკას სიტყვების დავიწყებას, არც რაიმე ცუდის გაკეთებას ფიქრობდა მისთვის ასეთ შემთხვევაში უბრალოდ ამ ადამიანს სამუდამოდ გადახაზავდა გონებაში, მისთვის ეს ადამიანი ვეღარ მოიპოვებდა ნდობას, კეთილგანწყობას და ვეღარც უფრო ღრმა ურთიერთობაზე იფიქრებდა მასთან. გადაწყვიტა ბარბარესთანაც გაეწყვიტა კავშირი ამის გამო, იმასაც უშვებდა, რომ შეიძლებოდა განზრახ მიიყვანა სახლში, მერე თვითონაც შერცხვებოდა თავისი აზრების. არც მეგობრები და არც ბარბარე არ მოეშვა და ელენე იძლულებული გახდა წასულიყო ბარბარეს დაბადებისდღეზე, თუმცა მაინც ფეხს ითრევდა. ალუბლისფერი, თვლებით სადად გაწყობილი კაბა ჩაიცვა, თმა ოდნავ დატალღული ჰქონდა და შუაზე გაყოფილი თავისუფლად აიწია, ზედმეტი არაფერი სამკაული გაუკეთებია, მხოლოდ შავი ტყავის საათი გაიკეთა, მსუბუქი თითქმის შეუმჩნეველი მაკიაჟი გაიკეთა ისიც მხოლოდ დედამისის ხათრით. რესტორანში მამამ წაიყვანა თანაც შეუთანხმდა, რომ მალე წამოვიდოდა. მიხვდა რომ რესტორანი დაკეტილი იყო სხვა სტუმრებისთვის, შესასველთან ნიკა იდგა, რაღაცაზე ელაპარაკებოდა სხვებს, მის გვერდით რამდენიმე უცხოელი იყო, აქედან ერთი შავკანიანი და ის მაშინვე იცნო ელენემ თავისი ძმის საყვარელი ფეღბურთელი მისი სურათებით იყო ცოტნეს სოციალური ქსელი აჭრელებული, ცოტნე გიჟდებოდა დრამანის თამაშზე და სულ ეს სახელი ესმოდა ელენეს. ცოტა იგრძნო, რომ ანერვიულდა მარტო უნდა შესულიყო, ნიკამ რომ დაინახა მიესალმა... –გამარჯობა ელენე, როგორ ხარ? –მადლობა კარგად, ელენემ თავი ჩაღუნა და შენობაში შევიდა. ნიკა არ განძრეულა ისევ გააგრძელა საუბარი თან რაღაც საკითხებს აგვარებდა. ბარბარეს სახე გაუბრწყინდა ელენე, რომ დაინახა. ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი, სცენა, განათება, სუფრაც კი კანსაკუთრებული ორიგინალობით გამოირჩეოდა. ელენეს დაძაბულობა მოეხსნა, როცა გაანალიზა, რომ ნიკა იქ არ იქნებოდა, თუმცა რამდენჯერმე შემოიხედავდა, ბარბარეს ეკითხებოდა რამე თუ ჭირდებოდა, სულ მეგობრები იყვნენ გარშემო და ელენესაც ხასიათი გამოუკეთდა. ბოლოს ნიკა ხშირად შემოდიოდა, განსაკუთრებით ეშლებოდა ნერვები, როცა მისი კლასელი ბიჭები აღფრთოვანებულები უყურებდნენ, ზოგი ბურთზზე წარწერაზე უთანხმდებოდა, ზოგი იქვე აწერინებდა რაღაცას. ელენემ მაშინვე მამამის დაურეკა, როცა იგრძნო, რომ ერთი სიტყვაც და ვეღარ მოითმენდა ნიკას, რომ რამე ეთქვა. ბარბარეს დაემშვიდობა და დარბაზიდან გავიდა, ნიკა მეორე სართულიდან ჩამოდიოდა, ელენე რომ დაინახა სწრაფად ჩამოირბინა.. –ელენე რამე ხომ არ გჭირდება? –არა მადლობა, უკვე მივდივარ. –ასე მალე? მე წაგიყვან. –ბატონო? ელენემ გაოცება და თან ბრაზი ვერ დაფარა. –მე ყველა უნდა წავიყვანო, აქ განსაკუთრებული არაფერია მამაჩემის დადგენილი ტრადიციაა, სტუმრები ჩვენვე მიგვყავს სახლში, ვიცი უცნაურია, მაგრამ ხო იცი ტრადიცია ტრადიციაა.... –არა მადლობა ჩემ სახლშიც არის ტრადიცია, რომ მამამ უნდა გამომიაროს და მალე მოვა უკვე. –არ იყო საჭირო დარეკვა ელენე. –მაპატიე მაგრამ მე განვსაზღვრავ ჩემ ცხოვრებაშ რაა საჭირო და რა არა. –მემგონი, რომ წყენას არ გაუვლია. –მემგონი, რომ თქვენ ვერ გაიგეთ, რომ თქვენ მე ვერ მაწყენინებთ უბრალოდ შეგიძლიათ გამაბრაზოთ. –ნუ მეკიდები სიტყვებზე ელენე აზრი ხომ გაიგე და რა საძჭიროა..... –სამწუხაროდ იმ გოგონებმა, რომლებიც თქვენი უდიდებულესობის ცოლის სტატუსის მოპოვების რიგშ დგანან შეიძლება თქვენი ტერმინოლოგია შეასწოროს შინაარსობრივი თვალსაზრისით. –არ ვიცი რა გაბრაზებს, მართლა არიან ესეთი გოგოები და შენ ასეთი არ ხარ, მაშნ არც უნდა გწყენოდა. მე უბრალოდ ჩემი აზრი ვთქვი, რომ ქალს, რომელიც მარტო იმიტო მოგყვება, რომ წარმატებული ხარ ვერასოდეს მოვიყვან. არ მესმის ასეთი რამ როცა ქალი საკუთარ თავს უპირობოდ გთავაზობს თანაც ისეთ „ვაკანსიაზე“ რასაც ცოლი ჰქვია. –საქმე იმაში არაა თქვენ რა მოგწონთ, საქმე ისაა, რომ თქვენ ასეთ ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებთ, შეიძლება ბევრმა მოგცეთ ცხოვრებაში ამის საბაბი, მაგრამ თუ შენ ამას გააკეთებ მხოლოდ უფრო ჩაეფლობით იმ ტალახში, რომელშიც უკვე ღრმად გაქვთ გადგმული ფესვები. –ბევრ რამეს ურევ ერთმანეთში, თუმცა შენი მსჯელობა მომწონს, დავიჯერო იმ ბიჭზე, რომელსაც შეუძლია დედის თქმით, უპირობოდ მოიყვანოს ცოლი ამ პირობას ავრცელებ? ელენემ თავი ჩაღუნა და საშინლად გაწითლდა, ახლა გაახსენდა მისი სიტყვები, როგორ ლანძღავდა და ამცირებდა ასეთ ბიჭებს საჯაროდ. –და მე კარგი ვარ? ნიკა მოულოდნელმა კითხვამ ჩააფიქრა და ამავე დროს ღიმილი ვერ დაფარა. –რამდენად კარგი ხარ არ ვიცი, მაგრამ სწორი კი ხარ, ასეთი ბიჭები ყველაფერს იმსახურებენ, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ საკუთარი გადაწყვეტილების მიღება ცხოვრებაშო ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, თუნდაც ეს მცდარი იყოს. –უნდა წავიდე მამა მოვიდოდა ალბათ და ვერ ვალოდინებ. –გაგაცილებ ელენე. –არა მადლობა, არ შეწუხდე. ნიკა ისევ აბრუნდა მეორე სართულზე, ოდნავ ჩაფიქრებული ჩანდა. როცა ელენე შენობიდან გავიდა ცოტნე დაინახა მანქანასთან, სიხარულით ეგონა ფრენა შეეძლო, მისკენ დაუფიქრებლად გაიქცა და მთელი ძალით ჩაეხუტა ძმას. –ვაიმე ცოტნე როდის ჩამოხვედი? –სურპრიზი მოგიწყე, ვიცი როგორ გიხარია ჩემი ნახვა პირველი ორი საათი მერე დამიწყებ ჩხუბს. –ნუ ბოდავ, როგორ ხარ? არ ვიცოდი მეგონა ზეგ ჩამოხვიდოდი. მალე უცნობი მიუახლოვდათ, ელენე გაოცებული უყურებდა ნიკასძალიან გავდა, მაგრამ აშკარად არ იყო ის...... 888 „გიყვარდეთ და პატივი ეცით ქალს. ეძიეთ მასში არა ოდენ ნუგეში, არამედ შთაგონების ძალაც, ზნეობრივი და გონებრივი უნარის წყაროც“ ნიკა არ იყო მაგრამ ძალიან ჰგავდა, მათკენ წამოვიდა და ცოტნეს გადაეხვია. მასავით გამხდარი იყო, უფრო კლასიკურად ეცვა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა ელენეს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ნიკაც ზუსტად ისეთი იქნებოდა. ფიზიკური მსგავსების მიუხედავად აშკარად ჩანდა ხასიათის განსხვავება, მოძრაობაში, მიმიკებში. მათ წინ მდგარი ემოციურად უფრო თავშეკავებული იყო, მაგრამ მტკიცე, ნიკასგან განსხვავებით იშვიათად იღიმოდა, ცოტნესკენ წამოსულს უკვე სახე გაუნათდა. –ვა მათე როგორ ხარ? აქ რა გინდა? ცოტნე გადაეხვია –ჩემების დაბადაბისდღეა და მოულოდნელად ჩამოვედი, შენ რა შვები ცოტნე? ხო ყველაფერი კარგადაა. მათე ელენეს მიესალმა და თბილად გაუღიმა, ელენეს არ ესიამოვნა, განსხვავებული მზერა იგრძნო, რომელიც შეიძლება მხოლოდ ქალის მიმართ ჰქონდეს კაცს. –შემოდი რა ცოტნე ჩემ ძმას გაგაცნობ, სულ მაგას გეუბნებოდი ახლა ორივე ევროპაში ითამაშებთ და სირცხვილია ნაკრების მოთამაშეები ერთმანეთს არ იცნობდნენ. მათე უფრო მეტად ელენეთი იყო დაინტერესებული და უნდოდა დარბაზში შეეყვანა. –მე უნდა წავიდე ცოტნე დავიღალე რა. ელენე გაჭირვეულდა, არაფრით უნდოდა შებრუნება ისევ მისი მომღიმარი სახის დანახვა ჯერ კიდევ, რომ ვერ გაარკვია რა ედო გულში ან საერთოდ ჰქონდა თუ არა ის. –სულ ცოტა ხნით, რომ შემოხვიდეთ, მათე მტკიცედ იცავდა თავის ნათქვამს.ცოტნე ერთი გაეღრიჯა ელენეს და ხელით ანიშნა წინ წასულიყო, ნერვები ეშლებოდა ისევ, რომ ბრუნდებოდა, მაგრამ ვერაფერს გააკეთებდა. ნიკა ისევ ორ სართულს შორის იყო გაკრული. მათეს დანახვაზე სახე გადაუფითრდა, მერე გაეცინა.. –შე დებილო არ უნდა გეთქვა? დაგახრჩობ, ერთმანეთს სასაცილოდ გადაეხვივნენ, რამდენიმე წუთი ასე ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს ათვალიერებდნენ, მათე სახეზე ეფერებოდა, ნიკას ეცინებოდა. –ხო ნიკუშ ცოტნე უნდა გაგაცნო, ჩვენ ნაკრებშია კალათბურთის ახლა გამოიძახეს, ირანში თამაშობდა და იქ დავმეგობრდით –ძალიან სასიამოვნოა, ნიკამ ხელი ჩამოართვა, მე ხშირად ვუყურებ თქვენს თამაშებს.. –ხო მეტი გზა არ აქვს ჩემგან სულ მაგის ლინკები მიდის გაეცინა მათეს, ეს კი მშვენიერი ელენეა ცოტნეს და. ნიკას სახე გაუწითლდა ბრაზისგან, გრძნობდა მათეს გაცნობის მიზეზს.მკლავზე ხელი მოუჭირა და ძალიან მშვიდად თითქმის სიცილით თქვა –მათიუშ ვიცნობთ ჩვენ უკვე ერთმანეთს, ბარბარეს კლასელია ელენე. მათეს გაეღიმა ნიკას რეაქციაზე, მხოლოდ ის მიხვდა მისი მშვიდი თვალები, როგორი კატეგორიული და მშფოთვარე იყო. –სად არის იუბილარი? ყურადრება გადაიტანა მათემ მისთვის უკვე ყველაფერი ზედმეტად გასაგები იყო. –დაბლა დარბაზში მეგობრებთან, ჩვენ მაღლა ვართ და მესამე ფრონტი სულ დაბლაა იქ არიან ბიჭები და იქ შედით მეც მალე მოვალ, ბარბარეს კლასელები უნდა წავიყვანო ახლა. ნიკას მანქანის გასაღები ეჭირა და ჩქარობდა. –დემეტრეს ტრადიციაა მოკლედ არ იცვლება ეგ კაცი, გაეცინა მათეს, ცოტნე ესე იგი მამაჩემი სულ რომ არაფერში იყოს კატეგორიული ამ საკითხში ფეხს არ იცვლის, ყველა სტუმარი ჩვენ უნდა მივიყვანოთ სახლში. ელენეს ცოტა ეწყინა ეგონა ნიკამ უბრალოდ უთხრა, რომ წაეყვანა ამ ტრადიციის შესახებ და სინამდვილე რომ იყო არ ესიამოვნა. საკუთარ თავს ამის გამო გაუბრაზდა, უკითხავად წამოსული წყენა ცადა მაშინვე ჩაეკლა. –დაბლა ჩადით, მალე მოვალ. ნიკოლოზი ნერვიულობდა და გასაღებს ატრიალებდა. –მაღლა ავალ ჯერ ჩვენებთან, ნიკას სახე წაეშალა, არ უნდოდა მათეს იქ ასვლა იცოდა რაღაცა მოხდებოდა. მათემ ორივე ზემოდ აიპატიჟა.......... მათემ ყველა მონატრებული თბილად მოიკითხა, ბარბარე სიხარულით გაიქცა ზემოთ ნიკამ უთხრა მათეს ჩამოსვლაზე............ელენეს შერცხვა მაიას დანახვაზე, მაგრამ ქალი თბილად მივიდა და ორივე მოიკითხა, ცოტნე ბავშვობიდან ახსოვდა, გადაირია რამსიმაღლე გაზრდილა და როგორ შეცვლილაო. თამადა ზურა იყო, მათეს მაშინვე არ ესიამოვნა და მიხვდა რატომ არ უნდოდა ნიკას იქ ასულიყვნენ, დამსხდრები არ იყვნენ ზურამ დაიწყო ხმამაღლა, ყველას გასაგონად ლაპარაკი.. –მათე ძმაო ამხელა ხარ უკვე 34 წელი ცოტა არ არის აღარ უნდა მოიყვანო ცოლი? ელენემ სიცილი ძლივს შეიკავა, ეგონა მათეც გაიცინებდა, მაგრამ ბრაზისგან ლამის ბოლი აუვიდა თავზე, ცოტნე ძლივს აკავებდა, ცდილობდა სხვა რამეზე გადაეტანინებინა ყურადრება, მაგრამ არაფერი გამოდიოდა ზურა თავისას აგრძელებდა.... –რა გახდა ერთი ქალი, განა დაილია ქალები, რა ვერ მოიყვანე ამხელა კაცმა. –აი ახლა ამას გავხლიჩავ შუაზე, ჩაიბურტყუნა მათემ და ფეხზე წამოდგომა სცადა, უკვე ელენესაც შეეშინდა ისეთი სახე ჰქონდა, ცოტნე ძლივს აჩერებდა, მაიაც ანერვიულდა თავის შვილს იცნობდა. –ბარბარე ნიკას დაუძახე სასწრაფოდ, ხმა საგრძნობლად შეცვლილი და ანერვიულებული ჰქონდა მაიას. –არაა აქ, ბავშვები წაიყვანა. ბარბარეც დაბნეული იყურებოდა და ნიკას ურეკავდა. –ოთხ წუთში მანდ ვარ, ბარბარე იქნებ ყურადრება გადაატანინო, ან ზურა გაიყვანეთ, ნიკა გიჟივით ატარებდა მანქანას. მათე გრძნობდა, რომ მეტს ვეღარ მოითმენდა, ბარბარე რაღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი ესმოდა...ზურასკენ ნელა მაგრამ მიიწევდა.............ნიკა მალე შემოვიდა დარბაზში, სახე მშვიდი ჰქონდა, მაგრამ სირბილით სუნთქვა გახშირებული, მათეს ხელი მოკიდა და დააჯინა, გვერძე მიუჯდა... –კიდევ ერთი სიტყვა, რომ თქვას ჩემ ცოლის მოყვანაზე ნიკოლოზ და გამაჩერო შენც მიგაყოლებ..... –კარგი რა მათე გაატარე, ხო ხედავ მთვრალია. ნიკამ უდარდელად აიღო ზეთისხილი, ისეთი სახით თითქოს მარტო ზეთისხილზე ფიქრობდა, ტვინი კი გარეგნული სახის სიმშვიდის მიუხედავად გრძნობდა როგორ აწვდიდა საგანგაშო სიგნალებს. –„ქალს არ შეშვენის თვალის ცეცება, პოეტი არ ვარ მეპოეტება“ მათე თუ შენ არ გაინძერი ნამდვილი ქალი თვითონ არჩაგივარდება ხელში, ზურა თავის სტიქიაში იყო. ქალი უნდა მოიპოვო, უნდა იზრუნო ამაზე, უნდა ფიქრობდე, ეძებდე......... რაო? რა თქვა ამ დეგენერატმა? მათე გაოგნებული იყო. ამან თავის თავს მიხედოს როდის იყო ამის რჩევები მჭირდებოდა საერთოდ რამეში... –მეპოეტებაო, ნიკამ ძლივს თქვა და ყველას ხმამაღლა გაეცინა, ელენემაც თავი ვერ შეიკავა. –იმედია ჩემს რჩევებს გაითვალისწინებ და ასე უცოლოდ დიდ ხანს არ იქნები... მათე წამოხტომას აპირებდა.. –გთხოვ მათე რა დღეს ბარბარეს დაბადებისდღეა, გთხოვ ნუ გაუფუჭებ რა ხო ხედავ როგორ ნერვიულობს, კარგი რა ამის გამო გული როგორ უნდა ატკინო ბარბარეს, ისეთი გულწრფელი იყო ნიკას სიტყვები ელენე გაოცებული უყურებდა. –კარგი, მაგრამ თუ კიდევ ერთი სიტყვა თქვა მე მივდივარ აქედან. ზურა რა თქმა უნდა არ გაჩერებულა, მათე წასასვლელად წამოიწია, როცა ნიკა ფეხზე წამოხტა, სახეზე ეტყობოდა, რომ ძლივს იკავებდა თავს, მაგრამ გამოდიოდა. –ზურა ერთი წუთით შეიძლება რაღაც ვთქვა, თუ რა თქმა უნდა შენ ამის ნებას მომცემ და შეელევი მათეზე ლაპარაკს. იმედია ყურადღებით მომისმენ და კიდე აქ ყველა ჩვენი ნათესავი, მათ შორის დედაჩემიც გაიგონებს ამას. სულ წელიწადში ორჯერ ხერხდება ისე, როცა მართლა ძალიან ბედნიერი, შევსებული ვარ, ესაა ახალ წელს ზამთრის შესვენების დროს და ახლა, ამ დროს ვნახულობ ჩემს ძმას, მხოლოდ ორჯერ წელიწადში, აღდგომასაც კი ვერ ვახერხებთ ამას, ალბათ ხვდებით რამდენად მნიშვნელოვანი პერიოდია ჩემთვის, რადგან მთელი წელი მენატრება ჩემი ოჯახი, ჩემი ძმა....... ჩემთვის ის ყოველთვის მისაბაძ იყო, 11 წელია განსხვავება და ყოველთის უფროსი მეგობარივით მყავდა სულ მინდოდა, რომ მას ვმგვანებოდი, მე მას ბევრი რამის გამო ვაფასებ, ნიკა თანდათან ხმას უწევდა და უფრო და უფრო კატეგორიული ხდებოდა, მათ შორის იმის გამო, რომ დღეს მას ცოლი არ ჰყავს, ის არის ადამიანი, რომელიც ელოდება იმ ერთს ვინც ნამდვილად მისი ცოლი გახდება, იმდენად მტკიცეა, რომ საკუთარ ცხოვრებაში არავის ჩააყოფინებს საკმაოდ გრძელ ცხვირს, მოქმედებს ისე როგორც სწორად მიაჩნია და მე ვაფასებ ამის გამო, მან იცის როგორი მნიშვნელოვანია იმ ადამიანის პოვნა ვინც მისთვისაა შექმნილი და იმის გამო რომ 34 ისაა ზოგიერთივით ცოლი მარტო იმიტო არ მოჰყავს, რომ უნდა მოიყვანოს, ასეა წესი, საზოგადოებრივი აზრი ამას ღაღადებს, შეკავებული ბრაზი მაინც ჟონავდა ნიკოლოზის სიტყვებში, ხმის ტემბრში.... თუ ასეთი საუბარი ისევ გაგრძელდება და მათე ამის გამო აქედან წავა, მეც და ბარბარეც თან გავყვებით, არავის არ მოვუთმენ რომ ასე ნახვას მონატრებული ძმა ოდნავ მაინც გამიბრაზონ ჯერ ისედაც ბრაზიანია, ნიკამ თავზე ხელი გადაუსვა ღიმილით მათეს. იმედია გაიგეთ თორემ მათეს სხვა მეთოდები აქვს და არ გირჩევთ გამოცადოთ, დედა შენც გეხება. ხო კიდევ ჩემზე, ჩემს ცოლის მოყვანაზე იმდენი ილაპარაკეთ თუ გინდათ სანამ არ დაიღლებით, საერთოდ არ მოქმედებს ეს, მაგრამ იმედია სწორად გაიგეთ ის რაც ვთქვი, იმედია მომავალში გაითვალისწინებთ. მათეს ეღიმებოდა, ზურა დამუნჯებული იყო, აღარაფერი უხსენებია მათეს ქებას მოყვა და ამაზე კიდე უფრო მოშალა ნერვებზე, მაგრამ აღარ გაბრაზებულა. –ნიკა რა სასტიკი ხარ, მოცელე ბატონი თამადა, ბარბარე ზემოდან ედგა ნიკას ხელები მოხვეული ჰქონდა და თავზე აკოცა. –რატო იყო ასე აღგზნებული? გაეცინა ცოტნეს. –ეგ ეგეთია რო თვრება, არადა სხვა, რომ დანიშნო თამადათ მოიკლავს თავს. –ერთხელ რომ გაალამაზებ მერე ვეღარ იქნება ასეთი, მათემ მინერალური წყალი მოსვა. –ეგრე არაა, მათე ყველა თუ გაალამაზე ღმერთს ლამაზებისთვის არ შეუქმნია დედამიწა. ჯობია ჯერ უთხრა და თუ ვერ გააგებინებ მერე, შენ კიდე სულ გალამაზებაზე ფიქრობ. –მე მიყვარს სილამაზე, გაეცინა მათეს. –იმედია ხმას აღარ ამოიღებს შენს ცოლზე რა თქმა უნდა ქორწილამდე, თორემ შეგიძლია რაც გინდა გააკეთო მე მართლა არ შეგიშლი ხელს, ოღონდ ბარბარეს დაბადებისდღეზე არა გადაცდება თუ არა თორმეტს, ბარბარემ თავზე წამოარტყა და გაეცინა. მე წავედი დაბლა ბიჭები არიან, მოკლედ საქართველოში დაბადებისდღე ეს თვითმკვლელობაა ყველას თავის ტელევიზორი აქვს, ამან თუ არ დალია გულის შეტევა მოუვა, იმათმა დაბლაც თამაში დაიწყეს, ცოტნე არ გინდა ესენი, რომ წავლენ სათამაშოდ მივდივართ და შენც წამოდი.... ცოტნეს გაეცინაა.. –მე ფეხბურთში ისე ვარ, რომ არ გირჩევთ....... –კალათბურთიც ვითამაშოთ, დრამანი გიჟდება მაგ სპორტზე. –ვინ? ცოტნეს რაღაც ლამის გადაცდა, დრამანი აქაა? განელი დრამანი? –ხო რამდენიმე დღეა დაბლა არიან კიდევ რამდენიმე ჩემი გუნდელი და ნაკრებიდან. –აუ მაგ ტიპზე ვგიჯდები ძალიან მაგარია, აი ეგ რო გალათასარაიში თამაშობდა მანდედან მოყოლებული ძალიან გიჟი ფეხბურთელია. –წამოდი ღამის სამზე ვიწყებთ დინამოს გვაძლევენ რამდენიმე საათით, სხვათა შორის შენ გიცნობს, ძალიან მოწონს შენი თამაში.. –კარგი მართლა? ასე უყვარს კალათბურთი? –კი გიჟდება, ერთად ვუყურებთ ხოლმე, რამდენჯერმე ირანშიც ვიყავით შენ თამაშზე, ჩემი ძმა მომკლავდა რომ არ მეყურებინა, მერე უკვე მეც მინდოდა ხოლმე, თან ქართველი სადაც თამაშობს იქ სპორტის სახეობას არ აქ მნიშვნელობა......დრამანი გიჟდება ქართველებზე, ამბობს უცნაურები ხართ და ყველაფერში ლამაზად ზედმეტი ემოციებით გამოირჩევითო. ელენე გრძნობდა, რომ ცოტნეს იქიდან გამყვანი არ იყო, სახე მოეღრუბლა, ბრაზს ისევ გრძნობდა, არც სიამაყე აძლევდა საშუალებას იქ მჯდარიყო, ნიკა კი ბუნებრივად, ძალდაუტანებლად ურყევდა საფუძველს რაზეც მისი სიჯიუტე და სიამაყე იდგა, „ესე ადვილად არა, ჯერ კიდევ არ მიცნობს“ ეს გაიფიქრა და ფეხზე წამოდგა. –ელე სად მიდიხარ? ცოტნე გაოცებული იყო. –მე ტაქსით წავალ სახლში მეძინება უკვე დავიღალე. ცოტნეს სახე შეეცვალა. – წამო რა ჩვენთან ერთად, ნიკამ ღიმილი ძლივს შეიკავა, ეს ის სიტყვები იყო რასაც ელოდა. –არა ცოტნე ხომ იცი როგორ არ მიყვარს ფეხბურთი, ეს ბრაზით თქვა და ისევ გაბრუნდა. ცოტნეც წამოდგა.. –დამელოდე ელენე... –იყოს ცოტნე ტაქსით წავიდეს არაფერი იქნება გავაჩეროთ და ... ნიკამ გულგრილობის ნიღაბი ისე ოსტატურად და ბუნებრივად მოირგო, რომ ვერც კი შეძლებდა ვინმე მის სახეზე და ხმაზე არაბუნებრივი რამ ამოეკითხა ასე ღრმად რომ იყო ჩასული. ნიკა ვერც კი მიხვდა როგორ უფრო დაშორდა ამით ელენეს, როგორ დაეცა მის თვალში ასე უბრალო, ბუნებრივი გულგრილობისგამო. –არა ქალბატონი ელენეს სახლში გაშვება მარტო არ შეიძლება მამაჩემი გაგიჟდება მივიყვან და მოვალ. ვერც ბარბარემ, ვერც ცოტნემ ვერ შეძლო მისი დატოვება თქვა და დაამთავრა, ნიკა არ ელოდა ასეთ სიჯიუტეს, ასე თუ გაურთულდებოდა საქმე, პირველად იყო, რომ ქალი არაფრად აგდებდა, უთქმელად უბრაზდებოდა პატარა შეცდომების გამო და მისგან სრულყოფილებას მოითხოვდა, ოდნავ შეცდომასაც არ პატიობდა არც თავისი და არც სხვის მიმართ, გრძნობდა, რომ ყველასგან განსხვავებულ არსებასთან ჰქონდა საქმე, რომელიც არც ასე ადვილად ივიწყებს რამეს და არც პატიობს, რაც მთავარია არაფრის ზეგავლენის ქვეშ ექცევა. „ძლიერი ხასიათი“ გაიფიქრა და გაეღიმა........ „ძნელია ადამიანს შეაყვარო თავი, როცა მას ეს არ უნდა“ ამას გრძნობდა ნიკა ელენესგან, მაგრამ ვერაფრით ეშვებოდა ფიქრს, ეს ყველაფერი მარტო იმას დააბრალა, რომ მუდამ ბავშვობიდანვე მიუწვდომელის მისაწვდომად გახდომას ესწრაფოდა, მუდამ უნდოდა იმის გაკეთება, რაც სხვამ ვერ შეძლო, ეს შინაგანად თანდაყოლილი ხასიათი აძლევდა ძალას ებრძოლა თავდაუზოგავად ამ მძიმე გზაზე სადაც ნიჭიც და შრომისმოყვარეობაც ისეა საჭირო, როგორც ველოსიპეტისთვის ორივე ბორბალი. ყველაზე მეტად იმის ეშინოდა ქალი დასაპყრობ მწვერვალად არ ექცია და მერე ისეთი გრძნობა არ ჰქონოდა რაც ალპინისტებს მწვერვალის დალაშქვრისას, მობეზრებული და კმაყოფილი განცდა, კმაყოფილი რომლისგანაც ბედნიერება ისე შორსაა, როგორც ციდან დედამიწა. ფერმიბინდული მთვარეებივით მიმოფანტული ნათურები ერთმანეთში ირეოდა, ელენე ვერაფერზე ფიქრობდა, ჯერ ისევ ბავშვი იყო და გრძნობდა, რომ იმაზე უწევდა ფიქრი რაც არ იყო მისი ასაკისთვის საჭირო, ყველაფერს უფრო რთლად უყურებდა ყველა გრძნობას ეჭვის თვალით, მის სხეულში გამჯდარი იყო სუნთქვის შემკვრელი დაძაბულობა, ბევრი რამ აეჭვებდა, ბევრი რამის არ ჯეროდა, ვერაფრით ხვდებოდა ნიკას ხასიათს, მუდამ ცდილობდა ხასიათის შტრიხების ამოცნობას, ფსიქოლოგიის შესწავლას. ზოგჯერ ამართლებდა, ზოგჯერ მზად იყო გილოტინაზე გაეყვანა თავის წარმოდგენაში. ერთი ის იცოდა რომ ადვილად მისაწვდომი არც ქალი და არც ბედნიერება იყო მარადიული, ეჭვი ისევ დაცურავდა მის სისხლში შინაგანი სიმტკიცე მთელი ძალით ყალიბდებოდა. თითქოს საკუთარი გული ყველაზე მაღალ მწვერვალზე აიყვანა და მისი შემჩნევა და მოდრეკა ყველაზე რთულად ეჩვენებოდა თვითონაც. ............... „უბედურება აუცილებლად დაგეწევა!“ გულში სევდა საღამოვდებოდა, ენერგია იწრიტებოდა და უსაშველო ტკივილი ნაბიჯ–ნაბიჯ ეპარებოდა მის სხეულს, თანდათან უფრო შიგ აღწევდა და ყველაფერს თავზე ამხობდა. –გამეღვიძა, მორიდებით თქვა ანასტასიამ და ფეხზე წამოდგა. –დედასთან გინდა ხომ? ანასტასიამ გაუბედავად დააქნია თავი, ნიკას სხეული ჩაეწვა, იმის ცოდნა, რომ შეიძლებოდა დედა ამ პატარას დაეკარგა ავადმყოფობის, ცხოვრების მიმართ ზიზღს და აუტანელ განცდას უნერგავდა, სადღაც მათ შორის საკუთარი თავიც დალანდა. –შენთანაც მინდა და დედიკოსთანაც, რო მეღვიძება მინდა, რომ მან ჩამაცვას, მარტო ის მექცევა ისე როგორც მე მინდა, რაღაცნაირად მასთან ისე ვარ რომ არაფერი მაწუხებს, თუ შემაწუხებს დედიკოს ვეტყვი და მერე ის რომ გაიგებს აღარ მაწუხებს ხოლმე, ანასტასია ისე სასაცილოდ ლაპარაკობდა, რომ არა კიბოს არსებობა ნიკას გაეცინებოდა, ახლა თვალები შეემღვრა. –კარგი, ახლა დავიბანოთ, ვჭამოთ და წავიდეთ ტასო ხო? –დედიკოსთან, რომ ვჭამოთ. გაუბედავად თქვა პატარამ, ნიკამ ხელში აიყვანა, სააბაზანოსკენ ჩახუტებული გაიყვანა და ხმას ვერ იღებდა. გრძნობდა, რომ ის წლები ანასტასიაშიც მძიმედ იყო დალექილი და ბარიერად აღმართული. სახლისკენ მიდიოდა, რომელიც მას აღარ ეკუთვნოდა, სახლი არა შენობის, კედლების, ავეჯის განცდა არა, ოჯახის, შიგ დაბუდებული წარსულის, მეხსიერების, ურთიერთობის, გრძნობების ერთობლიობა იყო, სახლი ელენე და ბავშვები.... აღარაფერი იყო მისი და მაინც ახლა ყველაზე მეტად უნდოდა დაკარგულის დაბრუნება, მაგრამ დიაგნოზი მხოლოდ მისი აწეწილი მდგომარეობის დაუჯერებლად საბოლოობის განცდას უტოვებდა. იგრძნო, რომ ჭეშმარიტ უბედურებას თუ შეიძლება მას „ჭეშმარიტი“ ვუწოდოთ, საერთო არ ჰქონდა მოედანთან, ბურთთან, ტრიბუნებთან, ხალხის შეძახილებთან და ბადეში მოხვედრილ ბურთთან, რაღაც უცნაურად გამაგიჟებელ გრძნობას, რომ იწვევდა მაშინ, გრძნობდა, რომ ბედნიერებაც და უბედურებაც შიგნიდან იყო და ამიტო იყო ასე ძნელად დასათმობი და ასე აუტანელი. წამით დაფიქრდა რა იყო უბედურება? განცდა, სასოწარკვეთა, ემოცია, ბედნიერების არ არსებობის შეცნობა....ვერაფერი მიუსადაგა, მერე მიხვდა, რომ ვერც შეძლებდა ამას, რადგან უბედურება ყველასთვის ინდივიდუალურად შესაცნობი იყო, ყველას თავის საზომი ჰქონდა, ყველა სახვადასხვანაირად ეგუებოდა............... უბედურება ელენეს მონატრება იყო........... მლაშე გემო დაუტოვა ამის გააზრებამ, გრძნობა თითქოს ბედისწერა შურს იძიებდა ყველა მისი საქციელის გამო....... იქ სადაც ყველაზე მწარეა, იქ სადაც ტკივილი სხეულის არც ერთ უჯრედს ტოვებს „შეურყვნელს“.............. ოთახში თითქოს ბინდი იყო ჩამოწოლილი, დემეტრე სახლში ბურთით თამაშობდა... სასაცილო იყო მათი შეხვედრა, ანასტასია დემეტრესკენ გაიქცა თითქოს საუკუნე იყო ერთმენეთი არ ენახათ, ნიკა თავს იმ დამპყრობლად გრძნობდა ვინც მშვიდობიანი ქვეყანა დაიპყრო, ახლობელი ადამიანები ერთმანეთს დააშორა და ახლა ყოფნიდა თავხედობა და ნანობდა კიდეც, და სინანული როდიდან გახდა თავხედობა? არა სინანული არაა, პირიქით სინანული ყველაფერია, მაგრამ მის უკან ამოფარებული განცდაა თავხედობა, ისე როგორც მშობელს ამოეფარება მორიდებული შვილი უცხოების, რომ რცხვენია ისე იდგა პატიების მიღების იმედი ატუზული ბავშვივით, მაგრამ ნიკა ბავშვი არ იყო, ნიკა ყველაფერს ხვდებოდა, შეუძლებლობის ჯებირები საშინელი სისწრაფით ამოიმართა მის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ელენეს სახეზე მისი ხელი მძიმედ დაეშვა, იქიდან იგრძნო, რომ არაფერს ჰქონდა აზრი ვეღარ ააშენებდნენ, ვეღარ დააბრუნებდნენ ნანგრევებად ქცეულ პატივისცემას, სიყვარულს, მაგრამ იმპერიის ნანგრევებზე ხომ უფრო მეტადაც კი იგრძნობა მისი ძალა? ძლევამოსილება და ყოვლისშემძლეობა, დღესაც ხომ რომის იმპერიის ნანგრევებზე შენდება ცივილიზაცია? დღესაც ხომ იგრძნობა მისი დიდებულება.... მაგრამ ყველაფერი წარსულია, ყველაფერი წარსულშია დარჩენილი, ნანგრევები მარტო იმას მოწმობს, რომ იყო და აღარ არის და აღარც აღარასოდეს იქნება ისეთი......ისეთი როგორიც ადრე........ –დედიკო სადაა? ანასტასიამ მაშინვე ეს იკითხა. –არ ვიცი მემგონი საავადმყოფოში, მაია ნათლიამ გამოუარა და წავიდნენ. დემეტრემ ისევ გააგრძელა თამაში. –საავადმყოფოში რატო? რამე მოხდა? ნიკამ თავისი ხმა ვერ იცნო ისე იყო უსუსურობით, შიშით გაჯერებული. ეგონა ცუდად ხომ არ გახდა ელენე და მაშინვე იგრძნო, როგორ გაუტყდა სიმტკიცე..... –არ ვიცი არაფერი უთქვამთ. დემეტრე უხალისოდ პასუხობდა შეკითხვებს.... ანასტასია ოთახში შევიდა და მოღუშული წამოწვა, ნიკა შესასვლელში იჯდა დივანზე და გაურკვეველი მიმართულებით იყურებოდა, დემეტრეს ყურადრება არ მიუქცევია მამისთვის, სამივე თავისებურად ელოდა ელენეს, თითქოს მის გარეშე მთლიანად დაშლილები იყვნენ მათ შორის კავშირიც არ წყდებოდა, მაგრამ იცვლებოდა. ელენე რომ მოვიდა თითქოს რაღაც აღდგა, ანასტასია სიხარულით გამოვარდა ოთახიდან და დედიკოს ჩაეხუტა, მაიაც უკან მოყვებოდა, ორივეს შეწუხებული სახე ჰქონდა, ელენე ფერმკრთალი და დაღლილი იყო, კიდევ უფრო გამხდარი და ნანერვიულები. –დედიკო დემეტრემ საავადმყოფოშ არისო, რა მოხდა? ელენეს სახე შეეცვალა... –მაია ნათლიას გავყევი დე, რაღაც საქმე ჰქონდა. ელენე ფეხზე ძლივს იდგა, ნიკა ჩაიწია, რომ დამჯდარიყო.. –შე პატარა, ნათლია არ უნდა მოიკითხო? დაარღვია დუმილი მაიამ და ანასტასია ჩაიხუტა, მშობლების დაძაბულობა ყველაზე ტლიკინასაც გადაედო და იმ დღეს ისე მხიარული აღარ იყო. ნიკა წასასვლელად ადგა მაიამ რომ გააჩერა.. –ნიკოლოზ შენთან საქმე მაქვს, მოიცადე ცოტა ხანი და მერე ერთად წავიდეთ, ჩემი ქმარი ძალიან მაბრაზებს უნდა გელაპარაკო რაღაც სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს და არაფრით არ ესმის, რომ იქ არ გამოვა არაფერი, იქნებ შენ დაელაპარაკო? მოიცადე და მართლა რაღაცები მაინტერესებს ერთად გავიდეთ, მე ახლა რამეს მოვამზადებ, ეტყობა ჩემ პატარებს შიათ მაიამ მზრუნველად გახედა ორივეს, ელენეს სახეზე ფერი არ ედო და არაფრის თავი ჰქონდა.ანასტასიაც სამზარეულოში გაყვა ნათლიას. ნიკა თვალს არ აშორებდა ელენეს დაღლილ სახეს, მოხრილ მხრებს.....ვერც გრძნობდა რომ თავისი თვალები კიდევ უფრო შეცვლილიყო, მისი სახეც ფერმკრთალი და ნატანჯი იყო, ცდილობდა ელენეს არ შეემჩნია, მაგრამ არაფერი გამოდიოდა.... –როგორ ხარ ელენე? ძლივს იპოვა სიტყვები.... –მადლობა კარგად შენ ნიკოლოზ? ანასტასია როგორ იყო? –კარგად, მაგრამ მოენატრე დილით ერთი სული ჰქონდა წამოსულიყო, თან ლიკას არ წყალობს.. –დაველაპარაკები.. –არა, არა მე მაგიტო არ მითქვამს, ნიკა ახლა მიხვდა, რომ შეიძლებოდა სხვანაირად გაეგო ელენეს, არ დაელაპარაკო არაფერი უთხრა საერთოდ მაგ თემაზე, არაფერი აიძულო, როგორც უნდა ისე იყოს.. –ხო მაგრამ ასე არ შეიძლება, გაკაპასდა ძალიან, ელენემ დაღლილ სახეზე ხელი მოისვა....... –ელენე, ნიკამ ტელეფონი გაუწოდა, გუშინ წერილი მოვიდა, ტასოს ეგონა შენგან იყო და წამაკითხა, ელენემ ტელეფონს დახედა...... სახე არ შეცვლია, მაგრამ შიგნით უსიამო ჟრუანტელმა დაუარა. –მე არ წავიკითხავდი, რომ არ..... –ვიცი ნიკა.. ელენემ გააწყვეტინა, ისედაც იცოდა, რომ გამორიცხული იყო ნიკას რამე ჩუმად წაეკითხა.........თვალებში გაუბედავად შეხედა.. არაფერი.....საერთოდ არაფერი..... მხოლოდ უუფლებო ეჭვიანობა............ –ნიკა შენ როგორ ხარ? ძალიან შეიცვალე......ნიკა ამ კითხვას ელოდა და გაეღიმა, გაეღიმა და არც პასუხი იცოდა.. –შევიცვალე? ახლა? მე დიდი ხნის წინ შევიცვალე, ძალიან დიდი ხნის წინ. ელენემ არაფერი უპასუხა, გრძნობდა საითაც მიდიოდა მათი საუბარი ორივეს გაუცნობიერებლად. –ხო ცხოვრება გვცვლის, ზედაპირულად უთხრა, რომ სიღრმეებში არ ჩასულიყვნენ, ნიკამ იგრძნო თითქოს წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა ისეთი განცდა ჰქონდა. გაეღიმა და მშვიდად, ძალიან მშვიდად და ისე როგორც ადრე იცოდა, როცა ერთმანეთი ჯერ კიდევ არ ყავდათ გაცნობილი... ისეთი ხმით უთხრა.. –მე ვიცი, რომ დღევანდელი დღე უმოწყალოდ გლეჯს გუშინდელს. ელენეს სხეულზე ეკლებმა დააყარა ამ სიტყვებზე უხმოდ ადგა და სამზარეულოსკენ გავიდა.. უცნაური და უხეში სიჩუმე იყო, სიჩუმე, რომელიც ყურებში საშინლად ღრიალებდა, ანასტასია თუ არღვევდა დუმილს და დემეტრე რაღაცას აბრაზებდა, ნიკას არაფერი გადადიოდა, წყალს სვავდა შესამჩნევად ხშირად, ანასტასია ცდილობდა სწორად მჯდარიყო, სწორად და უხმაუროდ ეჭამა წვნიანი, არ დაესვარა, იცოდა ნიკას ამით საშინლად გააბრაზებდა, ისეთი დაძაბული იჯდა ნერვიულობისგან ხელი აუკანკალდა და წვნიანს ჩამოკრა, ტანსაცმელიც დაესვარა, ძირსაც დაექცა, ხმაც აუკანკალდა მაშინვე აემღვრა თვალები, სანამ ელენე მივიდოდა მასთან პატარა ძლივს მიწვდა ტილოს სწრაფად დააფიინა იატაკზე აკანკალებული ხელებით, თან გაბზარული ხმით ამბობდა.. –მამიკო ახლავე ავიღებ, ბოდიში რომ დავსვარე, მეტს არ ვიზავ, დედიკო გამომიცვლის ასე კი არ ვიქნები, თან არ ჩერდებოდა პატარა თითებით იატაკს წმენდდა და მაგიდის წვეშ დაფხოწიალობდა, ვერც კი ხვდებოდა, რომ მაგიდისტილოს იატაკს უსვავდა.........შესაბრალისი თვალებით ახედავდა მამამის და თვალებითაც და პირითაც ბოდიშებს იხდიდა, რომ ეს „ჩაიდინა“, ნიკა ვერ ინძრეოდა, მისი სისხლი დასაყრდენს ეძებდა, უყურებდა საკუთარ შვილს და გრძნობდა საკუთარი თავის მიმართ ზიზღს, მის ასეთ დანახვაზე თითქოს ორგანოებზე ვიღაცამ ხელი მძიმედ მოუჭირა და სუნთქვა უჭირდა. ნათლად ხედავდა დაფენილ ტილოზე, აკანკალებულ ხმაზე, ამღვრეულ თვალებზე, ბოდიშებზე, როგორი მამა იყო და თავის მიმართ ამაზრზენი განცდა დაეუფლა, ახლა ისე როგორც არასდროს უნდოდა იქ არ მჯდარიყო, უნდოდა არ დაბადებულიყო, მამობა არ ღირსებოდა.. როდის? როდის იქცა ასეთად? ისეთი იყო, როგორიც სხვები ეზიზღებოდა, როგორ გავდა უგულო ადამიანებს, როგორ გავდა იმ მამებს ვიზეც გული ერეოდა, ნელ–ნელა თავის პატივისცემაც ქრებოდა, ნელ–ნელა ყველაფერი თავზე ენგრეოდა. თითქოს ურიცხვმა ხელმა წაიღო სადღაც დაბლა, ელენე ნიკას უყურებდა და ყველაფერს გრძნობდა.. ვერც კი ხვდებოდა მენაბდე, რომ თვალები მლაშე წყლით ჰქონდა სავსე, მხოლოდ მაშინ, როცა ცხელი წვეთები სახეზე იგრძნო სწრაფად ადგა და გავიდა... ელენემ ანასტასია ფეხზე ააყენა.. –არაუშავს დე მე მოვწმენდ, შენ ცოტა ხანი დაჯექი, ელენე ნიკასკენ წავიდა, აბაზანაში დაუკაკუნა, მენაბდე ხელებს იბანდა, თითქოს ცდილობდა წარსულის ჩამორეცხვას, მაგრამ წარსული მეხსიერებაში და არა სხეულზე იყო... –შეიძლება ნიკა? –შემოდი......სახეზე წყლის წვეთები ჰქონდა ნელა, რომ მიცურავდა კისრისკენ და მლაშე წყლის წვეთებში არეულიყო. ელენე მიუახლოვდა შინდისფერ კედელს მიეყრდნო და ხელსაბანს ხელი ჩამოადო. –მითანაგრძნობ არა? ნიკას სიმწრით გაეღიმა და პირსახოცი აიღო ხელში. –მაგას რატომ... –მჭირდება, მართლაც სამაგისოდ მაქვს საქმე, „არასოდეს თქვა არასოდეს“ ნიკამ თქვა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, საკუთარი შვილი..... –მას უყვარხარ ნიკა, მთავარი ესაა.. –მას მამა უყვარს, ის ჯერ კიდევ ზღაპრებში ცხოვრობს, უყვარს ის რასაც მამა გულისხმობს და არა მე.... მისთვის მამიკო ისაა რაც ზღაპრებში ჰყავს ამოკითხული, დემეტრე ამ ასაკიდან გამოსულია და ამიტომ უფრო რეალურად უყურებს ამას, ანასტასიაც მალე მიხვდება, რომ ჩემ მიმართ მხოლოდ შიშს გრძნობს, რომ რამე არ დაექცეს კაბაზე.... ესაა ჩემი ცხოვრება მთავარია გარეგნული ლაქა არ გქონდეს..... –ანასტასია ხომ იცი სხვანაირია ნიკა, არ იდებს წყენას გულში, არაფერი ემახსოვრება უბრალოდ უნდოდა შენთვის ესიამოვნებინა, ამიტომ მოიქცა ასე. შენ უყვარხარ და არა აბსტრაქტული მამა, შენ სუნს ინახავდა შენ ბალიშზე, შენ ენატრებოდი, შენ „გაბრალებდა“, რომ ტანსაცმელი უყიდე, ბავშვები იმდენად კეთილები და სუფთები არიან ხშირად ზღაპრებს ვაბრალებთ იმას, რომ ანგელოზებივით არიან..... –შენ კარგი ფსიქოლოგი ხარ ელენე, ლამის უკვე მიახწიე იმას, რომ ყველაფერში საკუთარი თავი გავამართლო, მაგრამ შენ ჩემთან ვერასოდეს იქნები პროფესიონალი, რადგან კარგად გიცნობ, ისიცი ვიცი, რომ იმის შენ თვითონვე არ გჯერა რასაც ჩემ დასამშვიდებლად ამბობ. –მართლა არ ვამბობ შენ დასამშვიდებლად ასე ვფიქრობ ნიკა. ელენემ უკან გადადგა ნაბიჯი რადგან იგრძნო, როგორ უახლოვდებოდა ნიკა, ჰაერი ერთდროულად იყო უფრო მძიმე და მსუბუქი, მათ შორის არსებული ძაფები თითქოს შეირხა და დაიჭიმა, ელენეს სახე აუწითლდა, ყველაზე მეტად ეს მოსწონდა ნიკას, როცა უახლოვდებოდა, ბავშვური სიმორცხვე აღებეჭდებოდა უკითხავად ღაწვებზე.. –ნიკა არ გინდა, ელენემ ძლივს ამოიკნავლა, ხმაც კი ჩამწყდარი ჰქონდა ემოციისგან...ნიკოლოზმა იცოდა, რომ არ უნდა შეხებოდა, მასთან ვერ იქნებოდა სხვა კაცის ქმრის სტატუსით, ელენე ამას არ აპატიებდა...წინ არსებული დაბრკოლებები დაუჯერებლად საბოლოო განცდას უტოვებდა მის სულში ატეხილი ღრიანცელს.. –თუ გიყვარს და თან სასწაულის არ გწამს დაღუპული კაცი ხარ............. ეს უთხრა მენაბდემ და პირსახოციანა გავიდა. 888 „ჩვენ წარსულის ქმნილებანი ვართ და უხილავი ძაფი გვაკავშირებს მის ყოველ წერტილთან ძაფი რომ გაწყდეს, რაღა დარჩება ჩვენგან?“ –ნიკუშ რა ხდება? უცნაურად წაბარბაცდა მათე და მხარზე მხარი მიარტყა ძმას. –არაფერი ისეთი მათე, ვარ ძველებურად ვვარჯიშობ ასე გამუდმებით.. –მაგაზე არ გეკითხები..ახლა თვალებიც მოპუჭა მათემ. –აბა? ჯიბეებში ხელები ჩაიწყო მენაბდემ და სხვა მიმართულებით გაიხედა თან ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. –ო კარგი ახლა რას გაახურე ხომ მიხვდი რაზეც გეკითხები ის გოგო.. ნუთუ დამასწრებ? აააა? დედა ალბათ სულ გადაირევა ჩემ ცოლის მოყვანაზე... –არც ესე სერიოზულადაა საქმე, უბრალო, გათამამებული გოგოა, რომელსაც სიკაპასე ღირსებად მიაჩნია.. მათეს გულიანად გაეცინა. –უბრალო გათამამებული გოგო? კარგი რა ნიკოლოზ არ გიცნობდე მაინც პირველად ვიგრძენი ოდნავ მაინც რომ გამეგრძელებინა ფლირტი გადაირეოდი..ზღვარზე იყავი.. –შენ ჩემი ზღვარი არ იცი, არ გინახავს, ამიტო ნურც ამბობ, ნიკას გაეცინა. მაგრამ მართალი ხარ თავი მარწუხებში მგონია, ისეთი ეკლიანი გოგოა, რაღაცნაირი მათე, აი ვერ ვგებულობ, თავი მგონია დამნაშავე, თითქოს ახლახან მომისაჯეს მკვლელობისთის 20 წელი და ამის გამო მსჯის. ერთ შეცდომასაც არ მპატიობს, უნდა იდეალური ვიყო, მაგრამ რომც ვიყო მაინც არაფრად ჩამაგდებს, თუმცა ჩემზე კარგად იცის რომ იდეალურები არ არსებობენ, ისეთი გოგოა როგორებიც მხოლოდ 16 წლის ასაკში შეიძლება იყვნონ, ზედმეტადთავდაჯერებული, მეოცნებე, მერე ასაკის მატებასტან ერთად ადამიანი ამ უნარს თანდათან კარგავს.... ისეთი ღრმა რწმენა აქვს, რომ ჰგონია მთებს გადადგავს, რომ მოინდომოს და რაც ყველაზე მეტად მხიბლავს ამქვეყნად არაფერს შეუძლია მისი სულის სიმების შერხევა. –რატო უგულოა? სიგარეტი გააბოლა მათემ. –არა, გაეცინა ნიკას, ეგ არ მიგულისხმია, რა სულელი ხარ, ზედაპირულო... მე ვიგულისხმე რომ გრძნობების გარდა ვერაფერი შეარხევს მე მატერიალურზე ვამბობ, აი კარგი ვაჟკაცივით გოგოა, ოთარაანთ ქვრივივით „რას მიქვიან ტკბილი სიტყვა“..... –ნუ დამძაბე ძმაო, ბიჭები და ვაჟკაცები არ გვინდა... –აუ რა დამპალი ხარ ტო....მე შენ ღრმად გელაპარაკე რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს ჩემგან, მე შენ იმ აწეწილობაზე მოგიყევი რაც ჩემ გონებაშია, გოგომ დედა გამომილანძღა და მე აღვფრთოვანდი გესმის განა საშიში არაა ამაში რამე? თუ საგანგაშო? ნიკა ხარხარებდა... –წიკუშ შენ თუ ეს უხეში შეგიყვარდა, როგორც შენ ამბობ ან შენ მორჯულდები ან ის... –ის......დამიჯერე ამქვეყნად ყველაზე ნაზი იქნება, ყველაზე მომთმენი და წყნარი, მისი სიფიცხე აალდება, სიკაპასე დროსთან ერთად შეიწოვება, სითამამე კი გაბედულებად გარდაიქმნება და მე ამისთვის ერთხელაც არ მომიწევს ხმამაღლა რამის თქმა ეს თავისთავად მოხდება და თუ ეს ასე არ იქნება მაშინ მე ამ ცხოვრების არაფერი გამეგება.... –რა ფილოსოფოსივით ლაპარაკობ რომელიც ახლახან გამოწერეს საგიჟეთიდან და თავის იდეებს ისევ ისე აფრქვევს...... –თუ არ გაიტან გაგიტანენ ძმაო, ეს ფეხბურთში დაუწერელი კანონია.....წამოდი გვაგვიანდება, ცოტნე დინამოზე მოვა პირდაპირ, ისე საშხაპეებს ხომ გაგვიხსნიაან? უნდა ვკითხო, ნიკას სახე შეუწუხდა, მათემ გადაიხარხარა... –ნიკუშ, ნიკუშ ისევ ის წიკუშა ხარ, ვერაფრით იცვლები. ალბათ სამიათასი ბუცი ჩამოიტანე, ვაიდა ვინმეს დაჭირდეს როგორ ათხოვებ მერე ვეღარ ჩაიცმევ ამიტომ გირჩევნია აჩუქოო. –ადამიანები არ იცვლებიან და წიკუშა არ დამიძახო, გამოსხრა ნიკას... –ოოოო ანუ გამუდმებით დაგიძახებ მიყვარს რომ გაბრაზებ. –რაც გინდა ქენი, გაეცინა ნიკას, გამორიცხულია მაგის გამო ოდნავ მაინც გავბრაზდე, ჩემი წყობიდან გამოყვანა ჯერ ვერც ერთმა ადამიანმა მოახერხა და ვერც შენ....ნიკას ისეთი სახე ჰქონდა, რომ მათე მიხვდა განზრახ მიიღო ვითომ გაბრაზებული სახე სახელის დაძახებაზე, სინამდვილეში არ არადარდებდა რას დაუძახებდა. მენაბდეს საკუთარი შეხედულებები ჯერ კიდევ ხუთი წლის ასაკიდან ჩამოუყალიბდა, როცა პირველად შედგა ფეხი საფეხბურთო სკოლაში, ამ სპორტმა ბევრი რამ ასწავლა, უცნაურად განსხვავებულად უყურებდა ყველაფერს, თუმცა მარტო სპორტი არაფერ შუაში იყო მამას გავდა დემეტრეც ასეთი იყო, ხასიათი რბილი ჰქონდა, პრობლემებს არ ქმნიდა, ურთიერთობებს მარტივად და მსუბუქად უყურებდა და არც კონკრეტული გარემოების გამო გამოდიოდა წყობიდან. ნიკოლოზში ყველა ეს თვისება თავიდანვე იყო გამჯდარი და თანდათაან განვითარდა, მათესგან სრულიად განსხვავებული იყო, თუმცა არსებობდა ზღვარი რომლის იქითაც ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით გავდნენ. ელენე სახლში მივიდა თუ არა მაშინვე ოთახში შევიდა, ცოტნე, რომ არ იყო მოსული ეს ჩარჩა გულში და ცუდად ეძინა. დილით მისი ოთახისკენ წავიდა გაუაზრებლად, ნახევრად ეძნა, მაგრამ ცოტნე სახლში არ იყო მისული, გული შეეკუმშა და მაშინვე ტელეფონთან მივიდა. –სად ხარ ცოტნე? –მეც კარგად შენ? –სად ხარ–მეთქი? ელენე გაბრაზდა და კიდევ უფრო გამოკვეთა თავისი მძიმე ხასიათ თან ახალგაღვიძებულზე ძაღლივით იყეფებოდა. –კარგი ვიცი მოგენატრე, მაგრამ არაა საჭირო ასე ადრე მაგისთის გაიღვიძო, მალე მოვალ. –აუ რა დეგენერატი ხარ ცოტნე. –მეც მიყვარხარ, მალე მოვალ. –ვერ გიტან. –მეც. ელენეს თავი ტკიოდა და შუადღემდე ეძინა ისე ვერც გაინძრა. ცოტნე რომ მოვიდა მაშინვე დაეტაკა, ყველაფერი გამოიძია სად იყო, რა მოხდა, რატო დააგვიანდა. –ნიკას ფეხი ეტკინა. –მოუხდებოდა. ჩაისისინა ელენემ, თვითნაც გაუკვირდა ასე გულწრფელად რატო გაუხარდა. –შენ ნორმალური ხარ ელენე? მესმის რატომაც ხარ ასე დედამ მითხრა, მაგრამ როცა სპორტცმენზე ამას ამბობ ეს მინიმუმ გულქვაობაა და შენ ეს იცი. რა შუაშია ნიკა, რამე დაგიშავა? რატო ვერ იტან? არ ხარ კარგად რა. ცოტნე გაბრაზებული იყო, გრძელ ხელებს იქნევდა აღშფოთებული. –რა რამე მართლა სერიოზულად აქვს? სხვა დროს ალბათ უფრო უხეშად უპასუხებდა თავის ძმას. –კი დრამანმა ლამის ფეხი მოაგლიჯა, გაშლილი ფეხით წავიდა და აი არ ვიცი მთელი ღამე საავადმყოფოში ვართ, თან არ შეიძლება რომ კლუბის ექიმის უკითხავად რამე გაიკეთოს და იმას ელოდება. –რა გინდოდათ შუა ღამისას რომ თამაშობდით, ბურთის ხამები ხართ. –შედი ახლა ოთახში მანდ არ მომიყვანო. –ხამებო, ელენეს გაეცინა და ოთახისკენ გაიქცა. საკუთარი უგულობა უკვირდა, თავისი ძმის „ფრჩხილის“ ტკივილზეც გული უწუხდებოდა, იცოდა რას ნიშნავდა ეს ფეხბურთელისთის, მაგრამ რაღაც აშინებდა, აღიზიანებდა ნიკოლოზში, თითქოს ადამიანის ნაცვლად უფსკრულს ხედავდა და თუ მას ახლოს მოუშვებდა შიგ სამუდამოდ გადავარდებოდა, ამიტო მთელი ძალით, ენერგიით ცდილობდა შორს ყოფნას, შეძულებაც კი დაუშვა, ოღონდ არ ყვარებოდა და ოდნავ არ ჰქონდა დანაშაულის გრძნობა, მხოლოდ უკვირდა, უკვირდა, რომ ასეთი ცივი იყო შინაგანადაც, რადგან მხოლოდ გარეგნულად ტოვებდა ასეთ შთაბეჭდილებას ახლა კი შიგნიდანაც სიცივეს და გულგრილობას გრძნობდა. მძიმე სიჩუმე იდგა პალატაში, მბრძანებლური დუმილი სამედიცინო იარაღების უჯრედებშიც გამჯდარიყო, სახე მშვიდი და უძრავი, არ ირხეოდა, დივანზე შავკანიანი გოლიათი იჯდა თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული და ყველა ენაზე დაულაპარაკებლად ითარგმნებოდა მისი სასოწარკვეთა, თამაზი ისეთი თვალებით უყურებდა ნიკას ღიმილი გაუკრთა სახეზე, მაგრამ მოლოდინმა მალევე ჩაყლაპა დადებითი ემოცია. მანამდე იმდენი იჩხუბეს ნიკა საავადმყოფოს საწოლზე არ წვებოდა და ფეხზე იდგა ნატკენი ფეხით ჰაერში, სულ გადაირია იქ ვერ დავწვები ვინ იცის რამდენი ადამიანი იწვა ზედო ან როგორი გარეცხილიაო, საბოლოოდ ისე ქნეს რომ ახალი სამედიცინო საწოლი იყიდეს, რომ როგორმე მენაბდე გაჩერებულიყო. –ცხოველი...გამოცრა თამაზს, პირუტყვი, დრამანმა ვერ თარგმნა ქართული იშვიათი და გამორჩეული, მაგრამ იგრძნო, რომ კარგი არაფერი უთქვამს. –თამაზ იყავი უფრო მშვიდი ვიდრე ხარ და სანამ შეგიძლია.სუფთად დაწოლილ ნიკოლოზს აღარაფერი აღელვებდა, ნიკამ ფეხს დახედა და გაეღიმა..–მე კარგად ვიქნები, ჩემი ფეხიც და არ ღირს ისედაც განიცდის, დრამანს შემწყნარებლური ღიმილით გაუღიმა და მისთვის გასაგებ ენაზე გაამხნევა. განელმა მხოლოდ გაიღიმა. ნიკა გრძნობდა ეს ორი როგორ ეჭვიანობდა ერთმანეთზე, თამაზი დასანახად ვერ იტანდა დრამანს, თითქოს ეცილებოდა მეგობარს, ამას მთიული ვერ ეგუებოდა, დრამანიც ხვდებოდა ამას და ფეხბურთელის ჟინიანობით ცდილობდა ბოლომდე გაემწარებინა ბელთაური განსაკუთრებით იმით, რომ გაცილებით მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო თვითონ თამაზი კი მხოლოდ საქართველოში და თურქეთში თუ იცოდნენ ვინ იყო ისიც ძალიან ფეხბურთის მოყვარულთა წრეებში. –ცოტა რომ გეფრთხილა ახლა აქ არ ვიქნებოდით! –არ მინდოდა, მეც ვერ მივხვდი ასე რატომ დავეჯახე...... –შენთვის სიფაქიზე უცხოა ყასაბივით ხარ მოედანზე, რა იყო უბრალოდ ვერთობოდით და თავი რომ არ გაგეგიჟებინა....ბელთაურს ვერც ნიკაც ჩახველება და ვერც გაცინება ამშვიდებდა. –შენ დამშვიდდი რა, როგორმე თვითონ მოვაგვარებთ და ნუ ცდილობ ყოველ შესაძლებლობაზე მეჩხუბო.. –ეგღა მაკლია რა, ერთი ცხოველური ორგანიზმის ფეხბურთელი ხარ... –ხო შენ მასეთი ვერასოდეს გახდები... –ღმერთმა დამიფაროს უბრალო თამაშში მეგობრებს ფეხი მოვუსპო. –ნუ აზვიადებ ახლა ბელთაური რა ფეხი მომესპო, ისეთი არაფერია, კიდე რომ თქვა თავს მოგაჭრი, გაიცინა ნიკამ. ორივე მიხვდა რომ ნიკას ჭირდებოდა გამხნევება არადა სიტოაციას უმძიმებდნენ.. –არა ისე ვთქვი თორემ არაფერია მალე დაიწყებ ვარჯიშს... გაიცინა თამაზმა.. –ხო თან ჯერ მაინც დრო გვაქ დასვენების, მე ცოტა ხანს კიდევ დავრჩები საქართველოში.. ბელთაურს სახე დაემანჭა.. –ხო და წავიდეთ თამაზმა ისეთი ადგილები იცის უბრალოდ გაგიჟდები საქართველოს ბუნებაზე..დრამანს დავათვალიეროთ ჩვენი „მიწის ნაგლეჯი“ ასეთი მრავალფეროვნება სხვაგან წარმოუდგენელია... ნიკა აღარ ჩერდებოდა, დრამანს გაეცინა.. –ეს კაცი რაც ამ ქვეყანას პიარს უკეთებს..ამომხადა სულიი....სულ საქართველოზე ლაპარაკობს, მეგონა რომ ჩამოვიდოდი..... –საფუძველი მაქვს მართლა განუმეორებელია ყველაფერი, ზღვა, მთა, უდაბნო ყველაფერი ასე მცირე ტერიტორიაზე და კიდევ ასე რომ არ გგვლეჯდნენ ტერიტორიებს მერე... მერეე ნახავდი.......აფხაზეთს ნახავდი და მიხვდებოდი, რომ ჩემ ქვეყანას პიარი კი არა სწორად შეფასება ჭირდება. ჩვენ ჩვენი არსებობის განმავლობაში მუდამ თავს ვიცავთ და მაინც ვართ მაშინ, როცა ასე გადაშენდნენ ქვეყნები.. და აუცილებლად დადგება დრო როცა საქართველო მოჭრილ ორგანოებს დაიბრუნებს და..... –ოჰო, თქვენ ჯერ ევროპაზე ითამაშეთ ჯგუფიდან ვერ გაგიხწევიათ....... –შენი ქვეყანა ხომ მსოფლიო ჩემპიონია რას ამბობ... ბელთაურს კიდევ ერთი მიზეზი მიეცა, რომ დრამანი არ ყვარებოდა... –ევროპას ალბათ დავდებთ მალე პატივს და ვითამაშებთ და მაშინ ყველა დაინახავს რა შეგვიძლია..... ნიკა ისეთი აღტკინებული ლაპარაკობდა, რომ მის რწმენაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი იყო.. დრამან აი ნახავ თუ არ გავალთ ვიცი ახლა შეუძებლად გეჩვენება, მაგრამ ჩვენი პროფესიაც ხომ შეუძლებლის შესაძლებლად ქცევაა... „როცა დამიანს რაღაც უნდა მას მთელი სამყარო ეხმარება მის შესრულებაში“ ამიტომ იბადება ადამიანი, მხოლოდ ამიტომ, რომ ოცნება რეალურად აქციოს....და მე ამ „მომსპარი“ ფეხით როგორც ბატონი ბელთაური ამბობს ბევრ კარში გავიტან გოლს ან საგოლე პასს გავაკეთებ...ან ორივე ერთად, ენა გამოუყო დრამანს.... ნიკას უხაროდა, რომ დაძაბულობა ოდნავ გაქრა... .......... „როცა ერთი დღე მეორეს ჰგავს ადამიანები იმ მშვენიერებას ვერ აჩნევენ, რასაც ცხოვრება სთავაზობს ხოლმე ყოველი მზის ამოსვლის შემდეგ.“ ნიკა მძიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მოფუზულ ანასტასიას, გულში სიცარიელე გროვდებოდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ეღიმებოდა? ცინიკოსი.. გაიფიქრებდა ის ვინც მის სახეს დაინახავდა სახეს და არა თვალებს. ორი გზა ან უნდა იტირო ან იცინო......მენაბდე ღიმილს ამჯობინებდა რატომღაც ახლა ტკივილი იმხელა იყო, რომ შეეძლო ეხარხარა, ცხოვრებაზე, მის ცხოვრებაზე და განვლილ შინაგან და გარეგან საათებზე.....ცოტაც და აცდებოდა რეალობას იმდენად დაუჯერებლად ეჩვენებოდა, დაუჯერებელი იყო ყველაფერი ვინმეს რომ ათი წლის წინ ცალი თვალით დაენახებინა მენაბდისთვის თავისი თავი სიკვდილს ამჯობინებდა....იმის საპირისპირო კაცად იქცა რაც იყო..რაც ეგონა რომ იყო..... –ანასტასია მამა როგორ ხარ? თავზე ხელი გადაუსვა და პატარა შეკრთა, მერე გაუღიმა გაოცებით მამას, ნიკამაც სანაცვლო ღიმილში დამალა გარეგნულად მისი შეკრთომით გამოწვეული ტკივილი. –კარგად მამიკო, დედას ველოდები რომ გამომიცვალოს დამესვარაა. ანასტასიამ კაბა მუხლებზე გადაიჭიმა და გაძაძღა, თან კვარკვალა თვალებს არ აშორებდა ნიკას.......დემეტრე გაჩუმებული იჯდა და ნერვები ასკდებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა..დუმილს მეომარივით იცავდა და უჭირდა ..უჭირდა იმის თქმის გარეშე რასაც გრძნობდა.. მაიამ პატარას ხელი მოჰკიდა და სიცილით წაიყვანა გამოსაცვლელად.. –ხომ ხედავ რას მიაღწიე? გამოსცრა დემეტრეს, როცა მარტონი დარჩნენ, ნიკა არ უყურებდა და ამ სიტყვების გაგონებაზე ისეთი სახით შეხედა დემეტრე გაქვავდა..... –ასე არ უნდა მეთქვა, მაგრამ შინაარსი ესაა..რისი თქმაც მინდოდა...უნდოდა სიტოაციის გალღობა დემეტრეს.. –დემეტრე არ გაბედო მეორედ......არავიში შეგეშალო...... ნიკა მაინც მოუშრებლად უტრიალებდა მის სიტყვებს. ისეთი შეგრძნება ჰქონდა დემეტრეს თითქოს კედელი რომლის გადალახვასაც აპირებდა იმაზე მაღალი იყო ვიდრე წამოედგინა და ზედ მას შეასკდა, ეგონა მამა გონებაში გადალახული ჰყავდა, ეგონა ის უფრო დაბალი იყო, მაგრამ მისი სიტყვების მერე აღმოაჩნა, რომ როგორ ცუდადაც არ უნდა ეფიქრა მშობელზე გარეგნულად ამას ვერ გამოხატავდა, ამის უფლებას მენაბდე არ მისცემდა...უფრო მაღალი იყო...უფრო ძლიერი და თავდაჯერებული...ყველაზე მეტად ის აღიზიანებდა, რომ პატივისცემას ვერ აქრობდა... მამა მაინც საყვარელი ფეხბურთელი იყო ჩუმად გულში... ძალიან ღრმად... დამალულად და შეფარულად..... კარზე ზარი იყო ნიკა გაუაზრებლად წამოდგა, უფრო გაშორება უნდოდა დემეტრესთან, ნერვები ასკდებოდა, გრძნობდა, რომ ადრინდელი მსოფლხედველობა დაკარგა და ახლა უნუგეშოდ მიტოვებული ხასიათის პატრონი იყო... კარი გააღო და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა... ალექსანდრეს სახე და მის ხელში არსებული ყვავილები ყველაზე ამაზრზენი სანახაობა.....დემეტრე მხიარულად გაეგება, შინაგანი დაძაბულობა უმაღლეს წერტილს აღწევდა... –ელენე სახლშია? მშვიდად იკითხა სანდრომ. მოულოდნელად ნიკოლოზის ბრაზი სადრაც გაქრა, აორთქლდა.... –კი შემობრძანდით... –დაველოდები მალე უნდა გავიდეთ.. შუბლი აეწვა და გაიღიმა... –თქვენ და ელენე? სასხვათაშრისოდ იკითხა ყველაზე მეტად საინტერესო მისთვის... –არა დემეტრეც წამოვა თუ უნდა სპორტულ მაღაზიებში უნდა გავიაროთ და საფეხბურთო სკოლაშიც... ახლა გრძნობდა რომ ელაპარაკებოდა კაცს რომელიც უშნოდ ცდილობდა მისი ვერ შენარჩუნებული ადგილის დაკავებას.. მაგრამ მაინც მისი..... –რატო? იცვლი სკოლას? დემეტრეს თვალებში შეხედა.. –ხო არ მინდა რამე საერთო მქონდეს წარუმატებლობასთან....... –შენ ვერც კი გრძნობ, რომ შენი საქციელით წარუმატებლობას გულში იხუტებ... –სამწუხაროდ დამრიგებელი არავინ მყოლია......მაშინვე უკბინა მამამის და შეახსენა მისი დანაშაულის სიმძაფრე.. ელენე ოთახიდან გამოვიდა, ისეთი ლამაზი ეჩვენა ნიკას, რომ ნერვები კიდევ უფრო აეშალა....იგრძნო რომ წასასვლელად იყო მომზადებული, იგრძნო რომ ალექსანდრესთან ერთად უნდა გასულიყო სახლიდან... მის მანქანაში ჩამჯდარიყო, შეხებოდა იმ ნივთებს რასაც სანდროს ხელები ეხებოდა... მერე ბავშვებს ამ ხელებით მოეფერებოდა.....სახლში მოსვლისას აუცილებლად დაიბანდა..მაგრამ განა ამ ფიზიკურ შეხებას გულისმობდა ნიკას გონება....ამას ხომ ეშველებოდა, ხო გადალახავდა წყლის და საპნის ურთერთქმედებით, მაგრამ იმას რასაც მისი გონება აეწეწა...... –რატომ იცვლის ელენე დემეტრე სკოლას? კედელს მიეყრდნო მენაბდე, სახეზე არაფერი ეტყობოდა ისე ბუნებრივი იყო.. –თვითონ გადაწყვიტა ასე.. –დემეტრემ შეიძლება მთვარეზე გაფრენაც გადაწყვიტოს და შენ ხომალდი უნდა აუგო? კიდევ უფრო მშვიდი იყო მენაბდე. –არა ხომალდი არა მაგრამ, როცა თვითონ ააგებს აუცილებლად გაყვება..ბრაზისგან იგრძოო როგორ მოძრაობდა სისხლი სხეულში, როცა სანდროს ეს სიტყვები გაიგონა.... –და რა თქმა უნდა შენც იქ იქნები უნიჭო ფილმი რომ გადაიღო.... ნიკა აიჭრა სანდროს საუბარში ჩართვაზე და უხეშად უპასუხა... –უნიჭოს რას ეძახით? გაეღიმა ალექსანდრეს... –თქვენ უნიჭოს მნიშვნელობა გაინტერესებთ თუ მე რატომ ვთვლი თქვენ ფილმებს უნიჭოდ ბატონო ტარანტინო? –მიხარია თუ ტარანტინოს რამით მამგვანებთ..... –სამწუხაროდ საუბარში ბრჭყალებში ვერ ჩასვავ სიტყვას და მსმენელმა ინტონაციით უნდა გაიგოს, თუმცა ამას ჩემზე უკეთ ხვდებით და ამიტომ მიგიტყეპებიათ ცინიკოსის ნიღაბი, მაგრამ ამასაც ნიჭი უნდა თქვენ კი უნიჭოდ გამოგდით..ხო რაც შეეხება უნიჭოს დეფინიციას ჩემთის ყველაფერი უნიჭოა რასაც კრიტიკოსი არ ჰყავს არა იმიტომ რომ უნაკლოა, უბრალოდ მას არ უყურებენ ან ეცოდებათ გასაკრიტიკებლად.... ელენე აიწურა, ნიკა საშინლად იყო აღრენილი... სანდრომ თითები მოკუმა და მთელი ძალით გაუქანა სახეში.....ელენე მაშინვე სანდროს მივარდა და შეეხვეწა გაჩერებულიყო...მენაბდე მაშინვე შეიცვალა ბრაზი სადღაც გადამალა, სახეზე სიმშვიდის სხივები დასთამაშებდა და მშვიდი ღიმილი ამაზრზენ განცდას იწვევდა დემეტრეში.. –რაღაც თქვენც შეგძლებიათ ბატონო ალექსანდრე, ტუჩიდან სისხლი მოდიოდა გარეთ გავიდა, სისხლით დასვრა არ უნდოდა, იცოდა სახლამდე ასე ვერ გაძლებდა, მაგრამ მაინც დაულაქავდა მაისური, პატარა ლაქა პერანგზე უზარმაზარი ლოდივით აწვა, ეგონა შეიშლებოდა ნერვები აეწვა, მაგრამ სიმშვიდემ კვლავ აჯობა.... სახლში რომ მივიდა ტკბილის სუნი იდგა, ლიკა სამზარეულოში იყო ქმარს გაუღიმა და და ლოყაზე ნაზად აკოცა.. –ხომ შეჭამ? –კი, ცოტას, მალე შემოვალ.. –ნიკა ტუჩზე რა მოგივიდა? ლიკას სახე შეუწუხდა.. –არაფერი ისეთი ერთმა იდიოტმა გამალამაზა...აბაზანაში შევიდა და გადაივლო, მაისური მშვიდად ჩააგდო ნაგავში..რომ გამოვიდა ლიკას უკვე საფენი მოემზადებინა, მთელი საღამო უტრიალებდა, ზრუნავდა თითქოს დაჭრილი ყოფილიყოს, ნიკა არ ეწინააღმდეგებოდა..... –იყოს ლიკა დაისვენე დაღლილი ხარ.... –კარგი რა ნიკა, ფრთხილად იყავი ხოლმე. –ვიქნები...გაუღიმა ნიკამ და ხელზე აკოცა. დემეტრეს სიმწრისგან ყველაფერი აეწვა, უაზროდ დიდი ტკივილი იგრძნო, საკუთარი მამის შერცხვა, მამის საქციელის, სილაჩრის...ეგონაა....ეგონა...სულ სხვანაირად...სხვა რამ......მამის სილაჩრე ყველაზე აუტანელ განცდად ექცა. –ბოდიში ელენე ვერ მოვითმინე, თავი ჩაღუნა სანდრომ... –არაუშავს სანდრო, მაგრამ სხვა დროს გთხოვ.... –მამაჩემი ღირსი იყო.....გამოცრა დემეტრეს... –მაგას როგორ ამბობ...დაუწივლა პატარა ანასტასიამ კართან რომ იყო ატუზული... –გოგო შენ ნუ ერევი, რომ არ იცი.. –რა არ ვიცი ეს კაცი ცუდია და ახლა უფრო ცუდი გახდა, ჩემ მამიკოს როგორ გაუბედა.. –შენი მამიკო ერთი არაკაცი ტიპია... –რატო ამბობ მაგას მამიკო ისე კარგად მექცეოდა გუშინ ჩემთან დარჩა......ანასტასიას თვალები აუცრემლიანდა. –ყველა გოგო მამის კუდი რატომაა? ყველა რატომ გიჟდებით...დემეტრე სიმწრისგან ყვიროდა, ანასტასია ტიროდა, ელენე გაუნძრევლად იდგა, სანდროს გაკვირვება, ძლივს დაეფარა.......ყველაფერი ჩამშვიდდა, იმ დღეს წასვლა გადაიფიქრეს ანასტასია არ წაყვებოდა და მარტო ვერ დატოვებდა ელენე..... –არასოდეს, აღარასოდეს არ გაბედო მეორედ მამაშენზე არაკაცი თქვა..დემეტრეს ეგონა ეს სიტყვა ხმაურში ჩაიკარგა, მაგრამ ტყუილად ეგონა ელენეს ეს გამოეპარებოდა ან დაივიწყებდა და აპატიებდა..... –არ გაბედო თორემ დემეტრე ისე მოგექცევი როგორც არასოდეს, ცხოვრებაში მეორედ ეს არ თქვა...ელენე ბრაზს ძლივს იკავებდა, გამძვინვარებული იყო ასეთი დემეტრეს არასოდეს ენახა...... –მე წავალ ელენე თუ რამე დაგჭირდა არ მოგერიდოს, ხმადაბლა თქვა სანდრომ.. –კარგი ალექსანდრე, კარგად..ელენემ გადაკოცნა და სახლში შებრუნდა. 888 „თუ უცნაურობის შესახებ არავის ეტყვი, ყველა ჩათლის, რომ შენი უცნაურობა ნორმაა“ ელიფ შაფაქი. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ამას ხმამაღლა ყვებიან თანაც ისე, რომ „უცნაურობის“ პატრონს არც კი ეკითხებიან. ნიკა მალე გამოწერეს, კლუბის ექიმი იყო ჩამოსული და საშიში არაფერიაო, უბრალოდ რამდენიმე დღე არ უნდა დაეტვირთა ფეხი, მენაბდეს ხასიათი წაუხდა ვარჯიშს, რომ ვერ შეძლებდა თუმცა არავისთის შეუმჩნევია, ცოტნეც მოსული იყო და ცდილობდა ის ცუდი შეგრძნება, რაც პატარა ტრამვისდროსაც ჰქონდა არავის შეემჩნია...მთავარი იყო საავადმყოფოს სუნს, საწოლს (რომელიც თავად დაადგმევინა თავისი თეთრეულით) მოშორებოდა. –ხოდა რადგან ვერ ვივარჯიშებ წავიდეთ სადმე, ბელთაური იქნება ორგანიზატორი ძალიან ხიბლავს ეს სფერო, ფუნქციების დანაწილება..ორივეს გაეცინა ჩანდა, რომ რაღაც სასაცილო ისტორია იყო დაკავშირებული ამ სიტყვებთან, სხვებმა ვერ გაიგეს, მაგრამ თამაზს ცოტა ხასიათი გამოუკეთდა...მათემ და ნიკამ უხმაუროდ, შეთანხმებულად ისე, რომ ცალკე ერთმანეთს არ დალაპარაკებიან, თუმცა თვალებით ყველაფერი მოაგვარეს ისე მოაწყეს, რომ ცოტნეს ელენეც წამოეყვანა თანაც ისე, რომ ელენეს არ სცოდნოდა....ცოტნე კი ყველაფერს ხხვდებოდა, ისიც იცოდა, რომ ელენეს საშინელი რეაქცია ექნებოდა, მაგრამ შეგნებულად არ უწევდა წინააღმდეგობას ყველაფერს მარტივად თანხმდებოდა და ელენეს სახეზე უკვე ეცინებოდა.... კახეთი გადაწყვიტეს რატომღაც, ალავერდი, წინანდალი, გრემი, შუამთა, იყალთო, ნეკრესი, თამაზმა ყველაფერი ზუსტად გაწერა სად რამდენ ხანში იქნებოდნენ, რამდენ ხანს დაყოფდნენ, ჯერ სად უნდა მისულიყვნენ, ნიკას ეცინებოდა თამაზი სულ ასეთი იყო დეტალებზე გიჟდებოდა ითვლიდა მანძილს, წუთებს მთელი ბავშვობა ესმოდა მეტრომდე 7 წუთი მეტრო 3 წუთში მოვა მერე იქიდან 4 წუთი დაგვჭირდება, ის ფილაც ზუსტად იცოდა მეტროს, რომელი ვაგონი რომელზე აღებდა კარს....წვრილმანები ისე დეტალურად იცოდა, რომ შედავებას აზრი არ ჰქონდა, ნიკას საერთოდ არ აინტერესებდა ასეთი რამე, ვარაუდით გამოდიოდა სახლიდან თუ სადმე მისვლა უნდოდა და ვერ ასწრებდა ისე სწრაფად გარბოდა ძლივს ეწეოდა მომავალი მეკარე, სულ იმას ეუბნებოდა შენ თუ ვარჯიში გინდა თქვიო, აბა ასე გვიან გამოსვლა რაარისო. მათი ბავშვობა ერთმანეთზე იყო გადაჯაჭული და თითქმის ერთმანეთის ყველა ეპიზოდში იყვნენ...განხვავებულები..თანაც დიამეტრიულად...სხვადასხვა ინტერესებით, მიდგომებით, მაგრამ ფეხბურთი აერთიანებდა მათ სურვილებს, ერთად ვარჯიში...ადრე ადგომა...კვება, ყველაფერი ..მეგობრები.... გოგოები....მერე უკვე ქალებიც ,თუმცა ნიკამ 16 წლის ასაკიდან შეწყვიტა სერიოზულად ფიქრი და თამაზთან საუბარი... „სუსტ სქესზე“ საშინლად არ უყვარდა ამაზე ხმამაღლა საუბარი, რაღაც უხერხული შეგრძნებები გუდავდა და თითქოს ხელები ტალახით ევსებოდა. მხოლოდ მსუბუქი, ვალდებილებისგან გამოცლილი ურთიერთობები...არანაირი პასუხისმგებლობა..თანაც იმ წრეში სადაც ის ტრიალებდა ასეთი ურთიერთობები უფრო „მშობლიური“ იყო. ამაზე მაია სულ ნერვიულობდა, ერთმა შვილმა ცოლი არ მოიყვანა უკვე 34 ის იყო, მეორე საეჭვოდ გულგრილი იყო „საცოლის“ კანდიდატების მიმართ და თანაც საფეხბურთო სამყაროში ძნელიც იყო ასე არ ყოფილიყო.......ამქვეყნად რასაც შეეძლო ნიკასთვის ადამიანი, როგორც ქალი შეეძულებინა იყო მისი „მეშჩანური“ დამოკიდებულება და მასში მხოლოდ წარმატებული „სასიძოს“ დანახვა...ამდენი წლის გამოცდილებამ შეუცდომელი ფილტრაციის ნიჭი მოუტანა ასეთი ქალების, რომლებიც უკან არაფერზე იხევდნენ, ფულის, წარმატების ხელში ჩასაგდებად, ნიკას თვისებებს, ხასიათს, არაფერს ზედ არ უყურებდნენ მთავარი იყო ის წარმატებული ფეხბურთელია და ამით ყველაფერი მთავრდებოდა, სიყვარულიც ვაჭრობის საგნად იქცეოდა და დიდი იდეალებიდან ტალახიან წუმპეში ცურავდა......მენაბდეს კი ტალახის წარმოდგენაც ზარავდა......სულიერი განწყობა გადაეწყობოდა მომენტალურად, როგორც კი ქალს ამას შეატყობდა და მას მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდებოდა და ნელ–ნელა უმტკივნეულოდ და ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე შორდებოდა........ ელენემ კი ისე ააფორიაქა. თვითონაც უკვირდა... უკვე გადაჩვეული იყო ქალისგან ასეთ „სითავხედეს“ სიკაპასეს, მაგრამ მაინც სიალალესთან, გულწრფელობასთან უფრო მეტი საერთო, რომ აქვს ვიდრე, გახრწნილ, გამოწოლილ, ანგარებიან და ბინძურ აზრებთან. აფორიაქდა და ცდილობდა დაელაგებინა შეგრძნებები, არ უნდოდა წინასწარ გახარებოდა მისი ასეთობა, არ უნდოდა გადაუმოწმებლად რამე ნაბიჯის გადადგმა, თუმცა გრძნობდა, რომ ყველანაირი უ0რთიერთბა „სუსტ სქესთან“ ფერს კარგავდა იმასთან შედარებით, როცა ელენეს აწეულ წარბებს, გაბრაზებულ მზერას და საკუთარი თავის „უღირსებობას“ გრძნობდა მის თვალებში. კედები ჩაიცვა, მოკლე შორტი, სადა მაისური და კეპი ...კარებში გასვლისას ჩოჩქოლი ატყდა... –გამატარეეეე.. –არა ცოტნე დამითმე გოგო ვარ.. –გოგო კი არა ეშმაკი ხარ და ჯაჯღანა დედაკაცი.....ორივე კარებში აწვებოდა ერთმანეთს, თან ეცინებოდათ, ცოტნე ისე მაღალი იყო ელენე აშკარად უთანასწორო ბრძოლაში იყო, რომ ვერ ერეოდა ფრჩხილებით კაწრავდა ამაზე ცოტნე წყობიდან გამოდიოდა დამემჩნევაო.... –კატისებრთა ოჯახიდან ხართ ჯაჯღანა დედაკაცო.......... –ერთი ოჯახი ვართ აყლაყუდავ.....და მე გოგო ვარ გამატარე უზრდელო... –ქალს თუ არ უთმობენ მან ღირსეულად უნდა დაიჭროს თავი და არა შენსავით გაგიჟდეს....ელენე ახტა და თავზე ხელი წამოარტყა... –ნუ ბოდიალობ, ელენე გაძვრა და სირბილით ჩავიდა დაბლა, ცოტნე მოდევდა გრძნობდა როგორ ეწეოდა.. –რა ბოროტი ხარ, ამსიგრძე ფეხები რატო გაქ, ყვიროდა თან ეცინებოდა ელენეს..როცა დათქმულ ადგილზე მივიდნენ და ელენემ ნიკას მოკრა თვალი ცუდად ლამის გახდა......გააფთრებულმა შეხედა ცოტნეს, რომელსაც მშვიდი სახე ჰქონდა და ეცინებოდა.......ბიჭებმა ბარბარეც და მათი მებობარი მაიაც წამოიყვანეს მარტო რომ არ ყოფილიყო ელენე... –მე მივდივარ! არ წამოვალ! ნიკას გაეღიმა... –გაგიმარჯოს, ასეთი თავაზიანობაც არ შეიძლება,ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და მანქანას მიეყუდა, წამოსვლისას თვითონვე გარეცხა და ახლა უშიშრად მიეყუდა ლურჯი სპორტული მაისურით. –არ მიყვარს უცნობებთან ექსკურსია! –სამაგიეროდ გიყვარს ამის აშკარად გამოხატვა..... ელენემ აღარაფერი უთხრა უკან დაბრუნება სცადა, როცა ცოტნემ მოუღატუნა... –კარგი რა ელე წამო, კახეთს ვნახავთ, არავინ არაფერს გაიძულებს მე აქ ვარ, მაგრამ ასეთი ბრაზიანიც ნუ ხარ...ცოტნეს ხმაში იმდენი რამე იყო, რომ ელენეს ჩაეღმა, თითქოს ახლა შებრუნებით ძმას აგრძნობინებდა, რომ არ ენდობოდა. ამიტომაც გაუსვა ცოტნემ ხაზი მის იქ ყოფნას. –ხო და შენ რომ აქ ხარ კიდევ უფრო მეშლება ნერვები, სულ არ ხარ ნორმალური. მე სულ არაფერს მეკითხები. ელენე თითქმის ძალით ჩასვეს სამგზავრო მანქანაში.....ბარბარეს თან თავიანთი თანაკლასელი მაია ჰყავდა წამოყვანილი და მათ დანახვაზე უფრო მოლბა ელენე და მიხვდა, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა. საჭესთან მათე იჯდა, ნიკას ფეხი შეხვეული ჰქონდა და შორტი ეცვა, ლურჯი სპორტული მაისური და კედები, მთელი გზა ხმას არ იღებდა ყურსასმენები ჰქონდა და უდარდელად იჯდა მშვიდი სახით, მაშინ როცა სხვებმა თავზე დაიმხეს იქაურობა, დრამანს არ ესმოდა ქართული და ამიტომ დამტვრეული, გადატეხილი ინგლისური ისმოდა და ჟესტებიც აქტიურ როლს ასრულებდა, ელენე გაოცებული იყო როგორი უბრალო იყო არადა ყველგან მასზე ლაპარაკობდნენ და ყველა იცნობდა...დრამანს არაფერი ეტყობოდა, მხიარული და სასაცილო იყო..თამაზი რუკას ჩაშჩერებოდა და მითითებებს იძლეოდა. ძველი და ახალი შუამთა, რომ მოიარეს მას მერე ჩაერთო ნიკაც.....მანქნააში საშინელი ხმაური იყო ყველა რაღაცას ამბობდა იცინოდნენ, მღეროდნენ, ისტორიებს ყვებოდნენ, მათე სიცილისგან ძლივს ატარებდა თან ნიკას და ბარბარეს ბავშვობას იხსენებდა ისე სასაცილოდ ელენეც ვერ იკავებდა სიცილს...... ბარბარე ძალიან ცელქი ბავშვი ყოფილა და ერთხელ კედელთან მაგიდა მიუდგავს და იქ ხტუნაობდა კედელზე ლურსმანი ყოფილა და ზედ ჩამოკიდებულა კაბით...... –რომ შევედი გული კინაღამ გამისკდა, მოძრავი სურათი მეგონა, ხელებს და ფეხებს რომ აფართხალებს გამოაჯავრა მათემ. ცოტნეც იხსენებდა რაღაცებს, უფრო მეტად სპორტულ კურიოზებს, ნიკაც აჰყვა და ისეთ სასაცილო რაღაცებს ამბობდნენ. მოწინააღმდეგეების არ დაძინება სასტუმროში, ყვირილი, სპორტული ტანსაცმელის დამალვა.. ყველაფერი ერთად იმდენი საერთო ჰქონდათ ნიკას და ცოტნეს, რომ ერთმანეთს აღარ აცდიდნენ, დამთავრებული არ ჰქონდათ უკვე ხვდებოდნენ რას გულისხმობდნენ და სხვებისთის გაურკვეველ რაღაცებზე იცინოდნენ. ბელთაური იმითაც კმაყოფილი იყო მის გეგმას, რომ ასრულებდნენ და დრამანი რომ ვერაფერს იგებდა.გადაწყვიტეს ბუნებაში გადასულიყვნენ და იქ შეეწვათ მწვადები, მეთეს ნიკას სახეზე ეცინებოდა... –ნიკოლოზ შენ ხორცს მიხედავ, ნიკას მშვიდი სახე ჰქონდა, მაგრამ შიგნიდან სიმხურვალემ დაუარა... –შენ უკეთ გამოგივა მათე ეჭვი არ მეპარება...თვალი ჩაუკრა ძმას და წინა დღით მთელი საათ, რომ რეცხავდა ის „შამფურები“ მიაწოდა –ჩქარა მოგვშივდა ბიჭებო რა, დაუყვირა ბარბარემ.......ნიკა არ ინძრეოდა და არც ხმას იღებდა...... –ჩემი წიკუშა როგორ შეეხება ამ ხორცს, გულიც წაუვა, მერე აქ საპონი რომ არააა რითი დაიბანს?..მათე ლამის მიწაზე გაწვა სიცილით და ნიკას გამოჯავრებით. –გაფიცებ რას ვერ შეეხები? გაეცინა ცოტნეს.. –აჭარბებს, თავშეკავებულად გაიღიმა ნიკამ, თუმცა სულაც არ ეღიმებოდა არ უნდოდა ვინმეს ეს შეემჩნია, მაგრამ მათე ამის საშუალებას არ აძლევდა. ყველა მინდორზე დაჯდა, მხოლოდ ნიკა იყო ფეხზე სანამ რაღაც სუფთა კარდონი არ გადმოიტანა მანქანიდან. -ჯერ სად ხართ, მანქანაში იმდენი რამ უდევს, ჯერ მარტო ხუთჯერ გამოიცვლის, გაიცინა მათემ, როცა გარშემომყოფების გაკვირვებულ სახეს შეხედა ნიკამ რომ კარდონი გადმოიტანა.-მთელი დილა ალაგებდა შიგნით, მანქანა კი არ გარეცხა გახეხა..უკვე ნიკასაც ესმოდა მათეს ხარხარი. მალე ნიკას სახე შეეცვალა, ჩაფიქრდა, აღარ ლაპარაკობდა, მათემ შეატყო, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა. –ნიკუშ რა მოხდა? ნიკამ ვერ გაიგონა რა უთხრა ისე იყო ჩაფიქრებული.. –ნიკაააა, რა გჭირს ტო? მათე ცოტა გაუჯავრდა.. –რა? რამე მითხარი მათე? ნიკა ჩაფიქრებული იყო და ვერ გაიგონა. –რა დაგემართა? –არ ვიცი, ფეხზე სახვევი მოიხსნა და მუხლი აშკარად გასიებული და დაწითლებული ჰქონდა, მათეს სახე შეეცვალა.. –მივბრუნდეთ, უკან გადადი და გაშალე ფეხი, მათეს დაზაფრულ სახეზე ნიკოლოზს გაეღიმა. -კარგი ახლა დაჯექი, სად უნდა მიბრუნდე, ჩვენ გარდა სხვებიც არიან, უნდოდა ხმადაბლა გამოსვლოდა , მაგრამ ისეთ სიუჩმე იყო ყველამ გაიგო. თან გამორიცხულია ფეხი ვინმეს დავადო რა ხამობაა. -ნიკა ნუ მასხარაობ, წამო ადექი, მოდი დამეყრდენი..მე გადმოვალ და მე დამადე. ხო კარგი ჩაგიყვან და ჩამოვალ..ნიკას თვალები, რომ დაინახა მოკრძალებულად დაამატა. -ნიკა მართლა, ჩვენც წამოვალთ რა პრობლემაა სხვა დროს წამოვიდეთ, ცოტნემ გაუღიმა. -რა პანიკიორი ხარ მათე დაჯექი გთხოვ, შენი შემწვარი თუ დამწვარი მწვადი გაგიცივდება, გამოაჯავრა ნიკამ. ყველაფერზე ლაპარაკობდნენ, სხვავდნენ კონიაკს, გოგოები ლიქიორს, მათე ბრაზდებოდა თან თვითონ რომ საჭესთან იჯდა და ვერ ეკარებოდა, ნიკამ შეატყო და ეღმებოდა. -მათე მიდი შენ დალიე მე დავჯდები, მხარზე ხელისასაცილოდ მოუთათუნა ძმას. -უპრავოები მანქანაზე დაჯდომებს არ ვართ. ელენეს ხმამაღლა გაეცინა იმის წარმოდგენაზე, რომ ნიკას მართვის მოწმობა არ ჰქონდა. -კარგი როგორც გინდა მათე, მიდი ეწამე ბოლომდე. მთავარია იუმორი იყოს ჯანმრთელი..ნიკამ ლუდი წინ დაიდგა და დალევას აპირებდა მათე ლამის ზედ, რომ გადაემხო და ხელიდან გამოგლიჯა. -ზოგჯერ დავარღვიოთ წესები რა. -ნიკა შენს მართვის მოწმობას რა მოუვიდა? ბელთაურს გაუკვირდა რაზე ლაპარაკობდნენ. -ჩამოართვეს, გაიჯგიმა მათე, ახალი სასაცილო საკითხი წამოიჭრა. შუა რუსთაველზე ასე ყველას თვალწინ..მათე ცდილობდა უფრო დრამატულად დაეხატა ეს ამბავი. -რას ამბობ როდის? ანუ ვერ ჯდები? ბელთაური ისე ომახიანად აჰყვა თითქოს ამ სადღეგრძელოს დალევას აპირებსო. -ანუ ის რაღაც 1200 საკითხი უნდა ისწავლოს, უკვე დაიწყო, გუშინ ჩაუჯდა სუპერმენი, მალე დიდი ბიჭი გახდება და მართვის მოწმობასაც დაიმსახურებს..მათე საოცარ ხასიათზე დადგა თან რომ დაინახა ნიკას ფეხი კარგად ჰქონდა. -როცა გონება გადაჩვეულია რამის სწავლას უჭირს, ნიკას კი არასოდეს უსწავლია, ელენემ ისე ბუნებრივად და ნაზად თქვა ეს სიტყვები, ყველა სასსიამოვნო რაღაცას ელოდებოდა და ბოლოს ყველა გაჩუმდა, ცოტნე თვალებით ხვრეტდა ენაგრძელობისთვის. ელენემ კი მწვადს მთელი ძალით ჩაარტყა ერთჯერადი ჩანგალი და ზედ მიაფშვნიტა. -არ მეგონა თუ მიცნობდი, უცნობებთან ექსკურსიებზე არ დავდივარო მახსოვს დილით თქვი. ნიკამ ისე რბილად, გაუბრაზებლად მოიგერია მისი ნათქვამი, ბელთაურსაც შეშურდებოდა. თანაც იმ ხმით, რომ ელენეს შერცხვა თავისი სიუხეშის. -ბოდიში, უბრალოდ ფეხბურთელებზე ესეთი წარმოდგენა მაქ. ეს თქვა და მიხვდა რამდენ ადამიანს აწყენინა თავისი ძმის ჩათვლით, რომელიც გრძნობდა, რომ აქ ფეხბურთელები და კალათბურთელები ერთმანეთსგან არ განსხვავდებოდნენ. -აღარ დალიო დადე, სასაცილოდ გაუჯავრდა ცოტნე, ვერც მიხვდა, რომ ხელში არაფერი ეჭირა და არც რამეს სვავდა. -ეგ მარტო შენ არ გაქვს, ბევრი ფიქრობს რომ განათლება სტრიქონების კითხვის რაოდენობით განისაზღვრება და გამოცდებზე სულისშემშლელი სტატუსებით, მეზობელი როგორ აკაკუნებს რაღაცას, რომ არ აცდის მეცადინეობას, როგორ ხმაურობენ გარეთ, თან ამ დროს არც ერთ კომენტარს ამ სულისშემძვრელ სტატუსზე პასუხგაუცემელს, რომ არ ტოვებს ბოლო 4 საათი თუ უფრო მეტი არა და თურმე დროს მეზობელი ართმევს. -პროფესია მაინც აუცილებელია, რაღაც უნდა გამოგდიოდეს კარგად, რაღაც უნდა იცოდე რომ ტვინის ხვეულები ცოტა გამრავლდეს და მხოლოდ კუნთები არ იღებდეს საზრდოს. ელენე საოცრად შეეცადა მწარედ მოსვლოდა, რადგან აღნიშნული სტატუსებიდან საკუთარის მსგავს ხედავდა. -მთავარია რომ რასაც აკეთებ იმას ბოლომდე მიყვე, არასოდეს გაჩერდე და არ მოდუნდე. საკუთარ შეგრძნებებს და სურვილებს უსმენდე და საკუთარ თავს პოულობდე იმასი რასაც აკეთებ.ტვინის ხვეულებისთვის კი სხვა უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. არავინ არ ერეოდა ამ დაზაფრულ საუბარში, ელენეს ყველა სიტყვა მწარე იყო და ამას იმაზე გადაიტანდა ვინც შეეკამათებოდა. ნიკა კი არ უთმობდა თანაც ისე მშვიდად, რომ ეს უფრო შლიდა ნერვებს. -ელენე დამშვიდდი შენ შენ ხვეულებს მიხედე, გაუცინა ცოტნემ და თვალები დაუქაჩა. შენ ბევრი რამე გგონია მართალი, მაგალითად ის რომ მე კარებში გზა უნდა დაგითმო. ცოტნემ წარბები აწია და კეპზე ხელი ჩამოკრა. -დიახ უნდა დამითმო, ამხელა აყლაყუდა, რომ ხარ ქალს გზა უნდა დაუთმო, დილითაც მომიშალე ნერვები. -სწორად აღნიშნე ქალს და არა შენსავით მგესლავ არსებას. -მთელი პოემა მოყევი, რომ ბოლოს გეთქვა, რომ მგესლავი ვარ, აი ამას ვამბობდი ტვინის ხვეულებზე. ყველას გაეცინა ნიკას გარდა. ცოტნე კი ძალიან გაბრაზდა. ელენეც მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა და ცოტნეს გამო ძალიან შერცხვა. -ბევრი თვლის რომ ქალს არ უნდა დაუთმო გზა, ამით თითქოს საკუთარ უპირატესობას აგრძნობინებ და ქალები ამაზე ცუდად რეაგირებენ. სიტოაციის განმუხტვა სცადა მაიამ. -კაცს ეგ არ ჭირდება ისედაც აქვს უპირატესობები, გაიცინა მათემ და ელენე სულ წამოწითლდა. კაცი თუ ქალს გზას დაუთობს ეს სხვა რამის ნიშანი უფროა ვიდრე საკუთარი უპირატესობის გამომჟღავნების. ამას ევროპაში ქალები ვეღარ აღქვამენ და ცუდი იქნება თუ საქართელოშიც ასე იქნება. -თუ თანასწორები არიან რატომ უნდა დაუთმოს ერთმა გზა? მხოლოდ იმიტო რომ ეს ტრადიციაა? ბარბარემ სიტყვა ჩააგდო და ნიკას თვალი ჩაუკრა. -რატომ გგონია, რომ ამით თანასწორობა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ ირღვევა? სულ გამოვიდა წყობიდან ელენე. -იმიტო, რომ ირღვევა, რეალურად თუ კაცს თანაბარი ძალისად აღვიქვავთ მას არ უნდა მივცეთ უფლება ასეთ ქცევით დაგვამციროს. ბარბარე არ ცხრებოდა. -ანუ შენ წარმოგიდგენია სიტოაცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როცა კაცები სხედან და ქალები დგანან? მე მასეთ კაცს ვერ აღვიქვავ, უფრო მოკაცუნო არსება მგონია. -ხო და თუ ვამბობთ რომ თანასწორები ვართ ეგ მოკაცუნო არსებები უნდა ავიტანოთ, და არა ჩვენზე ფიზიკურადაც და გონებრივადაც ძლიერები. -ახლა გაჩერდი, ფიზიკურობა კიდევ მესმის, მაგრამ გონებაზე არაფერი თქვა და არ დაიწყო, რომ მათ გონება ბევრად უფრო წინ არის, სისულელეა ეგ. უბრალოდ ისინი სხვანაირად ცხოვრობენ და შესაბამისაც სხვა გარემოში უწევთ განვითარება, განსხვავება კი სიძლიერის მიხედვით გონებაში არ არსებობს. -თუ ამბობ რომ თანასწორები ვართ რატომ უნდა დაგვითმოს გზა?! შენ ხომ ვერ იტან ისეთ ბიჭებს ელენე ქალს რომ ადგილს არ უთმობენ?! -ბარბარე შენ მართლა ასე ფიქრობ? ელენეს ვერ წარმოედგინა მეგობრის ეს რეაქცია. ფიქრობ, რომ ნორმალურია ნორმალურ სიტოაციაში ბიჭები რომ სხედან და უბრალოდ ვერც ხვდებიან რომ ადგნენ? -მე ვამბობ, რომ თანასწორობას თუ გავყვებით ეს ასეა, მაშინ ამაზე უარი უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ უფრო სუსტები ვართ. -სისუსტე რა შუაშია, უბრალოდ პატივისცემაა, ზუსტად ამ სიტყვას ეძებდა ელენეს გონება. პატივისცემის გამო უთმობენ და არა უპირატესობის. -სხვათა შორის მეც მაგას ვამბობ, უბრალოდ იმის გათვალისწინებით რომ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ასეთ წვრილმანზე არ ვამჟღავნებთ. მათემ გაუღიმა მოსაუბრეებს. თამაზი ისევ გეგმას ჩასჩერებოდა, დრამანთან რაღაცაზე კამოთობდა თან. ნიკა ტელეფონზე კლუბის ექიმს წერდა, ისევ აღელვებდა გახურებული მუხლი, თან ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა საუბრიდან. ელენე ღიზიანდებოდა მის კამათში ჩართვას რომ ვერ ახერხებდა და ხმას უფრო უწევდა. ბოლოს ვერაფერმა რომ ვერ ჩააცხრო იქაურობა, უკვე თამაზი და ცოტნეც ყველანაირად იყვნენ ჩართლები და დრამანსაც უთარგმნიდნენ რაღაცებს ნიკამ მხოლოდ რამდენიმე სიტყვა თქვა, ნეიტრალური პოზიცია დააფიქსირა და ბოლოს ელენეს შეხედა. -შენ სულ ამდენს ლაპარაკობ ელენე? იმ დღეს მეტჯერ აღარ გასჩენია სურვილი რამე ეთქვა, თითქოს ტუჩები ერთმანეთზე ჰქონდა მიკრული. თითქოს ცეცხლმა ენა დაუწვა და საკუთარმა შინაგანმა ხმამაც ვერ ჩააქრო ეს ცეცხლი, თითქოს იცოდა, რომ მართალი იყო, ძალიან ბევრი და ძალიან უხეშად ილაპარაკა, მაგრამ ესე მძაფრად მის სიტყვებს რატომ განიცდიდა, როცა არავის მიუქცევია ამისთვის ყურადღება ამ ორის გარდა. ....................... „უშენობით დამაორსულე. საშინლად ძნელია ფეხმძიმობის პირველი დღეები, თვეები..ჩემში შენი სულის შემოსვლას ვგრძნობ. რთულია, მიჭირს, მაგრამ როგორმე გავაჩენ უშენობას.“ ქეთათო. დემეტრე ელენეს სიტყვებმა დათრგუნა და შეგრძნებები აურია, მხოლოდ იმას გრძნობდა, რომ მამამისის საქციელი არ მოსწონდა, არ მოსწონდა, არ ფიქრობდა რომ სწორი იყო, ყველა მოძრაობაში, სიტყვაში, გამოხედვაში ამტყუვნებდა..სიმართლე ყველაფრისგან შორს იყო. ძნელი იყო მისთვის მამის ასეთი თვალით დანახვა, თითქოს სიძულვილამდე ნაბიჯები არც კი იყო დარჩენილი, თითქოს სიძულვილს მოეცვა ყველა უჯრედი... სხეულის ყველა ნაწილი.. ძულდა ის რაც უნდოდა, რომ ყვარებოდა თუ უყვარდა ის რაც უკვე ძულდა..ვერ იგებდა ვერ ერკვეოდა.. ცამეტი წლის იყო და ამ ასაკში კიდევ უფრო რთულდება ფაქტების, სიმართლის, ემოციების დალაგება...ამ პერიოდში მოუწია მამასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა..ვერ ერეოდა..ვერ ლახავდა... სუფთად ჩაიცვა, ფეხსაცმელი ჩვეულებისამებრ საგულდაგულოდ გაწმინდა, ლიკას დაემშვიდობა და სახლიდან გამოვიდა, მსუბუქად გრძნობდა თავს, რომ სისხლიანი მაისური აღარ ეცვა...ახლა შეეძლო თავისუფლად ყოფილიყო...ახლა შეეძლო ესუნთქა, სულს ესუნთქა....როცა იმ ადგილას მივიდა, მანქანის კარი ფრთხილად დაკეტა, ფეხსაცმელებს დახედა და კორპუსისკენ წავიდა..კარზე ერთხელ დააზარუნა, თავადაც ვერ იტანდა, როცა შეეძლოთ გაბმულად ეზარუნებინათ, რაც თვითონ აღიზიანებდა ცდილობდა, რომ სხვისთვისაც არ გაეკეთებინა...სანდრომ მალევე გააღო კარი, ეტყობოდა, რომ ნიკას ნახვა გაუკვირდა. -შენ? აქ რა გინდა? -სახეში ვიღაცის მუშტი მომხვდა და უნდა დავუბრუნო, მშვიდად უპასუხა ნიკამ. -არ ხარ ძმაო ნორმალური, სანდრომ ხმამაღლა თქვა და კარის მიკეტვა სცადა, ნიკას ფეხი ჰქონდა ჩაყოლებული და სახლში შევიდა. -მარტო ხარ? ..დუმილის შემდეგ.. სახლში მარტო ხარ სანდრო? -კი, რა გინდა. -შენ გულწრფელად მითხარი გეგონა, რომ შეგარჩენდი? არა არ გეუბნები, რომ არ შეგარჩენ..გაეღიმა ნიკას. -კარგი იქნება შენ თვითონ მაინც იცოდე რა გინდა ამ ცხოვრებისგან. სანდრომ მტკიცედ უთხრა.. -სისუფთავე....ყველგან. თუმცა შენ ამას ვერც გაიგებ და არცაა საჭირო, იმას ვისაც ესმოდა, იმას ვკარგავ და ყველაფერი ფერს კარგავს.. ყველა ფერი.... -არ მესმის რატომ.. ნიკამ მთელი ძალით დაარტყა მუცელში მუშტი. -გინდა გაიგო რა მინდა ამ ცხოვრებისგან? მინდა რომ შენნაირებს არასოდეს შერჩეს უაზროდ დარტყმული მუშტი, მინდა რომ შენნაირები ამით ქულებს არ იწერდნენ და მეტი, რომ არაფერი შეუძიათ ასე არ ცდილობდნენ თავის გამოჩენას... მინდა რომ ასე არასოდეს მოვიქცე, რადგან გული მერევა, გული მერევა იმ სიბინძურეზე რაც პატივმოყვარეობას, უუნარობას და სილაჩრეს მოსდევს. ნიკამ ისევ ჩაარტყა მუშტი მთელი ძალით, გამეტებით ურტყავდა, სანდრომ რამდენჯერმე დაარტყა უღონოდ სახეში.... -არასოდეს დამირტყავს ვინმესთვის ქალის თვალწინ, არასოდეს.. მითუმეტეს ელენესთან, მე მასთან არაფრის დამტკიცება მჭირდება....მაგრამ შენ რომ მას თავი არ დაანებო არ ვიცი რას გიზავ....ისეთი მშვიდად იყო ნიკა და თან ისეთი გაბრაზებული.. ერთმანეთის საწინააღმდეგო შეგრძნებებს იწვევდა. -შენ აქ უკვე არაფერი გეკითხება.... -სანდრო შენ ნორმალური ხარ? მეცოდები გესმის, მეცოდები, რა გინდა ელენესთან, რატომ არ ანებებ თავს, იცი არ უყვარხარ, იცი რომ შვილები ჰყავს, ნიკამ უკვე წიხლი ჩაარტყა მუცელში, სახეზე განზრახ არ ურტყავდა, რომ არ დამჩნეოდა.. კიდევ ერთხელ რომ გაბედო და ეგ შენი გრძელი ხელები დამაკარო იცოდე, რომ ძვლებში დაგამტვრევ, გესმის რეჟისორო, აკონტროლე შენი გრძნობები და ზედმეტი არ მოგივიდეს. ნიკა გარეთ გამოვიდა, ხელებზე ეგონა სიმძიმე აწვა ერთი სული ჰქონდა დაებანა.. თვითონაც ვერ გაიაზრა, როგორ მივიდა ელენესთან. სახლში ისეთი სიჩუმე იყო ნიკა დაიბნა, ეგონა არავინ დახვდებოდა....სააბაზანოში სწრაფად შევიდა და რამდენიმე წუთში ოთახში ანასტასია ელენეს ჩახუტებოდა და თმაზე ეთამაშებოდა, მოწყენილი აკუსებდა თვალებს, მამამისის დანახვაზე გაეღიმა, მაგრამ თვალები ისევ ისე ჰქონდა. ნიკამ ჩაახველა, რომ ელენეს მისი მისვლა გაეგო, არ გამოუხედავს, თითქოს არც არავინ შესულა. -ტასო პატარა მიდი რაღაც მოგიტანე შემოსასვლელში დევს, თვალი ჩაუკრა ნიკამ -რა მომიტანე? ხელები უკან წაიღო და პატარა ფეხები არ გაუნძრევია ისე აამოძრავა ტანი და ლოდინის რეჟმში გადაერთო, სასაცილოდ აჰყურებდა მამამის და პასუხს ელოდა. -მიდი ნახე შემოსასვლელში დაგიდე.. -შესასანსლია თუ სხვა რამე? ანასტასია მაინც არ ეშვებოდა. ნიკამ თვალები მოხუჭა, მისკენ დაიხარა და ცხვირზე აკოცა. -სხვა რამეა, ანასტასიას არ უნდოდა ღიმილი მოშლოდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო და რაღაცნაირი სახე მიიღო, არც იქით როა და არც აქეთ, ნიკას გაეცინა ხმამაღლა, თავი ვერაფრით შეიკავა, წელზე ხელი მოხვია და პატარა გამობზეკილ მუცელზე აკოცა. -სხვა რამეა, მაგრამ შესასანსლიც ახლავს თან. ანასტასიას თვალები ლამის აუფეთქდა ისე გაუხარდა, ელენე შოკოლადებს არ აჭმევდა, სულ უშლიდა, ესეც მამამის მიეტუზებოდა, ნიკას მოტანილზე ელენეს დამყარებული იურისდიქცია ვერ ვრცელდებოდა. ხელები მოხვია ნიკას და ჩაეხუტა.. -შეგჭამ ერთ დღეს შენ ძალიან პატარა. -დედიკოს არ ვუთხრათ, ჩაიქირქილა ანასტასიამ და თვალებით სასუსნავისკენ ანიშნა. -ხო არ ვუთხრათ, რომ შეჭამ მერე შენი საწოლის ქვეშ შეყარე შორს, რომ ელენემ არ იპოვოს კარგი? ნიკა ძლივს იკავებდა სიცილს, ელენეს სახის წარმოდგენაზე შოკოლადის ქაღალდებს, რომ იპოვიდა და ანასტასიას დამჯერ გამომეტყველებაზე. -ნიკა რას ეუბნები? გამოხედა ელენემ გაგონილზე. თვალები ცრემლიანი ჰქონდა. -იმას, რომ შევჭამ მე ამ პატარა წერტილს ერთ დღესაც შევჭამ. -მერე რომ აღარ დაგრჩებით? დაქაჩა თვალები ანასტასიამ. -შენ ხარ პატარა ეშმაკი გოჭი, სულ რომ ჭყვიტინებს, ენას, რომ არ აჩერებს. ნიკა ისეთ სასაცილო რაღაცებს ეუბნებოდა ელენე თავს ძლივს იკავებდა უფრო მეტად არ ეტირა. -ტატია მიდი ნახე, თავზე ხელი გადაუსვა და კარები გაუღო. ელენესკენ წავიდა. ელენემ თავი უფრო შეატრიალა, რომ ნიკა არ დაენახა. -ელენე..რაღააც უნდა ეთქვა, როცა მისი ცრემლიანი თვალები დაინახა, იგრძნო რომ ამიტო არიდებდა სახეს. -რატომ ტირი? -რატომ? კითხვა შეუბრუნა ელენემ. -რომ იცოდე როგორ მინდა რომ მე არ ვიყო მიზეზი, ელენეს უფრო მეტად აეწვა ყელში გაჩხერილი ბურთი.- ზოგჯერ ძნელია იმის თქმა რასაც გრძნობ, ზოგჯერ არა სულ, აქ გაეღიმა და თავი კედელს მიადო, ალბათ ახლა ჩემგან ასე ჩანს, ვიცი რაღაც სისულელეებს ვბოდავ იმ იმედით, რომ შენ მის შიგნით სულ სხვა შინაარსის სიტყვებს წაიკითხავ. იმედი მაქვს, რომ იმაზე კარგად მიცნობ ვიდრე მე საკუთარ თავს, იმედი მაქვს, რომ რაღაც უფრო ძლიერი არსებობდა ჩვენ შორის ვიდრე ჩემი საქციელია, სხვანაირად ვერაფერს მოვეჭიდები სხვანაირად დავიკარგები ელენე... ნიკა თავჩაღუნული იჯდა და ისე ამბობდა ამ სიტყვებს ელენესთვის არ შეუხედავს, ვერ გაბედა შეხედვა, ეშინოდა, რომ იქ სხვა რეალობა დახვდებოდა, რეალობა რომელსაც მთელი 10 წელი მონდომებით აშენებდა. -ზოგჯერ მეშინია იმდენად მესმის შენი, საკუთარ თავს არ ვუღალატო, ყველაფერში შენ არ გაგამართლო.. უბრალოდ არ ვიცი რა არის სწორი ჩვენ შემთხვევაში, პატარები არ ვართ, შვილებიც გვყავს, ჩვენ ერთხელ ვცადეთ ერთმანეთისთვის ოჯახი ვყოფილიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. მხოლოდ ნანგრევები გვაქვს. -მინდა რომ, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, ელენე, ანუ შეიძლება რაღაც ისე ძალიან გინდოდეს გახრჩობდეს, ვერ დაალაგო აზრები, ვერ მოაგროვო სიტყვები და მაინც იცოდე, რომ ის ხვდება.....დაულაგებლად ლაპარაკობდა გრძნობდა, მაგრამ ვერც ჩუმდებოდა, უნდოდა ის ღრიანცელი რაც სულსა და გულში ჰქონდა გამოეტანა გარეთ, როგორმე გამოეშვა, მაგრამ ახლაც ვერ ახერხებდა, ახლაც ვერ შეძლო მისთვის ბოლომდე ეთქვა. -ჩვენ არ გვილაპარაკია, ამაზე საერთოდ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს, ჩვენი პრობლემა სიტყვების გარეშე ცხოვრება იყო, ვერ ვთქვით ის რაც უნდა გვათქვა და ვამბობდით იმას რაც უადგილო იყო. ეს კი ყველაფერს გვიწამლავს ნიკა, ახლა მინდა რომ სწორად ვიცხოვროთ, შენ იცხოვრო სწორად, ცოლი გყავს და ახლა ჩემს საწოლთან არ უნდა იჯდე..ასე შეცვლილი, რამდენიმე დღემ რადიკალურად შეგცვალა, სულ სხვანაირი გახდი, ისევ ისეთი ხარ და ეს ისე მტკენს..თითქოს ხელახლა განვიცადე თავდაპირველი სიმძაფრით რასაც მთელი ათ წელი ვგრძნობდი. -ჩვენს! ვერ შეძლო არ შეესწორებინა.. ჩვენს საწოლთან...ნიკა იმ ადგილას დარჩა, იმ ნაცვალსახელს ჩააფრინდა მისი გონება. -შენ იცი მე რასაც ვგულისხმობ.... -შენ მე მსაყვედურობ ელენე! მე არ ვარ ფსიქოლოგი, მაგრამ რაღაც გამოცდილება მაქვს, რომ ნათქვამის იქით რაღაც სხვა დავინახო.... -და რა არის უცნაური, თუნდაც გსაყვედურობდე და თუნდაც რეალობას გახსენებდე? ან ორივე ერთად, რას არ ელოდი ნიკა, რა გინდა, გგონია შენ მიუხედავად იმისა, რომ შვილები გვყავს ჩემთან ახლო ყოფნის უფლებას მოგცემ? შენ არაფრით განსხვავდები იმ უამრავი კაცისგან ვისაც ცოლი ჰყავს და ვისთანაც ურთიერთობა არ შეიძლება. -არაფრით? ნიკამ თავი აწია და თვალებში შეხედა, საერთოდ არაფრით? მე შენთვის ის ერთ-ერთი ვარ ვინც ყოველი გამვლელი შეიძლება იყოს ხელზე ბეჭდით? -მხოლოდ იმით რომ დემეტრე და ანასტასია მამას გეძახიან. -მეტი არაფრით? კიდევ უფრო დაჟინებული მზერა გაუხდა ნიკას. -ნიკა, გთხოვ, ჯობია რომ ყველაფერი დინებას მივანდოთ, ცხოვრებას, როცა ჩვენ ვერ ვმართავთ მას, მაშინ მივყვეთ.. -ეს უკვე გავაკეთეთ და მივყევით დინებას და ახლა ვიხრჩობი.. -ნიკა რა გინდა გინდა იგრძნო, რომ ჩემთვის მიუხედავად ყველაფრისა ფერი არ დაგიკარგავს?გინდა გითხრა რაც ისედაც იცი, რომ არ ხარ ჩემთვის ჩვეულებრივი, რომ შენი მოსვლა წასვლა, ახლოს ყოფნა არასოდეს იქნება ჩემი ორგანიზმისთვისაც შეუმჩნეველი, გული ახლაც მიჩქარდება, ვერ ვერევი. ეს გინდა? გინდა მაქციო ადამიანად რომელიც ამის გამო საკუთარ თავს ვერ იტანს? -მინდა ამაზე ვილაპარაკოთ, მინდა რომ დრო არ დავკარგოთ, ვიცი ძნელია შენთვის ცოლი მყავს, ეს ვიცი შენთვის რას ნიშნავს, მაგრამ სანამ ყველაფერი დალაგდება უბრალოდ საკუთარ თავს მივცეთ საშუალება, რომ ისე მოვიქცეთ როგორც გვინდა....ნიკა მიუახლოვდა და ლოყაზე ტუჩთან ახლოს აკოცა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა..... -ნუ შემაძულებ თავს ნიკა, ჩემ თავს ნუ შემაძულებ გთხოვ, ეს რომ გავაკეთო, სხვისი ქმრის საყვარლობას ვერ გადავიტან..ელენემ სახეზე აკანკალებული ხელები მიადო და თვითონაც აკოცა. წარმოდგენა არ ჰქონდა ეს ძალა სად შეაგროვა ამ სიტყვების სათქმელად..ნიკას კი ეყო..ეყო იმისთის რომ მის სხეულს მოშორებოდა.. -მაპატიე ელენე, მაპატიე, არ ვიცი რა დამემართა..გაეცინა, გაეღიმა და თვალები ჩაუწითლდა. „სხვისი ქმარი“ ამ სიტყვებმა თთქოს შუაზე გადატეხეს მენაბდე.. სხვა არსებობდა და ამას ვერც ნიკას გონება ახტებოდა, უბრალოდ ზოგჯერ ეგონა, რომ არ შეხებოდა მოკვდებოდა, რამდენიმე წამით წარმოიდგენდა ელენეს გარეშე სამყაროს და ეს ტკივილი ისე წვავდა ორგანიზმს, კუჭს უწვავდა და მდუღარეს ასხავდა, მხოლოდ მისი შეხება, მისი ყოფნა ავსებდა ჰაერით ფილტვებს. წარმოდგენაც კი შლიდა, მისი ერთ დღეს ცხადად ახდომა კი საერთოდ ყველაფერზე ფიქრს ავიწყებდა. მე ბავშვებს გავხედავ. ოთახიდან ძლივს გაიყვანა საკუთარი სხეული, აიძულა რომ იქ არ დარჩენილიყო მისი სული. ანასტასია კიბესთან თამაშობდა და მხიარულად ეტიტინებოდა თავის თოჯინას. დემეტრე გააფთრებით უყურებდა მამამის, ნიკა შეკრთა მისი თვალების დანახვაზე.. -რა არის დემეტრე? ბავშვი ხმას არ იღებდა და ახლოს მიდიოდა. -დემეტრე კარგად ხარ? ოდნავ ხმამაღლა უთხრა ნიკამ. -შენ, არ მინდა რომ აქ მოხვიდე ხოლმე. -როგორ? ნიკამ წარბები აწია და დემეტრესკენ თვითონაც გადადგა ნაბიჯი. პატარა ანასტასია დაჭიმული თვალებით უყურებდა იმ სცენას, სანამ ნიკამ თვალით არ ანიშნა გასულიყო და გაუღიმა. როცა იგრძნო რომ ანასტასია გარეთ გავიდა მაშინ მშვიდად დაიწყო. -დემეტრე რა თქვი? -მეზიზღები.....მრცხვენია შენი, მინდა რომ არ მყავდე, მინდა რომ შენ არ გერქვას მამაჩემი..დემეტრე უკვე ღრიალებდა ისეთ დღეში იყო.ყველა ტკივილმა ამოასხა, ბრაზმა და სიძლვილმა ამოხეთქა. ელენე ოთახიდან გამოვიდა. -დემეტრე გაჩერდი! მშვიდად უთხრა ელენემ.არაფრერი ესმოდა, თითქოს ერთხელ მოიპოვა ამის გამბედაობა და არაფრის სანაცვლოდ დათმობდა. ელენე დემეტრეს ვერ აწყნარებდა, მამამის უყვიროდა და მისკენ იწევდა. ნიკა ჯერ გაოგნებული უყურებდა, უამრავი აზრი აწვებოდა გონებას და მის დალაგებას ცდილობდა, ცდილობდა ბრაზი ჩამოეშალა და ის გაეკეთებინა რასაც არასოდეს ინანებდა. -ელენე ხელი გაუშვი რას იზავს! ზარებივით გაისმა ნიკას ხმა. -შე არაკაცო და ლაჩარო.....დემეტრე არ ჩერდებოდა..ნიკამ ელენე ხელით გაწია, ელენე ევედრებოდა, ეხვეწებოდა გაჩერებულიყო, მაგრამ გრძნობდა, რომ აზრი არ ჰქონდა. ნიკა დემეტრეს მიუახლოვდა ხელები მხრებზე ძლიერად მოუჭირა, დემეტრეს ეგონა დაიშლებოდა, რამდენიმე წამს ასე უყურა და მთელი ძალით გაარტყა, იატაკზე ისე დავარდა სახე უხურდა და ეწვოდა, აუტანელი ტკივილი იყო თავიდან უფრო ძლიერი, შემდეგ გაკვირვება და ბოლოს ..ბოლოს საშინელი შეგრძნება დაუტოვა...ვერც გადმოცემდა და ვერც აღიქვავდა, დამცირება, სირცხვილი, შიში, ზიზღი... ნიკამ მაისურში ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა, დემეტრე ტირილისგან თავს ვერ იკავებდა. ნიკა ხედავდა თავის თვალებს 13 წლის ასაკში როგორ ივსებოდა წყლით, როგორ მოუდუნდა სხეული აცრემლებულ დემეტრეს. უჭირდა რამის თქმა, თითქოს საკუთარი თავი ედგა თვალწინ, ფიზიკური მსგავსება იცოდა სადღაც სულშიც იკვეთებოდა და იმასაც ხვდებოდა რას განიცდიდა დემეტრე. -ეს იყო ბოლო შეხება ჩემი დემეტრე! მაშინ ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა, უფრო სწორად სულ სხვანაირად გაიგო..სულ სხვა რამ ეგონა და მენაბდემ სულ სხვა რამ იგულისხმა..მერე თანდათან მიხვდა რას გულისხმობდა მამამისი.....მისი კარის ხმა რომ გაიგო და იგრძნო რომ წავიდა მაშინვე აბაზანაში გავარდა, სახე მთელი ძალით გაიხეხა, სიმწრით იფხოტნიდა და ხმამაღლა ტიროდა, გული ამოჯდომას ჰქონდა და ვერ წყნარდებოდა...ნიკა კი აუღელვებლად მიადგავდა ნაბიჯებს თითქოს ვერც გრძნობდა, როგორ მოყვებოდა ელენე უკან, თითქოს არა იმ დროს მართლა ვერ გრძნობდა. -ნიკა გაჩერდი, დამელოდე. -შედი სახლში! -ნიკა შენ ახლა ვერ ხვდები, ესე როგორ, ის ხომ დემეტრეა ჩვენი დემეტრე ნიკა....ქალმა ყოველთვის იცის ის სიტყვები რასაც შეუძლია, რომ იმ დროს სხეული გაგიყინოს, მით უმეტეს თუ ეს ქალი ჭკვიანია და მით უმეტეს თუ ეს სიტყვები იცი რომ გულწრფელი. -შედი სახლში, ელენე. -გთხოვ ხვალე მოდი დაელაპარაკე დავამშვიდებ დღეს, ხომ იცი ახლა რთული ასაკი აქვს, მეშინია ნიკა რომ რამე მოუვა, რამე ცუდი არ გააკეთოს, ნიკა მომისმინე ამ ასაკში ყველაფერი რთულად გადასატანია, მით უმეტეს მამის ხელი სახეზე. -ნუ გეშინია ცუდს არაფერს გააკეთებს! -ნიკა გთხოვ გაჩერდი.. -ამაზე ცუდს რომ მოინდომოს მაინც ვერაფერს გააკეთებს, ამიტო დამშვიდდი ელენე, ყველაფერი კარგად იქნება. -ნიკა ნუ მაფიქრებინებ, რომ გული არ გაქ.. -შენ ხომ იცი, შენ ხომ უნდა იცოდე ელენე...ამიტო რაც გინდა ის იფიქრე, როგორც გინდა ისე მოიქეცი.... -ჩემი შვილის დატანჯვის უფლებას არ მოგცემ..არც შენ მინდა დაიტანჯო... -როგორც გინდა ელენე, მაგრამ იცოდე რომ ვერაფერში ჩაერევი, იმაში რაც ჩემი უფლებაა. ნიკას მანქანასთან ბავშვის სლუკუნი მოესმათ, ფეხები ძლივს გადაადგა ჯერ პატარა ფეხები დაინახა, პატარა კოპლებიანი კაბა, მოცუცნული თითები პირზე აფარებული, რომ ხმით არ ეტირა, მაგრამ თავს ვერ იკავებდა გული ამომჯდარი ჰქონდა და პატარა სხეული უხტოდა ბოლოს მისი აცრემლებული, დაძაბული, შეშინებული, ექვსი წლისთვის აუტანელი, ტკივილიანი და უაზროდ კეთილი თვალების დანახვაზე ნიკა მის წინ ჩაიკეცა. ხელის შეხებასაც ვერ ბედავდა ანასტასიაზე, ეგონა დასვრიდა..გააბინძურებდა. პატარამ გაღიმება სცადა, მაგრამ უფრო აეტირა და სახეზე კაბა აიფარა. -ყველაფერი გამოგიჩნდა მა. სასწრაფოდ გადაიჭიმა კაბა მუხლებზე როგორც სულ იცოდა ხოლმე და ნიკას მიაცქერდა. „როგორმე გავაჩენ უშენობას“ იმეორებდა გულში ელენე... 888 „მიჰყევი დინებას და ნუ შეეცდები შეცვალო სამყარო, ის მაინც ისეთი დარჩება როგორიც არის“ ჩარკვიანი. ი. სახლში დაბრუნებულმა ელენემ აღარ იცოდა რაზე ეყარა ჯავრი, ბრდღვინავდა, ბრაზდებოდა, ნერვები მთელი ძალით ეშლებოდა. ზუსტად იცოდა რომ მისნაირ კაცებს ვერ იტანდა, ზუსტად იცოდა ეს! მაგრამ მაინც ფიქრობდა და მოუსვენრად იყო. ნიკას უცნაური „სისუფთავე“ სულ აგიჟებდა. „რა ჯანდაბაა გეგონება ჩვენ ბინძურები ვიყოთ,თვითონ გვყავდეს რა კრისტალურად სუფთა“ „ვერ შეეხება, მწვადს ვერ შეეხება, აუ რა დეგენერატია რა“ ელენეს სულ ისეთ ბიჭები მოსწონდა ექსკურსიაზე ან ლაშქრობაზე განსაკუთრებით ყურადღებით რომ გამოირჩეოდნენ, თავად გოგოების შეწუხების გარეშე,, რომ აგვარებდნენ „მწვადის“ საკითხს, ეს მენაბდე კი იმდენად სხვანაირი იყო ელენე გაბრაზებისგან თავს ვერ იკავებდა, მაგრამ საკუთარ თავსაც ვერ უხსნიდა რაზე გაბრაზდა. „საახლობლო“ სულ უფრო შეიკრა ვიღაცის ჩუმი „მეოხებით.“ დრამანი მალევე წავიდა, მაგრამ ბიჭები დარჩნენ, ბელთაურს ესეც ჰყოფნიდა ბედნიერებისთვის, ნიკა დასცინოდა ქალი, რომ ყოფილიყავი ქმარს ეჭვიანობისგან კედლებზე სიარულს ასწავლიდიო. იმის გამო რომ ნიკა სხვანაირად დაინტერესდა ელენეთი, ბარბარეც და მაიაც ყველგან დაყავდათ, ცოტნეც ხვდებოდა ყველაფერს და მოვლენებს არც ხელს უწყობდა და არც უშლიდა. ოჯახები კიდევ უფრო დაახლოვდნენ, მაიამ რადგან თავის შვილს „ადამიანური“ მოწონება შეატყო უკვე ლორთქიფანიძეებს აღარ მოშორებია, აღარ აინტერესებდა როგორ გამოლანძღა პირველივე დღეს ელენემ, მთავარი იყო ნიკას ინტერესი. აღარც გოგოებით აწუხებდა და მენაბდეს გულწრფელად უკვირდა. „დე შენი მინი რეესტრი გოგოების რაღაც შეფერხხებით მუშაობსო“ ამას ეტყოდა და სწრაფად გაიქცეოდა გარეთ, მაიას ანთაბული თვალები, რომ არ დაენახა. იყო „შემთხვევითი“ შეხვედრები, იყო გააზრებული დამთხვევებიც, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა ელენეს, ვერაფრით გატეხა ნაჭუჭი, რომელშიც ჩაკეტილი იყო...ამან სულ გადარია მენაბდე და გაახალისა. „ჩემნაირები არ მოსწონს“ გულში ეცინებოდა, „პირდაპირ შეუყვარდება“ მაგრამ ეს პირდაპირ შეყვარებაც თანდათან შეუძლებელი ხდებოდა, ნიკას წასვლა უწევდა და ურთიერთობაშიც არაფერი ცვლილება არ იყო. ელენესთვის კი მხსნელად ალექსანდრე მაჩაიძე გამოჩნდა, მომავალი რეჟსორი, რომელიც ელენეს ოჯახთან დაახლოებული იყო და ხშირად სტუმრობდა, ელენე კი აღფრთოვანებით იყო აღფრთოვანებული მისით. წარმოუდგენლად იჩრდილებოდა მენაბდე ალექსანდრესთან ორთაბრძოლისას ელენეს წარმოსახვაში. -შენ არ ინერვიულო დე, როცა კი მოახერხებ სულაც ორი დღით, რომ ჩამოხვიდე აუცილებლად შეგახვედრებ მაგ გოგოს. ნიკას მიწაზე გაწოლა უნდოდა ისე ეცინებოდა ამ სიტყვებზე, მაგრამ რამდენიმე მიზეზი ხელს უშლიდა 1.მიწა ჭუჭყიანი იქნებოდა (ამის მერე სხვა მიზეზები ცოტა უმნიშვნელოდ მეჩვენება, მაგრამ მაინც აღვნიშნავ)2.დედამის არ ეკამათებოდა მით უმეტეს მის ნათქვამზე არ გაიცინებდა. 3.ძალიან რომ დაფიქრებულიყო სულაც არ იტყოდა უარს ასეთ იძულებით „შეხვედრებზე“. რაც არ უნდა ყოფილიყო პრაგმატიზმი მაინც ჭარბობდა მასში, ეს სულაც არ აწუხებდა. ელენეს კი ჯიუტად არ მოსწონდა ასეთი ადამიანები, ნიკა კი ამის გამო შეცვლას საერთოდ არ აპირებდა, ფიქრობდა რომ ასეთ დროს გამოსავალს გრძნობები პოულობდნენ, თუმცა უჭირდა ამ უხეშ არსებასთან რამის გატანა. წყნეთში სახლის მეზობლად ყიდვა ეს უკვე ძალიან აშკარა მოქმედება იყო მაიას მხრიდან, რომელიც ლორთქიფანიძეებმა ყოველგვარი აჟიოტაჟს გარეშე „გაატარეს“ და უბრალოდ მართლა გულწრფელად გაუხარდათ ახლობელი ოჯახის დამეზობლება დასვენების დღეების დროს. ნიკას ჩამოსვლის დროს ელენე არ ადიოდა წყნეთში და ის საცოდავად „ბოძებული „ 4 დღეც მის უნახავად გადიოდა. შვებასავით მოევლინა პატარა ტრამვა ნიკას, რომლის გამოც ორი თვე ვერ ივარჯიშებდა და ამიტომ საქართველოში დაბრუნდა. ცოტნეც საქართელოში იყო. ამ ორმა თვემ გამოიწვია ახლობლების შეკრება, მათეც ამის გამო ჩამოვიდა საქართველოში, არ შეეძლო მოვლენების ეპიცენტრისგან შორს ყოფნა, მენაბდეების ოჯახს საზღვარგარეთ შვილების ცხოვრებამ ერთი რამ ასწავლა. „წამები როცა ერთად იყვნენ, ბოლომდე უნდა გამოეყენებინათ“ ამიტომ ბიჭების ჩამოსვლა და ოჯახის ასოციალური გახდომა ერთი იყო. იკეტებოდა ყველა სახლში, რაც არ უნდა სასაცილო იყოს ბიჭების გარდა, ესენი მაინც სულ გარეთ იყვნენ. ნიკას წყნეთში ყოფნის დროს, ელენეც იძულებული გახდა იქ ჩასულიყო, ცოტნესთან ერთად, მშობლები ქორწინების 23 წლისთავის აღსანიშნავად რაჭაში წავიდნენ, რადგან იქ დაიწერეს ჯვარი, ელენეს კი თბილისში მარტო დარჩენა მართლა მაზოხისტობად მიაჩნდა, ამიტომ თავის ძმას გაჰყვა წყნეთში. სულ ელოდა ნიკასგან შემოტევას, რომ სულ იმათთან იქნებოდა, ცოტნეს თავს მოაბეზრებდა, მაიას შემხედვარეს ისიც ეგონა ერთ დღესაც მანქანაში ძალით ჩატენიდნენ, მაგრამ ნიკა არც იმჩნევდა. უბრალოდ კარგად მოიკითხა ორივე და მას მერე სახლშიც იშვიათად მოკრავდა თვალს, ნიკასაც დიდად არ მოწონდა წყნეთის იდეა და თბილისში უფრო მეტ დროს ატარებდა.მაია ეჭვობდა ვიღაც გოგოს არსებობას, მაგრამ ჯერ მხოლოდ ქმართან იმჩნევდა, თუმცა ეჭვი ჰქონდა, რომ ის გოგო ოჯახისთვის მიუღებელი იქნებოდა რადგან ასე ასაიდუმლოებდა ნიკოლოზი. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება იკვებოს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ცოტნეს მოშივდა და კიდევ უფრო გასაკვირად ელენესაც, რომელიც ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ გრძნობდა რომ რაღაც უნდა შეეწვა ან უნდა დაეწვა. უმოქმედოთ არ უნდა ყოფილიყო. მისმა „ფუსფუსმა“ სამზარეულოში თავდაპირველად ცოტნე დაზაფრა, მაგრამ მალევე მიუშვა ლოგიკით „ქალი კუხნაში“ ეს ხმამაღლა არ უთქვამს, თორემ ამოქმედდებოდა წესი „ტაფა თავში“ რომელსაც მართლა არ ააცდენდა ელენე. ხველებამ გამოაფხიზლა, საშინელი სუნი იდგა, მთელი სახლი კვამლში იყო გახვეული და ვერაფერს ხედავდა, მხოლოდ რამდენიმე წამში შენიშნა სამზარეულოს კართან მოფართხალე სხეული, ელენე კარს ვერ აღებდა და სახლი მალე ცეცხლში გაეხვეოდა. -ელენე!!! დაიღრიალა ცოტნემ და კარებს მივარდა..ხმას ვერ იღებდა, კვამლი უკვე გონებას აკარგვინებდა. -გამეცალე კარი არ მოგხვდეს, ღრიალებდა ცოტნე, გრძნობდა, რომ შეიძება საშინელება მომხდარიყო. ელენე თითქმის უგონოდ იყო, გარეთ გაიყვანა, სახეზე ეფერებოდა და ეჩურჩულებოდა გონზე მოსულიყო. მეეზობლები მალე შემოეხვივნენ გარშემო, ცეცხლის სწრაფად ჩააქრეს ერთობლივი ძალებით. მაია და დემეტრე განერვიულებულები დაჰყურებდნენ ელენეს და ცოტნეს. -როგორ ხართ ბავშვებო? მშვიდად ჰკითხა დემეტრემ, როცა ყველაფერი ჩამშვიდდა. -მთავარია ვართ, გაიცინა ცოტნემ და ელენეს წყალი დაალევინა. -ჩვენთან წამოდით, ექიმი უკვე გამოვიძახეთ, გაუღმა მაიამ. ელენეს ფერები გადაუვიდა, მაგრამ შეატყო, რომ ნიკა საერთოდ აღარ ახსოვდა ამ მომენტში მაიას უბრალოდ მართლა სად უნდა გაჩერებულიყვნენ სანამ სახლს არ მოუვლიდა სახანძრო. რადგან მშობლები აქ არ ჰყავდათ, მაიამ ითავა ყველაფერი სახლში სიხარულით მიიღო. მისაღებში არავინ იყო, გვერძე ოთახიდან მოისმოდა ხმაური, მალე ყველა გამოლაგდა გამურული „მეზობლების“ სანახავად, ელენეს ჭვალმა გაუარა, რომ წარმოიდგინა ნიკას სახე მას ასეთ ჭუჭყიანს, რომ დაინახავდა, თუმცა არც ნიკა და არც მათე არ ყოფილან იქ. -ესენი ჩვენი ნათესავები არიან, ბიძაშვილ-მამიდაშვილები გააცნო ბარბარემ. მართლა სახალისო აურა იყო შექმნილი, რამდენიმე პატარა ბავშვი დარბოდა სახლში, მაიამ ელენე დივანზე დასვა, წყალი მოუტანა და ექიმს ისევ დაურეკა. -არაა საჭირო ქალბატონო, კარგად ვარ. მაიას არც გაუგონია ისე საქმიანად ელაპარაკებოდა ექიმს ცოტათი ეჩქარა. -ბიჭები სად არიან ? იკითხა ცოტნემ. -გუშინ გვიან მობრძანდნენ და ახლა ჯერ არ გაუღვიძათ ალბათ. თქვა მაიამ და ზედა სართლზე აიხედა. –სახლი თავზე იქნებ დამამხო მათე,აუუუუუუ, დაგჭრი ჩემი პირსახოცის შეხება შენ ბანჯგვლიან ტანზე როგორ გაბედე, საპონიი..მოგკლავ, აი საერთოდ დაგახრჩობ გამოდი ჩემი აბაზანიდან, დეზინფექცია უნდა ჩავატარო.. ყველას სიცილი აუტყდა ზედა სარულიდან ეს ხმები, რომ მოესმათ. აშკარად ეტყობოდათ, რომ არ იცოდნენ დაბლა ამდენი სტუმრის შესახებ. –ახლა შამპუნსაც დავისხავ და ეგაა, მათემ ქაფიანი ხელები კედლებზე შეაწუწა სიცილით. შენ კედლებს ჩემი ქაფი საოცრად უხდება, ფანთასთიშ. მათე ბოლო ხმაზე ყვიროდა, დაბლა ყველას ესმოდა ორივეს ხმა, მაია თავაზიანად იღიმოდა, რომ არაფერი შეემჩნია, მაგრამ თვითნაც ვერ იკავებდა სიცილს. –დაგჭრი, იხვო, მოგკლავ, გამოეხწიე და მოაშორე შენი ტარტაროზი სხეული ჩემს საპონს, თორემ გაჭმევ. ხომ არ იცოდნენ, რომ ვინმე უსმენდათ, ჩხუბობდნენ თავგამოდებით, მაგრამ ერთხელაც არ იყო მათ სიტყვებში რამე სიბილწე, ბავშვური მუქარით და გაჯიუტებით გაჰქონდათ ბრაზი. ეს ყველაზე მეტად სიამოვნებდა მაიას. –მეც ძალიან გაფასებ ნიკო. მათე სიმღერით ამბობდა და უკვე ვერავინ იკავებდა სიცილს. –მათე გთხოვ გამოდი თორემ გამოგიტან, სხვა აბაზანაში ვერ შევდივარ და ასეც ვეღარ ვძლებ. –უნდა მიეჩვიო, რომ თუ გუნდში არა სახლში შენზე სწრაფები ცხოვრობენ და აბაზანამდე მიგასწარი. ჩვენი ფორვარდი ფორმაში არაა. –მათე ჩემი აბაზანა ჩაკეტილია მაგრამ შენი მანქანა ღია, ეს თქვა და საოცარი სისწრაფით გამოიქცა ოთახიდან, კიბეებზე ჩამოსვლა არც უცდია, მოაჯირს ხელი მოკიდა და ჩამოხტა, თვალი ძლივს მოკრეს ისე იყო უკვე გარეთ ნიკა, ზეთის ბოთლით ხელში და მანქანის სალონს მშვიდი მოთმინებით ასხავდა, მათე არანაკლები სისწრაფით გავარდა გარეთ, მაიას უკვე სერიოზულად შერცხვა ამათ არასერიოზული არასერიოზულობის, უკვე ეს ყველა ხუმრობის ფარგლებს ცდებოდა ნორმალურებისთვის, თუმცა ყველა მიმხვდარიყო ძმების არანორმალურობას. –ნიკოლოზ მენაბდევ! თქვენ დღეს ხართ მკვდარი, ჟარგონზე ტრუპი! მანქანას ისეთ სისწრაფით ურბენდნენ, ყველა გარეთ გავიდა, სიცილის ხმაც არ ესმოდათ ძმებს. –როგორ იყო, შენზე სწრაფები თუ რაღაც? მგონია რომ ვერ მეწევი თუ მეჩვენება? ნიკა სიცილით იკეცებოდა თან მანქანას ურბენდა მათე რომ არ დაწეოდა. –იმძიმებ მდგომარეობას! ბარბარე დასამშვიდებლად მივიდა , როცა ყველაზე მეტი ზეთი მას შეესხა და ბიჭებიც მის მხრებს ჩააფრინდებოდნენ და დაუფიქრებლად იყენებდნენ დას ფარად, ბარბარე უკვე კიოდა. –ნუ გამძლეობაში არაგიშავს, მაგრამ სისწრაფეში იხვი ხარ... მათემ ზეთის ბოთლს თავსახური მოხსნა და ნიკას გადაასხა. მენაბდე გაქვავდა იმის წარმოდგენაზე როგორ უტიფრად ეხებოდა მის სხეულს თხევადი სითხე. მათემ დრო იხელთა და მთელი ძალით გაექანა მისკენ, ბარბარე რომ მხრებით ჰყავდა ჩაბღჯული, სამივე აუზში ისე მონდომებით გადაეშვა მაიამ უკვე მოთმინება დაკარგა. –ვა მაიკო, შენ სახლში ხარ ტო?! ნიკა სიცილს ვერაფრით იკავებდა, თავი რომ ამოყვინთა. –არამარტო მე! ბიჭებმა ახლა მოავლეს თვალი ეზოს და ახლაღა შეამჩნიეს სიცილით კარგ ხასიათზე დამდგარი აუდიტორია. –რა ხდება ნიკო? სახლი კარში რატომაა? გადაუჩურჩლა მათემ. –დედა გაიტანა, ხო იცი რა მეტიჩარაა, თან ეცინებოდა თან მოერიდა ნიკას. –თქვენ რა დღეში ხართ გაეცინა ცოტნეს, მეგონა მე და ელენე ყველაზე მეტ საშინელებებს ვუკეთებდით ერთმანეთს, თურმე რეიტინგში გვისწრებენ უნდა გამოვასწოროთ ელე. ცოტნე უხერხულობის განტვირთვას ცდილობდა. –არა დღეს არიან ასე ჰიპერაქტიულები თორემ სხვა დროს აუზში არ ხტებიან, მაიამ სველ თმაზე მოუსვა ნიკას ხელი და გაეცინა. –ნუ აკნინებ დედა, აუზი შემოდის ხოლმე სახლში იმდენ წყალს ვასხავთ ერთმანეთს. გაეცინა ბარბარეს მათეს რომ სასაცილოდ ჩაფრენოდა ხელებზე და ჩქმეტდა. –ფაქტობრივად ნიკოს კართოფილი აკლია და მზეზე ზეთში შემწვარი კართოფილიც გვექნებოდა. –მათეს ეს რომ არ ეთქვა იუმორი მოგუდავდა. დაიღრიჯა ნიკა და ცოტნე გადაკოცნა. –ესენი მე–5 კლასში რასაც აკეთებდნენ ისე იქცევიან ახლაც, შვილიშვილების არ ყოლას მე და დემეტრე იმით ვუძლებთ, რომ ესენი არიან ბავშვები და ვერ ვგრძნობთ სახლში თუ პატარები არ დარბიან. მაიამ სამივეს ანიშნა სწრაფად გამშრალიყვნენ, ნიკა უკვე კიბეებზე იყო და აბაზანაში შესვლის წამებს ითვლიდა, რომ როგორმე ეს ზეთი მოეშორებინა. დამშვიდებული სახეებით და სიცილით დაღლილები ჩამოლაგდა სამივე დაბლა და დივანზე ერთმანეთის გვერდით ჩაეწყვნენ, სამივეს რცხვენოდა ამდენი ხალხის, მაგრამ ნიკა იხტიბარს არ იტეხავდა და ბედნიერი სახით, ზეთმოშორებული მათეს უშლიდა ნერვებს. –ზურას და ნინოს სახლი დაიწყვა! სიჩუმით ისარგებლა მაიამ და გამოაცხადა.ნიკას წყალი გადაცდა და იმხელა ჩაარტყა მათემ, რომ ძლივს ამოისუნთქა, იგრძნო სამაგიერო უფრო იყო ვიდრე გულწრფელი შიში ძმა არ დახჩომოდა. –ცოტნე თქვენი სახლი? რა მოხდა? ნიკამ ძლივს გადააბა სიტყვები თან ახველებდა, ელენესკენაც რამდენჯერმე გააპრა თვალი და კვამლიან სახეზე გაეღიმა. ელენეს თვალები აენთო, რომ მიხვდა რატოც ეღმებოდა. –გაზი დარჩა სუბიექტს ჩართული! თქვა ცოტნემ და ელენეს გადახედა. –ობიექტმა კი ასანთი გაკრა გაზის სუნის მიუხედავად!დაუბრუნა ელენემ პასუხი ძმას. ისე იყო გაბრაზებული ტყუილსაც არ მოერიდა. –მოიცა თქვენ ორმა სახლი გადაწვით? მათეს გაეცინა. –გადაწვა ხმამაღალი ნათქვამია, უფრო სამზარეულოს მოედო ცეცხლი..უნდოდა ელენეს როგორმე შეერბილებინა. –გადაწვა არა შებოლვა, სახლი ფაქტობრივად შებოლილია ვერ ისუნთქებ, სიცილით დაამატა ცოტნემ. –ოო ცოტნე ეგრეც არაა! –როგორ არაა რომ ვერ გამომეყვანე გაიგუდებოდი ისეთ სუნი იდგა, თან სამზარეულოში ჩაიკეტა...ელენე უნდა შეწინააღმდეგებოდა, როცა ნიკას იმ დღეს ყველაზე სერიოზულად ნათქვამი მოესმა. –კარგად ხარ ელენე? –კი კარგად აზვიადებს, მაგრამ დედას და მამას როგორ ვუთხრა არ ვიცი, ინერვიულებენ. –არ უთხრათ მერე, განა რა იქნება ისეთი იქნებ მოვასწროთ ჩამოსვლამდე და გავაკეთოთ, ნიკამ იმათ სახლს გახედა და გარედანაც სულ შავი იყო ბოლოსგან, ეს რომ დაინახა სავარძელში ჩაესვენა და გაჩუმდა. –მეც მაგას ვამბობ, ელენეს საშინლად გაუხარდა თანამოაზრის პოვნა. არ ვუთხრათ რა ჩვენებს ცოტნე დედა დაიწყებს ხო იცი რამე რომ მოგსვლოდა, ის ჩაკეტვის ამბავი საერთოდ სულ გააგიჟებთ.უცბათ შევღებავთ... –ესეთი ოპტიმისტი მალე გაფრინდება, რას შევღებავთ უცბათ სამ სართულს? ელენეს თვალები ჩაუქრა... –რა მოხდა მერე, ჩვენც მოგეხმარებით, ახლავე მუშებს ვუთხრათ მამას ჰყავს ნაცნობები და მალევე მოიყვანს, ნიკას სიტყვები ოცნების ასრულების დასაწყის ჰგავდა ელენესთვის. თითქოს ყველა ასეთი სურვილი მთელ სამყაროს შეუძებლად, რომ მიაჩნდა ეს ორი აასრულებდა, მთავარი იყო ნიკას ის სიტყვები ეთქვა ხოლმე. გაჰყურებდა სახლს და თითქოს ამ სიტყვებმა მთლიანად მოაშორა კვამლი. –თან ყველა კედელს არ უნდა შეღებვა, თავისი ჭკუით მიეხმარა ელენე ნიკას პოზიციას. ცოტნემ გადაიხარხარა. –სხვადასხვა ფერზე დაჯდება და უფრო მიხვდებიან რაღაც რომ მოხდა, მშვიდად თქვა ნიკამ და წყალი მოსვა. -ელენე ხვეულებზე როგორ იყო? გამოაჯავრა ცოტნემ. ნიკამ ხმამაღლა სიცილი ვერ შეიკავა. -ზუსტად ისე როგორც ვთქვი, შენ მემგონი დღეს დილით რაღაც მთხოვე და იმდენიც ვერ მითმინე არ გაგებრაზებინე. ცოტნეს ფერები გადაუვიდა, მაგრამ მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და გაიცინა. -ხო როგორც შენ ამბობ. სახლი მართლა კარში იყო გატანილი, ვინ საიდან გამოდიოდა, ვინ სად შედიოდა, ვინ რას ყვიროდა ვერ გაიგებდით, ელენემ სწრაფად გადაივლო წყალი ბარბარეს ოთახში, ტანსაცმელი გამოიცვალა და ანერვიულებული რა მოხდებოდა სახლთან დაკავშირებით ჩამოიძურწა მისაღებში, ნაკლებად ენამწარობდა მეტად დამნაშავე. შავი უბრალო მაისური ეცვა და მოკლე ჯინსის შორტი, თმა აწეული ჰქონდა ბოლომდე დაუდევრად შეკრული. მუშებისკენ არავის გაუხედავს ისე შეყვნენ ლაპარაკს, ამდენ ხალხში უფრო ადვილი იყო უხერხულობის გაფანტვაც. ლაპარაკობდნენ იცინოდნენ, ბავშვებს აწყნარებდნენ, მენაბდეების ბიძაშვილის შვილი ზურიკო ისეთ აუღებელი ბავშვი იყო ყველას თავბრუ დაეხვა და აუტანლად ჯაჯღანებდა თან, ვერავინ ეკარებოდა, ნიკა არ იმჩნევდა და არც აწუხებდა ბავშვის ხმაური, სხვები კი უკვე გადარეულები იყვნენ, ხან რა გადმოაგდო ზურიკომ ხან რა. ნაკრების 13 ნომრისთის, მთავარი ჰარმონია იყო...სასაცილოა ალბათ იმ ხმაურში რა ჰარმონია უნდა ეპოვნა, მაგრამ პოულობდა..ნამდვილად პოულობდა ადამიანური ურთიერთობების ჰარმონიას, ამას კი არაფრის გამო თმობდა ხოლმე, თავად ითავა ზურიკოს დევნა ამის გამო და ვარჯიშიც გამოტოვებაზე იმ დღეს გული აღარც დაწყვეტია. -ესეთი შვილი რომ მყავდეს მოვკლავ, ჩაიბურტყუნა მათემ. -ნეტა შენ შვილს მომასწრო და სულ არ დავეძებ არაფერს, გაიცინა მაიამ და ქმარს გაუცინა. -რა დრო დაგიდგა მათე, გადმოძახა ნიკამ და თან ზურიკოს ბურთი დაურტყა „კარში“, რომელიც ფეხსაცმელებისგან ჰქონდათ გაკეთებული. -შენ ნუ გგონია არ მოიაზრები მათესთან ერთად, არ აცადა მაიამ. -მე მაპატიეთ ქალბატონო. ზურიკომ უკვე ყველა გააოცა „სიცელქით“ უკვე „სიმონსტრის“ დამტკიცებაზე გადავიდა, მათე მართლა გაუსაძლისად იტანჯებოდა ამ ხმაურზე, მერე როგორ უყვიროდა ქეთი ზურიკოს სულ ირეოდა ამაზე, მაინც არ იჯერებდა მონსტრი დედის ნათქვამს. ძილიც არ ეკარებოდა ზურიკოს განზრახ. -საწვავი ხომ არ ჩაუსხეს ამ ბავშვს, ეს ვინააა, ცოფდებოდა სასაცილოდ მათე. ბოლოს რატომღაც ყველა გაუჯავრდა ზურიკოს და ნიკასთან ინება ჩაძინება..ყველა საძინებლის კართან იდგა და ეცინებოდათ ნიკას სახეზე, რომელიც ცდილობდა ბავშვი გადაესვა , დედამისი ეხვეწებოდა, რომ იმ ოთახში დაეძინა სადაც იყო ნიკასაც, რომ არ გაღვიძებოდა, მათე ისეთ მზერით უყურებდა დახვრეტდა ზურიკო, რომ ვინმეს გაეღვიძებინა. -არა მე სხვის ოთახში ვერ ვიძინებ, ამოიჩურჩლა ნიკამ. -აუ ნიკო გთხოვ რა, ეხვეწებოდა ქეთი, რომ შვილს არ გაღვიძებოდა. -არა არ არსებობს, მართლა არ შემიძლია აქ დაძინება ქეთო რა. -არ გაინძრე მოგკლავ, დაიდუდღუნა მათემ. -ამ ბავშვს დავჭრი აქ ვერ დავიძინებ, სულ გადაირია ნიკა. საბოლოოდ მაინც არ დაიძინა რა თქმა უნდა ნიკამ იმ ოთახში სადაც თეთრეულის „წარმომავლობა“ გარკვეული არ ჰქონდა ფრთხილად დააწვინა ზურიკო საწოლზე და გამოიძურწა. ელენე და ცოტნე მენაბდეებთან დარჩნენ რამდენიმე დღე სანამ სახლი გაკეთდებოდა და მშობლებთანაც აგვარებდნენ ტყუილებით, რომ ყველაფერი კარგად იყო, მაია ნამდვილ თანამზრახველად ექცათ და ძალიან ხალისობდნენ. რაღაცნაირად ელენე სულ მარტო გრძნობდა თავს, ბარბარესაც კარგად ვერ ეწყობოდა ნიკას გამო, არც ამ ოჯახში ყოფნა უნდოდა, ცოტნეც სულ გარეთ იყო ბიჭებთან ერთად. ელენე სულ მოწყენილი და დაფიქრებული იჯდა თავისი სახლის ეზოში და საღამოზე გადადიოდა მენაბდეებთან. ღამე ვერაფრით დაიძინა და წყლის დასალევად სამზარეულოში ჩავიდა, თან ტანსაცმელი ჩაიცვა საშინლად ერიდებოდა სხვის სახლში დაძინება, მერე ღამე ბოდიალი და თანაც საღამურებით, არადა სახლში დღეც არ იხდიდა ზოგჯერ. სამზარეულოში ფეხაკრეფით შევიდა, ჭიქა მთელი მონდომებით, რომ ხმაური არ გამოეწვია გადმოიღო და წყალი დაისხა.. ლამის გადაცდა ფეხის ხმა რომ გაიგონა, თითქოს რამეს აშავებდა ისეთი შეგრძნება ჰქონდა. ნიკა და დემეტრე იყვნენ, ხმადაბლა ლაპარაკობდნენ და იცინოდნენ... -ელენე შვილო არ გძინავს? გაუღიმა დემეტრემ, წყლის ამოტანა სულ დაგვავიწყდა, დაამატა რომ მიხვდა რის გამოც იყო დაბლა. -არა რას ამბობთ, არ მწყურდება ხოლმე, მაგრამ დღეს ვერ გავძელი რატომღაც. -კარგი ძილინებისა, მშვიდად თქვა დემეტრემ და მეორე სართულისკენ წავიდა. -რატო ხარ ხოლმე მოწყენილი ელენე? ნიკაც სამზარეულოში შევიდა და იქვე ჩამოჯდა. -არ ვარ მოწყენილი უბრალოდ დედა და მამა რომ აქ არიან და არ ვეუბნებით ცოტა მაწუხებს. თან თქვეენთან ვცხოვრობთ, ასე არ ვარ შეჩვეული ადამიანების შეწუხებას. -მართლა არაა შეწუხება ეს, ბარბარესთანაც ცოტა ცუდად ხარ ასე მგონია, ჩემ გამო თუა მითხარი და რამეს შევცვლი. -არა შენ ასეთ მნიშვნელოვანიც არ ხარ! არა რა უნდოდა, რატომ ეუხეშა თვითნაც ვერ მიხვდა, ზუსტად იცოდა თავისი ძმა ასეთ საქციელზე გოგოს ერთს კარგად მიალანძღავდა. ამიტომაც მოწონდა ცოტნე, მაგრამ თვითონ რატომ ქაჯობდა. -მიხარია მე რომ არ ვარ მიზეზი, ისე ჩვეულებრივად ჩაილაპარაკა ნიკამ თითქოს არც არაფერი ეთქვა უხეშად ელენეს. ნიკას სიმშვიდე კი მის „მნიშვნელობაზე“ იყო დამყარებული ელენეს პასუხმა, რომ ვერ დაფარა. -ზოგჯერ ძალიან აუტანელი ვხდები და ამას მეც ვაანალიზებ, ბოდიში. -არა რატო? ნიკამ ისეთი სახით უთხრა რომ ელენეს ეგონა მის სიტყვებს აზრი არ ჰქონდა ნიკასთვის. თავი უმნიშვნელოდ იგრძნო და შეეშინდა, შეეშინდა მასთან არ დაკარგულიყო, არ ჩაკარგულიყო მის ხასიათში. ნიკამ შეატყო, რომ ყველაზე მეტად ეს წყინდა ელენეს და გაუღიმა. -არ ხარ აუტანელი, ჩემგან ასე ჩანს. ელენემ რაღაც დიდი ბედნიერება იგრძნო, საოცარი შეგრძნება ჰქონდა და ვერც მიხვდა რატომ. -არ მეძინება საერთოდ. -არც მე, მე ჯერ ისევ საფრანგეთს დროზე ვარ და ცოტა ავირიე. -ასე რომ არ გაგვეცნო ერთმანეთი შეიძლება ასეთი უხეშიც არ ვყოფილიყავი შენთან. აქ უკვე საკუთარ თავს ძალიან გაუბრაზდა, საშინლად გაღიზიანდა, როცა მიხვდა, რომ ნიკამ მშვიდ საუბარში შეიტყუა. -ვფიქრობ, რომ საინტერესო იყო ჩვენი გაცნობა, სასაცილოც კი....ელენეს აღიზიანებდა რაღაც ნიკაში საშინლად. -მე შენნაირები არ მომწონს! არ მინდა რომ რამე საერთო მქონდეს შენთან! ცოტათი უხეში უნდა იყო, ჩემს საქციელს არ უნდა ყლაპავდე, უნდა ვგრძნობდე რომ არის რაღაცები რასაც ვერ გეტყვი. -ბოდიში ჩემი სამზარეულოდან მე ვერ გავალ და ვერც დედამიწას დავტოვებ ამის გამო. ცოტათი სიუხეშეზე ვერაფერს გეტყვი...უბრალოდ იმას ვერ გეტყვი რასაც ვფიქრობ. ის კი სულ გახსოვდეს, რომ არასოდეს არავის დავაძალებ რამეს. -ძალიან კარგი მე გავალ შენი სამზარეულოდან და შენთან არ მინდა ურთიერთბა იცოდე. შეიძლება სხვა ვერ ხედავს, მაგრამ მე ვიცი როგორიც ხარ. -როგორი ვარ მითხარი გაფიცებ ეგ მეც მაინტერესებს ჯერ მეც არ ვიცი. -ბოროტი! ისეთ შეფარული ხარ ნიკა, რომ ზოგჯერ მგონია ეშმაკი გისახლდება თვალებში. შენნაირები კარგად მალავენ საკუთარ თავებს, მაგრამ მე ვერ გამომაპარებ, შენ ძალიან ცუდი სული გაქვს. იმდენად ბევრ რამეს იგროვებ, რომ ეს ყველაფერი სულზე გაწვება. მგონია, რომ ელოდები როდის მომიქცევ და მერე გამთელავ, შენ თვალებში სპორტულ ჟინს ვხედავ, როცა მე მიყურებს, მე კი ბურთი არ ვარ, არც უსულო საგანი. მგონია, რომ გამანადგურებ როგორც ქალს, ამის უფლებას კი არავის მივცემ. ნიკა თვალმოუშორებლად უყურებდა....ხმა არ ამოუღია ისე გატრიალდა ოთახიდან. -თუნდაც ის რომ პასუხს არ მთხოვ ამ სიტყვებზე, ნიშნავს იმას, რომ მართალი ვარ. -როგორც გინდა. სიბნელეში ძლივს არჩევდა მის ზურგს 13 „მენაბდე“ მიდიოდა ნაკრების 13 ნომერი და თავში ის სიტყვები ტრიალებდა რაც ამ თავის დასაწყისს აქვს....გაუღუჩებლად ტრიალებდა რეალობა. .................................. „ერთი, მოკვდავის სევდა, უფრო სრულია, ვიდრე სამყარო“.ი. ჩარკვიანი. უყურებდა მენაბდე შვილს და სულ აერია შეგრძნებები, მოეშალა სულიერი წყობა..ვეღარ ითმენდა ყოფილიყო მასთან სხვანაირად შორს, მასთან არ გამოდიოდა, შესაძლებლლობებს ცილდებოდა. -ჩამეხუტე მამა რა, ნიკამ ძლივს გადააბა სამი სიტყვა,მაშინვე პატარა ხელები იგრძნო კისერზე მთელი ძალით რომ უჭერდა, გახშირებულ სუნთქვას გრძნობდა და პაწია გული ისე უცემდა, ისე ძლიერად, ჩიტვით ფეთქავდა..მისი ბავშვურ სუნზე, ელენესაში არეულზე შეაჟრჟოლა. -ჩემო პატარა, ძალიან, ძალიან მიყვარხარ, სულ იცოდე. ხომ გეცოდინება მამა? ანასტასიამ თავი დაუქნია და გაუღიმა. -მეც ძალიან მიყვარხარ, დემეტრეც მიყვარს არ მინდა ასე იჩხუბოთ ხოლმე. ორივესთან მინდა...... -შენ არ იტირო ხოლმე რა....გეხვეწები. -ხშირად მნახე და ჩვენთან იყავი..მასე აღარ ამეტირება ...მეც კი არ მინდა ტირილი, ვერ შევიკავე თავისით მეტირება ხოლმე. ნიკამ ხელში აიყვანა და მიიხუტა. ელენეს თვალებში აღარაფერი იყო. ყველა ტკიოდა. -დედას გაყევი ტატია, მე გნახავ ხოლმე..მენატრები უკვე. ანასტასია მთელი გზა სანამ ელენე შეიყვანდა ხელს უქნევდა გაღიმებული. დემეტრე ოთახში ჩაიკეტა, მთელი დღე არ გამოსულა, ელენესაც არ შეუკითხავს, არც დაუკაკუნებია, ანასტასიასთან ერთად სამზარეულოში ტკბილეულს ამზადებდა, მაგრამ გული და სული დემეტრესკენ ჰქონდა, როცა უკვე საღამო იყო და უკვე იცოდა ბრაზი მიწყნარდებოდა და მშვიდად ლაპარაკს შეძლებდნენ მაშინ დაუკაკუნა კარზე. -დე შეიძლება? ანასტასია ოთახში შეტანტალდა და დემეტრეს ჩაეხუტა, იმ ლოყაზე აკოცა, რომელზეც დაინახა მამამ, რომ გაარტყა. -შემოდი, ჩაიბურტყუნა დემეტრემ. სულ პატარა მეტიჩარას თავზე აკოცა.როგორ არ იცოდა დედა რას ეტყოდა, არ ჰქონდა წარმოდგენა ელენე რას ფიქრობდა მის საქციელზე, ნიკას ქცევაზე....ელენემ ტასოს გაუღიმა და ანიშნა გასულიყო. -არ მინდა ეგ კაცი კიდევ ვნახო, ელენეს სიმწრით ჩაეღიმა... -მასე ძალიან ნუ მოინდომებ. მაშინ ვერც დედამისის სიტყვები გაიგო, მერე მიხვდა...მხოლოდ. -მინდა მოკვდეს, ელენეს სახე წაეშალა..ლამის ტირილი აუვარდა. თავი ძლივს შეიკავა. -როგორი ძნელია ორივეს გაგაგებინოთ ის რაც ჩემგან ჩანს. -დედა შენ ხომ ჩემ გვერდით იქნები, ანუ ხომ მე დამიჭერ მხარს? ჩვენ არ გვინდა ეგ კაცი, არაფერში გვჭირდება, მეც შევძლებ რომ გვერდში ამოგიდგე....ყველანაირად ვეცდები რომ ამაყად ვიყოთ მთელი ცხოვრება, მას არ აქვს ამხელა გავლენა ჩვენზე, ჩვენს ბედნიერებაზე, უიმისოდაც შევძლებთ დედა, ხომ გესმის? ხომ ხვდები მე რას ვამბობ? დემეტრესთვის დედამისის ყოველი სიტყვა სამყარო იყო, დედა დარჩა, რომელსაც სულიერად ეჭიდებოდა, დედის არსებობა ხდიდა მის ოჯახურ ცხოვრებას ასატანს, ის აფიქრებინებდა, რომ არსებობენ საოცარი ადამიანებიც იმ უღირსებო და საზიზღარი არსებებთან ერთად. -მე სულ შენ გვერდით ვიქნები დემეტრე, შენს ირგვლივ, რომ არ დაუშვა შეცდომა.....ვიცი ძნელია შენს მდგომარეობაში ამის გაგება და გადატანა, გგონია, რომ დაგამცირა, გგონია, რომ შენი ღირსება გაანადგურა, ახლა შენ ბევრი რამის დამტკიცება გიწევს და მამა ახლა გეღობება წინ, შენგან ასე ჩანს... -შენგან სხვანაირად ჩანს? შეეცადა გულგრილად ეკითხა. -ნიკა ცოტა უცნაურია, ვიცი შენ ვერ გაიგებ, არ იცნობ, მაგრამ, რომ შეეცადო მის ხასიათის გამოცნობას უფრო ბევრი რამ იქნება ნათელი, ის კაცია, რომელსაც ფეხბურთი სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, არაადამიანურად იციი... მისი თამაშისდროს ნიკა სულ სხვანაირი იყო, მე თამაშის პროცესს არ ვგულისხმობ თვითონ მას ვგულისხმობ, როცა თამაშობდა. დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე ასე რატო შეიცვალა, მერე მივხვდი რომ....დემეტრე სმენად იყო ნაქცევი...ის უბრალოდ ამ ყველაფრით ცხოვრობდა და უაზროდ ბედნიერი იყო, წარმატებული ყველაფერში, არ არსებობდა რამე რასაც შეეძლო ნიკა გაებრაზებინა, მაშინ როცა გავიცანი, იცი როგორი უდარდელი იყო, შეუძლებელი იყო რამეს გაეღიზიანებინა, ყველა პრობლემას სიხარულით წყვეტდა, საკუთარი თავი ბოლომდე რეალიზებული ჰქონდა და ცხოვრებასაც სხვანაირად უყურებდა, პრობლემებს ცხოვრებისეულ აუცილებლობად აღიქვავდა და მასთან ბრძოლაც უადვილდებოდა, ამ ყველაფერს კი ფეხბურთი აბალანსებდა, უბრალოდ იმის კეთება რაც სიამოვნებდა ძალას აძლევდა ყოფილიყო ისეთი როგორიც უნდოდა..... -ფეხბურთზე დამოკიდებული იყო, და მის გარეშე არაფერი შეეძლო.!! ბევრი კარგავს ასე თამაშის უფლებას, მაგრამ ადამიანობას არა... -არა დემე აქ ფეხბურთი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც კალათბურთი ან ნებისმიერი სპორტი, აქ მნიშვნელობა იმას აქვს თუ რა სიამოვნებას იღებდა საკუთარი საქმისგან, ეს შეიძლება ფასადების ღებვა ყოფილიყო ფეხბურთის ნაცვლად ან ნებისმიერი სხვა სამუშაო. თუნდაც შენს მაგალითზე ავიღოთ, როცა რაღაც გსიამოვნებს და იმას აკეთებ, ეს ხომ გყოფნის რომ სხვა უმნიშვნელო პრობლემებს თავი დაახწიო? ხომ არ გაინტერესებს იმ დღეს ანასტასიამ მიგირია თუ არა ოთახი? დემეტრეს გაეცინა. -ის ძნელად ეჩვევა და ძნელად კარგავს, მან ფეხბურთში ჩადო ყველაფერი და ერთ დღეს უთხრეს რომ უბრალოდ სახლში უნდა წასულიყო..დემეტრე ყველაფერი შიგ ჩადო, რაც გააჩნდა, სულ ყველაფერი... -მას ხომ შეეძლო გაეგრძელებინა, ტრამვა ვის არ ჰქონია, რონალდოს ტრამვა ინტერში მან კი მას შემდეგ რეალში თითქმის ყველაფერი მოიგო, ის ფენომენი იყო..ის იყო ნამდვილი მებრძოლი..მამაჩემი კი სახლში დაჯდა..არ იბრძოლა.. -ის 28 წლის იყო, თავისი კარიერის ყველაზე კარგ ფორმაში, მოუწია გაეკეთებინა ოპერაცია, რომლის შემდეგ მხოლოდ 11 თვეში შეძლებდა ვარჯიშს, მხოლოდ ვარჯიშს და არა თამაშს. ამის შემდეგ არ იცოდნენ როგორ ექნებოდა ფეხი, შეიძლება ხშირად შეეშალა ხელი, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა იმასთან შედარებით რის გამოც დაანება თავი ნიკამ, იცოდა რომ ვერასოდეს იქნებოდა ისეთ როგორიც ადრე, უბრალოდ დრო არ ეყოფოდა, 29 წლის ვარჯიშის უფლებას მიიღებდა მხოლოდ იმაზე უარესი ფეხით ვიდრე დაიწყო, 30 წლის ბევრი ამთავრებს თამაშს უკვე და არ უნდოდა ასე გაეგრძელებინა, იმ დროს უამრავი ადამიანი ათენებდა სახლთან, ხვდებოდა ქუჩაში, ტელეფონი არ ჩერდებოდა, მოდიოდა უამრავი წერილი, ყველა ამხნევებდა და ბრძოლისკენ მოუწოდებდა, ყველას ჯეროდა მისი, მის გარდა. -ეს სისუსტეა უკვე. შეუწყნარებლად მკაცრი იყო დემეტრე განსჯისას. -ამას მე ვერ გეტყვი, ეს თვითონ იცის, მაშინ სუსტივით მოიქცა თუ არა, მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ის მამაშენია დემეტრე, ასეთია და თუ ერთმანეთს ისეთს არ მივიღეებთ როგორებიც ვართ მაშინ მარტო ცხოვრება მოგვიწევს. უერთმანეთოდ, ფასეულობებისგან შორს, იმ უხილავი მაგრამ ყველაზე ძლიერი ბორკილების გარეშე რაც ჩვენ სულებს სიამაყით ავსებს. ესაა ოჯახი, ეს არის აზრი რაც ოჯახს მთლიანს ინარჩუნებს. ამ ყველაფრის შემდეგ მოუწია ცხოვრება იმ ცხოვრებით, რომელსაც არ იცნობდა, ვერსად ახერხებდა საკუთარი თავის პოვნას და ითრგუნებოდა, მეგობრებს ჩამოშორდა, გადმოვედით აქ სადაც თითქმის არავინ ცხოვრობს, მეზობლები არ გვყავს, მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვების ხმა არ შემოსულიყო როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს, ერთხელაც არ უნახავს თავისი მეგობრები, გუნდეელები, რადგან ისინი ახსენებს იმას თუ როგორი ბედნიერი იყო, ადამიანს კი ამის გაძლება ცოტა უჭირს. ახლა მას საკუთარი შვილი ხმამაღლა უყვირის და ლანძღავს.. თანაც ამ შემთხვევაში დაუმსახურებლად, იმან თუ აქ პასუხი არ გასცა სანდროს ჩვენ თვალწინ არ ნიშნავს, რომ უპასუხოდ დატოვებდა,თუნდაც ასე ყოფილიყო, ჩვენ ოჯახზე უკვე ვთქვით!! ოჯახში სიყვარულია ყველაფრის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა ერთმანეთი.დემეტრე ამასაც გაცნობა უნდა მისი დანახვა, თანაც სულაც რომ მართალი იყო ამ ქვეყნად მშობლებთან საჭიროა, რომ სხვანაირი მიდგომა გქონდეს, იმას ვერასოდეს ეტყვი, ვერასოდეს მოექცევი მშობელს, როგორც სხვას იგივე სიტოაციაში, უბრალოდ მათ გამო ხარ ადამიანი ცოცხალი,მათ ყველაზე ძვირფასი გაჩუქეს სიცოცხლე. ნიკას ცხოვრება მისი ტრამვა.... ცხოვრებისგან არც ისე კარგი საჩუქარია დემეტრე..ეს ჩანს ჩემგან დედა, ამას ვხედავ მე..... -მან მე გამარტყა! ეტყობოდა რომ ყველაფერი რომ დაევიწყებინა ამას ვერ შეძლებდა. ცხოვრება გამიმწარა, ყველაფერი ამიკრძალა და ბოლოს ესეც არ ითაკილა, გამარტყა..ესე როგორ დამამცირა...როგორ არ იფიქრა სულ ოდნავ მაინც, როგორ საერთოდ არ ვუყვარვარ? ოდნავ მაინც, უცხო ხომ არ ვარ შვილი ვარ, რა დავუშავე? რამე დავუშავე ცხოვრებაში? რამე შემეშალა? რატომ არ ფიქრობს ოდნავ მაინც ჩემზე. -მას შენ უყვირე და მისკენ იწევდი! ნუთუ უნდა დაგერტყა, რომ შენი საქციელის სიმძაფრე გეგრძნო? ხომ გაგაფრთხილე რომ არ გეთქვა მისთვის ეს სიტყვები? მამის შეურაცხყოფა ხომ აგიკრძალე დემეტრე? როგორ გგონია რატომ? მე ნიკას ვიცნობ და ვიცი არაფერს იტანს ადვილად, მაგრამ არც სხვას გადაატანინებს. ძალიან ძნელი იქნება რომ ის ისეთი გახდეს, როგორც ადრე..მაგრამ ეს სულაც, რომ არ მოხდეს გახსოვდეს, რომ მამაშენია. აქ ყველაფერი მთავრდება დემეტრე..ნურც სიყვარულს დააყენებ ეჭვქვეშ, როგორც შეუძლია ისე უყვარხარ....და თუ ჩემი ოდნავ მაინც გჯერა იცოდე, რომ შენ გამო არც კი დაფიქრდება ისე გაწირავს თავს. -არ ვიცი, არ მიყვარს..... -არ გიყვარს? კარგი მაშინ პრობლემაც არ არსებობს დე, ნიკა არ შეგაწუხებს, იმდენად არ შეგაწუხებს, რომ სისხლი გაგეყინება და გული ძალიან გეტკინება, თუმცა თუ არ გიყვარს არაფერს იგრძნობ..დემეტრე ცოტა დაიბნა ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა ელენე.ხშირად არის ცხოვრებაში ემოციებში, მეხსიერებაში ჩარჩენილი ფაქტები, რომლებიც ისე შორს არის გვგონია..რომ შეიძლება სიზმარიც იყოს და არა რეალობა..ასე იყო დემეტრე..სამ წლამდე ძალიან ბუნდოვნად...უმნიშვნელოდ ახსოვდა მამა..ახსოვდა და სულ ის ტანჯავდა რომ ეს სხვა ადამიანი იყო..ის მამა თითქოს მხოლოდ სიზმრებში არსებობდა..მხოლოდ დემეტრეს ეკუთვნოდა ეს ემოციური მეხსიერება ვერც კი ამბობდა..იცოდა და გრძნობდა მხოლოდ..გრძნობდა განსაკუთრებით მაშინ როცა ბრაზდებოდა, როცა ნიკას უბრაზდებოდა..გრძნობდა რომ მასთან ერთად თამაშებზე ყოფნა ახსოვს, პირველად მამამ ჩაჩურჩულა ყურში ძალიან ღრმად, რომ ფეხბურთელი უნდა ყოფილიყო..მაშინ ძლივს დადიოდა და ბურთსაც ძლივს მიარტყა პატარა ფეხი..მამა რამსიმაღლე ეჩვენებოდა..მზეს სწვდებოდა..ახსოვს რომ მისი ფორმა ხშირად ეცვა ოღონდ თავისი ზომის, ნიკას ნომრით და გვარით..თუმცა გვარი მისიც იყო, ჩაეღიმა..სულ რომ არაფერი მშობელი იმდენ რამეშია დაკავშირებული ჩვენ ცხოვრებასთან, რომ ამ ჯაჭვს ვერ გავწყვეტთ ყველგან აქვს გადგმული ფესვები.. წვრილმანები, თუნდა ის რომ მის მაისურს ყოველთის „მენაბდე“ეწერება მასავით...წვრილმანები შეადგენენ ცხოვრებას და ეს წვრიილმანები გვაიძულებენ დავფიქრდეთ დავფიქრდეთ იმაზე, რომ არაა მარტივი გძულდეს ის ვინც გიყვარს. ნიკას ფიქრმა მთელი ენერგია წაიღო, ისე დამძმებული იყო ყველანაირად, რომ მეტი ვერც წარმოედგინა, უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ერთით მეტი თუ ნაკლები პრობლემა ექნებოდა, უბრალოდ გრძნობდა, რომ ქვევით ძალიან დაბლა მიექანებოდა....საკუთარი თავი დაკარგა, ის ნიკა დაკარგა, რომელშიც ყველაზე ბედნიერი იყო..არადა იცოდა, ჯეროდა, რომ სიყვარულს სულისთვის სიკეთე მოაქვს ის კი დაამძიმა......დემეტრე! სულ სხვანაირად გრძნობდა ყველაფერს, სულ სხვა რამ იყო მისთვის ის...ვერც კი გამოხატავდა რას უკავშირებდა დემეტრეს არსებობას მის ცხოვრებაში..რას ნიშნავდა მისი პირველი კბილი, ფეხის ადგმა...როგორ ეტკინა...ისე გაამწარა ტკივილმა..სული აუჯანყა, გონება აურია და სხეული ჩამოფხოტნა...პრობლემებს ვერ ალაგებდა, ვერ ფიქრობდა რა მოეგვარებინა რითი დაეწყო..ნუთუ ასეთ დროს მიდიან ადამიანები ხიდთან, ჩაეღიმა..ისე ჩაეღიმა თითქოს ის ის არ იყო და უბრალოდ მის მდგომარეობას უხწერდნენ, მას კი ვერც წარმოედგინა რომ ასეთ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ელენე კვდებოდა, დემეტრე დაკარგა, ლიკასთან არასწორად ქცევა სინდის უჯანყებდა, ანასტასია....ანასტასია კი ამ ყველაფრის გამო ისე ეცოდებოდა, ისე ტკიოდა, რომ საკუთარი თავი კიდევ უფრო ემეტებოდა ყველა ცუდისთვის. საკუთარი თავი მხოლოდ და არა სხვები, ახლა კი სხვების გამო ტკიოდა მთელი არსებობა. განვლილი ცხოვრება ტკენდა, სხეულს მდუღარეს ასხავდა და შეგრძნებები ალაგ-ალაგ სისხლს უყინავდა. იაზრებდა და გააზრება ყველაზე მძიმე შეგრძნებას უტოვებდა. ვერ ხსნიდა საკუთარ საქციელს, ვერ უმორჩილებდა საკუთარ ხასიათს, თითქოს სხვამ იცხოვრა ეს ათი წელი მისი ცხოვრებით, სხვამ დაუნგრია ყველაფერი, მაგრამ ეს მხოლოდ ადამიანის თანდაყოლილი ინსტიქტი იყო ყველაფერში თავი გაემართლებინა, ისე კი მანაც იცოდა, რომ სხვანაირად არ შეეძლო, ვერ გადალახავდა და ვერც დაივიწყებდა და ვერც შეეგუებოდა. ვერ აპატიებდა! ის უბრალოდ ასეთი იყო და ამას ვერ ცვლიდა, ასეთად ყოფნა უფრო ტკენდა ვიდრე მისი საქციელი..ამას კი ვერაფერს შველოდა. სადღაც გაურკვევლობასა და ბუნდოვანებაში იყო გახვეული მისი გრძნობები, ბრაზი, სიამაყე, სიყვარული, ტკივილი ფენებად ჰქონდა გარშემოკრული მის საქციელს და ახლა უკან მიხედვის ეშინოდა..ეშინოდა რომ დაიკარგა..წაიშალა ის რაც თავის თავში აშენა, ის ნიკოლოზი, რომელიც მის ცნობიერებაში არსებობდა გაფერმკრთალებული იყო და მისგან რადიკალურად და მტკივნეულად განსხვავებული ადამიანი იდგა. ერთი რამ იცოდა და აძლებინებდა ოჯახს ვერ დაკარგავ, შეიძლება მხოლოდ მათ დაგკარგონ შენ...შვილებთანაც იგივე შეგრძნება ჰქონდა..დაკარგვის და გადაჩვევის, დემეტრეს მამის არსი გაუუფერულდა, ამას არ მალავდა და აგრესია ყოველ ამოსუნთქვაში მჟღავნდებოდა, ანასტასია კი სულ სხვა იყო..უფრო დაკარგულად ეჩვენა ნიკოლოზს პატარა ტასო...იცოდა რომ მეხსიერებაში დარჩა, მაგრამ ანასტასიას გონებამ მამის ეს სახე გადამალა და მხოლოდ კარგს ხედავდა..ესეც დროებითი იყო....ესეც წლებთან ერთად თანდათან გამოვიდოდა გონებიდან და მთელ სხეულს, აზროვნებას მოუწამლავდა.ეშინოდა..ეშინოდა ისე როგორც არაფრის ამ ქვეყნად. ანასტასიაში გაუფერულების და გაუბრალოების აზრი გონებას აკარგვინებდა, იცოდა მასთან, მისგან ამას ვერ გადაიტანდა. ყველა ადამიანი ყველა ადამიანთან განსაკუთრებულ, განსხვავებულ ურთიერთობას აყალიბებს.. მასთანაც განსხვავებული შეგრძნებები აკავშირებდა, აუხსნელი და გადაულახავი, მრავალწახნაგოვანი და ამისი შეცვლა დაშლიდა. ბრუნდებოდა......სულში განწირული სიმშვიდე იდგა......მოგონებები, გზაში გაბნეული წამები, წლებში დარჩენილი და გაჩხერილი იმედები. დასასრული არის დასასრული! როცა გონება ამ სიტყვებს გაჰკივის. ირონია, სარკაზმი, ცხოვრება საოცრად დასცინის სიცოცხლეს და საოცარია ყველაფერი...... ყველაფრით ერთად ცხოვრება მაინც დაუთმობელი და გამოუცნობია. რატომ შეიძლება უნდოდეს ადამიანს სიცოცხლე, როცა მხოლოდ ტკივილს გრძნობს? ნუთუ მხოლოდ ცნობისმოყვარეობას შუძლია დაიფაროს ადამიანი თითმკვლელობისგან? და რელიგია? რწმენა, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა? კარგია, როცა იცი, რომ სიკვდილი არსად გაიქცევა, ეს ერთადერთი რამაა რაც ადამიანმა ზუსტად იცის....“სიკვდილი ყოველთვის ხელში გვიჭირავს ადამიანი კი ისეთი არსებაა, რომ იმისკენ ისწრაფის რაც ჯერ კიდევ არ აქვს“.....რატომ გვეძლევა ის რაც უნდა დავკარგოთ? რომ ვიბრძოლოთ მის შესანარჩუნებლად? და როცა ეს შეუძლებელია? როცა ეს კიბოა? მესამე სტადია სადაც მედიცინა ხელს იბანს......სასჯელი.....ტვინმა საგანგაშო სიტყვა სწრაფად მოძებნა და განწირულის სასოწარკვეთილი სიმშვიდით მუხლოკვეთილი მაინც მტკიცედ და შეუპოვრად ჩამოჯდა მთვარის მკრთალი შუქის განათებაზე ტროტუარზე. გონებაში სირთულის მიხედვით დაალაგა პრობლემები და მიხვდა ერთს.....არ ლაგდებოდა, არაფერი ლაგდებოდა, არც ის ფრაზა შველოდა რამეს „ესეც გაივლის“ არც ყველაზე რთული პერიოდის გახსენება...გონება კიოდა ელენეს ავადმყოფობას და ამის გამო დათრგუნული ვერ აზროვნებდა, მის იქით ყველა სუნთქვის აზრს ჰკარგავდა. -ვა ნიკო შენ ტო? როგორ ხარ? -ვარ მათე შენ როგორ ხარ? -მეც, რა ხდება? რამდენი ხანია არ დაგირეკავს მეშინია დედა და მამა ხომ კარგად არიან? მათემ გადაიხარხარა. -შენი ხუმრობის კოეფიციენტი ყველაზე მაღალ ნიშნულს ურტყავს რაც კი ოდესმე გქონია. -კარგად ხარ ნიკოლოზ? მათეს ანერვიულება დაეტყო ხმაზე. -ჯერ ვარ...მათეს უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა... -სად ხარ ახლა? დედა და მამა ესე იგი კარგად არიან? ცადა რაღაც ეხუმრა მათეს.. -მათე ახლა ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდა რომ ძმა მყავდეს....გვერდით..არ გინდა რა არ იხუმრო, სხვა დროს მათე..ახლა არა.... -თუ რამე გინდა მითხარი მე...მე ყველაფერი მესმის..მერე რა რომ ახლა სხვა ქვეყანაში ვარ...თუ გჭირდება დამელაპარაკე და მალე ჩამოვალ ნიკა...მათეს ხმა გაბზარული ჰქონდა. იგრძნო რომ რაღაც რიგზე არ იყო... -შენი დახმარება მჭირდება მათე....ესე პირდაპირ ნიკას არასოდეს არაფერი უთხოვია, საერთოდ თხოვნასაც ერიდებოდა ყველასთან, ახლაკი ასე დაუფარავად პირდაპირ, მათე გრძნობდა ნიკას ამღვრეულ სულს. -მათე „ერთი მოკვდავის სევდა უფრო მეტია ვიდრე სამყარო“ -მე არ ვიცი რა ხდება, მე არ ვიცი მანდ როგორ ხარ, არ ვიცი და არც მაინტერესებს, არაფერს აქვს მნიშვნელობა, არც ერთ სიტყვას და არცერთ ქცევას...ნიკა იცოდე რომ მე შენი ძმა ვარ, იცოდე, რომ შენ გვერდით ვარ ყველანაირად, შეგიძლია როცა მოგინდება მაშინ დამეყრდნო..შეგიძლია ერთად ვიაროთ სანამ გავძლებთ და ვიცი რომ ბოლომდე გავიტანთ, გოლს არა ცხოვრებას გავიტანთ ნიკოლოზ...მე მანდ ვარ შენ გვერდით....ნიკამ გვერძე გაიხედა მხოლოდ ხიდის მოაჯირი დაინახა და მტკვრის ხმა...გალაკტიონის ხიდის მოაჯირი..განათება, რომელიც საოცრად ჰგავდა სტადიონისას, როცა ზემოთ აიხედა, ისევ ის ჟრუანტელი, როცა მოედანს ეხებოდა ბუცებით, ფეხი იხევ ნაცნობი მოძრობით გაასრიალა, როგორც ადრე ბალახზე, ბეტონი იგრძნო.....რატომ არის რომ ხშირად იმაზე მეტია ტკივილი ვიდრე გაძლება შეიძლება...ალბათ ამიტომ მიდიან ხიდთან. „ადამიანი ადამიანისთვის დღეა“ მათეს წინ დამდგარი სახე თითქოს ამას კიოდა ედვარდ მუნკის „კივილივით“ 888 “IF you can make a girl laugh, you can make her do anything.” Marilyn monroe. როგორ უნდა დაეჯერებინა მისი ასეთობა?“ ნუთუ მასზე არაფერი მოქმედებს?“ არ წყენია, არ შეცვლილა მენაბდე. ოდნავადაც არ უმოქმედია ელენეს სიტყვებს. ნიკა ისევ ისეთ იყო, უფრო იშვიათად სახლში, მაგრამ როცა მოდიოდა, ის საღამოები, როცა მენაბდები ერთად იყვნენ, ის საუბრები, ზოგჯერ ყვირილი, სიცილი, სახლის გარეთ გატანა, ნათესავებით გამოტენილი სახლი, სიკეთე ბუდობდა შიგნით, სიკეთე ფესვებს იდგავდა და მთელ სახლს ათბობდა. უშუალობა, როგორი თბილი იყო სინამდვილეში მაია..ელენეს ცხვენოდა, რომ გამოლანძღა..სახლში იმხელა სიყვარული იყო ელენეს მენაბდეების სახლი შეუყვარდა. ის უანგარობა და უშუალობა მოსწონდა რაც გარს ეხვია ოჯახის ყველა წევრს, მათი ძაღლის ჩათვლით, რომელსაც ნიკა თითს ვერ აკარებდა და სულ იმაზე უჯავრდებოდა, რომ არ შეხებოდა...ამპარტავნებისგან დაცლილი წარმატება იყო გამჯდარი ოთახების ყველა ჰაერში.... უკვე გრძნობდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სახლში უკვე ცხოვრება შეიძლებოდა, მაინც უმეტეს დროს მენაბდეებთან ატარებდა, ნიკა იშვიათად იყო სახლში ეს ახალისებდა, მაგრამ მაინც ელოდებოდა ყოველ წამს. ის ფრაზები უყვარდა რასაც ერთმანეთს „სროდნენ“ „მათე შენ გაქუცულ ძაღლს უთხარი არ შემეხოს, თორემ მოვკლავ!“ „ბომბორაა მიდი ალოკე ჩვენი წიკუშა!“ იყო მათეს მყისიერი პასუხი. „არც იფიქრო“, დაუქნევდა, ხოლმე ნიკა ძაღლს თითს, ძაღლს აშკარად მათე უფრო უყვარდა, ნიკას სირბილი, ამიტომ ეზო აკლებული იყო.. „არ მომეკაროს, თორემ დავჭრი მათე, მართლა ვამბობ!“ ყვიროდა მენაბდე, თან ნატკენ ფეხზე ანიშნებდა მათეს. ბომბორა კი კუდის ქიცინით მისდევდა. „ამის ბეწვი, რომ შემეხოს გავაფრენ, მართლა გავაფრენ მათე! გთხოვ რა!“ მათეც მოწყალებას მოიღებდა და ბომბორას „გამოიწვევდა“ ბომბორა მოკვდა....... სახლში ყველამ განიცადა. ნიკა იმ საღამოს არ ჩამოსულა, ოთახში იყო უხმაუროდ შეკეტილი. მენაბდე შემოსვლისას იმ მხარეს არ იყურებოდა სადაც ბომბორას სამყოფი იყო ხოლმე....ჩუმად გულში, ისე ეტკინა, ბომბორა, რომ წინ ყოლოდა ჩაეხუტებოდა, ხო ჩაეხუტებოდა მის ბეწვს არც კი შეიმჩნევდა.. თავადაც უკვირდა... მშობლები უნდა ჩამოსულიყვნენ, სახლი კი გაარემონტეს, მაგრამ საჭმლის გაკეთებას ვეღარ გარისკავდნენ, ამიტომ თბილისში წავიდნენ, რადგან ცოტნეს არ ეცალა, არც მათეს ესენი ბოლო დროს ძალიან დაახლოვდნენ და „საიდუმლო“ ადგილებში ხშირად დადიოდნენ შეთქმულებივით იმ ფრაზით შუბლზე რომ გამოსახვოდათ, რომ „ცოლები არ ყავდათ და ვის რა ეკითხებოდა“ ამის გამო ნიკამ წაიყვანა ელენე თბილისში პროდუქტების და ნამცხვრების საყიდლად. ეს იყო ტანჯვა...ეს იყო არაადამიანური ჯოჯოხეთი მისთვის.. თითი არ გაუნძრევია, არც ერთ ხილს, არც ბოსტნეულს არ შეხებია, მხოლოდ კალათას აგორავებდა. ერთხელ განზრახ თხოვა ელენემ მარკეტში დადებული პომიდორი მოეწოდებინა და ისიც ინანა, ნიკამ მთელი „აუდიტორია“ შეაწუხა ცელოფნის პარკი სანამ არ მიაწოდეს და იმით არ მოკიდა ხელი. ამ ყველაფერს ისე თავისუფლად და ძალდაუტანებლად აკეთებდა სულ აგიჟებდა. ნიკას ხასიათი ოდნავ არ ეცვლებოდა ელენე განზრახ, რომ ავალებდა რაღაცებს რაც „ხელების გასვრასთან“ იყო დაკავშირებული, მერე მიხვდა, რომ ნიკა ამას შეჩვეული იყო, სხვანაირად ვერ წარმოედგინა და ცოტა გაჩერდა. მთავარი ნამცხვრისთვის შემოინახა „შემთხვევით“ რომ დასვრიდა, სასაცილოდ ჩაიქირქილა ელენემ რაღაც იდეალური აზრი. -ვაიმეეეეეეეეე, იკივლა დიდი ბოდიში არ მინდოდა, გთხოვ მაპატიე რა.. ელენე ძლივს იკავებდა სიცილს ნიკას ნამცხვრით დასვრილ მაისურზე. -კარგი რა მოხდა ისეთი ელენე, სირცხვილია ხმადაბლა, ნიკამ ნამცხვარი გამოართვა და მანქანის უკანა სავარძელზე გადადო. ელენე მაღაზიაში დარჩა და მეორე შეკვეთას დაელოდა ფიქრებით „არის! ახლა ნახოს ვინაა ბინძური, არ გააწყალა გული თავისი ზესისუფთავით, ჰაჰ..ჰუჰჰჰ“ ელენე ვერც მიხვდა, როგორ აღნიშნავდა ყველასთვის შესამჩნევად მაღლა აწეული ხელებით ამ „გამარჯვებას“ ...შერცხვა....ხალხის, ნიკასი არა... მანქანაში დაბრუნებულს ნიკა დახვდა ტელეფონით ხელში გაღიმებული, თანაც სხვა მაისურით. -უი, გამოიცვალე? როგორ? -არ იღლები? -რატო? -ასეთ არაადეკვატური სისუფთავით? ნიკას გაეცინა. -მეტყობა რამე დაღლის? მათე რომ არა ვერ შემამჩნევდით, გუნდში ახლა უკვე დრამანის გარდა არავინ იცის, არც ვინმეს შეუმჩნევია სხვაგანაც, უბრალოდ მათე არ ჩერდება სულ ამაზე იცინის და ამიტომ არის ასე შესამჩნევი. -ზედმეტად შესამჩნევიი! -ხო როგორც გინდა, მაგრამ არ შემიძლია სხვანაირად, რომ შემეძლოს რამეს მოვახერხებდი.დაჯექი ელენე, კიდევ რამე ხომ არაა წამოსაღები? გაღიმებული სახით იკითხა ნიკამ, აშკარად ტელეფონიდან, რომ მოდიოდა, მისი კარგი ხასიათი, ელენე გაწითლდა. ახლა გაახსენდა როგორ ჩურჩლებდნენ მაია და დემეტრე ნიკას გატაცებაზე ვიღაც გოგოთი, მაია არ ცხრებოდა, დემეტრე ამშვიდებდა..ბოლოს შეთანხმდენენ მოვლენების განვითარებას დალოდებოდნენ. -ხინკლის შეკვეთა და მორჩა! უხეშად თქვა ელენემ. -ვინმემ რამე ხომ არ გითხრა სანამ მანქანაში ვიჯექი? რა გჭირს, რატომ ხარ ესე გაწითლებული და თვალები რატომ გაქ ამღვრეული? რამე მოხდა? ნიკა მართლა ვერ მიხვდა რა დაემართა ელენეს. -არა არაფერი, ვის რა უნდა ეთქვა, ეგღა მაკლია, მე კი არ ავწითლდებოდი იმას ავაწითლებდი, საერთოდაც არავისი დახმარება მჭირდება პასუხის გაცემაში. არც არასოდეს დამჭირებია. -ძალიან კარგი! გაიცინა ნიკამ. და ელენეს მართლა აუდუღდა სისხლი ბრაზით, წყობიდან ვერ გამოყავდა, ვერ აბრაზებდა, აგიჟებდა ეს აზრი. -მაისურზე მართლა ბოდიში. -არაუშავს არ იცოდი სხვაც, რომ მქონდა წამოღებული. ნიკამ ისე მხიარულად უთხრა, ელენე რამდენიმე წამი იაზრებდა ამ სიტყვებით, ნიკამ აგრძნობინა, რომ მიუხვდა განზრახ გაკეთებულს. ვერ იჯერებდა ასე თუ მიიღებდა. მართლა ვერაფერს უხერხებდა, ვერ აბრაზებდა, ვერ გამოყავდა წყობიდან. -ჭკუიდან გადაგყავარ!!!!!! დაიყვირა ელენემ. ნიკას საჭისთვის ხელი არ გაუშვია, სავარძელს მიეყუდა, ხელები ბოლომდე გაჭიმული ჰქონდა და მთელი ხმით აჰყვა რეი ჩარლზის სიმღერას “Hit the road jack and don't you come back no more, no more……” ნიკა არ ჩერდებოდა..უფრო და უფრო ხმამაღლა მღეროდა...მერე გაეცინა მთელი ხმით ხარხარებდა...... -ახლა მგონი მართლა ეშმაკი გგონივარ, თან ტრამვის გამო ცოტასაც ვკოჭლობ და ეგააა, ყველა ეშმაკი კოჭლია და რაღა გინდა.... -დამშვიდდი ცოტა და ნორმალურად ატარე! -no more, no more, no more...... -what you say? გააგრძელა ნიკამ ისევ და მუსიკის ხმას უფრო აუწია....ბოლოს ელენესაც გაეცინა ისე სასაცილოდ ატარებდა მანქანას, განსაკუთრებით მოსახვევებში, ადგილზე ცეკვავდა, მღეროდა..იცინოდა..ხარხარებდა.....woah, woman! Oh woman don’t treat me so mean!!! ბოლოს უკვე ორივე ბოლო ხმაზე მღეროდა..... ფანჯრები ჩამოწიეს, ელენემ ის სათვალები გაიკეთა ნიკამ, რომ მიაწოდა და ხელებს ისე აკეთებდა თითქოს უკრავდა, ძალიან სასაცილო იყო....ადგილზე, რომ მივიდნენ სიცილით ვეღარ სუნთქავდნენ. -ჰუჰჰჰჰ, ამოისუნქა ნიკამ და თავი გადაწია....ჩარლზი იყავი ნამდვილი მაგ სათვალეებში, ცოტა თეთრი... -კარგად თეთრი, არ შეარჩინა ელენემ, მართლა ძალიან გახალისებული იყო....რამდენიმე წამი ასე იყვნენ... -არ გადადიხარ? -სად? ახალგაღვიძებულივით იკითხა მენაბდემ. -მე უნდა წამოვიღო ხინკალი? ელენეს თვალები შუბლზე აუვიდა, გაუფართოვდა და დაექაჩა. ნიკა იმდენად ნასიამოვნები იყო ამ ყველაფრით არ უნდოდა გაჩერებულიყო ამიტომ მშვიდად უპასუხა. თან ახსოვდა ელენეს პასუხები კახეთში, როგორ მოწონდა, როცა ბიჭი მანდილოსნებს განსაკუთრებულად ექცეოდა. -რა მოხდა მერე? არა თუ ვერ მოერევი გადმოგყვები...სახე წაეშალა, ელენეს თვალები აუფეთქდა... ორივე გადავიდა, კარებთან, როცა ელოდა ლორთქიფანიძე, რომ მენაბდე შეანელებდა ან შეატარებდა, უშნოდ მიარტყა მხარი ნიკამ და თავად შევიდა პირველი. „მოვკლავ“ „გავგუდავ“ -10 წუთი უნდა დაელოდოთ. შეწუხებულმა ქალმა უთხრა. -რააააა? რა ათი წუთი, ჩვენ 4 ზე შევთანხმდით, ეს რას ჰგავს, ნორმალურები ხართ? ელენე უყვიროდა თანაც ძალიან ხმამაღლა, ნიკა თავიდან არ იმჩნევდა, ისე იდგა „მე ამასთან არ ვარ“ მერე რომ ვეღარავინ დააწყნარა ნიკაზე ნერვებმოშლილი ელენე, მენაბდემ მხარზე ხელი გადახვია და მიიხუტა, იმ სუნმა სულ გააგიჟა, არაფრის იყო, არანაირი სუნამო..არაფერი იყო რასაც გონება ჩაეჭიდებოდა და იტყოდა, რაღაც საოცარი სუნი იყო ადამიანის სუნი....სისუფთავის...წყლის სუნი.... შეაჟრჟოლა.... -არაუშავს ქალბატონო, 10 წუთში წამოვიღებ, გაუღიმა ნიკამ და ელენე გარეთ გამოიყვანა.... -მომაშორე რა შენი ხელები. ფხვნილის სუნით ყარხარ. ელენემ თავი გაითავისუფლა. -ადამიანებს არ უნდა უყვირო! მშვიდად თქვა ნიკამ. ის ქალი არ იყო ამის ღირსი, ძალიან ხმამაღლა მოგივიდა. ელენე დაიბნა, ფეთქებადი იყო, მაგრამ არასოდეს ნდომებია ვინმესთვის დაუმსახურებლად რამე დაეშავებინა....ცრემლები წამოუვიდა. -გეტყოდი ბოდიშს, რომ გაგაღიზიანე, მაგრამ ვიცი მიპასუხებ, რომ არ ვარ ესეთი მნიშვნელოვანი შენთვის, რომ გაგაბრაზო. -არ ხარ! ხმადაბლა თქვა ელენემ. რომ შევალ ბოდიშს მოვუხდი და არაფერი აღარ მითხრა! მანქანაში უხმოდ ჩასხდნენ, ხმას არ იღებდნენ. დავიღალე რა აქ ლოდინით, ამოილუღლუღა ელენემ მწარედ და აგრძნობინა, რომ მარტო უკეთესად იქნებოდა და მისი იქ ყოფნა აღიზიანებდა. ნიკა ისე იყო გართული ტელეფონში რაღაც რიცხვების ცქერით, რომ მართლა ვერ გაიგო რა უთხრა. -რას აკეთებ? არ შეგიძლია ტელეფონი დადო? თუ მაგის გარეშე ვერ სუნთქავ. ნიკამ გაიცინა, ეტყობოდა კარგი რაღაც ამოიკითხა. -ანგარიშებს ვნახულობ, ტელეფონის გარეშე ვერ ვნახავ და შესაბამისად ვერც ვსუნთქავ. -აუ ესე როგორ ხარ მიჯაჭვული. - შენ არ იცი რომ ფილტვებთან ჰაერის მიწოდების აუცილებელი კომპონენტია ანგარიშის ცოდნა? მენაბდე გულწრფელად კარგ ხასიათზე იყო და აღიზიანებდა ელენეს. -ყველაზე უინტერესო მოსაუბრე ხარ, იცოდი? ესე იცის გაუნათლებლობამ.ნიკამ კისერთან ხელი მოისვა და გაეცინა. -შესაძლოა. თუმცა არ ცდილობ რამენაირად საინტერესოდ დამინახო. ოდნავადაც არ ცდილობ, თორემ რამეს დაინახავდი. -ეგ მხარე არ გაქვს! ჩაიცინა ელენემ. -გამოიგონე! სულ გააგიჟა ნიკას პასუხმა. მენაბდემ ხელები კისერზე შემოიწყო და მანქანის სავარძელს მიეყრდნო. -დავიღალე უკვე, მაშინ კითხვებს დაგისვამ და მიპასუხე, გულწრფელად, პირველი რაც მოგადგება და დაუფიქრებლად. -კარგი, პროფილური კითხვები არ იყოს. გაეცინა ნიკას. (ნუ 13 წლის წინ პროფილის არსებობა, სოციალური ქსელის და აშშ არ შეიმჩნიოთ, გამოგონილია ამბავიც და ამიტომ რეალობაც გადაკეთებულია) ელენე მოემზადა, წელში გაიმართა და გაიღიმა. -რისი გჯერა? -რწმენის. -რისი გეშინია? -სხვისი წიგნის დაკარგვის. -ვინ ხარ? -მენაბდე. -რას არ გააკეთებ არასდროს? -ჩახოხბილს. -შენი ფერი? -ჩალის ფერი. -რას გააკეთებ სიცოცხლის ბოლო დღეს? -დავიბან ეს უეჭველი ვიცი. ელენემ ძლივს შეიკავა სერიოზული სახე. -ჯერ ჯერობით ყველაზე გულწრფელი პასუხი გაქვს. -რა არ მოხდება შენს ცხოვრებაში არასოდეს?მალევე გააგრძელა, რადგან ნიკამ შეფასების გარეშე დატოვა მისი ნათქვამი. -არასოდეს მომბეზრდება სუნთქვა. არასოდეს მოვიკლავ თავს, ზუსტად ვიცი! -რისი გეშინია? -სიკვდილის. ჩემი არა ახლობლების. -ვინ გინდოდა ყოფილიყავი ბავშვობაში? -მამაჩემი. -რას არ დათმობ არასდროს? ელენემ თვალებში შეხედა და აგრძნობინა რომ დრო არ ჰქონდა მოსაფიქრებლად. -მეგონა ვინ დაგესმოდა.. ელენე გაწითლდა, ნიკა მიხვდა, რომ აქეთ საუბრის წაყვანა დასასრულს მოასწავებდა. ჩემი შვილის პირველ მაისურს, ნაკრების თამაშის შემდეგ. -შენი ოცნება ბავშვობაში? -ვყოფილიყავი კაპიტანი. ელენეს თვალებზე მიხვდა, რომ ვერ გაიგო სწორად რაც უთხრა. გემის კაპიტანი, მეზღვაურობა მინდოდა. ღიმილით დააკონკრეტა. გემზე მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა ფეხბურთის თამაში. -ცხოვრება რომ თავიდან დაიწყო რას გააკეთებ? -სახლიდან არ გამოვიდოდი. ელენეს ძალიან გაუკვირდა, წესების თანახმად არ ჰქონდა უფლება ჩაკითხვოდა, მაგრამ ვერაფრით მოითნა. -ვიცი არ უნდა ვიკითხო მეორედ, მაგრამ ვერ გავიგე პასუხი? -სახლიდან არ გამოვიდოდი და ამით მაინც შევძლებდი ცოტა სხვანაირად მეცხოვრა, იგივე ცხოვრება მომკლავს, ინტერესის გარეშე ყველაფერი აზრს ჰკარგავს მე კი ვიცი, რომ ისევ ბურთს იპოვიდა ჩემი გონება. -ვინც ყველაზე მეტად გიყვარს? -ჩემი სიყვარული ჩემიანების მიმართ. ვიცი რა კითხვა დაესმის ჩემს პასუხს, შენ სხვა რამ გაინტერესებდა, მაგრამ სიყვარული გრამატიკის წესების დარღვევას აიტანს, როგორმე. -ყველაზე დიდი სიგიჟე ცხოვრებაში? ნიკას გაეღიმა. -ძალიან ბევრია. -წესებს არღვევ სწრაფად პირველი რაც მოგივა თავში. -ყველაზე დიდი სიგიჟე წინ მაქვს. -ნიკა! -სადღეგრძელოდ ლექსის თქმა, რომელიც არ მახსოვდა, რომ არ მახსოვდა. ეს მხოლოდ შუა „წარმოთქმისას“ გამახსენდა და შემდეგ საკუთარი ინტერპრეტაცია, თანაც ისეთი ტონით და ხმით, რომ არავის გასჩენია ეჭვი მის „წარმომავლობაზე“ ძლივს შეიკავა სიცილი ელენემ. -ვისთან ერთად ისურვებდი ახალ წელს? -რეი ჩარლზთან. -ვამაყობ? -ეროვნებით. -ვატყუებ? -მცველებს. -ვამაყობ.? განზრახ მეორედ და სწრაფად დაუსვა შეკითხვა. -სუფთა სინდისით. -ვკამათობ.? -არ ვკამათობ.! -ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა.? -„არავინ არის ვალდებული შენთან.“ -წყობიდან გამოვყავარ.? -არ გამოვყავარ.! -ღირსი ვარ? -იმის რასაც ვიმსახურებ. -არ მინდა.? -სიბრალული. -მწყინს? -მათგან ვინც მიყვარს. -ვგიჟდები? -სიცოცხლეზე. -არავის გავუყობ? -ჩემს საპონს. -36 წლის ასაკში... -ვიქნები 13 წლით უფროსი ვიდრე ახლა ვარ. -ნიკოლოზ! მთავარი აზრი არის ინფორმაცია შენ კი მათემატიკის ცოდნას ავლენ. -ეგეც ინფორმაციაა, მაგრამ კარგი არ ვკამათობ. 36 წლის ასაკში მე არ ვიცი რა იქნება...ვიცი რომ ვერ ვითამაშებ და უკვე ცუდ ხასიათზე ვარ ხომ ხედავ, გაიცინა ნიკამ. -ვოცნებობ? -ოცნების გარეშე არ დავრჩე. -მძულს. -სიყალბე. -ავიტან.? -ლუდს, ფეხბურთს ტელევიზორში და ბავშვების ხმაურს. -მეშინია. -სიცარიელის. -არ ვგრძნობ.? -სინანულს. -მაოცებს? -როგორ არ ბერდება ბებიაჩემის თვალები. (ეს ჩემი პასუხია, ბებიაჩემს აქვს წარმოუდგენელი თვალები, ულამაზესი ლურჯი, იმდენად კეთილი და ძლიერი, ვიცი, რომ მისნაირი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ არსებობს და არც არსებულა. (ეს ნათქვამიც ძალიან ბავშვური გამომდის, დაახლოებით ისეთი ყველა ბავშვს, რომ დედა ყველაზე ლამაზი ჰგონია) ბავშვობაში არ ვცდილობდი მას ვმგვანებოდი, მეგონა ეს შესაძლებლობებს სცდებოდა. ახლაც ასე ვარ, წარმოუდგენელ რაღაცებს იტევს ეს ქალი. ასეთ სუფთა ცხოვრების, სინდისის ადამიანები არ უნდა ბერდებოდნენ, მაგრამ სამყარომ მხოლოდ თვალებზე დაუშვა ეს გამონაკლისი, მხოლოდ თვალები არ უბერდება, სხვანაირარად ყოველი ნახვა მაიძულებს რომ ვიგრძნო, როგორ სწრაფად გადის დრო.. როგორ ბერდება ბებო.) -ვაგროვებ. - დაჭერილ წამებს. -მსიამოვნებს? -გულწრფელობა. -ვუსმენ? -ჰარმონიას. -რამე ჯგუფია? გაბრაზდა ელენე რაღაც, რომ არ იცოდა რაც ნიკამ. (თავს ყოველთვის უფრო ჭკვიანად თვლიდა და ამაში არანაირი ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა) -არა ჩვეულებრივად ჰარმონიას ვგულისხმობ, მსიამოვნებს ამის მოსმენა. -ვეთაყვანები? -არაფერს. -ვის აფტოგრაფს ისურვებდი? -ნიკოლოზ მენაბდის. -როგორი თავმდაბალი ხარ, შენ თავს ბევრ ავტოგრაფს უძღვნი? -ეგ რა შუაში? ნიკოლოზ მენაბდე ბაბუაჩემი იყო და მართლა გულწრფელად, რომ გითხრა არავის ავტოგრაფი მჭირდება მის გარდა, მარტო მას ვიცნობდი მე ისე, რომ მისგან ეს ამეღო! ავტოგრაფებზე თავისი და განსხვავებული შეხედულება ჰქონდა ჩამოყალიბებული, მის თქმას კი მართლაა ერიდებოდა. -მახსოვს? -რომ „ადამიანი ადამიანისთვის დღეა.“ -ვინახავ? -ჩემს „მიყვარხარს“ -არ გითქვამს არავისთვის? ელენემ ყველა წესი დაარღვია ისე გაოცებით იკითხა. -ელენე! -თავს კომფორტულად ვგრძნობ? -როცა აბაზანიდან გამოსული ვიცმევ ჯინსებს და გავდივარ სახლიდან ისე, რომ არსად მეჩქარება. -ქალი რომ ყოფილიყავი? ნიკას გაეცინა. -უკვე პროფილურია! -სულაც არა, არანაირად არ აქვს კავშირი პირად ცხოვრებასთან და არც პროფილურია ამიტომ. -სულელურია და ამიტომ აღვნიშნე. -ეგ არ შეიძლება! შეუვალი იყო ელენე. -წამოდგენაც არ მინდა! ვერ ვფიქრობ.. არასოდეს დავფიქრებულვარ...ნუ.. კარგი ჯანდაბას ვიქნებოდი დედა. -რის უფლებას არ აძლევ თავს? -გაიაფების. მხოლოდ სატრანსფერო ფასს არ ვგულისხმობ, გადაიხარხარა ნიკამ. -რა ღირხარ? -35 მილიონი, თუმცა ბებო მეუბნებოდა, რომ შეუფასებელი ვარ, ბებოსი სულ მჯეროდა. -რა არ იციან შენზე? -ბურთს რომელ მხარეს დავარტყავ. -რა არ იცი შენზე? -ბურთს რომელ მხარეს დავარტყავ. გეიცინა ნიკამ. -შენი ცხოვრება ერთი სიტყვით. -„ჩვენ“ -რას იტყვიან შენზე წლების შემდეგ. -იმედი გაგვიცრუა. -რატომ ამბობ მაგას? ელენემ თავი ვერ შეიკავა. -წესებს არღვევ.! -გთხოვ. -მგონია, რომ არ ვარ ისეთი როგორიც გონიათ, ამიტომ ჩემი რომელიმე გადაწყვეტილება შეიძლება იმ ხალხმა, რომელიც ბევრს ლაპარაკობს ვერ გაიგონ. -რომ შეგეძლოს ვის ან რას დახატავდი? -იმას რასაც ნაკრებში გატანილი გოლის შემდეგ ვგრძნობ. -რას არ აპატიებ ადამიანს? -მომცელე, ეს კითხვა მკლავს. საშინლად სასაცილოდ დაიჯღანა ნიკა. -ღალატს აპატიებ? -უკვე მაჟრიალებს, ამ კითხვას არ ვიმჩნევ. პროფილი in action. -საშინელი ფრაზა? -„ხომ გითხარი“ -ვერ ვივიწყებ.? -ჩემს ძაღლს. -მრცხვენია.? -უიმედობის. -ვფიქრობ.? -როცა არ მძინავს. -საყვარელი სურნელი.? -წყლის. -ვკარგავ. -ხმას, როცა საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ. არ აქვს მნიშვნელობა სპორტს. ფეხბურთის გარდა რა თქმა უნდა რადგან ამ დროს მოთმინებას ვკარგავ, როცა ბურთი ჩემამდე არ მოდის. -თან ძირითადად ასეა, გაეღიმა ელენეს. -წესებს არღვევ! -მაპატიე -სიუხეშე. -რა? ვერ მიხვდა ელენე თუ არ უნდოდა იმის გააზრება. -გაპატიე სიუხეშე. მოუჭრა ნიკამ. -ვერ ვიტან.? -სიკაპასეს. ელენე უკვე აიჭრა. ნიკამაც შეატყო და გაეღიმა. -ჯობს დავამთავროთ.! ელენემ ჯიბრით უთხრა. -როგორც გინდა, საინტერესო იყო მემგონი, აუცილებლად ერთ დღესაც შენ იქნები ჩემს ადგილას. -კი მართლა საინტერესო იყო, ბევრი რამის გაგება შეგიძლია ადამიანზე ასეთი სწრაფი პასუხით. მოუთმენლად დაველოდები რას მკითხავ. -ჯერ დიდი დროა, შეიძლება აღარც გახსოვდეს. -რატომ თქვი უარი ნაკრების კაპიტნობაზე? მოულოდნელად იკითხა ელენემ. თამაზმა გვითხრა, დაამატა როცა ნიკას გაოცებულ სახეს შეხედა. -არ მინდა ამაზე ლაპარაკი. -მემგონი მივაგენი რაც გაგაღიზიანებს, გაეცინა ელენეს. -არა არ მაღიზიანებს, უბრალოდ ცოტა ისეთ საკითხია...არ ვიცი როგორ ვთქვა არ მიყვარს რა ესეთი რაღაცების ლაპარაკი....უბრალოდ მე 23 წლის ვარ და ნაკრებში არიან ადამიანიები, რომლებიც ჩემზე მეტად იმსახურებდნენ.....კაპიტნობის პასუხისმგებლობა ვფიქრობ, რომ ჩემთვის ადრეა, არც არაფერი მაქვს ჯერ გაკეთებული ისეთი, რომ ვინმეს რამეზე მივუთო, მით უმეტეს იმ ხალხს ვისაც უფრო მეტი აქვთ ნაკრებისთის გაკეთებული...სრულფასოვანი კაპიტნობა კი დამსახურებით მოდის, მეც მირჩევნია ამ დამსახურებისთვის ვიბრძოლო და თუ დავიმსახურებ მერე ალბათ ისევ შემომთავაზებენ....მთავარია სწორად, სწორი ცხოვრებით გქონდეს მიღებული ეს სამკლაური ვიდრე მარტო იმით, რომ საფრანგეთის პარისერჟერმენში თამაშობ..ცოტა შეურაცხმყოფელია... -მესმის....მთელი შეგნებით მიხვდა რა უთხრა....ქარი უცნაურად აღწევდა მის გაშლილ ჩალისფერ თმაში.... ვერ მიხვდა რა ხდებოდა, ვერ იაზრებდა რატომ ეწვოდა ლოყა, გონება დაძაბა, რომ მისი მოძრაობა გაეხსენებინა, ნიკა ელენესკენ გადაიხარა, თმა გადაუწია და კისერზე ხელი ჩამოადო..ახლა გაახსენდა, რომ შეაჟრჟოლა..მის სუნთქვას ტუჩებთან გრძნობდა მერე ლოყაზე იგრძნო მისი შეხება..არც ის ახსოვს თვალები რატომ დახუჭა, როცა უნდა გაცოფებულიყო...თავად რატომ მიადო სახე....მერე ეწვოდა ის ადგილი ლოყაზე სადაც მენაბდის ტუჩები იგრძნო.... ნიკა რამდენიმე წამი დაელოდა, სანამ ელენე გაიაზრებდა, მერე იცოდა, რომ თავზე დაამხობდა ყველაფერს და გაცინებაც აეკრძალებოდა. (ჩარკვიანის საავტორო სვეტებიინტერვიუები ამ წიგნის წაკითხვისას გამიჩნდა იდეა ელენეს კითხვების. ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან-აქ არის ირაკლი ჩარკვიანის პასუხები დაახლოებით იგივე კითხვებზე,) ......................................... „გეშინოდეთ სინდისის ქენჯნის, თუ ცდუნება დაგძლევთ და შეცდომას ჩაიდენთ, სინდისის ქენჯნა ცხოვრებას მოგიწამლავთ!.“ შარლოტა ბრონტე. -თუ შენ მანდ ვერ მხედავ ნიკოლოზ მაშინ ჯობს თვალის ექიმთან მიხვიდე, მე მანდ ვდგავარ, შენ გვერდით, მანდ ვარ გესმის....ხომ გრძნობ ნიკა? ხომ გრძნობ, რომ მანდ ვარ? შენთან ვარ! ნიკა!...მათე წყობიდან გამოსული ყვიროდა უკვე. არაფერი აინტერესებდა, არც ის ხალხში, რომ იყო, არც ის, რომ ხმამაღლა ყვიროდა და ტელეფონი მალე ხელზე შემოეფშვნებოდა ნიკას, რომ არ ეპასუხა. -კი, ვგრძნობ, რომ ხარ მათე......ვიცი, რომ მყავხარ. „თავს არასოდეს მოვიკლავ, ზუსტად ვიცი“ ამოუტივტივდა ადრე ნათქვამი, ზუსტად იცოდა! არასოდეს მოიკლავდა თავს, ამ მოაჯირთან მისვლის დროსაც იცოდა, მაგრამ ტკივილის გასაყუჩებლად მივიდა, იმ ემოციის შესაგრძნობად რას გრძნობენ თითმკვლელები. მენაბდის ხასიათი ცოტა გაურკვეველია, დაულაგებელია მისი ქცევები და აზრები, მაგრამ ერთი რამ სულ შემორჩა ყველა დროში, აწმყოშიც და წარსულშიც....თუ ერთი ადამიანი მაინც განიცდიდა მის სიკვდილს დედამიწაზე, თუ ერთს მაინც დაწყდებოდა გული, მწარედ...ამოუსუნთქველად, გაუყუჩებელი ტკივილით, გადაულახავად...ის არასოდეს გადადგავდა ამ ნაბიჯს. მიუხედავად ყველაფრისა ეს ადამიანები დარჩნენ, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ადამიანების რიცხვი არ შეცვლილა, მხოლოდ ანასტასია მიემატა,დემეტრეზეც იცოდა..ზუსტად იცოდა, რომ ყველაზე მეტად ის განიცდიდა თავისებურად, მძიმედ და 13 წლისეულად..მისი 13....ნიკასაც არ ჰქონდა უფლება ბეტონს მოშორებოდა...საოცარი იყო..ათი წელი ანგრია და მაინც იყვნენ ადამიანები, რომლებიც საზღვრებსგარეშე დაიტანჯებოდნენ....სანამ ეს შეგრძნება არ მიატოვებდა მენაბდეს, რომ ვინმეს ტკივილი იქნებოდა, მანამ არც სუნთქვას შეწყვეტდა საკუთარი ნებით. -ერთმანეთს ვყავართ ნიკო, ჩვენ ერთმანეთს ვყავართ! მათემ ამოისუნთქა. აზრებმა ლამის შეშალა და ახლა ის რაც გაიფიქრა წარმოუდგენელიც ეჩვენა. თავს ვერ პატიობდა ნიკაზე ეს რომ იფიქრა. -აეროპორტში დამხვდი არ მაინტერესებს მე! ტაქსი-მაქსით სახლში მისვლა არ მინდა, ხვალ ჩამოვალ და მინდა პირადად მომემსახურო! გავარკვევ რეისი არის თუ არა და პირველივეზე წამოვალ. გეყურება წიკუშ? -როგორც გინდა თავადო! -ხო მე როგორც მინდა, რა თქმა უნდა, მენაბდე მანდ ხომ ყველაფერი კარგადაა? -კი ყველა კარგად ვართ. -ბარბარე? -ნუ მეკითხები მათე! ისედაც იცი და რატომ.. -ნიკა კარგი რა მართლა ბევრი დრო გავიდა რა ვერ დაივიწყე? ცოდოა, მართლა ცოდოა.... -გამაგებინე როდის ჩამოხვალ, მგონი დროა აქეთ წამოხვიდეთ... -ნუ ამტეხე რა შენი ჭირიმე ისედაც სული ხელით მიჭირავს ისე მენატრება მანდ დალევა..აი მანდ სულ სხვა გემო აქვს ყველაფერს რაა.... ახლა რაღაც ძალა იგრძნო, თითქოს ის ჟინი, რომელიც ბრძოლის უნარს აძლევდა მთელ სხეულზე მოეკიდა და წვა დაუწყო, ახლა რომ ეს მშიერი და აჯანყებული ჟინი არ გამოეკვება იცოდა, რომ გააგიჟებდა.....ეს ჟინი იმ აზრს მოყვა, რომელიც ფეხბურთს გამოატანა ფიქრმა.. -მე ერთიანად არ მაქ ანგარიშზე ფული, ნუ სკოლის გასაკეთებლად არადა ძალიან სწრაფად მინდა.. -რა სკოლა ტო? მათე დაიბნა... -საფეხბურთო სკოლა, ახლა ადგილს ვარჩევ, რამდენიმე მიწის ნაკვეთი ვნახე.....მათე გაოცებული იყო.. ნიკამ შორს გაიხედა, გულში გაიფიქრა რომ იქ სადმე მართლა იქნებოდა შესაფერისი ადგილები, სხვანაირად ვერ მოიტყუებოდა, ისიც არ უნდოდა რომ მათე იმას მიმხვდარიყო სადაც იყო, გრძნობდა რომ ეჭვი ისედაც ჰქონდა. -შენ ფეხბურთი სიტყვა ახსენე? საფეხბურთო სკოლა? შენ? ნიკა, ნიკოლოზ შენ ვერ წარმოიდგენ ....წიკუუუუუუუუუ, საღოლ ბრატ!!!! აი უკვე წინ ვართ...პელიტო... ვერ წარმოიდგენ ახლა როგორ ვარ..მათე ხარხარებდა...ჩემი მარადონა, ჩემი პელიტოოო.. -ვერ წარმოიდგენ რომ ხარ ეს რას ნიშნავს....ნიკამ ტელეფონი გათიშა, ჩაეღიმა და მანქანისკენ წავიდა.. საოცარი იყო ყველაფერი, საოცარია რომ 37 წლის ასაკშიც ძმა ისევ ისეთია, საოცარია რომ არსებობს ადამიანი, რომელაც შენი მშობლების სისხლი აქვს ძარღვებში, ალბათ ღმერთს უნდოდა უფრო მეტად ყვარებოდათ ერთმანეთი ადამიანებს და ამიტომ არსებობენ ადამიანები, რომლებთანაც საერთო მშობლები გვყავს....სულ რომ არ ენახა, სულ რომ არ დალაპარაკებოდა....ზოგჯერ მათე მისთვის დედამიწაც იყო და სამყაროც...უბრალოდ ადამიანი, რომელიც შენთან ახლოსაა ისე რომ არც მოუშვა მაინც ახლოსაა, “დღეა”...ბარბარეს გახსენებამ ყველაფერი ჩაწყვიტა..ამ ტკივილს განელება ვერც ამდენი წლის შემდეგ შეძლო. ....ყველაფერი დალაგდება..თუ არ დალაგდება უნდა დაავალაგო...თუ არაფერი გამომივა მე ხომ ვეცდები...მთავარია რომ ეცადო..მთავარია რომ არ გაჩერდე, იმოძრაო....ყველაფერი გააკეთო და მერე...მერე ....მთავარი უკვე იყო!!! ეს ის სიტყვებია, რომელსაც სულ იმეორებდა ყოველი თამაშის, დაბრკოლების თუ პრობლემის წინ..უნდა მოეგვარებინა მისი მოსაგვარებელი, მაგრამ ისე რომ თავი არ დაეკარგა, უკომპრომისოდ! სულის საზღვრების მოურღვევლად! არ უნდა შეცვლილიყო და დათმობაზე არ უნდა წასულიყო....ძალა ბურთისგან უნდა აეღო, ემოციისგან, რომელსაც მხოლოდ მაშინ იღებ, როცა ბურთი ბადეშია, ბალახის საფარის ხმა, ოფლის წვეთები სხეულზე, ხმა, რომელიც მხოლოდ იქ ისმის, სტადიონის განათება...და შეგრძნება რომ გოლი გავიდა!...გოლი აქ არაფერ შუაშია მთავარი აზრია, როგორ გადის გოლი კარში..აი აქ იყო მთავარი ძალა....ენერგია რასაც მენაბდე იღებდა, მოედანზე შეეძლო ეცხოვრა..ცხოვრება იყო უფრო სწორად მოედანი, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ, იბრძოდნენ და მხოლოდ..მხოლოდ ერთმანეთის დახმარებით შეეძლოთ გოლის გატანა..იქ ყველა რგოლი საჭიროა, იქ ყველას თავისი ადგილი აქვს...ტაქტიკა..როგორი სასაცილო სიტყვაა, ჩაეღიმა..ხშირად უმეორებდნენ, რომ მისი გონება მწვრთნელის უფრო იყო ვიდრე მოთამაშის..თითქოს ძალა იპოვა! თითქოს? იპოვა!!!!! ლიკას თითქმის არ ელაპარაკებოდა, ესეც ფიქრის ნაწილი იყო.....ანასტასია იყო ერთადერთი ძაფი რითაც მის ოჯახს უკავშირდებოდა..ყველაზე მთავარი რგოლი.....ტასოს ისე ჩაებღაუჭა როგორც ერთადერთ მიმავალ გზას კარამდე...თანაც სუფთა გზას.... ელენესგან წინააღმდეგობას არ ხედავდა, არანაირს, უკვირდა, მაგრამ მერე ფიქრობდა რომ ელენე მისი ავადმყოფობის გამო შეიცვალა და ცდილობდა შვილებთან ნიკას ურთიერთობის გაუმჯობესებას.. დემეტრე..დემეტრე არც არსებობდა, აღარც არსებობდა..წყენამ ისე შეაღწია სისხლში, რომ ორგანიზმმა შეუკავებელი ნებისყოფა გამოიმუშავა..ყველანაირად, ყველგან, ყველა სიტოაციაში ცდილობდა ნიკა რომ არ ენახა......მაგრამ შეცვლილიყო! დემეტრესთვის უნდა გამხდარიყო ადამიანი, რომლისგანაც რჩევას მიიღებდა, ამ გზას მენაბდე ბოდიშებით არ დაიწყებდა! არც შეეძლო! ძალიან ეწყინა! საშინლად ეწყინა დემეტრე...არ ეგონა ასე თუ განიცდიდა მის ხმამაღალ სიტყვას, ეგონა მოგუდეს, როცა დემეტრეს უყურებდა, ეგონა მოესმა „არაკაცო“ „ლაჩარო“ აგიჟებდა ის დარღვეული ზღვარი რაც მამებთან აქვთ. მორღვეულ პატივისცემას ვერ პატიობდა...ვერც საკუთარ თავს... თავიდან დემეტრეც ასე იქცეოდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ მამამისისთვის ცარიელ ადგილად იქცა.....საერთოდ..საერთოდ არაფერი არ აინტერესებდა მისი...გამარჯობაც არ არსებობდა.... წინ რომ დამდგარიყო ასე ეგონა ნიკა ისე გაივლიდა მის სხეულში, რომ ვერც შეამჩნევდა..თითქოს არ მდგარა, არ არსებობდა...........ახლა დაფიქრდა ელენეს სიტყვებზე „კარგი თუ არ გიყვარს, მაშინ არც პრობლემაა დე“ იმასაც მიხვდა, რომ ელენემ იმიტომ უთხრა რომ დაფიქრებულიყო, უფრო მძაფრად ეგრძნო, რომ მამამისი სულ ერთი არ იყო მისთვის. ელენე თავდაუზოგავად ცდილობდა დემეტრე არ გაქცეოდა, უკვე ეშინოდა ისე აკონტროლებდა, ფრთხილად, ზოგჯერ ჩუმადაც..კარგად იცოდა ამ ასაკის პრობლემები და ისიც იცოდა ამ ფსიქოლოგიით დემეტრე ვერ გაუძებდა მოწოლილ წნეხს....ასე გაზრდილი შვილის „გაფუჭებას“ ყველაფერი ერჩივნა. ბაბუა ედგა მხარში დემეტრეს ბაბუა, უფროსი დემეტრე მენაბდე, ამ წლებმა ისე დააკავშირა ერთმანეთთან, რომ მის გარეშე ვერ წარმოედგინა, დემეტრე იყო ის უხმო დასაყრდენი, რომელსაც ელენე ეყრდნობოდა..დაუფიქრებლად ენდობოდა. წარმოუდგენელი კავშრი ჰქონდა მოსახელე შვილიშვილთან, ნიკასაც კი, რომლისთვისაც ამდენი წლის განმავლობაში ზედმეტი ხმამაღალი სიტყვაც კი არ უთქვამს არ აპატიებდა მოსახელე შვილიშვილის „უბედურებას“ არავის აპატიებდა.....ნიკასთვის მამამისი ისევ იმ ზღაპრის გმირად დარჩა, რომელიც ბავშვობაში შექმნა. ადამიანი, რომელსაც ჰგავდა..მაგრამ შემდეგ ცხოვრებაში ფეხი აუცდა..დიდ დემეტრეს კი ფეხი არასოდეს არევია..მთვრალსაც კი არასოდეს გადაუხვევია ბარბაცით გზისთვის, სულ უკვირდა ფანჯარაში ყურებისას პატარა ნიკას, თვალები რომ მინებზე რჩებოდა მამამისის გამართულ სიარულს, რომ ხედავდა....მას ღვინოც კი ვერ ერეოდა ამაყად იძინებდა „დაუმარცხებელი რაინდის“ შვილი, სიზმრებში ვერაფერი მოერეოდა.... ნიკა ყველაზე დიდ დროს ბელთაურთან და მათესთან ატარებდა....დაიწყო მეგობრებთან 10 წლის გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა და მიხვდა, რომ ეს ურთიერთბა არ არსებობდა!! დავიწყებოდათ ერთმანეთი, გადაჩვევის საშინელი შეგრძნება და ძალა ხელახლა დაწყების. იცოდა შეეძლო, ამის ძალა უნდა ეპოვა...ყოფილ გუნდელებთან შეხვედრებს მოუხშირა..წარსულის გახსენებისას, თამაშების, გოლების, უკვე ვეღარც გრძნობდა რომ მათთან არ იყო ბოლო 10 წელი...ზღვარი იყო გადებული, მაგრამ მიზანიც ის იყო,რომ ეს ზღვარი გაეფერმკრთალებინა. სპორტულ სკოლას თავისი ხელით აშენებდა, მუშებს თავდაუზოგავად ეხმარებოდა, მათე ისევ დასცინოდა, ყველაფრის დათმობა შეეძლო ნიკას გარდა საშხაპის, დაღლილები, რომ გამოვიდოდნენ ვინმეს, რომ დაესწრო მოკვდებოდა მენაბდე, პირველი შევარდებოდა..ნიკას ეს „ჩვევები“ შეუმჩნეველი იყო ყველასთის, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე აკეთებდა ამას, მაგრამ როცა მათე მის გვერდით იყო ეს შეუძლებელი ხდებოდა, ყველა იგებდა, რომ ნიკა იყო „წიკიანი“ ავადმყოფურად თან დაბადებით....მათე და თამაზი განზრახ ამის გამო ცემენტებს უყრიდნენ მანქანაში, ნიკამ მთელი 18 კილომეტრი სახლამდე ფეხით გაიარა....მანქანა მთელი მონდომებით გაუწმინდეს..გაუხეხეს, გაუსუფთავეს და ისე მიუყვანეს სახლში..ამის მერე არც კი გაუფიქრებიათ ასეთი რამე..ნიკა კი არც გაბრაზებულა, საკუთარ თავში იპოვა ის რაც ძალას აძლევდა მხოლოდ მისი მიზნისკენ მიმავალ გზას ხედავდა..თითქოს უნდოდა ყველაფეერი მოესწრო ძალიან სწრაფად...ელენეს გამო, მის გამო უნდოდა ყველაფერი სწრაფად.....ლიკას განქორწინებაზე სიტყვა აუგდო რეაქცია აინტერესებდა, ის კი ურეაქციოდ შევიდა ოთახში..ღრმად ჩაფიქრებული და არეული გონებით ესე ადვილად, რომ არ დაათმობინებს კაცს, რომელიც მთელი შეგნებით უყვარდა. არ უნდოდა წინასწარ რამის თქმა, ამიტომ ვერც ელენესთან მიდიოდა და ვერ ეუბნებოდა რომ განქორწინებას აპირებდა, სხვანაირად ელენე ახლოს არ იკარებდა....გაგიჟებამდე იყო მისული იმაზე ფიქრით, რომ ახლა მისთვის ყველაზე ძვირფას დროს კარგავდა.. თამაზს გული გამოაჭამა სანამ დიაგნოზი, არ მოატანინა, მერე ეჭვი შეეპარა ელენეს ქცევები, სიმპტომები არ ჰგავდა იმ დაავადებას.... ლამის მეცნიერულ დონეზე იცნობდა უკვე ამ ავადმყოფობას, სულ მასზე კითხულობდა და ყველანაირ ინფორმაციას ეძებდა. იმასაც ფიქრობდა რომ წყალწაღებულივით ხავსს ეჭიდებოდა და თავისი ფიქრები აგიჟებდა..გამოსავალს უკვე არარეალურობაშ ეძებდა.ბოლოს ბელთაურმა ექიმმის ნახვა შესთავაზა, როცა შეატყო რომ ნიკა უცნაურად იყო.. ექიმის ნახვამ მისმა სიტყვებმა ხელახლა განაცდევინა ის ყველაფერი რაც პირველად ელენეს ავადმყოფობაზე.. საავადმყოფოდან გამოსული თითქოს მიწას არ ეხებოდა უბედურებისგან...ელენეს მონატრების ტალღამ ისე დაუარა, რომ ეგონა ძვლები დაემსხვრა და სხეულში ჩამსხვრეული შაიშალა......სახეზე არაადამიანური ფერი ედო..ვერც გაიაზრა როგორ მივიდა სკოლასთან, მერე იგრძნო, რომ დემეტრემ გვერდით ჩაუარა და ანასტასიას ტიტინის ხმაც გაიგონა.... -მამიკო შენც მოხვედი? დედიკოც მოვა მალე, დემეტრემ გამომათრია სკოლიდან არადა მე მინდოდა ყოფნა ლექსები ვისწავლე და ჩემს მეგობრებთან ერთად ვყვებოდი..ხმამაღლა.. -ყვიროდი, შეუსწორა დემეტრემ. -ვყვებოდი, დაქაჩა თვალები პატარამ.. -ყვიროდით მაშინვე ვიცანი შენი ხმა დერეფნის ბოლოში ვიყავი დაეჯღანა დემეტრე და ცხვირზე ხელი ჩამოკრა. ეგონა მამა რამეს მაინც შეეიმჩნევდა, ხუმრობას მაინც აყვებოდა, ან სულაც ტასოს დაუჭერდა მხარს, ნიკა კი გაუნძრევლად იდგა მანქანაზე მიყუდებული და ძლივს მოახერხა ანასტასიასთვის ჩანთის გამორთმევა......ელენე მალე მოვიდა, ნიკას სახე რომ დაინახა თვალები აემღვრა.. -როგორ ხარ? რა მოხდა ნიკა, ხომ ყველაფერი კარგადაა? ნიკამ ფეხსაცმელს დახედა, თავი არ აუწევია ისე თქვა ჩამწყდარი ხმით. -ვარ...შენ როგორ ხარ ელენე? ელენე მიხვდა როგორ ცუდად იყო იმაზე ცუდად ვიდრე ოდესმე..ასეთი არ უნახავს, წაშლილიც იყო, სასოწარკვეთილიც, ნაწყენიც, დაბნეულიც, მაგრამ რაღაცა ჰქონდა მტკიცედ გადაწყვეტილი..რაღაც იყო მტკიცე მის გამოხედვაში.. -კარგად, წამოხვალ ჩვენთან? ელენე ხმას ძლივს იმორჩილებდა, რომ არ ეტირა.. ბავშვები მანქანაში ჩასხდნენ, ნიკამ ფრთხილად მოხვია ხელი ელენეს და გვერძე გაიყვანა. -ნიკოლოზ რა გჭირს? არაადამიანური სახე ჰქონდა მენაბდეს. -უშენოდ არ მინდა! ვერ მინდა გესმის! არ შემიძლია, დავბრუნდეთ პარიზში, საერთოდ ყველაფერი მივატოვოთ აქ, აი სულ ყველაფერი ადამიანები, შენობები, გრძნობები, ჩვენ და ჩვენი ორი. ნიკამ ბავშვებისკენ გაიხედა. -რას ამბობ ნიკა, სიგიჟეა. -ხომ იცი, რომ არ მაინტერესებს, ხოლმე რაა სიგიჟე და რა არა, მოდი რამდენი ხანიც ვიქნებით ვიყოთ ბედნიერები, მოდი დავივიწყოთ ეს სამყარო, ჩვენი წარსული, ყველაფერი დავივიწყოთ, ერთად წავიდეთ, იქ უბედურები ვერ ვიქნებით...ჩვენს ბინაში ელენე. არც ასეთი ძლიერი იყო ელენე, რომ ამ ყველაფრისთვის გაეძლო, იმ სიტყვებისთვის გაეძლო რის მნიშვნელობასაც მხოლოდ ეს ორი იყოფთა, „ჩვენ ბინაში“ „იქ უბედურები ვერ ვიქნებით“ აგიჟებდა ეს სიტყვები, მაგრამ აგიჟებდა ისიც, რომ სხვის ქმარს ელაპარაკებოდა, სხვისი ქმრისგან ისმენდა ამ სიტყვებს და არა მისი ნიკასგან. სტატუსი ხშირად ცვლის ყველაფერს. -არ შემიძლია, გთხოვ ნიკა, გევედრები, თუ ოდნავ მაინც რამეს ვნიშნავ შენთვის გევედრები არ დამაკარგვინო საკუთარი თავის პატივისცემა. ისე ცუდად ვარ შეიძლება გავგიჟდე, შენ ხომ იცი ეს სიტყვები ჩემთვის რას ნიშნავს, შენი სიტყვები ახლა ყველაფერია ჩემთვის, მაგრამ არ შეიძლება, ესე შენც აღარ გეყვარები ეს რომ გავაკეთო, ისეთი არ ვიქნები როგორიც შეგიყვარდი. ისე ვერ გავძლებთ, ადამიანების გარეშე ვერ ვიცხოვრებთ, ვერ მოვიქცევი ისე, როგორც ამას 16 წლის ასაკში გავაკეთებდი, ვერ გავუკეთებ სხვას იმას რაც მე გამანადგურებდა...როგორ მიგატოვებინო ცოლი და როგორ წამოვიდე შენთან? ხომ იცი რომ სულის წასვლამდე მინდა..ასეთს რომ გიყურებ გეფიცები ვფიქრობ, როგორ ვახერხებ ადამიანურად აზროვნებას, გევედრები არ გავაკეთოთ ის რაც სხვას გააანადგურებს, გევედრები არ დავკარგოთ ადამიანების პატივისცემა... - შენ ვერც კი წარმოიდგენ, შენ ჩემი არ გესმის, შენ ჩემში უნდა იყო ის, რომ გაიგო რას გეუბნები, წარმოდგენაც არ გაქვს რა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით რასაც ვგრძნობ ეს ყველაფერი, როგორ არ მაინტერესებს დანარჩენი სამყარო....ნიკამ რაღაცნაირი გულისწყვეტა იგრძნო, გულისწყვეტა იმის, რომ მას გაცილებით უფრო უყვარდა ელენე.....საკუთარი თავის პატივისცემასაც დაუფიქრებლად „გაიხდიდა“ მენაბდე, სხვების აზრსაც არაფრად მიიჩნევდა, ძლივსნაპოვნ ძალასაც ფეხბურთში დათმობდა, საკუთარ ღირსებასაც დაივიწყებდა ახლა თუნდაც 2 საათის გამო თუ ეს ორი საათი იმ სამი წლის გაგრძელება იქნებოდა. ელენე კი ისევ ჩაფრენოდა მის ღირსებას და ვერაფრით ეთმობინებოდა, მაშინაც კი როცა სიკვდილი უმოწყალოდ აცლიდათ ერთმანეთის თავებს, ნიკა ისევ სხვისი ქმარი იყო. 888 „ჩვენ ბედნიერები ვართ, უცნაურად ბედნიერები, ასეთი შეგრძნებები მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა შეყვარებული ხარ“ უელბეკი. ელენემ არ იცოდა რა უნდა ეთქვა..ვერ მიხვდა. მართლა ფიქრობდა რა გაეკეთებინა, უბრალოდ აკოცა ლოყაზე, უმიზეზოდ, მაგრამ ამის გამო ხომ არ გამოლანძღავდა? პრინციპში ისეთ რამეებზე ეჩხუბებოდა ეს ნამდვილად იყო მიზეზი და ბოლო ხმაზე დაიყვირა. -ხო არ გაგიჟდი რა გინდა? გააფრინე? როგორ ბედავ? ნიკა ცდილობდა ტუჩები არ გაქცეოდა, არ გაცინებოდა, ისეთი ბრაზიანი იყო ალბათ მხოლოდ 23 წლის ასაკში, რომ გაუძლებ, მერე რომ ცხოვრება „გვანადგურებს“ და გვღლის ასეთი ურთიერთობებისთვის. თუმცა იცოდა 60 წლისაც ასე მოუსმენდა გაჩუმებული და „გაუძლებდა“....მისი ხასიათის კიდევ საოცარი გამარჯვება.. -საოცარია, მგონი მართლა იდეალური ვარ! ნიკამ ტაში დაუკრა საკუთარ თავს.ესღა აკლდა ელენეს, სულ გაწითლდა.. -ამპარტავანი, უზრდელი არსება ხარ, ვერ ვიტან კაცუნებს თავს, რომ იქებენ... -იუმორთან ისე ცხელა, რომ შენი ხვეულები არ გიშვებენ? გაეცინა ნიკას...ის რომ ვერ აბრაზებდა მართლა აგიჟებდა...ადამიანი წყობიდან არ გამოდიოდა...საერთდ ოდნავადაც კი... -ბოლოს როდის გაბრაზდი? დაუყვირა ელენემ. -არ ვბრაზობ! ეგრე ნუ მიყურებ, მე არ ვბრაზდები, მართლა გეუბნები, ესეთი ვარ. -რა დავაშავე..ჯანდაბა რა ჩავიდინე ასეთი... -ხომ არ აჭარბებ.? -ჩემგან რა გინდა? -არაფერი ელენე, მე შენ რამეს გაძალებ? რატომ იცავ თავს ასე გამეტებით, ხმალშემართული ხარ სულ, რატო? ვერ ვხვდები რამე ისეთ გავაკეთე ეს რომ დაგჭრებოდა? -რატომ მაკოცე? -ლოყაზე გაკოცე უბრალოდ დილით არ გადაგიკოცნივარ, არის სიტყვები რომელზეც მბურძგლავს აი „გადაკოცვნაზეც“ გამაჟრიალა, კიდევ „საროჩკა“ ....ნიკა ცდილობდა ყურადღება გადაეტანებინა...“რევუტუზი“ ჩაბჟირდა....(მარო-ამს მადლობა ამ სიტყვის გახსენებისთვის ორივეს გვაჟრიალებს) „ნასკი“ ჰუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჯანდაბაააა რეებს ვამბობ, „სუმკა“ აი მკლავს.. „მანქნით“ (ესეც მარო ამის მოწოდებულია ;დ) არ არსებობს.....მე არ ვამბობ!!!!!!!!!!!!!!!! „ტყლაშუნი“ აი გავაფრენ!!!!!!!! აუჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ.......ერთი მსახიობის თეატრში ეგონა ელენეს თავი....ესეთი მხიარულება.. -ადამიანი ესე აცინებდეს თავის თავს ჯერ არ მინახავს.. -აი „პროსტაააა“, ნახე დამბურძგლა....“ზელიონკა“, „კლიონკა“ ვაიმე „გარშოკი“ ჯანდაბაააა!!! მე „მე“ არ ვარ........ -„უბორკა“ ელენესაც სიცილი აუტყდა.... -20 წუთი გავიდა, ჩვენი ხინკალი....აფთიაკში უფსარინ უფსა (ამაზეც დაბურძგლა) ვიყიდოთ ისე იქნება გაციებული....ნიკამ მამომწვევად უთხრა... -დამანებე თავი, წავალ წამოვიღებ.. -იყავი მე გადავალ, არავინ შემოგელანძღოს! -შენ თავს მიხედე, შენზე ვიყავი გაბრაზებული, სულ შენი ბრალია... მართლა გადავალ მე და ბოდიშსაც მოვუხდი.. მტკიცედ წავიდა ლორთქიფანიძე, მხოლოდ მაშინ გამოერკვა მენაბდემ შესასვლელთან „კორპუსი“ რომ ჩაუდგა თანაც ისეთი კარგ ფეხბურთელს, რომ შეშურდებოდა არა თუ ელენეს. წყნეთს გზას მშვიდად მიუყვებოდნენ...keith jarrett-ი ისმოდა მხოლოდ, რაღაც შევსებული და ამავე დროს ცარიელი იყო ელენე....“მანქნიდან“ მომავალი ქარი და მუსიკა „აჯაზებდა“ მხოლოდ.... -მამაჩემი მეც მინდოდა ვყოფილიყავი, მოულოდნელად თქვა ელენემ. ნიკას გაეცინა.... -ესე ადვილად თმობ მანდილოსნობას? -მე ყოველთვის ბიჭი მინდოდა ვყოფილიყავი... ახლაც..ამაზე არც უცდია თავის შეკავება ისე გაეცინა, ნიკას მიხვდა აზრი არ ჰქონდა თავის შეკავებას, რამდენიმე წამი გაუჩერებლად იცინა, იხარხარა..... -კარგი ძმაკაცები ვიქნებოდით. -მე სხვანაირი ბიჭი ვიქნებოდი, სულ სხვანაირი...ერთმანეთს ვერ გავუგებდით. -მეც სხვანაირი ვარ კაცებთან..ნუ კარგი როგორც გინდა, ნიკა მალე მიხვდა, რომ არაფერი უნდა ეთქვა... -მე შენ არ გემგვანებოდი, ვიქნებოდი უფრო მეტად მკაცრი, რაღაცას, რომ მუდამ მალავენ..საინტერესოები რომ არიან..ვიქნებოდი ბობოქარი, არავის შევარჩენდი რამეს ყველას მოვთხოვდი პასუხს. ვიქნებოდი მტკიცე, ჯიუტი, შეუპოვარი, არანორმალური, ამაყი , ამპარტავანიც კი.....ელენე ისე აღტაცებული ლაპარაკობდა, აშკარად ეტყობოდა, რომ ასეთ სიყვარულზე ოცნებობდა. ნიკას ეღიმებოდა, რაც არ უნდა ყოფილიყო ამაშიც ბავშვურობას ხედავდა..ცხოვრების „უცოდნირობას“ და ამის გამო სისუფთავეს. -ამის მერე არ ვიცი გაგიგებდი თუ არა, შენ სულ სხვანაირი ხარ. „დედიკოს ბიჭი“ იცოდა, რომ ამაზე წყობიდან გამოიყვანდა, ყველა გამოდიოდა...ყველააა...მენაბდე ხარხარებდა....თან გულწრფელად, ელენეს არაფერი ხელოვნური შეუნიშნავს და ეს უფრო აცოფებდა თუ აოცებდა ვერ გებულობდა... -შენ ის არ ხარ ვიცი, ის არ ხარ....დაამატა გამწარებულმა.. -ელენე ნუ გაქვს იმედი ამას, რომ მეუბნები, ოდნავ მაინც ვეცდები, რომ სხვანაირი გავხდე.ბობოქარი!!!!!!!!!! შენ გამოგონილ უფლისწულს დავემგვანო, რაინდუკობა მოვინდომო, მე მირჩევნია კაცუნად დავრჩე, როგორც შენ იტყოდი... და იცი შენი სიტყვებიდან ერთ რამეს მივხვდი. ფერი გადაუვიდა, გამწარდა, გაბრაზდა, ზოგჯერ სიმართლე ჯოჯოხეთივით ცხელი და საშინელია. -რას მიხვდი? როგორ ცდილობ, რომ თავი ჭკვიანად წარმოაჩინო. არ დაიწყო ახლა, რომ პატარა ვარ, ბავშვური ახირებები მაქვს და ამიტომაც მომწონს ასეთები, არ თქვა რომ დროსთან ერთად ესეც გამივლის, თითქოს რამე დაავადება იყოს, მე ასეთი ვარ, მე სულ ასეთი ვიქნები და თუ გგონია, რომ მიხვდი იმას რომ ზედმეტად ბავშვური ვარ ძალიან შეცდი. -არასოდეს გყვარებია.! ამას მივხვდი!.თვალი თვალში გაუყარა მენაბდემ. ელენე სულ სხვა რამის თქმას მოელოდა. ნიკასთვის კი არაფერს ჰქონდა აზრი ამ „აღმოჩენის“ შემდეგ, იცოდა რომ არავინ არ არსებობდა, ელენესთვის არ არსებობდა. -საიდან მოიგონე? დიახ მყვარებია, ახლაც მიყვარს, სანდრო მიყვარს და არც არასოდეს გადამიყვარდება სულ მეყვარება..ისე როგორც გაჯიუტებული ბავშვი თოჯინას, რომ ართმევენ ისე ლაპარაკობდა. ეგონა უფრო გაამწარებდა, ეგონა წყობიდან გამოოიყვანდა, ნიკა კი უფრო მეტად იღიმოდა. -სიყვარულთან იმდენი მოკრძალება მაინც აქვთ, რომ ამდენჯერ არ გაიმეორონ, თანაც სხვასთან.! -აფრენ! ხელი აიქნია ელენემ, მართლა აფრენ, საიდან ასკვნი ასეთ სისულელეებს. -რომ გყვარებოდა, ნამდვილად, რომ გყვარებოდა ისე, როგორც შეიძლება ქალს უყვარდეს, ვერასოდეს დათმობდი ქალად ყოფნას. შენ კი ახლაც ბიჭად ყოფნაზე ოცნებობ. ცისარტყელის ისევ გჯერა..... სანდრო დაილექა გონებაში...“ხვეულებმა“ ჩაავლეს და მაინც გაუღიზიანეს ეჭვიანობის რეცეპტორები, თუმცა ამას დედამიწის ზურგზე მაიას გარდა ქალი ვერ შეატყობდა...... -მე მართლა დედიკოს ბიჭი ვარ, ოღონდ იმ გაგებით არა რაინდუკები, რომ უწოდებენ...შენ, რომ მოგწონს ის რაინდუკები.... -როგორი გაგების დედიკოს ბიჭი ხარ იქნებ განმარტო.... -ცუდია, როცა რამეს განმარტება სჭირდება..... -მართლა როგორი ხარ ადამიანი ვერ გაიგებს...... -იდეალური თქო ხომ გითხარი, უნდა მისმინო! -მერე ჩემს იუმორის ნაკლებობას აბრალებ. -ნამდვილად.. -მე ძალიან კარგი იუმორის გრძნობა მაქვს! -ეგრე ამტკიცებ ხოლმე? ყვირილით? -შენთან სხვანაირი ვარ! ასეთი არ ვარ ზოგადად! -ხო თორემ ასეთ აქტიურ რეჟმში ყოფნას ვერ გაუძლებდი.... -ყველაზე მეტად ფეხბურთი გიყვარს? ცოტა გულისწყვეტით ჰკითხა ელენემ. ნიკას გაუკვირდა, ვერ მიხვდა რა უნდა ეპასუხა..ამ დროს გულწრფელობა ეხმარებოდა. -არ ვიცი! -ცოტნეს არ უყვარს კალათბურთი ყველაზე მეტად....ის სხვანაირია..შეიძლება ვარჯიში გადადოს ძველი მეგობარი დაბადებისდღეზე თუ დაპატიჟებს..თამაშზეც დაფიქრდება და გააცდენს სხვა, რომ არ ზარალდებოდეს ამით. -მე რას ვიზავ როგორ გგონია? -შენ შეუვალი ხარ! ზოგჯერ მაშინებს შენი დამოკიდებულება.... პირველი სპორტია შენთვის, შენი კვება, გამოზომილი, საათობრივი, დაურღვეველი! ვარჯიში, ყველაფერი, ჯარისკაცული დისციპლინით არის გამჯდარი. -ელენე არ ვიცი, მართლა არ ვიცი, ჩემები ძალიან მიყვარს მათ გარეშე არაფერი ვარ, ფეხბურთი კი არც კი ვიცი როოგორ ვთქვა..არაფერი მღლის, არაფერს ვაკეთებ დაძალებით და მაინც ვიღაცისთვის ეს შეიძება ჯოჯოხეთური შრომაა, მე კი მსიამოვნებს.....ვერ შეადარებ, მეგობრის დაბადებისდღისთვის კი სხვა გამოსავალიც არსებობს,თუ ვერ ახერხებ ესე იგი იმან უნდა იფიქროს, რომ დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს შენ, რომ სხვანაირად მოიქცე..და თუ ასე იფიქრებს როგორმე დაბადებისდღესაც გადადებს, აბა დედამიწის ბრუნვის შეწყვეტას ხომ არ დაუშვებს, ბრუნო არ აპატიებდა კაცმა კოცონი არ ითაკილა....გაგეცინება ხომ დაბადებისდღის გადადება....მაგრამ შეიძლება, მართლა შეიძლება....იყო რაღაც რაც მოეწონა ელენეს ამ აზრში...ალბათ მენაბდესეული მეგობრობის აღქმა.... -ახსნა ხშრად ერთადერთ გზაა ადმიანებმა ერთმანეთი გაიგონ. მიუბრუნდა დედიკოს ბიჭს თემას ელენე...... -ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც გაგკიცხავენ, შენს ღირსებას ლაქად აქცევენ და შენს ცოდვებს გამოამზეურებენ. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები ვინც შენ წარმატებას საკუთარი წარუმატებლობის პირობად მიიჩნევენ და შეეცდებიან ნაცვლად იმისა, რომ ამაღლდნენ, შენ დაგამდაბლონ....ეს რეალობაა..ეს ცხოვრებაა და ამასთან გაქცევა ისეთივე სისულელეა, როგორც მასთან შეგუება.. -და მაშინ რა უნდა ქნა? თუ შენივე სიტყვებით ყველა გზა მოჭრილია....ჯერ ნიკას ნათქვამი და თემა ვერ დააკავშირა. -უნდა შეცვალო! საკუთარი თავი! დააყოლა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, რადგან საზოგადოებრივ აზრს ვერ შეცვლი, ვერ დაიმორჩილებ, „საზოგადოებრივი აზრი მეძავი ქალივითაა“ და თუ შენ დაემორჩილები მაშინ საკუთარ თავს დაკარგავ, პიროვნულობას გაჰყიდი მლიქვნელობაზე და არაფრის მიმართ არაა ადამიანი ისე უძლური, როგორც ეს მლიქვნელობაა. ყოველთვის მეშინია ამან არ დამაბრმავოს, ყოველთვის, როცა მაქებენ პირველ რიგში ვფიქრობ იმაზე მართლა ვიმსახურებ თუ არა ამ სიტყვებს, ვიქნები გულახდილი და ძირითადად არ ვიმსახურებ. ამის გამო მე ჩემს მშბლებს განსაკუთრებით ვაფასებ.!!!!! არ მაქებენ! ყველაზე ნაკლებად მლიქვნელი ადამიანები არიან! მათ სიყვარულს აქვს განსაკუთრებული თვისება, აუხსნელი და ამის გამო საოცარი,იცი რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, მათ მე ვუყვარვარ, ვიცი ახალს არაფერს ვამბობ, ყველა მშობელს უყვარს შვილი, ყველას თავისებურად, მაგრამ მაინც განსაკუთრებულად, შენ მე ცხოვრებაში ვერ შემიყვარებ ასეთი სიყვარულით, ვერც ვერავის შეიყვარებ, შვილის გარდა.. ნიკას გაეღიმა.... - შენ რა იცი, როცა ასე თავისუფლად ლაპარაკობ იმ ადამიანის სიყვარულის უნარზე, როცა მას არ იცნობ.... -ვიცი ის, რომ მშობელს თავისი შვილი უყვარს ყველა პირობის გარეშე, კარგია, ცუდია, მაღალია, დაბალია, კეთილია, ბოროტია, საზოგადოებაში „გამოსული“ ტიპია, სიტყვა ეთქმის თუ მხოლოდ უბრალო უბნის „ჩმორია“.. არ აქ მნიშვნელობა ბევრი ზედსართავი არსებობს, მაგრამ მათი რაოდენობა და შინაარსი არ განსაზღვრავს სიყვარულს, მათ მე ფეხბურთელიც ვეყვარები და მაშინაც ვეყვარებოდი უფეხო, რომ დავბადებულიყვი და უფრო მეტადაც კი, რადგან საყვარელი ადამიანის ტკივილი სიყვარულს აორმაგებს.....შენ კი არა...... შენ მე ზედაც არ შემომხედავ თუ არ მოგეწონები, თუ კარგად არ ჩათვლი ჩემი ჯერ კიდევ შენთვის გაურკვეველი ხასიათის შტრიხებს, აწონ დაწონი, შემაფასებ, უამრავ გამოცდას მომიწყობ და მხოლოდ ამის მერე მისცემ შენს თავს უფლებას შემიყვარო.....ესეა ელენე.....ეს ცხოვრებაა...ეს კანონზომიერება...ადამიანები შეიძლება კარგად გექცეოდნენ ბევრი რამის გამო მაგრამ მათ სიყვარულს ვერ მოთხოვ თუ შენ არ ხარ კარგი, მათთვის კარგი, ამდენი ადამიანი, რომელსაც ვუყვარვარ შემიძულებს ერთ წამში თუ სხვა გუნდში გადავალ, წარმოგიდგენია როგორი „დამპლური“ შეგრძნებაა, ზოგჯერ მაგიჟებს ამაზე ფიქრი, ზოგჯერ მგონია ბრბო თავზე გადამივლის და მეორე წამს ხელშ ამიტაცებს,წამში როგორ შეიძება ჭეშმარიტი გრძნობა შეიცვალოს! ეს არაა ჭეშმარიტება..სიყალბეაა..მაგრამ მშობელი სხვაა და ამიტომ ამქვეყნად არაფერი მიღირს მათ გულისტკენად...ამიტომ მირჩევნია საზოგადოებამ „იბუინოს“ ჩემზე თუნდაც ამის გამო ერთი სიტყვა მაინც ვუთხრა ჩემებს უხეშად და ამით გული ვატკინო... მე მათთან ჩემი კაცობის, ჩემი პიროვნულობის, უპირატესობის და სიძლიერის დამტკიცება არ მჭირდება..... თუ დედაჩემი თვლის, რომ ცოლი უნდა მოვიყვანო, თუ ფიქრობს, რომ რეესტრის წარმოებით მეხმარება, იფიქროს, აკეთოს რაც უნდა რატომ დავუშალო, რატომ ვაწყენინო, მე ხომ არაფერი მეცვლება, მე ხომ ისევ მე ვარ ჩემი „მეს“ გადაწყვეტილებებში. მე ხომ ვიცი, რომ ეს საუკეთესო გზაა მისი გადმოსახედიდან, მე ხომ დარწმუნებული ვარ დედამ, რომ მთხოვოს მთიდან გადავხტე ამ დროს დედაჩემს ჩემთვის ყველაზე მეტად კარგი უნდა , ეს მისი გადასახედიდან, ჩემთის ეს გადასახედი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თავად ქცევა. გადახტომით კი არ გადავხტები! -ყველაფერს რთულად უდგები..ცოტა გაოცებული იყო ელენე ამ სიტყვებით. -პირიქით ვაიოლებ, ცხოვრებას მარტივად ვუყურებ, არაფერია ადამიანის ფასი, ვინც შენნაირად განიცდის შენ მარცხს და წარმატებას ამ ადამიანებისთვის ღირს ცხოვრება, მოთმენა და მთელი ცხოვრება მათ „სამსახურში“ ყოფნა..... ვაიოლებ ყველაფერს, არაფერს ვიღებ რთულად, ყველაფერი, ყველა პრობლემა ცხოვრების შემადგენელია, თანდაყოლილი აუცილებლობაა, ესე რომ არ ვიყო ალბათ ჩემი დამოკიდებულება ჰიგიენასთან გამაგიჟებდა, ჯერ მარტო დაეზარებოდა ადამიანს..ოდნავ არ მიქმნის პრობლემას საერთოდ არ მაწუხებს...დედაჩემს ასეთიც კი ვუყვარვარ..ესეთი წიკიანი...მეტი სიყვარული ალბათ წარმოუდგენელია, ვუყვარდე ასეთი, ცხოვრება გავუმწარე, ჩემს ოთახს ალაგებს თვითონ, სხვებს არ „ენდობა“ მეც არ ვენდობი სხვებს....ამას მარტო იმიტომ აკეთებს, რომ აეროპორტიდან დაღლილმა მშვიდად დავიძინო..მშვიდი ძილისთვის, შეიძლება მთელი დღე ალაგოს, ზოგჯერ ღამეც..ფრენის რეისზეა დამოკიდებული...თანაც ისე, რომ ჩემნაირ წიკიანსაც კი მშვიდად ძინავს. -მე შემიძლია ადამიანი მიყვარდეს მაშინაც, როცა ის არ მომწონს, ამიტომ განსხვავდება ეს ორი სიტყვა ერთმანეთისგან..... თუ ერთხელ შეიყვარე იქ დამთავრდება, რადგან მე არ მჯერა გრძნობების გაქრობის და ხელახლა გაჩენის, მგონია, რომ ერთხელ გაჩენილი გრძნობები მუდმივად ცოცხლობენ ჩვენს გულში? შეიძლება თვლემდნენ, მაგრამ გამოიღვიძებენ, რადგან სულში ისინი მუდამ არიან. ამიტომ მე თუ ვინმე შემიყვარდა სულ მეყვარება, როგორიც არ უნდა იყოს და თუ ასე არ იქნება, მაშინ არც არასოდეს მყვარებია..ბოლო წინადადება 16 წლის მოზარდის გაჯიუტებით თქვა, მაგრამ ნიკამ შეძლო მასში ქალის უნებლიე პირობა დაენახა, ჯერ კიდევ ისეთი, რომ საკუთარი თავისთვისაც არ ჰქონდა გამხელილი. ამის გამო რთულად მიყვარდება, ერთი ნახვა ხომ გამორიცხულია... „ერთ კაცივით დაეცა ჯარი ხმელი ფოთლების“ ო. ჭილაძე. -დე ჩემ კაბინეტში შედით, ბულკები გამომართვი დემეტრე და ამ პატარა ქოფაკს აჭამე თუ არ შეჭამა უთხარი, რომ დამიძახებ, რამე სხვაც ხომ არ გინდათ? წვენიც აიღე დემე და ტასიკოს მიხედე და არა მის კიკინებს, თვალი ჩაუკრა ელენემ და ოთახში შეაცილა. -არაფერი დედა. ანასტასიას ჩანთა ძირს დადო დემეტრემ და უკვე კივილი ატყდა. მშობლის როლი განსაკუთრებით დიდი და მნიშვნელოვანია შვილის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში..ეს არის უწყვეტი, კომპლექსური და ერთმანეთთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ შვილის ჩამოყალიბებას და განვითარებას. ცდა იმის, რომ შეცვალოთ რაღაც რაც მათშია, გამოიწვევს იმას, რომ ის ადრე თუ გვიან დაკარგავს საკუთარი თავის რწმენას, მოზარდისთის მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ედგეს გვერდით და არა წინ. ნაბისმიერი მშობლის მიზანი უნდა იყოს მათ განვითარების ხელშეწყობა და არა მათ მიერ შერჩეული გზით სიარული აიძულოს. ხშირია რომ მშობლები იგივე პროფესიის არჩევას აიძულებენ ან...აქ ელენე გაჩერდა მიხვდა, რომ პირდაპირ ნიკა მიიღებდა ამ სიტყვებს.. -ან პირიქით უშლიან იგივე გზით სიარულს, შეიძლება ჰქონდეთ მიზეზი, მაგრამ ეს მიზეზი არასოდეს იქნება ჯანსაღი, რადგან ამ ყველაფერს თავში აქვს სიტყვა „იძულება“ ნიკამ ეს სიტყვები ხმადაბლა, მაგრამ ყველას გასაგონად თქვა. მთავარი არის, რომ მშობელმა მისცეს „ბუნებრივად“ განვითარების უფლება, აგრძნობინოს, რომ ის თავად მართავს ცხოვრებას, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარდატეხის პერიოდში, როცა მოზარდი უფრო მეტად ემოციური, იმპულსური და გაუწონასწორებელია, ეს მხოლოდ გარემო ფაქტორების გამო არ არის, მათში ბიოლოგიურად მიმდინარე პროცესები იწვევს მათი ხასიათს სიხისტეს, დაუმორჩებლობას, წინდაუხედავობასა და აგრესიულობას. თუ ამას მშობელი ფსიქოლოგიურად მომზადებული დახვდება და ზომებს მიიღებს მის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადასალახავად, ამ პერიოდის მშვიდად გავლის ალბათბა იზრდება. დამნაშავეების უმრავლესობა სწორედ ამ ასაკში იღებს „დანაშაულებრივ“ ჩვევებს და შემდეგ ეს მათში რჩება. ამიტომ არის არასრულწლოვანთა დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი.... ხშირმა დასჯამ, შთაგონებამ რომ ბავშვი ცუდად იქცევა შესაძლებელია გამოიწვიოს ბავშვის უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი., შეძლებაც კი. ამიტომ ფრთხილად და ზომიერად უნდა იყოს შერჩეული საყვედური, ასევე გააზრებული საუბარი მასთან დაშვებულ შეცდომაზე. -დასჯის სწორი მეთოდის შერჩევა როგორ უნდა მოხდეს? დასვა კითხვა „სანდომიანად“ შეღებილმა ქალმა, ნიკას მრავალ „ღირსეებებთან“ ერთად დიდი ადგილი მაკიაჟის „სიძულვილს“ ეკავა..არა მთლად ასე მწვავედ არა, მოსწონდა სწორად „შეღებილი“ სუსტი სქესი, მაგრამ „გადაღებვა“ საშინლად აგიჟებდა. უამრავი კითხვა იყო, რომლებიც გულგრილს არ ტოვებდა ნიკას და ყველაფერი ეკალივით ხვდებოდა..ბოლოს დასჯის მეთოდად იგნორის გამოყენებაზე მსჯელობა, ელენეს განსაკუთრებული რადიკალურობა და ამ „სისტემის“ უმოწყალო კრიტიკა ნიკას გულგრილს არ ტოვებდა. -რატომ თლით, რომ იგნორი დასჯაა? შესაძლებელია სულაც არ იყოს ასე.. -მაშინ რა შეიძლება დავარქვათ? ელენემ თვალებში შეხედა. -დაკარგული პატივისცემის გამო წუხილი. -ადამიანის „არშემჩნევა“ განსაკუთრებით კი შვილის, წუხილი ვერასოდეს იქნება. კატეგორიულობას არ ჰკარგავდა ელენეს ხმა. -მე კი არ მჯერა ასეთი ურთიერთობის.....უბრალოდ რაც არ უნდა ამტკიცოს ფსიქოლოგიამ, რამდენიც არ უნდა მოახვიოთ ადამიანებს თავს, არიან ისეთები, რომლებისთისაც განსხვავებული საქციელი რაც არ უნდა „დასაბუთებული“ იყოს შეუძლებელია. არ მჯერა, რომ პატივისცემის დაბრუნება ძალით შესაძებელია, არც ბოდიშით..ამ დროს კი შესვენება საუკეთესო გამოსავალია თუ ამას საუკეთესო შეიძება ეწოდოს. ამ ორის გარდა არავის ესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ..ელენემ მალე შეცვალა თემა და აგრძნობინა, რომ მასთან კამათს აღარ აპირებდა მანამდე კი ხმადაბლა დაამატა. -შვილთან ჯიბრი ყველაზე ცუდი საშუალებაა პატივისცემის დასაბრუნებლად. -პატივისცემა არ ბრუნდება! ის ან გაქვს ან არა, და როცა აღარ გაქვს იქ ბევრი რამე მთავრდება. ნიკა იმ დღეს არ მოშორებიათ, მანქანაში ანასტასია ისევ „ტრიბუნაზე“ იდგა. -მამიკო ყველას ჰყავს მეზობლები ჩვენ არა, ჩემი კლასელები სულ იმათ ახსნებენ, მე არ მყავს....მეზობლები ჩვენი ნინიკო, ერეკლე და ცოტნე არ ითვლებიან? ელენეს და დემეტრეს გაეცინათ მათეს და ბარბარეს შვილების ხსენებაზე, ძალიან შორს ცხოვრობდნენ მათი სახლისგან. ნიკა ხმაურზე გამოერკვა. -რა მამა? -ნიკა მართლა კარგად ხარ? ელენემ შეწუხებულმა ჰკითხა. -კი, ვერ გავიგე რა მკითხე ტასო? -მოზობლები, ნინიკო, ერეკლე და ცოტნე არ ითვლებიან? სხვა დროს გაეღიმებოდა მაინც. ახლა პატარას უმეზობლობაც თავის თავს დააბრალა და ჩაიფერფლა. -არა, ისინი ბიძაშვილები და მამიდაშვილია ტასო. გინდა რომ მეზობლები გყავდეს? ელენემ მაშინვე ნიკას შეხედა.. -კი ძალიან, ჩემიმკლასელი გვანცა მინდა იყოს ჩემი მეზობელი და კიდე სალომე, ნატოც და სოფოც, მაგრამ მერე თაკო ცოდოა და ისიც ჩვენთან ახლოს რომ ცხოვრობდეს. -და შენი სკოლის დირექტორი ჯემალი და დამლაგებელი მაყვალა არა?! დემეტრეს ხმამაღლა გაეცინა. -არ ვიცი ეგენი ვინ არიან! გაიბუტა ტასო მიხვდა რომ დემეტრემ დაცინა. ნიკას ხმა აღარ ამოუღია, სახლშიც რომ შევიდა უსიტყვოდ დაჯდა დივანზე. თავი გადაწია და თვალები დახუჭა, ძლივსშესამჩნევად მოგორავდა გამჭრვალე სითხე, ელენეს ხმის გაგონებაზე ამ მარილიან წყალს ძალა ემატებოდა, ზოგჯერ ეგონა, რომ გულს გაუნგრევდა. ანასტასიას ტიტინი ელენეს როგორ ეკითხებოდა რაღაც სასაცილო რაღაცებს, ელენეს მშვიდი, გაწონასწორებული პასუხი. ნაზი შეხება შვილებთან, მისი მოძრაობა, როგორ ირხეოდა მისი სხეული, ტანი, გრძელი თითები, მზრუნველად, რომ უსწორებდნენ ანასტასიას თმებს, როგორ უყურებდა დემეტრეს, ელენე სულ სხვანაირი იყო მასთან, როგორ ფრთხილად აკოცა თავზე მოწყენილ დემეტრეს და როგორ უთხრა რაღაც ჩუმად და როგორ გაეღიმა დემეტრეს, მოწყენით გაეღიმა, ელენეს ღრმა, დარდით და მოთნებით სავსე თვალები, საყვედურს, რომ ნაზად და შეუმჩნევლად გაგრძნობინებს, როცა ასეთ დროსაც ქალურობას არ ჰკარგავს და ამიტომ სისხლი მოძრაობას წყვეტს, იყინება, იყინება და დუღდება, რომ შენ მასთან დგომის უფლება არ გაქვს, არ გაქვს უფლება იყო მის გვერდით, უბრალო, გამამხნევებელი სიტყვა უთხრა და მისი სუსტი მხრები შენსაში მოიქციო. მარტო დატოვე და თავად დარჩი უადამიანოდ დედამიწაზე.მასთან ვერ იქნები, ვერ ატარებ მის ტვირთს, ვერ მიეხმარები..უუფლებო ხარ, უფლებაჩამორთმეული...მისი ჩალისფერი თმა, მხრებზე რომ იყო გადატეხილი, მისი თმის სურნელი, უკვე ზღვარს გადადიოდა ფიქრები..ეს ყველაფერი კი მაშინ, როცა ის ზუსტად ისეთია, ზუსტად ისაა ვინც პირველად დაინახა ნიკამ, როგორიც იფიქრა, რომ ელენე იქნებოდა, ასეთს ხედავდა..მისი სიკაპასის უკან ეს ღრმა და უთქმელი მოთინება იყო, პირდაპირობის უკან ეს მდუმარე საყვედური, რომელიც ორგანიზმს გიშლის იმაზე ფიქრით, რომ მას აწყენინე, რაღაც ძალიან ატკინე. იცოდა, რომ ელენე ასეთი იქნებოდა, მხოლოდ ნიკა გრძნობდა, რომ მისი სიმართლით და გულუბრყვილობით სავსე თვალებში იყო მისი ცოლი, ზუსტად ის ქალი ვისგან მოშორებასაც ვერასოდეს შეძლებდა, ვისი შეძულებაც მის ორგანიზმს არ შეეძლო.სისუფთავის სურნელი მოდიოდა მისი სულისგან, მიუხედავად მისი სიმწარისა, უხეშობის, პირდაპირობის, რასაც ყველაზე მეტად ვერ იტანდა ნიკა ქალისგან, მაინც სისუფთავის სურნელი ჰქონდა 16 წლის ელენეს შემოკრული.. ეს მისი მართალი თვალებიდან მოდიოდა, დაუმალავი გრძნობების, პირდაპირობის და სიბინძურესთან შეუხებლობის ნაყოფი იყო. თვალდახუჭული გრძნობდა, რომ უახლოვდებოდა, მისი გრძელი კაბის რხევას გრძნობდა და თავისი გულის ხმა ესმოდა. მის სხეულს ისე ახლოს ვერ უმკლავდებოდა.ელენემ ბავშვები, რომ მოაწესრიგა და გარეთ გაუშვა ნიკასკენ წავიდა მის წინ ჩაიმუხლა და მისი თითები მოიქცია ხელებში.. აშკარად დიდი განსხვავება იყო, ელენეს პატარა, სიფრიფანა, ნაზი ხელები ძლივს იჭერდა მისას..თავი ისევ გადაწეული ჰქონდა, მხოლოდ მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ მარილიანი სითხე სახიდან გაქრა, მაშინ შეხედა. -ნიკა რა გჭირს?! მითხარი თუ რამე გაწუხებს.. ახლა ანასტასიას მზერა დაიჭრა მის თვალებში და მართლა შეაკანკალა. მის მზრუნველ, დაუმსახურებელ სიყვარულში საკუთარი თავის სიძულვილით ცურავდა. -მაწუხებს.. -მითხარი ნიკა....ხომ იცი შეგიძლია ჩემი იმედი სულ გქონდეს, თხოვ რაღაც თუ ასე გიჭირს, თუ მარტო ვერ ერევი..მე ვიცი, რომ დამნაშავე ვარ, ამ ათ წელზე მე ვაგებ პასუხს! ნიკამ გააჩერა, ისეთ წაშლილი სახით, რომ არაფერი აინტერესებდა ერთს გარდა... -ვერ გეუბნები, ვერ ვამბობ, ვიცი რასაც გთხოვ თავხედობაა, მაგრამ როცა სხვა გზა არ მაქვს? გეფიცები არ მაქ სხვა გზა, უნდა გამომყვე, სადმე უნდა გამომყვე სადაც ჩვენ ვიქნებით, არაფერი მაინტერესებს, ისე მიყვარხარ არაფერი მაინტერესებს. მეორედ გთხოვ..დღეს მეორედ.... -მეც მიყვარხარ. ათი წლის მანძილზე პირველად „გამოუტყდნენ“ ერთმანეთს, რაც ისედაც ორივემ იცოდა. ყველაფრის მიუხედავად ეს შეგრძნება არ დაუკარგავთ, არასოდეს ყოფილა მათ ოთახებში გულგრილობა..იყო ცუდი..სიძლვილიც კი...ვერ პატიება....ბედნიერების დაკარგვის წუხილი..უბედურების შეგრძნება.....დამცირება და ამის ღირსეული ატანა, მაგრამ გულგრილობა ერთ დღესაც არ შემოპარულა..ვერ შემოიპარა. -არ გიყვარვარ, ისე არ გიყვარვარ როგორც მე.... -მაგას როგორ ამბობ, ხმა აუკანკალდა ელენეს, ყველაფერი შეგიძლია მითხრა, მაგრამ მაგას როგორ ამბობ..როგორ შეგიძლია.. ელენემ თითები მუხლებზე დაადო. -ვერ მპატიობ ცოლის მოყვანას ვერ მპატიობ, ყველაფერი მაპატიე დაუფიქრებლად, ყველაფრის დავიწყებისთვის მზად ხარ, მაგრამ ამას ვერ მპატიობ, ხომ ვგრძნობ. ვერც იმ გარტყმულს მპატიობ, მაშინ გამაფრთხილე, წინასწარ გამაფრთხილე და იმიტომ....მე ხომ ვგრძნობ ელენე....მე ხომ გიცნობ. -შენ შეძლებდი იმას რასაც მთხოვ? ნიკა რატომ მექცევი ასე? გგონია ამდენი რამის ერთად ასე გადატანა აადვილია? საოცრად სწრაფად შეიცვალე, ერთ დღეში გახდი ისეთი რასაც წლები შორდებოდი....შეძლებდი ყველაფრის მიტოვებას, არ იფიქრებდი იმ ადამიანებზე რომლებსაც იმედს გაუცრუებ? ჩემს ადგილზე რატომ არ წარმოიდგენ თავს? -შევძლებდი, ელენე შენ მართლა არ იცი მე რას ვგრძნობ, ყველაფერს შევძლებდი, სხვასთან ყოფნასაც გაპატიებდი, ღალატსაც...ელენე გაოგნებული უსმენდა. ქალი რომ ვყოფილიყავი შევძლებდი, მაგრამ კაცი ვარ და ვერაფრით ვუშვებ, იცოდე, ერთ შეხებასაც არ გაპატიებ ვინმეზე, ჩემი ხასიათი მევე მანადგურებს, მაგრამ არ შემიძლია, უბრალოდ ვინმე რომ შეგეხოს, სულ ოდნავ მაინც იმ გრძნობით. გავაფრენ, ჩემს შვილებს, რომ თავს მოახვიოს თავისი სისულელეები... -ნიკა გთხოვ! -შენ არ იცი,დამაცადე, სანდრო არაა ცუდი ადამიანი ამაში გეთანხმები, მაგრამ აი საერთოდ არ მაინტერესებს მე მაგისი შინაგანი....ეგ ტიპი საშუალო სულისაა..ყველაზე საშიშები ეგენი არიან, არაფერს რომ არ ემსახურებიან არც იდეალებს და არც დემონებს...ხომ გესმის რასაც ვამბობ....მერყევები..საშუალოები..სანდრო ეგაა, ისეთ იქნება, როგორი გარემოც მის გარშემო, ჯოჯოხეთში ეშმაკი, სამოთხეში ანგელოზი... ვიცი ამას შენ ჩემზე უკეთ ხვდები, ვიცი სანდროს რატოც არ იშორებ, ვხვდები, რომ უბრალოდ თავს იცავ ჩემგან, შენი თავისგან, ვიცი რომ ეს დღეები რამდენჯერმე შეხვდი, აქაც იყო..არ ვეჭვიანობ გეფიცები....არ ვიცი ახლა რასაც ვგრძნობ ეჭვიანობას ცდება..გისაკუთრებ გესმის, მთელი შეგნებით გისაკუთრებ. არ მინდა შენ ვინმესთან გაგიყო, ვიცი შენ მიყოფ მაგრამ ჩემთვის ეს უკვე ჯოჯოხეთზე მეტია. გახსოვს ერთხელ მითხარი, რომ გეშინოდა,რომ ვერ მაპატიებდი ღალატს, გამაფრთხილე, რომ გაგფრთხილებოდი, მაშინ შენი არ მესმოდა..არც შენი შიშის მესმოდა, ახლა ვიცი, ახლა ვგრძნობ, ელენე შეცდომა არ დაუშვა გთხოვ. რამდენიმე წამისთვისაც კი მიღირს ყველაფერზე უარი ვთქვა..სულ ყველაფერზე. -ნიკა გთხოვ, მანადგურებ...ყველაფერზე ვფიქრობ, მარტო არ ვართ, ვერ მოვიქცევით ასე, დემეტრეც არაა პატარა ასე წამოგვყვეს. მე როგორ გავაკეთო ის რაც ყველაზე მეტად მანადგურებდა? როგორ ვიყო შენთან, როცა ვიცი ცოლი გყავს? ნიკა ეს ყველაზე მეტად მტკენდა გულს, როცა შენი ცოლი ვიყავი, როგორ გავუკეთ იგივე სხვას? ვიცი ამ მდგომარეობაში ჩემ გამო ვართ და ესეც მშლის...ასე არ შეიძლება, ჩვენც საშუალოები გამოვდივართ ნიკა, ამაზე ლაპარაკი არ მინდა, შენ იცი, რომ სანდროსთან ურთიერთობა ჩემი გადასაწყვეტია და შენ არ ჩაერევი! იმასაც მე გადავწყვეტ რა სახის ურთიერთბა მექნება, მე შევაფასებ სანდროს ადამიანობას და შენ ამაში არ ჩაერევი, ცხოვრებაში არაფერი გამიკეთებია მუქარით, თუ ფიქრობ, რომ აქამდე ჩემი ცხოვრება შენთის მისაღები იყო ესეც იმიტომ რომ უბრალოდ ასეთი ვარ..სხვანაირად ვერც ვიქნებოდი ამას შენი მუქარა ვერ მაიძულებს. -მე არ გემუქრები, მე გეუბნები იმას რასაც ვფიქრობ, გაითალისწინებ თუ არა ეს იმაზეა დამოკიდებული რამდენად მნიშვნელოვანი ვარ შენთვის. -რატომ არ ცდილობ ის რასაც გეუბნები სხვანაირად გაიგო....რატომ აკვირდები სიტყვებს და არა ხმას და თვალებს როცა ამას გეუბნები! -ელენე არ ვცდილობ იმიტო, რომ ვიცი რაც იგულისხმე..ვიცი რომ ახლა მითხარი, რომ ძალიან გიყვარვარ, რომ არასოდეს იქნები სანდროსთან, მარტო ჩემ გამო კი არა ეს შენთისაც წარმოუდგენელია, არ შეგიძლია და ამაში ჩემი მუქარა არაფერ შუაშია.....ისიც იგულისხმე რომ სანდროს თავიდან არ მოიშორებ და ამით ყოველ წამს მაგრძნობინებ ცალ-ცალკე ყოფნას...ეს მითხარი, მაგრამ ამ თემაზე არ მინდა აზრების შეფარულობა, პირდაპირ მინდა მითხრა და მეც გეტყვი...შენი ქცევები დაკავშირებულია იმასთან რამდენს ვნიშნავ შენთვის! -ძალიან ჯიუტი ხარ ნიკა. -მეშინია, მეშინია, რომ რაღაცას სამუდამოდ დავკარგავ, ვიცი ყველა ადამიანი ცდილობს უკეთესად იყოს ამას იმედი აძლებინებს, ვიცი რომ ადამიანი რთულია მეც რთული ვარ და უფრო რთული ჩემი ატანა იყო ამ წლების განმავლობაში, ისიც ვიცი, რომ ახლა პატიება უხერხული და უადგილოა, ბოდიში მხოლოდ სიტყვაა, რომელსაც შედეგი არ ექნება, მაპატიე უსარგებლო ასოთა "ხროვად" გადაიქცა და მაინც არაფერია იმაზე მეტი ვიდრე ის რომ შემიძლია შენი ფანჯრიდან შენი სილუეტი დავინახო და ვიგრძნო, როგორ მიღიმი...შენ მე ისევ ისე მიღიმი, არაფერი შეცვლილა..შენ მე ისევ მჩუქნი სიმშვიდეს როცა გხედავ, ყველაფრის მიუხედავად, ყველა ტკივილის..შეცდომის...ადამიანური სისუსტის და ღალატის მიუხედავად....ისე არაფერი მდომებია, როგორც ჩემი ღალატისთვის მეღალატა..შენთან დავბრუნებულიყავი მიუხედავად იმისა მიმიღებდი თუ არა...მაპატიებდი თუ არა რადგან ვგრძნობ რომ არაფერია შენთან გატარებულ წამებზე დიდი და ვიცი რომ სიცოცხლის გახანგრძლივებაზე კი არა ამ წამების გახანგრძლივებაზე უნდა ვიზრუნო...ამ წლებმა მხოლოდ ის მომიტანა რომ შენ გარეშე მე მხოლოდ უმისამართო ადამიანი ვარ...ისე მოგეჭაჭვა ჩემი სული, რომ მეშინია ხელიდან არ გამისხლტე მეშინია, რომ დაგკარგო და ისე გავთავხედდი ვფიქრობ რომ ისევ გიყვარვარ.....ხო გიყვარვარ და ახლა უფრო მეტადაც ვიდრე ადრე......... ცხოვრება ერთხელ გვაქვს და მე ამ ცხოვრების, რომელიც ასე ცოტაა და კიდევ უფრო ცოტა როცა გიყვარს ამ ცხოვრების ათი წელი შენს ტანჯვაში გავატარე და ახლა ორივეს გამო მტკივა....შენ ჩემს დანახვაზე დამალულ მკერდს, აკანკალებულ მხრებს, აბაზანის ჩაკეტილ კარებს,ატკიებულ სხეულს, წამხდარ და იმედგაცრუებულ სახეს ვერ ვივიწყებ და შენ მაინც ჩემზე მაღლა იყავი მიუხედავად იმისა, რომ სულ შენ დამცირებას ვცდილობდი, რომ აღარ მყვარებოდი, მინდოდა გატეხილი და მოტეხილი მენახე ისე, როგორც მე მეგონა რომ ვიყავი, თურმე საოცრად ვცდებოდი მაშინ თავი უნუგეშო რომ მეგონა, ვერ დაგამცირე შენ კიდევ უფრო ღირსეული იყავი და მე კიდევ უფრო ვეფლობოდი ტალახში. არასოდეს დამნებებიხარ, არასოდეს მოგიცია ჩემთვის უფლება თავი უფრო შემძულებოდა და შენ გადამეყვარე, ელენე ეს ყველაფერია...ვერ მოვახერხე მდომებოდა, რომ აღარ მყვარებოდი, გეფიცები ეს, რომ მდომებოდა შევძლებდი გადამეყვარებინე და ასეც აღარ დაგტანჯავდი....მინდოდა მენახა მიზეზი რატოც არ უნდა მყვარებოდი. ვერ მოგიძებნე ათი წელი ვჩიჩქნე, ვძერწე, ვეძებე, რომ მეპოვა რამე რაც დამარწმუნებდა, რომ უნდა გადამეყვარებინე. არაფერია იმ ადამიანზე უფრო ძნელად ასატანი, რომელიც ათი წელი ჯიბრზე ცხოვრობს, რომელსაც ძალა არ ყოფნის, რომ რაღაცას შეეგუოს და უფრო მეტს კარგავს...ვერ გაპატიე!....მაგრამ გეფიცები ვცდილობდი და არაფერი გამომივიდა......შიგნიდან ეს რაღაც უფრო ძლიერი იყო ვიდრე მე და ვიდრე ჩემში "ჩვენ", მაგრამ ეს მხოლოდ მეგონა ასეა ადამიანი ვერ ვზომავთ რას ვგრძნობთ სანამ არ ვკარგავთ...აი დაგკარგე და სამყაროზე...არსებულზე და არარსებულზე მეტად მეძვირფასები.....არაფერია ჩემთვის ბურთი..ტრიბუნები, გოლი....ბალახი...მოედანი..არაფერია ეს ყველაფერი უშენოდ...უშენოდ არაფერი არ მინდა, როგორ შეიძლება გიყვარდეს კაცი, რომელიც ამდენი წლის მერე მიხვდა, რომ ათი წლის წინ ყველაზე მეტად იმ დღეს გაუმართლა, რომ შენ არ დაგკარგა და დაკარგა ფეხბურთი... ნიკა ზოგჯერ ეჩურჩლებოდა, ზოგჯერ ხმაჩახლეჩლი ეუბნებოდა ხმამაღლა, ხმის ტემბრი გამუდმებით ეცვლებოდა, ეცვლებოდა მოძრაობა, როცა ელენეს სახეზე შეხებას ცდილობდა, თმაზე ხელს უსვავდა და ეფერებოდა, თითებზე ხელს უჭერდა, ისე, ისე თითქოს სადმე გაშვების ეშინოდა, თითქოს ყველა შეხებას იმახსოვრებდა. –ნიკა არ გინდა გთხოვ, გეხვეწები, არაფერი გავიხსენოთ არაფერი ამოვქექოთ, მოხდა და დამთავრდა..წარსულია..შორი წარსული..ყველა ტკივილი მიახლდება.... –რაა წარსული? როცა იმას გეუბნები რასაც ახლა, ამ წამს ვგრძნობ ელენე, რაა წარსული.... –ნიკა აზრი არ აქვს...ახლა შენ ცოლი გყავს და მას ჩემთან ღალატობ როცა ამ სიტყვებს მეუბნები.. არ შემიძლია, გევედრები გამიგე არ შემიძლია, ვიცი გავგიჟდები, მაგრამ ამას ვერ შევძლებ, ვერ ვიქნები საყვარელი, ვინმეს საყვარელი. –მე სიმართლეს გეუბნები.....არ მაინტერესებს ცოლი მყავს თუ არა......მარტო ის მინდა რომ გაკოცო...მოგეხვიო...... –ნიკა მე მაინტერესებს ასე არ შემიძლია და შენ ეს იცი... –მას ხომ შეეძლო.....ელენე გაქვავდა... –მასთანაც მღალატობდი? –და კიდევ ბევრთან ისე, რომ ჩამოთვლას აზრი არ აქვს არც მახსოვნან...მათ შესახებ არაფერი მამახსოვრდებოდა არ მაინტერესებდნენ ისინი აორთქლდნენ თითქოს არც ყოფილან. სინამდვილეში მე არასოდეს მიღალატია, გეფიცები მცდელობის მიუხედავად, მე არ მიღალატია, არასოდეს გამიყია შენი სიყვარული სხვასთან გესმის, სხეული მხოლოდ ელენე, ვიცი რომ ეს უფრო გამაღიზიანებელია, მაგრამ მართლა ვერ შევძელი შენი სიყვარულის ვინმესთან გაყოფა, მარტო შენ გეკუთვნოდა, მხოლოდ შენზე ფიქრობდა სულ. ახლა ლიკას სულ ვღალატობ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქალთან არ ვყოფილვარ, ყოველ წამს ვღალატობ, როცა მთლიანად შენით ვარ მოცული. შენ ყოველთის ჩემი საყვარელი იყავი, ყოველთვის, უბრალოდ ადამიანებმა ეს სიტყვა დაამახინჯეს, სხვანაირად განმარტეს, სულ ამიტომ გიმეორებდი, რომ საყვარლები არ მყავს, მხოლოდ ერთი, მხოლოდ შენ...ვეფხისტყაოსანს არავინ უყურებს, როცა ამ სიტყვას ასე მონდომებით ანადგურებენ და გახრწნილ გრძნობებში ურევენ. ელენეს მეტი აღარ შეეძლო, მეტს ვერ უძლებდა, ამხელა გრძნობებს, ამდენი წლის ნაგროვებს ერთად შემოხეთქებბულს მის სულსა და სხეულში ვერ უმკლავდებოდა.... -უნდა ვიფიქრო, დრო მომეცი, გთხოვ. გევედრები გამიგე...ჩემი გესმოდეს ნიკოლოზ გთხოვ, არ დამადანაშაულო, რომ ნაკლებად მიყვარხარ არ მინდა შენთან დაკავშირებული გრძნობები გარყვნილებაში აირიოს, შენ ჩემი სუფთა სიყვარული ხარ, ეს სიყვარული მიყვარს გესმის, ეს მაძლევდა ძალას ამ ხნის განმავლობაში, ნუ დამიბინძურებ გევედრები, იცი, რომ ვერ შეგეწინააღმდეგები..ამის ძალა აღარ მაქვს, ასეთ ნიკას, როგორიც ახლა ხარ ვერასოდეს გავუწევ წინააღმდეგობას. ელენე ახლოს მიიწია და ხელები უფრო მოუჭირა..ნიკას გაყინული გაციებული თითების გათბობას ცდილობდა. დიდ ხანს ვეღარ გაძლო ელენეს საკუთარ მუხლებთან ატანა, მისი მზერის და თვალებში ვერ დაფარული სიყვარულის გაძლება, რომ მხოლოდ თითებს შეეძლო შეხებოდა, ვერ პატიობდა დანარჩენ სხეულს. ნიკამ ხელი წელზე მოხვია და მთელი ძალით მიიკრო....ჰაერი ერთდროულად იყო უფრო მძიმეც და მსუბუქიც, ელენეს სიმწრით ეჭირა ორივე ხელი მუჭად შეკრული ნიკას მკერძე და ძლივს იკავებდა თავს, რომ არ შემოეხვია კისერზე, ერთმანეთს უფრო უჭერდა და მუშტებს უფრო კრავდა,რომ გაეძლო. ცრემლებმა რამდენიმე წამში ჩააღწიეს ნიკას კისრამდე.. -გეხვეწები ჩემ გამო არ იტირო! -მინდა კარგად იყო ნიკოლოზ, ესე რომ გხედავ, სულ შეიცვალე....თითქოს ისევ ის ხარ და უფრო მიჭირს.... -მეც მიჭირს, უთქვენობა ძალიან ძნელი ყოფილა, წარმოუდგენლად..ასე მგონია გაყოფილი ვარ, გაჭრილი..ზოგჯერ მგონია, რომ მინდა ჩემ ღალატს ვუღალატო, მინდა ყველაფერს ვუღალატო შენი თვალების გარდა, მაგრამ ახლა, ახლაც რომ გეხები ვგრძნობ, რომ მაინც გღალატობ, ვიცი შენ ეს არ გინდა, ვიცი საკუთარ თავს დაიდანაშაულებ, მაგრამ შენ ნუ მომხვევ ხელებს თუ გინდა, შენ ნუ მიპასუხებ კოცნით, ჩავთვალოთ რომ ეს ისევ ჩემი ბრალია, მე გაიძულებ, ელენე უბრალოდ სულ რამდენიმე წამი იყავი ასე. ელენემ ხელები ერთმანეთში გადახლართა, რომ მოძრაობა არ შეძლებოდა, ნიკას არ შემოხვეოდა დაუფიქრებლად. ნიკამ თმაში ხელი შეუცურა და მის ტუჩებს დააცქერდა, თითქმის არ იყო მანძილი დარჩენილი მათ შორის, როცა მის თვალებს წააწყდა. წინააღმდეგობის ნიშან-წყალიც არ ეტყობოდა, იმ მომენტში ელენეს ნებისყოფა ნულს იყო ჩამოცელილი, მაგრამ იყო რაღაც ისეთი მის გამოხედვაში, მავედრებელ მზერაში, რომ ნიკამ ვერ გაიმეტა, შუბლზე აკოცა და ხელი შეუშვა. -მხოლოდ მიყვარხარ. მშვიდად ჩაილაპარაკა მენაბდემ. ელენეს მთელი სხეული მოუდუნდა ამ სიტყვების გაგონებაზე, ათი წელი არ ჰქონდა ნათქვამი. „მხოლოდ მიყვარხარ“ ელენეს ნათქვამი იყო. ზოგჯერ როცა ელენეს ეჩვენებოდა ნიკას არაფერი ახსოვდა, რაც მანამდე იყო, მაშინ მენაბდე ეტყოდა ისეთ რამეს რაც ყველანაირად გუდავდა, ახლაც ესე იყო. ისევ იმის შეგრძნება, რომ საერთო მეხსიერება ჰქონდათ, რომ ეს მეხსიერება მუდმივია და ყველაფერი საერთო განცდილი და დამახსოვრებული იყო...ისევ დამუნჯებული ცრემლების მიზეზი ხდებოდა. -მხოლოდ ის მინდა ბედნიერი იყო ელენე, თუ შენ ეს უფრო მეტ ტკივილს მოგიტანს ყველაფერს გავუძლებ, უბრალოდ მინდა იცოდე, რომ შენს ხელში ვარ, რაც გინდა..როგორც შენ გინდა ისე მოვიქცევი....ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვალდებული ვარ ის ათი წელი, როცა ადამიანობა შემინარჩუნე დაგიბრუნო. -მე დემეტრეს ოდნავ ცუდად ყოფნის დროსაც კი არ შემიძლია ოდნავ კარგად ვიყო! -დემეტრე არ ახსენო! ელენე ეს თემა დაივიწყე..აქ არც კი ვიცი სადამდე მიდის ჩემი სული..მეც კი მაშინებს ჩემი დამოკიდებულება! არაფერს დავუთობ! არ არსებობს ჩემთვის. ტელეფონს უხალისოდ დახედა, რამდენიმეწუთსწინ შემოსული წერილი გახსნა და თვალები აემღვრა..ემოცია, რომელსაც ვერ იჭერ....საშინელებაა, როცა რაღაც უნდა გიხაროდეს და...და....უკვე აღარ ჰქონდა აზრი პრობლემების დათვლას..უკვე ძალიან მცირე მანილი იყო დარჩენილი საკუთარი თავის სიძულვილამდე.....ის შეგრძნება, რომ საკუთარ თავს არ აძლევ უფლებას გაუხარდეს სიცოცხლე..ახალი სიცოცხლე. „ნიკა, საყვარელო ახლა საავადმყოფოდან მოვდივარ, ფეხმძიმედ ვარ ნიკა, ნიკა საოცრად ვარ, მენატრები, ერთ სული მაქვს გნახო. ავტორი:Sarah |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.