შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანიელი და არდა 6


25-07-2015, 23:02
ავტორი mendi
ნანახია 3 284

ეს ორი დღე დანიელი არ მშორდებოდა გვერდიდან, თავზე მევლებოდა რასაც ქვია. უკვე გამომწერეს და სახლშიც დავბრუნდი.
-დანიელ მადლობა ყველაფრისთვის
-ყავაზე არ დამპატიჟებ?
-რა თქმა უნდა შემოდი
ყავა ჭიქებში ჩამოვასხი და ტკბილეულთან ერთად მაგიდაზე დავდე.
-საფრანგეთში თავს როგორ გრძნობ
-კარგად, კაფე იქაც გავხსენი, შემდეგ ბორტგამცილებლის კურსები გავიარეთ მე და მარიმ და კი მნახე თვითმფრინავში.
-პირად ურთიერტობაში რა ხდება?
-პირადი ცხოვრება არ მაქვს, თითქმის სულ ჰაერში ვარ გამოკიდებული.
-რთული პროფესიაა
-კი საკმაოდ
ამ დროს დანის ტელეფონი აწკრიალდა
-გისმენ ლიკა
-რამე ხო არ ჭირს
-კარგი მალე მოვალ.
გული ძალიან დამწყდა, როგორ მინდოდა ოჯახი მაგრამ ჩემივე გადაწყვეტილებით დავანგრიე ოჯახი.
-დამიანე როგორი ბავშვია?
-ცელქია მაგრამ ჭკვიანი ბავშვია, მალე სკოლაშიც ივლის.
-ხო კარგია, იმედია ბედნიერი ხარ ლიკასთან
-სიმართლე გითხრა არ მიყვარს უბრალოდ შევეჩვიე
-რატომ მოიშორე ჩემი შვილი?
სრულიად მოულოდნელად დასვა კითხვა რომელსაც არ ველოდი.
-დანიელ ორად ვერ გაიხლიჩებოდი ან ერთი უნდა აგერჩია ან მეორე, სიმართლეს გეტყვი, მე ვერ ავიტანდი ჩემი შვილიც გაგეზარდა და ლიკასიც, ძალიან ეგოისტი ვარ, ეს ყველაფერი აუტანელი იქნებოდა ჩემთვის და ტანჯვის მეტს არაფერს მომიტანდა, ამიტომაც გავაკეთე ეს. თავს არ ვიმართლებ მაგრამ ბავშვს უმამოდ ვერ გავზრდიდი. ახლა კი წადი სახლში შვილი და ცოლი გელოდება.
-რას არ დავმთმობდი სახლში ლიკას მაგივრად შენ რომ მელოდებოდე.
წავიდა და ცრემლებმაც არ დააყოვნეს. სინანული ყველაზე უსარგებლო რამ არის ამქვეყნად. გამოსწორება საერთოდ არ შეიძლება თორემ, ეს რომ შეიძლებოდეს, ყველანი წმინდები ვიქნებოდით. ცხოვრება არ აპირებდა ჩვენგან სრულყოფილ არსებათა შექმნას, ვინც სრულყოფილია მისი ადგილი მუზეუმშია. დროს როცა დააკვირდები უყურებ და ამჩნევ თუ რა არის ცხოვრება, ცვლილებებს კი მკვეთრად განასხვავებ წარსულისგან. ვფიქრობდი საიდან დავიწყე ყველაფერი და სად დავამთავრე. ყველაზე ვფიქრობდი და გული მტკიოდა, მე ვერ შევძელი ვყოფილიყავი ძლიერი და ჩემი ცხოვრება უკეთესად წარმემართა. ცხოვრებას ჩვენ თვითონ ვქმნით და ჩვენივე ქცევებით წყდება ყველაფერი.


*** მზიანი დღე გათენდა თითქოს ადამიანს რაღაცის იმედს აძლევდა, მარი უკვე ჩამოსულიყო და მშობლების ნახვაც მოესწრო.
-აბა როგორ ხარ მარუს?
-ძალიან კარგად
-რა ხდება?
-თვითმფრინავში ქართველი ბიზნესმენი გავიცანი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, საუბრის დრო არ გვქონდა და ნომერი გამომართვა.
-ვაიმე ჩემო გოგო რა მაგარია, შენ მაინც იყავი ბედნიერი
-არდა გადავწყვიტე ჩემი მშობლები საფრანგეთში წამოვიყვანო
მშვენიერია
-არდა სწორი გადაწყვეტილება მივიღე საფრანგეთში რომ წამოვედი
-მიხარია ასე რომ ფიქრობ, როდის მივფრინავთ უკან
-ორ დღეში
-კარგი მარ
ისევ ვბრუნდებოდი საფრანგეთში და ვგრძნობდი რომ დანი ძალიან მომენატრებოდა მაგრამ რას ვიზამთ ვერაფერს შევცვლით.



№1  offline წევრი Just give me a Hand . . .

:*** უფრო დიდი თავები დადე რააა :*** კარგი იყო :*

 


№2  offline წევრი Just give me a Hand . . .

მალე დადე რააა :///

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent