შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრები?! 3 თავი


28-01-2016, 22:40
ავტორი harryhermione
ნანახია 1 691

***
ყავის ცხელი ფინჯანი აკანკალებული ხელებიდან უვარდება და ხმაურით ეცემა იატაკზე. ყავით ისვრება ყველაფერი ლილეს თეთრი შარვალი და ფეხსაცმელი, სანდროს კედები, ნიკუშას მუქი ჯინსი.

- ლილე რა გჭირს ტოო?-შეშფოთებული სანდრო, ლილეს ხელს კიდებს და მსუბუქად ანჯღრევს. ლილე გამოდის მტანჯველი ფიქრების ბურუსიდან და ნიკუშას ირონიულ მზერას გრძნობს. თავს მაღლა სწევს და მაშინვე აწყდება ნიკუშას ირონიულ ღიმილს.

-ლილე ლილეეე-ისევ ყურში ჩაჰყვირის სანდრო და ხელს ისე უჭერს ლამისაა მოამტვრიოს. გაღიზიანებული და გაოცებული ლილე თავის ხელს უხეშად ართმევს:

-ნელა ბიჭო რა იყო მომაგლიჯე ხელი, უბრალოდ ფიქრებში წავედი არაფერი საგანგაშო- სწრაფად უთხრა გაოცებულ სანდროს და შიგადაშიგ მტრულად უყურებს ნიკუშას.

-ხო კაი არაუშავს რას ვამბობდიი?-გაიღიმა სანდრომ და ნიკუშას მიუახლოვდა-ესაა ნიკუშა, რომელსაც ძალიან სჭირდება შენი დახმარება, და შენ როგორც უკეთილშობილესი ადამიანი დიდსულოვნად დასთანხმდი დახმარებაზე.

-მოეშვი ამ აღმატებით ხარისხში საუბარს-უფრო მეტად გაღიზიანდა ლილე და წარბებშეკრულმა გადახედა ბიძაშვილს-და ჯერ არაფერზე დაგთანხმებივართ

-კარგი რა ლილუნა, არ გაგვიტეხო ძმურშიი-ისევ იწელებოდა სანდრო და უფრო მეტად უშლიდა ნერვებს ლილეს.

-ეე სანდრიკ მგონი არაა თანახმა დამეხმაროს-მხარზე ხელი დაკრა ნიკუშამ სანდროს და ლილეს ირონიული ღიმილი სტყორცნა.

-ეეე არა ნიკუშ თანახმაა, პროსტა ასეთი ჭირვეული გვყავს- გაიცინა სანდრომ და ლილეს მიუტრიალდა-კაი რა ლილიჩკა შენი ამბავი რომ ვიცი ამ ახალგაზრდა კაცის ცოდვა არ მოგასვენებს მთელი ცხოვრება, თუ არ დაეხმარები-ახლა უკვე ხმით გაიცინა და ნიკუშაც აიყოლია

-ნეტა ვიცოდე რა გაცინებთ ან ერთს ან მეორეს, თქვენი მსგავსი წყალწაღებულები ორ აგურს ეძებენ თავში საცემლად-შეუღეინა ლილემ და იატაკის მოწმენდა დაიწყო.

-ეს ესეთი ენამწარეა სულ ნიკულიკ და ღმერთმა გაძლება მოგცეს-ახარხარდა ისევ სანდრო, და ნიკუშაც აჰყვა ისევ, სიცილით დახედეს იატაკზე მჯდომარეს და მისაღებში გავიდნენ. ლილე კბილის ჯაგრისით გულმოდგინეთ ხეხავდა ნოხს, რომ ლაქა არ დარჩენოდა და ნიკუშაზე ფიქრობდა. სულაც არ ყოფილა საშიში, ელენე რაღაცეებს იგონებს აზვიადებს ან ზედმეტად სჯერა ჭორების. შეიძლება სრულიად კარგ ადამიანად მიიჩნიო კიდეც თუ რათქმა უნდა მის ირონიულ მზერას ყურადღებას არ მიაქცევ. მისი თვალები კი ძაბავდა ლილეს და გულის არსებობას შეახსენებდა მკერდში. რა ადამიანის დაჭრა? რომელი სკოლიდან გარიცხვა? შეიძლება ცუდი ნიშნების გამო გამოაგდონ, სანდროსთან ერთად ისტერიულად ჩაბჟირებულ გადრანს როგორ შეეძლო ვინმე დაეჭრა და სასიკვდილო გაემეტებინა? ის იცინის მეგობართან ერთად, უყურებს მასთან ერთად დებილურ კომედიას, შემდეგ კი გადის და სკოლის უკანა ეზოში ადამიანს ჭრიის? არა არ შეიძლება ასეთი ორი ბუნების ადამიანი ცხოვრობდეს მასში. ლილემ დაუფიქრებლად გადაწყვიტა რო ამ ადამიანს დახმარებოდა. მერე რა რომ სულ ახლახანს, საშინლად დაამცირა და ნერვები მოუშალა? იქნებ იმ მომენტში იყო რაღაცაზე გაბრაზებული, ჯავრი კი გზად შემხვედრ უცხო ადამიანზე, ამ შემთქვევაში ლილეზე იყარა? ასე ყველას შეიძლება დაემართო, მეორე შანს კი ყველა იმსახურებ. ლილე სულაც არ იყო განსხვავებული. უბრალოდ ადამიანებს მეორე შანსი უნდა მისცე, ის ამას თვლიდა სწორ საქციელად.
ლაქა ასეთუ ისე მოაშორა და თავის თეთრ დასვრილ შარვალს დახედა. ამ შარვლიდან ასე ადვილად ვერ გააქრობდა ლაქას. მისაღებში გავიდა და კომპიუტერთნ მჯდარ ბიჭებს გახედა. ნიკუშამ ალმაცერად გახედა და ისევ დამცინავი მზერა გაუხდა. ლილეს ეს არ გამოპარვია და მეორე შანსის მიცემაზე ოდნავ დაეჭვდა. სანდრომაც გამოხედა და სიცილი აუტყდა.

-რა გაცინებს ვერ ვხვდები?-წარბები აწკიპა ლილემ

-შენს თავს შეხედე ლილუნა დასვრილი ხარ საშინლად-ლილემ თვალები მობეზრების ნიშნად გადაატრიალა და თავის ოთახში სწრაფად შევიდა. ტანზე გამოიცვალა, ჩამოშლილი თმა დაუდევრად შეიკრა კოსად და ისევ მისაღებში გავიდა:

-ოოო მშვენიერო ასე ბევრად უკეთესია-ცერა თითი მოწონების ნიშნად გაფშიკა სანდრომ, ნიკუშამ კი კუშტად გამოხედა. მისი მზერისგან ნერვებმოშლილმა ისევ სანდროს შეხედა და თვალები დაუბრიალა:

-მოკლედ გადავწყვიტე დაგეხმარები, ოღონდ ერთი პირობით-რაც ენაზე მოადგა ის თქვა და საკუთარი თავით თვითონაც გაკვირვებულმა, გაგრძელებ ვეღარ შეძლო:

-ჰმ... მართლაა?-წარბები აწკიპა ნიკუშამ და ინტერესით მიაჩერდა

-ხო მართლა, საჯარო სკოლის ბავშვების დაცინვა შეწყვიტო შენ და შენმა მეგობრებმა-აი ისევ გააოცა საკუთარმა თავმა, ამ პირობაზე არ უფიქრია.

-ამაზე ჩვენ ცალკე დავილაპარაკებთ-ხმაში გაღიზიანება დაეტყო ნიკუშას-მაგრამ ჯერ დამეხმარები თუ არაა?

-კარგი ხო დაგეხმარები, გამეცადინებ მაგრამ შენ თუ უნიჭო მოსწავლე აღმოჩნდები მე არაფერი დამაბრალო და ისიც გაითვალისწინე, რომ მე მასწავლებელი არავარ.

-დამიჯერე სხვა გამოსავალი არ მაქ თორე შენთან არ მოვიდოდი-ირონიული გაუხდა მზერა. ლილემ არაფერი უპასუხა ყოველთვის ამბობდა რომ თუ ადამიანის დახმარებას გადაწყვეტდა, მას ამას არასდროს დააყვედრებდა და ასეც იქცეოდა დღემდე. არც ეს შემთხვევა იყო განსხვავებული . ამიტომაც გაჩუმდა.

-კარგი სანდრიკ ახლა წავალ და ხვალ გამოვალ ოთხი საათისკენ- წამოდგა ნიკუშა.

-მოიცა მოიცა იქნებ დრო ჩემთან შეგეთანხმებინა? ხვალ ზუსტად 4 საათზე ინგლისური მაქვს-მშვიდად უთხრა ლილემ და თვალი გაუსწორა.

-კარგი მაშინ ხუთზე.-მხრების ჩეჩვით უთხრა.

-კარგი თუ ლოდინი გიყვარს, ჩემი მასწავლებელი შორს ცხოვრობს იქიდან ფეხით ნახევარ საათზე მეტი მჭირდება ხან

-კარგი მაშინ იმ მასწავლებლის მისამართი მითხარი და მე გამოგივლი-გაღიზიანება დაეტყო ხმაში

-არაა საჭირო-უცბათ წარმოიდგინა საკუთარი თავი ნიკუშას უახლესი მოდელის მანქანაში სადაც უამრავი ლილეზე ლამაზი გოგო მჯდარა, და არ ესიამოვნა ერთ-ერთი გოგო თავადაც რომ უნდა ყოფილიყო.

-იცი რაა? ლოდინს ვერ ვიტან და როგორც ჩანს საჭიროა, სულაც არ მეხალისება შენი აქეთ იქით ტარება-გაბრაზდა ნიკუშა

-ეხლაც ვერ გამიგია რატომ მეგობრობს ჩემი ბიძაშვილი შენნაირ ადამიანთან-იმით ისარგებლა რომ სანდრო სააბაზანოში იყო, და დასვა კითხვა რომელიც მთელი შუადღეა აწუხებს.

-და მაინც ხომ ვერ მეტყვი, როგორი ვარ-სარკასტულად ჰკითხა

-როგორი და ამპარტავანი, საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანი-არ უნდოდა ამ სიტყვების თქმა მაგრამ მისმა ირონია ლილეს საშინელ დღეში აგდებდა. ვერასდროს იტანდა ირონიას და ირონიულ ადამიანებს.

-ყველა სხვას მაგ სიტყვების გამო, შუაზე გადავხსნიდი-თაფლისფერ თვალებს ირონიის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა. თითქოს ცეცხლი აანთესო და ამ ცეცხლმა ლილეც დაწვა უცნაურად მოიბუზა და მზერა აარიდა.

-აი ასე პატარა უნდა გეშინოდეს ჩემი-ცეცხლი ჩაქრა ნიკუშას თვალებში და ლილეც გონს მოეგო.

-შენი არ მეშინია-თავი მაღლა ასწია და თვალებში შეხედა- და მაინც რატომ არ მხსნი შუაზე?-ახლა ლილემ აიფარა ირონიულობის ნიღაბი

-მხოლოდ იმიტომ რომ სანდროს უყვარხარ და მისი ნათესავი ხარ-ამაზრზენად გაიცინა-სხვა მიზეზი არასდროს იარსებებს, არასდროს გქონდეს ჩემთან რაიმე სხვას იმედი

-არა არასდროს მომწონდა ჩემი თავის ტანჯვა წარმოსახვაშიც კი-მტკიცედ მიუგო ლილემ. ახლა ამ ბიჭის მიმართ მხოლოდ ბრაზს გრძნობდა.

-ო როგორც ჩანს საერთო ენა გამონახეთ-მომღიმარი სახით მოგვიახლოვდა სანდრო.

-ხო შენი ბიძაშვილი ძალიან კომუნიკაბელურია-გაიღიმა ნიკუშამ-კაი სანდრიკ კარგად, ნახვამდის ლილე

-ხვალამდე-სანდრო ნიკუშამ გააცილა. ლილე ოთახში შევიდა და საწოლზე დაწვა. მამას ნაჩუქარი დათუნია ჩაიხუტა და თვალები დახუჭა. რაღაც შეიცვალა, მის ცხოვრებაში ეს რაღაც კარგი იყო თუ ცუდი ეს ვერ გაერკვია. სადღაც შუაში იდგა. კარგია რო ადამიანს დაეხმარება ცუდია რომ ეს ადამიანი ნიკუშა იქნება. ის აშინებს რატომღაც. მის თვალებში გაჩენილი ცეცხლი. უცბათ ელი გაახსენდა. წარმოიდგინა დაქალის სახე ამ ამბავს რომ ეტყოდა და გაეღიმა. მასთან დარეკვა გადაწყვიტა.

***
ელის ზუსტად ისეთი რეაქცია ჰქონდა როგორიც წარმოიდგინა. არა ვიტყუები ბევრად უფრო საშინელი. ჯერ გული შეუღონდა, მერე იყვირაა თუ როგორ დათანხმდა იმ კრიმინალს დახმარებაზე. ბოლოს აგონიაში მყოფი დაქალი ძლივს დაამშვიდა. ამასობაში საკმაოდ მოსაღამოვდა. უკვე დაწოლას აპირებდა მისმა ტელეფონმა რომ დაიწრიპინა. გაოცდა. ელეს ახლა ელაპარაკა. სხვა მეგობარი არ ყავდა თაყვანისმცემელი ხომ მით უმეტეს. სწრაფად გახსნა ტექსტური შეტყობინება:

-მისამართის თქმა დაგავიწყდა-რა თქმა უნდა ნიკუშა იყო. სწრაფად მისწერა მისამართი და პასუხს დაელოდა. სულ ტყუილად ნიკუშას აღარაფერი მოუწერია. რატომღაც გული დასწყდა და ამის გამო საკუთარ თავს გაუწყრა. სწრაფად დაწვა და სახეზე საბანი გადაიფარა. ასე იცოდა როცა საკუთარი ემოციის სცხვენოდა და მისგან გაქცევა უნდოდა))
ბავშვურია და რაქნას ჯერ ვერ გაიზარდა. ნელ-ნელა ძილმა დარია ხელი. ძილის წინაც ჩვენ და გასაოცრად ნიკუშა გადრანის სახე ამოუტივტივდა.
მეგობრები?! 3 თავი


____________
ვერც წარმოიდგენთ როგორ გამახარეთ ისევ რომ კითხულობთ.
მიყვარხართ <3



№1  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგი დასაწყისია, მაგრამ შეეცადე მეტი ემოცია გადმოსცე ძალიან მშრალად იკითხება და გაზარდე თავები პატარებია ,,სირვარულს და ტკივილს აღარ აგრძელებ?".

 


№2  offline წევრი harryhermione

lalita
კარგი დასაწყისია, მაგრამ შეეცადე მეტი ემოცია გადმოსცე ძალიან მშრალად იკითხება და გაზარდე თავები პატარებია ,,სირვარულს და ტკივილს აღარ აგრძელებ?".

ვაიმე არც წარმომედგინა რომ ეგ ისტორია კიდე ვინმეს ახსოვდა ამ ისტორიას მოვრჩები და სავარაუდოდ იმ ისტორიასაც დავასრულებ love

 


№3 სტუმარი A

Saidan amdeni pesimizmi? Me magalitad dzalian momwons da siamovnebit vkitxulob axal tavsac siamovnebit moutmenlad velodebi. Nu xar pesimisturad ganwyobili da tavebi gazarde. Xo kide cina komentarshi rom gtxoves emociebi metad gadmoecio gaitvaliscine kargi? Warmatebebi....

 


№4  offline წევრი tskvito

გააგრძელე რააა....

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent