შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმშვიდიდან სიგიჟემდე,ძვირფასო!(თავი XIV)


29-01-2016, 02:58
ავტორი Nina))
ნანახია 3 973

***
კი
არ
შეგიყვარე,
შემიყვარდი,
ჩემდა უნებურად მოხდა ასე
და
რა
იქნება,
რომ
ჩემი ხათრით,
კი
არ
შემიყვარო,
შეგიყვარდე.

ლაშა მარგიანი.

***

დღეები იმაზე ტკბილად მიდიოდა ვიდრე წარმოედგინათ,ყოველი დღე ახალი გამოწვევა იყო და აგრეთვე სავსე ულამაზესი და დაუვიწყარი მომენტებით სავსე,ეს ყველაფერი ელენას გონებაში ზედმიწევით ინახებოდა და შესაძლო საფრთხის შესაძლებლობაში აუცილებლად ეყოფოდა მთელი ცხოვრების საზრდოთ,თუმცა ელენას სჯეროდა რომ არასდროს დადგებოდა მსგავსი მომენტი,რადგან მან მარადისობის თავისებურებებიც ზედმიწევნით შეიწავლა და ბედნიერების მოულოდნელობაში დარწმუნდა. დარწმუნდა რომ ზოგჯერ შეიძლება ბედნიერება უბრძოლველადაც მოვიდეს და მთელი ცხოვრება გასტანოს,მანამ სანამ სიკვდილი არ დაგაშორებს ამ ყოველივესთან. ყოველი ღამე ერთმანეთზე მიწეპებულებით მთავრდებოდა და ყოველი ახალი დილა მისი ღიმილით,ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნო იყო,რომ იმაშიც დარწმუნდა ,რომ სამოთხე დედამიწაზეც არსებობს და მას სახელად სიყვარული ჰქვია,ნამდვილი სიყვარული,მერე რა კატა-თაგვებივით რომ ჩხუბობდნენ ყოველდღე,ამ ჩხუბშიც იმოდენა სიყვარულს აქსოვდნენ რომ მეტს ვერასდროს ინატრებდა კაცი...
ახლა ყველანი ერთადდ ელენას სახლში ისხდნენ და ფოტოებს ათვალიერებდნენ
-ელენა,ნახე,ფისოები-კაკიმ მიაჩეჩა დემეტრესა და ელენას ფოტო,რომელიც პლიაჟზე იყო გადაღებული
-ჰო,ამ დღეს დიდი ომი გვქონდა-ღიმილით გაიხსენა ელენამ გასული დღეები და დემეტრეს აჩვენა
-როგორ მომეშალა ნერვები იმ ბიჭმა ხელში რომ აგიყვანა,ლამის მკერდში ჩაგიყო თავი-ღრენით წარმოთქვა დემეტრემ სიტყვები და ყველას გაეცინა
-რა დამთხვევაა,ვიღაც რომ ტუჩებზე შემოგასკდა,როგორი საძაგელი იყავი მაშინ
-ვიყავი?
-ნუ,პრინციპში ახლაც ხარ-გაუღიმა მამაკაცს და ლოყა დაუჩქმიტა
-ელენა,ძალიან მწარე ხელები გაქვს-დატუქსა მამაკაცმა და თითებზე ჯერ მსუბუქად უკბინა,შემდეგ კი მადიანად აკოცა,ტუჩებისკენაც წავიდოდა,მაგრამ ზარმა გააწყვეტინა
-მე გავაღებ-წამოდგა ელენა და კარგი გააღო,როდესაც კარი გაიღო სიხარულით შემოფრინდა დათუნა,მონატრებული სხეული გულზე აიკრო და ფეხით კარი დაკეტა,გარშემომყოფთათვის ყურადღება არ მიუქცევია,ან ვერც ვერავის ხედავდა,მთელი სახე დაუკოცნა ელენას და შემდეგ დააბზრიალა,ძარღვებ დაბერილი წამოდგა დემეტრე და გოგონას თავი ძუ მგელივით გამოგლიჯა,უკან აიფარა და დათუნას გაეჭიმა
-ის გოგო მე მეკუთვნის და მეორედ არ დავინახო შენს ბინძურ ტუჩებს ახებდე,თუნდაც ფეხის თითებზე,ის მე მეკუთვნის გასაგებია?!-უღრიალა მამაკაცს და თავი ძლივს შეიკავა სახეში რომ არ გაერტყა
-შენ ვინ ხარ რომ მიბრძანებ რა გავაკეთო და რა არა! ელენა, შემომხედე!-კაკი და თეკლა ფეხზე წამოდგა,ელენაც აპირებდა წინ გასვლას,როდესაც დემეტრეს მკლავებმა შეაჩერეს
-არ გახვიდე!-ელენა დაემორჩილა და მამაკაცის უკან ისევ ურყევად იდგა
-ელენა!-ტონს აუწია მოთმინება დაკარგულმა მამაკაცმა და ხელის დაჭერა სცადა ელენასი,როდესაც დემეტრეს ხელი მოხვდა ყბაში,მამაკაცი წამოენთო,მაგრამ მიხვდა რომ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯებდა დემეტრეზე დარტყმით,მთელს კახის პატივისცემას გადათელავდა და როგორც არაკაცი ისე მოიქცეოდა
-ჩვენ ისევ ვილაპარაკებთ დევდარიანო... გპირდები,აუცილებლად ვიპოვი შენთან დასაბრუნებელ გზას,ელს..-დამთბარი ხმით ჩაილაპარაკა ელენას მიმართულებით სიტყვები და ახლა დემეტრეს მიუბრუნდა-იცოდე,შენზე ხელი რომ არ ავწიე კახის ბინაში ეს იმას არ ნიშნავს რომ შენი მეშინია,მე უბრალოდ შენგან განსხვავებით კახის ვცემ პატივს!-მერე მშვიდად გადააბიჯა ზღრუბლს და ასევე მშვიდად მოიხურა კარები,ელენას ძალა გამოეცალა და იქვე სავარძელში უღონოდ ჩაესვენა
-როდის უნდა მეღირსოს მშვიდობა?-ფერწასულმა ამოილუღლუღა და დასაწყნარებლად თვალები მილულა
-ელენა,არ დავინახო მას ხვდებოდე გასაგებია?!-უღრიალა გონებადაკარგულმა მამაკაცმა და საფეთქელზე მოიჭირა ხელები,თავი რომ არ გასკდომოდა
-დემეტრე,იქნებ ზედმეტი მოგდის? დათუნა ჩვენი დიდი ხნის მეგობარია..-ეცადა დემეტრე მოეთაფლა თეკლას,თუმცა კაკის ისეთი მზერა დაიმსახურა რომ წამებში ინანა ნათქვამი
-არა,თეკლა,მეგობრები ასე არ ესაუბრებიან ერთმანეთს,ყველა გზას,რომელსაც ელენასთან დასაბრუნებლად იპოვის მე დავუდგები წინ,არ დავუშვებ ის კვლავ შეეხოს მას,ყველაფერს ავიტან,ოღონდ ღალატს არა!-შედარებით ხმადაბლა ჩაილაპარაკა და ელენას გვერდით ჩაეშვა სავარძელში
-დემეტრე,ხომ არ გგონია რომ ზედმეტი მოგდის?მართალია თეკლა,დათუნას ასე უბრალოდ ვერ გადავუსვამ შენს გამო ხელს,მოგწონს შენ ეს თუ არა ის ჩემი ცხოვრების ნაწილია,ნაწილი რომლის გამოც სიცოცხლეს დავთმობ,ნუთუ მეგობარი არასდროს გყოლია?-ყვიროდა ელენა,დემეტრეს სიბრაზისგან წამოენთო თვალები უკუნითივით შავი თვალები კიდევ უფრო დაუბნელდა
-არ გიღირს დათუნა ჩემად არა?-ელენა დადუმდა,არ იცოდა რა ეპასუხნა-გამეცი პასუხი!-კვლავ იღრიალა მამაკაცმა,ელენა კი ისევ დუმდა-ამისი...-შეიგინა დევდარიანმა და მხოლოდ ერთი წინადადება უთხრა - ნახავ მას და დამკარგავ მე! - მერე გაცეცხლებული გავარდა,რომელსაც თან კაკი გაჰყვა დასაწყნარებლად. მათი გასვლა და ელენას სლუკუნი ერთი იყო
-არ შემიძლია,თეკლა,ასე არ შემიძლია,ხომ იცი.. ხომ იცი არა დათუნა როგორ მიყვარს?
-ვიცი,ელენა,მესმის შენი,შეხვდი ჩუმად და ესაუბრე ყველაფერზე,უთხარი დემეტრეზე და აუხსენი ყველაფერი,ის გაგიგებს,დარწმუნებული ვარ გაგიგებს
-შენც ხომ იცი არა? არ არის ცუდი ადამიანი,ასე რომ იყოს კახი დამიშლიდა მასთან ურთიერთობას-გაურკვეველი ხმებით საუბრობდა ელენა და ცრემლების ზღვა სდიოდა თვალებიდან,თეკლა ყველანაირად ცდილობდა საუკეთესო მეგობარი დაემშვიდებინა,მაგრამ მანაც იცოდა,ელენას ტირილი იშვიათი მოვლენა იყო და თუ ტიროდა მანამ არ გაჩერდებოდა სანამ ემოციებით ბოლომდე არ დაიცლებოდა,ამიტომ გოგონა ჩაიხუტა და უფლება მისცა ეტირა, მას კი წამითაც არ გაუელვებია თავში მობეზრების გრძნობა...

-დემეტრე,დაიცადე
-სადაც ვნახავ იქვე მოვკლავ,კაკი,გეფიცები,მოვკლავ!
-დემეტრე,დაწყნარდი,აზვიადებ!
-რას ვაზვიადებ,კაკი,დაინახე? ტუჩის კუთხეში აკოცა
-დემეტრე,აბუქებ,გეჩვენება,მე მსგავსი არაფერი დამინახავს
-იმიტომ რომ ჩემნაირი თვალებით არ აკვირდებოდი,კაკი.
-შენნაირი როგორი დემეტრე?
-სიყვარულის თვალებით,კაკი,მოვკლავ სადაც ვნახავ
-დემეტრე,დაწყნარდი,წამოდი,ბარში წავიდეთ,დამშვიდდები
-რა დამამშვიდებს,გეფიცები,კიდევ ერთხელ რომ შეეხოს მოვკლავ,თვალს არ დავახამხამებ ისე მოვკლავ
-გიღირს ამ ყველაფრად?
-კაკი,ის გოგო ჩემი ცხოვრებაა,არ დავუშვებ ვინმემ მისი თავი წამართვას,მოვკვდები,კაცს მოვკლავ და სხვას არ დავუთმობ
-სხვასთან ბედნიერი რომ იყოს მაინც მოკლავ სხვას?
-კაკი,შენ მაინც ვერ ამჩნევ მის გაბრწყინებულ თვალებს,როდესაც ჩემთანააა?-შედარებით მოდუნდა მამაკაცი,ელენას გახსენებაზე ყველაფერი ავიწყდება,თავდავიწყებითაა დემეტრე დევდარიანი შეყვარებული,მამაკაცი,რომელსაც სიყვარული არაფრად მიაჩნდა,ამბობდა რომ ფუჭი,არაფრის მომცემი სისუსტე იყო,გრძნობადაც არ აღიარებდა,ახლა კი რამხელა ცვლილებები მოხდა დემეტრეში,ამ ყველაფრის მიზეზი კი ელენაა,ახლა უფრო გაგებით ეკიდება სამსახურს და უნდა მთლიან ბიზნეს სათავეში ჩაუდგეს,მხოლოდ იმიტომ რომ ელენასა და მის შვილს არაფერი მოაკლოს,იმ მეას,რომელსაც მომავალში აუცილებლად გაუჩენს ელენა,ცხოვრებას სხვა თვალით შეხედა,მამამისის თვალით,უნდა რომ მათ შვილსაც ელენას მსგავსი ნაცრისფერი თვალები ჰქონდეს,მერე გაახსენდა მამამისი და გადაწყვიტა გულახდილად დალაპარაკებოდა მას...

-დათუნა,შენთან სალაპარაკო მაქვს,აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ
-მეც მაქვს,ელენა,შენთან სალაპარაკო.
-მშვენიერია,ჩვენს ბარში შევხვდეთ ექვს საათზე.
-კარგი,დაგელოდები.
-დროებით-ტელეფონი გაუთიშა მამაკაცს და ღრმად ჩაისუნთქა
-თეკლა,ხომ იცი,დემეტრემ რომ გაიგოს ყველაფერი დამთავრდება
-ელენა,უკვე საუკუნეა იმ ბარში დავდივართ და დემეტრე არასდროს შეგვხვედრია,რაღა მაინც და მაინც ახლა იქნება?
-მართალი ხარ..დღეს მაინც არ დამირეკავს,გაბრაზებულია,ამაღამ მოვენატრები და აივნიდან გადმოძვრება
-შეშლილი მამაკაცი გყავს,ელენა.
-ნამდვილად შეშლილია,მაგრამ არის მასში საყვარლობის შტრიხებიც
-მართალი ხარ,მე მოვიმიზეზებ რამეს და დღეს არ ვნახავ კაკის,აუცილებლად დაეჭვდება ასეთი რომ მნახოს
-კარგი,მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ,ელს.

-აბა,სალომე,გაარკვიე ელენა რომელ უნივერსიტეტში სწავლობს?
-რა თქმა უნდა,ნინა,ასეთს მიცნობ?-გაუღიმა მეგობარს და დოსიე მიაწოდა-აქ ყველაფერია მის შესახებ
-მშვენიერია,შენ რომ არ მყავდე
-ოჰ,არ გინდა,ხომ იცი,ყოველთვის შენს გვერდით ვარ
-რა გეგმა გაქვს?
-ჩვენც მის უნივერსიტეტში გადავდივართ
-არარსებობს
-ჰო,დანარჩენს მერე ნახავ,ინანებს ეგ ძუკნა ჩემს მამაკაცს რომ გაეკარა!-ჩაიღრინა ნინამ და სიმწრით მოსვა ყავა.

მთელი დღე ფორიაქობდა ელენა,ეგონა თავზე დაადგებოდა დემეტრე და ყველაფერი დასრულდებოდა,დასრულდებოდა მათი ბედნიერი ცხოვრება ერთად,ეშინოდა,გული ცუდს უგრძნობდა,არ უნდოდა იმ შენაძენის ასე უბრალოდ დაკარგვა,რომელსაც ასე უბრალოდ მიაღწია,არ უბრძოლია დემეტრესთვის,მაგრამ მერწმუნეთ,ბრძოლა საჭირო რომ ყოფილიყო უკან არ დაიხევდა,ყველაფერს იღონებდა და დემეტრეს შეინარჩუნებდა,ასეც იქნება,ვერ ნახავს,დათუნას კი ყველაფერს აუხსნის და სჯერა რომ მამაკაციც გაუგებს,გული ხელზე დაიდო და თითქოს ეცადა შეეჩერებინა,არ ამოვარდნილიყო,ისე ძლიერად ძგერდა..
რა კარგი იქნებოდა დროის გაჩერება რომ შეეძლოს,ჩაეხუტებოდა დემეტრეს და გააჩერებდა დროს...
"გათავისუფლდი არაფრის მომცემი ფიქრებით,მოემზადე"-ჩასძახა საკუთარ თავს და ჯინსის შარვალი გადმოიღო,შავი ზედა ჩაიცვა,ზოლიანი პიჯაკი გადმოიცვა,ბოტებიც ჩაიცვა,ჩანთას ხელი დაავლო და ტაქს დაურეკა..

დიდხანს დაბოდიალობდა დემეტრე მარტო,მერე გადაწყვიტა მამამისთან გულახდილი საუბარი გაემართა და დაურეკა
-მამა,სად ხარ?
-კომპანიაში,დემეტრე,ხომ კარგად ხარ? ხმა არ გაქვს რიგზე
-მამა,ჩვენს ბარში მოდი ექვსის ნახევარზე და აგიხსნი ყველაფერს
-კარგი შვილო,ახლავე წამოვალ-ასეც მოიქცა მამაკაცი,ოც წუთში დემეტრეს წინ მათ ბარში იჯდა
-რა ხდება,არ მომიყვები? თუ ასე ჩუმად უნდა იჯდე მთელი საღამო
-მამა,შეყვარებული ვარ-ამოიბუტბუტა მამაკაცმა და მერაბს გაეღიმა,დემეტრეს თვალები გაუფართოვდა,ძარღვები დაეჭიმა - მამა,მე რაიმე სასაცილო ვთქვი?
-არა შვილო,უბრალოდ მე ეს დიდი ხანია ვიცი
-საიდან?-კიდევ უფრო გაიკვირვა მამაკაცმა
-ნინა იყო ადრე ჩემთან მოსული,ტიროდა,ასე მითხრა მიმატოვაო,სხვა უყვარსო
-მართლა? რა ნაგავია-ხელები მომუშტა მამაკაცმა-შენით მანიპულირებდა?
-არა,შვილო,ხომ იცი ეგ აღარავის გამოსდის აწი..-დანანებით გაიხსენა თამილა და მამაკაცის მზერას რომ შეხედა ინანა საერთოდ რომ ახსენა - სხვათა შორის მითხრა ვინც იყო
-იცნობ?
-დედამის ვიცნობდი,დედის ასლია,განსაკუთრებით თვალები აქვს მისი
-ნაცრისფერი..ჩვენს შვილსაც ასეთი თვალები მინდა რომ ჰქონდეს
-მეც მაგაზე ვოცნებობდი წლების წინ..-დანანებით ჩაილაპარაკა მამაკაცმა
-რა? შენ და ნატალია ხვდებოდით?
-ჰო,ვხვდებოდით,ჩემზე უნდა დაქორწინებულიყო რომ არა კახი,ის შეიყვარა და წავიდა ჩემგან,არ მინდა ჩემნაირი ბედისწერა გქონდეს,შვილო,იბრძოლე მისთვის..
-მამა,საქმეც ამაშია,ვიღაც მის წართმებას ცდილობს,ჭკუიდან გადავდივარ,როდესაც ეხება,ეს კიდევ გაიძახის მეგობარიაო,არადა მეგობრები ერთმანეთის შეყვარებულები არ ხდებიან
-შეყვარებული ჰყავს?
-არა,მამა,ჰყავდა,ახლა დაშორდა და ჯიუტად გაიძახის ისევ მეგობრები ვართო,მამა,გულუპრყვილოა და ღუპავს ეგ გულუბრყვილობა
-შვილო,არ დაუთმო,მე ვნანობ ნატალია რომ დავთმე,მაგრამ მიხარია ჩემი სიტყვები რომ ასრულდა
-რა სიტყვები?
-ნატალიას ვუთხარი,ჩვენ თუ არა,ჩვენი შვილები მაინც იპოვნიან გზას რომ ერთად იყვნენ-მეთქი,ამიერიდან მარტო შენ კიარა,მეც ვიბრძოლებ თქვენი სიყვარულისთვის-მხარზე დაჰკრა შვილს ხელი და შორეულ წარსულში გადაეშვა მერაბი,თავიდან არ ამოსდის ის ღამე,როდესაც ნატალიასთან ერთად გაატარა,მისი ნაცრისფერი თვალები,იმდენად ცეცხლოვანი იყო მთვარისას,ანგელოზის თვალებს წააგავდა და არა ჩვეულებრივი მოკვდავის,ანგელოზი იყო და მსგავსად გასწირა თავი შვილისთვის..

ტაქსისშიც მოუსვენრად ცქმუტავდა,ტაქსისტმა ორჯერ შეწუხებული თვალებით გადმოხედა სარკიდან და ბოლოს აღელვებულმა ჰკითხა
-გოგონა,კარგად ხართ?-ელენას ესიამოვნა ასეთი კეთილი ხალხის არსებობა,ესიამოვნა რომ არსებობდა ზნედაუკარგავი ხალხი,რომელთაც ადამიანობა გააჩნდა და წუხდა სხვაზე
-მადლობა,კარგად ვარ,არაფერია.-გაუღიმა ტაქსისტს და ფანჯრიდან გადაიხედა. შიშს გრძნობს,უზომო შიშს.. უსუსურად გადმოვიდა ტაქსიდან და დამფრთხალი ნაბიჯებით შევიდა ბარში,ადგილი დაიკავა და დათუნას დაუწყო ლოდინი,დათუნამაც არ შეაყოვნა და მის გვერდით გაჩნდა სამ წუთში
-მოხვედი-გაუღიმა გოგონამ და საუბრის დაწყება სცადა
-დათუნა,არ ვიცი საიდან დავიწყო,უბრალოდ არ მინდა ასეთი ახლო ურთიერთობა გვქონდეს,ჩვენ ვისაუბრეთ ფლორიდაში ამ ყველაფერზე და მეგონა გამიგე
-ელენა,ასეც არის,მაგრამ ვერ ვხედავ ამაში ვერაფერს ცუდს,ვერ ვხვდები რა უნდა დემეტრეს
-ეჭვიანობს,დათო,ეჭვიანობს,ამას სიყვარულით აკეთებს
-თქვენ ერთმანეთი გიყვართ?
-საკვირველია,მაგრამ მიუხედავად იმისა რომ სიტყვებითა და ბგერებით ეს ყველაფერი ერთმანეთისთვის არ გვითქვამს,ჩვენი თვალები საუბრობს ამ ყველაფერს და მეტსაც კი და დიახ,ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს,თამამად ვაცხადებ ამას!-სიამაყით ჩაილაპარაკ ელენამ და ცოტათი ინანა,როდესაც დათუნას ფერმკრთალი სახე დაინახა,მისი ხელი თავისაში მოიქცია და ეცადა სიტუაცია გამოიესწორებინა- დათუნა,გაიგე,მე ის მიყვარს,მაგრამ შენც მიყვარხარ,შენ წლების მანძილზე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი და მინდა ახლაც იყო,არ მინდა ასე ერთი ხელის მოსმით დაგკარგო- მამაკაცმა თავის მარჯვენა ხელის მტევანში ელენას ნახევარი სახე მოიქცია და მშვიდად უპასუხა
-ელენა,მზად ვარ შენს გამო დემეტრეს ვესაუბრო-ელენას უზომოდ გაუხარდა,მაგრამ იცოდა ე სყველაფერი კარგ შედეგამდე არ მივიდოდა,ამიტომ იუარა
-არ არის,დათუნა,საჭირო,უბალოდ ეცადე ცოტახანი აცადო,შეეგუება ამ ყველაფერს,ვიცი,ვგრძნობ დემეტრე გამიგებს...

დემეტრე იმდენად იყო მამასთან საუბრით გართული ვერ დაინახა ბარში შემოსული ელენა და ვერც მას მოყოლებული დათუნა,მხოლოდ მაშინ გაიხედა მათკენ,როდესაც ელენამ დათუნას ხელი მისაში მოიქცია და დათუნა სახეზე მოეფერა,სიბრაზისგან ხელები მომუშტა,ყელზე ძარღვები დაებერა,თვალები კიდევ უფრო დაუბნელდა და ფეხზე მყისიერად წამოიჭრა,მათთან მივიდა და ელენას ხელი ჩაავლო მკლავში,უხეშად წამოაყენა და შეანჯღრია
-ხომ გითხარი რომ არ გაკარებოდი ამ ტიპს?!-უღრიალა მამაკაცმა,არ აინტერესებდა ათასი წყვილი თვალი,არც ის რომ მათ უღებდნენ,არაფერი აინტერესებდა ამ ქვეყნად,მხოლოდ სიბრაზით იყო სავსე
-დემეტრე,დამშვიდდი-ელენამ სცადა დემეტრეს დამშვიდება და სახეზე ხელის მოსმა,მაგრამ დემეტრემ უხეშად მოიცილა
-ხომ გაგაფრთხილე არა? ხომ იცი რომ ღალატს ვერ ვიტან-ბოლო ხმაზე ღრიალებდა დემეტრე დევდარიანი და მამის ხელებსაც აიგნორებდა,რომელიც ცდილობდა დაემშვიდებინა
-დემეტრე,ნუ ყვირი!-იყვირა წყობრიდან გამოსულმა ელენამ-აქ ხალხია!
-არ მაინტერესებს,ვერ ვიტან მოღალატეებს!-კვლავ დაუღრიალა მამაკაცმა-ახლავე ჩაჯექი მანქანაში და წამოდი-მანქანისკენ სცადა ელენას წაყვანა,მაგრამ დათუნამ გამოგლიჯა ხელიდან ელენას ხელი და ახლა მან დაიყენა მის უკან
-დემეტრე,ზღვარს სცდები-ახლა დათუნამ აუწია ტონს-ის ჩემთან ერთად მოვიდა და მხოლოდ ჩემთან ერთად შეძლებს წასვლას-ამაზე სულ მთლად გადაირია დემეტრე და დათუნას მუშტი უთავაზა,დათუნამ შენ ასე არ გინდაო და მანაც დაარტყა,შუა ბარში ომი გააჩაღეს,სასოწარკვეთილი ელენა კი შუაში ჩაუდგა,რომ არა დემეტრეს რეფლექსები და აგრეთვე მერაბის ხელი,დემეტრეს მოქნეული მუშტი ელენას სახეში მოხვდებოდა,ზუსტად ცხვირთან გაუჩერა დემეტრემ ხელი და როდესაც მიხვდა რას აკეთებდა,ხელი სწრაფად ჩამოსწია და შედარებით ჩუმი ტონით უთხრა ელენას
-ელა,ადექი და წამომყევი- შეურაცხყოფილმა ელენამ კი იუარა,ცრემლებს ყლაპავდა გოგონა,არავინ იცოდა რა ფასად უჯდებოდა ეს სიძლიერე,ის სიძლიერე,რომ აქ არ ჩაკეცილიყო და ბღავილი არ მოერთო,ამდენი თვაის წინ როგორ დაამცირა დევდარიანმა,როგორ უყვირა და როგორ უწოდა მოღალატე,თუმცა ახია მასზე,რაღა მაინც და მაინც ბარში მოითხოვა შეხვედრა,თუმცა იფიქრა რომ ასე საეჭვო არაფერი იქნებოდა,თავიდანვე გრძნობდა საფრთხეს,იცოდა რაღაც რომ მოხდებოდა,ისევ არ ენდო გულს და ისევ წააგო...
-ვერ გაიგე დათომ რა თქვა? თუ გაგიმეორო! მე მასთან ერთად მოვედი და მასთან ერთად წავალ!-მშვიდად უთხრა მამაკაცს და ზურგი აქცია
-ინანებ,ელენა და გვიანი იქნება.-მხოლოდ ეს უთხრა მამაკაცმა და მამაის გაჰყვა ბარიდან,ღონეგამოცლილი ელენა კი დათუნას ჩაესვენა მკლავებში და მხოლოდ ერთი ობოლი ცრემლი გადმოაგდო.
-ყველაზე ძლიერი ქალი ხარ,ელენა,ვისაც კი ვიცნობ-თავზე ხელი გადაუსვა დათუნამ....
არ ჰქონდა დათუნას ცუდი განზრახვა,თანახმა იყო ელენას დათმობაზე მისი ბედნიერებისთვის,მაგრამ თქვენც ხართ აგერ მოწმე რომ არაფერ შუაშია დათუნა შენგელია,ყველაფერი არასწორად გაიგო დემეტრე დევდარიანმა და საშინლად შეურაცხყო ელენას სახელი...



№1 სტუმარი mtvaro svani

araferic ar gaigo devdarianma cudad.yvela mamakaci ase moiqceoda ar mesmis elenasi rogor iqceva kaci siyvaruls uxsnis is ki gaizaxis megobariao.megobroba aseti ar vici me an megobaria an sheyvarebuli.megobari ase arc kocnis da arc siyvaruls uxsnis.es ver unda gaigos gaigos?13clis bavshvia ro ver mixvdes ? momeshala nervebi raaaa

 


№2  offline წევრი Lana Tomlinson

წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები. თუმცა ასე არ უნდა მოქცეულიყო შუა კაფეში ამდენი ხალხის წინ.ელენესაც ვამართლებ ამ შემთხვევაში,დამცირების შემდეგ უკან არავინ გაეკიდებოდა არავის ასე ვფიქრობ.იმედია მალე მოაგვარებენ პრობლემას მაგრამ რაღაც არამგონია.ეს ნინა ცალკე პრობლემაა,იმედია დემეტრე ცხელ გულზე ნინას არ შეურიგდება.მოთხრობა ძალიან კარგია,მომწონს და ველოდები ახალ თავს.

 


№3 სტუმარი დდშ

ნერვები მომეშალა რაუბედურებააა !! ზედმეტიიყო უკვე არწაყოლა და ერთიამბებიუნდა ინანოს ელენამ თან ძალიან ძალიან ამშემთხვევაშჯ მხოლოდ ერთი სახელის წოდებით შემოვიფარგლები "დებილი " გოგო

 


№4  offline მოდერი Nina))

mtvaro svani
araferic ar gaigo devdarianma cudad.yvela mamakaci ase moiqceoda ar mesmis elenasi rogor iqceva kaci siyvaruls uxsnis is ki gaizaxis megobariao.megobroba aseti ar vici me an megobaria an sheyvarebuli.megobari ase arc kocnis da arc siyvaruls uxsnis.es ver unda gaigos gaigos?13clis bavshvia ro ver mixvdes ? momeshala nervebi raaaa


ზიგჯერ,როდესაც ვიღაც ძალიან გვიყვარს,ბევრ რამეს ვერ ვხედავთ. მადლობა რომ კითხულობ ♥

Lanas Statusebi
წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები. თუმცა ასე არ უნდა მოქცეულიყო შუა კაფეში ამდენი ხალხის წინ.ელენესაც ვამართლებ ამ შემთხვევაში,დამცირების შემდეგ უკან არავინ გაეკიდებოდა არავის ასე ვფიქრობ.იმედია მალე მოაგვარებენ პრობლემას მაგრამ რაღაც არამგონია.ეს ნინა ცალკე პრობლემაა,იმედია დემეტრე ცხელ გულზე ნინას არ შეურიგდება.მოთხრობა ძალიან კარგია,მომწონს და ველოდები ახალ თავს.



გეთანხმები,არც მე გავყვებოდი,თუმცა დემეტრე გამოვიდა იმ პერიოდიდან ნინას რომ დაუწყოს კუდში დევნა,მადლობა რომ წაიკითხე ♥

დდშ
ნერვები მომეშალა რაუბედურებააა !! ზედმეტიიყო უკვე არწაყოლა და ერთიამბებიუნდა ინანოს ელენამ თან ძალიან ძალიან ამშემთხვევაშჯ მხოლოდ ერთი სახელის წოდებით შემოვიფარგლები "დებილი " გოგო


კი,ზოგჯერ დებილიც უნდა იყო wink მადლობა რომ კითხულობ ♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№5 სტუმარი darina

Martla dzalian minda rom inanos elenem tavisi saqcieli, am shemtxvevashi demetres vamartleb, ra unda efiqra mas shemdeg rac utxra ar shexvdeo da uceb barshi xedavs ertad, martla debilia es gogo, demetrestan yofnac unda da datunasac ar ishorebs, me ar mjera aseti megobrobis roca ici rom kacs uyvarxar, momkalit da es datuna ar momwons ragacnairad gultan axlos ver movushi es personaji, demetre shemecoda kidec, cota davigruze dzlivs awyobili urtiertoba isev daengrat.imedia didxans ar gagrdzeldeba es yvelaferi.

 


№6  offline მოდერი Nina))

darina
Martla dzalian minda rom inanos elenem tavisi saqcieli, am shemtxvevashi demetres vamartleb, ra unda efiqra mas shemdeg rac utxra ar shexvdeo da uceb barshi xedavs ertad, martla debilia es gogo, demetrestan yofnac unda da datunasac ar ishorebs, me ar mjera aseti megobrobis roca ici rom kacs uyvarxar, momkalit da es datuna ar momwons ragacnairad gultan axlos ver movushi es personaji, demetre shemecoda kidec, cota davigruze dzlivs awyobili urtiertoba isev daengrat.imedia didxans ar gagrdzeldeba es yvelaferi.


რა თქმა უნდა,ძვირფასო,ორი ერთმანეთის სიყვარულით გაჯერებული ადამიანი აუცილებლად იპოვის გზას ერთმანეთთან დასაბრუნებლად,უბრალოდ ელენა რატომ წავიდა დათუნასთან,იმ მომენტს გადაავლე თვალი,მას უბრალოდ მეგობრის შენარჩუნება უნდა,რომელიც ცრემლს წმენდდა და უნდა საყვარელი მამაკაცის შენარჩუნება,რომლის გამოც ყველაფერს დათმობს. მადლობა რომ კითხულობ ♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№7  offline წევრი Lana Tomlinson

კარგით რა ადამიანს რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობ(დათუნას ვგულისხმობ) იმის გამო ვერ მოიშორებ თავიდან რომ საყვარელი მამაკაცი ეჭვიანობს.როცა ეს გრძნობა ჩნდება უნდა იცოდეს რომ იარსებებს ვიღაც სხვა ვისთანაც იგრძნობს სიყვარულს,როგორც მეგობრულს.დემეტრეს არ ვამტყუნებ მაგრამ ის რომ დათოს აღარ გაეკაროო ცოტა მეზედმეტა.მეგობარია,მას მეგობრად მიაჩნია და არ შეუძლია დათოს გრძნობები გაუქროს რაც აქვს ელენესადმი.მას უნდა რომ ის სიყვარული გადაარჩინოს რასაც მთელი ცხოვრებაა გრძნობს დათოს მიმართ.

 


№8  offline მოდერი Nina))

Lanas Statusebi
კარგით რა ადამიანს რომელსაც მთელი ცხოვრებაა იცნობ(დათუნას ვგულისხმობ) იმის გამო ვერ მოიშორებ თავიდან რომ საყვარელი მამაკაცი ეჭვიანობს.როცა ეს გრძნობა ჩნდება უნდა იცოდეს რომ იარსებებს ვიღაც სხვა ვისთანაც იგრძნობს სიყვარულს,როგორც მეგობრულს.დემეტრეს არ ვამტყუნებ მაგრამ ის რომ დათოს აღარ გაეკაროო ცოტა მეზედმეტა.მეგობარია,მას მეგობრად მიაჩნია და არ შეუძლია დათოს გრძნობები გაუქროს რაც აქვს ელენესადმი.მას უნდა რომ ის სიყვარული გადაარჩინოს რასაც მთელი ცხოვრებაა გრძნობს დათოს მიმართ.


მეც მაგას ვამბობ,ასე ერთი ხელის მოსმით არ შეუძლია დაკარგოს დათუნა,მერე რაა რო მამაკაცს უყვარს,მთავარია ელენაა საკუთარ თავში დარწმუნებული ://
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№9  offline მოდერი Eleniko13

ჩემს სეხნიას ნუ აკრიტიკებთ.
100%_ით დამნაშავეა დემეტრე, იმიტომ რომ არ უსმენს ელენეს.
არ უსმენს...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№10 სტუმარი Elene

იდეალურია და წინა კომენტარის ავტორს ვეთანხმები ელენას არ ვამტყუვნებ ყოჩაღ ძაან მომეწონაა

 


№11 სტუმარი darina

Icit raom vamtyuneb elenas ai pirvelad rom datanxmda datunas ertad yofnaze, roca mis mimart momonebaze mets ar grdznobda, swored mashin daangria mati megobroba, ra vqna me ar mjera yofilebis megobroba, tan demetresac eshinia dedamisidan gamomdinare.

 


№12  offline მოდერი Nina))

ელენიკოებო,მართალია,ელენა რაღაც მხრივ მართალია,ასევე რაღაც მხრივ მართალია დემეტრეც,მაგრამ ეს არ აძლევდა იმის უფლებას,დარინა,რომ ასე დაემცირებინა შუა ბარში ელენა,მაშინ როდესაც მისგან ერთი სიტყვაც არ მოუსმენია,მადლობა რომ კითხულობთ,მიყვარხართ ძალიან. ♥♥♥
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№13  offline აქტიური მკითხველი grafo

ანუ , ამ დემეტრეს მოლანდებები აქვს და ეს გოგოა ყოველთვის მართალი?! ეუბნება,რომ დაეტიეო და დაეტიოს ეს გოგოც. რომოელ ნორნალურ მამაკაცს მოეწონება მის თვალჭინ მის შეყვარებული ჩაკოცნონ და ან რა ხელებს უფათურებს ეს გოგო?! მყავს მეგობარი ბიჭები, მაგრამ არც აქეთ და არც იქით ზედმეტი რამე და ზუსტად მაგიტომ არასდროს არ მქონია პრობლემები. დემეტრეს ადგილას საერთოდ არ გავეკარებოდი ახლოს. ამ გოგოსთვის არც ერთია მნიშვნელოვანი, თავისი უაზრო პრობციპების გარდა. შეხვედრის და ფაჩუნის გარეშეც შეიძლებოდა დათასთან საუბარი. ფუ, მომეშალა ნერვები. ძლიერი ქალი, კი არა ძლიერ სულელია. და დათა საერთოდ არაკაცია ჩემს თვალში. ეგ რომ ნორნალური იყოს და კარგი მეგობარი თვითონ ჩამოშორდებოდა ელენეს.

ისე მომეშალა ნერვები სახელიც კი არასწორად დავწერე. ძლიერი ქალი....ძლიერი ქალი არა კვახი.

 


№14  offline წევრი natia-natia

არრდავუწყებ დიდი რაღაცების წერას უბრალოდ გეტყვირო სულმოუთქმელად ველი შემდეგ თავს <3

 


№15  offline მოდერი Nina))

გრაფო,გამიხარდა შენი კომენტარის დანახვა,მადლობის მეტი რა მეთქმის რომ კითხულობ ჩემს ისტორიას ^^
ნათი,მადლობა შენც რომ კითხულობ და ელოდები ახალ თავს <3
--------------------
"ჩვენნაერები მთვარით თბებიან!"

 


№16  offline წევრი marqetele

ეხლა დავიწყე კითხვა ძალიან მომწონსს ^_^ უბრალოდდ ამ თავში ელენას მოკვლა მომინდააა ისე მომეშალა ნერვები :X :D <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent