გაურკვეველი ქორწინება (4 თავი)
_რძალო, არ ვიცეკვოთ?-მხარზე ხელი დაადო ლექსომ ერთ ადგილას მისიკვდილებულ ელენას, ნახევრად თვალებდახუჭული რომ უყურებდა გეგასა და მის მეგობრებს. _ვიცეკვოთ,-ღიმილით გაყვა სიძეს უკან და ტაისიას თვალი ჩაუკრა. ეს უკანასკნელიც, ტყუპების გაშველებით იყო გართული და გაწვალებული სახე ჰქონდა მიღებული. _ძალიან მაგარი ოჯახი გაქვს ლექსო, აი ძალიან!-აჟიტირება ვერ დამალა ელენამ და თავი პატარა ბავშვივით გადააქნია. ლექსომაც ღიმილით დაუკრა თავი და სიამაყისგან გაიბღინძა. განა ვინ არ იამაყებდა მსგავსი, ლამაზი ოჯახით? ორი ტყუპი ვაჟითა და ორი ულამაზესი ქალიშვილით, სიყვარულით სავსე ცოლით, რომლის ყოველ გამოხედვაშიც იგრძნობა უსაზღვრო სითბო და პატივისცემა, ალბათ წლები დაჭირდება იმის პრაქტიკას, რომ ასეთი ცოლი ერქვას ელენას, როგორიც ტაისიაა. ამ ულამაზეს ქალში არის ჩატეული ყველანაირი კდემა, მორიდება, უმანკოება, სიყვარული, თავმდაბლობა, იმ ცისფერ თვალებში ყველაფრის ამოკითხვას შეძლებთ. ცუდია, ვერასოდეს რომ ვერ შეხედავს მაკალათია ქმარს ისეთი თვალებით როგორითაც ტაისია უყურებს ლექსოს. ასეთი თვალებით, დადასთვისაც არ შეუხედავს. მაჩხოშვილი, ერთი შეხედვით ზვიადი, უხიაგი კაცი ჩანს, სანამ ახლოს არ გაიცნობ, შემდეგ თავს განახებს, თითქოს კარგი ადამიანია.. ელენასთვის დადა იყო ყველაფრის ეტალონი, მერე მიხვდა, ამ კაცის მიმართ მხოლოდ დიდი პატივისცემა რომ აკავშირებდა და ის სიყვარულიც გამოგონილო იყო, ასე საგულდაგულოდ რომ მალავდა გულში. კიდევ კარგი, ამ ერთი შეხედვით სიყვარულზე რომ არ ააწყო მთელი ცხოვრება, და ის აწყობილი მალევე რომ არ ჩამოეშალა. საიდან მიხვდა რომ ეს სიყვარული არ იყო, რამ მიახვედრა?! ტაისიასა და ლექსოს თვალებმა. ერისთავი თითქოს ყოველი გამოხედვით ეუბნება ქალს "სულს მოგცემ",რომ მისთვის ცოცხლობს, ყოველი ქმედებით აგრძნობინებს რომ უყვარს.. უყვარს კი არა, გიჟდება მასზე.. ასეთი თვალებით არასოდეს შეუხედავს მაჩხოშვილს. მისი თვალები ყინულივით მარად გამჭვირვალე იყო, სიცივის მეტს არაფერს ასხივებდა, მაკალათია სერიოზულად ფიქრობდა იმაზე, რომ ეს კაცი სიცივით ამჟღავნებდა მის სიყვარულს, თუმცა ეს შეუძლებელია! შეიძლება?! გიყვარდეს ქალი და მისთვის ერთი თბილი მზერა და ღიმილი არ გემეტებოდეს?! აბსურდია, ყველა შეყვარებული ადამიანი გადახურებულია სიყვარულისგან.. სულ რომ არ უნდოდეს, ცოტაოდენ სითბოს მაინც გამოამჟღავნებს, უნებლიედ, თვალებიდან, ყოველი ქმედებიდან.. ეს ის მომენტია, როდესაც თავზე გექცევა ფაქტიურად მთელი წარსული ცხოვრება და ფეხებზე გკიდია, ფერფლად იქცევა თუ ყინულის ქანდაკებად, უბრალოდ ხვდები, რომ იმ წარსულის გადამკიდე ვერასოდეს იტყვი "მე მიცხოვრია." უბრალოდ, შეგრცხვება რომ ასე დაიბრმავე საკუთარი თავი და მხოლოდ იმას შეხედე, რაც შენთვის სასიამოვნო დასანახია. ასე რომ იყოს, ცხოვრება ასე რთული არ იქნებოდა და მას ყველა ადვილად გადააგორებდა. _ახლა ვხვდები, თუ რა ნაგავია ჩემი წარსული.. იცი? ძალიან ვნანობ ასე რომ დავიბრმავე თავი უწინ.-დაიწყო უეცრად ელენამ.-სულ რატომ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენთვის სასიამოვნოა? რატომ არ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ერთი მაგარი ჯართია? ასეთი ყალბ ბედნიერებაზე დახამებული ხალხი როგორ ვართ? _ადამიანი ბევრს კარგავს, ბევრსაც პოულობს, მაგრამ ვაი იმ დანაკარგს, პოვნის დროს ჯოჯოხეთად რომ გვაქვს ქცეული.. წარსულიც ასეთია.. როცა ადამიანს ტყუილი ბედნიერება კარს ადგას, სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ ნამდვილი განსაცდელი ელოდება, უბრალოდ დროს ახანგრძლივებს, რომ ეს განსაცდელი მაქსიმალურად მოიშოროს, მერე კი, დრო უსასრულოდ არასოდეს იწელება, ოქროს ხანა სამუდამოდ არ გრძელდება, შესაბამისად არც ბედნიერებაა მარადიული, როდესაც უბედურება გეწვევა,ყველაფერს ერთდროულად ამოგანთხევინებს, არ დაგინდობს, თითქოს პირში გეტყვის, სიმართლეს ტყუილი არჩიე და ახლა უარესს უნდა მოელოდეო.. ერთის პოვნაში ათასი რომ დაკარგო, მთავარი შენთვის მაინც ნაპოვნი გამოდის.. წარსულს არასდროს მისტირო, წარსული წავიდა.. მაგრამ იცი რა?! როცა ელოდები უკეთესს მზად უნდა იყო უარესისთვის, ესაა თეზისი ცხოვრებისა, ადამიანი უძღებია, რაც აქვს არ აფასებს და მერე მისტირის დაკარგულს.. ზოგჯერ ძალიან შეუგნებლები ვართ, ეს კიდევ ხანგრძლივი ბედნიერების ბრალია.. უბედურება ერთგვარი მაღვიძარას როლს ასრულებს, ის გვაბრუნებს რეალურ ცხოვრებაში და თავში გვირაკუნებს, რომ არც ისე საამურია ცხოვრება,-შეუსვენებლად ჩამოარაკრაკა ლექსომ და დამაჯერებლად გაუღიმა დამშვიდებულ გოგონას,-არ ღირს წარსულზე დარდი, ეგეც მაგარი ჯართია!! _ღმერთს მადლობა როგორ არ უნდა უთხრა, შენნაირი მაგარი სიძე რომ გეყოლება?!-ჩაიხითხითა ელენამ და ერთი გვარიანად დაამთქნარა,-ბოდიში, მაგრამ ძილი მომერევა სადაცაა. -ჩემმა ელენემ იცის შენსავით.. მაგრამ ერთი განსხვავებაა თქვენს შორის, ის მანამდე არ იძინებს სანამ სანდრო არ ჩაუგორდება საწოლში.. შენ კიდევ სანამ გეგუჩი!-ბოლოს მაინც წაკბინა რძალი და ეშმაკურად ჩაიხითხითა.-ძმაო, რახანია ჩემს ცოლთან არ მიცეკვია, დამიბრუნე ჩემი ოქრო.-ცოლს წელზე ხელი შემოხვია ლექსომ და ეშმაკური ღიმილით დატოვა წყვილი მარტო. _აბა, რაზე ჭორაობდით?-წელზე ხელი შემოხვია და მთელს სხრულზე ააკრო პაწაწკინტელა ცოლი ბაქრაძემ. _რაღაცეებზე ვილაპარაკეთ, რომ წარსული მაგარი ნაგავია და ასე შემდეგ.-მოკლედ გაუშინაარსა ერისთავთან ლაპარაკი და დაღლილს თავი რომ შეემაგრებინა ნიკაპი მხარზე ჩამოადო. _ეგ ჩერჩეტებისთვისაა ნაგავი, ვინც ვერ ხვდება რას აკეთებს ცხოვრებაში.. და მხოლოდ ტკბილეულის ჭამა რომ უყვარს..ხანდახან სიმწარეებზეც უნდა იფიქრონ.-ზუსტად მიზანში გაარტყა ბაქრაძემ, ლამის ცრემლები წადკდა ელენას. თითქოს თავში ურო ჩაჰკრესო,ირგვლივ უამრავი ნაპერწკალი აბრჭყვიალდა, შემდეგ კი ყველაფერი სიბნელემ მოიცვა, ამ სიბნელეში კი კარგად დაინახა საკუთარი წარსული მაკალათიამ. თითქოს იცოდა რომ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო.რომ გეგას ცოლად უნდა გაყოლოდა და ენანა მისი შეცდომები, ალბათ სწორედ ამიტომ შეირთო ცოლად ბაქრაძემ, ნამუსს რომ შეეწუხებინა გოგონა. ადრე თუ ეგონა რომ უყვარდა ბიჭს, ახლა სავსებით დარწმუნდა, ამ აზრის არასწორობაში. პირიქით, ისიც კი იფიქრა რომ გეგა მისთვის მოვლენილი კეთილი სასჯელი იყო. ბავშვებოოო სამშაბათამდე ვერ დადებს ისტორიას MYLOVE, ბებია გაუხდა ცუდად და სოფელში წავიდა.ხომ მართლა მითხრა რომ ბოდიშ მომხედა მის მაგივრად უბრალოდ მაე მოუწია წასვლა საბა ჰეთ ისიამოვნეთ <3(კოტი) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.