შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმარი თუ რეალობა (თავი4)


29-01-2016, 12:45
ავტორი lilearchvadze:)
ნანახია 1 952

სამი დღე იყო გასული, ძებნა უშედეგოდ მიმდინარეობდა... მარიამი ქუჩაში მიდიოდა, იმ ქუჩაში, რომლებშიც ადრე მარიამი და თორნიკე სეირნობდნენ მანქანით, ვინ იცის მერამდენედ ტკეპნის უკვე მარიამი ამ ქუჩებს? ყველგან მისი სურნელი დასდევს, ყველგან თორნიკეს სახეს დათვალებს ხედავს... სიზმარშიც გაქრა მისი თვალები და მხოლოდ ბოროტი ხმა დარჩა რომელიც უფროდა უფრო უახლოვდება მარიამს... ყოველთვის როცა მარიამი რაღაცა ცუდის გაკეთებასაპირებს თორნიკეს ხმა ჩესმის „არგინდა, არქნა , მარიამ გამაგრდი... ამას შეძლებ!“ და აი ახლა ქუჩაში ვიღაც უცხო ტიპი დაინახა, მოტოციკლზე:
-გამარჯობა ლამაზოო ერთად ხომ არ გავისეირნოთ?-მარიამს უცბად გონება გაუნათდა, ეს ხომ საფრთხე იყო, საფრთხის დროს კი თორნიკეს დაინახავდა და აი გამოჩნდა კიდეც თორნიკე მოტოციკლის გვერდით იდგა, მაგრამ ხედავდა ვინმე მარიამის გარდა? რათქმაუნდა არავინ. მარიამს ისევ ჩაესა ხმა „ არა მარიამ!“
-კი თორნიკე! ჩემზე რომ ზრუნავდე არ დამტოვებდი!
-გოგონი აბა გავისეირნოთ თუ არა?
-რატომაც არა!
მარიამი ადრენალინის მოზღვევებას განიცდიდა, მთელი სიჩქარით მიქროდნენ ნაწვიმას ასფალტზე, მისი თმა ჰაერს შეეწყა და მათთან ერთად დაფრინავდა, უცბად მოტოციკლი მოსრიალდა, მარიამს გონება გაეთიშა და როცა გაიღვიძა:
-მარიამ შვილო რაზე ფიქრობდი?
-დედა კარგად ვარ, სად არის ის? უკვე მოვიდა? უნდა მითხრას ხომ გეუბნებოდიო?
-ვინ უნდა მოვიეს მარიამ ჰო კარგად ხარ?- მარიამი ფეხზე წამოიჭრა, უფრო და უფრო უკან მიდიოდა, დედამისისუკან თორნიკეს ხედავდა...: „დამშვიდდი პატარავ მე აქ ვარ“
-არა შენ აქ არ ხარ! შმეშვი წადი! გაქრი ჩემი ცხოვრებიდან!!! -ძირს დაეცა მუხლები მოკეცა და თავი დაადო-არმინდა აქ რომ იყო!
-მარიამ ვინ არის აქ? მარტო მე ვარ მე შენს გვერდით ვარ დამმშვიდდი- ლანა ღელავდა შვილზე ასეთ მდგომარეობაშიპირველად ნახა...
-თორნიკე ის არ მშორდება, ახლაც უკან გიდგას...
3თვის შემდეგ:
-ქალბატონო ლანა, დგომარეობა სტაბილურია, თქვენი შვილი მალე განიკურნება, ნუ ნერვიულობთ, თუ მას დავუჯერებთ ბიჭს მხოლოდ ნერვიულობისას ხედავდა ახლა კი მხოლოდ სიზმრებში ხედავს...
-დიახ მის სიზმრებზე მოგიყვათ?
-დიახ ყველაფერი მოგვიყვა და ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს, მარიამი და ის ბიჭი დაკავშირებულები არიან, როგორ გითხრათ, გონების კავშირით არიან ერთმანეთზე მიჯაჭვულნი, არ არის გამორიცხული რომ ერთმანეთი შეუყვარდეთ და თუ ეს ასე მოხდა მათ ვერაფერი ვეღარ დააშორებთ.
-კარგით მადლობა ინფორმაციისთვის, აი ეს ტელეფონი მიეცით და კიდევ თავისი კომპიუტერი, ხო შეიძლება უკვე?
-კი რათქმაუნდა. კარგით გადავცემ. ნახვამდის.
-ნახვამდის.
მარიამმა კომპიუტერი როგორც კი აიღო ლინას დაურეკა:
-გამარჯობა ლინ
-ვაიმე ჩემი გოგო არ მჯერაა როგორ მომენატრე შენ ხო არ იციი
-მეც ძალიან მომენატრე. რა არის აბა ახალი?
-ნიკუშა ოჯახიანად გადავიდა საფრანგეთში... ისევ არ გამოჩენილა
-ჰო ეგ ვიცი,სკოლაში რა ხდება?
-რავიცი ენატრები ყველას. ბოლო ზარზე მაინც არ მოხვალ?
-შევეცდები
-კარგი, მარიტ უნდა გავიდე მასწავლებელთან მივდივარ და ამ დღეებში გინახულებ
-კარგი მიდი.
მარიამმა აღარ იცოდა რა ექნა, შუა ღამემდე მედდას ეთამაშებოდა ხან პაზლს, ხან კარტს და ა.შ, ბოლოს მედდა დაიღალა და დასაძინებლად წავიდა, მარიამი კი დარჩა ისევ მარტო ფიქრებთან ერთად, ყველას ატყუებს რომ თორნიკეს ვეღარ ხედავს მაგრმა თავის თავს ხომ ვერ გაექცევა? ღამე ყველანი ის ვართ ვინც სინამდვილეი ვარტ, ღამე ყველანი იმას ვგრძნობთ რასაც სინამდვილეში ვგრძნობტ, დღე კი ნიღაბს ვიკეთებთ, ჩვენს ტკივილსა და ფიქრებს გავურბივართ და ვმალავთ ისევე როგორც სხვა ადამიანებისგან ასევე საკუთარი თავისგანაც, თითქოს რაცუფრო ნაკლებად ვიფიქრებთ ტკივილზე მით უფრო ნაკლებად გვეტკინება. მაგრამ ღამეს სად გავექცევით? მარიამმაც მოიხსნა ეს ღიმილის ნიღაბი სახიდან, ცრემლებს გასაქანი მისცა და ისინიც გამოემართნენ მარიამის ლოყებისაკენ... მშვიდად უყურებდა მარიამი მთვარეს მაგრამ ერქვა კი ამას სიმშვიდე? ცრემლები თავისით გადმოდიოდა თვალებიდან, ზოგი ლოყებს ზოგი კი ნიკაპს ეკიდებოდნენ, შემდეგ ლავიწზე ვარდებოდნენ და უჩინარდებოდნენ. სიმშვიდე ტელეფონის ხმამ მოსწყვიტა ფიქრებისაგან, ტელეფონზე private number ეწერა,ძალიან გაუკვირდა მარიამს მაგრამ მაინც უპასუხა, ონება და გული ერთად კარნახობდა რომ ეპასუხა და გაისმა ტელეფონში მამაკაცის სუნთქვა, თავიდანვე მიხვდა ვინ იყო მაგრამ არ უტყდებოდა თავის თავს სანამ ტელეფონში არ გაისმა:
-მარიამ- თქვა კაცმა და ამ ერთ სიტყვას მთელი სული, გული და ტკივილი ამოაყოლა... მარიამს გონება გაეთიშა დამხოლოდ გულმა დაიწყო ძგერა- მარიამ გესმის ჩემი? მჭირდები... გთხოვ ხმა გამეცი...
-გისმენ
-ჩემს, ნიკუშას სახლში უნდა შეხვიდე, ხომ იცი რომელია ჩემი ოთახი, მაშინ რომ მიმკურნალე ჭრილობაზე
-მახსოვს
-იქ რომ მოხვდები, ბალიში აწიე, მერე ლეიბი და მატრასი ოთხკუთხედად ამოჭერი, სურათი შეგხვდება იმის უკანა ჩარჩოც უნდა გაჭრა, ფული, იარაღი და მისამართი იქნება, ყველაფერი მე უნდა მომიტანო მაგრამ როცა ჩმთან მოხვალ უკან ვეღარ წახვალ და სამუდამ ერთად უნდა ვიყოთ, მზად ხარ ამისთვის?
-მე... მე ვერ გამოვალ აქედან, საგიჟთში ვარ
-ვიცი ყველაფერი ვიცი, ახლა ყველას ძინავს, უკანა კარის გვერდით კიდევ ერთი კარია ყვითელი ნათურა აქვს იმ კარს, კოდი შენი სახელია ოღონდ ციფრებით, იქიდან გამოხვალ.
-მე არვიცი.. ჩემებს სამუდამოს ვერ მივატოვებ
-შენები არა, შენი სკოლა უნდა მიატოვო, კლასში ვისაც ემეგობრებოდი იმათ გარდა დალშე ყველა უნდა მიატოვო, მშობლებს რაც შეეხება მოვაგვარებთ ყველაფერს, უბრალოდ მათი და მეგობრების მიტოვება დროებით მოგიწევს. თანახმა ხარ?
-თუ შენთან ვიქნები ყველაფერზე თანახმა ვარ...
-მაშინ რამდენიმე დღეში შევხვდებით, თავს გაუფრთხილდი, თუ ეს საქმე საფრთხეს შეგიქმნის მანდ დარჩი გასაგებია?
-გასაგებია
-კარგი ჭკუით, მარიამ
-ჰო
-მიყვარხარ გახსოვდეს.
-მე... მეც მიყვარხარ
სატელეფონო ზარი დასრულდა, მარიამი მალევე მოქმედებაზე გადავიდა, შენობიდან ზუსტად გეგმის მიხედვით გავიდა, კოდიც მართალი აღმოჩნდა. შემდეგ თავის სახლში შევიდა, პატარაობაში სულ საიდუმლო შესასვლელებს ეძებდა ხოლმე და აი რაში გამოადგა, პირდაპირ თავის ოთახში მოხვდა, პატარა ზურგჩანთა აიღო, ზურგჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი მოათავსა, დამტენი, ოჯახის და ლინას ფოტოები აიღო, თავადაც გამოიცვალა, კაპიუშონიანი ქურთუკი მოიცვა, საკმაოდ თბილი, შავი შარვალი, ბოტასები და ოთახი დატოვა... ნიკუშას სახლსაც მალევე მიაღწია, მითითებას მიყვა, ოთასი შევიდა, ბალიში აწია, მატრასი გაჭრა და ფოტო კოლაჟს მიაგნო, ძალიან ბევრი ფოტო იყო გაერთიანებული და ყველა მათგანიდან მარიამი იმზირებოდა, ფოტოები კიარა ნახატები იყო, ყველა იმდონემდე იყო შესრულებული მართლა ფოტოები გეგონებოდათ, ყველა ნაკვთი ემთხვეოდა... ნახატი ამოატრიალა, წარწერა დაინახა "გოგონა სიზმრიდან", დაიბნა მარიამი მაგრამ ახლაარაფერს ჰქონდა მისთვის არსებითი მნიშვნელობა, გაჭრა და ფული, იარაღი და ქაღალდი აიღო სადაც მართლაც მისამართი ეწერა. ასევე წერილი:" ვიცი ეს ყველაფერი საფრთხეს შეგიქმნის, გთხოვ არდანებდე, ეს ყველაფერი მჭირდება, დააც მთავარია შენ მჭირდები! მისამართს შნით ვერ მიხვდები ფულის ნაწილი გამოიყენე და ვინმეს ამოახსნევინე, შემდეგ მისამართზე კი მე დაგხვდები, გკოცნი". უცბად ჩადო იარაღი და ფული ჩანთაში, შემდეგ ნახატი პატარ პატარა ნახატებად დაჭრა და ისინიც ჩანთაში ჩაყარა, იქვე კალამი და ფურცელი იპოვა და წერილი დაწერა მშობლებისთვის:
" ყველაფერი დროებითია, დავბრუნდებით ერთად, ის დამპირდა რომ დამაბრუნებს, არ ინერვიულოთ მე კარგად ვარ და კარგად ვიქნები. სიყვარულით მარიამი." სახლი დატოვა, თავის სახლთან ეზოში წერილი დატოვა და წავიდა. მიდიოდა მაგრამ სად თვითონაც არ იცოდა, მიდიოდა იქსადაც გული კარნახობდა და ფეხები თავისით მიიკვლევდნენ გზას.



№1  offline წევრი მოლურჯო

როგორ მომწონს ^__^
დასახვეწი კია მაგრამ კარგია
--------------------
მარიამი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent