მთებს იქით სიყვარულია! 11
-ნინა, თორნიკემ დარეკა დღეს ჩამოდის!- მეუბნება ლელა. -მართლა? მარიამიც ჩამოყავს?-პირველი შეკითხვა მარი იყო, დარწმუნებული ვარ ლელასიც ეს იქნებოდა. -ჩამოყავს! როგორ გამიხარდა, გავიცნობთ მარიამს!-სიხარულისგან თვალები უბრწყინავს ლელას. -მომენატრა!-ვეუბნები და ცხელ შოკოლადს ვაკეთებ. -ნინა, ვაჟაზე და ალექსნდრეზე, რომ ვუთხრათ გაბრაზდება?-მოწყენილ სახეს იღებს ლელა. -კარგი რა, რამდენჯერ გითხარი ნუ გგონია თორნიკე ეგეთი. ეგ მარტო ბრაზდება იმ ბიჭებზე ვინც თავხედურად და ცუდათ იქცევა. დარწმუნებული ვარ ვაჟაზე და ალექსანდრეზე არაფერს იტყვის.-ვეუბნები მე. -რახან შენ და ალექსანდრეს გეშველათ, თორნიკეზე აღარ ვინერვიულებ!-ლელა იცინის და თან ორცხობილას ახრამუნებს. *** -ნინა, თორნიკე ჩამოვიდა.-ფანჯარაში იხედება და ორივე გარეთ გავრბივართ. -ნინა, ლელა როგორ ხართ? როგორ მომენატრეთ, არადა ვიფიქრე მეშველა ესენი, რომ წავიდნენ თქო მაგრამ, აი ხო ხედავთ უთქვენოთ არ შემიძლია.-თორნიკე ორივეს თმებს გვიჩეჩავს და შემდეგ გოგონასკენ მიდის , როგორც მივხვდი ეს მარიამია! -ეს კი მარიამია. მარი ეს ლელაა, ეს კი ნინა. -სასიამოვნოა!-მორცხვად იძახის მარიამი. -კარგი რა ნუ გრცხვენია! შემოდი, შიგნით შევიდეთ.-მე და ლელა ხელს ვკიდებთ და შიგნით მიგვყავს. -მე პარკებს ავიღებ და შემოვალ, არ გამიგიჟოთ ეგ გოგო!-გარედან გვეძახის თორნიკე. მარიამი ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა, როგორც ველოდით მე და ლელა. დარწმუნებული ვიყავით, რომ ესეთი კარგი გოგო იქნებოდა, რადგან თორნიკეს არასდროს მოსწონდა ზედმეტად ისეთი გოგოები, როგორებიც დღეს არიან მომრავლებული. -თქვენ რას შვებით სხვა?-გვეკითხება თორნიკე. მე და ლელას გვეღიმება და ჩვენს ღიმილს თორნიკეც ამჩნევს. -რა ხდება? რაიყოთ მართლა დაპირებული მთის შვილები ხომ არ გაიცანით?-გვეუბნება თორნიკე და იცინის. -კი, რომ გითხრათ გაგვიბრაზდები?-ლელა ეუბნება და ფანჯარას უშტერებს თვალს. -რა ხდება?-თორნიკე წარბს წევს და ჩვენგან პასუხს ელოდება. -გაბრაზდები?-ლელა ეუბნება და ეშინია ამ ყველაფრის შემდეგ არ გაბრაზდეს. -ლელა!-ვეუბნები ლელას კიდევ გასაფრთხილებლად, რომ თორნიკე გუდიანი ბიჭი არაა! -ხომ თქვი თქვენთან, რომ ჩამოვალ მთის შვილებიც გაგვაცანი და მე მარიამ გაგაცნობთო, ხოდა შევასრულეთ პირობა!-ვეუბნები მე და პასუხის მოლოდინში ვჩუმდები. -ესეიგი მთის შვილები!-თორნიკე ორივეს მზერას გვაპყრობს. -ხო!-თავს ვუქნევ მეც. -იმედია ჭკვიანად იყავით!-იგივეტონით გვეუბნება თორნიკე. -ხომ გეუბნებოდი არ უნდა გვეთქვა თქო რა!-ლელა ბუზღუნებს და ნერვიულობისგან ხელებს ერთმანეთში ხლართავს. -ჰა, არ გამაცნობთ თქვენს მთის შვილებს?-მხიარულად იძახის თორნიკე და ლელაც მშვიდდება. *** საღამოს ალექსანდრე და ვაჟა ჩვენთან დავპატიჟეთ, თორნიკეს სურს, რომ გაიცნოს. -თორნიკე, ეს ვაჟაა, ეს კი ალექსანდრე.-აცნობს ლელა.-ეს თორნიკეა, ჩემი მამიდაშვილი, ეს კი მარიამია.-თბილად უბრუნდება მარიამს. -სასიამოვნოა!-ეუბნება თორნიკე და ორივეს აკვირდება. -დასხედით!-ვეუბნები აქ მყოფებს და მაგიდისკენ ვანიშნებ. ყველა ვსხდებით. თორნიკემ კარგად გაუგო ორივეს. თბილი და მხიარული საღამო გვაქვს და ძალიან მიხარია ყველაფერი, რომ ასე ხდება. ადამიანი რაც არ უნდა უბედური იყოს, მჯერა, რომ ბოლოს მაინც პოულობს ბედნიერებას, რომელიც მთელი ცხოვრება მისი თანამგზავრია. მე, ლელა და მარიამი გარეთ გამოვედით და პატარა მორზე ცამოვჯექით. იმის მიუხედავათ, რომ ძალიან ციოდა სამივეს გვსიამოვნებდა მთების ჰანგები. -ძალიან კარგი ბიჭები არიან!-გვეუბნება მარიამი და თბილად გვიღიმის. ამ გოგოს ძალიან თბილი ღიმილი აქვს, მოგინდება, რომ სულ უყურო. -ასე, რომ არ იყოს თორნიკე ორივეს მოგვკვლავდა.-ეუბნება ლელა და იცინის. -------------------------------------------------------------- შემდეგი თავი დასასრულია! დღეს კი პატარა თავი დავდე შედარებით წინისგან! გმადლობთ, რომ კითხულობთ! ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.