შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერას ვერსად გაექცევი -3-


29-01-2016, 13:35
ავტორი ანიი
ნანახია 3 426

ათ წუთში ლუკასთან გაჩნდა.
- რა ქენი გაიგე?
-ჯერ შემოდი, დაწყნარდი და გეტყვი. წყალი გინდა?
- აუ კიი მიდი რა
-მითხარი რა ხდება, რატომ ხარ ასეთი აღელვებული?
ანიმ მოუყვა ყველაფერი.
- გასაგებია და სახლიდან როგორ გამოხვედი ამ დროს?
- არ მიჭირს ეგეთები ხოიცი.
ლუკას გაეცინა და ანის წინ ლეპტოპი დაუდო.
- აი და ნახე..
ანიმ ხმამაღლა დაიწყო კითხვა.
-ალექსანდრე არაბული, 25 წლის. მამა-დემეტრე არაბული(ბიზნესმენი); დედა- ნათია ყიფიანი(დიასახლისი); და- ელენა არაბული.
ლუკას დაურეკეს და ანიმ კითხვა ხმადაბლა განაგრძო.
- ფოტო? ფოტო რატომ არ არის? ფოტო მჭირდება..
- ფოტო არ იძებნება.
ანი ადგა და აღელვებული დაიწყო აქეთ-იქით სიარული.
-რატომ ღელავ ასე? რა მოხდა იქნებ ნომერი ეშლება?
-არა არ ეშლება, დარწმუნებული ვარ.. ყველა ბაზა შეამოწმე?
-მგონი კი.
ანი გაჩერდა, ფანჯარას მიაშტერდა,ჩუმად იმეორებდა- "ბედისწერას ვერსად გაექცევი", 'ბედისწერას ვერსად გაექცევი".. და უცბად ლეპტოპს დაწვდა. ლუკა გაშტერებული უყურებდა
- რა მოხდა? ანის უკან დაუდგა.
- ''165K''
- არა ანა არ გახსნა, არ შეიძლება ამ ფაილის გახსნა, დაგვიჭერენ. კოდი არ უნდა შეგეშალოს თორემ მიხვდებიან რომ უცხო პირებმა სცადეს შესვლა.
- ნუ გეშინია, არაფერი მოხდება.
- კი მაგრამ კოდი არ იცი ანა არა.
ანიმ ფაილი გახსნა, კოდი შეიყვანა და ძებნას შეუდგა.
-კი მაგრამ კოდი საიდან იცი? ანიმ პასუხი არ გასცა.
- ალექსანდრე არაბული აქ არის. წამოიყვირა და ფოტოს გახსნა.
- კი მაგრამ როგორ?
- ჩვეულებრივად.. ჩაიცინა ანიმ
ანი ფოტოს მიაშტერდა და გული აუჩქარდა. სიმპატიური და იდუმალი მზერის მქონე ახალგაზრდა ბიჭის სურათი იყო მის წინ. ანის მისი სუნთქვა გაახსენდა, თითქოსდა რაღაც იგრძნო. ბიჭის ცისფერ თვალებს ისევ მიაჩერდა.
-რა სისულელეა, აფსურდია. ჩაილაპარაკა
-რა არის აფსურდი? იკითხა ლუკამ.
-არა არაფერი ისე. ანი ადგა "ფლეშკა" აიღო და ინფორმაცია გადაიტანა.
-ფრთხილად იყავი, არ უნდა გაიგონ რომ ეს ბაზა გავხსენით.
-ნუ გეშინია, ვერაფერს გაიგებენ. ანიმ ლუკას მადლობა მოუხადა, აკოცა და სახლში დაბრუნდა.მთელი გზა ალექსანდრეზე და მის იდუმალ ზარზე ფიქრობდა. სახლში ჩუმად შევიდა, ლეპტოპი ჩართო და ისევ გადაათვალიერა ალექსანდრეს ბიოგრაფია. უკვე ღამის ხუთი საათი იყო. ანი გაბრაზებული წამოდგა
-ფუ, რა დროს ესაა, რას გადავეკიდე, ეშლება ალბად ნომერი და არაფერიც არ ხდება განსაკუთრებული. ხვალ მარის დაბ. დღეა რადროს ამაზე ფიქრია.იძახდა ანი თავისთვის და დასაძინებლად გაემზადა, მაგრამ თავისი ნათქვამის მაინც არ სჯეროდა.ძლივს დაიძინა.
მან ჯერ არ იცოდა ხვალ ბედი რას უმზადებდა...
....................................
აბა რას იტყვით? გავაგრძელო? ინტრიგა ნელ-ნელა იმატებს...



№1 სტუმარი parker

აბა შენ იცი ძალიან მაგარია მომწონს.იდუმალია ალექსანდრე და ჩემი აზრით უხდება რადგან მგონია ასეთი სახელის მქონე იდუმალი უნდა იყოს და არა ზედაპირული

 


№2  offline წევრი gvanciii kereselidze

Kii ogond cota didi tavebii dade raa
--------------------
G.ke

 


№3 სტუმარი A

Kargia mara cota upro gazarde pataaraa dzalian.

 


№4  offline წევრი ანიი

მიხარია რომ მოგწონთ love შემდეგში დავდებ დიდ თავს აუცილებლად love

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ოხ.. ისევ ეს პატარა, ერთი ციდა თავიი...

 


№6 სტუმარი ნინიკოო

ძაანნ მაგარიაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent