ორში ერთი 8
თავი 8 დილით რომ გავიღვიძე იატაკზე ვიწექი. ჩემს გარშემო კი უამრავი ნამსხვრევი ეყარა. გუშინ როგორც ჩანს ჩემს ცხოვრებაზე განაწყენებულმა, ბოღმა და ბრაზი სახლში ამოვანთხიე. მთელი აღარაფერი იყო დარჩენილი, ყველაფერი დამილეწია, მაგრამ საერთოდ არ მახსოვს ეს როგორ გავაკეთე. ახლა შედარებით მშვიდად ვარ და ცივი გონებით შემიძლია მოქმედება. უცბად გამახსენდა რომ ფული თითქმის გამითავდა, ჯიბეები რომ მოვიქექე მხოლოდ 300 დოლარიღა მედო. -ჯანდაბა... ესღა მაკლდა - გამოვცერი კბილებში -კარგი მაგდა დაწყნარდი ყველაფერს მოაგვარებ - ამას ვამბობდი როცა თავში ნათურა ამენთო, გამახსენდა ინგლისელი ერთ-ერთი ბანდიტი, რომლსაც " ავაზას " სახელწოდებით იცნობენ. ჩემს ოთახში ავედი და კომპიუტერი მოვიმარჯვე. გადავწყვიტე მასზე ყველანაირი ინფორმციის გაგება, ეს ადვილად მოვახერხე ინგლისის დაზვერვაში შევძვერი და ამოვქექე რაც კი შემეძლო. ავაზა თავის საქმეს ისე აკეთებს რომ არანაირ კვალს არ ტოვებს. ინფორმაციის გაგების შემდეგ ადვილად მივაგენი მის ადგილსამყოფელს, ამის შემდეგ " ავაზას " კომპიუტერში ძალიან მარტივად შევედი, ყველა ფაილი რაც კი ჰქონდა "დავაკოპირე" და მეხსიერების ბარათში გადმოვტვირთე. ჩემი კომპიუტერი იმწამსვე გავანადგურე, რაწამსაც იმფრმაცია გადმოვწერე, რადგან ჩემი ადგილსამყოფელი და ვინაობა ვერ გაეგოთ ( მაინც თავი დავიზღვიე ). ამ საქმის მოსაგვარებლად სულ ცოტა ერთი კვირა მჭირდება ამიტომ ბარბარას დავურეკე, ვუთხარი რომ ცუდად ვარ და ახლა საავადმყოფოში ვაპირებ წასვლას. საბედნიეროდ დაიჯერა ეს სულელური ტყუილი, " ღმერთო რა გულუბრყვილო გოგოა " გავიფიქრე და ტელეფონი დავკიდე. -მაგდა ახლა სამედიცინო დასკვნა გჭირდება, რადგან პრობლემები არ შეგექმნას, ამიტომ თადარიგი უნდა დაიჭირო და თუ რამეა საბუთი გექნება თავის დასაცავად - ვეუბნებოდი ჩემს თავს საავადმყოფოში ექიმმა ანალიზი ამიღო და ლაბორატრიაში გააგზავნა, მეკი მათი სერვერი გავტეხე და აი ასე მარტივად შევცვალე ჩემი ანალიზის პასუხები. ექიმები მთხოვდნენ საავადმყოფოში დარჩენას, მაგრამ მათ ვინ უსმენდა. საბოლოოდ რაღაც საბუთებზე ხელი მომაწერინეს და წამლები დამინიშნეს, როგორც ავადმყოფმა პაციენტმა დაუყოვნებლივ შევიძინე დანიშნლი წამლები და სახლში დავბრუნდი. ბარბარას ისევ დავურეკე და ვუთხარი რომ ერთი კვირით კოლეჯში ვერ ვივლიდი, ძალიან შეწუხდა ამ ამბის გაგებაზე და ძვლივს გადავარწმუნე რომ არ მოსულიყო ჩემთან. " ავაზა " ხვალ აპირებს 1.5 მილიონის საქონლის შესყიდვას. ლონდონთან ახლოს პატარა დასახლებაში, იქვე მიტოვებული ქარხანა არის სადაც საქონლისა და ფულის გაცვლა უნდა მოხდეს. ხელს ისიც მიწყობს რომ ეს დასახლება ტყესთან არის. გამიმართლა იმაშიც რომ თვითონ " ავაზა " იქ არ მოვა, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა თუ მოხდება, დაზღვეულო იქნება და ხელში კოზირად ალიბი ეჭირება. მოვემზადე, ყველაფერი წინასწარ გავთვალე. საქონელი არაბებს უნდა მიეყიდათ " ავაზასთვის ". მოკლედ გაგაცნობთ ჩემს გეგმას - არაბებს ჩუმად კოორდინატები შევუცვალე, (. სრულიად სხვა ადგლზე გავუშვი ), ეს კი გამოგიტყდებით არცისე ადვილი იყო. მათ მთავარ კომპიუტერში შევძვერი და ადგილის კოორდინატები შევცვალე ისე რომ არანაირი ეჭვი არ აეღოთ. გაცვლაზე მე ვაპირებ წასვლას, ნარკოტიკების მაგივრად კი გადავწყიტე დამაწყნარებელი წამლები დამეფქვა. ასეც მოვიქეცი საჭირო რაოდენობა რომ გამოსულიყო ცოტაოდენი შაქრის პუდრი თეთრ ფქვილში ავურე და დაფქვილ წამალს შევურიე. ეს არარეალურად ჩანს მაგრამ დამიჯერეთ ბევრი ნარკომოვაჭრე ასე აკეთებს რეცეპტი მათ მოვპარე. არ უნდა მიხვდნენ რომ გოგო ვარ ამიტომ პარიკი და სპეციალური მაკიაჟი გავიკეთე, შავი ბიჭის ფეხსაცმელები, შარვალი, ზედა და კაპიუშონიანი ჟაკეტი ჩავიცვი, ყელზე ბენდენა მოვიხვიე, სახეზე კი შავი სათვალე გავიკეთე. ხელზე ჯერსამედიცინო შემდეგ კი ტყავის ხელთათმანები მოვირგე, მანქანის საბურავები და ნომრებიც შევცვალე. მოკლედ ყველაფერი მოვაგვარე და ჩემი გეგმის განხორციელებას შევუდექი. ახლა ღამის 10 საათია : მანქანით მივდივარ ჩემი პატარა ოპერაციის ჩასატარებლად. თანხის გაცვლა 00:00 საათზეა. დანიშნულების ადგილას დროზე მივედი. გამიმართლა ისინი ჯერ არ იყვნენ მოსულები, ამიტომ თავის დასამშვიდებლად დრო მქონდა. აი დადგა დრო რომ მანქანიდან გადავიდე და მათთან საქმიანი მოლაპარაკება ვაწარმოვო. ( ხომ მართლა მანქანის მართვის დროს ხმის შემცვლელი აბები დავლიე რომ კაცის ხმა მქონოდა ). სამი მაღალი მამაკაცი გადმოვიდა, ეტყობოდათ რომ საკმაოდ ძლიერებიც იყვნენ, ცოტა ავღელვდი მაგრამ გარეგნულად ძალიან მშვიდად გამოვიყურებოდი. 30 წუთის შემდეგ -მე ეს შევძელი, მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა - გავიფიქრე და ადგილს მოვწყდი. ტყით წავედი რომ არავის შევემჩნიე. მალე ავტობანზეც გავედი, მთელი სისწრაფით მივქროდი მანქანით. - ყველაფერი სწაფად უნდა გავაკეთო, სანამ რამეს მიხვდებიან - ვფიქრობდი ხმამაღლა. სახლში 1 საათში ვიყავი, ფარეხი გავაღე და მანქანა შიგნით შევიყვანე, ჩავკეტე და ოდნავ ამოვისუნთქე. " ვიცი დიდ შეცდომას ჩავდივარ ასეთ საქმეში რომ მივიღე მონაწილეობა, მაგრამ " ავაზასნარი " ბოროტი ადამიანი, რომელიც ხალხს აუბედურებს მოუხდება, დიახ მოუხდება რადგან ნარკოტიკებს ასაღებს და ადამიანს ცხოვრებას უნგრევს, მეკი მისი საქმიანობა ცოტახნით შევაფერხე " თავს ამით ვიმშვიდებდი, ამას მეტჯერ აღარ გავაკეთებ, მითუმეტეს მე ჰაკერი ვარ და ჩემი საქმე საბანკო ანგარიშებია. პირველ რიგში მანქანას მივხედე, ისევ ძველი ბორბლები დავაყენე, რომელიც ზომით წინაზე უფრო დიდი იყო, ძველი მანქანის ნომრები კი თავის ადგილას დავაბრუნე. ყველანაირი ნივთმტკიცება გავანადგურე, რაც ხელის შემშლელი ფაქტორი იქნებოდა ჩემთვის. მეორე დღეს ყველაფერი თავიდან დავიწყე, ვითომ გუშინ მთელი დღე სახლში გავატარე. ფული ჩემს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე გავანაწილე, ცოტაოდენი კი საიდუმლო ოთახში, სეიფში შევინახე ( საიდუმლო ოთახი შემთხვევით აღმოვაჩინე, რომელიც სახლის პროექტში საერთოდ არ იყო აღნიშნული ). არეული სახლი დავალაგე, მისაღები ოთახის ინტერიერის მთლიანად შეცვლა მომიხდა, რადგან იქ არსებული ყველა ნივთი დავამტვრიე. ერთი კვირა ძალიან მალე გავიდა, ახლა უკვე წასვლის დროა. სახლის კარები დავკეტე და ისევ კოლეჯის გზას დავადექი. -ახლაკი დროა შენზე უფრო მეტი გავიგო, ლუკ!!! ----- იმედია ყველა გამოთქვავს თავის აზრს, რადგან ეს თავი მოთხრობის გასაღებია საიდანაც იწყება ზეინისა და მაგდას ერთად მოქმედება. ისინი ერთ გუნდს ჩამოაყალიბებენ სადაც მაგდა და ბიჭები ერთად ითანამშრომლებენ საერთო მტრების ჩამოსაშორებლად, აქედან ხდება ყველაფერი აშკარა და მაგდას საიდუმლოსაც ფარდა აეხდება ნელ-ნელა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.