შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პირველად ცხოვრებაში... III თავი


29-01-2016, 19:08
ავტორი anuki ^-^
ნანახია 1 688

სახლში მალევე მივედით. თოკო და ტასო მთელი გზა ლაპრაკობდნენ, მე კი ჩუმად ვიჯექი და ფანჯარაში ვიყურებოდი. თორნიკე ტასოსთან ისეთი ლაღი და ბედნიერი იყო, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ტასო სიგიჟემდე უყვარდა. გული მტკიოდა, მაგრამ მაინც მათი ბედნიერება მეც მაბედნიერებდა. ბავშვები ჩვენთან ისევ სრული შემადგენლობით იყვნენ. როგორც ჩანს ყველა იცნობდა ტასოს, რადგან ძალიან თბილად შეხვდნენ. ცოტა ხანს მათთან ერთად გავჩერდი, მაგრამ ვეღარ მოვისვენე, არ შემეძლო მათი ბედნიერი სახეების ყურება. თავის ტკივილი მოვიმიზეზე და სააბაზანოში შევიკეტე. იატაკზე დავჯექი და დავფიქრდი. რატომ მემართება ყოველთვის ასე? რატომ არ მიმართლებს არასდროს არაფერში? ჯანდაბა. უცბად თოკოს თბილი და სიყვარულით აღსავსე მზერა წარმოვიდგინე, რომელიც ტასოსკენ იყო მიმართული და გაუცნობიერებლად ჩამომგორდა ცრემლები. გაოცებული სარკეში ცავიხედე და ცრემლები მოვიწმინდე. პირი დავიბანე და ჩემს ოთახში გავედი. ორი დამაძინებელი დავლიე, საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. მალევე ჩამეძინა. ცოტა ხანში ვიგრძენი როგორ დაწვა მაკაც და ჩამეხუტა, მაგრამ იმდენად ვიყავი მოთენთილი ყურადღება არ მიმიქცევია და ფშვინვა ამოვუშვი.


* * *
დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. უცბად წამოვხტი და სააბაზანოში შევედი. შხაპი მივიღე, კბილები გავიხეხე და ოთახში გავედი. მოხერხებულად ჩავიცვი, ჩანთა ავიღე, როგორც ყოველთვის მობილური და საფულე ჩავაგდე, თმა ცხენის კუდივით შევიკარი და სამზარეულოში გავედი. ყავა მოვიდუღე, დავლიე, მაკას წერილი დავუტოვე და სახლიდან გავედი. ტაქსი დავიჭირე და შიგნით ჩავჯექი. მისამართი ვუკარნახე, ისიც დანიშნულების ადგილისაკენ დაიძრა. მალევე მივედი, მძღოლს ფული გადავუხადე და გადმოვედი. იქვე მაღაზია შევნიშნე და შიგნით შევედი. სათამაშოების განყოფილებისაკენ წავედი და საჩუქრის არჩევა დავიწყე. მალევე შევარჩიე დიდი დინოზავრი და ე.წ პულტიანი მაქნანა. ვიყიდე და გარეთ გამოვედი. სადარბაზოში შევედი და ლიფტის გამოძახების ღილაკს დავაჭირე. მეოთხე სართულზე მალევე ავედი და ზარი დავრეკე. მალევე გავიგე ბავშვის ყვირილი
- ნიჩაააა, დედა ნიჩა მოვიდაა!!! - ყვიროდა კარლი. მალევე კარი ქალბატონმა კაროლინამ გამიღო.
- ვაიმე ნიჩაა, ესენი მე მიკიდეე? - გაოცებულ-გახარებულმა დაიყვირა პატარამ.
- ხო პატარა შენ გიყიდე და დღეს ვითამაშოთ ბევრი ბევრი - ღიმილით ველაპარაკებოდი ბავშვს.
- ნიცა არ იყო საჭირო - გამიღიმა ქალბატონმა კაროლინამ და შიგნით შემიძღვა.
- კარგი ნიცა, უკვე გავდიოდი, ოტო სამსახურშია, სახლში მარტო შენ და კარლი ხართ. აბა წარმატებები, გაძლებას გისურვებ - მითხრა ქალმა სიცილით და გარეთ გავიდა. მეც ბავშვთან გავედი, როემლიც სასტუმრო ოთახში თამაშობდა. ჩემს ნაყიდ სათამაშოებთან ერთად თავისებისც გამოეტანა და ბედნიერი თამაშობდა. ცოტა ხანში შვრიის ფაფა მოვუმზადე ვაჭამე. ბევრი ვითამაშეთ, ხან იქით დავხტოდით და დავრბოდით, ხან იქით. უკვე ოთხი საათი გამხდარიყო, ბავშვს ვაჭამე, ტანი დავბანე და ჩავაცვი. მეც ჩემი კეტები ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და გარეთ გავედით. ერთ-ერთ პარკში შევედით, კარლი ბავშვებისაკენ გაიქცა და თამაში დაიწყო. მე კი იქვე სკამზე ჩამოვჯექი. მობილური ამოვიღე და მშბოლებს დავურეკე
- დე, რას შვრებით? მომენატრეთ ძალიან - ვთქვი თბილი ხმით.
- რავიცი ნიცა, შენგან დავიწყებულები როგორღაც ვვარსებობთ - ცდილობდა გაბრზაებული ხმა ჰქონოდა, მაგრამ ბოლოს მაინც მოლბა.
- დედი, ვერ ვახერხებდი, გერმანულს ვსწავლობდი, ვაკანსიებს ვეძებდი. თან რამოდენიმეჯერ ხომ დაგირეკე უკვე. ნუ მიბრაზდები რა.
-კარგი ნიცა, ხომ იცი როგორიც ვარ, ბრაზიანი დედიკო, მონატრებას ამით ვფარავ, ძალიან მოგვენატრე შვილო. - ხმა აუკანკალდა და მივხვდი, რომ ტიროდა.
- დედა გეხვეწები არ იტირო და თუ გინდა დღესვე წამოვალ.
- არა დე რას ამბობ, უბრალოდ ძალიან მაკლიხარ, ხომ იცი პირველია რაც ჩვენგან ასე დიდი ხნით ხარ წასული.
- მალე ჩამოვალ დე არ ინერვიულო. კაი დე წავედი აბა, კარგად, მამიკო ჩამიკოცნე.
- კაი კარგად ნიცა. - დამემშვიდობა და გათიშა. მიმოვიხედე, მაგრამ ბავშვი ვერ შევამჩნიე, შევშინდი, სკამზე დავიხედე და არც ჩანთა იდო, გავოგნდი, ნუთუ ეს კარლის ხრიეკბი იყო. მიმოვიხედე და დვინახე როგორ მირბოდა კარლი ჩემი ჩანთით ხელში. წამოვხტი და მას დავედევნე, ისიც მირბოდა და კისკისებდა
- ვერ დამიწერ ნიჩაა - ყვიროდა ბავშვი.
- კარლიი, მოგკლავ მოდი აქ, დამიბრუნე ჩანთა, კარლი გაჩერდიი გეხვეწებიი - გავკიოდი მეც და თავქუდმოგლეჯილი მივრბოდი. არა მაინც რა სწრაფი იყო ეს ბავშვი, ვერაფრით ვერ ვეწეოდი. უვბად შევნიშნე თოკო და ტასო, რომლებიც ერთად იჯდნენ, თორნიკეს ტასოზე ხელი ჰქონდა გადახვეული. ორივე გაკვირვებული მიყურებდა, მე უბრალოდ ხელი დავუქნიე და სირბილი გავაგრძელე. ბოლოს როგორც იქნა დავიჭირე ეს ჭინკა და ჩანთა გამოვართვი.
- ოხ კარლი, რატო ხარ ასეთი ცელქი.
- ლა ვიცი აბა, ასეთი ვალ - მითხრა და გამიღიმა. უხ ეს ჭინკა. საყვარელი ჭინკა. სახლში მალევე წავიყვანე. სანამ წამოვიდოდით ტასოს და თოკო შევავლე თვალი, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ, გულში ტკივილი ვიგრძენი მაგრამ არ შევიმჩნიე და სახლში წავედი. ბავშვი გავასუფთავე, საშინაო ტანსაცმელი ჩავაცვი და ვახშამი მოვუმზადე. ისე საყვარლად აცმაცუენებდა ტუჩებს, რომ მისი შეჭმა მომინდა. ვაჭამე დაჭურჭელი გავრეცხე. შემდეგ ბავშვს ვეთამაშე. ამასობაში ქალბატონი კაროლინაც მოვიდა დაჩემი წასვლის დრო დადგა. ბავშვი გემრიელად ჩავკოცნე და გარეთ გამოვედი. ტაქსი დავიჭირე, ჩავჯექი, მისამართი ვუკარნახე და ფული წინასწარ გადავუხადე. სახლში 15 წუთში მიმიყვანა, მეც უცბად გადმოვხტი და კიბეები ავირბინე. საშინლად ვიყავი დაღლილი, თან მგელივით მშიოდა. იმდენად ვიყავი ბავშვის მოვლაში გართული, რომ ჭამა სულ გადამავიწყდა. სახლში შევვარდი და სამზარეულოსკენ წავედი, ბავშვების ხმა სასტუმრო ოთახიდან გამოდიოდა ამიტომ მაკას გავძახე
- მაკა მოვედიი
- კაი - გამომძახა და სიცილი გააგრძელა. მე უცბად კარტოფილი შევიწვი და ვჭამე. ჭურჭელი გავრეცხე და საძინებელ ოთახში გავედი. გასვლისას სასტუმრო ოთახში შევიჭყიტე და ბავშვებს მივესალმე. თოკოს და ტასოს შევხედე, რომლებიც ერთმანეთზე იყვნენ მიკრულები და გული შემიტოკდა. აღარ შემეძლო იქ ყოფნა, ბავშვებს დავემშვიდობე და ოთახში შევედი. შხაპი მივიღე, საღამურები ჩავიცვი და საწოლში შევწექი. ფიქრი დავიწყე. თოკოს ამ მოკლე დროში ვერ შევიყვარებდი, მაგრამ აშკარა იყო, რომ ძალიან მომწონდა. ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი იმ გოგონებს, რომლებიც დაკავებულ ბიჭებზე იყვნენ შეყვარებულნი, მაგრამ ამ წუთას მეც მათნაირი ვიყავი. მაგრამ მე ხომ არ ვიცოდი თავიდან, რომ თოკოს შეყვარებული ჰყავდა. ღმერთო, როგორ არაფერში არ მიმართლებს. ასე ვწრიალებდი რამოდენიმე საათი. მაკამ კარები შემოაღო, ჩაიცვა და მე შემომიწვა.
- გძინავს?
- ნწ - ვთქვი და თავი გავაქნიე.
- თოკო მოგწონს ხო?
-ჰო.
- ბედი არ გაქვს რაა - სიცილით მითხრა მან.
- ვიცი.
- კაი არ მოიწყინო ჩემო ლამაზო. ეგ ერთი და სხვა მრავალი.
- აჰამ. კარგი მაკა ძილინებისა.
- ტკბილი ძილი ნიც - მითხრა და საპირისპირომხარეს გადაბრუნდა. მე კი დავრჩი ჩემს ფიქრებთან ერთად მარტო...


ესეც მესამე თავი ^_^ იმედია მოგეწონებათ <3 გთხოვთ, კომენტარები არ დაიშუროთ, სტიმული მჭირდება *-* ჰოდა ველოდები კომენტარებს <3 ^__^



№1 სტუმარი მარეე;)

ისადაა ეს სასიყვარულო ისტორიაა თუ პერსონაჟის ყოველდღიური ცხოვრების აღწერა??

 


№2  offline წევრი anuki ^-^

მარეე;)
ისადაა ეს სასიყვარულო ისტორიაა თუ პერსონაჟის ყოველდღიური ცხოვრების აღწერა??

შენ წარმოიდგინე და სასიყვარულო ისტორიაა ^_^ უბარლოდ მოვლენებს ასე უცბად ვერ დავაჩქარებ ^_^

anuki ^-^
მარეე;)
ისადაა ეს სასიყვარულო ისტორიაა თუ პერსონაჟის ყოველდღიური ცხოვრების აღწერა??

შენ წარმოიდგინე და სასიყვარულო ისტორიაა ^_^ უბარლოდ მოვლენებს ასე უცბად ვერ დავაჩქარებ ^_^

და თან ვცდილობ, რომ ყველაფერი დეტალურად ავღწერო ;დ თუ გამაღიზიანებელია შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ ^_^

 


№3  offline მოდერი bibo

Momwons me es udzlianesad ux.tokoc momwons meooo da mgoniaaa ertad iqnebian.shenkido kai xar tkbilo shokolado

 


№4 სტუმარი მარეე;)

დაჩქარებაც უნდა შეგეძლოს,როცა საჭიროა:))ძაანაა ეს ისტორია გაწელილი,მე თუ მკითხავ:)

 


№5  offline წევრი anuki ^-^

მარეე;)
დაჩქარებაც უნდა შეგეძლოს,როცა საჭიროა:))ძაანაა ეს ისტორია გაწელილი,მე თუ მკითხავ:)

რავი, სამ თავში თორნიკეს და ნიცას ცოლ-ქმარს ვერ გავხდი :) მებოდიში ^-^

 


№6 სტუმარი მარეე;)

ცოლ-ქმარი გახადეო,გთხოვა ვინმემ?:დდ ნუ წელავ მასე,უინტერესო გამოდის ისტორია. ნუუ.თუ გკიდია მკითხველის აზრი და მარტო შენსას ისწორებ,ეგ სხვა პონტია უკვე:)

 


№7  offline წევრი anuki ^-^

მარეე;)
ცოლ-ქმარი გახადეო,გთხოვა ვინმემ?:დდ ნუ წელავ მასე,უინტერესო გამოდის ისტორია. ნუუ.თუ გკიდია მკითხველის აზრი და მარტო შენსას ისწორებ,ეგ სხვა პონტია უკვე:)

ისტორიას იმისთვის ვწერ, რომ თქვენ მოგეწონოთ. უბრალოდ ნამდვილად არ მინდოდა, ეს 2 სამ თავში დამეახლოვებინა, მაგრამ თუ არ მოგწონთ სხვა მიმართულებით წავიყვან მოთხრობას <3

bibo
Momwons me es udzlianesad ux.tokoc momwons meooo da mgoniaaa ertad iqnebian.shenkido kai xar tkbilo shokolado

მადლობა დიდი <3

 


№8  offline წევრი lilearchvadze:)

გააქრე ტასო თორე გავგიჟდები :@

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent