შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვიდრე ყვავიან შროშანები [1]


29-01-2016, 20:52
ავტორი Eleniko13
ნანახია 4 041

ცხოვრება ბუმერანგია.
ოდესმე ყველას დაუბრუნდება ის ტკივილი,
რასაც სხვას აყენებს.

პროლოგი

სიკვდილზე არასდროს მიფიქრია. შეიძლებოდა კიბოს პირველი სტადიით მოვმკვდარიყავი, შეიძლება მანქანას გავეტანე, იქნებ თავიც მომეკლა, ან ბუნებრივი სიკვდილით როცა ღმრად ვმოხუცდებოდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ რაც მაშინ მოხდა, იმას ვერასდროს. ყოველთვის ვამბობდი რომ ცხოვრება მეტისმეტად სასტიკია და კბილებით უნდა დაიჭირო ბედნიერება, თუკი ის ერთხელ მაინც მოვა შენს ცხოვრებაში.
მაგრამ ყველაფერი იმდენად წარმოუდგენლად მომეჩვენა, რომ წუთით სუნთქვა შევწვიტე.

-თავი პირველი.

მამას საფლავზე შროშანები დავტოვე და ტაქსით წამოვედი. თავი მტკიოდა და აზროვნებას ვერ ვახერხებდი. ირგვლივ ყველაფერი წრეზე ტრიალებდა, ნელ-ნელა ბრუნებს უჩქარებდა და თავბრუხვევის გამო თვალები დავხუჭე.
_ქალბატონო_მძღოლის ხმამაღალმა მომართვამ მაიძულა გამოვფხიზლებულიყავი.
_ნუცუბიძეზე_ვუპასუხე მისამართი და ჩანთაში ქექვა დავიწყე აბების გამო. ხელები მიკანკალებდა, ყველაფერი ძირს გადამეყარა და სავარძელზე მოიფანტა. სარკიდან გადმომხედა მოხუცმა და უცნაურად ამიწკიპა წარბები.
ნივთები ისევ ჩანთაში დავაბრუნე და ტელეფონში ნაცნობი ნომერი ავკრიფე.
ძალიან მეუხერხულებოდა, მაგრამ ნინიმ მითხრა ჩემს წასვლამდე მას მიმართეო.
_გამარჯობა, ლუკა_ამოვიხრიწინე და ჩავახველე. ყურმილს იქით ღრმა სუნთქვა მომესმა და უსიამოვნოდ გავიხედე ფანჯრიდან.
_გისმენ, ელენა არა?_ბოხი მაგრამ სასიამოვნო ბარიტონი ჰქონდა. რაზე ვფირობ, რა დროს ესაა.
_ელენე_შევუსწორე_მოკლედ, წამალი მჭირდება. ვეღარ ვუძლებ ლუკა_ხელები მოვმუშტე და მძღოლის მზერა კვლავ დავაიგნორე.
_ხომ იცი სადაც უნდა მოხვიდე?_მითხრა მან.
_ქუჩა ვიცი, მაგრამ ზუსტად სად უნდა მოვიდე, არ უთქვამს ნინიას_უკვე შუბლი ოფლით დამეცვარა და ის მოხუცი კაციც საშინლად მაღიზიანებდა.
_მანდ დიდი მაღაზიაა, მიხვდები. გამოუყევი, მერე ჩიხია. იქ შემოხვალ და..
_ლუკა, არ გესმის? ცუდად ვარ, არ შემიძლია!_გავაწყვეტინე უხეშად.
_ამის დედაც, გუდვილთან დამელოდე_და ყურმილს იქით ზუმერის გამაყრუებელი ხმა მომესმა. ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე და ათლარიანი გავუწოდე კაცს.
_ეი, გამომართვი_როცა არ შემოიხედა, გავბრაზდი.
_მოვედით_ფული ჩააგდო, ხურდა დამიბრუნა და მეც მანქნის კარები მოვაჯახუნე. ზუსტად გუდვილის წინ გამიჩერა, ანუ ლაპარაკი მოისმინა. თუმცა ამაზე ფიქრის დრო არ მქონდა. ასფალტზე დავჯექი, ცალი ფეხი გავშალე, ცალი მოვხარე და ღრმად სუნთქვა დავიწყე. კივილი მინდოდა, ისე მიხურდა მთელი სხეული და ორგანიზი წამალს მოითხოვდა. ყოფილიყო კანაფისი, არც ამაზე ვიტყოდი უარს. ოღონდაც რამე ყოფილიყო, ამის დედაც...
_ეე, ძეტკა, დახმარება გჭირდება?_ვიღაც უხეშად დამეჯაჯგურა ხელზე.
_მომშორდი_ხმადაბლა დავუბრუნე პასუხი, რადგან ყვირილის თავი არ მქონდა.
_ოჰ, შენ ლამაზი ხარ_ისე მომქაჩა, წამომაყენა და მეორე ხელი წელზე მომხვია, ძირს დაცემას ამარიდა. უკვე სუნთქვა მიჭირდა, მაგრამ ძალა ჯერ კიდევ მქონდა. საერთოდ, ლომკის დროს უფრო ღონიერი ვარ. თუმცა ეს პირველი შემთხვევაა.
_ხელი გამიშვი მეთქი_ერთხელ კიდევ ვცადე და თვალები მივლულე.
_კაიფში ხარ ლამაზო?_გულისამრევად გაიცინა და ახლაღა შევამჩნიე, რომ იარა ქონდა მარცხენა წარბზე.
_ნეტა კაიფში ვიყო_ამოვიხრიწინე, ფეხი მოვხარე და ამოვარტყი. ძირს დავარდა და ამოიოხრა, თავი გვერდით გაწია, გადააფურთხა და ხელი მტკივან ადგილას მიიჭირა.
_შენი დედაც, ძუ,ნა!_გემრიელად შემაგინა და ამაზე მე დავაფურთხე თავზე. წამოგმას აპირებდა, როცა ფეხი ყელზე დავაჭირე და უკან დავაბრუნე. ხელი შუბლზე მოვისვი, მერე მაგრად მივიჭირე საფეთქელთან და პირით სუნთქვა დავიწყე.
_გაუშვი და გამომყევი_ზურგს უკან ნაცნობმა ხმამ იმედი მომცა, შევბრუნდი და ლუკას თვალებში ჩავხედე. უემოციო სახე ქონდა, არაფრისმთქმელი. თავი ცუდად ვიგრძენი, რადგან ვაწუხებდი.
_აქვე გამიკეთე, მეტი აღარ შემიძლია_ეს ვთქვი, მაგრამ მაინც გავყევი. ფეხებს მივათრევდი, ეს შენიშნა და ხელი მომხვია. მადლობა მინდოდა მეთქვა, თუმცა უკვე ხმაც დავკარგე.
სადღაც ჩიხში შევედით, სადაც უკვე ბნელოდა. საიდანღაც ვირთხის ხმა მომესმა და გამეცინა. შევნიშნე ლუკასაც როგორ შეეპარა ღიმილი, თუმცა რატომ, ვერ მივხვდი.
მეორე ხელი მხარზე მოვხვიე, რადგან წონასწორობის შენარჩუნება მიჭირდა.
_მისმინე, ბევრი არ ილაპარაკო, აქ ეს არ გარგებს_თავი შემოაბრუნა და როცა თავი დასტურის ნიშნად დავკარი, სვლა ისევ გააგრძელა. უზარმაზარი სახლის კარებთან მდგარს, გაოცება შემეპარა. ასეთი ადგილი და ასეთი სახლი? წარმოუდგენლად მიმაჩნდა.
შესვლისთანავე სიგარეტის და ალკოჰოლის სუნი მეცა, მდიდრულ მისაღებში ძირს ეყარა შპრიცები და თანახმა ვიყავი მათი დარჩენილი გამეჩხირა. დაუფირებლად ავიღებდი ახლა მაგ შპირებს, სირცხილის და უხერხულობის გრძნობა ფეხებ,ზე მეკ,იდა.
_მოდი, კუთხეში დაჯექი. აქ არავის მიაქციო ყურადღება, ყველა თავის სტიქიაში_მითხრა ლუკამ და მეც დავემორჩილე. კუთხეში მჯდარმა მაინც მოვავლე თვალი ყველას. ათზე მეტნი იყვნენ, და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ერთი დიდი დივანი იყო შუაგულში, იქ კი ხუთნი ისხდნენ. ერთი წითური გოგონა, რომელსაც საზიზღრმად მოკლე კაბა ეცვა და თეთრი მაისური გადაეცვა, აშკარად რომელიმე ბიჭის იყო. თავი მიეყრდნო წელსზემოთ შიშველი , ქერა და საკმაოდ კარგი აღნაგობის ბიჭისთვის. მათ გვერდით კი ერთი წაბლისფერთმიანი, ღრმა ჭაობისფერთვალება ბიჭი იჯდა, ჯინსის შარვალი იმდენად დაგლეჯილი ქონდა, ჩაიცვამდა თუ არ ჩაიცვამდა, სულ ერთი იყო. მეორე ბიჭს თმა გადაეხოტრა, მოწესრიგებულად ჩაეცვა და მოწეულის არაფერი ეტყობოდა.
_ეი, აქ ხარ? გონება არ დაკარგო, შენით გაიკეთებ თუ გაგიკეთო?_ყურში ჩამყირა ლუკამ. მინდოდა მეთქვა, ხმადაბლა ლუკა, ყველა ჩვენ გვიყურებს, მაგრამ არავის შემოუხედავს. ვენებში წამალი შემიყვანა და მაშინვე შვებით გავიღიმე. თვალები დავხუჭე, მფრინავ ზვიგენს თვალი გავაყოლე და შოკოლადის ფილა გადავყლაპე. თვალების გახელის შემდეგ, წამოვდექი და თაგვს ხელი ფრთხილად შევახე.
_ფისოოო_ხელში ავი ყვანე და როგორც კი დამკაწრა, ძირს გავაგდე. თითქოს რამე მსხვერავადი იყოსო, ისე გაიფანტა იატაკზე.
_გამოფხიზლდი, ნუ ამტვრევ აქაურობას_სახეზე ხელი მსუბუქად მომატყა ლუკამ. ისე სასაცილოდ ეცვა, ღიმილი ვერ შევიკავე.
_ყვითელი ტანსაცმელი ნინის არ მოწონს, იცი? თუმცა ყოველ დღე ნინის ჟი*ავ, ლაპარაკისთვის არ გეცლებათ_სიცილს ვერ ვწყვეტდი და ირგვლივ ხელების ქნევით ვცდილობდი მტვრის გაფანტვას. მტვერი ვარდისფერი და გამაღიზიანებელი იყო.
_მოკეტე და დაჯექი!_ძალით დამაგდო დივანზე და ჩემს გვერდით მჯდარ პანკ გოგოს ამრეზით გავხედე. მალე თვალები დამეხუჭა, ძილისკენ წავედი. სუნთქვა მშვიდად დავიწყე, ჩემს ირგვლივ ცხვრები დახტოდნენ...
_ეეე, გააღვიძეთ_დაიყვირა ჩემს გვერდით მჯდარმა, თუმცა ძალიან, ძალიან ხმადაბლა მომეჩვენა ნათქვამი.
_შენ გააღვიძე რა
_მიდი, წყალი, დროზე თორე გაიპარება
სახეზე ცივი წყალი დამესხა თუ არა, თვალები გავახილე და თავზე დანდგარ ლუკას მოვავლე მზერა. ვერაფერს ვაცნობირებდი, გარდა იმისა რომ კაიფმა თითქმის გადამიარა.
_მაშ ასე, ელენიკო_სარკაზმით გაჟღენთილი ხმით დაიძახეს ჩემი სახელი. ხმა შესანიშნავი ქონდა, მაგრამ ზურგს უკან მესმოდა და შებრუნება არ შემეძლო.
_ელე-ნე_დავუმარცვლე და მობეზრებით გადავატრიალე თვალები.
_მეორედ კიდევ ეცდები დაძინებას, და ფეხებ.ზე დაგიკი,დებთ_ყურთან მიჩურჩულა. ცხელმა ჰაერმა, რომელიც მისი პირიდან მოდიოდა, გამაღიზიანა.
_მომშორდი რა_ხელი ავუქნიე, მაგრამ აცდა.
_დოზა არ გადააჭარბო, თორემ ისე დაიბრიდები, დასახმარებლად ხელსაც არ გავანძრევთ_ყელზე მომაკრო ტუჩები, მერე კი მომშორდა. ხელი მოვისვი იმ ადგილას, სადაც მაკოცა და თითქოს კვალი მოვიშორე.
_აბა, დღეს რას ვშვებით?_კედელთან აყუდებულიყო წითელთმიანი, და ღიმილით დაყურებდა სამაჯურს. სამაჯური ტყავის იყო, რამაც ჩემი სამაჯური გამახსენა. ნეტა სად დავკარგე?
_წავიდეთ სადმე, ფული ააგდეთ_მხრების ჩეჩვით გასცა პასუხი ქერა ბიჭმა.
_ეს ნოეა, ამას რედის ვეძახით, შენ რომ გენაგლა, ის სანდროა, აი ეს შავგრემანი კი ნიკოლოზი. დანარჩენები სტუმრები არიან_სწორედ მათი სახელები ჩამომითვალა, ვინც დივანზე ისხდნენ მაშინ, ლომკაში რომ ვიყავი.
_რედი?_გოგონას ავხედე. ის კვლავ სამაჯურს უყურებდა. ხმამაღლა გამეცინა, როცა ჩემი აქსესუარი ვიცანი მის ხელზე.
_არ მითხრათ რომ ჩემს სახელზე იცინის_როგორც ჩანს, გვისმენდა გოგონა. თავი გავაქნიე და თავით მაჯაზე მივუთითე.
_ჩემი სამაჯურია, მაგრამ ისეთი თვალებით უყურებ, მიჩუქნია_თვალი ჩავუკარი და ხელები მუხლებზე გადავიჯვარედინე.
_უი, მაპატიე, ახლავე დაგიბრუნებ_სწრაფად მოიძრო სამაჯური და დამიბრუნა, თუმცა სახეზე უკმაყოფილება ეხატა.
_გაჩუქე მეთქი, ანუ გაჩუქე_მხრების ჩეჩვით ვუპასუხე და საკუთარ დალურჯებულ ვენას დავხედე. იმდენად სწრაფად გამიკეთა ნემსი ლუკამ, რომ სისხლჩაქცევა მემჩნეოდა რაც მტკივნეულთან ერთად, არასასიამოვნო იყო.
_მოკლედ, ფული გაქვთ რომელიმეს?_ქერამ, როგორც გავიგე, ნოემ თავი ასწია და შემოგვხედა.
_რა ფული, რის ფული_ნიკოლოზმა თავი გააქნია და რედის მოხვია ხელი. მე მქონდა ფული, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ ვენდობოდი. ხოლო ერთი საათის გაცნობილ ხალხთან ურთიერთობას ვერ დავიჭერდი.
_არც მე არ მაქვს, ანუ რედისაც არ აქვს. სანდრო კიდე, არაფრის მომცემი არ არის გუშინდელის მერე_ლუკამ უკმაყოფილოდ უპასუხა ნოეს და თავი დაუკრა.
_შენ, ახალო?_უეცრად გადმომხედა სანდრომ, რომელიც აქამდე ჩუმად იჯდა და ტელეფონს უყურებდა, აშკარად ჩატაობდა. სულ დავიბენი, არ ვიცი რამ დამაბნია, მისმა ნაცრისფერმა თვალებმა თუ... იყოს თუ.
_მე არ ვარ ახალი. მალე წავალ_გავუღიმე და თითები გადავაჯვარედინე. გრძელი თითები მაქვს, თეთრი და გრძელი. ჩემი თითები ერთადერთია, რაც მიყვარს.
როცა პასუხი არ დამიბრუნა, მივხვდი რომ ისევ მე მელოდებოდა. ჰო, ფული მაქვს...
_მაქვს, თანაც ბევრი_განვაცხადე და ძირს დაგდებულ ჩანთას დავხედე.
_ჰო? ნარკომანი და ბევრი ფული?_გაიცინა რედიმ.
_მე არ ვარ ნარკომანი_ბრაზისგან მკაცრად გამოვცერი და როცა ნოეს ირონიულ სახეს შევხედე, წამში დავწყნარდი. ეს მათ ართობდათ.
_დედა და ბიძა მიგზავნიან ყოველთვიურად, 15000 დოლარს. ამას პლიუს, აქ მაღაზიათა ქსელი აქვთ გახსნილი და მე და ნინის გადმოგვაბარეს. ონლაინ მაღაზიაც მაქვს, აქსესუარების-ჩამოთვლა დავიწყე და თან სანდროს თვალს არ ვაშორებდი. რატომღაც ეს ბიჭი ჩემში გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევდა.
_მგონი ახალი მეგობარი გვჭირდება, რას იტყვი მდიდარო?_წარბაწეულმა შემომხედა ნიკამ. ხმამაღლა გავიცინე, გულში კი იმედი გამიცრუვდა.
_არა, ელენე სახლში მიდის_ლუკამ გადმომხედა მკაცრი თვალებით. მივხვდი, მხოლოდ ის მიყურებდა, როგორც ადამიანს, და მისთვის ფულის ტომარა არ გავხვდი ამ რამდენიმე წუთში. თითქოს რაღაცისგან მიხსნისო, ისე ცდილობდა წავეყვანე. მაგრამ მე ხომ ხიფათიანი ვარ? ყოველგვარ განსაცდელს 20 მეტრის რადიუსშიც კი ვიზიდავ.
_არა, არ მივდივარ. სადმე ბანკომატი მიშოვეთ, გამოვიტან ფულს და წავიდეთ_ვუარყავი მისი ნათქვამი და მის ყელზე დაბერილ ძარღვებს ყურადღება არ მივაქციე.
_მისმინე ელენე_გვერდით მომიჯდა ნოე, მეც შევხედე და თავი დავუქნიე, თუმცა მის რაღაცნაირ, მუქ ქერა თმას თვალი ვერ მოვაშორე.
_აქ ერთი დიდი აურზაურია ელენე...
_აი ემ ზაური ფრომ მახინჯაური აი ლავ ხმაური ენდ აურზაურიიი_შევაწყვეტინე და მისი გაბრაზებული სახის დანახვისთანავე ხმა გავკმინდე. უჟმურები.
_აქ ისეთი სიტუაცია არ არის, შენ რომ მიჩვეული ხარ_გააგრძელა, მაგრამ ამჯერადაც არ მომითმინა გულმა, რომ არ შემეწყვეტინებინა.
_შენი აზრით, მე სიმდიდრეს და ფუფუნებას ვარ მიჩვეული? შენი აძრით მე განებივრებული ვარ?_ხმა გამებზარა, რადგან ჩემი წარსული გამახსენდა.
_განებივრებული მამიკოს გოგო_ცინიზმით გაჟღენთილი ხმა ქონდა სანდროს. ბოღმა ყელში მომაწვა, მზად ვიყავი დამეხრჩო. თვალები ცრემლებით ამევსო და დავხუჭე.
_მამაჩემს კიდევ ერთხელ თუ ახსენებ, მის სულს ვფიცავარ, მოგკლავ. მოგკლავ და ფეხებ,ზე მკი,დია ყველაფერი, მოგკლავ, გეფიცები, მოგკლავ_თვალები გავახილე, შევხედე და ხმადაბლა, მაგრამ ცივად მივუგე. შეცბა, მაგრამ არ შეიმჩნია. ჩემს თვალებში ალბათ ზიზღი და სიმართლე ამოიკითხა. მე მართლა მოვკლავდი მას, რადგან მამა დავიფიცე. ხელიც არ ამიკანკალდებოდა, რადგან ერთხელ უკვე გავაკეთე ეს. მან არაფერი იცოდა ჩემი წარსულის შესახებ.
_დაწყნარდი, კარგი?_რედის ჩახუტებამ გამაოცა. მეც მოვხვიე ხელები და სუსტად გავიღიმე.
_ანუ, მზად ხარ, გაფუჭებული ბავშვი გახდე?_სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიკამ.
_დამიჯერეთ, მე არ გავხდები გაფუჭებული ბავშვი. ეს თქვენ გახდებით გამოსწორებული ბავშვები_თვალი ჩავუკარი და თვალებზე ოდნავ მოვისვი ხელი, ცრემლების კვალი რომ წამეშალა.
_ოჰ, საკმაოდ რთულ საქმეს შეეჭიდები. ჩვენ რთული ხალხი ვართ, რთული ხასიათით. არა მგონია, მოგეწონოთ_კვლავ რაღაცას ცდილობდა ლუკა, მაგრამ ნოემ ხელზე “ ჩემგან შეუმჩნევლად “ უბწკინა და ისიც გაჩუმდა.
_ჯერ კიდევ არ გვიცნობ, არ ფიქრობ რომ გაგვერიდო?_ლუკას უჭერდა მხარს რედიც. თვალები მობეზრებით გადავატრიალე.
_დიდი ხანია, ნინის იქით ვერავის ვხედავ. დროა რაღაც შევცვალო...
_უარესობისკენ? აპირებ ჩვენთან ერთად დალპე? დალპე როგორც ნარკომანი?_კვლავ ცუდ ხასიათზე დამაყენა სანდრომ. უკვე მეზიზღებოდა!
_ძალიან კი გინდათ, მაგრამ აზრს არ შევიცვლი. თქვენ გაგხდით უკეთესს, გპირდებით_თვალი ნიშნისმოგებით ჩავუკარი.
_ესეც პირველი ცრუ დაპირება. ქართული ოცნება, ნომერი ორმოცდაერთი_იცინოდა ნიკა. რედიც აყვა და მალე ყველა, სანდროს ჩათვლით, მუცლის ატკიებამდე ვხარხარებდით ამ უაზრობაზე.
_და ეს ფულის აგდება რა თემაა?_როგორც კი მოვრჩით, დავეკითხე ნოეს.
_რა და, რიგრიგობით ვშოულობთ გასართობ ფულს და ერთი ვპატიჟებთ ოთხს. მაპატიე, ხუთს. ამით იმსჯელე, ჩვენ ისეთი მდიდრები არ ვართ, როგორიც შენ. თუ არ ჩავთვლით სანდროს, რომელიც ჟმოტი კი არ არის, უბრალოდ მამამისის თვალით დანახვა არ უნდა ხოლო მუშაობით რასაც შოულობს, და საკმაოდ ბევრსაც, არავის ახარჯავს. არასდროს. რატომ? არ ვიცი. ალბათ აგროვებს, მაგრამ ნარკომანები ისე კვდებიან, რომ ოცნებებს ვერ იხდენენ_თქვა რედიმ. ყველანი გავჩუმდით ბოლო სიტყვებზე. მძიმედ ვსუნთქავდით და ჩემს გარდა ყველამ იცოდა რომ ეს სიმართლე იყო. მე? მე ზედმეტად ოპტიმისტ-რეალისტი ვიყავი. ეგ პესიმიზმზეა, მაგრამ მაინც.
_მე ავისრულებ ყველა ოცნებას. მე დავპირდი მამაჩემს და ჩემს ძმას, რომ ავისრულებდი ყველა ოცნებას._დავარვღვიე სიჩუმე და გულში წვა იგრძენი.
_მე დედას დავპირდი, ახლა ის საბერძნეთშია და არც კი იცის, რომ მე ვარ ისეთი, როგორებთან ურთიერთობასაც მიკრძალავდა_ტკივილიანად ჩაქინდრა თავი რედიმ.
_მე საკუთარ თავს დავპირდი, ისიც თხუთმეტი წლის ასაკში, შეყვარებულს რომ დავშორდი და მომაძახა, ნაგავი დარჩებიო_ოდნავ გაიღიმა ლუკამ.
_მეც დავპირდი, ბაბუას_ეს ნიკა იყო.
_მე ბიძაჩემს_ნოემ სევდიანად ამოიჩურჩულა. სანდროს შევხედე, ის კი ადგა და წავიდა. ასე, უსიტყვოდ ადგა, ზურგი გვაქცია და წავიდა. მეტკინა მისი წასვლა, არ ვიცი რატომ.
_კარგი, ანუ წავედით ჩვენს ადგილას?_წამსვე განმუხტა სიტუაცია რედის გადაკისკისებამ.
_ანუ?_ჩავეკითხე, რადგან მათი ადგილი არ ვიცოდი.
_წამოდი და ნახავ. ორასი ლარი გვეყოფა, სასმელები, სიმღერა, აბები, გოგოები და აუ რავი, მოკლედ წავედით რა.
წამოვდექით, ჩემს ჩანთაში საკრედიტო ბარათი გადავამოწმე და გარეთ გავედით. მინდოდა მეკითხა სანდროზე, მაგრამ რედი მიმიხვდა და მაშინვე შემომხედა ღიმილით.
_იქ დაგვხვდება_თვალი ჩამიკრა, გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა_მოგწონს, მაგრამ დამიჯერე, ეს არ ღირს ამად.
შევცბი, დაბნეულმა თავი დავუქნიე და შავ ბეემვეში მოვთავსდი.



№1  offline წევრი Firefly

მშვენიერი დასაწყისია.
გელოდები მოუთმენლად.
--------------------
M.T

 


№2  offline მოდერი sopiko

განსხვავებული, დახვეწილი წერის სტილი გაქვს. სიუჟეტიც მომწონს. ეცადე წვრილმანი შეცდომებიც გამოასწორო ♥ წარმატებები!

 


№3 სტუმარი Gvantsa...gvantsa

Bavshvebo mirchiet ra wavikitxo?iseti minda rom 2-3 tavi ariyos marto anu lodininar minda axali tavebis ra

 


№4  offline მოდერი bibo

Exa movkari tvali da wavikitxe mekido momewona kargia ar meyo raga dagimalo da dasasruli ar mindoda da ra vqnaa ux .....kai xar shen chito aba warmatebebi shokolado didze didi tavebi dade ro meyos da kidooo mal male chito

 


№5 სტუმარი Gvantsa....gvantsa

Imitom rom es dzaan momewona da guli damwyda rom erti tavi iyo ... Shemdegs velodebi ubralod manamde minda rammee

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent