შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა ქარია გარეთ (პროლოგი)


26-11-2015, 19:51
ავტორი MarryLap
ნანახია 2 067

პროლოგი
ჩარლზ ვესტვიკს სიკვდილზე არასდროს უფიქრია, თუმცა მისთვის თვალებში ბევრჯერ ჩაუხედავს. უზრუნველი ცხოვრება მოჰბეზრდა. შეეძლოჰქონოდა ყველაფერი, მაგრამ მან აირჩია არაფერი. მისი ცხოვრება ჭადრაკის თამაშს ჰგავდა: მეფე იყო, თუმცა ბევრი არაფრის გაკეთება არ შეეძლო მანამდე, სანამ დედოფალი არ მოუკლეს. იმაზე გაცილებით უფრო სასტიკად, მაგრამ სამართლიანად მოექცა ცხოვრება, ვიდრე თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.
სულიერი მდგომარეობის უეცარი ცვილილება? მისთვის ეს ჩვეულებრივი მოველენა იყო; შეიძლება ითქვას ყოველდღიურობას წარმოადგენდა. გიჟური დღეები, უცნობებთან თუ ნაცნობებთან ერთად გატარებული დავიწყებას მიცემული ღამეები, ადრენალინის ჭარბი დოზა, ექსტაზი და სხვა მრავალი მისი რეჟიმის განუყოფელი ნაწილი იყო. თავშესაქცევად მუზებს უხმობდა დილაობით, რათა მარტოობაში არ გაეფლანგა დრო. ემოციურ სცენას როდესაც უყურებდნენ, სხვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ, ხოლო იგი განსაკუთრებულ, უნდილ სიმშვიდეს აეტანა.
ჩაკს არაერთხელ აღუძრია გარშემომყოფებში განცვიფრება, თუმცა პირიქით არასდროს ყოფილა: იგი ვერავინ ვერაფრით გააოცა. ყოველთვის ცდილობდა თავისი გრძნობები სხვების თანდასწრებით დაემალა. ერჩია დინჯი და თავდაჭერილი ყოფილიყო, ვიდრე თავქარიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომის სახელი ჰქონოდა. მის ქალაქში აფასებდნენ გავლენიან პირებს, ხოლო ვესტვიკის მსგავს პიროვნებებს აღმერთებდნენ. მას შეეძლო ერთი ნახვით ადამიანში ის გრძნობა გამოეწვია რაც მოესურვებოდა. პუბლიკის ხელში დაჭერაც შეეძლო. კარგი ორატორი იყო, მაგრამ ამ ნიჭს ფლანგავდა სულელურ მონოლოგებში მაშინ, როდესაც შეეძლო მთელი ნიუ-იორკი ხელში დაეჭირა. ეზარებოდა სწავლა. ანდა ვინ იცის, იქნებ სულაც არ თვლიდა საჭიროდ განათლების მიღებას: მას ხომ ისედაც ყველაფერი ჰქონდა რისი მიღწევაც ადამიანებს სურთ. მაშასადამე სწავლის მოტივი არ გააჩნდა.ნებისმიერი გამოუვალი სიტუაციიდან თავს იძვრენდა. იშვიათად თუ შეხვდებოდით ამ ახალგაზრდისნაირ მოხერხებულ ადამიანს.
ცხოვრება დიდ სიურპრიზს უმზადებდა ჩაკ ვესტვიკს, რომლის შესახებ მან არაფერი იცოდა. მის სიცოცხლეში ყველაფერს თვითონ გეგმავდა და ასრულებდა კიდეც. ვერ წარმოედგინა მისგან დამოუკიდებლად რაიმე როგორ უნდა მომხდარიყო. სწორედ ჭკუის სასწავლებლად განგებამ ისე გაამწარა, რომ თავ-ბედი აწყევლინა ჩვენს უცნაურ, მაგრამ ამავდროულად „ოქროს ბიჭუნას“.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent