ისევ შემიყვარე... თავი (21) ნაწილი (2)
მგონი რაც კი უბედურება არსებობდა ჩემთვის გაუმეტებია ბედს,სასაცილოა უბრალოდ,განა რა დავაშავე ასეთი?თუმცა ცხოვრება ხომ ბუმერანგია?ცოტაც დაიცადე,სულ ცოტაც...ცხოვრება ბუმერანგია დღეს შენ ტირი ხვალ ის ატირდება,არ მახსოვს ეს ფრაზა სად ამოვიკითხე,თუმცა უფალი სამართლიანია და მე ამის მჯერა,სამაგიერო გადავუხადო? მეც მასავით დავეცე? საცოდაობაა უბრალოდ,სამაგიეროს მოლოდ სულმდაბალი ადამიანები უხდიან.მე ასე მჯერა,მე ასე მწამს,არავის არაფერი შერჩება,ყველას მოეთხოვება. კარგი გამონათქვამი აქვს შექსპირს "არაფერს ელოდო არაფრისგან"! სწორედაც რომ არაფერი იყო დანელია და მისგან მეტს არც მოველოდი.ხანდახან როგორ იღლები,როგორ,მაგრამ მაინც იღიმი,იღიმი რომ გულში გამჯდარი ტკივილი დაფარო.ასე ზუსტად როდესაც თანხმდები იმაზე ნაკლებს რასაც იმსახურებ,მიიღებ იმაზე ნაკლებს რასაც დასთანხმდი!დრო ყველაფერს კურნავს,მხოლოდ გრძობებს ვერ შველის. იცით როგორია იმედგაცრუება? მიუხედავად იმისა,რომ გარდაუვლად იცი ეს მოხდება,მაინც რომ უშვებ ოდნავ გონებაში იქნებ მართლა მოხდა სასწაული და მასშიც გაიღვიძა ადამიანმათქო,მაგრამ რეალობა სულ სხვაა,განგრევს და გაიძულებს შეურიგდე.ეს არაა ცხოვრება,ეს სიმწარეა რომელიც ყოველდღე გაცლის ძალას,რომ სიცოცხლე გააგრძელო,გიკარგავს იმედს,რომ რაღაც კარგი მაინც შემორჩა და ერთხელ შენც გაგიღიმებს ბედი.ვისაც საკუთარ თავზე არ გამოუცდია ის ვერასოდეს გაიგებს სხვის ტკივილს,გვერდიდან ყურება ადვილია,თუმცა არსებობენ გამონაკლისები,რომლებსაც უსიტყვოდ ესმით შენი... თვალები რომ გავახილე საშინლად მეწვოდა,არ ვიცი რამდენი ხანი მეძინა,სრულიად დავკარგე დროის შეგრძნება,აღარც ადამიანური ინსტიქტები მქონდა დიდად.ვერც სიცივეს ვგრძნობდი,ვერც წყურვილს ვერც შიმშილს საერთოდ ვერაფერს,ესე მეგონა ხმა წამერთვა,შემეშინდა,ძალიან შემეშინდა თუმცა ჩავახველე და მივხვდი,რომ არ დავმუნჯებულვარ.წამოვიწიე და საბაი ჩავბღუჯე.მალე ნინო და ნათიაც შემოვიდნენ ოთახში –დედიკო,როგორ ხარ?–შუბლზე ხელი მომადო ნინომ,ეტყობოდა,რომ ძალიან ნერვიულობდა –კარგად დე–ვეცადე არ შემეშინებინა,მას ხომ ჩემს კარგად ყოფნაზე მეტი ქვეყნად არაფერი უნდოდა. –არ გშია დე?–წადი ნათია ბლინები მოუტანე ნიას,თან შოკოლადიც მოასხი ზედ სწრაფად გავიდა ნათია,ასეთი შეშინებული არასოდეს მინახავს ჩემი და –დე,რა მოხდა გუშინ?აკოსთან არ იყავით?–ტანში საშინლად გამცრა,აკო,აკო აკო...ექიავით დაიქუხა გონებაში,ამაკანკალა,ნინოს შეეშინდა–ნია რა გჭირს? გცივა? მერე არაფერი აღარ მახსოვს.თვალები ისე მქონდა დამძიმებული ძლივს გავახილე,არ მეცნო გარემო,მივხვდი რომ საავადმყოფოში ვიყავი. –რა მოხდა?–ნინო მეჯდა გვერდზე,თავი მაღლა წამოვწიე,სისტემა მედგა და ისე ძალიან მეტკინა ხელი,რომ ტკივილისგან სახე დამემანჭა –გული წაგივიდა ნია,ვერაფრით მოგიყვანეთ გონს,სასწრაფომ გადმოგიყვანა აქ,რატო მიხეთქავ დედიკო გულს?–შემეცოდა დედა,და თან როგორ შემეცოდა –კარგად ვარ ახლა დედა,ალბათ გადავიღალე,თანაც დიდი ხანია არ მიჭამია,თან ეს ანემიაც–უნიჭოდ ვიცრუე და გავუღიმე -დღეიდან იცოდე მე გავაკონტროლებ შენ კვებას! რუსეთში აღარ გაგიშვებ! -მინდა რომ წავიდე დედა,გარემოს გამოვიცვლი,უკეთესია-ახლა იქ წასვლა ყველაზე დიდი შვება იყო ჩემთვის -ოღონდ ჯერ გამოკეთდი დედიკო,გარეთ დგანან შენი მეგობრები,ისიც აქაა,ვუთხრა რომ შემოვიდნენ?-ისევ გამცრა ტანში,სისხლი გამეყინა,ახლა რომ ის დამენახა მოვკვდებოდი,უეჭველად მოვკვდებოდი ან მას მოვკლავდი. -აუ,არა დე,ძაან მტკივა თავი,ცოტას წავუძინებ რა კი გაუკვირდა თუმცა ალბათ იფიქრა მანაც ასე ჯობსო და უხმოდ გავიდა პალატიდან. თვალები დავხუჭე,მაგრამ არ მიტირია,ოჰო! საოცრებავ მინდ ატირილი თუმცა ვერ ვტირი,მას შემდეგ აღარ მიტირია,საერთოდ არ მიტირია...რას ვაპირებდი? არვიცი,თვითონაც არ ვიცოდი რას გავაკეთებდი,ვიძიებდი შურს? თუ ისევ დავაიგნორებდი ამ საქციელს... რა გავაკეთო? მეც ხომ მასავით სულმდაბალი არ ვარ?სადღაც მაინც ხომ არსებობს უფალი? მან ხომ მაინც იცის სხვამ თუ არა რომ ტკვილს ვეღარ ვუძლებ? დიდხანს ვიწექი ერთ წერტილს მიშტერებული,მგონი თვალიც კი არ დამიხამხამებია. საღამოს სახლში წამომიყვანა გიამ,თუ რუსეთში არ გინდა წასვლა არ წახვიდეო,მთავარი შენი ჯანმრთელობააო,თუმცა ახლა ეს საძულველი ქვეყანა შვებად მომევლინა. ვერსად გავექეცი სალომეს,ლიკას,ლანას,ელენეს და თეონას.ხუთივე სახლში დამხვდნენ.ყველაზე ნაკლებად ახლა მათთან ლაპარაკი მინდოდა.ოთახში ვისხედით ოთხივე,მე ვიწექი,ისინი კი ცემი საწოლის ირგვლივ ისხდნენ და კითხვისნიშნებით სავსე თვალებით მიყურებდნენ -იტყვი რა მოხდა?-შეშინებულმა,გაუბედავად მკითხა სალომემ და საწყალი თვალებით გადახედა გოგონებს -რატომ გაიქეცი გუშინ?-კითხვა არ დაუყოვნებია ელენეს -არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-გავუღიმე მათ -დანელია გადარეულია,საწოლიდან გიჟივით წამოხტა და საავადმყოფოში მოვიდა,რამდენჯერ დაგირეკა,რატო იქცევი ასე? -ნია,ამოიღებ ხმას?-ჩამაშტერდა ლიკა -აღარ მიყვარს დანელია-დაუფირებლად წარმოვთქვი -რა?-ხუთივემ პირი დააღო -მოიცა,მოიცა ვერ გავიგე,რა თქვი?-ტაში შემოცხო ლანამ-ჩემი გოგოა ეს-გახარებული მომეხვია -გაჩუმდი ერთი წუთით ლანა,ნია რას ამბობ ხვდები?-სეროიზული სახით მკიტხა სალომემ -კი ვხვდები,აღარ მიყვარს -აბა რატომ შეურიგდი?სამაგიეროს პონტში? -ნწ,არა როდესაც შევურიგდი მაშინ მიყვარდა,თუმცა ახლა აღარ მიყვარს -ვერ გავიგე გოგო-მოთმინებადაკარგულმა მკითხა ელენემ -რა ვერ გაიგეთ?! აღარ უყვარს ეგ არაკაცი დანელია! ან ეგ რა შესაყვარებელია! ნია ვამაყობ შენით-გახარებული კისკისებდა ლანა -რაღა მოხდა ხომ გუშინ? ნია თქვი! ამოღერღე! -თოკოს წერდა ნიას უნდა დავეჩალიჩოო -რაო?-პირი დააღეს -მოიცა,მოიცა ანუ? რაღა ვერ გავიგე!-ელდანაცემებივით წამოხტნენ გოგონები -ფუ ეგ არაკაცი! ნაგავი, კაცუნა! ვიცოდი,ვიცოდი რომ არასოდეს შეიცვლებოდა ფუ ეგ გამოს*ირებული!-ვერც კი გავიმეორებ იმ სიტყვებს რა სიტყვებითაც შეამკეს დანელია,სალომე სწრაფად წამოხტა ფეხზე და წავიდა,უკან მიყვა ელენეც. -არც კი ვიცი რა გითხრა ნია-მოეხვია ლიკა-ვიცი,რომ სასწაულად ძლიერი მყავხარ და ეს მაიმედებს,ღმერთი ყველაფერს ხედავს,ის არ დაუშვებს რომ დაეცე,ესეც გაივლის-ისე მაგრად მეხვეოდა ძვლები დამემტვრა თუმცა სასწაულად მესიამოვნა,იტირეს,ჩემს მაგივრად იტირეს,აბა მე ვეღარ ვტიროდი და ვირაცას ხომ მაინც უნდა დაეღვარა ცრემლი. -ღმერთმა იცის რომ შენ მასზე გაცილებიტ უკეთესს იმსახურებ,კარგია რომ ასე მოხდა,მაინც არაფერში გამოგადგებოდა,ცხოვრებას დაგიმახინჯებდა ნია-მომეხვია ლანა -ახლა კარგად მომისმინე და დაივიწყე ყველნაირი ჰუმანიზმი-ღრმად ამოისუნთქა ლიკა და დაიწყო -ლიკა მართალია,დედა უტირე ნია! არ დაინდო! ხომ იცი რაც უნდ აგააკეთო! -არაფერს არ ვაპირებ-აი რეკავს კიდეც ტელეფონი ვაჩვენე გოგონებს -უპასუხე,მიდი უპასუხე ნია-ჩამაჯინდა ლანა -არ მინდა-ტელეფონის ეკრანს ხელი გადავუსვი და გავთიშე,მერე საერთოდ გამოვრთე -რას აპირებ?-ღრმად ამოისუნთქა ლიკამ და ლანას გადახედა-ხომ იცი ეს რომ თემომ და დათომ გაიგონ მოკლავენ ნია,თანაც მასთან დალაპარაკებას აპირებდნენ -ხოდა ძალიანაც კარგი,მოკლან! ჩააძაღლონ ეგ არაკაცი!-იღრინებოდა ლანა,ალბათ დანელია წინ რომ ყოლოდა დაუფიქრებლად გაუყრიდა დანას -არა,მათ არაფერს ვეტყვი,უბრალოდ ვეტყვი რომ მასთან ყოფნა აღარ მინდ ადა დავშორდი -რაა? კიდე გეცოდება ეგ საცოდავი არსება?-პირი დააღეს გოგონებმა -არა,ეგ არ მეცოდება,თუმცა კი არის საცოდავი.არ მინდა იმ დებილის გამო დათოს და თემოს პრობლემები შეექმნათ,ხომ ხვდებით რა -შენ მაგაზე ნუ დარდობ,პრონბლემები იმ გამოტაყვანებულ დანელიას შეექმნება!-შემაგულიანა ლიკამ -მართალია ლიკა! სად გაშპნენ ელენე თეონა და სალომე?-ახლაღა გაახსენდათ მათი არსებობდა -არვიცი ადგნენ და გავარდნენ,ალბათ იმასთან წავიდნენ პასუხი უნდ ამოსთხოვონ,სალომე დაემუქრა ერთხელ თუ კიდევ აწყენინებ ნიას ყელს გამოგჭრიო-სიმწრისგან გამეცინა იმ საღამოს ორივე ჩემთან დარჩა.მთელი ღამე მის ლანძღვაში გაატარეს,შურისძიების 10000 გეგმა მაინც დასახეს,თუმცა მე არ მაინტერესებდა,შურისძიებას არ ვაპირებდი.სამაგიეროს გადახდა სუსტების საქმე იყო,მე კიდევ ისევ მქონდა ძალა შემორჩენილი,რომ ძლიერი ვყოფილიყავი.მე საკუთართავზე გავიმარჯვდე და დანელიაზე ვერ გავიმარჯვებდი?გაურკვევლობით დავტანჯავდი.იმის იმნეტერსეი მოკლავდა რა მოხდა რა დაემართა ნიასო! 23 დეკემბერი გათენდა.ნათიამ წუწუნით ამიკლო დანელიამ შემჭამაო,სახლშიც კი იყო მოსული,მაგრამ ნათიამ უთხრა რომ ბებოსთან წავედი სოფელში.მიხვდა რომ მოატყუა ნათიამ,თუმცა მაინც არ ვაპირებდი მისი დამპალი სიფათის კიდევ ერთხელ ხილვას. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა 25 იანვარი რომ გავცლოდი აქაურობას,ახლა მხოლოდ ესღა მაიმედებდა. რამდენჯერმე მოვიდა სახლში,თუმცა ისევ ისევე ოუწია უკან გაბრუნება,გიგა და ლადოც დილობდნენ ჩემამდე მოსვლას თუმცა ამაოდ,აღარც მათი დანახვა მინდოდა,ვერავინ დამაჯერებს რომ მათ საერთოდ არაფერი იცოდნენ,დანელიასთან ერთად მოკვდნენ ორივენი ჩემთვის.ნანატრი დილაც გათენდა,ბარგი 3 დღით ადრე ჩავალაგე,დედას დავემშვიდბეთ და აეროპორტისკენ ავიღეთ გეზი. _________________________________________________ დიდი მადლობა თქვენ,ცემო კარგებო და საყვარლებო ასე რომ მამხნევებთ და გვერდში მიდგახართ.რას ფიქრობთ ჩემს გადაწყვეტილებაზე? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.